You are on page 1of 18

შესავალი

ტრენინგის თემა: მედიაწიგნიერება;


ტრენერი: ანა სიხაშვილი.
გაცნობა,
აქტივობა 1
• მე ვარ ანა სიხაშვილი და ჩემსშესახებ საინტერესო ფაქტი
არისშემდეგი: -----
ტრენინგის მიზანი
მინიმალურ დონეზე შეძლოთ სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევა;
გაიაზროთ თქვენ რა როლი მიგიძღვით ინფორმაციის გავრცელებაში და
რამდენად ფრთხილად უნდა იყოთ;
როგორ უნდა მოთოკოთ თქვენი თავი ინფორმაციის მიღებისას.
მედიის განმარტება

მედია ეს არის:
მასობრივი კომუნიკაციის ყველა ტიპის საშუალების (ინტერნეტი, მაუწყებლობა,
ბეჭდვითი) ერთობლიობა.
მედიაწიგნიერების
განმარტება
უნართა ნაკრები, რომელიც ხელს უწყობს მედიის მიერ
გავრცელებული გზავნილების კრიტიკულად აღქმას.
ჩვენი პასუხისმგებლობა

 დღეს ხშირია მცდარი ინფორმაციის გავრცელების ტენდენცია .


 მარტივია მცდარის დაჯერება, თუმცა მისი გაბათილება საკმაოდ
რთულია და, ფაქტობრივად, შეუძლებელიც ხანდხან.
 შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ჩვენც როდესაც ვართ
ინფორმაციის გამტარნი.
 რატომ გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა?
ინფორმაციის ტიპები
• მცდარი ინფორმაცია: არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია
• დეზინფორმაცია: განზრახ შექმნილი ყალბი ინფორმაცია, რომლის მიზანი არის
ადამიანის, სოციალური ჯგუფის, ორგანიზაციის ან ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.

• დამაზიანებელი ინფორმაცია (ე.წ. მალინფორმაცია:


ზიანის მიყენების მიზნით გავრცელებული რეალური ინფორმაცია, ხშირად, კერძო
ინფორმაციის გასაჯაროების გზით.
აქტივობა 2

• ჯგუფებად დაყოფა:
• თითოეული ჯგუფი მოამზადებს პატარა ამბავს იმ ინფორმაციის ტიპების შესახებ
რომლებიც გაგიზიარეთ.
• დრო: 10 წთ.
• პრეზენტაციის დრო თითოეულ ჯგუფს ექნება 2 წთ. ჯგუფიდან მხოლოდ 1 წარადგენს.
• ჯგუფი.1. მცდარი ინფორმაცია.
• ჯგუფი.2. დეზინფორმაცია.
• ჯგუფი 3. მალ ინფორმაცია.
დაარქვისახელი რომ მოთოკო

პრინციპი “დაარქვი სახელი, რომ მოთოკო” დენ სიგელს


ეკუთვნის.
Aარსებობს რჩევები:

1.შეჩერდი: მოაბრუნე თავი ეკრანიდან ან ფურცლიდან.


2.ჰკითხე საკუთარ თავს: რას ვგრძნობ ახლა?
3.თქვი: ამ გრძნობის სახელი.
სათაურების ტიპები

 ჩვენ განვიხილავთ სათაურების სხვადასხვა ტიპებს. აღსანიშნავია,


რომნებისმიერი კონტენტის გაცნობამდე ჩვენს ყურადღებას იპყრობს
სათაური.
ქლიქბეითი
• (სატყუარა)
• ინტერნეტში წამოდგენილი მასალა (კონტენტი), რომლის მთავარი
მიზანია ყურადღების მიპყრობა, რომ მნახველს გაუჩნდეს კონკრეტული
ვებგვერდის ბმულზე გადასვლის სურვილი. ყურადღების მიპყრობა კი,
როგორც წესი ხდება სენსაციური სათაურებითა და სურათებით.
• მიზანი შეიძლება იყოს ვებ გვერდის პოპულარობის გაზრდა, თითოეული
დაწკაპუნებით შემოსავლის მიღება ან კომპიუტერული ვირუსის
გავრცელება.
ცრუ კავშირი 1
 სათაური, რომელიც სტატიის შინაარს არ შეესაბამება ან ასახავს კონკრეტულ
ფაქტს, რომელიც სტატიის ტექსტში არ დასტურდება.
ცრუ კავშირი 2
სატელევიზიო სათაურები, რომლებიც შესაძლოა შეცდომაში შემყვანი იყოს ან ისეთი
სატელევიზიო გაშუქება, რომელიც კომპლექსური საკითხის მხოლოდ ერთ ასპექტს
განიხილავს, არ გვაჩვენებს მეორე მხარეს და ამგვარად შევყავართ შეცდომაში.
ფაბრიკაცია
◦ ფაბრიკაცია (იგივე ყალბი ამბავი) - ინფორმაცია, რომლის სათაურიც და შესაბამისი
სტატიაც ყალბი და გამოგონილია და მიზანმიმართულად ცდილობს მომხმარებლის
შეცდომაში შეყვანას.
აქტივობა 3

 სათაურის ტიპების გაცნობის შემდეგ, ჯგუფებად დაყოფა.


 სათაურების მიხედვით უნდა შექმნან პატარა ამბავი.
 დრო 15 წთ.
 პრეზენტაციის დრო 3-5 წთ.
წყაროს მოძიება

არსებობს სანდო და არასანდო წყაროები. იმისათვის რომ ჩვენ გავარჩიოთ


რომელია სწორი, უნდა ვიცოდეთ კონკრეტულიხრიკები.
ნებისმიერი სტატია, რომელიც არის მეორეული წყარო, აუცილებლად ახდენს
ციტირებას.
აქვე დავამატებ, ვიკიპედია, ან ისეთიპლატფორმა, რომელიცნებისმიერი
ადამიანის მიერაა შესაძლებელი იყოს დარედაქტირებული, არაა სანდო.
სანდო წყაროა ისეთი პლატფორმა, რომელიცციტირების წესის დაცვით
იხსენიებს მისპირველად წყაროს.
დასკვნა

• როგორ ფიქრობთ, ამხანმოკლე ტრენინგის შემდეგ რამდენად შეძლებთ


ინფორმაციის გარჩევას?
• რა მოგცათ დღევანდელმა შეხვედრამ?
• რას დაამატებდით, რა დაგაკლდათ?
გმადლობთ დათმობილი დროისა და
ყურადღებისთვის
• ❤❤❤

You might also like