You are on page 1of 2

კომპლექსური დავალება

ცხინვალი 1920

•რა ბრალდებას უყენებს რუსეთის პრეზიდენტი ქართულ სახელმწიფოებრიობას?


 
2019 წლის 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა- ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ ოსეთში
მომხდარი აჯანყებები სხვა არაფერი იყო თუ არა ქართველების მიერ განხორციელებული
გენოციდი. მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიას ისტორიის ასეთი მიმოხილვა
შესთავაზა: „ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო
არ ყოფილა“. შემდეგ,დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა
გერმანული ძალების დახმარებით.
 

• რა მიზანი ამოძრავებს რუსეთის პრეზიდენტს, როდესაც ის ისტორიული ფაქტების არასწორ


ინტერპრეტაციას ცდილობს?

რუსეთი საკუთარი ქმედებების გამართლებას ცდილობდა ამ ისტორიის ახალი


ინტერპრეტაციით.

 
• როგორ თანაცხოვრობდნენ ქართველები და ოსები საქართველოში XX ს-ის დასაწყისში?
 
საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეთნიკური დაძაბულობა ჯერ კიდევ საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან არსებობდა.
რეგიონში ძალადობამ იფეთქა, მას შემდეგ რაც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ
აჯანყების ჩახშობა სცადა და ცხინვალში სახალხო გვარდია და რეგულარული არმიის
შენაერთები გაგზავნა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლისა და მისი ძალით
გასაბჭოების შემდგომ იქმნება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს
შემადგენლობაში.
 

• რატომ არიან ქართულ-ოსური კონფლიქტის გაღვივებაში დამნაშავე ოსი ბოლშევიკები?


 
კონფლიქტი საქართველოსა და ოსეთს შორის, შედეგოს მომტანი აღმოჩნდა რადგან ისინი
„წვრთნიდნენ“ და აქეზებდნენ ოსებს ქართველებთან დაპირისპირების გასამძაფრებლად.

 
• წყაროების და კვლევის მიხედვით, რა პოზიცია ეკავა საქართველოში მცხოვრებ მშვიდობიან
ოს მოსახლეობას ოს ბოლშევიკთა მიერ წამოწყებული აჯანყების მიმართ?
 
სამხრეთ ოსეთს ჰქონდა სურვილი შეერთებოდა ჩრდ.ოსეთს. საქართველოში აღიარებული იყო
ოსთა უფლებები, ისინი იღებდნენ განათლებას თავიანთ ენაზე, სადაც თანამდებობებზეცოსები
ინიშნებოდნენ. ბოლშევიკები კი საქართველოს კანონებს არ სცნობდნენ. მათ დიდი
მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

 
• დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი რომელი ფაქტები უარყოფს ქართველთა მიერ ოსთა მიმართ
ჩატარებული ეთნოწმენდის ბრალდებას?

ოსეთსა და საქართველოს შორის მრავალი დაპირისპირება მოხდა, თუმცა საბოლოოდ შედგა


მოლაპარაკება, რის შედეგად მშვიდობა დაისადგურა მათ შორის. ოსები ბოლშევიკების მიერ
წაქეზებულები გახლდნენ კონფლიქტის გასაღვივებლად.ბოლშევიკები რუსეთის მიერ იყვნენ
მოწოდებული მისკენ რომ წამოეწყოთ აჯანყებები.
რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული დაპირისპირება
საქართველოს მთავრობასთან, ასევე, არანაირი გენოციდი იქ არ ყოფილა, მოხდა აჯანყების
ჩახშობა და ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას.

 
• როგორ შევძლოთ ისტორიული საკითხების შესახებ არსებული ინფორმაციიდან მცდარის და
ჭეშმარიტის გარჩევა?
არსებობს უარქივში ამ თემაზე უამრავი ისტორიული დოკუმენტი.. ასევე, მოგვეპობება
უამრავი ფილმი რომელიც ემთხვევა ერთმანეთს და არქივში შენახულ დოკუმენტებს.

You might also like