You are on page 1of 9

ნოამ ჩომსკი – მანიპულაციის 10 სტრატეგია მასმედიის მიერ

JUNE 18, 2012 ADMIN 2 COMMENTS

1. ყურადღების გადატანა
საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს
პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან
ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან
შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე
გამუდმებულად არის გადატვირთული. ყურადღების გადატანის
ხრიკი საკმაოდ არსებითია იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ
მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა
მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და
კიბერნეტიკის სფეროში. “მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით
უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან
ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით
იყონ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა
1
შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”” (ციტატა
წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”).
2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების
შეთავაზება
მოცემული მეთოდი სხვაგვარად ასეც იწოდება: “პრობლემა-
რეაქცია-გადაწყვეტილება”. ამ ხერხის მიხედვით, ჯერ
ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ანუ ერთგვარ სიტუაციას, რათა
მოსახლეობაში გამოიწვიონ განსაზღვრული რეაქცია იმისთვის,
რათა თვითონ მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც
მმართველი წრეებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად,
დაუშვებენ ძალადობის ესკალაციას ქალაქებში ან მოაწყობენ
სისხლიან ტერაქტს იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ
კანონი უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და გაატარონ
პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდავს მოქალაქეთა
თავისუფლებას. ან კიდევ: გამოიწვევენ ეკონომიკურ კრიზისს,
რათა ნებაყოფლობით მიაღებინონ ხალხს იდეა, თითქოსდა
“კრიზისიდან” გამოსასვლელად საჭიროა სოციალური
უფლებების დარღვევა და ქალაქის სამსახურთა მუშაობის
შეზღუდვა.

3. მუდმივი გამოყენების მეთოდი


რაიმე არაპოპულარული ღონისძიების მიღება რომ
უზრუნველჰყონ, მას თანდათანობით, დღითი დღე, წლიდან
წლამდე ნერგავენ. სწორედ ამგვარად მოახვიეს თავს მოსახლეობას
პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები
(ნეოლიბერალიზმი) გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში.
სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია,
მერყევობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი,
რომელიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრებისეულ
პირობებს. ყოველივე ამის ერთდროულად დაშვება რევოლუციას
გამოიწვევს. ამიტომაც ეს ყოველივე თანდათანობით, ნელ-ნელა
ინერგება.
2
4. აღსრულების გადავადება
არაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი
მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგენენ,
როგორც “მტკივნეულად აუცილებელი” ღონისძიებას, რათა
მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის
განხორციელებაზე მომავალში. ბევრად ადვილია მსხვერპლის
გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე
მომენტისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მოხდება.
მეორეც, იმიტომ, რომ ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება
თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი
უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა
მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი
პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ
ცვლილებებს და როდესაც ამისი დრო მოვა მათი მიღების
პრობლემა არ ქმნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ
პირობებს.

5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს


პროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო
პუბლიკაზეა გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს,
სიტყვებსა და ინტონაციას იყენებს, თითქოსდა ელაპარაკებოდეს
სკოლამდელი ასაკის, ჯერ კიდევ გონებრუვად უმწიფარ პატარებს.
რაც უფრო ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით
უფრო მეტად იყენებს ის ინფანტილურ მეტყველებით
კონსტრუქციებს. რატომ? “თუ ვინმე მიმართავს ადამიანს,
თითქოსდა ის 12 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის ბავშვი იყოს,
შთაგონების ძალით (ცხადია ვარაუდის გასაზღვრული
პროცენტით), ამ ადამიანის პასუხში კრიტიკული შეფასება უფრო
ნაკლები იქნება, რაც 12 და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის
არის დამახასიათებელი.

6. უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე


3
ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც
მიმართულია იმისკენ, რათა დაიბლოკოს ადამიანთა
რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ,
მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა.
მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს
ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები,
იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები…

7. მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში


დამკვიდრება
ეს არის მეთოდი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს ადამიანთა
უუნარობას გაიგონ ის ხერხები და მეთოდები, რომელთაც მათი
მართვისთვის იყენებენ და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ნებას
უმორჩილებენ. “განათლების ხარისხი, რომელსაც უდაბლეს
საზოგადოებრივ კლასებს სთავაზობენ, რაც შეიძლება უფერული,
ღატაკი და საშუალო უნდა იყოს რათა, უმეცრება, რომელიც
საზოგადოების დაბალ კლასებს მაღალი კლასებისგან
განაცალკევებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც დაბალი კლასები
ვერ დასძლევენ.

8. მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენ


მოქალაქეებს უნერგავენ აზრს იმის შესახებ, რომ ძალზედ
მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზრდელი და უხამსი,…

9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება


ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის
არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რომელიც მისი
გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი
ძალისხმევის გამო ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რათა წინ
აღუდგეს ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს
თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს,
რაც იწვევს დამთრგუნველ მდგომარეობას, მათ შორის კი,
4
უმოქმედობას. ხოლო იქ სადაც უმოქმედობაა, რაიმე
რევოლუციაზე და წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი!

10. ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ


თავზე უწყიან
ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების წარმატებებმა მეტად
გაზარდეს ნაპრალი უბრალო ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს
შორის, რომელსაც ფლობენ გაბატონებული კლასები. ბიოლოგიის,
ნეირობიოლოგიის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით
“სისტემამ” ადამიანის შესახებ მოპოვა უდიდესი ცოდნა, როგორც
ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ
უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ
თვზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ
ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა
მართვა, ვიდრე თვით ადამიანებს.

იგივე ტექსტი, სხვა ინტერპრეტაციით

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9E
%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-10-
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83
%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/30604002.html
„ტოტალიტარულ სახელმწიფოში არა აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს ხალხი,
რადგან მთავრობას შეუძლია ფიზიკური ძალით მოსახლეობის კონტროლი.
როდესაც ხალხის კონტროლი ძალის გამოყენებით შეუძლებელია,მაშინ ამის
მიღწევის სტანდარტული საშუალება პროპაგანდაა“ - ნოამ ჩომსკი.

1. ყურადღების გადატანა

5
საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტია ხალხის ყურადღების
გადატანა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან
შეტყობინებებზე.

საინფორმაციო სივრცე გამუდმებით გადატვირთულია წვრილმანებით.


მოსახლეობას აღარ უნდა რჩებოდეს დრო მნიშვნელოვანი კითხვების
გასაანალიზებლად პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურაზე ან სოციალურ
პრობლემებზე.

2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის შეთავაზება

ხელოვნურად იქმნება პრობლემა, რომელიც აიძულებს საზოგადოებას


მოახდინოს რეაგირება და დათანხმდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც
სახელმწიფო მათ ტექნიკურად სთავაზობს და რომლის თავსმოხვევა
თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. მაგალითად, ქალაქებში ძალადობის
(კრიმინალი, ტერორიზმი) ესკალაცია, რომ მოსახლეობამ თვითონ
მოსთხოვოს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება.

3. დანერგვა თანდათანობით

ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც არასასიამოვნო იქნება


მასებისთვის, საკმარისია მათი დანერგვა მოხდეს თანდათანობით,
ეტაპობრივად. უმუშევრობის ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება,
არასტაბილურობა, ცხოვრების დონის შემცირება, გადასახადების ზრდა,
სამუშაო ადგილების შემცირება, გაუმჭვირვალე პრივატიზაცია - ეს მხოლოდ
მცირე ჩამონათვალია არასასიამოვნო სიახლეების, რომელთა დანერგვაც
ხდება ამ მეთოდით. თუ კი ყველა ეს სიახლე ერთდროულად
განხორციელდება, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მასშტაბურ პროტესტს.

4. აღსრულების გადავადება

საზოგადოებას წარედგინება ნეგატიური, არაპოპულარული გადაწყვეტილება,


როგორც „მტკივნეულად აუცილებელი“ ღონისძიება, რომელიც დაინერგება
მომავალში. ადამიანისთვის ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას
დაეთანხმოს მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის. მოსახლეობა
ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ

6
ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და მსხვერპლი, რომელსაც ახლა
მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება.

5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს

როცა აუცილებელია მსმენელების ფართო წრეს მივაწოდოთ არასასიამოვნო


ინფორმაცია, გამოიყენება ისეთი ინტონაცია, მოსაზრება, ჟესტები და
სიტყვები, თითქოსდა ორატორი ესაუბრება ბავშვებს. ამასთან რაც უფრო
მეტად უნდა შევიყვანოთ შეცდომაში მოსახლეობა, მით უფრო მეტად
ინფანტილური იქნება სპიკერის მეტყველება. ასეთი მეთოდი ძალიან
ქმედითია იმიტომ, რომ როცა ადამიანს მიმართავ როგორც ბავშვს, რომელსაც
არ შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, დიდია იმის ალბათობა, რომ მას
ბავშვისთვის (გულუბრყვილო და მიმნდობი) დამახასიათებელი რეაგირება
ექნება.

6. აქცენტის გადატანა განსჯიდან ემოციებზე

ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, როდესაც მანიპულატორი


მოქმედებს ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, დაიბლოკოს ადამიანთა
რაციონალური ფიქრის და კრიტიკული ანალიზის უნარი, და მეორე მხრივ,
ემოციური ფაქტორი გზას ხსნის ადამიანის ქვეცნობიერისკენ, რათა იქ
„ჩანერგოს“ იდეები, აზრები, შეხედულებები, შიშები, საფრთხის მოლოდინი,
სურვილები და ქცევის გარკვეული მოდელები. როცა ადამიანებს ესმით
საშინელ ტერაქტებზე, მასიურ სიკვდილზე, მოშიმშილე აფრიკელ ბავშვებზე,
ხელისუფლების უსამართლო ქმედებებზე, ისინი განიცდიან შიშს,
სასოწარკვეთას, აპათიას, მწუხარებას და სხვა უარყოფით
ემოციებს.ემოციებით სავსე ადამიანს არ შეუძლია გაიაზროს თუ რამ
გამოიწვია, ან რა იყო რეალური მიზეზი ამა თუ იმ მოვლენის. რამდენად
სანდოა ის ინფორმაცია რომელსაც ვღებულობთ ?

7. უფერული ადამიანის მოდაში დამკვიდრება

საზოგადოებას მრავალი საინფორმაციო წყაროებიდან მიეწოდება ცნობები


ადამიანების უხამსი, უტიფარი და მდარე საქციელის შესახებ, ფაქტობრივად,
ყველა სფეროში: პოლიტიკა, მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია და ა.შ. ჩვენ
ყოველდღიურად გვესმის ცნობილი ადამიანების უზნეო გამოხტომები

7
საზოგადოებაში, სენსაციურ სკანდალები, უსირცხვილო ქმედებები,
უწმაწური ლექსიკა.

ასე კი საზოგადოება დეგრადირდება, ცნობიერების სასარგებლო


ინფორმაციით გამდიდრების შესაძლებლობას კარგავს. თუ ადამიანები უფრო
გონიერები გახდებიან, ისინი მიხვდებიან, რაც ხდება მათ გარშემო. მაგრამ ეს
არ აწყობთ და სახიფათოც კია მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური
ელიტური ჯგუფებისთვის.

8. მოსახლეობის განათლების შეზღუდვა

მოსახლეობის განათლების ხარისხი უნდა იყოს საშუალო ან ძალიან დაბალი.


მათი უმეცრება უნდა იყოს მუდმივი. საზოგადოებას მიეწოდება ისეთი
ინფორმაცია და ისეთი რაოდენობით, რომ მათ შეეძლოთ შეასრულონ მათზე
დაკისრებული ამოცანები და ვერ უნდა მიხვდნენ, რომ მათი მანიპულირება
ხდება. განათლებულმა ადამიანმა კარგად იცის მასებზე ზემოქმედების
პრინციპები და საშუალებები, მისი მართვა და აზრის თავსმოხვევა ან ზეწოლა
კი ძალიან რთულია.

9. საკუთარი თავის დადანაშაულება

ამ მეთოდით ადამიანს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის


დამნაშავე საკუთარ უბედურებებში. ამის მიზეზი კი მისი გონებრივი
შესაძლებლობების უკმარისობა, არასწორი მოქმედება ან არაჯეროვანი
ძალისხმევაა. შედეგად, ადამიანი იწყებს თვითგვემას და ყველაფერში
საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს მის დამთრგუნველ მდგომარეობას,
აპათიას და სრულ უმოქმედობას. ხოლო თუ სულის სიმტკიცე, ძლიერი
ნებისყოფა და მოქმედების უნარი არ გაგაჩნია, იქ ვერც სისტემას გაუწევ
წინააღმდეგობას და პროტესტებში მონაწილეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

10. იცოდე ადამიანზე იმაზე მეტი, ვიდრე მან საკუთარ თავზე

მასების სამართავად აუცილებელია გქონდეს ღრმა ცოდნა მეცნიერების ისეთი


სფეროების, როგორიცაა მაგალითად ბიოლოგია, ნეირობიოლოგია,
გამოყენებითი ფსიქოლოგია და ა.შ. მეცნიერების წყალობით “სისტემამ”
ადამიანის შესახებ მოიპოვა უდიდესი ცოდნა და ინფორმაცია, როგორც

8
ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი
იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თავზე. ეს ნიშნავს, რომ
უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო
მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ის წყვიტავს თუ ადამიანი რაზე
იფიქრებს და რას მოიმოქმედებს.

ერთისთვის უფრო იოლია უმეცრებაში ცხოვრება, ხოლო მეორეს სურს


იფიქროს საკუთარი თავით და ხედავდეს ცხოვრების ჭეშმარიტ მოვლენებს.
როცა იცი, თუ როგორ ხდება ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედება და
მანიპულაცია, შენზეა დამოკიდებული მისცემ მათ ამის უფლებას თუ არა.

სტატია მოამზადა: არჩილ სარალიძე

You might also like