You are on page 1of 5

 ტერმინოლოგიური ლექსიკონი 

 ზეპირი და წერითი კომუნიკაციები

 კომუნიკაცია - ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის


საშუალებით.
 ვერბალური კომუნიკაცია - სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიმდინარე
კომუნიკაცია. სიტყვა „ვერბალური“ ლათინურია და ნიშნავს ზეპირს, სიტყვიერს.
 არავერბალური კომუნიკაცია - კომუნიკაცია სიტყვების გარეშე. ხმის, ტონის, მანერების,
გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმის და ურთიერთობებისას დაკავებული
მანძილის მეშვეობით.
 ინტერპერსონალური კომუნიკაცია - გულისხმობს კომუნიკაციას ერთმანეთზე
დამოკიდებულ ადამიანებს შორის.
 კომუნიკაციის მოდელი - მოიცავს შემდეგ ელემენტებს: ინფორმაციის გადამცემი;
მიმღები, არხი რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გადაცემა. კომუნიკაციის
მოდელში მნიშვნელოვანი ადგილი ხმაურს უკავია. ხმაურში მოიაზრება ყველაფერი, რაც
ამახინჯებს ინფორმაციას ან ხელს უშლის მიმღებს მიიღოს ინფორმაცია. მაგ: ქუჩიდან
შემოსულმა ხმაურმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ და ვერ გაიგოთ რას ამბობს
მასწავლებელი.
 კომუნიკაციის კონტექსტი - გულისხმბოს ფიზიკურ გარემოსა და ურთიერთობის სახეს.
ორივე მათგანი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომუნიკაციის პროცესს. კომუნიკაციის
კონტექსტში შედის კულტურა. იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე,
ინფორმაციის გადაცემაზე, მიმღებზე და იმ სოციალურ ნორმებზე, რომლებიც გარკვეულ
ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.
 კომუნიკაციის ეფექტიანობა - საშუალება, რომ ინფორმაციის მიმღებმა ზუსტად გაიგოს
რა იგულისხმა გზავნილში ინფორმაციის გადამცემმა.
 კულტურა - ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების წესი-სტილი, რომელიც ერთი თაობიდან
მეორეში კომუნიკაციის მეშვეობით გადადის. კულტურა მოიცავს ჯგუფის მრწამსებს,
ღირებულებებს, ენას და ხელოვნების ნიმუშებს.
 დამოკიდებულება - მოვლენების, ობიექტების თუ იდეების დადებითი ან უარყოფითი
შეფასება.
 ცრურწმენა - საფუძველს მოკლებული, მიკერძოებული უარყოფითი შეხედულებები და
შეფასებები გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ.
 უკუკავშირი - ინფორმაციის გამცემისთვის იმის შეტყობინება თუ როგორ გავიგეთ ან
როგორ შევაფასეთ ნათქვამი ანდა რა ემოციები და აზრები აღძრა ნათქვამმა ჩვენში.
 განსხვავებული ემოციური დატვირთვის მქონე სიტყვები - მრავალ სიტყვას შინაარსის
გარდა, რომელიც ობიექტური ხასიათისაა და ემოციური დატვირთვაც ახლავს. ემოციური
შეფერილობა ხშირად სუბიექტურია და პიროვნებასთან თუ მის გამოცდილებასთან არის
დაკავშირებული.
 ობიექტი - 1. მოვლენა, საგანი ან პირი, რომლისკენაც მიმართულია რაიმე მოქმედება,
ვისიმე საქმიანობა, ყურადღება; 2. ჩვენ გარეშე, ადამიანის ცნობიერებისგან
დამოუკიდებლად არსებული სამყარო, მატერიალური სინამდვილე; 3. საწარმო ან
დაწესებულება, როგორც რაიმე საქმიანობის განხორციელების ადგილი.
 სუბიექტი - ადამიანი, როგორც მატერიალური სამყაროს შემცნობელი და გარდამქმნელი;
პიროვნება; 2. მსჯელობის საგანი;
 ობიექტური - 1. რაც ჩვენი ცნობიერების გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებობს. 2.
მიუდგომელი, მიუკერძოებელი;
 სუბიექტური - 1. მიკერძოებული, წინასწარაკვიატებული, წინასწარშექმნილი; 2.
მხოლოდ მოცემული სუბიექტისათვის დამახასიათებელი; 3.სუბიექტთან
დაკავშირებული; პირადული.
 სოციალური ნორმა - მოლოდინები, რომელიც ჯგუფს საკუთარი ჯგუფის წევრების
ქცევებისა და განწყობების მიმართ გააჩნია.
 სტერეოტიპები - მახასიათებლები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წევრებს მიეწერება.
 აშკარა სტერეოტიპები - აშკარა სტერეოტიპები არის ის ხალხი, რომლებიც მზად არიან,
გამოთქვან და აღიარონ სტერეოტიპები სხვა პირების წინაშე.
 დაფარული სტერეოტიპები - დაფარული სტერეოტიპები არის სტერეოტიპები,
რომლებიც ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერად, ისე, რომ მათ მათზე არც იციან და ვერც
აკონტროლებენ.
 გენდერი - სქესთან დაკავშირებული წარმოდგენების, მოლოდინებებისა და განწყობების
ერთობლიობა.
 ურთიერთობის წარმართვა - ძირითადად ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარებას
ემსახურება. - ხშირად იგი ფაქტიურად შინაარსს მოკლებულ საუბარს ასახავს.
 გრძნობების გამოხატვის ფუნქცია - პიროვნების გრძნობების, საკითხისადმი მისი
ემოციური დამოკიდებულების გამოხატვას ემსახურება.
 ინფორმაციის შინაარსის გადაცემის ფუნქცია - არსებულ ფაქტებზე მითითებას, მათ
შორის შეფასების ან ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანას ემსახურება.
 ორატორი - პირი, რომელიც საჯაროდ წარმოთქვამს სიტყვას. ადამიანი, რომელსაც
ეხერხება საჯაროდ სიტყვების წარმოთქმა; მჭევრმეტყველი.
 მსოფლმხედველობა - შეხედულებათა, წარმოდგენათა სისტემა სამყაროსა და მის
კანონზომიერებებზე, ბუნებისა და საზოგადოების მოვლენებზე.
 საორატორო მჭერმეტყველება - პროზის ისეთი დარგი, რომელიც თავის მიზნად ისახავს
მსმენელზე ზეგავლენის მოხდენას.
 ვექილი - 1. ტერმინი „ვექილი“ ადვოკატის მნიშვნელობითაც იხმარება.2. რწმუნებული,
მეურვე, მზრუნველი ფეოდალურ საქართველოში. XVII-XVIII საუკუნეებში ტერმინი „ვექილი“
ხშირად იხმარებოდა მოხელის აღსანიშნავად. სამეფო კარის მოხელეების საერთო სახელწოდება იყო „ვექილ-
ვეზირები“. „ვექილი“ ეწოდებოდა ირანის მოხელეს, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოში საფინანსო
ფუნქციებს ასრულებდა. ვექილი იყო აგრეთვე ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენელი ვასალურ
სახანოებში (ერევნის ვექილი, განჯის ვექილი). შემოსავალ-გასავლის მოსაქმეს „ვექილ-ხარჯი“
ეწოდებოდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ვაქილი“ არის „თანამოსარჩლე სამსჯავროსა შინა
ფასითა“. ძველ ქართულ წყაროებში ადვოკატობის ინსტიტუტი, ვექილების კორპორაცია დამოწმებული არ
არის. ვექილობის ანუ, როგორც დავით ბატონიშვილი უწოდებს, „მონაცვლე კაცის“ ინსტიტუტი
საქართველოში წარმოიშვა XIX საუკუნეში, რუსეთთან შეერთების შემდეგ.
 რიტორი - 1. მჭევრმეტყველი ადამიანი; ენამჭევრი, ორატორი. 2. მაღალფარდოვანი
ლაპარაკის მოყვარული. 2. ძველ საბერძნეთში – მჭევრმეტყველების მასწავლებელი.
 რიტორიკა - ანუ მჭერვმეტყველების თეორია, არის მოძღვრება საჯარო გამოსვლის,
ორატორული ხელოვნბის, წესებისა და კანონების შესახებ. რიტორიკა გვასწავლის
დამოუკიდებლად და დამოუკიდებლად და ორიგინალურად გამოვხატოთ აზრები, გავაკეთოთ სწორი
დასკვნები, დავიცვათ ჩვენი პოზიცია, ავხსნათ იგი და დავასაბუთოთ.
 ლოგოგრაფოსი - ბერძნული ენიდან თარგმანით „სიტყვების მთხზველს“ აღნიშნავს.
თანამედროვე ტერმინით კი, შესაძლოა იგი მოვიხსენიოთ, როგორც - ვექილი, ადვოკატი.
ლოგოგრაფოსი ძველ საბერძნეთში წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე შეუნაცვლებელ პიროვნებას,
რომელსაც ევალებოდა ყველა რთული და ჩახლართული სასამართლო საქმის გარჩევა, სადაც აუცილებელი
იყო სათანადო წესრიგით დაელაგებინა და ისეთი სახით გაეშუქებინა რეალური ფაქტები, რომ საქმის არსი
მსაჯულთათვის ნათელი გამხდარიყო, რადგან იმ პერიოდის საბერძნეთის სასამართლოში გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭებოდა მომჩივანისა და მოპასუხის სიტყვებს.
 ავტორიტეტი - 1. საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობა, გავლენა; 2. ის, ვინც
სარგებლობს საყოველთაო აღიარებით, გავლენით.
 ელიტა - მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც უკავიათ
წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ
უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, თავდაცვა
და სხვ.
 არისტოკრატია - 1. არისტოკრატია არის ბერძნული სიტყვა და ითარგმნება როგორც
„საუკეთესოს მმართველობა“; სახელმწიფო წყობილება, რომლის დროსაც ძალაუფლება
დიდგვაროვნთა პრივილეგირებულ კლასს ეკუთვნოდა. 2. არისტოკრატია ასევე
აღნიშნავს არისტოკრატების ერთობლიობას.
 ტიმოკრატია - საპატიო მოქალაქეების მმართველობა.
 დემოკრატია - სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ
ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია –
არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება „დემოკრატია“ მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა
და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური,
კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
 ოლიგარქია - მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს
ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ
საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მცირეთა მმათველობა ეს ფორმა საბრძნეთში საკმაოდ
გავრცელებული იყო და გულისხმობდა, რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადების
ელიტური ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატიული პრინციპით (ანუ მმართველობას
ასრულებდნენ დიდგვაროვნნი), ან ტიმოკრატიული პრინციპით (როდესაც მმართველობას ახორციელებდნენ
ის პირები, რომლებიც თვიანთი რეალური მდგომარეობით (ქონებით) იყვნენ გამორჩული საზოგადოებაში).
ეს პოლიტიკური სისტემა საბერძნეთის არაერთ პოლისში მოქმედებდა ტერმინი პირველად
გამოიყენეს ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ.
 მონარქია - სახელმწიფო მმართველობის ფორმა. მონარქია არის მმართველობის ისეთი
ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელში.
 ანარქია - 1.აღნიშნავს საზოგადოებას, რომელიც არ იმართება რაიმე პოლიტიკური
ხელისუფლების მიერ; პოლიტიკურ თეორიას, რომელიც მხარს უჭერს ესეთი
საზოგადოების არსებობას ეწოდება ანარქიზმი. 2. სხვა მნიშვნელობით ანარქია ნიშნავს
უწესრიგობას.
 ტირანია - თანამედროვე მნიშვნელობით არის დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმი,
რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით.
 ავტოკრატია - სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი
ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.
 დიქტატურა - ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის
დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ
არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით. ძველ რომში დიქტატურა
იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი; საგანგებო სიტუაციის დროს შეუზღუდავი პოლიტიკური
ძალაუფლება გადაეცემოდა ერთ ადამიანს — დიქტატორს.
 ანტიკური - ძველი ბერძნული ან რომაული (კულტურა, ხელოვნება, საზოგადოებრივი
წყობა და სხვ.). ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII საუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და
თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ
მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი
ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.
სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.
 ინსტრუქცია - სახელმძღვანელო მითითებანი; რისამე შესასრულებლად საჭირო წესების
კრებული.
 კონსტრუქცია - აგებულება, აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთგანლაგება (ნაგებობისა,
მექანიზმისა და მისთ.). აგრეთვე გრამატ. წყობა, აგებულება (წინადადებისა).
 სოციალური - რაც საზოგადოების, ადამიანების ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და
მათ ურთიერთობას ახასიათებს. მაგ: სოციალური ქსელი, სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური
მდგომარეობა, სოციალური წარმოშობა და ას.შ.
 ინტელექტუალური - ინტელექტთან დაკავშირებული, – გონებრივი, აზროვნებითი.
 აპოფთეგმები - ფილოსოფოსთა და გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების, აგრეთვე
მათი ცხოვრების ამსახველი ამბებისა და თქმულებების ძველი კრებულები, რომელთა
მიზანი იყო მკითხველთა ზნეობრივი დარიგება და განსწავლა. აპოფთეგმებს საფუძველი
ჩაეყარა ანტიკურ საბერძნეთში და ფართოდ გავრცელდა როგორც ძველ სამყაროში, ისე შუა საუკუენეებში.
 პოლემიკა - კამათი პრესაში, კრებაზე, დისპუტზე რაიმე ლიტერატურული, მეცნიერული,
პოლიტიკური საკითხის განხილვის დროს, – პაექრობა.
 დამარწმუნებელი - დამაჯერებლად, სარწმუნოდ. დამარწმუნებელი აზრი, დამაწწმუნებელი
მტკიცებულება - მაგ: კულიჯი გარდაიცვალა 1933 წლის 5 იანვარს 60 წლის ასაკში.
 გამომეტყველებითი შესრულება - ჟესტები და სახის გამომეტყველება, (თვალის
კონტაქტი) ემოციების უკეთ გამოხატვისა და წარმოთქმული სიტყვების მხედველობითი
აღქმის შესაძლებლობას იძლევა.
 ჟესტი - 1.სხეულის ნაწილების, განსაკუთრებით ხელის, მოძრაობა, რაც თან ახლავს
მეტყველებას ან ცვლის მას. 2. რაიმე განზრახვით, რისამე ნიშნად ჩადენილი საქციელი.
მაგ: ლამაზი ჟესტი.
 მიმიკა - არის სახის ნაქუთების გამოკვეთილი მოძრაობა, საშუალებას გვაძლევს
გამოვხატოთ ესა, თუ ის განცდა – სიხარული, სევდიანობა და სხვ. მიმიკური მოძრაობები
უნებლიეა, რეფლექსიური, თუმცა ადამიანს შეუძლია მათი ნებაყოფლობით გამოხატვაც. მიმიკა ერთ-ერთი
დამხმარე საშუალებაა ადამიანთან ურთიერთობისას. საუბრისას ის აზრის გამოხატვაში გვეხმარება.
 რეპლიკა - 1.მოკლედ შეპასუხება, შეკამათება. ორატორისათვის კრებაზე ადგილიდან
მიცემული მოკლე შენიშვნა. 2. ფრაზის დაბოლოება, მოქმედი პირის ბოლო სიტყვები,
რომელთა შემდეგაც ლაპარაკს იწყებს მეორე მოქმედი პირი. დრამატული ნაწარმოების
დიალოგის ელემენტი, მოქმედი პირის პასუხი. რეპლიკას უწოდებენ ასევე ბოლო ფრაზას, რომელსაც
მოჰყვება სხვისი პასუხი. აქტის ბოლოს რეპლიკას ეკისრება ან მოქმედების შეჯამება, ან მოქმედების
შემდგომი განვითარების მონიშვნა.
 ინტონაცია - 1.წარმოთქმის მანერა, რომელიც მთქმელის გრძნობას გამოხატავს. 2.
მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, რომელიც დამოკიდებულია ტონის აწევ-
დაწევაზე; ხმის სახეცვალება სიმაღლის მიხედვით.
 ზნეობა - იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანების
ურთიერთ-დამოკიდებულებასა და ყოფა-ქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში, მორალი,
ეთიკა. || ამ ნორმების შესაბამისი ქცევა და სულიერი თვისებები ადამიანისა.
 ხორცშესხმული - 1.რასაც ხორცი აქვს შესხმული, _ ხორციელი, ცოცხალი (არსება). 2.
სინამდვილედ ქცეული, განხორციელებული, შესრულებული.

სოფისტები.

ორატორული ხელოვნება

პროტაგორა

pilipikebi=pilipes sityvisgan

არქაიზმი, არქაიზმები - გრამატიკულში


ნეოლოგიზმი, ნეოლოგიზმები - გრამატიკულიში
კაზმულსიტყვაობა - გრამატიკულში

რესურსი -

ერეტიკული

You might also like