You are on page 1of 3

საქართველო და ქართულ მწერლობა ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ

თავისეფლება შესაძლებლობაა, გააკეთო ისე, როგორც გსურს. ისეთი პატარა ერისათვის ,


როგორიც საქართველოა, თავისუფლების მიღწევა და მისი შენარჩუნება უმთავრეს
მიზნად ითვლება. ჩვენს წინაპრებს ეს კარგად ესმოდათ, ოფლსა და სისხლს არ
იშურებდნენ ქვეყნის მომვალისა და დამოუკიდებლობის დასაცავად . ლომებივით
იბრძოდნენ და მიზანსაც მიაღწიეს.

ნებისმიერი აღზევების ხანა ოდესღაც დასასრულს უახლოვდება და სწორედ 1921 წელი


აღმოჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო. წითელი არმიის გამოჩენამ
თბილისსში უკვე ცხადყო, რომ საქართველომ თავისუფლება დაკარგა . ამიერიდან ის
რუსეთის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და როგორც ეკონომიკურად , ასევე
კულტურულად მის კლანჭებს შორის იმყოფებოდა.

სახტად დარჩენილ ქართველებს დასაცავად ორი ძალა დარჩათ: ქრისტიანული რელიგია


და მწერლობა. ოდითგანვე, ეს ორი საწყისი განაპირობებდა ქართველთა გამძლეობასა
და სულისკვეთებას, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა ეკლესია გააუქმა , საქართველოს
გადამრჩენელი მისის შესრულება მწერლობას დაეკისრა. ქართველთათვის , ამ დროს
ამომავალი წერტილი გახდა იოანე საბანისძის ნაწარმოები „აბოს წამება “. ეს რელიგიური
ნაშრომი გახდა იმედის, რწმენისა და ბრძოლის სურვილის ჩამსახველი ქართულ
საზოგადოებაში. ამ დამაიმედებს მოძრაობას სხვა მწერლებიც მოჰყვნენ როგორიცაა
სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც მწერალიც იყო და პოლიტიკური მოღვაწეც , დავით
გურამიშვილი, რომელიც პოეტიც იყო და „ქართლის ჭირის“ მოაზრეც. ილია ჭავჭავაძე კი
პირდაპირ წერს, რომ მწერალი ერის წინამძღვარი და გადამრჩენელია :
„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წავუძღვე წინა ერსა.“

სამწუხაროა, რომ XX საუკუნეში, მწერალთა ეს როლიც კომუნისტურმა პარტიამ ითავა და


ერის ხელმძღვანელობას შეუდგა. აკაკი ბაქრაძე, თავის ნაწარმოებში „მწერლობის
მოთვინიერება“ ნათლად ასახავს რუსეთის იმ იმპერიალისტულ პოლიტიკას , რომელიც
საბჭოთა კავშირს, ინტერნაციონალისტური ცნებით ჰქონდა შეფარული. იგი მიუთითებს იმ
სისტემურ პრობლემებზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დამცველთათვის თითქოსდა
უმნიშვნელო იყო, როგორიცაა: ხალხის მთიდან გადასახლება, მასობრივი რეპრესიები ,
ეკონომიკური პრობლემები. გარდა ამისა საბჭოური რეპრესიებიდან გამომდინარე ,
უამრავ მწერალს ეკრძალებოდა ნაშრომების გამოქვეყნება და საბჭოთა კავშირის
განადგურების შემდეგაც მათი ნაშრომები ჩრდილ ქვეშ დარჩა .

რუსეთის მთავარი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებისა და


აკრძალვების გარდა, ქართული კულტურის მთლიანად წაშლა გახლდათ. აკაკი ბაქრაძე
სწორედ რუსეთის ასიმეტრიულ დამოკიდებულებას უპირისპირდება . რუსეთი -ყოვლის
შემძლე, ხოლო საქართველო-უსუსური. ავტორს სურს, რომ ქართველმაც ისე დააფასოს
და ისე ახსოვდეს თავისი წარსული, როგორც რუსს ახსოვს და აფასებს . „რუსი
უფრთხილდება, სათუთად ექცევა თავის კულტურას, თავის ლიტერატურას“- წერს აკაკი
ბაქრაძე. ის კომუნისტური აზროვნების დამსხვრევას ცდილობს , ფაქტებისა და საბჭოელთა
მანკიერებების სააშკარაოზე გამოტანით.

თავისუფალი აზრის დაკნინება, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა დამპყრობლისთვის ,


ამ შემთხვევაში რუსეთისთვის საქართველოს ბოლომდე ანექსირებისთვის . სიტყვის
თავისუფლების აკრძალვით მას ხომ ხალხის მართვა მეტად გაუადვილდებოდა .
ამიტომაც, რუსეთმა დავისუფალ აზრზე პარტიული ზეწოლა განახორციელა და აკაკი
ბაქრაძე, ნათლად წარმოგვიჩენს პოლიტიკური ზეწოლის ხარისხსაც. ის მაგალითად
მოჰყავს ირაკლი აბაშიძის ლექსი, სადაც ის ბერიაზე წერს:

„უცებ ქალაქში ვნახე ბერია,


ქუჩა ნაბიჯით დინჯად გადასჭრა
მე შემოვხედე ჩვენსკენ დარიალს,
ვთქვი- საქართველო უკვე გადარჩა.“

აკაკი ბაქრაძე საბჭოთა პერიოდის გაბატონებულ ლიტერატურულ დისკურსს იაზრებს და


მას ამსხვრევს. მისი ნაწარმოების ნათელ სულისკვეთებას გამოხატავს ავტორის სიტყვები :
როცა, ადამიანს აიძულებენ, ის ილაპარაკოს და წეროს, რაც მას არ სწამს და არ სჯერა , ეს
არის შემზარავი ინტელექტუალური ექსპლუატაცია. საბჭოთა მოქალაქეების
ოთხმოცდაათი პროცენტი მაინც, თუ მეტი არა, იმას ლაპარაკობს და წერს, რაც არ სწამს
და არ სჯერა. თუ ანტიკურ ეპოქაში არსებობდა სოციალური მონობის ინსტიტუტი ,
სოციალიზმის დროს შეიქმნა ინტელექტუალური მონობის ინსტიტუტი“

რუსეთისთვის მთავარ მიზანს მუშათა კლასის გაზრდა წარმოადგენდა . ეს იყო სოციალური


ფენა, რომელიც რუსეთისთვის როგორც ეკონომიკურად ასევე სხვა მიზნებისთვის
ყველაზე გამოსადეგარი იყო. მათ არც განმაცვიფრებელი ცოდნის ქონა ევალებოდათ და
არც საკუთარი აზრის ხმამაღლა, ხალხისთვის წარმოჩენა. ამიტომაც მუშათა ბირთვი ,
ფაქტიურად მთლიანად მთავრობას ემორჩილებოდა. იმისათვის, რომ რუსეთს
მწერლებისთვის ყოველგვარი სინათლე მოესპო, გადაწყვიტა მუშათა კლასის
წარმომადგენლები დაესაქმებინა მწერლებად. არა რამოდენიმე არამედ იმაზე ბევრი ,
ვიდრე ის მწერლები, რომლებიც მართლა სცდილობდნენ საკუთარი აზრის მიწვდენას
ხალხისათვის. ვითომ მწერალი მუშები მთავრობის მითითებებს მიჰყვებოდნენ და მარტო
იმას სწერდნენ, რასაც სახლემწიფო უკვეთავდა. ასეთმა რუსეთის ვითომ საკეთილდღეო
პროპაგანდამ და ამდენმა აზრსმოკლებულმა განაცხადმა, გადაფარა თავისუფალი
მწერლების ნაშრომები. გარდა ამისა, რუსეთმა გადაწყვიტა მწერლები ქარხნებსა და სხვა
საზოგადო სამსახურის დაწესებულებებში დაესაქმებინა გარკვეული დროის
განმავლობაში, რათა უკეთ აღეწერათ მუშათა ყოველდღიური ყოფა. „დაარსებული იქნეს
518 ქარხნის და 1040 სატრაქტორო სადგურის სახელობის მწერალთა ბრიგადები,
რომლებიც იმუშავებენ საწარმოებში და კოლექტივებში. ამ ბრიგადებს ევალებათ დღემდე
არსებული სუსტად მომუშავე მწერალთა ბრიგადების ბუქსირზე აყვანა .“

აკაკი ბაქრაძე, ცდილობს მკითხველს წარმოუჩინოს, რომ ჰუმანისტური მოტივები ,


რომელიც 1970-იან წლებში, ქართულ საბჭოურ ლიტერატურაში გაჩნდა, სინამდვილეში
იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული იყო. ის წერს, რომ რადგანაც ვერ გამართლდა
„საბჭოთა ადამიანის“ ბოლშივიკური მოდელი, ამიტომაც საჭირო გახდა საზოგადოების
ნამდვილი ჰუმანიზმისაკენ შემოტრიალება. ამასთან ერთად, მსგავს იდელებს ხშირად
დაერთვოდათ რელიგიური კანოტაციები. ავტორს, ამ უკანასკნელის გამოვლინებად ,
ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი მიაჩნია“. მსგავს ძვრებს, ქართულ საბჭოურ
ლიტერატურაში აკაკი ბაქრაძე ასე აფასებს: „კაცის სულს მარქსიზმ -ლენინიზმმა
ვერაფერი მისცა და ადამიანის დამშეული სამშვინველი ისევ უკან , ქრისტიანობისაკენ
მიბრუნდა. მწერლობაც იძულებულია, იქ ეძებოს ზნეობრივი იდეალი“

საბჭოთა ლიტერატურა ხატავდა ისეთ ადამიანს, რომელიც ადამიანურ იდეალებზე წინ ,


პარტიულ და კლასობრივ იდეალებს აყენებდა. ასეთი „უღირსი ადამიანი “ ავტორის აზრით
იდეალად ვერ გამოდგება. ამიტომაც საჭიროა ისეთი ადამიანი, ვინც მეგობარს პარტიული
პრინციპების დასაცავად ხელს არ კრავს და სასიკვდილოდ არ გაიმეტებს . იგი წერდა ,
რომ: „იდეალის პოვნა ძნელია და რთული ათეისტურ საზოგადოებაში, რამეთუ აქ ღმერთი
უარყოფილია და მწერლობამ არ უწყის ნათლად და მკაფიოდ - ვინ უნდა აღიაროს
იდეალად“

რუსეთმა ყველა არსებულ საზღვარს გადააბიჯა და უკვე რელიგიის გამასხარავებაც


დაიწყო. ლენინის არნახული ხარისხით გაფეტიშება და მისი რელიგიად ქცევა უკვე
აფსურდის ტოლფასი გახდა. მარქსიზმ-ლენინიზმის გამოცხადება ერთადერთ ჭეშმარიტ
მრწამსად, რელიგიური მოტივების გამოყენება პარტიული მოტივებითა და არსებული
რელიგიების აბუჩად აგდება, აკაკი ბაქრაძემ, „აზროვნების პათოლოგიად“ მოიხსენია .

რუსეთი უბრალო „გასართობებით“ ახერხებდა რიგითი მოქალაქეების ყურადღების


გაფანტვას, რომლებიც სისტემას მხოლოდ იმიტომ დამორჩილდნენ, რომ შეეშინდათ .
ქართველს, რომელსაც არასოდეს დაუხევია უკან, მიუხედავად მტრის
მრავალრიცხვოვნობისა თუ სისასტიკისა, სლავი დამპყრობლის შეეშინდა . ამ სიტყვებით
მე არ ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი უსუსურია, პირიქით, ის ყველაზე საშინელი
დამპყრობელი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ერთადერთ , რომელიც
საქართველოში შემოვიდა დარჩა. მის მიერ განადგურებულმა ეკლესიების რიცხვმა 1200-ს
მიაღწია და ეცადა დაეგმო ქვეყანაში რელიგია. მაშინ როდესაც სხვა დამპყრობლები
ხმლებითა და იარაღით გვიტევდნენ, რუსეთმა მორალურად და ფსიქოლოგიურად
შემოგვიტია, რისთვისაც აშკარად მზად არ ვყოფილვართ. მწერლობას სწორედ ამიტომ
დაევალა გადამრჩენლის როლში ყოფნა და სცადა საზოგადოების გამოფხიზლება და
ვფიქრობ გამოუვიდა კიდეც. დღეს-დღეობით მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც
ნატრულობს ძველი რეჟიმის დაბრუნებას და არ მოსწონს თავისუფალი ნების ქონა და
დამოუკიდებელი ცხოვრება. როგორც ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა: „ის, ვინც დათმობს
თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და
არც უსაფრთხოების“.

You might also like