You are on page 1of 3

1847 წელს მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და

საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო შენობა


საჯარო ბიბლიოთეკისათვის, რასაც ვახტანგ ორბელიანი დასთანხმდა და 1851
წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1852 წელს მეფისნაცვლის
განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა კავკასიის ფარგლებში
დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლიარის საჯარო ბიბლიოთეკისათვის
გადაცემა.
ადგილობრივ მოსახლეობაში რუსული ენის გავრცელების მიზნით ვორონცოვი,
სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქართველი თავადაზნაურების შვილებს
სასწავლებლად გზავნიდა მოსკოვისა და პეტერბურგის სასწავლებლებში, ხოლო
მისი ხელშეწყობით, დაახლოვებით 30 000 კაცს თავადაზნაურული წოდება
დაუმტკიცდა.
საბოლოოდ ვორონცოვმა შეძლო საერთო ენის გამონახვა ქართულ
არისტოკრატიასთან და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ერთგულ
ქვეშევრდომად აქცია. ცხადია ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქართულ საზოგადოებაში
ანტირუსული განწყობილება საბოლოოდ გაქრა. მიხეილ ვორონცოვმა
სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოს
ეკონომიკური ათვისების მიზნით. მისი ინციატივით საქართველოში დაიწყეს ახალი
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანერგვა. ვორონცოვის მეფისნაცვლობის
პერიოდში ამოქმედდა მინის ქარხანა სოფელ ღვარევში, მაუდის ფაბრიკა,
ლითონის ჩამოსასხმელი ფაბრიკა ზუგდიდში და სხვა. ცხადია ეს ღონისძოებები
არ ცვლიდა კოლონიური პოლიტიკის მთავარ მიმართულებას _ საქართველო
უნდა დარჩენილიყო რუსეთის მრეწველობისათვის ნედლეულის ბაზად და მზა
პროდუქციის გასაღების ბაზრად.
მიხეილ ვორონცოვის მმართველობის, ისევე, როგორც ალექსანდრე
ბარიატინსკის დროს (1856-1862 წწ) კვლავ გრძელდებოდა რუსეთის
დემოგრაფიული ექსპანსია საქართველოში. კვლავ იქმნებოდა რუს სამხედროთა
დასახლებები (სოფლები). გრძელდებოდა საქართველოში რუსი სექტანტების
(მალაკნების, დუხობორების და სხვათა), ასევე სხვა უცხოტომელთა ჩამოსახლება.
ასე, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკა, რომელსაც მიხეილ ვორონცოვი უხეში
ძალმომრეობის ნაცვლად მოქნილი, ლოიალური მეოდებით ატარებდა,
არანაკლებ საშიში იყო ქართველი ერისათვის. ამიტომ მიხეილ ვორონცოვის მიერ
გატარებულ პოლიტიკას “ნამცხვრისა და მათრახის” პოლიტიკა უწოდეს.

მიხეილ ვორონცოვის მიერ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ამგვარი


ინვენსტირება პირდაპირ ჯდება „რბილიძალის” თანამედროვე
შინაარსში.მეფისნაცვლის ხსენებული ძალისხმევისგარდა, იმ ხანად დაარსებული
კავკასიისსასოფლო-სამეურნეო საზოგადოება,რუსეთის გეოგრაფიული
საზოგადოებისკავკასიის განყოფილება, კავკასიის მუზეუმი და სხვ. თავისუფლად
შეიძლება გააზრებულ იქნას, როგორც „რბილი ძალის”ინსტრუმენტები

რეგიონის მოსახლეობის გულსა და გონებაზე, საზოგადოებრივ აზრზე
ზემოქმედებისა და იმპერიული იდეოლოგიის დამამკვიდრებელი„გავლენის
ინსტიტუტები“.
რუსი ისტორიკოსი ვ. პოტტო აღნიშნავდა: ვორონცოვი ისე მართავდა კავკასიას,
რომ ადგილობრივ მოსახლეობას„რუსეთი დედინაცვლის მაგიერ დედად
ეცნო“.ასეთი თვალსაზრისი მხოლოდ რუსულ ისტორიოგრაფიაში არ გვხვდება,
მაგრამ ეს შეხედულება რომ გაზვიადებულია,

იმავდროულად, ვორონცოვის მმართველო-ბის ფორმა („რბილი ძალა“) ადუნებდა


ქართველი ხალხის პოლიტიკურ სიფხიზ-ლეს, ხელს უწყობდა მისი
ეროვნულიცნობიერების გახლეჩას და მკვიდრი მოსახლეობის გადაგვარების
რეალურ საფრთხეს შეიცავდა.
საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი ძალის ―თავადაზნაურობის
წინდახედულობაზე, მის სოციალურალღოსა და უნარზე იყო დამოკიდებული,
ისარგებლებდა იგიშექმნილი შესაძლებლობით თუ მზაკვრულ მახეში
გაბმული,თავადვე გადაიქცეოდა დამპყრობლის ინტერესების მსახურად.
შორსმჭვრეტელობას მოკლებული ქართულისაზოგადოების ელიტა ‒
თავადაზნაურობავერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. იგიუფრო დაჰყვა
ვორონცოვის ნებას, ვიდრეგამოიყენა ერთგვარი ხელსაყრელი შანსი.

ელდარ მამისთვალიშვილს მოჰყავსარგუმენტები, რომლებიც ცხადყოფენ ამ


საქმისორგანიზებაში მეფისნაცვლის უშუალო მონაწილეობას,რასაც, ბუნებრივია,
ვორონცოვი მალავს. მკვლევრისსიტყვით, „ვორონცოვი რუს მოხელეთა იმ ტიპის
წარმო-მადგენელია, რომელიც დაიხვეწა ეკატერინე მეორისეპოქაში და სურს
შეცდომაში შეიყვანოს ცივილიზაციისგზაზე შემდგარი დასავლეთ ევროპა ,
გაუბათილოს ევრო-პელებს რუსეთის ბარბაროსობის კომპლექსი ამას-თან
ერთად, ვორონცოვს სხვა მიზანიც აქვს: რუსეთიწარმოადგინოს ცივილიზაციის
შემომტანად კავკასიაში,შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს
რუსულიმმართველობა იცავს საქართველოს ებრაელებს ანტისემი-ტიზმით
გაჟღენთილი ადგილობრივი მოსახლეო-ბისაგან
ვახუშტი კოტეტიშვილს ეკუთვნის შემდეგი ფრაზაც:
„ეს სმოკინგში და ფრაკში გამოწყობილიევროპა (რუსეთი, ო. ჯ.), ჩვენს
დედაქალაქში დიდი რიხით შემოპატიჟებული (მ. ვორონ-ცოვის დროიდან, ო. ჯ.),
ათასგვარი სათამაშოებით ართობდა ჩვენისაზოგადოების მაღალ წრეს და
ვალსის ტალღებში ავიწყებინებდა მოვალეობას,უბრუებდა შეგნებას“
35
.

მსგავსი აზრი აქვს ასევე გამოთქმული ქართველ პოლი-ტიკურ და სახელმწიფო


მოღვაწეს გრიგოლ ლორთქიფანიძეს,რომელიც თავის ცნობილ წიგნში „ფიქრები
საქართველოზე“,წერდა:
„რუსეთი მუდამ და ყოველთვის,მიუხედავად იმისა გარეგნულად ლიბერალობდა
თუ რეაქციონერობდა,ატარებდა ერთსა და იმავე ხაზს,ემსახურებოდა ერთსა და
იმავემიზანს, სახელდობრ, საქართველოს პოლიტიკურად წაშლისა და ქართველი
ერის დენაციონალიზაციის საქმეს.გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ
ვორონცოვის „ლიბერალიზმის“ ხანასაქართველოში ეროვნულ-
პოლიტიკურიმხრით იყო შავბნელი პერიოდი, სწორედ ამ ეპოქაში გამეფდა არამც
თუ პოლიტიკური ოპორტუნიზმი, არამედ ეროვნული სულის სრული მოდრეკა და
დაჩოქება უცხოეთისდესპოტიის წინაშე. პოლიტიკურად ქართველი ხალხის
მოწინავე ნაწილი თითქოს სრულიად გატყდა წელში,ქედი მოიხარა და ამბორი
დაუწყო იმხელს, რომელიც მას რუსული „კნუტით“უჭრელებდა ზურგს“
36

You might also like