You are on page 1of 2

პროპაგანდა I სლაიდი

პროპაგანდა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მრწამსს, რომელიც უნდა გავრცელდეს, ის


რაც უნდა გავრცელდეს. ტერმინი მომდინარეობს ლათინური propago-დან და ნიშნავს
,,ვავრცელებ’’. დროთა განმავლობაში მისი გაგება დავიწროვდა და ახლა, როცა
პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ, ძირითადად ამ ტერმინის პოლიტიკურ მნიშვნელობას
ვგულისხმობთ. დღეს პროპაგანდა გვესმის, როგორც მცდელობა იმისა, რომ
გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ კონკრეტულმა ადამიანმა თავისთვის
სასარგებლო საზოგადოებრივი განწყობები გაავრცელოს.

პროპაგანდა, როგორც პოლიტიკური ფენომენი, უძველესი დროიდან არსებობს. ჯერ


კიდევ პრიმიტიულ საზოგადოებებში თამაშობდა საკმაოდ დიდ როლს ამა თუ იმ
პირის ცხოვრების შესახებ მითიური ამბების გავრცელება, რაც მას თავის ჯგუფში
განსაკუთრებული ადგილის მოპოვების საშუალებას აძლევდა. ტერმინის დღევანდელ
მნიშვნელობასთან უფრო ახლოს იყვნენ ის საზოგადოებები, რომლებსაც მისი
წევრების მიერ არჩული პირები ირჩევდნენ. ასეთებს ჩვენ დღეს დემოკრატიულ
საზოგადოებებს ვუწოდებთ. ყველაზე ნათელ მაგალითს ამგვარი საზოგადოებებისა
ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები და რომის რესპუბლიკა წარმოადგენს.
გარკვეულ თანამდებობებზე ირჩევდნენ იმას, ვისაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ამ
თანამდებობისათვის შესაფერისად მიიჩნევდა. ეს კი, ცხადია ნიშნავდა, რომ პირს
საზოგადოების წევრები უნდა დაერწმუნებინა, რომ უკეთ შეძლებდა საქმის გაკეთებას.

პროპაგანდა I მსოფლიო ომში

პროპაგანდა საყოველთაოდ გამოყენებადი გახდა მე-20 საუკუნის მეორე მეოთხეთდში,


თუმცა მანამდე, ფართოდ პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს,
როცა მისი საშუალებით მოხდა მოწინააღმდეგის მიმართ მტრული განწყობების
გაღვივება, საბრძოლო მობილიზება, მოსახლეობის გაწვევა შიარაღებულ ძალებში,
მოსახლეობის დარწმუნება გადაწყვეტილების მართებულობაში, ნეიტრალური
სახელმწიფოების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მიღწევა და მოკავშირეთა
მხარდაჭრის გამყარება. იმ დროინდელი პროპაგანდისტული იდეები და
გამოსახულებები მოგვიანებითაც გამოიყენეს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, II
მსოფლიო ომის დროინდელ პლაკატებში.

პროპაგანდა საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიაში

საბჭოთა კავშირში პროპაგანდა რევოლუციური იდეების გავრცელებას, მარქსიზმის


სწავლებას და მარქსისტული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას
ნიშნავდა ნიშნავდა. აგიტაცია ნიშნავდა ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის
ფორმირებას. 1917 წლის რევოლუციამდე, ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში
ბოლშევიკები საგანგებოდა ამუშავებდნენ საზოგადოებრივ აზრს, სანამ ყველაფერ ამას
სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი არ მოჰყვა. ინტელიგენციისა და
სასულიერო ფენის წარმომადგენელთა ტოტალურ განადგურებასაც კი ადამიანებს
უხატავდნენ, როგორც ახალი ბედნიერი ცხოვრების დაბადების ნიშანს. ამას შედეგად
რუსეთსა და მას დაქვემდებარებულ ქვეყნებში პოლიტიკური დევნით, ტერორით,
ეკონომიკური გაჭირვებით, ადამიანის უფლებათა სრული უგულებელყოფით
ნიშანდებული სამოცდაათწლიანი ისტორია მოჰყვა.

პროპაგანდა გერმანიაში იმართებოდა საზოგადოების განათლებისა და პროპაგანდის


სამინისტროს მიერ. გებელსი ამ სამინისტროს ჩაუდგა სათავეში 1933 წელს. ყველა
ჟურნალისტი, მწერალი და ხელოვანი ვალდებული იყო ყოფილიყო სამინისტროს
დაქვემდებარებაში მყოფ რომელიმე პალატაში. ნაცისტები პროპაგანდას
განიხილავდნენ, როგორც სასიცოცხლო ინსტრუმენტს მათი მიზნების მისაღწევად.

You might also like