You are on page 1of 12

დასკვნითი გამოცდა

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი

ქულების განაწილება საკითხების მიხედვით: 4 კითხვა – თითოეული 10 ქულა,

გამოცდის ხანგრძლივობა - 3 სთ.

10 ქულიანი კითხვის შეფასების კრიტერიუმები:

1. მასალის ცოდნა - 3 ქულა


2. არგუმენტირებული მსჯელობა - 3 ქულა
3. ორიგინალური თვალთახედვა - 4 ქულა

გამოცდის თემატიკა:

1. მედია - დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი


დემოკრატია არის სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომელიც ხასიათდება
ნაკლოვანებებით. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი გაწერილია,
დაგენილია წესებით. სახელმწიფო, რომ არ არსებობდეს დაისადგურებდა
ქაოსი. ,,მოვა დრო, როცა ყველანი კარგად ვიცხოვრებთ“. ასე წერია ბიბლიაში,
სწორედ ამ იდეას დაეფუძნა დემოკრატია.

მედია დემოკრატიას ეხმარება შემდეგი გზებით:

• ხელს უწყობს საჯარო დებატებსა და პოლიტიკურ ჩართულობას;

• მოქმედებს, როგორც „საჯარო მეთვალყურე“, ძალაუფლების ბოროტად


გამოყენების მხილების მიზნით;

• მონაწილეობს ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის გადანაწილებაში;

• გვთავაზობს დემოკრატიის ხელშემწყობ სამოქმედო მექანიზმს.

მედია, საზოგადოებას სთავაზობს დებატებს. მედია ფორუმს ბევრი დადებითი თვისება


აქვს. მთავარი არის მოქალაქეების აქტირუი ჩართულობა და ინფორმირება პოლიტიკურ
საქმეებში. მასმედია პოლიტიკოსების საქმეებს მუდმივად თვალს ადევნებს. დღეს
წარმოამდგენლობითი ინსტიტუტები მასმედიამ ჩაანაცვლა. მასმედიის საშუალებით
სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც შეუძ₾იათ დებატებში ჩართვა და თავიანთოი
პოზიციის გამოხატვა. მედიის, როგორც მეთვალყურის როლი დიდია პოლიტიკურ
საქმეებში. იიგი მოსახლეობას უჩვენებს ხელისუფლების შეცდომებს. მედია ამ როლის
შესრულებით უტოლდება ოფიციალურ წარმომადგენლობით ინტიტუტებს. მედია
ხელს უწობს დემოკრატიის განვითარერებას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის
ძლის გადანაწილების გზით, ფრაც ახალი მედიის შსაძლებლობებითაა გამოწვეული.
მეორე მსოფლიო ომის შმდეგ ტელევიზია მთავრობის გაძლიერებას უწყობდა ხელს.
მედიის დემოკრატიული გამოხატულება ისიცაა, რომ მას შეუძლია მოქალაქეს მისცეს
შესაძლებლობა ,,კიბერ დემოკრატიის გზით“. თუმცა, არსებობს 3 საკამათო საკითხი
 მედის ახასიათებს პოლიტიკური მიკერძოებულობა, იგულისხმება
მედიამფლობელი, რომლებიც ახდენენ მედიაზე გავლენას.
 მედია ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ჟურნალისტი
პოლიტიკოსისგან განსხვავებით არ უნდა იყოს მხარე
 მედია არ არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მედიასა და
პოლიტიკოსებს შორის ყალიბდება სიმბიოზური დამოკიდებულება. ხშირად
ხელისუფლებას უჩნდება სურვილი, რომ მართოს მედია, რადგან იგი ძლიერად
ზემოქმედებს ხალხზე. ტოტალიტარულ რეჟიმში ხელისუფლება დიქტატორია,
ხდემოკტრატიაში კი ხელისუფლებაა მსახური. რაც საზოგადოებაში ხდება
მედიას გამოაქვს სააშკარაოზე და აწვდის ინფორმაციას.
მედიას აქვს მეთვალყურის ფუნქცია, რომ შამოწმოს პოლიტიკოსების ქმედებები.
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მედიას შუძლია ხელი შეუწყოს
მშენებლობის პროცესს. მასმედია ხშირად არის მთავარი ვინც ქმნის პოლიტიკურ
დღის წესრიგს და განსაზღვრავს პოლიტიკურ მიმართულებას. მედია აქტუყრად
მონაწილეობს პოლიტიკოსების იმიჯის შექმნაზე. იმიჯი ეს არის დამატებითი
სახე, რომელიც დამატებით ფასეულობას ანიჭებს საზოგადო პირს.
პოლიტიკური იმიჯი არის პოლიტიკური სახის მიზანმიმართული სახე,
რპომელიც ხელს უწყობს მას წატრმატების მიღწევაში.
იმიჯის შემქმნელი ძირითადი ფაქტორებია: ოჯახი, წარსული, სპორტი, შინაური
ცხოველი და ჰობი.
დემოკრატიულმა მედია უნდა შეძლოს მთავრობის მეთვალყურეობა, რათა მან არ
დაივიწყოს ვალდებულებები ხალხის წინაშე. ჟურნალისტიკის ნაკლი დასავლურ
მედიაში არის ის , რომ არ არიან ობიექტურები და მიუკერძოებლები.

2. ფილმი როგორც თანამედროვე მედიაარხი


ფილმი, არის ძლიერი მედია არხი, რითაც ხდება საზოგადოებაში
სტერეოტიპების დარღვევა. ფილმმა მაყურებელს უნდა მისცეს, ის რაც მათ
ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფილემბში გადმოცემულია საზოგადოებრივი
ცხოვრება, ის პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას განსაკუთრებით აწუხებს.
აქტიურადაა ფილმში გადმოცემული ფემინისტური თემატიკა, სტერეოტიპების
რღვევა. მაგალითად ფილმ ,,ყოვლისშემძლე ბრიუსში“ ღმერთი შავკანიანია,
რითიც არსებული სტერეოტიპი დაირღვა. საბჭოთა პერიოდის ფილმები
გვიხატავდა იდეალურ ცხოვრებას და ფილმებში არ იყო ნაჩვენები ძალადობისა
და სექსის სცენები. ცენზურის გამო, ფილმებიდან ამოღბული იყო ბევრი
ეპიზოდი, მაგალითდ ფილმმ ,,ქეთო და კოტედან“ ამოიღეს ჯვრისწერის სცენა.
დასავლურ ფილმებში ნაჩვენებია ძლადობისა და სექსის სცენები, არიან
სუოერგმირები. ,,თეფშებს მხოლოდ ქალი უნდა რეცხავე“ არსებობს ასეთი
სტერეოტიპი, თუმცა დასავლეთის, ჰოლივუდურ ფილმებში აქტიურად ვხედავთ
ამამკაცებს სამზარეულოში. დემოკრატიულ სამყაროში პიროვნება არის მთავარი.
ის იდეოლოგია, რომელიც არსებობს ქვეყანაში ასახულია ფილმებში. ფილმებზე
დაკვირვებით მაყურებელი სრულ ინფორმაციას იღბს ქვეყნის მოწყობაზე,
პოლიტიკურ შეხედულებასა და კულტურის შესახებ. ნათქვამია,
რომ ,,ადამიანებს უნდა მისცე პური და სანახაობა“, რასაც ჩვენ აქტიურად
ვხედავთ ფილმებში.

3. სამაუწყებლო ტექნოლოგიის განვითარება. რადიო და ტელევიზია


მასობრივი კომუნიკაცია პროცესია, რომლის დროსაც, საზოგადოებას
ინფორმაცია მიეწოდება.
დროის ცვლილებასთან ერთად განსხვავებული იყო სამაუწყებლო
საშუალებებეიც. თავდაპირველა ინფორმაცია ზეპირად გადაიცემოდა, შმდეგ
შემოვიდა დაბეჭდი სახითმინფორმაციის მიწოდება. რადიომაუწყებლობა
მიმდინარეობს ბგერით და ვერბალურად, ერთადერთი სპეციფიკურობა,
რომელიც მას ახასიათებს არის მისი აკუსტიკურობა, ხორციელდებ მხოლოდ
ბგერის საშუალებით.
მას შემდეგ, რაც ტელევიზია განვითარდა რადიომ შეითავსა, გამრთობის
როლი, ნაკლებად დატვირთულია გადაცემებით. მისი საშუალებით შგვიძლია
მუსიკალური გადაცემების მოსმენა, ან მსუბუქი ინფორმაციების მიღება.
საქართველოს რადიოს აქვს საინფორმაციო გადაცემა, რომელიც მხოლოდ 5
წუთს გრძელდება, და ინფორმაციას გვაწვდის ყოველ საათზე,სრული საათის
გახდომამდე 5 წუთით ადრე. რადიოს აქტიურად უსმენენ მანქანაში,
ძირითადად კი მუსიკალურ არხებს. რადიო მსუბუქი გადაცემებით
შემოიფარგლება მაგალითად გადაცემა ,,ჩაი ორისთის“, სადაც საუბრობენ
საჭირბოროტო საკითხებზე. გადაცემის განმავლობაში მსურველს აქვს
შსაძლებლობა დარეკოს მითიტბულ ნომერზე და ჩაებას დისკუსიაში. რადიოს
წვდომა აქვს ყველგან, შესაბამისად განტვირთის დროს შესაძლებელია ამა თუ
იმ გადაცემების მოსმენა.
რადიო და ტელევიზა ერთმანეთს ემსგავსებიან. ორივე წარმოადგენს პროცესს,
რომლის დროსაც ადამიან ინფორმაცია მიეწოდება.
ტელევიზია აღიქმება ბგერით, სმენით და ვიზუალურად, გამოსახულების
დონეზე, მას აქვს დასწრების ეფექტი და ახასიათებს სიმულტანობა ანუ
მოვლენისა და მისი ასახვის თანადროულობა. ტელევიზია რადიოს აშკარა
კონკურენტია. მან შეითავსა ყველა ის თვისება, რომელიც ადრე რადიოს
ჰქონდა. სატელევიზიო პროგრამა მოიცავს ბევრ გადაცემას, მაგრამ პირველ
ადგილზე დგას საინფორმაციო გადაცემები, პოლიტიკური თოქ შოუები,
გასართობი გადაცემები, სერიალები, სამედიცინო გადაცემები და რეალითი
შოუები, ანალ;იტიკური გადაცემები. ტელევიზიისთვის, მთავარია რეიტინგი,
ამიტომ აკეთებენ ისეთ გადაცემებს, რასაც შუძლია, ბევრი ადამიანის მოზიდვა
და ეკრანებთან მიჯაჭვება. ასეთია მაგალითდ რეალითი შოუ ,,პრაიმჰაუსი“,
რომელსაც რეიტინგების მიხედვით პირველი ადგილი უკავია. იგი
გათვლილია გათვლილია, ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ
იაფფასიანი, მსუბუქი გადაცემების ყურება.
ტელევიზია არის დამაკავშირებელი საზოგადოებასა და პოლიტიკოსებთან.
შუამავლის როლს ასრულებს. მედიის დახმარებით პოლიტიკოსები იგებენ
ადამიანის გასაჭირს.

4. მედია და პოპულარული კულტურა


პოპულარული კულტურა არის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების
ცოდნა. იგი მოქმედებს ჩვენზე და მასმედიაზე. მის მთავარ ფუნქციას გართობა
ეარმოადგენს. ადრე თუ ოპერებსა და ბალეტებში მხოლოდ ელიტის
წარმომადგენლევი დადიოდნენ, დროთა განმავლობაში კულტურა
ყველასთვის ხელსაყრელი გახდა იაფფასიანი წარმოდგენებითა და შოუებით.
კიჩი-მდარე ხარისხი აღსანიშნად გამოიყენება და ძნელია მას ხელოვნება
ვუწოდოთ. მედიას მუდმივად სჭირდება გასართობი შინაარსის პროდუქცია,
რომელიც არის კიჩის დაუსრულებელი ნაკადი. კიჩის მეშვეობით ნახულობენ
დიდ ფინანსურ მოგებას. იიგ აბლაგვებს აუდიტორიის ინტერესებს და მასების
ექსპლუატაციის იარღს წამრმოადგენს. პოპიულარული კულტურის თეორიის
მიხედვით გამოიკვეთა, რომ თნამედროვე გმირი მედიის მიერ შქმნილი კიჩია.
კიჩის თანამედროვე მაგალითია ქართული რეალითი შოუ ,,პრაიმ ჰაუსი“,
სადაც მედიის, ტელევიზიის მიერ შქმნილი გ,მირები არიან გადმოცემული.
მარტივი გადაცემაა, რომელსაც დროის გასაყვანად უყურებს
საზოგადოება. ,,პირადი ნიშნავს პირადს და არა საზოგადოს“, მაგრამ ყველა
ადამიანის ინტერესს წარმოადგენს სხვისი პირადი ცხოვრება, ამიტომ
თანამედროვე ბაზარზე ცნობილი რეალითი შოუ, რეიტინგების ლიდერია.

5. რეკლამა და ბრენდინგი
დანართი: „სარეკლამო დისკურსის პრაგმასტილისტიკური ასპექტები“
რეკლამა, არის ქმედება, რომელიც საზოგადოების ყურადღებას პროდუქტისკენ ან
ბიზნესისკენ მიმართავს. მათი ფუნქციაა ამა თუ იმ ნივთის შესახებ
მომხმარებლისთის ინფორმაციის მიწოდებაა. რეკლამის გავრცელების ძირითდი
საშუალებებია: ინტერნეტი, ტელევიზია, პრესა, რადიო, გარე რეკლამები. რეკლამის
რამდენიმე ტიპი არსებობს:
 სოციალური რეკლამა- მარკეტინგული პრინციპების გამოყენებით სოციალური
პრობლემების მოგვარება. მაგალითდ პირველი მსოფლიო ომის დროს
ამერიკაში გაჩნდა პალაკატი, სახელწოდებით ,,შენ სჭირდები მაერიკას“.
სოციალური რეკლამის შქმნის დროს, აუცილებელია სიუჟეტში ნაჩვენები იყოს
რეალური ისტორიები და კმაყოფილი ადამიანები.
 პოლიტიკური რეკლამა- ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გასაპიარებელი
კამპანია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში პიროვნებაზე ცნობიერების
ამაღლებას. ასეთ რეკლამებს მიმართავენ წინასაარჩევნო პერიოდის დროს,
სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი დრო ეთმობა ტელევიზიაში.
 პროდუქციია რეკლამა- უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი, იეყენებ
ისეთ სიტყვებს, რომელიც მაყურბელში მადას აღძრავს და უჩენს სურვილს
რომ შიძინონ.
რეკლამებთან დაკავშირებით მახსენდება ფრანგი მწერლი ფრედერი
ბეგბედერის წიგნი 99 ფრანკი, რომელიც წარმატებული სარეკლამო მენეჯერია.
წიგნში საყბარია, რეკლამის ძალაზე და მის მნიშვნელობაზე ცხოვრებაში.
რეკლამას აქვს დიდი ძალა, უბრალოდ საჭიროა სწორი სიტყვებისა და
კონტექსტის მოფიქრება, რათა ესა თუ ის ბრენდი წარმატებული გახადოს.
ბრენდი არის ის რაც ვინმეს ან რამეს მიეკუთვნება და ხაზს უსვამს მის ხარისხს.
ადამიანზე მოქმედებს შფუთვა, რეკლამა, პიარი. ბრენდინგი არის საუკეთსო
საშუალება მოკლე ვადაში გაყიდვების გასაზრდელად. ბრენდებია: apple, google,
cocacola, Disney.
ბრენდების ხელშემწყობია სოციალური პლატფორმები სადაც ერთამენთთან
ურთიერთობენ ბრენდები და მოხმარებლები.
რეკლამა არ უნდა უბუიძგებდეს ადამიანებს ძალადობისკენ.

6. გლობალური მედიის მოდელები და მათი გავლენა „გავლენიანებზე“


,,ცივი ომის“ პეიროდში მედია იყოფოდა დასავლურ და კომუნისტურ მედიად.
შემდეგ კი თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და კონტროლირებად
მედიად. ასეთი დამოკიდებულება იმით ხდება თუ რამდენად არის მედია
დამოკიდებული სახლემწიფოზე.
გლობალური მედიის მაგალითია CNN, რომელიც მთავარ საინფორმაციო
სისტემას წარმოადგენს. რუსულ გაზეთებს ,,პრავდას“ და ,,იზვესტიეს“
კომუნისტური პარტია ჯუწევდა ზედამხედველობას.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს გაზეთი, რომელიც დიდი
ავტორიტეტით სარგებლობს. ელიტურ პრესაში წერენ პოლიტიკაზე,
ეკონომიკასა და ხელოვნებაზე. გავლენიანი გაზეთების მაგალითს
წამროადგენს New Yourk Times, ვოლ სტრიტ ჟურნალი, ვაშინგტონ პოსტი.
საერთაშორისო მედიამ პოლიტიკური პროცესების გარდაქმნაში უდიდესი
როლი შასრულა. საერთაშორისო მედია ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში
დემოკრატიის პროცესის დამყარებას. დასავლური რადიოსადგურები
როგორებიცაა: ბიბისი, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება თავიანთი
მსმენელისთის სიმშვიდეს ქადაგებენ, ხოლო კომუნისტური რეჟიმისთის
გაღიზიანებას იწვევენ. მოსახლეობა ცვლილებების შესახებ ინფორმაციას სხვა
ქვეყნიდან იღბს და ემატება მხნეობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ცვლილებები
ხელისუფლებას მოთხოვოს. ეს ქმედება ალიტების წარმომადგენლებში შიშს
იწვევს. თუმცა, დაზუსტებით არ შგვვიძლია თქმა, რომ ერთ ქვეყანაში
მოვლენების გაშუქება, მეორე ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს.
გლობალური ქსელი შეიქმნა სამხედრო მიზნით. საზოგადოებამ გადაინაცვლა
საინფორმაციო საზოგადოებაში. ადგილს, სადაც ინეტრნეტი არ არის ეწოდება
მეოთხე სამყარო ანუ განვითარებადი სამყარო. გლობალურმა ქსელმა
ადამიანებს ყველა შსაძლებლობა მისწა. ერთმენთთან დაკავშირების,
ინფორმაციის მიღბის, აზრის გამოხატვის. გლობალური მედია ქმნის
მარადიულ სამყაროს. ნელ-ნელა ხალხმა დაიწყო მასალების ინტერნეტში
განთავსება, რათა ყველასთვის, ნებისმიერ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი.
გლობალიური ქსელი არის ფრაგმენტული, თუ ტელევიზისი მოწოდებულ
ინფორმაციას ვისმენთ, ინტერნეტში ჩვენ ვირჩევთ ტას უნდა მოვუსმინოთ და
ვუყუროთ. ერთი მხრივ, გლობალურმა ქსელმა საერთო ნიადაგზე
გადაგვიყვანა და ქვეყნების კულტურა ერთმანეთს დაუახლოვდა, ხოლო მეორე
მხრივ მოხდა დიფერენციაცია. ქვეყნები დაიყო მდიდარ ანუ განვითარებულ
და განვითარებად ქვეყნებად. გლობალური ქსელი გავლენას ახდენს ყველა
ადამინაზე, გასანკუთრებით კი ცნობილ სახეებზე. აღსანიშნავია, რომ
პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს ისეთი გლობალური ქსელების
გამოყენება როგორებიცაა: ტვიტერი, ფეისბუკი, ინსტაგრამი. დრომ დაყენა
ისინი ფაქტის წინაშე, რომ დროა თანამედროვე სამყაროს ფეხი აუწყონ.
ზემოხსენებული ქსელები უდიდესია მსოფლიოში და დღითიდღე
მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. საქართველოში აქტიურად ხმარობენ
ფეიბუკს, ინსტაგრამმა მიიღო ბიზნესის სახე, ხოლო დასავლეთში, ამერიკაში
აქტიურია ტვიტერი, სადაც მხოლოდ შზღუდული რაოდენობის სიმბოლოების
გამოყენებაა შესაძლებელი. სოციალურმა ქსელმა ერთმენთს დაახლოვა
პოლიტიკოსები და ამომრჩეველი შეიძლება კავშირი და უკუკავშირი მათ
შორის. თანამედროვე სამყარომ გვიჩვენა, რომ ის იგებს არჩევნებს, ვინც
აქტიურია სოციალურ ქსელში. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში პირველად
ჩატარდა არჩევნები ონლაინ ანუ ინტერნეტით, რაც ხაზს უსვამს ინტერნეტის
უსაზღვრო შესაძლებლობებს.

7. ინტერნეტი და სოციალური მედია


,,თუ ყოველდღ ვაშინგტონ პოსტში არ ხარ, ჩათვალე, რომ არც არსებობ“. ასე
გამოხატა მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობა ამერიკელმა პოლიტიკოსმა.
სოციალური ქსელი ეს არის საშუალება, რომელიც მომხმარებლებს აძლევს
შქმნან პროფილები, დაუკავშირდნენ ერთამნეთს და მიიღონ ინფორმაცია.
დღეს სოციალური ქსელი მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს
ამის მაგალითია ,,ფეისბუკი“, რომლის მომხმარებლებმი დღითი დღე
იზრდებიან.
,ფეისბუკის“ შქმნა მარკ ცუკენბერგის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004
წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას შექმნა საიტი, რომელზეც უნდა
განთავსებულიყო მომხარებლის ფოტოები და ოინფორმაცია. უნივერსიტეტში
ეს იდეა არ მოეწონათ, თუმცა მარკმა მაინც შქმნა საიტი, სადაც ჰარვარდის
უნივერსიტეტის ბაზიდან მოპარული ფოტოები განათავსა. ამის გამო, მარკი
ჰარვარდიდან გარიცხეს.
ინტერნეტის განვითარე მე-20 საუკუნიდა იწყება, თავდაპირველად შეიმნა
სამხედრო სააგენტო, ამით ადამინებს შსაძლებლობა მიეცათ ერთამანეთს
დაკავშირებოდნენ. მთავარი სოციალური ქსელი, რომელიც დასავლეთში
გავლენას ახდენს არის ტვიტერი, სადაც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის
ასო ნიშნებით შეგიძლია აზრების გამოხატვა. ქართველი პოლიტიკოსების
დიდი ნაწილი აქტირუია სოციალურ ქსელში, რაც სასიხარულოა, რადგან
სოციალური ქსელი მეშვეობით შესაძლებელია ორმხრივი კომუნიკაცია
ტელევიზიისგან განსხვავებით. პოლიტიკოსები ესაუბრებიან ამომრჩეველს და
პირიქით. ქსელების მარკეტინგული დანიშნულების მიზნით კარგი
საშუალებაა ,,ინსტაგრამი“, ჩვენში მან ბიზნებს სამყაროს დიდი ყურადღება
დაიმახურა. აქ შევხვდებით მცირე ბიზნესისი წარმომადგენლებს მაგალითდ:
ფაბრიკა, ალტერსოქსი და სხვ. ინსტაგრამი საქართველოში მეორე სოციალური
ქსელია.
გუგლ + არის სოციალური ქსელი, რომლის დახმარებითც ადამოანს შეუძლია
ნებისმიერი ინფორმაციის მიღება.
სოციალურ ქსელებში რეალურ ინფორმაციასთან ერთად ვრცელდება ყალბი
ე.წ ფეიკ ნიუსებიც. ყალბი ინფორმაცია ვრცელდება მედია საშუალებით,
რომელიც ემსახურება კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას.
ყალბი ამბავი რეალურ ინფორმაციასთან ერთად ვრცელდება, თუმცა იგი
რეალურ ინფორმაციას ისე ერწყმის, რომ ხშირად ამოცნობა გვიჭირს.
ბლოგერობა- ერთ-ერთი გავრცელებული საქმინობაა დღეს. იგი წარმოდგენს
პეტარ-პატარა ამბების თხრობას პოსტებისა და ფოტოების მეშვეობით.
8. პრესის თავისუფლება - ჯონ მილტონის სიტყვა

პრესის თავისუფლება არის უფლება, მედიამ გააშუქოს ინფორმაცია


სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. ყველა ადამიანი აქვს გამოხატვის
თავისუფლება, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება.
ინგლკისელმა მწერალმა და მოღვაწემ პრესისი თვისუფლების შესახებ ამბობს,
რომ თავისუფალი აზრის პრესის საულებით ჩახშობა მიუღებელია. ცენზორი
ვერ გადაწყვეტს თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ყველანაირი
მოსაზრება, თუნდაც მცდარი გვაახლოვებს ჭშმარიტებასთან. როდესაც
ღმერთმა ადამიანებს საკვები დაუტოვა მაგ დროსაც მისცა არჩევანის
თავისუფლება. აზრს ადამიანი ქმნის სწავლის პროცესში. ჯონ მილტონი არ
იყო პრესის სრული თავისუფლების მომხრე. იგი მიიჩნევდა, რომ წიგნები,
რომლებიც ფანატიზმსა და ბრმა მორწმუნოებას ქადაგებდა მიუღბელი იყო.
იგი მოითოვდა კანონს, რომელიც დასჯიდა თვისუფლების ბოროტად
გამომყენებლ ადამიანებს. ავტორის აზრით აზრის გამოხატვის თავისუფლება
ხელშუხებელია. საზოგადოებას არ შუძლია აუკრძლოს რომელიმე წევრს
მცდარი შეხედულების აღიარება. შეხედულები მთავარი პრობლემა ის არის,
რომ როდესაც ადამიანების მთელ მოდგმას ძრცვავს, რომელიც არ ეთანხმება
ამა თუ იმ აზრს. ავტორი მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო კონტროლი, რათა
დისკუსია ნორმის ფარგლებს არ გასცდენოდა.
თავისუფალი ასიტყვის მნიშვნელობა კარგად ესმოდა სერგეი მესცს, რომელიც
გაზეთ ,,დროებაში“, წერდა, რომ მარტო თორიული აზრების გავრცელება არ
არის საჭირო თავისუფლებასთან დაკავშირებით, მათი პრაქტიკაში გამოყენებაა
მთავარი.

9. სიტყვის თავისუფლების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები


სიტყვის თავისუფლებისთის ბრძოლა განმანათლებობის პერიოდში ჩეყარა
საფუძველი.
ჰეგელი ამბობდა, ,,თავისუფლება შგნებული აუცილებლობაა“. ყველა
ადამიანს აქვს სიტყვის, სიცოცხლის, განათლების უფლება.
გამოხატვის თავისუფლება, ის ძირითადი ფასეულობაა, რასაც დემოკრატია
ეფუძნება. საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, მედისათან
დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა და მიიღს
კანონი ,,სიტყვისა და გამკხატვის თავისუფლები შესახებ“.
კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შსახებ“, ჟურნალისტებს
სახელმწიფოსგან, კერძო პირებსიგან და ორგანიზაციებისგან იცავს.
ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების შესახებ“, იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,
ინფორმაციის მოძიების და გგავრცელების უფლებას.ცაძლევს ჟურნალისტს
უფლებას, რომ დაიცვან ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა. 2004
წელს სახელმწიფომ შეწყვიტა გაზეთების დაფინანსება და
ჩამოყალიბდა ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც საზოგადოების
წინაშეა ვალდებული.
ძველ დროს სახელმწიფო ყოველთის ახშობდა განსხვავებულ აზრს, თუმცა
დროთა განმავლობაში საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აზრთა
ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება, ანუ იმარჯვებს საუკეთესო აზრი. ძნელია,
როდესაც ადამიანზე ტირანიას ახორციელებს საზოგადოება და სახელმწიფო
შინარჩუნოს ადამინმა საღი აზრი, მაგრამ დემოკრატიის დროს ადამიანს აქვს
თავისუფლა აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღბის შესაძლებლობა.

მედიატექსტები:

1. უმბერტო ეკო - „დუჩეს თვალები“


ყოველი აპოქა თავის სახეებს აჩენს. იმ პერიოდში , როდესაც უმბერეტო ეკო
დაიბადა გაშისტები და დიქტატორები იდგნენ უმაღლეს ადგილას, სწორედ
ამიტომ უთხრა, დედას გინეკოლოგმა, რომ მის შვილს დუჩეს თვალები ჰქონდა.
ამ ჟესტმა კი დედაში სიხარული გამოიწვია. აქედან გამომდინარე ვიგებთ, რომ
მსოფლიოში ადრფე ავტორიტეტად დიქატორი ითვლებოდა, ახლა დრო
გამოიცვალა და თავად ავტორი ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში
ტელესაახები ითვლებიან მისაბაძ ადამიანებად. ჩვენს დროში შეიძლება
აღმოცენდეს არა პოლიტიკური, არამედ ინფორმაციული დიქტატურა, ამისთვის
აღარაა საჭირო შეიარაღებული ძალები, მხოლოდ ტელევიზიაა
საჭირო.ცფაშიზმის დროს ბავშვებს აიძულებდნენ სამხედრო ფორმა ეტარებინათ,
იმ დროში არ არსებობდა პრესის თავისუფლება, დისიდენტებს კი
საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიდნენ. იმ პერიოდში მკაფიოდ ესმოდათ რომ
მთავარი იყო მასობრივი საშუალების კონტროლი. ფაშიზმის დროს,
მოსახლეობამ იცოდა, რომ მთავრობის დადგენილების გარდა ტელევიზია და
რადიო სხვა ვერაფერს გადმოსცემდა. საიდუმლოდ უსმენდნენ ლონდონის
რადიოს და იჯერებდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთან ჩურჩულით
მოდიოდა. ადამიანებს მხოლოდ ის სჯერათ, რასაც ტელევიზორში მოიმინენე
მაგლითად თუ გავიგებთ, რომ რომელიმე თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა ეს
აუცილებლად სიმართლეს უნდა შესაბამებოდეს. საინფორმაციო რეჟიმის
პირობებში ტელევიზია იყენებს რიტორიკულ ფიგურებს, რომელსა ,,დათმობა“
ეწოდება. ტელევიზიაში რომელიმე კანონის განხილვისას, თავდაპირველად
ცხადდება რაში მდგომარეობს ეს კანონი და შემდეგ სიტყვა ეძლევა
ხელისუფლებას, რათა გამოთქვას ყველა საწინააღმდეგო არგუმენტი, ამის შემდეგ
კი მთავრობის მომხრეები დადებით მოსაზრებას გამოთვამენ. მთავრობის
მომხრეები არასდროს გამოდიან პირველები. საინფორმაციო რეჟიმში არ არის
აუცილებელი ოზოზიციონერთა ციხეში ჩაყრა, საკმარისი მხოლოდ მათი
გაჩუმება.

2. სომერსეტ მოემი - „წერე საკუთარი გამოცდილებით“


ყმაწვილმა საკუთარი მოთხრობები გაუგზავნა, რაზეც შხედულების მოსმენა უნდოდა,
თუმცა გულის სიღმეში ყველამ ვიცით, რომ შქების გაგონება უნდოდა, თუმცა შსაქებად
არ ჰქონდა საქმე. წერდა იმ თემაზე, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. ავტორს ძალიან
უკვირს ეს გარემოება მიაჩნზი, რომ საკუთარი გამლოცდილების გაზიარება უფრო
მარტივია, ვიდრე იმაზე წერა რაც არი იცის ადამიანმა.
მოთხრობებში საუბარია მუსიკაზე და პარიზზე, საიდანაც ირკვევა, რომ ავტორის
არცერთ საგანზე წარმოდგენა არ აქვს. ახალგაზრდა ავტორი რისკავს და წერს ისეთ
საკითხებზე, რაც არ ესმის და უშვებს უამრავ შეცდომას. წარმატება მხოლოდ
სიმართლის თქმით მიიღწევა. მხატვრული ნაწარმოების წარმატება დამოკიდებულია
ავტორის ბუნებაზე. ორიგინალური და თამაკი ხედვა განაპირობებს ნაწამოების
წარმატებას და დაიმსახურებს საზოგადოების ყურადღებას. მდიდარი წარმოდგენა
ავტორს ეხმარება მშვენიერება შემატოს ნაშრომს.

3. ვაცლავ ჰაველის ლექცია


იგი წერდა, რომ პატივი უნდა ვცეთ უმაღლეს ღირებულებეს: სამყაროს, დედამიწას,
ბუნებას, სიცოცხლეს და რეალობას. სხვადასხვა ქვეყნის მსგავსება გამოხატულია
ტექნოლოგიური განვითარებით. ამჟამად მსოფლიო გლობალურმა ქსელმა მოიცვა,
რომლებიც ძლიან სრაფად გადასცემენ სხვადსასხვა ინფორმაციას. ადამიანების
ცხოვრება დედამიწის ყველა კუთხეში ერთმანეთთანაა დაკავშირებული
ინფორმაციული თვალსაზრისით. ინფორმაციების საფუძველზე ყველამ იცის როლინგ
სთოუნსი, CNN-ი. გლობალური ეპოქა ჩვენს დროში ჩაისახა, რაც ადამიანს აძლევს
ინფომარციის მიღბის საშუალებას და ამავდროულად აფრთხილებს მოსალოდნელი
საშიშღოებების თავიდან ასაცილებლად. გლობალური ცივილიზაციიე პროცესში
თანდათანობით აღორძინდება ძველი ტრადიციები. თანამედროვე სამყაროში ყველა
ქვეყანა თუ ადამიანი იბრძვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. სამყაროში
შეიმჩნევა კულტურების მსგავსება, რადგან თნამედროვეობაში უფრო და უფრო
მარტივი ხდება სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა ერთმანეთთან დაახლოება.
არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ძველი გტრადიციები და პატივი ვცეთ წინაპრების წესებს.
უნდა მოვძებნოთ კავშირი ძველსა და ახალ ტრადიციებს შორის, რათა უფრო ღრმა
კავშირს მივაღწიოთ კულტურებს შორის. მთავარია ადამიანში პასუხისმგებლობის
გრძნობის გამძაფრება და პატივი უნდა ვცეთ სამყაროს, ბუნებას, დედამიწას,
სიცოცხლესა და იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. მთავარია თავმდაბლობა და
სულიერება. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათი ძირითადი მიზანი ტელეეთრში
გამოჩენა. ტელევიზიაზეა დამოკიდებული პოლიტიკოსების აღზევება და დაცემა,
რადგან ის წარმოადგენს დღეს მთავარ ძალას. არსებობს კითხვა გადაურჩება თუ აფრა
სამყარო იმ პრობლემებს რაც არის წამოჭრილი, ეს იმაზეა დამოკიდებული
გააცნობიერებენ თუ არა ადამიანები თავიანთ პასუხისმგებლობას.

4. მიგელ დე უნამუნო - „ანტიპოლიტიკოსები“


,,პირდად მე მთავრობა არას მარგებს“ წერს ავტორი ,,ანტიპოლიტიკოსებში“
პუბლიცისტიკაში გადმოცემულია მოქალაქეების
პოლიტიკისგან განდგომა, რაც დადებითად არის შფასებული. არ შიძლება ისეთ
სამშობლოს ვუწოდოთ ჭეშმარიტი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსებს თავიანთი
მოქალქეების ბედი არ ადარდებთ. პუბლიცისტი მოქალაქეობრიობაში
პირველ რიგში პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას გულისხმობს. მიუხედავად
იმისა, რომ ამ პუბლიცისტიკის გამოქვეყნებიდან საუკუნეზე მეტია გასული
მასში დასმული საკითხი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობებისა და სამოქალაქო
აქტივიზმის შესახებ დღესაც მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს დიდი შრომა
სჭირდება
თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის, ამისათვის კი
სამოქალაქო აქტივიზმი უმნიშვნელოვანეს როლს
ასრულებს. საქართველოს ისტორიაში მოგვეპოვება ისეთი ფაქტები, როცა
სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა
სახელმწიფო კეთილდღეობისთვის. მაგალითად “თერგდალეულები“,
კონკრეტულად კი “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. საქართველოში
ისტორიულ თუ თანამედროვე ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ
პროტესტი სამოქალაქო აქტივიზმის ყველაზე ხშირი გამოხატულებაა, რაც
ქართველების მეამბოხე სულს უსვამს ხაზს.

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნები დემოკრატიულობის


ფუნდამენტია, ხოლო არჩევნებში ხმის მიცემა მოქალაქის ვალდებულებაა. ა

ვტორი ტექსტში წერს, რომ პოლიტიკა პროფესია არს, არის, იგი გაგების ფორმაა,
რაც მოიცავს პრობლემის დასმა და გადაჭრის გზების ძიებას.

პოლიტიკა იყო პლატონის ფილოსოფია, მთელი ბერძნული სკოლები


წარმოადგენდნენ პოლიტიკას. პოლიტიკური საკითების გადაჭრის დროს, ჩანს
თითქოს ხელოვნება და საზოგადოებრივი ცხოვრება ჩრდილში მოექცევა ან აღარ
ვითარდება, თითქოს ადამიანები პო;ლიტიკის გამო ცხოვრების სურვილს კარგავენ.
ავტორი აბობს, რომ იქ სადაც მძფრი პოლიტიკური ცხოვრება არ არის, თითქოს
კულტურაც ანელებს წინ სვლას.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მოქალაქეები „აპოლიტიკურებად“ ყველაზე
ხშირად არჩევნების დროს გვევლინებიან, ხოლო პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ
მიდიან არჩევნებზე ხმის მისაცემად ამბობენ, რომ ,,მათ არც ერთი მთავრობა არ
გამოადგებათ“. დემოკრატიული სახელმწიფოს უდიდესი პლიუსი ხომ სწორედ
ისაა, რომ სამოქალაქო ცხოვრებაში და სახელმწიფოს შენებაში მონაწილეობა
მოქალაქის უფლება და მოვალეობაა.

You might also like