You are on page 1of 34

სამიზნე ცნება: „საზოგადოება“

საკითხი: პლაკატი, როგორც საისტორიო წყარო

კომპლექსური დავალების პირობა:

თქვენ იცი, რომ პლაკატი მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა. ის კარგად ასახავს


სახელმწიფოს პოლიტიკურ ორიენტაციას, იდეოლოგიურ და სოციო-კულტურულ
მდგომარეობას; სახელმწიფოს ან გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფის
დამოკიდებულებას პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ კონკურენტთან/ოპონენტთან, როგორც
სახელმწიფოს შიგნით, ასევე სხვა სახელმწიფოს მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ XX
საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური ჟურნალის მხატვარი ხართ და რედაქტორმა
დაგავალათ ცივი ომის თემაზე სააგიტაციო პოლიტიკური პლაკატის შექმნა, რომელშიც
თქვენი სახელმწიფოს (პოლიტიკური ბლოკის) წარმატებები ან უპირატესობა უნდა ასახოთ
ქვემოთ ჩამოვლილ რომელიმე სფეროში: ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება, კულტურა,
სპორტი ან სხვა; ასევე, შეგიძლიათ, პირიქით, პლაკატში ასახოთ კონკურენტი მხარის
სისუსტეები და ნაკლოვანებები.
თქვენ მიერ შექმნილ „პლაკატში“ ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
• ისტორიული ეპოქა, რომელშიც დამზადებულია პლაკატი;
• ის თანადროული ისტორიული მოვლენები, რომელსაც პლაკატი ეხმიანება;
• რომელი სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს იგი და ამ
ჯგუფის იდენტობის მახასიათებლები, მიზნები და მოლოდინები;
• პლაკატის სამიზნე საზოგადოება, ამ საზოგადოების ასაკი, რწმენები,
მსოფლმხედველობა, მოლოდინები და ინტერესები, რომელზეც უნდა იმოქმედოს
ნაშრომმა.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

გაეცანით მასალას პლაკატის, როგორც ისტორიული წყაროს შესახებ და „ამხანაგი


პლაკატი /ქართული საბჭოთა პლაკატის მოკლე ისტორია“. გაითვალისწინეთ, რომ
პლაკატი შეიძლება იყოს სააგიტაციო, სარეკლამო, გამაფრთხილებელი, სოციალური ან
სხვა შინაარსის.

1
გაეცანით მასალებს ცივი ომის შესახებ, როგორც ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენას.

• ვიდრე პლაკატის კეთებას დაიწყებდეთ: 1. შეარჩიეთ თემა, რის შესახებაც იქნება


ნამუშევარი; 2. რისი თქმა გინდათ ამ თემასთან დაკავშირებით; 3. მთავარი სათქმელი
გამოსახეთ სლოგანში ან მოკლე ტექსტურ ინფორმაციაში; 4. აარჩიეთ გამომსახველობითი
ხერხი და სტილი და პირობითობის ხარისხი;

• გაითვალისწინეთ, რომ პლაკატში გამოკვეთილად ჩანდეს არჩეული სათქმელი და ის


აუდიტორიისთვის იყოს კონკრეტული, სანდო და დამაჯერებელი, რათა გავლენა
მოახდინოს;

• პლაკატზე მუშაობისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეულ ისტორიულ ეპოქას


თავისი განსაკუთრებული კულტურული მახასიათებლები, სიმბოლოები და ღირებულებები
აქვს;

• ყველა ხალხს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში შესაბამისი ტრადიციები, რწმენა,


წარმოდგენები, პოლიტიკური და ცხოვრებისეული პრიორიტეტები აქვს და აქედან
გამომდინარე, რეალობისა და პირობითობის ინდივიდუალური აღქმაც. თუ ამას არ
გაითვალისწინებთ, შეიძლება, თქვენი მესიჯი ვერ მივიდეს სამიზნე ჯგუფამდე, ან
არასწორად იყოს ინტერპრეტირებული;

• გაითვალისწინეთ, რომ ყველა სააგიტაციო პლაკატი გარკვეულწილად ტენდენციურია.


ამიტომ შეეცადეთ, ეს მახასიათებელი შეფარულად წარმოადგინოთ, რითაც გაიზრდება
სამიზნე აუდიტორიაზე პლაკატის ზეგავლენის ხარისხი.

ამხანაგი პლაკატი (ქართული საბჭოთა პლაკატის მოკლე ისტორია)


მიხეილ ბასილიძე

კაცობრიობა პლაკატს უძველესი დროიდან იცნობს. მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში,
საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ. მაშინ პლაკატს ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა და
მისი ფუნქცია ამა თუ იმ მოვლენაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო. თუმცა, ძველ დროში
გლადიატორების ბრძოლებისა და თეატრალური წარმოდგენების წინ დამზადებულ
საინფორმაციო ფურცლებს, მხოლოდ პირობითად შეიძლება დაერქვას პლაკატი.
პირველი პლაკატის შემქმნელად წიგნებით მოვაჭრე ვინმე ბერტოლდი ითვლება. 1482
წელს მან გეომეტრიის სახელმძღვანელო გამოსცა და მისი უკეთ გასაღების მიზნით
პლაკატის მსგავსი სარეკლამო განცხადება დაბეჭდა.

ილუსტრირებული პლაკატი, ანუ სადაც ტექსტის გარდა, ნახატიც ფიგურირებდა 1830 წელს
გამოჩნდა და იგი შავ-თეთრი იყო. დროთა განმავლობაში ის დაიხვეწა და XIX საუკუნის
მიწურულს საბოლოო სახე მიიღო. მას ევროპაში სხვადასხვა სახელი ჰქონდა:

2
გერმანელები das Plakat-ს (პლაკატი) უწოდებდნენ, ინგლისში და ამერიკის შეერთებულ
შტატებში poster-ს (პოსტერი), საფრანგეთში კი affich-ს (აფიშა). თანამედროვე პლაკატის
დამაარსებლად ფრანგ გრაფიკოსს და დეკორატორს ჟიულ შერეს ასახელებენ. სწორედ
შერემ შეიმუშავა პლაკატის ძირითადი პრინციპები, რომლის თანახმადაც იგი
კონტრასტრულ და მყვირალა ფერებში იხატება, ხოლო ტექსტი ლაკონურობით
გამოირჩევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ადამიანმა რაც შეიძლება სწრაფად
აღიქვას პლაკატის შინაარსი.

საქართველოში პოლიტიკური პლაკატის ისტორია XX საუკუნის 30-იან წლებში იწყება.


შესაძლოა პლაკატები ჩვენთან უფრო ადრეც იბეჭდებოდა, მაგრამ ეროვნული
ბიბლიოთეკის პლაკატებისა და ესტამპების განყოფილებაში პირველი ქართულენოვანი
გამოცემა ამ პერიოდს ემთხვევა. პირველი ქართული პლაკატების ავტორები ბუსირევი და
მირზოევია. მათ მიერ შესრულებული პლაკატები თავისი ეპოქის შესაბამის სულისკვეთებას
გადმოსცემენ. 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში

კოლმეურნეობების ჩამოყალიბება მიმდინარეობს და


პარალელურად შეძლებული გლეხების ე.წ. კულაკების
წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიები ტარდება. სწორედ ამ
თემატიკას ასახავს მირზოევის პლაკატი, რომელიც
საქართველოში 3 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა.
იმავე წელს ბუსირევის პლაკატის საშუალებით, საქართველოს
საბჭოთა ხელისუფლება, მშრომელებს კლასობრივი მტრების
საბოლოო განადგურებისკენ მოუწოდებს. მტრები კი პლაკატის
მიხედვით კულაკები, აზნაურები და თავადები იყვნენ. ანუ
საზოგადოების ის ფენა, რომლებსაც კომუნისტები ფიზიკურად
სპობდნენ. მათთან ერთად პროლეტარიატის
მოწინააღმდეგეთა რიცხვში არიან ოპორტუნისტები და
მავნებლებიც. როგორც პლაკატიდან ჩანს, წითელ ფერებში

3
გამოხატულ მუშას, კლასობრივი მტრების მიმართ სიბრალული არ უნდა გააჩნდეს.

საბჭოთა კავშირში პლაკატებს განსაკუთრებული იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. მისი


საშუალებით ხელისუფლება მასებში სასურველ იდეოლოგიას ამკვიდრებდა. თუ
საზღვარგარეთ პლაკატებს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდნენ (პოლიტიკურის გარდა,
მას ენიჭებოდა სოციალური რეკლამის, მოწოდების, სასიამოვნო განწყობის შემქმნელი
ფუნქცია), საბჭოთა კავშირში მას ძირითადად მხოლოდ პოლიტიკური სააგიტაციო-
პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდა. ბოლშევიკები მტრებს ყველა მეთოდით
ებრძოდნენ და მათ შორის პლაკატსაც იყენებდნენ.

პლაკატი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა:


1. საინფორმაციო ფუნქცია - მისი საშუალებით ბოლშევიკები
მოსახლეობაში პარტიისთვის სასურველ ინფორმაციას
ავრცელებდნენ;
2. კომუნიკაციური - პლაკატი ასრულებდა მოქალაქეებსა და
მთავრობას შორის მეკავშირე რგოლის ფუნქციას, თუმცა ეს
კავშირი ყოველთვის ცალმხრივი იყო;
3. საიმიჯო - უზურუნველყოფდა სახელმწიფოსა და მმართველი
აპარატის პოზიტიური სახის დამკვიდრებას ქვეყანაში. მაგრამ
საბჭოთა პლაკატის მთავარ ფუნქციას მოსახლეობის "სწორი"
მიმართულებით აღზრდა და შესაბამისი პროპაგანდა
წარმოადგენდა.

4
საბჭოური პლაკატის დაარსება რევოლუციის
პერიოდში მოხდა. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა ის
აგრესიული სტილი, რომელიც დროთა განმავლობაში
კიდევ უფრო განვითარდა. პლაკატის მეშვეობით
კომუნისტები მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორს
ახორციელებდნენ. მოორის მიერ შესრულებული
პლაკატიდან "შენ ჩაეწერე მოხალისედ?" (moor)
მოქალაქეებს მკაცრი წითელარმიელი უყურებდა და
მათ წითელ არმიაში სამსახურს აიძულებდა. როდესაც
ადამიანი ასეთ პლაკატს შესცქეროდა, მას
ერთდროულად შიშის და სირცხვილის გრძნობა
უჩნდებოდა, იმის გამო, რომ რევოლუციისთვის
არაფერი გაუკეთებია.

აგიტაციური ტიპის პლაკატები ფრონტზე საბრძოლო


მასალის მსგავსად იგზავნებოდა. მას აკრავდნენ
ქალაქის ქუჩებში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
პლაკატის ქვედა ნაწილში კი როგორც წესი, შემდეგ
წარწერას ურთავდნენ: "ყოველი ვინც ჩამოხევს, ან
გააფუჭებს პლაკატს განიხილება როგორც
კონტრრევოლუციონერი". იმ წლებში კი ვისაც კონტრრევოლუციაში დასდებდნენ ბრალს
იგი განწირული იყო.

კომუნისტებმა პლაკატი იარაღად გადაქციეს, რომელსაც ხშირად ქვემეხზე მეტი


დამანგრეველი ძალა ჰქონდა. ერთი შეხედვით უგემოვნო პლაკატებს უზარმაზარი ძალა
ჰქონდათ. მარტივი გამოსახულება ყველასთვის გასაგები იყო. ხოლო მოკლე ტექსტი -
იგივე ლოზუნგი, რომელიც გამოსახულებას თან ახლდა, უბრალო მოქალაქეს ადვილად
ამახსოვრდებოდა და მას შესაბამისი მოქმედებისკენ უბიძგებდა. პლაკატების საშუალებით,
კომუნისტები თითოეულ მოქალაქეს ცხოვრების წესს უდგენდნენ, სადაც მკაცრად იყო
განსაზღვრული ჭამის, ძილის, დასვენების და მუშაობის განრიგი.

სასადილოებში ჩამოკიდული პლაკატები მოქალქეებს დინჯი ღეჭვისკენ მოუწოდებდნენ:


"გულდასმით დაღეჭე საკვები, ამით შენ ეხმარები საზოგადოებას!" მუშას დაზგასთან
სპეციალური შეგონება ეკიდა: "სინდისი კონტროლის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა."
ყველა დაწესებულებას შესაბამისი პლაკატი უნდა ჰქონოდა. მოქალაქეებს
აფრთხილებდნენ, ასწავლიდნენ, ურჩევდნენ, აშინებდნენ, აიძულებდნენ ეცხოვრათ და
ეფიქრათ ისე, როგორც ამას პლაკატების მეშვეობით კარნახობდა საბჭოთა მთავრობა.

პლაკატზე გამოსახული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ქვეყანაში


ხდებოდა. მოსახლეობის დამუშავებას და საჭირო მიმართულებით მათი აზროვნების
წარმართვას ათასობით მხატვარი ემსახურებოდა. 20-იან წლებში საბჭოთა კავშირში
რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადდა და სახელმწიფო პროპაგანდამ შესაბამისი

5
პლაკატებიც გამოუშვა, სადაც ღვთის მსახურები და მორწმუნეები ყოვეთვის შავ ფერებში
იყვნენ გამოსახულნი. 30-იანი წლების დასაწყისში ყველაზე აქტუალური თემა
კოლმეურეობა გახდა. ამიტომ პლაკატების მეშვეობით, ხალხს უნერგავდნენ აზრს, რომ
საკოლმეურნეო სისტემა მსოფლიოში ყველა პროგრესული მოდელია, რომელიც საბჭოთა
მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

გლეხებს გეგმის გადაჭარბებით შესრულებას


აიძულებდნენ. მათ დარწმუნებას მომღიმარი გლეხი
ცდილობდა პლაკატიდან, რომელიც დაწესებულ გეგმას
გადაჭარბებით ასრულებდა. სინამდვილეში კი
საკოლმეურნეო სისტემის ჩამოყალიბებას საბჭოთა
კავშირში მილიონობით გლეხი შეეწირა. სოფლებს,
რომლებიც უარს აცხადებდნენ პურის ჩაბარებაზე,
პირდაპირ ციმბირში ასახლებდნენ.

შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონდა 1937-1938 წლებში


ჩატარებულ საყოველთაო რეპრესიებსაც. 30-იან
წლებში, როდესაც ქვეყანაში სტალინის საყოველთაო
ხოტბა ისმოდა, პლაკატებიც მსგავს აღტკინებას
გამოხატავდნენ. 1940 წელს ირაკლი თოიძის მიერ
შექმნილი სტალინის პლაკატს დიდი ბელადის ციტატა
ამშვენებს: "პარტია უძლეველია თუკი მან იცის საით
წაიყვანოს საქმე და არ ეშინია სიძნელეებისა."

სტალინის თემაზე შექმნილმა პლაკატებმა ქვეყანაში ყველა რეკორდი მოხსნა. ნებისმიერი


საბჭოთა მხატვარი, რომელიც პლაკატების თემაზე მუშაობდა, თავს ვალდებულად
თვლიდა, პროლეტარიატის მასწავლებელი განსაკუთრებით მიმზიდველ გარემოში
დაეხატა.

1935 წლიდან საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით,


12 წლის ზევით ასაკის ბავშვები, დიდების მსგავსად ისჯებოდნენ. შინაგან საქმეთა
სახალხო კომისარიატმა სოციალისტური წყობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის
არასრულწლოვანთა დახვრეტის უფლებაც კი მიიღო. სისხლის სამართლის კოდექსში ეს
ცვლილება სტალინის ინიცირებული იყო. თუმცა პლაკატების მიხედვით, სტალინი სულაც
არ იყო ბავშვების მტერი. 1939 წელს გამოშვებულ პლაკატში, კრემლის ფონზე
გამოხატული სტალინი კეთილია ძიაა, რომელსაც ბედნიერი ბავშვები უზრუნველი
ცხოვრებისთვის გულითად მადლობას უხდიან.

6
30-იანი წლების შემდეგ საბჭოთა პლაკატების ისტორიაში
ახალი ერა დგება. გერმანიასთან დაწყებულმა ომმა
შესაბამისი პროპაგანდის საჭიროება წარმოშვა. პირველი
პლაკატი ომის თემაზე ქართველი მხატვრის ირაკლი
თოიძის მიერ იყო შექმნილი. "დედა-სამშობლო გიხმობს"
ის პლაკატი იყო, რომელმაც აქტუალობა მთელი ომის
პერიოდში შეინარჩუნა. ამ პლაკატმა დაუდო სათავე ომის
თემატიკაზე გამოშვებულ უზარმაზარ საპროპაგანდო-
სააგიტაციო ბეჭდვით მასალას. მოსახლეობას
პლაკატების მეშვეობით უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა
ებრძოლათ დივერსანტებისა და ხანძრის წინააღმდეგ,
წარმოებდა პროპაგანდა წითელ არმიაში მოხალისეებად
ჩაწერაზე. პლაკატებით ზურგში მუშაობაც საომარ
მოქმედებებს უთანაბრდებოდა. ხალხს უნერგავდნენ, რომ
ომში აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ომის თემაზე
პლაკატები საქართველოს მასშტაბითაც იქმნებოდა.
მირზოევი: "ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ
გავიმარჯვებთ" და ავაკუმოვი: "მეტი ლითონი, მეტი
იარაღი."

ომის შემდეგ, 50-იან წლებში, პლაკატების ტონალობა ნელ-ნელა შეიცვალა. რა თქმა


უნდა, მათ კვლავ იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდათ, თუმცა პოლიტიკასთან ერთად
სოციალური თემატიკაც გაჩნდა. მასობრივად დაიწყო არაპოლიტიკური ხასიათის
პლაკატების გამოცემა. უფრო აქტიურად გამოიკვეთა თემები, რომლებიც ეხებოდა:
მედიცინას, ფიზკულტურას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ბავშვთა მოვლას. გამოჩნდა
მოზარდებისთვის განკუთვნილი პლაკატები. მაგალითად: "არ ჩამოხტე ტრამვაიდან სვლის
დროს!" 30-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც პლაკატი ძირითადად მხოლოდ
პოლიტიკურ მტრებზე და კლასობრივ ბრძოლაზე იყო ორიენტირებული, 50-იან წლებში
სახელმწიფო მანქანამ ყველა სფეროში მოქალაქეების ცხოვრების ტოტალური კონტროლი
დაიწყო. ხაზი ესმებოდა, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება მშვენიერია - "დღითი დღე
ცხოვრება სულ უფრო საამური ხდება!"

იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში გეგმიური ეკონომიკა იყო, არ არსებობდა კერძო
სექტორი და კონკურენცია, რეკლამა აზრს კარგავდა. თუმცა, პლაკატების საშუალებით
საბჭოეთში პლაკატების საშუალებით მაინც მიმდინარეობდა ისეთი სფეროებისა და
კომპანიების რეკლამირება, რომლებიც ისედაც კონკურენციის გარეშე იყვნენ. "შეინახეთ
ფული შემნახველ სალაროებში!" (სხვა არც არსებობდა), "იფრინეთ აეროფლოტის
თვითმფრინავებით!" და ა.შ.

7
საბჭოთა კავშირში სოციალური თემატიკაც კი აშკარად გამოკვეთილ პოლიტიკურ ხასიათს
ატარებდა. ყველაფერი მოწოდებილი იყო კომუნიზმისა და საბჭოთა წყობის ჭრილში.
"გვალვასაც დაძლევთ!" - ამ პლაკატით იგულისხმებოდა, რომ კომუნისტებისთვის
შეუძლებელი არაფერი იყო. შრომა კომუნისტურ ღირებულებად იყო გამოცხადებული.
საბჭოთა პროპაგანდა მოსახლეობას ამას ისეთ კონტექსტში აწვდიდა, თითქოს შრომის
კულტურა სხვა ქვეყნებში საერთოდ არ იყო და იქ მშრომელებს არ აფასებდნენ.
მახინჯდებოდა შრომის ცნება. მას საბჭოთა გეგმიურ ეკონომიკას უსადაგებდნენ და მასის
გეგმის შესრულებაზე კონცენტრირებას აიძულებდნენ: "ხუთწლედი ოთხ წელიწადში!"

60-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ავტომობილების რიცხვი მომრავლდა ქართულ


პლაკატებში სიმთვრალესთან ბრძოლის თემა გამოჩნდა. ასეთ პლაკატებს ხშირად
აკრავდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასადილოებში და რესტორნებში.
მძღოლებს მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ მთვრალ მდგომარეობაში საჭესთან
დაჯდომა შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს:

8
კომუნისტურმა პლაკატმა პოლიტიკური
ინტონაცია ბოლომდე შეინარჩუნა.
საბჭოური პროპაგანდა მუდამ იმას
ამტკიცებდა, რომ იგი ყველაზე
მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყო. 60-იან
წლებში, როდესაც მოსკოვის მიერ
კარიბის აუზში პროვოცირებული კრიზისის
გამო მსოფლიო ატომური ომის
საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და
როდესაც კრემლმა პრაღაში ტანკების
გამოყენებით, ჩეხოსლოვაკელი ხალხის
დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ჩაახშო,
საბჭოთა საქართველოში შემდეგი ტიპის
პლაკატი გამოუშვეს: პლაკატს "მშვიდობა
მსოფლიოს" ერქვა და საბჭოთა კავშირი მშვიდობის დამცველ ქვეყნად იყო გამოყვანილი.

საბჭოურ პლაკატებში იყო თემა, რომელიც ყოველთვის აქტიურად ფიგურირებდა.


იცვლებოდა პრიორიტეტები, მოთხოვნები, პოლიტიკური კონიუნქტურა, თუმცა უცვლელი
რჩებოდა ლენინი. საბჭოთა და მათ შორის ქართული პლაკატები კომუნიზმის უკვდავ
ბელადს ყოველთვის ადიდებდნენ. ასე იყო 20-იან წლებში და ასე დარჩა საბჭოთა
კავშირის დაშლამდეც. ლენინი მუდამ საბჭოთა მოქალაქეების გვერდით იდგა. კაპანაძის
და ვეფვხაძის მიერ შექმნილი პლაკატები, მშრომელი მასების სწორედ ლენინისა და მისი
"დიადი" საქმეების უკვადავობაში არწმუნებდა.
მიხეილ ბასილაძე

9
პლაკატის , როგორც ისტორიული წყაროს შესახებ

პლაკატი ფრაგულად განცხადებას ან აფიშას ნიშნავს.


ხელოვნებაში გრაფიკის ნაირსახეობა. სააგიტაციო,
საინფორმაციო, სარეკლამო ან სასწავლო მიზნით
ქაღალდის დიდ ფურცელზე შესრულებული მკვეთრი
გამოსახულება, რომელსაც აქვს მოკლე ტექსტი.
პლაკატი უნდა აღიქმებოდეს შორი მანძილიდან. იგი
ინფორმაციის სხვა წყაროებისგან უნდა
გამოირჩეოდეს იმით, რომ უნდა იყოს მარტივად
აღსაქმელი, ამ მიზნით პლაკატი იყენებს მრავალნაირ
სპეციფიკურ საშუალებას - სხვადასხვა მეტაფორულ
გამოთქმებს, დევიზებს, ანდაზებს, სიმბოლოებს,
შრიფტებს, ტექსტის განლაგებას, ფერებს. პლაკატებში
შეიძლება გამოყენებული იყოს ფოტო სურათებიც.
დღეს პლაკატი მკვეთრ ვიზუალურ ფორმატში სამიზნე
ობიექტისათვის განკუთვნილი მკვეთრი კომპლექსური
მესიჯია, რომელიც გავლენას ახდენს ობიექტზე და
მისგან გარკვეულ მოქმედებას მოითხოვს.

პოსტერი ბილი კიდის ძებნის შესახებ

10
პლაკატი, როგორც ინფორმაციის წყარო XIX
საუკუნეში საინფორმაციო განცხადებებიდან და
თეატრალური და საოპერო აფიშებიდან უნდა
იღებდეს სათავეს. მაგალითად ამერიკის
შეერთებულ შტატებში პლაკატის სახელი „პოსტერი“
საფოსტო სადგურებში გამოკრული განცხადებების
სახელიდან მოდის. ყველაზე ხშირად ამ
განცხადებებში სახელმწიფო ან შტატის
ადმინისტრაცია ეძებდა დამნაშავეებს და ამიტომ
განცხადებებს ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში
საფოტო სადგურებსა და რკინიგზის სადგურებში
აკრავდნენ.. დროთა განმავლობაში ვიზუალურმა
გამოსახულებამ თანდათან გამოდევნა პლაკატიდან
ტექსტი და მისი ადგილი დაიკავა. პლაკატის
ძირითადი სამეტყველო ენის ჩამოყალიბება
დაკავშირებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში
ფრანგ მხატვარ ანრი ტულუზ ლოტრეკთან.

ტულუზ ლოტრეკის აფიშა

მის ნამუშევრებში გაჩნდა პირველი სპეციფიური ნიშნები: ფორმის განზოგადება,


გროტესკულობა, გამოსახულების სილუეტის გამოყენება, სტილისაციის მაღალი ხარისხი
და უარის თქმა ნატურალიზმზე, მკვეთიი ფერები. XX საუკუნის დასაწყისიდან პლაკატის
გამოყენების სფერო არნახულად გაიზარდა საზოდადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში
და იგი მასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბების მძლავრ იარაღად იქცა, როგორც
ტოტლიტარულ, ისე დემოკრატიულ სახელმწიფოებში. თავდაპირველად პლაკატები
ძირითადად სამრეწველო საქონლის, საგამომცემლო და საფინანსო საქმიანობის
მიღწევებს, ტურისტულ საქმიანობას, კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს
უკეთებდნენ რეკლამას. ამ თვასლსაზრისით შეიძლება ცლკე გამოიყოს კინოპლაკატი,
როგორც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში.

საბჭოთა კავშირში მასობრივი პროპაგანდა სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი


ნაწილი იყო, რომელსაც ხელოვნების ყველა დარგი ემსახურებოდა, მათ შორის სახვითი
ხელოვნებაც. საბჭოთა კავშირში მიმდინარე არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური,
ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული მოვლენა, რომელიც არ აისახა პლაკატებში

11
12
საბჭოთა პლაკატები სოციალიზმის მშენებლობაში ქალის ჩაბმის შესახებ

13
14
ქართული საინფორმაციო, სოციალური და სააგიტაციო პლაკატები

მაგალითად, სოციალიზმის მშენებლობა, რომელიც ინდუსტრიალიზაციის,


კოლექტივიზაციის და კულტურული რევოლუციის განხორციელების შედეგად უნდა
მომხდარიყო საჭიროებდა ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რომელიც
მიზანმიმართული აგიტაცია-პროპგანდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ პროცესის
უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო სოციალიზმის მშენებლობისას ქალების საზოგადოებრივ
და შრომით პროცესებში ჩაბმა. მათი გენდერული თანასწორობის მიღწევა და აქამდე
არსებული სტერეოტიპების დანგრევა, რასაც წარმატებით ემსახურებოდა საბჭოთა
პლაკატი.

XX საუკუნის 30-იან წლებში გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის


სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ დაიწყო გერმანელთა არიული რასის
საყოვლთაო უპირატესობის პროპაგანდა. ამ პროცესის განხორციელება და
საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა პროპაგანდისრული პლაკატების გარეშე
შეუძლებელი იყო.

15
16
გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის სააგიტაციო პლაკატები

პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ფართოდ გავრცელდა სააგიტაციო


პროპაგანდისტული პლაკატები, რომლებიც პარტიოტულ გრძნობებზე დაფუძნებით
მოუწოდებდნენ მოქალაქეებს მხარი დაეჭირათ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისათვის, ან
მუქ ფერებში წარმოეჩინათ ოპოზიციური ძალები.

17
18
მსგავსი დანიშნულების საბჭოთა და ნაცისტურ პლაკატებს იდენტური გამომსახველობითი
სახე ჰქონდათ

19
20
მტრის სახეს ორივე სახელმწიფოჰიპერბოლიზებული სისასტიკით და ზიზიღით
გამოსახავდა.

21
22
1920-1930-იან წლებიდან ტექნიკურ-სამეცნირო და სამშენებლო ბუმის პირობებში
პლაკატმა შეიძინა საინფორმაციო გამაფრთხილებელი ფუნქცია და ფართოდ
გამოიყნებოდა სამრეწველო და სამშენებლო საქმიანობაში შრომის უსაფრთხოების
პროპაგანდისათვის.

23
ცალკე აღნიშვნის ღირსია ცივი ომის პერიოდის (1946-1991წწ.) პლაკატები, რომლებშიც
მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ ხაზი გაესვათ ერთმანეთის პოლიტიკური სისტემის
ნაკლისათვის და საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ საკუთარი სისტემის უპირატესობა.

ამ პერიოდში ორი სისტემის დაპირისპირებაამ მოიცვა ადამიანის საქმიანობის ყველა


სფერო ეკონომიკიდან და სამხედრო ძალის დამონსტრირებიდან დაწყებული კულტურა
და სპორტის ჩათვლით. ეს პროცესი მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც 1979 წელს
სსრკ-მ საკუთარი ჯარები ავღანეთში შეიყვანა და დასავლეთის სახელმწიფოებმა 1980
წლის მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს.

24
25
მხატვარ დიმიტრი ვრუბელის პოლიტიკური გრაფიტი ბნერლინის კედელზე „კოცნა“. ცივი
ომის პერიოდის ერთ ერთი სსრკ-ს ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი და გდრ-ის ლიდერი ერიჰ
ჰონეკერი. პლაკატი უფრო ცნობილია სხელით „სიკვდილის კოცნა“. ჩარჩოზე არის
წარწერა „ უფალო! დამეხმარე გადავრჩე ამ სასიკვდილო სიყვარულის დროს“.

26
27
პირველი პლაკატით ავტორებს ხაზი უნდოდათ გაესვათ, რომ თუ ოდესმე კაცობრიობა
ატომურწობინიან რაკეტებს გამოიყენებს, მაშინ ცივილიზაცია ისევ ხელახლა ქვის ხანიდან
დაიწყება, ხოლო მეორე სარკაზმით აშარჟებს ნეიტრონული ბომბის მხოლოდ ცოცხალი
არსებების მიმართ დამაზიანებელ ეფექტს.

28
ცივი ომის დამთავრების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა მშვიდობიანი
თანაარსებობის პოლიტიკა, ეკოლოგიური პროლემები და გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის მიერ გეკლარირებული მდგრადი განვითარების პრინციპები, რომლებმაც
სწრაფად გადაინაცვლეს საპლაკატო სივრცეში.

29
30
პლაკატი როგორც პროპაგანდის და აღზრდის მეთოდი აქტიურად გამოიყენებოდა და
ახლაც წარმატებით გამოიყენება პედაგოგიკაში.

31
32
ცივი ომი

ტერმინით „ცივი ომი“, აღინიშნებოდა მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური


დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ–სა და დასავლეთის სხვა წამყვან სახელმწიფოებს,
ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტებს შორის, რამაც თავი
იჩინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და 90–იანი წლების დასაწყისამდე
გრძელდებოდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ჟურნალისტ ჰ. სვოუპს და ფართოდ
გავრცელდა უ. ლიმპანის სტატიებისა და გამოსვლების შედეგად. ცივი ომი გამოხატვდა XX
ს–ის მეორე ნახევრის საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად შინაარს, როცა
მსოფლიოს ორ ძირითად პოლუსს შორის არც ომი იყო და არც მშვიდობა. 1945 წელს,
ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდგ, სსრ კავშირი და აშშ წარმოადგენენ მსოფლიოს
ორად ორ სუპერსახელმწიფოს. სსრ კავშირმა ფაშიზმისაგან გაათავისუფლა აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნები, მაგრამ თვითონვე მოახდინა მათი ოკუპაცია. ასევე აშშ–მა გადამწყვეტი
როლი შეასრულა დასავლეთ ევროპის განთავისუფლებაში. დამარცხებული გერმანიის
ტერიტორია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო (სსრ კავშირის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა
და საფრანგეთის). 1947 წლისათვის ცხადი გახდა, რომ სსრ კავშირს განზრახული ჰქონდა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამყარება. აშშ და დასავლეთის
სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც დაინახეს კომუნიზმის ექსპანსიის რეალური საფრთხე,
აშკარად დაუპირისპირდნენ სსრ კავშირს. შეიქმნა ე.წ. „სსრ კავშირის აგრესიის შეკავების
თეორია“. ეს დაპირისპირება ლიტერატურაში ხშირად „აღმოსავლეთ–დასავლეთის“
დაპირისპირების სახელით მოიხსენიება. ცივი ომის ძირითადი კრიზისული მომენტებია:
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსაბჭოთა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება
(1945–48), ბერლინის კრიზისი (1948-49), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კომუნისტური რეჟიმის დამყარება
ჩინეთში (1949), კორეის ომი (1950-53), სსრ კავშირის მიერ უნგრეთის სამხედრო
ოკუპაცია (1956), ბერლინის კედლის მშენებლობა (1961), კარიბის კრიზისი (1962),
ვიეტნამის ომი (1965-72), ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968) და სხვა. ამ
დაპირისპირებებმა მსოფლიო რამდენჯერმე დააყენეს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე.
ცივი ომის პერიოდში აშშ–მა შეძლო გამხდარიყო დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური
სამყაროს ლიდერი, დასავლური ცივილიზაციისა და ლიბერალურ–დემოკრატიულ
ღირებულებათა გადარჩენის გარანტი. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა
მთელ არაკომუნისტურ სამყაროში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბატონობის მოპოვებას,
რის გამოც ევროპისა და იაპონიის მედგარ წინააღმდეგობას აწყობდა, თუმცა კომუნისტურ
სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობა პირველ ხანებში ანელებდა ამ წინააღმდეგობას.
ამიტომ აშშ–ისათვის დამახასიათებელი იზოლაციონისტური (იხ. იზოლაციონიზმი)
პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 150 წლის განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა უაღრესად
აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით. კომუნიზმის შეჩერების საბაბით აშშ–მა
განახორციელა ისეთი დიდი ღონისძიებები, როგორიც იყო დასავლეთ ევროპის
ქვეყნებისადმი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური დახმარება (მარშალის გეგმა),
საბერძნეთისა და თურქეთისათვის სამხედრო მხარდაჭერა, ნატოს ჩამოყალიბება, გფრ–
ისათვის ყოველნაირად ხელშეწყობა და მისი ნატოში გაწევრიანება, სეატოსა და სენტოს
სამხედრო ბლოკების შექმნა და სხვა. 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაძაბულობა

33
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შედარებით შენელდა.. თუმცა ამ გარეგნული
სიმშვიდის ფონზე გრძელდებოდა სერიოზული დაპირისპირება უფრო ფარული ფორმით
და, რაც მთავარია, ახალ გეოპოლიტიკურ რეგიონებზე (ახალო აღმოსავლეთი,
ტროპიკული აფრიკა, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური ამერიკა) გავლენის
მოპოვების მიზნით. 70-იანი წლების ბოლოსათვის ცივ ომს ძირითადად აქცია–რეაქციის
სახე ჰქონდა, როდესაც ერთი მხარე დაუყოვნებლივ ახდენს საპასუხო რეაქციას მეორე
მხარის მოქმედებაზე. ცი8ვი ო–ის მიზეზებისა და შინაარსის შესახებ არსებობს სამი
განსხვავებული შეხედულება. პირველი მათგანის მიხედვით, რომელიც დასავლეთის
სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული, ცივი ომის წარმოშობაში მთავარი
დამნაშავე არის საბჭოთა კავშირი და მისი კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც მიზნად
დაისახა მთელი მსოფლიოს „გაწითლება“, აშშ კი იძულებული გახდა წინ აღდგომოდა
საბჭოთა ექსპანსიონიზმის საფრთხეს და გადაერჩინა დასავლური ფასეულობანი. მეორე
შეხედულებით (საბჭოური შეხედულება), ც. ო. გამოიწვია აშშ–ის იმპერალისტურმა
მისწრაფებებმა მსოფლიო ბატონობისაკენ და კომუნიზმის განადგურების განზრახვამ.
მესამე შეხედულებით, გერმანიის განადგურებამ წარმოშვა ძალის ვაკუუმი ევროპაში და
ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) ცდილობდა შეევსო ეს ვაკუუმი. მაშასადამე, ცივი ომი იყო
ჩვეულებრივი კონფლიქტი ბიპოლარული მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის და
იდეოლოგიური მომენტი აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა. 80-იანი წლების
პირველ ნახევარში დაძაბულობა მკვეთრად გაძლიერდა, რაც გამოიწვია საბჭოთა
კავშირის ინტერვენციამ ავღანეთში. ორივე მხარემ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო
ხარჯები, ბირთვული არსენალი და სამხედრო ბაზების რიცხვი. კულმინაციას მიაღწია
იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმაც. მაგრამ, 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში
დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკის კურსმა“ არსებითი ცვლილებები
შეიტანა ც. ო–ისა და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში.
სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან
საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შემოაბრუნა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა,
კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების
გამოყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა მომასწავებელი გახდა
ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის,
როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური
რეჟიმი მთელს ევროპაში დაემხო, ც. ო. ისტორიის კუთვნილება გახდა.

წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი:


ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ;
20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

34

You might also like