You are on page 1of 22

კომუნიკაციის თეორიის განვითარების ძირითადი ეტაპები

რუსულიდან თარგმნა ნინო ძნელაძემ

თემა 2. კომუნიკაციის თეორიის განვითარების ძირითადი ეტაპები

2.1. კომუნიკაციის პრობლემები სოციალურ-ფილოსოფიური აზრის ისტორიაში.

2.2. კომუნიკაციის პრობლემები მეოცე საუკუნის ფილოსოფიაში.

2.3. კომუნიკაციის სოციოლოგიური თეორიები.

2.4. კომუნიკაციის თანამედროვე კონცეფციები.

2.5. მასობირვი კომუნიკაციის თეორიები.

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: ჰერმენევტიკული წრე, დიალოგი, სემიოტიკა,


პერსონალიზმი, ,,მე“ და ,,შენ“, გაგება და ინტერპრეტაცია, ლოკუცია, ილოკუცია,
პერლოკუცია, დესიგნატი, გლობალური სოფელი, ინპლოზია, პროქსემია, ,,პატიმრის
დილემა“.

1. კომუნიკაციის პრობლემები სოციალურ-ფილოსოფიური აზრის ისტორიაში.

ტერმინი ”კომუნიკაცია” სამეცნიერო წრებრუნვაში ჩაერთო მე-20 საუკუნიდან.


მანამდე კი კომუნიკაციის პრობლემა განიხილებოდა ადამიანური ურთიერთობის
პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობა ყოველთვის
შეადგენდა სოციალური ყოფიერების მნიშვნელოვან ნაწილს, მისი არსი
საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ერთნაირად არ იყო
გაგებული.

კომუნიკაციის პრობლემა ანტიკურ კულტურაში.

ტრადიციული მითოლოგიური მოსფლმხედველობის ფარგლებში, რომელიც


დამახასიათებელი იყო ფილოსოფიის წინანდელი კულტურისთვის, ადამიანის
ადამიანთან ურთიერთობა არ გამოიყოფოდა ცალკეულ პრობლემად. ადამიანები ვერ
გამოყოფდნენ მას ცალკე, რადგანაც არ ჰქონდათ განვითარებული აბსტრაქტული
აზროვნების უნარი, არ არსებობდა ინდივიდისა და ”სხვების” დაპირისპირება, ამ
დროს ადამიანებს სჯეროდათ მხოლოდ სულების, ტოტემების, ღვთაებების.

ფილოსოფიის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე , ნატურფილოსოფიის


მბრძანებლობის პერიოდში, ფილოსოფიური რეფლექსია მიმართული იყო ფიზიკისა
და კოსმოსის - ბუნებისა და ჰარმონიის პრობლემაზე. ადამიანი განიხილებოდა
ბუნების განუყოფელ ნაწილად.მაგრამ ძვ.წ. მე–5 საუკუნეში მდგომარეობა იცვლება.
ადამიანის რაობა ხდება ფილოსოფიური განხილვების ცენტრალური პრობლემა. ეს
განაპირობა სოკრატესა და სოფისტების მოღვაწეობამ.

სოფისტები იყვნენ პირველი ბერძენი მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიდნენ


დარწმუნების ხელოვნებას, ლამაზად საუბარს, საკუთარი აზრების სწორ
არგუმენტაციას და საწინააღმდეგო აზრის უარყოფას. მათი დამსახურებაა
რიტორიკის წარმოშობა. მის განვითარებაში დიიდ წვლილი შეიტანა გორგიამ (ძვ.წ.
მე-5-6 სს.) ის იზიარებდა თეზისს რომ არაფერია მუდმივი და არ არსებობს
აბსოლუტური ჭეშმარიტება და ყველაფერი შეფარდებითია. ის ვარაუდობდა ,რომ
მხოლოდ სიტყვაა აბსოლუტური. მან აღმოაჩინა რომ სიტყვა არის
დარწმუნებულობის , შთაგონების და რწმენის მატარებელი. რიტორიკას , როგორც
დარწმუნების ხელოვნებას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკოსებისთვის ძველ
საბერძნეთში. პოლიტიკოსს უწოდებდნენ რიტორს, რომელსაც შეეძლო ადმაიანების
დარწმუნება.

სოკრატემ (ძვ.წ. 469-399) საფუძველი დაუდო მორალურ ფილოსოფიას. მის ცენტრში


იდგა ადამიანის პრობლემა. სოკრატესთვის ადამიანი პირველ რიგში მორალური
არსებაა. სამყაროში ორიენტირებისთვის ადამიანმა საკუთარი თავი უნდა შეიცნოს
როოგრც ღირებულებითი და საზოგადოებრივი არსება. მან შეიმუშავა დიალექტიკის
ე.წ. სოკრატესეული მეთოდი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დიალოგის დროს
წარმოჩენილი უნდა იყოს მოსაუბრეთა წინააღმდეგობრივი აზრები და
შეხედულებები ჭეშმარიტების მიღწევის მიზნით. სოკრატესეული დიალექტიკა
დიალოგის იგივეობრივია (დია-ლოგოს). მისი დიალექტიკის ერთ-ერთი
შემადგენელია მაიევტიკა, ეს ის ხელოვნებაა რომელიც ცოდნას, რომელიც სოკრატეს
თქმით, უკვე არსებობს ადამიანის ცნობიერებაში, ეხმარება გამოვლინდეს(იშვას)
დიალოგის დროს.

პლატონი (ძვ.წ. 427-347) ისევე როგორც სოკრატე უპირისპირებს ერთმანეთს ეთიკას


და რიტორიკას. მისი აზრით, რიტორიკა არის მხოლოდ პირფერობა, ჭეშმარიტების
ფალსიფიცირება. რიტორიკა აწარმოებს ილუზიურ რწმენებს. რიტორი თამაშობს
ბრბოს გრძნობებით. ის ქმნის ჭეშმარიტების მსგავს ფანტაზმებს. აღსანიშნავია, რომ
სოკრეტესა და პლატონთან ფილოსოფიური რეფლექსია გამოდის დიალოგის
ფორმით, ანუ ადამიანთა ინტელექტუალური აზროვნების ფორმით.

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) ისევე როგორც მისი მასწავლებელი - პლატონი ,


თვლიდა,რომ ჭეშმარიტების გამოკვლევა და ცოდნის კულტივირება არის
ფილოსოფიის საგანი; რიტორიკის კი - დარწმუნებაა. არისტოტელემ შექმნა
ტრაქტატი ”რიტორიკა” რომელიც დღემდე არის პრაქტიკული სახელმძღვანელო.
მისი თქმით, რიტორიკა არის არა მხოლოდ ”დარწმუნების მეთოდოლოგია”, არამედ
ანალიზის ხელოვნებაცაა, რომელთაც მივყავართ გონების დაპყრობისკენ.
ფორმალურად რიტორიკა ახლოსაა ლოგიკასა და დიალექტიკასთან. თავის
ტრაქტატებში : ”პოეტიკა”, ”კატეგორიები”, ”ანალიტიკები” არისტოტელე
განიხილავს მეტყველების სხვადასხვა ტიპებს - პოეზიასა და პროზას. თუკი
”რიტორიკის” საგანი ოფიციალური საჯარო მეტყველებაა, ”პოეტიკა” მიძღვნილია
მხატვრული მეტყველებისთვის, ”ანალიტიკები” კი მეტყველების წყობის წესებს
ახმოვანებს.
ციცერონმა (ძვ.წ. 106-43) განაგრძო ბერძნული ტრადიცია. მან შექმნა არა მხოლოდ
ლათინური ლიტერატურული ენა, არამედ ლათინური ფილოსოფიური
ტერმინოლოგია, რომელიც განავითარა სენეკამ და სხვა ფილოსოფოსებმა და ის
შევიდა შუა საუკუნეების ლათინურენოვან კულტურაში და გამოდევნა ბერძნული
ტერმინოლოგია. ციცერონი რიტორიკას უფრო ფართოდ უყურებდა, ვიდრე მისი
წინამორბედები.

ის მკაცრად არ უპირისპირებს ერთმანეთს ეთიკასა და რიტორიკას. ორატორული


ხელოვნება აუცილებელია ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში, ამიტომაც
საჭიროებს ფართო ერუდიციას და სპეციალურ განათლებას ფილოსოფიაში. ასევე
ორატორისთვის აუცილებელია ჯანსაღი აზროვნება. ორატორობა ეს არის მეცნიერება
და ხელოვნება, რომელიც აზრს მეტყველებად აქცევს.

მარკ ფავი კვინტილიანის მთავარი ნაშრომია ტრაქტატი ”ორატორული განათლების


შესახებ” . ის შედგება 12 წიგნისგან.შესავალი მიძღვნილია რიტორიკოსი ვიქტორიო
მარცელისადმი. ის წერს, რომ კარგი ორატორი შეიძლება იყოს მხოლოდ კარგი
ადამიანი. მისი განათლება აკვნიდანვე უნდა იწყებოდეს. პირველი წიგნი
მიძღვნილია ბიჭის საშინაო აღზრდისათვის. მეორეში საუბარია რიტორიკული
განათლების ელემენტებზე და რიტორიკის არსზე. შემდეგი 5 წიგნი ეძღვნება
შინაარსს, შემდეგი ოთხი კი წარმოთქმას , ბოლო წიგნში კი მოცემულია რჩევები, თუ
როგორ უნდა იცხოვროს და იმოქმედოს ორატორმა. მან შეიმუშავა ზოგადი
განათლები კონცეფცია. ასეთი აღზრდა საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ
ადამიანური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

ანტიკურმა რიტორიკამ დიდი წვლილი შეიტანა კომუნიკაციური თეორიისა და


პრაქტიკის განვითარებაში. მაგრამ ის იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯები ადამიანურ
კომუნიკაციაში.იმ დროს იწყებოდა ”ინდივიდის პერსონალიზაციის” პროცესი.

კომუნიკაციური პრობლემატიკა ქრისტიანულ და ახალ ევროპულ კულტურაში.

ადამიანურ ურთიერთობებში დიდი ნაბიჯი გადაიდგა ქრისტიანობის გავრცელების


შემდეგ. მან მისცა ძლიერი იმპულსი პიროვნების თვითშეგნების განვითარებას. ეს
პირველ რიგში დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ გაგებით ყველა ადამიანი
თანაბარი იყო ღვთის წინაშე. მეორე, ქრისტიანობამ დაარწმუნა ადამიანი, რომ მისი
ქცევა მასზეა დამოკიდებული. მესამე, ქრისტიანობამ მიანიჭა ადამიანს
განსაკუთრებული ადგილი სამყაროში, ის ყველაზე მაღლა დგას. მეოთხე,
ქრისტიანობამ აღიარა ადამიანური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი პრინციპი
”შეიყვარე ახლობელი შენი, როგორც საკუთარი თავი”, მაგრამ ქრისტიანობამ
შეზღუდა კიდევაც აგამიანი: 1. ის პრიორიტეტს ანიჭებდა რა ინდივიდუალურ,
არამედ ადამიანის რელიგიურ არსებობას. 2. უმნიშვნელოვანესი ღისება იყო
ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა და არა თავისნაირებთან. არსებული ნაშრომები
ანტიკურ რიტორიკაში არ გვაძლევდნენ პრაქტიკული ეფექტის გარანტიას.
აღორძინების ეპოქიდან დაწყებული და თანამედროვე დროში რიტორიკა კარგავს
თავის საყრდენს. აღორძინების ეპოქა და ახალი დრო აშორებს მათ მკვიდრ ლათინურ
ენას. აღორძინებასა და ახალ დროს მოაქვთ ახალი, დემისტიფიცირებული გაგება
ადამიანური ურთიერთობების, რომელიც ეყრდნობა ჰუმანიტარულ
მსოფლმხედველობას. ახალი, სეკულარიზირებული კულტურის ცენტრში ღმერთი კი
არა უკვე ადამიანია. მან ღირებულება მიანიჭა ადამიანის ამქვეყნიურ არსებობას. ამ
დროში შეიმჩნევა პედაგოგიკის, ეთიკის ეთეტიკის, ფსიქოლოგიის განვითარება.
რიტორიკის პოპულარულობა ნელ-ნელ მცირდება. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში
ის უკვე აღარ განიხილება როგორც მეცნიერება.

კომუნიკაციის თეორიის ფილოსოფიური მიდგომები

მე-18-19 საუკუნეებში გერმანიაში ჩნდება სუბიექტის და ობიექტის ცნებები.


სუბიექტი არის ადამიანი, ობიექტი კი გარე, ობიექტური სამყარო. შლეიერმახერმა
(1768-1834) გერმანული რომანტიზმის წარმომადგენელმა, თანმიმდევრულად
განიხილა ურთიერთობის პრობლემა. მისთვის ადამიანთა შორის ურთიერთობა არის
ინდივიდებს შორის ურთიერთობა(სუბიექტი-სუბიექტი). ეს გახდა გაგების თეორიის
- ჰერმენევტიკის შემუშავების საფუძველი. ის ჰერმენევტიკას განიხილავდა, როგორც
”სხვისი ინდივიდუალობის გაგების ხელოვნებას.” ის განასხვავებდა ჰერმენევტიკას
დიალექტიკისგან და გრამატიკისგან. გარდა ამისა, მან შემოიტანა ჰერმენევტიკული
წრის იდეაც. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მთელის გასაგებად აუცილებელია
მისი შემადგენელი ნაწილების უეკთ გაგება, თუმცა ცალკეული ნაწილების გასაგებად
უკვე აუცილებელია მთელის შესახებ ინფორმაციის ფლობა. შლაიერმახერს შემოაქვს
ჰერმენევტიკული წრის 2 ინტერპრეტაცია: 1. როცა ტექსტის ნაწილი შეეფარდება
ტექსტს, როგორც მთელს 2. ტექსტი არის ნაწილი, კულტურა კი მთელი. მთელისა და
ნაწილების დიალექტიკა 2 სიბრტყეში ხორციელდება. პირველ საფეხურზე ნაწილი
არის ტექსტიდან ამონარიდი, მთელი კი თავად ტექსტი. მეორე საფეხურზე ავტორის
გარე და შინაგანი ცხოვრების ურთიერთ კავშირი განიხილება მთელად და მის
ნაწილად. ტექსტის საბოლოო გაგების კონსტრუირება ხდება მისი ნაწილების
განხილვით. ამავდროულად ხდება პირიქითაც: მთელის გაგება გავლენას ახდენს
წაკითხულ ნაწილებზე.

სემიოტიკა - ახალი მიმართულება კომუნიკაციის კვლევაში. ის გაჩნდა მე-19


საუკუნეში ფილოსოფიური პრაგმატიზმის ჩარჩოებში. ის დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს სიმბოლოებს კომუნიკაციაში. სემიოტიკის პრინციპები ჩამოაყალიბა პირსმა
(1839-1914) და შემოიტანა თავად ტერმინი ”სემიოტიკაც.” პირსის თქმით, ნებისმიერი
აზრი ეს არის ნიშანი, რომელიც მონაწილეობს ენის ბუნებაში”, ”აზრი ნიშნების
გარეშე შეუძლებელია.” კომუნიკაცია შეუძლებელია ნიშნების გარეშე. ნებისმიერ
კომუნიკაციაში შეგვიძლია გამოვყოთ 3 ნაწილი - ნიშანი , ობიექტის ფუნქცია და
ინტერპრეტატორი. ნიშანი შეიძლება განვიხილოთ, როგორც 1. სახე, ნახატი,
დიაგრამა. 2. ინდექსი, სიგნალი. 3. სიმბოლო. მაგალითად წიგნი, ძეგლი, დროშა.
პირსი თავის ნიშნების თეორიას მიიჩნევდა ძალიან საჭიროდ კომუნიკაციის
კვლევისთვის. თავის კონცეფციას მან უწოდა ”ფალიბელური” რითაც ხაზს უსვამდა
მის ჰიპოთეტურ ხასიათს. თავად ადამიანიც შეიძლება განვიხილოთ ნიშნად. ენა ეს
არის ნიშანთა ერთობა. ვერ ვიაზროვნებთ ნიშანთა გარეშე.

ნიცშე (1844-1900) იყო კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა კრიტიკოსი. მის


ფილოსოფიაში დიდი ადგილი უკავია ენის კრიტიკას. ის დარწმუნებულია, რომ
აზროვნება და ენა განუყოფელია, მაგრამ ენა ახდენს რეალობის დამახინჯებას, ცვლის
რეალობის დამახინჯებას, ცვლის რეალობას ხელოვნური სურათით. მეტაფორები
ხშირი გამოყენების შედეგად იქცევა ”ცნებებად.”

კომუნიკაციის პრობლემები მე-20 საუკუნის ფილოსოფიაში

კომუნიკაციის შესწავლის ფილოსოფიური ტრადიცია მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო


მრავალფეროვანია. მასში განვითარდა არა მხოლოდ სემიოტიკა და ჰერმენევტიკა,
არამედ ეკზისტენციალიზმი, პერსონალიზმი, ანალიტიკური და ლინგვისტური
ფილოსოფია, დიალოგური ფილოსოფია და სხვა. ეკზისტენციალიზმი ანუ არსებობის
ფილოსოფია დამკვიდრდა ევროპაში ორ მსოფლიო ომს შორის. მისი
წარმომადგენლები იყვნენ: მ.ჰაიდეგერი, კ.იასპერსი, ჟ.პ.სარტრი, გ.მარსელი, ა.კამიუ,
ლ.შესტოვი და ნ.ა.ბერდიაევი. ეკზისტენციალიზმის მიზანი და საგანი არის
პიროვნების შინაგანი სამყარო, რომელიც იზოლირებულია საზოგადოებისგან.
პირველ რიგში ეს ყოფიერების ფილოსოფიაა. ადამიანი ვერ იქნება ბოლომდე
გაგებული მეორე ადამიანის მიერ, ვერ გაიზიარებს მის განცდებსა და გრძნობებს.
კამიუ თვლის, რომ ადამიანები განწირულნი არიან იმისთივს, რომ ვერ უგებდნენ
ერთმანეთს. თითოეული ადამიანი მთელი მსოფლიოა. ადამიანთა შორის
ურთიერთობა ხდება მხოლოდ ზედაპირზე და ის არ ეხება სულის სიღრმეებს.
იასპერსი გამოდის ცოცხალი, ყოველდღიური, უწყვეტი კომუნიკაციის მომხრედ.
მისი აზრით, საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრა შეიძლება დიალოგის , აზრთა
შეჯახების, თავისუფალი დისკუსიების შედეგად. ის განასხვავებს ”ობიექტურ” და
”ეკზისტენციალურ” კომუნიკაციას. ობიექტური კომუნიკაცია გულისხმობს
ნებისმიერი სახის მსგავსებას ადამიანში - საერთო ინტერესები, საერთო
კულტურული მიკუთვნებულობა და სხვა. ეკზისტენციალური კომუნიკაცია
წარმოიქმნება 2 ან მეტი ადამიანის ურთიერთობისას. კომუნიკაციის უნარი
განასხვავებს ადამიანს ყველა სხვა არსებულისგან.

პერსონალიზმი - დასავლური ფილოსოფიის თეისტური ტენდენცია. ეს ტერმინი


პირველად გამოიყენა შლაიერმახერმა. პერსონალიზმის უმთავრესი მანიფესტანტი
იყო ე.მუნიე (1905-1950). მან დაწერა ”პერსონალისტური და კომუნიკატორული
რევოლუცია” (1935) ”შესავალი ეკზისტენციალიზმში” (1947) ”პერსონალიზმი” (1949).

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისთვის დამახასიათებელი იყო ურთიერთობის


კრიზისი. ამას მუნიე ხსნის ინდივიდუალიზმით. ის ახდენდა იზოლირებული
ადამიანის ფორმირებას, რომელიც მუდმივად თავს იცავდა. ასეთი იყო დასავლური
ბურჟუაზიული საზოგადოება. ადამიანი შურიანია, ამიტომ მუნიეს საზოგადოების
ბუნებრივ მდგომარეობად მიაჩნია სამოქალაქო ომი: ”ისტორიის დასაწყისიდანვე
ომის დღეები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მშვიდობის დღეები.”

ინდივიდუალისტური საზოგადოების ანტითეზისად გვევლინება პერსონალისტურ-


კომუნიკაციური საზოგადოება. მას არაფერი აქვს საერთო ანონიმურ
საზოგადოებასთან. ეს არაა დიქტატურა, აგებული ეგოისტურ ინტერესებზე.
პერსონალისტური მოდელი აგებულია სიყვარულზე , ურთიერთგაგებაზე და
ახლობლის ბედნიერებისა და უბედურების გაზიარებაზე. საუბარია ქრისტიანულ
იდეაზე, რომელიც შეიძლება განვიხილოთ მარეგულირებელ იდეად და
სამართლიანობის კრიტერიუმად. მუნიე აკრიტიკებს ბურჟუაზიულ საზოგადოებას.
მაგრამ ის არ დგება მარქსიზმის პოზიციებზე, რადგანაც ეს უკანასკნელი მიაჩნია
კაპიტალიზმის ”უძღებ შვილად.” კომუნიკაცია ფილოსოფიურ პერსონალიზმში
აბსტრაქტული და უსახურია. მისი შედეგია კორპორაციების , ზეწოლის ჯგუფებისა
და ბიუროკრატიზირებული ინსტიტუტების წარმოშობა. კომუნიკაციის
ფილოსოფიური ანალიზი ხორციელდება დისკურსის საფუძველზე. დისკურსი არის
დიალოგი, რომელიც ხორციელდება არგუმენტების საფუძველზე. ჰაბერმასისა და
აპელის მიხედვით, დისკურსი ესაა კომუნიკაციის ხერხი, რომელშიც ერთმანეთს
ეჯახება გამოთქმები, რომლებიც აშკარა თუ ფარული სახით შეიცავენ საყოველთაო
მნიშვნელობაზე პრეტენზიას. ფრანგულში დისკურსის ბევრი მნიშვნელობა არსებობს
- თავისუფალი საუბრით, დიალოგითა და განხილვით დაწყებული,
მეთოდოლოგიურად რეფლექსირებული ფილოსოფიური მეტყველებით
დასრულებული.

დიალოგური ფილოსოფია (დიალოგიზმი) - მისი მიზანია დიალოგის გაგება და


ცნების დადგენა. ის ფართოდ გავრცელდა მე-20 საუკუნეში. მასში გამოიკვეთება
მიმართება ”მე-შენ”. მის პრინციპულ მნიშვნელობაზე საუბრობენ უკვე მე-19
საუკუნიდან. ”დიალოგური პრინციპი” ბუბერის მიერ განხიხული იყო შრომაში ”მე
და შენ”. ის ხაზს უსვამდა ადამიანური ურთიერთობების 2 ტიპს: 1. ურთიერთობა
საგნობრივ სამყაროსთან (მე-ის) და 2. ურთიერთობა სხვა ადამიანებთან (მე-შენ). ”ის”
არის ობიექტი, ობიექტივირებული რეალობა. ”შენ” უკვე ობიექტი არ არის. ”შენ”
იჭრება ”მეს” ცხოვრებაში და ცვლის მას თავისი არსებობით. ”მე” დამოკიდებულია
”შენ”-თან ფუნდამენტურ ურთიერთობაზე. ”შენ” ქმნის ჩემს ”მე”-ს. ”შენ”-ის
თანდასწრებით იზრდება ”მე”. ”შენ” არ არის ობიექტი, ის სუბიექტია. სუბიექტი ’შენ”
უერთდება სუბიექტ ”მე”-ს და ჩნდება დიალოგიკა ანუ ”ადამიანის ადამიანთან
ყოფიერება.” რაც შეეხება ცნებას ”ჩვენ”, მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ ”მე”-ს,
რომელსაც ჰყავს ”შენ”.

ბოხენსკი აკრიტიკებს დიალოგურ ფილოსოფიას და თვლის, რომ დიალოგში


არაფერია იდულამებით მოცული და ფილოსოფიური. მისი აზრით, ზოგმა
ფილოსოფოსმა დიალოგი აქცია ცრურწმენად, რომელიც არ არის ძალიან
გავრცელებული, თუმცა ხშირად გვხვდება ჟურნალისტებთან, ინტელექტუალებთან
და სხვებთან. მისი უმნიშვნელოვანესი წყაროა ეკზისტენციალიზმი, რომლის
თანახმადაც ადამიანი არის ადამიანი მხოლოდ თუ შედის ვინმესთან კომუნიკაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნებები დაკავშირებულია სიტყვებთან, სიტყვებს კი
ვიყენებთ დიალოგში, აქედან არ გამომდიარეობს, რომ ადამიანს არ შეუძლია
არსებობა სხვა ადამიანებთან აზრების გაცვლის გარეშე. ამის მაგალითია, რომ ბევრი
დიდი ადამიანი მოქმედებდა სიმარტოვეში, შესაბამისად სწორედ მარტოობა იყო
ყველაზე ნაყოფიერი მისთვის. დიალოგური ცრურწმენა საჭიროა სუსტი
ადამიანებისთვის, რომლებსაც არ მიაჩნიათ საკუთარი თავი საკმარისად ძლიერად
იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ებრძოლონ ბედს. აქამდე მივყავართ
კოლექტივიზმსაც, რომლის თანახმადაც ადამიანი, საზოგადოების გარეშე,
შესაბამისად დიალოგის გარეშეც არაფერია.

ჰერმენევტიკა, ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელსაც საფუძველი


დაუდო მე19 საუკუნეში შლაიერმახერმა, უკვე მე-19 საუკუნეშივე იძენს
დამოუკიდებელი მიმართულების სტატუსს თანამედროვე ფილოსოფიურ
აზროვნებაში. ჰერმენევტიკაში მუშავდება კატეგორიები, რომლებსაც აქვთ
პრინციპული მნიშვნელობა კომუნიკაციისთვის. მათში განსაკუთრებული სტატუსი
აქვთ ”გაგებას” და ”ინტერპრეტაციას.” გაგება ეს არის რაღაცის
მნიშვნელობის,საზრისის გონებით წვდომა. გაგების პროცესის განმარტებაში
ჰერმენევტიკული მიდგომა ყურადღებას ამახვილებს საზრისის ძიებაზე,გაგების
როგორც მნიშვნელობების მიწერის განმარტების საპირისპიროდ. ინტერპრეტაცია
გაგებულია როგორც ტექსტების განმარტება,რომელიც მიმართულია მათ
საზრისისეული შინაარსის გაგებაზე. ინტერპრეტაცია არსებობდა უკვე ანტიკურ
ფილოლოგიაში. ინტერპრეტაციის თეორიული გაგების პირველი მცდელობა იყო
ჰერმენევტიკის წარმოშობა. მასში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება.
ჰერმენევტიკული ფენომენოლოგიის იდეები განვითარდა რუსი ფილოსოფოსის
შპეტის შრომებში. ის იყო ჰუსერლის მიმდევარი. მისი აზრით, თანამედროვე
ფილოსოფიაში გაგებისა და ინტერპრეტაციის ცნებების ზედმეტი
ფსიქოლოგიზირება ხდებოდა. მისი თქმით, სიტყვის აზრი ობიექტურია და შეიძლება
გაგებული იყოს არაფსიქოლოგიური მეთოდებით. ამიტომ ჰერმენევტიკაში
ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო სემიოტიკური, ლოგიკური და
ფენომენოლოგიური მეთოდები. გარდა ამისა, ტექსტის კვლევაში უნდა იყოს
ჩართული სუბიექტური ფაქტორებიც.მაგრამ მისი წვდომა უზრუნველყოფილი უნდა
იყოს ისტორიული მეთოდით. შექმნილი ტექსტი „ცოცხლობს“ დამოუკიდებელი
ცხოვრებით, მისი საზრისი უკვე აღარ არის დამოკიდებული მისი ავტორის
ნებაზე.იგი ობიექტივირდება როგორც ნივთი თავისთავად და ნივთი ჩვენთვის.
ჰერმენევტიკა, როგორც ფილოსოფიური მიმართულება ფილოსოფიის
ინტერპრეტაციული და დიალოგური ბუნების ადეკვატურია. ის უარყოფს
ფილოსოფიური ცოდნის ინტერპრეტაციულ პრიომებს. შედეგად ჩნდება
ჰერმენევტიკისა და ფენომენოლოგიის სინთეზი. ის დაკავებულია გაგების ანალიზით
და უნდა პასუხობდეს პასუხობდეს კითხვას: როგორ არის შესაძლებელი გაგება?
ფენომენოლოგია აანალიზებს მისი წარმოშობის არსსა და მეთოდებს.

ფენომენოლოგიური ჰერმენევტიკა აკეთებს ამ ორი მიმართულების სინთეზს ერთ


ფილოსოფიურ პარადიგმაში. შედეგად გაგების აქტი თავის თავში მოიცავს გონებისა
და შემეცნების ობიექტს ანუ ტექსტს. ტექსტი გულისხმობს ზეპირ და წერილობით
მეტყველებას( წიგნები, გაზეთები, წერილები). შპეტის მიხედვით ამას მივყავართ
ენობრივ ცნობიერებასთან.

ჰერმენევტიკაში ონტოლოგიურ მიდგომას ავითარებს მ.ჰაიდეგერი (1889-1976),


რომელმაც ჰერმენევტიკული ანალიზის საგნად აქცია ენა, რადგან გაგება შეიძლება
მხოლოდ ენის დახმარებით. მისით აიხსნება მთელი ადამიანური ყოფიერება.
ყოფიერების ”საიდუმლო” მისი თქმით, დამალულია ადამიანისთვის. გრამატიკა და
სინტაქსი საშუალებას არ აძლევს ადამიანს გამოთქვას ის რაც უნდა. ამ საიდუმლოს
აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ ენაში. მაგრამ არა სამეცნიერო ენაში, არამედ
პოეტურში. ”ენა არის ყოფიერების სახლი, მასში ცხოვრობს ადამიანი. პოეტები კი ამ
სახლის მცველები არიან.” მთავარია პოეტი იყოს თავისუფალი. ჰერმენევტიკა
მისთვის არის ადამიანური ყოფის სპეციფიკის ფენომენოლოგიური განსაზღვრება.
თანამედროვე ფილოსოფიაზე დიდი ზეგავლენა იქონია გადამერის იდეებმა (1900-
2002) და შრომამ ”ჭეშმარიტება და მეთოდი” (1960). ის კრიტიკულად უყურებს
შლეიერმახერის იდეებს, მისთვის ეს ”წარსული ცხოვრების რესტავრაციაა”.
ჰერმენევტიკული ხელოვნების მიზანი უნდა იყოს არა ”ავტორის სამყაროს გაგება,”
არამედ ამ სამყაროს წარმოდგენა ”საკუთარ თავში.”

ენა საკუთარ თავში ინახავს გაგების სუბიექტურ და ობიექტურ წანამძღვრებს. ენა


არის ის სამყარო, რაც არის ადამიანის გარშემო. მის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება,
გაგება, აზროვნება, გრძნობა, საზოგადოება, ისტორია და სხვა. ყველაფერი რაც
ადამიანთანაა დაკავშირებული, აისახება ენაში. ენა არის არა მარტო ”ყოფიერების
სახლი”, არამედ ადამიანის ყოფიერების წესიც,მისი არსებითი თვისება. ენა არის
ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის პირობა.ამგვარად,გაგება შემეცნების
მოდუსიდან ყოფიერების მოდუსად იქცევა. ნამდვილი გაგებისა და ურთიერთობის
პრინციპსა და წყაროს დიალოგი, საუბარი,კომუნიკაცია წარმოადგენს. გადამერის
იდეები არსებითად ცვლის ჰერმენევტიკის როგორც ფილოსოფიურ–
მეთოდოლოგიური დისციპლინის მისწრაფებებს.იგი კიდევ უფრო მეტ
ფილოსოფიურ მნიშვნელობას იძენს და ადამიანური ყოფიერებისა და კომუნიკაციის
შესახებ მოძღვრებად იქცევა.

ნეოპოზიტივიზმი (ანუ ანალიტიკური ფილოსოფია) ჩნდება მე-20 საუკუნის


დასაწყისში, ფილოსოფიური პოზიტივიზმის ჩარჩოებში. ამ მიდგომის თანახმად,
ფილოსოფიას აქვს უფლება იარსებოს არა როგორც მეტაფიზიკამ, არამედ მხოლოდ
როგორც ”ენის ლოგიკურმა ანალიზმა”, რადგან ფილოსოფია ვერაფერს ახალს ვერ
იტყვის, გარდა იმისა, რასაც უკვე ამბობენ სხვადასხვა მეცნიერები. მისი ამოცანა
მხოლოდ ლოგიკური და ლინგვისტური ანალიზია.

ანალიტიკური ფილოსოფია პირველ რიგში წარმოდგენილია ლოგიკური


პოზიტივიზმის და ლინგვისტური ფილოსოფიის სკოლებით. მათში ფილოსოფიური
კვლევები ატარებს ანალიტიკური პროცედურის ხასიათს, რომელიც ლოგიკური
პოზიტივისტებისთვის ორიენტირებულია ფორმალური ლოგიკის ”აბსოლუტურ
ენაზე”, ლინგვისტურ ფილოსოფიაში კი საბუნებისმეტყველო ენაზე. რასელმა
მათემატიკური ლოგიკის მიღწევები გამოიყენა ნეოპოზიტივიზმში. მისი აზრით,
ლოგიკური ანალიზის მეთოდი, შეიზლება დაგვეხმაროს ფილოსოფიური
პრობლემების გაფართოებაში. ლოგიკა მისთვის ფილოსოფიის შინაარსია. კარნპმა კი
უფრო შეავიწროვა ფილოსოფიის გაგება და ფილოსოფიური პრობლემები მიიჩნია
ენობრივ პრობლემებად.

ლოგიკური პოზიტივიზმის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ


ჩვეულებრივ ენას ბევრ გაუგებრობამდე მივყავართ. მათგან კი შედგება
ტრადიციული ფილოსოფია. ამთ უარსაყოფად უნდა შეიქმნას ”აბსოლუტური ენა”,
რომელშიც არაფერი იქნება განუსაზღვრელი. აბსოლუტური ენა საკუთარ თავში
უნდა გულისხმობდეს: 1. ფაქტებს ან მოვლენებს, რომლებიც ექვემდებარება
ემპირიულ შემოწმებას, მაგალითად, წყალი დუღს 100 გრადუსზე. 2. ლოგიკურ,
არაცდისეულ დასკვნებს. მაგალითად, 2+2=4. ანუ ის რაც ყოველთვის ჭეშმარიტია,
რადგანაც ეს ჭეშმარიტება განისაზღვრება ენობრივი წესებით. ფილოსოფიის ამოცანაა
გაწმინდოს მეცნიერული ცოდნა ისეთი წინადადებებისგან, რომელთაც მართლა აქვთ
საზრისი, მაგრამ ვერ შევამოწმებთ და ვერ დავამტკიცებთ. ასეთები კი მრავლად არის
ტრადიციულ ფილოსოფიაში. ვერიფიკაციის პრინციპით, მხოლოდ იმ წინადადებებს
აქვთ საზრისი, რომლებიც უშვებენ ცდისეულ შემოწმებას, მაგრამ ყველაფერს
შეიძლება ვერ ვამოწმებდეთ დღეს, მაგრამ შევძლებთ მის შემოწმებას ხვალ,
ექსპერიმენტული ტექნიკის განვითარების შედეგად. მაგალითად, ისტორიულ
ცოდნას ვერ შევამოწმებთ ექსპერიმენტით, მაგრამ წარსულის გაგება მაინც
შეგვიძლია. ვერიფიკაციის მეთოდი ატარებს მეტაფიზიკურ ფილოსოფიურ ხასიათს.
ნეოპოზიტივიზმის ჩარჩოებში შეიქმნა ლინგვისტური ფილოსოფია. ეს არის
ანალიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდინარეობა. ის განვითარდა ბრიტანეთში
და აშშ-ში კემბრიჯსა და ოქსფორდში. ლინგვისტური ფილოსოფიის მომხრეები
უარყოფენ ენისადმი ლოგიკურ მოთხოვნებს. ანალიზის ობიექტი უნდა იყოს
საბუნებისმეტყველო ენა. თავიდან ეს მეთოდი შეიმუშავა ჯ.მურმა. შემდგომში კი ის
განავითარა ლ.ვიტგენშტაინმა ტრაქტატში ”ფილოსოფიური კვლევები” (1949)
ვინტგენშტაინი გვთავაზობს ანალიზის ისეთ ვარიანტს, რომელიც ეყრდნობა
”ენობრივი თამაშების” კონცეფციას. მან შემოიტანა ტერმინი ”ლინგვისტური
თამაშები.” მისით უფრო ადვილად შევიცნობთ ენობრივი რეალობის
თავისებურებებს. თითოეულ თამაშს აქვს თავისი წესები. არ არსებობს ერთი
უნივერსალური თამაში, ერთი და იმავე წესებით. ეს კარდინალურად ცვლის
ლოგიკისა და ენის ურთიერთმიმართებას. ლინგვისტური თამაშები აუარებელი
რაოდენობისაა, ისევე როგორც სიტყვები, ნიშნები, სიტყვათშეთანხმება. თანაც მათი
რაოდენობა არ არის ფიქსირებული. ზოგი თამაში ჩნდება, ზოგიც ქრება. თავად
სიტყვა ”თამაში” მიგვითითებს იმაზე, რომ ენა არის ცხოვრების განუყოფელი
ნაწილი.

ყოველდღიური ენისადმი დიდ ინტერესს იჩენდა ჯ. ოსტინი. სხვადასხვა


ლინგვისტური ერთეულების კვლევისას მან გვიჩვენა განსხვავება
ინდიკატურ(დამდგენ) და პერფორმაციულ(შესრულებად) გამოთქმებს შორის.
პირველი გულისხმობს აღწერას და შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი: ”ხვალ მე
მივდივარ სამსახურში”. მეორე კი მიგვითითებს რაიმე მოქმედების შესრულებაზე:
”გპირდები, რომ ხვალ მე წავალ სამსახურში.” ის შეიძლება იყოს წარმატებული ან
წარუმატებელი. თავის კონცეფციას მან უწოდა ”სამეტყველო აქტების თეორია.” მან
გამოიყენა ბევრი ახალი გაგება. ლოკუციური აქტი - თავისთავად საუბრის აქტი,
ილოკუციური აქტი კი არის ენობრივი ფუნქციებიდან ერთ-ერთის განხორციელების
აქტი (კითხვა, შეფასება, ბრძანება, ინფორმაცია, თხოვნა.) პერლოკუციური აქტი -
აზრებზე და გრძნობებზე მიზანმიმართული ზემოქმედება გარკვეული რეაქციის
პროვოცირებისთვის. ოსტინს იმედი ჰქონდა, რომ შეიქმნებოდა ახალი დისციპლინა -
ლინგვისტური ფენომენოლოგია, რომელიც იქნებოდა ფილოსოფიისა და
ლინგვისტიკის სიმბიოზი.

ფილოსოფიური პოზიტივიზმის განშტოებამ - სემიოტიკამ - დღეს მიიღო


დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის სტატუსი. მას საფუძველი ჩაუყარა
ჩ.პირსმა და განავითარა ჩ.მორისმა. ის ძირითად აქცენტს ნიშნებზე აკეთებდა.
ნიშნები შეიძლება იყოს ენობრივი და არაენობრივი. სემიოზისი არის პროცესი
რომელშიც მოვლენა ნიშნის სახით ფუნქციონირებს. ამ პროცესში 3 კომპონენტია: 1.
ის რაც ფუნქციონირებს როგორც ენა - ნიშნობრივი გამტარი, 2. ის რასაც აღნიშნავს
ნიშანი - დესიგნატი 3. ეფექტი, რომელიც მან განახორციელა ინტერპრეტატორზე,
რისი წყალობითაც საგანი გახდა ნიშანი. მაგალითად, თუ S არის ნიშნობრივი
გამტარი , D-დესიგნატი და I-ინტერპრეტატორი, მაშინ S არის I-სთვის D-ს ნიშანი
იმდენად, რამდენადაც I აღიქვამს D-ს S-ის არსებობის წყალობით. ანუ სემიოზისი
არის გაგება რაღაცის დახმარებით. შეიძლება ამ სამს დავამატოთ მეოთხე
კომპონენტიც - გაგება ანუ ინტერპრეტაცია.

სამი სემიოტიკური განზომილება შედგება სინტაქტიკისგან, სემანტიკისგან და


პრაგმატიკისგან. სინტაქტიკა სწავლობს ენების ურთიერთმიმართებას. სემანტიკა
სწავლობს ნიშნების მიმართებას მათ დესიგნატებთან. ნიშნის დესიგნატი არის საგანი,
რომელიც აღნიშნავს ნიშანს. პრაგმატიკა სწავლობს ნიშნებსა და ინტერპრეტატორს
შორის ურთიერთობას. ენა მორისისთვის სხვა არაფერია თუ არა ნიშნობრივი
გამტარის ინტერსუბიექტური კოლექცია, რომელთა გამოყენებაც
დეტერმინირებულია სინტაქსური, სემანტიკური და პრაგმატიკული წესებით.

მორისი გვთავაზობს ლინგვისტური ნიშნების შემდეგ კლასიფიკაციას: 1.


იდენტიფიკატორები - ნიშნები, რომლებიც პასუხობენ კითხვას - სად? 2.
დესიგნატორები - ნიშნები, რომლებიც ინტერპრეტატორს აყენებენ კითხვის წინაშე
”რა არის ეს?” 3. შემფასებელი - ნიშნები უკავშირდება პრიორიტეტებს და პასუხობს
კითხვას ”რატომ?” 4. პრესკრიპტული - ნიშნები, რომლებიც პასუხობენ შეკითხვას
”როგორ?” 5. სისტემატიზაციის ნიშნები - ინტერპრეტატორის მოქმედებას აძლევენ
მიმართულებას. გარდა ამისა, ნიშნების გამოყენების 4 საშუალებაა - ინფორმაციული,
ღირებულებითი, მასტიმულირებელი და მასისტემატიზირებელი. მათი
კომბინირებით მორისი ქმნის დისკურსის სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაციას,
რომლებიც ქმნიან დისკურსულ სივრცეს. მაგალითად, სამეცნიერო დისკურსი
მიმართულია ჭეშმარიტი ცოდნის მიღებაზე, მორალური დისკურსი აფასებს
მოქმედებას პრიორიტეტების თვალსაზრისით და ა.შ. დაბადებიდან ადამიანი ექცევა
ნიშნების ზემოქმედების ქვეშ. მისი არსებობა წარმოუდგენელია ნიშნების გარეშე.

ჰაბერმასმა და ფრანკფურტის სკოლის კრიტიკულმა ფილოსოფიამ ყურადღება


მიაქცია კომუნიკაციას თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში. ის არ ეთანხმება
თავის წინამორბედებს და ოპტიმისტურად უყურებს საზოგადოების განახლებას. მას
აწუხებს მორალის გაქრობა ადამიანთა შორის ურთიერთობებში
რაციონალიზირებულ დასავლურ საზოგადოებაში. კომუნიკაცია, რომელიც
განსაზღვრულია სიმბოლოებით, ეყრდნობა მკაცრ ნორმებს, რომლებიც საერთოა
ერთადმცხოვრები ხალხისთვის, რომლებიც ურთიერთობენ ერთმანეთთან.
დისკურსის დადებით როლს ჰაბერმასი ხედავს იმაში, რომ 1. ის არის
სოციალიზაციის, განათლებისა და აღზრდის საშუალება, 2. დისკურსის შედეგად
ხდება გაგება, რეფლექსია, ინტერპრეტირება, კრიტიკა და ბოლოს აზრის უარყოფა ან
მიღება. 3. დისკურსში საკუთარ აზრს გამოთქვამს პირი და ხდება მისი კრიტიკა და
შემოწმება. 4. დისკურსი ხელს უწყობს კონსენსუსის მიღწევას. კონსენსუსი არის
კომუნიკაციის საშუალება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს მიიჩნევენ
თანაბარუფლებიან სოციალურ პარტნიორებას. მისი მიზანია საზოგადოების
ინტეგრაციის ხელშეწყობა და კონკრეტული პირებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან
იძულების აღკვეთა.

$2.2 კომუნიკაციის თანამედროვე კონცეფციები

თანამედროვე კომუნიკატივისტიკაში კომუნიკაციის საკვლევად გამოიყოფა


რამდენიმე კონკრეტულ-მეცნიერული მიდგომა. პირველ რიგში ესაა სხვადასხვა
ტექნოკრატიული და ინტერაქტიული ხასიათის მიდგომა. მეორე კი,
ინტერაქციონიზმის ფარგლებში, მეცნიერთა აზრები გაიყო იმის შესახებ, როგორ
უნდა ავხსნათ კომუნიკაცია - როგორც ინდივიდუალური საქმიანობა, თუ როგორც
სოციალური სტრუქტურიდან წარმოებულად. ასეთი ტერმინების შესახებ დებადებს
უკავიათ ცენტრალური ადგილი თანამედროვე სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და
კულტუროლოგიაში. სწორედ ასეთი მეცნიერებების ფარგლებში ყალიბდებოდა
ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური კომუნიკაციის მიდგომები და
ცდილობდნენ ობიექტური სტრუქტურისა და სუბიექტური ნების შეთავსებას.

ტექნოკრატიული მიდგომები განპირობებული იყო კონკრეტული ისტორიული


პირობების სპეციფიკითა და თავად საკვლევი საგნით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
კომუნიკაციის საშუალებების როლი კრიტიკულ კონცეფციებში და თანამედროვე
ფუტუროლოგების შრომებში გახდა ცენტრალური თემა. ისინი
წინასწარმეტყველებდნენ ”ტექნოლოგიურ ერასა” და ”ინფორმაციულ
საზოგადოებას”. ასე გაჩნდა ტექნოლოგიური დეტერმინიზმის კონცეფციები,
რომელთაგან ყველაზე ცნობილია ინფორმაციული საზოგადოების თეორია,
რომელიც განიხილავდა მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე ტექნიკას
სოციალური განვითარების უმთავრეს სტიმულად. დ.ბელი მიიჩნევდა, რომ აშშ და
ბევრი ევროპული ქვეყანა ხდებიან ინფორმაციული საზოგადოებები. ისინი
დაფუძნებულია ინდუსტრიულ წარმოებაზე. ამის აშკარა მახასიათებელია უმაღლესი
განათლების მნიშვნელობის ზრდა. ეს არის ცივილიზაციის ახალი ტიპი,
რომლისთვისაც დამახასიათებელია კომპიუტერიზაციისა და ავტომატიზაციის ჩქარი
ტემპი, ინფორმაციის შენახვა და გადაცემა, ცხოვრების ხარიასხის გაუმჯობესება,
საზოგადოების სოციალური სტრუქტურის შეცვალა. ამიტომ უწოდებენ ასეთი ტიპის
საზოგადოებას ინფორმაციულს.

კავშირის ახალ სისტემებს შეიძლიათ ძალიან დიდი ინფორმაციის გადაცემა


ნებისმიერ მანძილზე ძალიან მცირე დროში. ამას მივყავართ კულტურისა და
ცივილიზაციის პრინციპიალურად ახალ მდგომარეობამდე. ამ დროს ხდება
აქტუალური საკითხი იმის შესახებ რომ ტექნოგენური ცივილიზაციიდან უნდა
გადავიდეთ ანთროპოგენულ ცივილიზაციაზე, რომლის ღირებულებაც არის
ადამიანი.

მაკლუენის აზრით, ისტორიის ძირითად მამოძრავებლად ითვლება ტექნოლოგიების


შეცვლა, რომელიც იწვევს კომუნიკაციის საშუალების შეცვლას. მისი აზრით
საზოგადოების ტიპი განპირობებულია კომუნიკაციის ტიპით, ადამიანური აღქმა კი,
ინფორმაციის გავრცელების სიჩქარეზეა დამოკიდებული. კომუნიკაციის ისტორიულ
ფორმებს ის ადარებდა გალაქტიკებს, რომლებსაც შეუძლიათ შეხვედრა, ერთმანეთში
გასვლა, თავისი კონფიგურაციის შეცვლა.

დამწერლობის შექმნამდე ადამიანის გარშემო იყო მხოლოდ ზეპირსიტყვიერი


მეტყველება. იმ სამყაროს შეცნობა კი რომელიც ამ ”აუდიოსამყაროს” მიღმა იყო
შესაძლებელია მხოლოდ ინტუიტიურად. ანბანის გამოგონებამ გამოიწვია ექსპრესია,
რომელიც უკვე სამი ათასი წელია გრძელდება. მაკლუენის მიხედვით,
ტექნოლოგიების აფეთქების დეტონატორი გახდა ბატის ფრთა, ეპიცენტრი კი
გუტენბერგის მიერ საბეჭდი მანქანის გამოგონება იყო. წიგნი გახდა პირველი
მასობრივი წარმოების პროდუქტი.

ახალი რევოლუციის მამოძრავებელი ძალა გახდა მასობრივი ინფორმაციის


საშუალებები. პირველ რიგში კი ტელევიზია. სწორედ ტელევიზიამ მისცა საშუალება
ადამიანს დაბრუნებულიყო დამწერლობამდელ დროში, გლობალურ სოფელში,
სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და მისი მიღება წამში შეიძლება. ამ
დროს ჩნდება ”იმპლოზიის” ეფექტი რაც ნიშნავს, სივრცის, დროისა და ინფორმაციის
შეკუმშვას. შედეგად ხდება წლების განმავლობაში გაფართოებადი ფუტენბერგის
გალაქტიკის შეკუმშვა. მაკლუენი იმედოვნებდა, რომ ელექტრონულ-კომუნიკაციური
რევოლუციის შედეგად შეიქმნება ”ღია სამყარო, პრობლემების გარეშე”, რომელშიც
საზოგადოება შეიძლება მართლაც გახდეს ერთიანი ოჯახი. ინფორმაციული
ტექნოლოგიების განვითარებას მივყავართ იქამდე, რომ კომუნიკაციის შინაარსი
გადადის უკანა პლანზე, ხდება სიტუაციური და შემთხვევითი. კომუნიკაციის
განხორციელების საშუალებებს კი აქვთ შესაძლებლობა ადამიანის ცნობიერების
მანიპულირებისა და ზომბირების.

ტექნოლოგიურ პარადიგმაში განვითარდა კ.შენონის ”კომუნიკაციის მათემატიკური


თეორია,” რომელიც ლ.ბერტალანფის თეორიას ეყრდნობოდა. სისტემაში გაიგება
ობიექტების ერთობა, რომლებიც არიან ურთიერთკავშირში და ქმნიან ერთ მთელს.
განასხვავებენ სისტემების 2 ტიპს. დახურული არის ის სისტემა, რომელშიც არ ხდება
ენერგიის გაცვლა გარე სივრცესთან, ის ნაბიჯებს დგამს შინაგანი ქაოსისა და
სიკვდილისკენ. ღია სისტემა, კი რომელშიც ხდება ენერგიის გაცვლა გარე
სამყაროსთან, ორიენტირებულია ზრდაზე. სისტემური მიდგომის ჩარჩოებში
განიხილავენ მის შემდგომ მახასიათებლებს: ერთიანობა - მთელი უფრო მეტია
ვიდრე ნაწილების ჯამი, მისი ნაწილები არ არსებობს ცალ-ცალკე და
ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; იერარქია - თითოეული სისტემა შედგება
ქვესისტემებისგან, რომლებიც შეიძლება ქმნიდნენ სუპერსისტემას;
თვითრეგულირება და კონტროლი - მართვა; თვითმომსახურება - ბალანსირება;
ცვლილებები - ადაპტირება და მიზნის მიღწევა ნებისმიერი ხერხებით.

სისტემური მიდგომა კომუნიკაციას განიხილავს როგორც სისტემას, რომელშიც


მონაწილეობს - წყარო, გადამცემი, არხი, მიმღები, დანიშნულების ადგილი და
ხმაური. კომუნიკაცია ნიშნავს, რომ ინფორმაციის წყარო ირჩევს სასურველ
ინფორმაციას, გადამცემი სიგნალებად აქცევს შეტყობინებას და მიმღები კი აკეთებს
ამ სიგნალების დეკოდირებას. ინფორმაციის გადაცემის პრობლემებია: გამეორება,
ინფორმაციის კოპირების შესაძლებლობა, ხმაური და უკუკავშირი ანუ
კორექტირებული ინფორმაცია მიმღებისგან. კომუნიკაციის მათემატიკური თეორია
შეიქმნა შენონის შრომების ბაზაზე. ის გულისხმობს: შეტყობინებას (კოდებს)
რომელიც მოდის წყაროდან და მიდის არხით (შესაძლო დაბრკოლებებით - ხმაური)
მიმღებისკენ.

ინტერაქციული მიდგომა განიხილავს კომუნიკაციას როგორც ურთიერთკავშირს.


ინტერაქციონიზმის ფარგლებში შეიქმნა ბევრი თეორიულ-მეთოდოლოგიური
მიდგომა,რომლებიც მუშავდება ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, სოციალურ
ფსიქოლოგიაში და კულტუროლოგიაში. ინტერაქციონიზმი არა მხოლოდ
ტექნოკრატიზმის თეორიული ალტერნატივაა, არამედ ბიჰევიორიზმისაც.
ბიჰევიორიზმისთვის კომუნიკატორი არის მხოლოდ ობიექტი,რომელიც რეაგირებს
ინფორმაციაზე. ალტერნატიულ ხედვაში პირველ პლანზე წამოიწევა რეციპიენტის
აქტივობა, როგორც კომუნიკაციის თანაბარუფლებიანი სუბიექტის. შედეგად
1953წელს ტ.ნიუკომბის მიერ შეიქმნა კომუნიკაციისადმი ინტერაქციული მიდგომა.
კომუნიკაციის სუბიექტები აქ დაკავშირებუილა საერთო მოლოდინებითა და
დადგენილებებით, ასევე ურთიერთობის ობიექტისადმი ინტერესით. კომუნიკაცია
არის სწორედ ამ ინტერესის რეალიზაცია. კომუნიკაციის ეფექტი გულისხმობს
კომუნიკატორისა და რეციპიენტის აზრების მსგავსებასა და განსხვავებას
კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეს კი გულისხმობს მათი თანამშრომლობისა
და ურთიერთგაგების შესაძლებლობას ან შეუძლებლობას.

კომუნიკაცია ჯგუფებში, ორგანიზაციებსა და სხვა სოციალურ სისტემებში


მოითხოვდა უფრო რთულ მოდელებს. უნდა გავითვალისწინოთ სოციალურ
ინსტიტუტების, ჯგუფური სტერეოტიპების ზეგავლენა. ამასთან დაკავშირებით
სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში შეიქმნა მიმდინარეობა - სიმბოლური
ინტერაქციონიზმი (გ.ბლუმერი). დ.მიდი უარყოფდა ბიჰევიორისტულ თეზისს,
რომლის მიხედვითაც ადამიანის მოქმედება არის მხოლოდ პასიური რეაქცია
სტიმულზე. სიმბოლური ინტერაქციონიზმისთვის კომუნიკაცია არ არის უბრალოდ
რეაქცია, არამედ ის არის სუბიექტურად გააზრებული და მიმართული სხვებზე.
ადმაინათა შორის ურთიერთკავშირი განიხილება როგორც მიზანმიმართული
დიალოგი, რომლის პროცესშიც ისინი აკვირდებიან, აღიქვამენ ერთმანეთის მიზნებს
და ახდენენ მათზე რეაგირებას. ადამიანი მხოლოდ მაშინ რეაგირებს სხვის
მოქმედებაზე, თუ მას რაიმე საზრისი აქვს მინიჭებული. მაგალითად ბეჭედი - არის
ქორწინების სიმბოლო და ა.შ. ამიტომაც, მიდის თქმით, მათ არ აქვთ ავტომატური
ხასიათი.

ეთნომეთოდოლოგია არის თეორიული მიდგომა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა


ამერიკელმა მეცნიერმა -სოციოლოგმა გარფინკელმა. ეთნომეთოდოლოგია
თეორიული და მეთოდოლოგიური მიმდინარეობაა ამერიკულ სოციოლოგიაში,
რომელიც ეთნოგრაფიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მეთოდებს აქცევს ყველა
სოციალური მეცნიერების საერთო მეთოდოლოგიად. მისი საგანია ინტერპრეტაციის
პროცედურები, ადამიანებს შორის სოციალური კომუნიკაციის დაფარული,
გაუცნობიერებელი, არარეფლექსური მექანიზმები. ეთნომეთოდოლოგია
კომუნიკაციაში არა მხოლოდ ვერბალურ ენას მოიაზრებს, არამედ ჟესტებს,
მოქმედებებს, რიტუალებს და დუმილსაც კი. ის ქმნის ურთიერთობის წესებს,
რომელიც ზემოქმედებს ადამიანებზე, აიძულებს მოიქცეს ასე და არა სხვაგვარად ანუ
ქმნის სტრუქტურულ სტერეოტიპებს. ისინი კი ზემოქმედებენ ადამიანებზე იმისდა
მიუხედავად რა მნიშვნელობას ანიჭებს მას ადამიანი.

ზოგიერთი მკვლევარი ეთნომეთოდოლოგიის საწინააღმდეგოდ ხაზს უსვამს


ინტერაქციის დრამატურგიულ შემადგენელს. გოფმანის აზრით, ადამიანები თავად
ქმნიან სიტუაციებს ურთიერთობებისთვის, რაც არის გარკვეული რიტუალი,
მოქმედება, სპექტაკლი, სადაც ყველა ასრულებს თავის როლს. გოფმანი თეატრს
ყოველდღიური ცხვორების ანალოგიად თვლიდა. სოციალური რეალობა არის
”სპექტაკლი” სადაც სოციალური აქტორები არიან მოქმედი გმირებიცა და
რეჟისორებიც, ისინი ცდილობენ შთაბეჭდილებების მართვას. აქტორის მიზანია,
თავი წარმოაჩინოს დადებითად. აქტორები ქმნიან როგორც ფასადურ სოციალურ
ურთიერთობებს, ისე კულისებს მიღმაც. მაგრამ მოქმედება შეიძლება
არაადექვატურადაც იქნას გაგებული. ამას შემდგომ შეიძლება მოჰყვეს
გართულებები. ეს ყოველდღიურ რეალობაში ასახულია ფრაზაში ”ურთიერთობის
გარკვევა.” გოფმანის მეთოდის კრიტიკა აგებულია აქტორების ”დემონიზაციაზე”.
მათ არ აქვთ ინდივიდუალური თვისებები, რაც ურთიერთობას აქცევს ”დიდ
ტყუილად.”

ინტერაქციული კულტუროლოგიური მიდგომა ძალიან პოპულარული გახდა მე-20


საუკუნის მეორე ნახევარში. მას აქვს გენეტიკური კავშირი ეთნომეთოდოლოგიასთან.
აქ განსაკუთრებით აინტერესებთ სიმბოლური მოქმედებები ანუ რიტუალები,
რომელთაც ახორციელებენ ამა თუ იმ საზოგადოების წევრები. ასე ჩნდება 1980-იან
წლებში ჯაბლინის ასიმილაციის ორგანიზაციული თეორია. ის სწავლობს იმ
პროცესებს, რომელთა წყალობითაც პირები უერთდებიან ან გამოდიან ჯგუფებიდან.

ამერიკელი ანთროპოლიგის ე.ჰოლის კომუნიკაციის კულტურათაშორისი შინაარსის


თეორია (პროქსემია) საშაულებას გვაძლევს გავიგოთ კომუნიკაციური მოქმედებების
მნიშვნელობა. ჰოლის კონცეფციაში განხილულია კომუნიკაციის 4
დაშორება/მანძილი: ახლო, პერსონალური, სოციალური და საჯარო. ახლო მანძილი
(0-1,5მ) გულისხმობს მეორე პირის აშკარა არსებობას, რომელსაც შეუძლია
გარკვეული ზემოქმედების მოხდენა ჩვენზე ინტენსიური სენსორული
ზემოქმედებით. პერსონალური მანძილი (1,5-4მ) კომუნიკატორი უფრო შორსაა,
თუმცა მისი სახის ცვლილებებს ადვილად ვამჩნევთ. სოციალური მანძილი (4-10მ)
დამახასიათებელია შემთხვევითი საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის. საჯარო
მანძილი (10მ და მეტი) კი დამახასიათებელია საზოგადოებრივი დისკურსისთვის.
სოციალური დისტანციის ანალიზი პირველად მოახდინეს გ.ზიმელმა, რ.პარკმა,
ე.ბერჯესმა და ლ. ფონ ვიზემ. კომუნიკაციის შესწავლისას მცირე ჯგუფებში
აღმოჩნდა კავშირი სოციალურ დისტანციასა და პირებს შორის სიმპატიებსა და
ანტიპათიებს შორის.

იდენტურობის ანუ ”საკუთარი სახის” თეორია კომუნიკაციაში, რომელიც ეკუთვნის


ს.ტინგ-ტუმის დაფუძნებულია შემდეგ ვარაუდებზე: მოლაპარაკებების
მონაწილეები, მიუხედავად თავიანთი კულტურული მიკუთვნებულობისა,
ცდილობენ შეინახონ თავიანთ იდენტობა ყველა კომუნიკაციურ სიტუაციაში,
იდენტობა განსაკუტრებით პრობლემატურია გაურკვევლობის პირობებში,
კონფლიქტი ითხოვს ორივე მხრისგან იდენტობის შენარჩუნებას.

საქმიანი კომუნიკაციის ეთნოკულტურული მატრიცა საკუთარ თავში მოიცავს


აგრეთვე ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა ეთნიკური იარლიყები, ხუმრობები და
ცრურწმენები, ინტერესებისა და ღირებულებების შეთავსება, ეთნიკური
განსხვავებების სიმძაფრე, ეთნიკური ურთიერთობების პრედისტორია.

ინტერაქციული მიდგომა სოციოლოგიაში.


ინტერაქციული სოციოლოგიური მეთოდოლოგია თამაშობს მნიშვნელოვან როლს
კომუნიკაციის თეორიულ კვლევაში. კომუნიკაცია არის სოციალური გაცვლა და
სოციალური ურთიერთქმედება. ეს უკანასკნელი კი რიგ სოციალური თეორიების
ცენტრალური გაგებაა. მის საფუძველში დევს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ
სოციალური აქტორი (მოქმედი პირი) ინდივიდი ან საზოგადოება ყოველთვის
გარშემორტყმულია სხვა ადამიანების მიერ ფიზიკურად თუ გონებრივად.
შესაბამისად, ადამიანი იქცევა ისე როგორც მოცემულ სიტუაციაში შეეფერება. ეს
პრობლემა განვითარდა სოციალური გაცვლის თეორიებში, სოციოლოგიის
მიმართულებაში, რომელიც გაცვლას განიხილავს როგორც საზოგადოებრივი
ურთიერთობების ფუნდამენტურ საფუძველს, რომელზეც შემდგომში იზრდება
სხვადასხვა სტრუქტურული წარმონაქმნები (ძალაუფლება, სტატუსი, პრესტიჟი,
კონფორმიზმი და სხვა). მ.მოსსი თავის შრომაში ”გამოცდილება ძღვენის შესახებ”
(1925წ) წერდა , რომ სავაჭრო ურთიერთობებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა
სხვადასხვა ძღვენის გაცვლის ტრადიცია, რომელიც ფორმალურად ნებაყოფლობითი
იყო, თუმცა რეალობაში კი მკაცრად აუცილებელი. ბ. მალინოვსკი აკვირდებოდა
მელანეზიის კუნძულის მაცხოვრებლებს. მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფები
გამუდმებით ცვლიდნენ რიტუალურ საგნებს: სამაჯურებსა და ყელსაბამებს. ეს
გაცვლა ხდებოდა წრიულად და სამაჯურები ტრიალებდა ერთი მიმართულებით,
ყელსაბამები კი საპირისპიროთი.

ჯ.ჰომანსი განიხილავდა გაცვლას ”მოქმედსა” და ”სხვას” შორის. ამ გაცვლის მიზანი


იყო დანახარჯების მინიმიზაცია და მაქსიმალური ჯილდოს მიღება საკუთარი
მოქმედებებისთვის. ეს ჯილდო კი სოციალური მოწონებაა. ყოველ მოქმედ პირს
შეუძლია მოძებნოს ამ ჯილდოს მიღების მრავალი ალტერნატივა.

დ.ტიბოსა და გ.კელლის მიხედვით, პიროვნებათაშორისი ურთიერთობა


რეგულირდება სარგებლის მიღებით, რომელსაც ისინი ღებულობენ ურთიერთობით.
ყოველი მოთამაშე ცდილობს თავისთვის მეტად სასარგებლო/მომგებიანი სიტუაციის
შექმნას.

მათემატიკური თეორიის თამაშების თეორეტიკოსმა ა. ტეკერმა შეიმუშავა


შემდეგნაირი სქემა, რომელსაც ეწოდება ”პატიმრის დილემა”. ის განიხილება 2
პატიმრის მაგალითზე. მათ მისცემენ შემდეგ პირობებეს: 1. თუკი არც ერთი არ
აღიარებს დანაშაულს, ორივეს გაუშვებენ, 2. თუკი ორივე აღიარებს საკუთარ
დანაშაულს, ორივე მიიღებს სუსტ სასჯელს, 3. თუკი ერთ-ერთი აღიარებს თავს
დამნაშავედ და მეორე არა, ის ვინც თავს სცნობს დამნაშავედ გათავისუფლდება და
მიიღებს ჯილდოს, ის კი რომელიც არ აღიარებს დანაშაულს სასტიკად დაისჯება.
ინდვიდი ყოველთვის გამოდის საკუთარი ეგოისტური შეხედულებებიდან და
ისწრაფვის საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმიზაციისკენ. ადამიანს ყოველთვის
სურს, რომ დანახარჯი და მოგება იზრდებოდეს ურთიერთპროპორციულად. ამ
თეორიულ სისტემაში ცენტრალური ადგილი უკავია ”სამართლიან მოპყრობას.”
სოციალური გაცვლის თეორიები ბევრ რამეს ხსნიან ადამიანის ქცევაში, რომელიც
დაფუძნებულია მიზანრაციონალურ პრინციპზე.

ურთიერთობების დიალექტიკური თეორია შექმნა ლ.ბაქსტერმა 1980იან წლებში. ის


აანალიზებს შემდეგ დიქოტომიებს: ჩართულობა-განმარტოება, ტრადიციულობა-
უნიკალურობა, ღიაობა-დაფარულობა. ეს დამოკიდებულია იდეალისა და რეალობის,
ღირებულებებისა და ქმედებების ურთიერთდამოკიდებულებებზე, საკუთარი მესა
და ”სხვის” გაგების შესატყვისობაზე, კომუნიკანტების მიერ ამ პარამეტრებისადმი
მიწერილი მნიშვნელობებზე .

ემოციური არამდგრადობაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ის განიხილება, როგორც


აფექტური მოქმედება, რომელსაც განსაზღვრავს სუბიექტის ემოციური
მდგომარეობა. ასეთი მოქმედებისას უმათავრესია ვნების სასწრაფო დაკმაყოფილება.

კომუნიკაციის შემდეგი სტრატეგიები არსებობს : პასიური - ინფორმაციული ძებნა,


რომლის დროსაც თავს არ ახვევენ პარტნიორების მიზნებს. აქტიური - გულისხმობს
მესამე პირების ჩართვას კომუნიკაციის მიზნების შესაფასებლად; დიალოგური -
რომლის მიზანია კომუნიკაციის მიზნების შეთანხმება პარტნიორების
ურთიერთქმედების პროცესში.

ფართო გავრცელება სოციოლოგიაში ჰპოვა სოციალური(კომუნიკაციური) ველის


თეორიამაც, რომლის თანახმადაც პიროვნებისა თუ სოციალური ჯგუფის ქცევა
დამოკიდებულია კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაზე. ცნება ველი ნასესხებია
ფიზიკიდან. ეს მეთოდი ყველაზე კარგად გამოიყენა კ.ლევინმა.

ლინგვისტური მიდგომები

ამ მიდგომის მომხრეები საკუთარი ყურადღების ცენტრში აყენებენ ენას, როგორც:

• სიმბოლური კომუნიკაციის სისტემას, ანუ კომუნიკაციას ვოკალური და


წერილობითი ნიშნებით. ეს სწორედ ისაა, რითიც განსხვავდება ადამიანი სხვა
არსებებისგან. ენა ექვემდებარება გარკვეულ წესებს და შეიცავს მრავალ ნიშანს,
რომელიც საერთოა ლინგვისტური ჯგუფისთვის.

• ენობრივი პრაქტიკა, რომელშიც ხდება ადამიანური პიროვნების ფორმირება და


სადაც ადამიანი ხდება სოციალური არსება.

სოციოლოგებს ენასთან დაკავშირებით უფრო აინტერესებთ ურთიერთობა ენასა და


ისეთ არალინგვისტურ სტრუქტურებს შორის, როგორიც არის კლასი და გენდერი.
მაგალითად, სოციალური ურთერთობების სხვადასხვა ფორმები აჩენენ
ლინგვისტური ნორმების სხვადასხვა ფორმებს. ასე მაგალითად, მუშათა შვილები
ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან სკოლებში, რადგანაც ისინი იყენებენ
შეზღუდულ ლინგვისტურ ნორმებს.

თანამედროვე სტრუქტურული ლინგვისტიკის დამფუძნებლად მიჩნეულია სოსიური


(1857-1913). მისი ნაშრომი ”ზოგადი ლინგვისტიკის კურსი” გამოსცეს მისმა
სტუდენტებმა მისი გარდაცვალების შედეგად. ნაშრომის წყარო იყო ამ სტუდენტების
მიერ გაკეთებული კონსპექტები ლექციაზე. ენათმეცნიერებას სოსიური მიაკუთვნებს
ფსიქოლოგიას და გამოყოფს განსაკუთრებულ მეცნიერებას - სემიოლოგიას,
რომელიც სწავლობს ენობრივ სისტემებს, რომელთაგან უმთავრესია ენა.
ლინგვისტიკას სოსიური ყოფს ენისა (langue) და მეტყველების (parole)
ლინგვისტიკად. ენა არის საერთო და მდგრადი. მეტყველება კი ენის გამოყენებაა. ის
ცვალებადია და არ ექვემდებარება სისტემატურ შესწავლას. არსებობს დიაქრონული
და სინქრონული ლინგვისტიკა. დიაქრონული თავის მხრივ იყოფა პროსპექტულ და
რეტროსპექტრულად. სოსიურმა შემოიტანა აგრეთვე ნიშნის ცნებაც. ის შეიძლება
იყოს აღნიშნული და აღმნიშვნელი, ანუ ტერმინი ან მისით აღნიშნული გაგება, იდეა.
მათი ურთიერთკავშირი ქმნის ენის მნიშვნელობას. რუსმა ლინგვისტმა რ.იაკობსონმა
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე თეორიული ლინგვისტიკისა და
სტრუქტურალიზმის განვითარებაში. მისი მიდგომა გულისხმობდა ”ფორმისა” და
”შინაარსის” განცალკევებას. მან დიდი გავლენა იქონია ლევი სტროსის და ხომსკის
შრომებზე. ე.საპირმა და მისმა სტუდენტმა ბ.ლ.უორფმა (1897-1941) წამოჭრეს
ჰიპოთეზა ლინგვისტური რელატივიზმის შესახებ. მის თანახმად ჩვენი ენა აგებულია
ჩვენს მიერ მსოფლიოს გაგებაზე. მაგალითად, ესკიმოსების ენაში არის მრავალი
სიტყვა, რომელიც აღნიშნავს თოვლს, რაც ხაზს უსვამს მათ ჰარმონიულ
თანაცხოვრებას ბუნებასთან.

სემიოლოგია ანუ სემიოტიკა ( semiology or semiotics) არის მეცნიერება ნიშნების


შესახებ. მას ენის შესწავლაში დიდი ადგილი უკავია. მისი საფუძველი სოსიურის
შრომებში უნდა ვეძიოთ. მისი წამყვანი წარმომადგენელი იყო რ.ბარტი (1915-1980).
სემიოლოგიის ძირითადი ცნებებია აღნიშნული და აღმნიშვნელი, ნიშანი კი მათი
შემაკავშირებელია. ენის მეთოდოლოგიაში აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ამერიკელი თეორეტიკოს ლინგვისტი ნ.ხოლმსკი. მისი ნოვატორული იდეები
დაეხმარნენ ლინგვისტიკას დაიკავოს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი სოციალურ
მეცნიერებაში. უდიდესი თეორიული წვლილი ტარნსფორმაციული გრამატიკის
განვითარებაში შეიტანა მან თავისი ნაშრომით ”სინტაქსური სტრუქტურები.”
ნებისმიერი ფრაზა შეიცავს როგორც ”სიღრმისეულ სტრუქტურას,” აგრეთვე
”ზედაპირულ სტრუქტურასაც.” პირველის მაგალითია : ”ივანემ მისცა წიგნი
პეტრეს.” მეორესი კი ”პეტრემ მიიღო წიგნი ივანესგან” ან ”წიგნი მიცემული იყო
პეტრესთვის ივანეს მიერ.” ასეთი გრამატიკული ცვლილებები გამოწვეულია
ტრანსფორმაციული გრამატიკით, ანუ სინტაქსის ცვლილებებით და არა სემანტიკის.
ხომსკის ლინგვისტური იდეები ატარებენ დიდ სამეცნიერო ღირებულებას.

სოციოლონგვისტურ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის


თეორიისთვის. სოციოლინგვისტიკა არის სოციოლოგიური ლინგვისტიკის
შემოკლებული ფორმა, რომელიც შემოიტანა საბჭოთა ლინგვისტმა პოლივანოვმა
ჯერ კიდევ 1920-იან წლებში. სოციოლინგვისტიკას უფრო ფართო ინტერესები აქვს
და ის შეიცავს ენის ბევრ ასპექტს, აგრეთვე პრაგმატიკასადა სემიოტიკასაც. მასაც აქვს
საკმაოდ დიდი და არა პერიფერიული მნიშვნელობა ლინგვისტიკის შესწავლისას.
თანამედროვე სოციოლონგვისტიკაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება
საზოგადოების როლზე. ენები მრავალეროვან ქვეყანაში და ეროვნული ენის
არსებობის ფორმები ერთერიან ქვეყანაში, არის იერარქიული სისტემა, რომელსაც
ეწოდება ”ენობრივი სიტუაცია.” საერთო ენობრივი სიტუაცია და მისი
კომპონენტების ფუნქციური დატვირთვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილი
უჭირავს საზოგადოებაში ამა თუ იმ ეთნიკურ ერთობას. ისეთი ქვეყნის მოქალაქეები,
სადაც ერთზე მეტი ენა ფუნქციონირებს, იძულებულნ არიან დაეუფლონ სხვა
ენებსაც. ისინი ხდებიან ბილინგვები ან დიგლოსიური ინდივიდები. ბილინგვიზმსა
და დიგლოსიაში ენობრივი წარმონაქმნები ფუნქციონალურად გაყოფილია და
შესაბამისად მათი გამოყენება ხდება სხვადასხვა კომუნიკაციური მიზნებისთვის,
სხვადასხვა სიტუაციაში. თანამედროვე სოციოლონგვისტიკას აქვს თავისი მეთოდები
ინფორმაციის შესაგროვებლად. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია : ანკეტირება,
ინტერვიუ, ჩართული დაკვირვება, სოციოლინგვისტური ექსპერიმენტი, ანონიმური
დაკვირვება, მეტყველებაზე უშუალო დაკვირვება. მონაცემთა დასამუშავებლად
გამოიყენება - კორელაციური ანალიზი, იმპლიკაციური სკალირება, სემანტიკური
ველების ურთიერთშედარებითი ანალიზი და სხვა. კომუნიკაციის თეორიები
მუშავდება ისეთი სამეცნიერო მიმართულეის ფარგლებში როგორიცაა
სემისოციოლოგია. მისი საგანია მოტივირებული და მიზანმიმართული
მოქმედებების გაცვლა.

$2.3. მასობრივი კომუნიკაციის თეორიები

მასობრივი კომუნიკაციის შესწავლა თავდაპირველად დაიწყო როგორც


ზოგადსოციოლოგიური თეორიისა. ამერიკელი სოციოლოგები რ.პარკი, ჩ.კული,
უ.ლიპმანი მასობრივც კომუნიკაციას განსაზღვრავდნენ, როგორც მასის
”კოლექტიური დაჯგუფების ” წევრების ურთიერთობას, რომელიც ჩნდება
ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის ტალღაზე. ამჟამად ხდება მასობრივი
კომუნიკაციის სოციალური ფუნქციების აქტიური შესწავლა. მასობრივი
კომუნიკაციის შესწავლაში დიდი ადგილი უკავია ტელევიზიას, რომელიც გახდა მე-
20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა. ტელევიზიას
აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის გვამყოფებს ეიფორიის მდგომარეობაში, მაგრამ
ფიტავს ჩვენს შემოქმედებით შესაძლებლობებს. ბევრი სპეციალისტი თანხმდება
იმაში, რომ ტელევიზია არის დამამშვიდებელი საშუალება და სტატუს ქვო-ს
შენარჩუნების მექანიზმი. ტელევიზიას აქვს 2 ფუნქცია - სოციალიზაციის და
სოციალური ინტეგრაციის. მასმედია ხელს უწყოვს შექმნილი საზოგადოებრივი
ურთიერთოებბისა და სტრუქტურების ერთიანობის შენარჩუნებას. ადრე ამ
ფუნქციებს ასრულებდა მითოლოგია, ფოლკლორი და რელიგია, ახლა კი
ტელევიზია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქვთ უარყოფითი მხარეებიც .
მათგან უპირველესია ის, რომ მასიური ზემოქმედება საზოგადოებაზე ქმნის
მასობრივ აუდიტორიას, ისეთი ცხოვრების წესით, რომელიც არ შეიძლებოდა
ყოფილიყო ელექტრონულ ეპოქამდე. გარდა ამისა, ის ორიენტირებას აკეთებს არა
ხელოვნებაზე ,არამედ სამომხმარებლო-გასართობ სტანდარტებზე. კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია ძალადობის ელემენტები, რაც თანამედროვე
ტელეკულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს ხრწნის საზოგადოებრივ ღირებულებებს,
აჩენენ აგრესიას და შიშის გრძნობას.

მასობრივი კომუნიკაციის ისტორიის შესწავლას იწყებენ ჯადოსნური ტყვიის,


კანქვეშა ნემსის და წამლის კანქვეშა ნემსისთვის თეორიები. ამ თეორიების
თანახმად, ის ვინც მართავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მართავს
საზოგადოებასაც, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქვთ პირდაპირი
და ძლიერი ზეგავლენა მათზე, ვინც ყურადღებას აქცევს მათ შინაარსს. 1920-იანი
წლებიდან მასობრივი ინფორმაციის თეორიები ემპირიული კვლევების უფრო მეტ
ზეგავლენას გრძნობენ. სელექციური ექსპლოზიის თეორია გულისხმობდა, რომ
საზოგადოების აღქმა ერთიან მასად შეუძლებელია . ყოველ ადამიანს აქვს თავისი
ინტერესები, გემოვნება და უპირატესობები, რომელთა შესაბამისად ირჩევს
ინფორმაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. ლაზარსფელდმა და
ბერელსონმა კი აღმოაჩინეს ინფორმაციის ორსაფეხურიანი ნაკადი. ეს
გულისხმობდა ,რომ ინფორმაცია თავდაპირველდ მიდის ჯგუფის ყველაზე
ავტორიტეტულ პიროვნებასთან ანუ სასოგადოებრივი ”აზრის ლიდერთან” და
შემდეგ კი მისი დახმარებით გადადის ჯგუფის სხვა წევრებზე. ამან საფუძველი
დაუდო აუარებელი რაოდენობის პიროვნებათშორის კვლევებს და ექსპერიმენტებს.
გასათვალისწინებელია ისიც რომ ყოველ ”აზრის ლიდერს” ჰყავს კიდევ თავისი
”აზრის ლიდერი”, რომლებსაც მიმართავენ ინფორმაციისთვის.

ნოელ-ნოიმანის მიერ შემუშავებული თეორია სათაურით ”დუმილის/სიჩუმის


სპირალი” შეგვახსენებს არჩევნების პარადოქსს. ყველა თვლის, რომ მისი ხმა არ არის
გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ არ მიდის არჩევნებზე. ასევეა მასობრივ
კომუნიკაციაშიც.

დიფუზიის თეორია რომელიც შეიმუშავა როჯერსმა 1960-იან წლებში გამოიყენება


ანთროპოლოგიაში, სოციოლოგიაში, პოლიტიკურ კვლევებში და მარკეტინგში.
დიფუზია არის პროცესი, რომლის დროსაც სიახლე ვრცელდება საზოგადოებაში
კომუნიკაციაური არხებით გარკვეული დროის განმავლობაში. ინოვაციის
გავრცელების ეფექტური საშუალება სწორედ მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებია. ინოვაცია შეიძლება იყოს იდეა, პრაქტიკა, ობიექტი, მიზანი,
რომელიც აღქმულია როგორც სიახლე. ყველაზე ხშირად ეს არის ტექნოლოგიური
სიახლე. ასეთი დიფუზია უკვე ასეულობით წლებია რაც არსებობს. მას აქვს საერთო
ეპიდემიოლოგიასთან. ინფექცია თავიდან ვრცელდება ნელა და ეხება მცირე
რაოდენობის ხალხს. შემდეგ დაავადებულებიდან ჯანმრთელებზე გადაეცემა სწრაფი
სიხშირით, შემდეგ კი ისევ შენელდება , რადგანაც მცირდება დაუავადებელი
ადამიანების რიცხვი.

კულტივირების თეორია , რომლის ავტორიც არის გერნბერი, იკვლევდნენ


კულტურულ ინდიკატორებს, რომელთაგან ცენტრალური ადგილი ეკავა მასობრივ
ინფორმაციის საშუალებებს და უმთავრესად ტელევიზიას. ის მიიჩნევა კულტურაში
ჰომოგენიზაციის აგენტად, რომელიც ეფექტურობით წინ უსწრებდა ინფრომაციის
სხვა საშუალებებს. ამ თეორიის მიხედვით ტელევიზია არის არა ფანჯარა სამყაროში,
არა სამყაროს ასახვა, არამედ დამოუკიდებელი სამყარო. კულტივირების თეორიას
აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ორიენტირებული იყო რაოდენობრივ ანალიზზე
და არ ითვალისწინებს მაყურებლის მიერ სატელევიზიო ფაქტების ინტერპრეტაციის
განსხვავებულობას. დისკურს ანალიზი კი მეტ აქცენტს აკეთებდა მაყურებლის
როლზე.

ლევინმა შეიმუშავა ინფორმაციული ბარიერების თეორია . ის მიკუთვნებულია


ინფორმაციის ამორჩევის პროცეცისადმი. მის თანახმად, ინფორმაციის ზოგიერთ
არხში გასვლა დამოკდიებულია ”ჭიშკარზე” ანუ ცენზურაზე, რომელიც მართულია
”კონტროლიორების” მიერ. ეს თეორია აისახა ასევე ”ახალი ამბების დამახინჯების
თეორიაში.” მისი ავტორია ლიპმანი. მის თანახმად საზოგადოება პასუხობს არა
ფაქტიურ მოვლენებს რეალურ სამყაროში, არამედ მოვლენებს ფსევდო სამყაროში.
ამის შემდგომ შოუს და მაკომბსის მიერ შეიქმნა ”დღის წესრიგის დარეგულირების
თეორია.” მის თანახმად მასობრივი კომუნიაკციის საშუალებები ადამიანებს კი არ
ავალდებულებენ რომ იფიქრონ, არამედ ახდენენ მათი დამოკიდებულებების
ფორმულირებას მოვლენების მიმართ. აქ წინ წამოწეულია დღის წესრიგის კატეგორია
- პრობლემები თუ მოვლენები, რომლებიც შეფასებულია მნიშვნელოვნების
მიხედვით. სანამ თემა თუ პრობლემა მიეწოდება საზოგადოებას, ხდება მისი
გაფილტვრა. სარგებლისა და კმაყოფილების მიღების თეორია ამტკიცებდა რომ
ადამიანი არ იღებს ინფორმაციას პასიურად. საზოგადოების წევრები თვითონ
აქტიურად ირჩევენ შეტყობინებებს.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ შევქმნით კომუნიკაციის თეორიას


უბრალო შეკრების გზით, მრავალი კონცეფციის მექანიკური შეკრებით. მის
შესაქმნელად არის საჭირო კომუნიკაციის შესახებ იმ ცოდნის განზოგადება
რომელსაც ფლობენ სოციალური, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და
ტექნიკური მეცნიერებები.

პაულ ვაცლავიკის აქსიომები

გერმანულიდან თარგმნა თამარ ყანჩაშვილმა

პაულ ვაცლავიკის აქსიომები

პაულ ვაცლავიკი იყო კომუნიკაციის მეცნიერი, ფსიქოთერაპევტი,


ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი და ავტორი. დაიბადა 1921 წელს
ავსტრიაში. გარდაიცვალა 2007 წელს კალიფორნიაში. ის ცხოვრობდა და მუშაობდა
კალიფორნიაში. მან გამოაქვეყნა 18 წიგნი, რომლებიც 85 ენაზე ითარგმნა და 150
სტატიაზე მეტი.

მთლიანი სტატია

კომუნიკაციის თეორიის საფუძვლები

კომუნიკაციის თეორიის საფუძვლები

სალექციო კურსი მომზადებულია ,,THEORIEN DER KOMMUNIKATION” რედაქტორი


Prof. Dr. Hein Retter, TU Braunschweig; და ,,Основы теории коммуникации“ – под.
редакции М. А. Василика. Москва 2003 - საფუძველზე.

თემა I – კომუნიკაცია როგორც სოციალური მეცნიერების საგანი

1.1. რა არის კომუნიკაცია? კომუნიკაციის ცნება.

1.2. კომუნიკაციის თეორიის საგანი.

1.3. კომუნიკაციის თეორიის კატეგორიები და კანონები.

1.4. კომუნიკაციის თეორიის კატეგორიული აპარატი.


1.5. მასობრივი და ყოველდღიური კომუნიკაცია.

1.6. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.

1.7. კომუნიკაცია და ინტერაქცია – ურთიერთობა.

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: კომუნიკაცია, ინფორმაციული და


კომუნიკაციური საზოგადოება. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია,
კომუნიკაცია და ინტერაქცია, კომუნიკაციური ცოდნის სტრუქტურა, სოციალური
კომუნიკაცია, კომუნიკაციური სისტემების ჰეტეროგენობის კანონი. ინფორმაცია და
კომუნიკაცია.

რუსულიდან თარგმნა ნინო ძნელაძემ

კომუნიკაციის თეორია როგორც მეცნიერება და სასწავლო საგანი

1.1 კომუნიკაციის თეორიის საგანი

კომუნიკაციის თეორია სამეცნიერო სფეროში შედარებით ახალგაზრდა საგანია და


ცალკე საგნად ძირითადად ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბდა. კომუნიკაციურ
ცოდნაზე დიდი მოთხოვნილებამ გამოიწვია ,,კომუნიკაციური ბუმი”. კომუნიკაციურ
პრობლემებს ახლა შეისწავლიან და მასზე წერენ სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლები. ტერმინი ,,კომუნიკაცია” მყარად დაფუძნდა სოციალურ
ჰუმანიტარულ მეცნიერულ სფეროში, თუმცა მკვლევარები ჯერ კიდევ ვერ
შეთანხმებულან კომუნიკაციის მეცნიერული სტატუსის შესახებ და საბოლოოდ ვერ
გადაუწყვეტიათ მისი ადგილი თანამედროვე სოციალურ ჰუმანიტარულ
მეცნიერებაში.

მთლიანი სტატია

კომუნიკაციის თეორიის განვითარების ძირითადი ეტაპები

რუსულიდან თარგმნა ნინო ძნელაძემ

თემა 2. კომუნიკაციის თეორიის განვითარების ძირითადი ეტაპები

2.1. კომუნიკაციის პრობლემები სოციალურ-ფილოსოფიური აზრის ისტორიაში.

2.2. კომუნიკაციის პრობლემები მეოცე საუკუნის ფილოსოფიაში.

2.3. კომუნიკაციის სოციოლოგიური თეორიები.

2.4. კომუნიკაციის თანამედროვე კონცეფციები.


2.5. მასობირვი კომუნიკაციის თეორიები.

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: ჰერმენევტიკული წრე, დიალოგი, სემიოტიკა,


პერსონალიზმი, ,,მე“ და ,,შენ“, გაგება და ინტერპრეტაცია, ლოკუცია, ილოკუცია,
პერლოკუცია, დესიგნატი, გლობალური სოფელი, ინპლოზია, პროქსემია, ,,პატიმრის
დილემა“.

1. კომუნიკაციის პრობლემები სოციალურ-ფილოსოფიური აზრის ისტორიაში.

ტერმინი ”კომუნიკაცია” სამეცნიერო წრებრუნვაში ჩაერთო მე-20 საუკუნიდან.


მანამდე კი კომუნიკაციის პრობლემა განიხილებოდა ადამიანური ურთიერთობის
პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობა ყოველთვის
შეადგენდა სოციალური ყოფიერების მნიშვნელოვან ნაწილს, მისი არსი
საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ერთნაირად არ იყო
გაგებული.

You might also like