You are on page 1of 8

მასობივი

ინფორმაციი

საშუალებები

This Photo by Unknown author is licensed under CC BY-SA-NC.


მასობრივი ინფორმაციის
საშუალებანი

• 1.მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში


იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები,
ტელე-რადიოპროგრამები, ვიდეო და
კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები ,
500-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები
და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი
გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია
ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის .
• 2.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
წარმოდგენილია აგრეთვე
გამომცემლობებით, პერიოდული პრესის,
ტელე და რადიომაუწყებლობის
რედაქციებით, სოციალური
ქსელებით ,საინფორმაციო სააგენტოებით
და სხვა დაწესებულებებით, რომლებიც
აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ
ინფორმაციას.
საქართველოს  კანონი
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ

• თავი 1
•     მუხლი 1. პრესის თავისუფლება
• 1.საქართველოში  პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები თავისუფალია . ეს თავისუფლება   კონსტიტუციით არის
გარანტირებული.
• 2.საქართველოს  მოქალაქეებს უფლება აქვთ გამოთქვან , გაავრცელონ და დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი ინფორმაციის
ნებისმიერი საშუალებით, აგრეთვე მოიპოვონ ინფორმაცია საზოგადოებრივი და სახელმწიფო ცხოვრების საკითხებზე .
• 3.რესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცენზურა დაუშვებელია .
• თაავი3
• მუხლი 21. ჟურნალისტი და მისი უფლება
• 1.ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში
გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება, ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი.
• 2.ჟურნალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით.
• 3.ჟურნალისტს უფლება აქვს:
• ა) მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია;
• ბ) თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, შეხვდეს თანამდებობის პირებს;
• გ) ჩაიწეროს მასალა ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის აუდიო-ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, კინო და ფოტო გადაღებით), კანონით
აკრძალული შემთხვევების გარდა;
• დ) დაესწროს და აქტიურად გააშუქოს მასობრივი ღონისძიებები: საზოგადოებრივი თავყრილობები, მიტინგები, დემონსტრაციები,
დაუბრკოლებლად ჩავიდეს სტიქიური უბედურების რაიონებში და ა.შ.
• ე)მიმართოს სპეციალისტებს შემოსული მასალების შესამოწმებლად;
• ვ) მოითხოვოს ავტორობის საიდუმლოს შენახვა;
• ზ) არ მოაწეროს ხელი და არ მოამზადოს მასალა, რომელიც მის მრწამსს ეწინააღმდეგება, ანდა სარედაქტორო სწორების დროს დამახინჯდა ;
• თ) ჟურნალისტს უფლება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი საარქივო მასალით, საიდუმლო და სპეცფონდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას ან პიროვნების პირად ცხოვრებას (არქივიდან პირადი ცხოვრების შესახებ მასალის გამოქვეყნება
შეიძლება თვით ამ პიროვნების ან მისი ახლობელი ნათესავების ნებართვით);
• ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ ჟურნალისტი წინასწარ მიავლინონ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ
ორგანიზაციებში, რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ ჟურნალისტი სამუშაო პირობებით. საგანგებო სიტუაცებში საქართველოს 
პრეზიდენტს შეუძლია დროებით შეუზღუდოს ჟურნალისტს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი უფლებები. ასეთ
შემთხვევაში ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია განუმარტოს ჟურნალისტს ან მის წარმდგენ ორგანოს დროებითი შეზღუდვის
მოტივები.
თანამედროვე გამოწვევები
ტროლები ტროლები
და ბოტები ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში
რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს,
რათა სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ფორუმებსა და
სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ
დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლები მათთვის
საინტერესო თემებზე სოციალური ქსელების ჯგუფებში,
ყალბი ბლოგებზე, ასევე ვებ-პორტალების კომენტარების
სექციაში აგრესიულ და არათემატურ კომენტარებს წერენ,
ინფორმაცია რათა ყურადღება მიიქციონ და მომხმარებელთა
ემოციური პროვოცირება მოახდინონ.
ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი
მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა.
ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით
მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან
გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული . ეს
მიკერძოება შეიძლება იყოს ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია,
მონაცემები განათლებისა და სამუშაო ადგილის, ასევე
ჰობის და ინტერესების შესახებ.
ბოტები

• ბოტი ატლანტიკური საბჭოს Digital Forensic Research Lab (DFRL) -ის განმარტებით,
სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური
პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული მახასიათებლები  აქვს. ბოტების მართვა
შესაძლებელია ერთგვარი ქსელის სახით, როდესაც ერთი კონკრეტული მომხმარებელი
დისტანციურად ათეულ ათასობით ავტომატიზებულ ანგარიშს მართავს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტი  გამოყოფს ბოტების კიდევ ერთ
სახეობას - პოლიტიკურ ბოტებს, რაც სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ
პროგრამას ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს, რომელიც ონლაინ სივრცეში
რეალური ადამიანის ქცევას არის მიმსგავსებული. ისინი არჩევნების და
რეფერენდუმების პერიოდში სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკებს იყენებენ, მათ შორის
ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებას, ასევე ამა თუ იმ სუბიექტის ან ჯგუფის
მიმართ ყალბი პოპულარობისა და მხარდაჭერის ილუზიის შექმნას ახდენენ.
პოლიტიკური ბოტები მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას
აზიარებენ (share), იწონებენ (like) და ონლაინ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის
შეცვლას ცდილობენ.
ყალბი ამბები
• ყალბი ამბები (Fake News) — კაცობრიობისთვის
უცხო ხილი ნამდვილად არ არის. სხვადასხვა
დროში, ტოტალიტარული რეჟიმები
პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებდნენ ამ
ტექნიკას. ციფრული ტექნოლოგიების
განვითარებამ და სოციალური მედიის შექმნან,
ყალბი ამბების გავრცელების პრობლემა კიდევ
უფრო აქტუალური გახადა.
• ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
საზოგადოების წევრები არაერთხელ აღმოჩნდნენ
ფეიქ ნიუსების გავლენის ქვეშ. ეს არამარტო
საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში
ხდება, ხშირ შემთხვევაში ყალბი ამბების ამოცნობა
საკმაოდ რთულია, რადგან მას პროფესიონალები
ქმნიან — ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ
კომუნიკაციის თავისებურებებს და გრაფიკულ
პროგრამებსაც ფლობენ.
• ამგვარი გავლენებისგან თავის ასარიდებლად,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში
მედიაწიგნიერება განვითარდეს.
ყალბი ინფორმაცის ამოცნობა
• 1. იყავით სკეპტიკურები სათაურების მიმართ
• ყალბი ამბის სათაური ხშირად მთლიანად მთავრული ასოებით წერია და ბევრ ძახილის ნიშანს იყენებს . თუ
შოკისმომგვრელი სათაური არადამაჯერებლად ჟღერს , სავარაუდოდ , ის არც უნდა დაიჯეროთ .
• 2. კარგად დააკვირდით ბმულს
• ყალბი ამბების გამავრცელებელი ბევრი საიტი ახალი ამბების ნამდვილი წყაროების იმიტირებას ცდილობს . დააკვირდით
ბმულს, თუ იგი ჰგავს ახალი ამბების რომელიმე სააგენტოს ბმულს , მაგრამ მცირედით განსხვავდება მისგან , ეს შესაძლოა
ყალბი ამბის მანიშნებელი იყოს.
• 3. შეისწავლეთ წყარო
• დარწმუნდით, რომ ამბავს ისეთი წყარო ავრცელებს, რომლის რეპუტაციასაც ენდობით ; თუ ამბავს თქვენთვის უცნობი
ორგანიზაცია ავრცელებს, შეამოწმეთ მათი "ჩვენ შესახებ " განყოფილება , რათა მეტი გაიგოთ ამ ორგანიზაციაზე .
• 4. ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო ფორმატირებას
• ყალბი ამბების გამავრცელებელ ბევრ საიტზე ორთოგრაფიული შეცდომები ან უცნაური წყობა შეგხვდებათ . თუ ამ ნიშნებს
შეამჩნევთ, ტექსტი კიდევ უფრო მეტი ყურადღებით წაიკითხეთ .
• 5. ყურადღება მიაქციეთ ფოტოებს
• ხშირად ყალბ ამბებს თან ასევე ყალბი გამოსახულება ახლავს . ზოგჯერ ფოტო ან ვიდეო შეიძლება თავისთავად ნამდვილი
იყოს, მაგრამ არანაირ კავშირში არ იყოს ამბავთან. მოძებნეთ გამოსახულება საძიებო სისტემის დახმარებით , რომ გაიგოთ ,
საიდან არის ის აღებული.
• 6. დააკვირდით თარიღებს
• ყალბი ამბავი შეიძლება შეიცავდეს ურთიერთგამომრიცხავ თარიღებს , ან მოვლენებს დროში უკუღმა განალაგებდეს .
• 7. შეამოწმეთ დამადასტურებელი ინფორმაცია
• შეამოწმეთ მოყვანილი წყაროები მათ სანდოობაში დასარწმუნებლად . წყაროების არარსებობა ან დაუსახელებელ
ექსპერტიზებზე დაყრდნობა ყალბი ამბის ნიშანი შეიძლება იყოს .
• 8. გადახედეთ სხვა ცნობებს
• თუ ამბავს არც ერთი სხვა წყარო არ გადმოსცემს, ეს შეიძლება მის სიყალბეზე მიუთითებდეს . თუ სიახლეს თქვენთვის სანდო
რამდენიმე წყარო გადმოსცემს, უფრო მეტია ალბათობა , რომ ის ნამდვილია .
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის

პროექტზე მუშაობდა:

64-ე Xა კლასის მოსწავლე


მილენა გუჩუა

You might also like