You are on page 1of 15

უნარები

მედიაწიგნიერებაში
Მედიაწიგნიერება, 2014, გვ: 22-31
უნარები ვითარდება იმისდამიხედვით, თუ
რამდენად ხშირად ვიყენებთ მათ ცხოვრებაში
უნარები კუნთებს ჰგავს; რაც უფრო მეტად ვავარჯიშებთ, მით უფრო ძლიერდება,
პრაქტიკის გარეშე კი - სუსტდება.

მედიაწიგნიერებისთვის აუცილებელი უნარებია: ანალიზი, შეფასება, დაჯგუფება,


ინდუქცია, დედუქცია, სინთეზი და აბსტრაჰირება. ეს უნარები მხოლოდ
მედიაწიგნიერებისთვის არ არის საჭირო. თითოეული ჩვენგანი ამ უნარებს ყოველდღიურ
ცხოვრებაშიც იყენებს. ჩვენ გვაქვს თითოეული ამ უნარის ფლობის ნიჭი. შესაბამისად,
მედიაწიგნიერების სირთულე ამ უნარების შეძენა კი არ არის, არამედ, მათი სწორად
გამოყენება მედიაგზავნილებთან ურთიერთობის დროს,
უნარების ცხრილი
ანალიზი

საინფორმაციო მასალის გაცნობისას, შეიძლება, მხოლოდ


ჟურნალისტის სიტყვებს დავჯერდეთ, ან მომხდარი ამბავი
გავაანალიზოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამბავი დავყოთ „ვინ“,
„რა“, „როდის“, „სად“, „რატომ“ კომპონენტებად, ასევე,
განვსაზღვროთ, არის თუ არა ამბავი სრულად გადმოცემული.
შეფასება

ელემენტის ღირებულების შესახებ დასკვნის გაკეთებაა. დასკვნა გულისხმობს


გზავნილის ელემენტების შედარებას გარკვეულ სტანდარტთან. როდესაც
მედიაგზავნილებში გვხვდება ექსპერტების შეხედულებები, შეგვიძლია უბრალოდ
დავიმახსოვროთ ეს შეხედულება და ჩვენად ვაქციოთ; ან ამ გზავნილების
ელემენტები შევადაროთ ჩვენს სტანდარტებს. თუ ეს ელემენტები ჩვენს
სტანდარტებს აკმაყოფილებს, ვასკვნით, რომ გზავნილი და მასში გამოხატული
აზრი კარგია; მაგრამ, თუ ელემენტები ჩვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს,
მაშინ ის ჩვენთვის მიუღებელია.
შეფასება

ბევრი მტკიცებულება არსებობს, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს მედიაგზავნილების


სჯერათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე. ამის მაგალითია ფართოდ გავრცელებული
აზრი, რომ ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა არ არის კარგი, რადგან ბავშვები
მეტისმეტად დიდ დროს უთმობენ მედიას, განსაკუთრებით კი, ტელევიზორს.

ეს შეხედულება მცდარია, ვინაიდან დაბალი აკადემიური მოსწრების გამო მთავარ


დამნაშავედ მედიას მიიჩნევს და არა - ბავშვს ან მშობელს.

მ შეფასებაში სრულიად უგულვებელყოფილია მედიის დადებითი ეფექტები


შეფასება
Ტელევიზორის ყურებისა და მოსწავლეთა მოსწრებას შორის კორელაციის
მაგალითი

ელემენტის ღირებულების შესახებ დასკვნის გაკეთებაა. დასკვნა გულისხმობს


გზავნილის ელემენტების შედარებას გარკვეულ სტანდარტთან . როდესაც
მედიაგზავნილებში გვხვდება ექსპერტების შეხედულებები , შეგვიძლია უბრალოდ
დავიმახსოვროთ ეს შეხედულება და ჩვენად ვაქციოთ; ან ამ გზავნილების ელემენტები
შევადაროთ ჩვენს სტანდარტებს. თუ ეს ელემენტები ჩვენს სტანდარტებს
აკმაყოფილებს, ვასკვნით, რომ გზავნილი და მასში გამოხატული აზრი კარგია ;
მაგრამ, თუ ელემენტები ჩვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მაშინ ის ჩვენთვის
მიუღებელია.
დაჯგუფება

ეფექტური დაჯგუფებისთვის აუცილებელია კლასიფიკაციის წესის


განსაზღვრა. მედია გვკარნახობს კლასიფიკაციის წესებს. თუ
კლასიფიკაციის მედიის მიერ დადგენილ წესებს გავიზიარებთ, ისეთ
ჯგუფებს მივიღებთ, როგორებიც მას სურს. მაგრამ, თუ ჩვენ თვითონ
შევიმუშავებთ სამყაროს ჩვენეული აღქმის ორგანიზებისათვის საუკეთესო
წესებს, ისეთ ჯგუფებს მივიღებთ, რომლებიც ჩვენთვის უფრო მეტი
მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელი იქნება.
ინდუქცია
არის ელემენტთა მცირე რაოდენობისთვის ახალი სქემის შექმნა და ამ სქემის განზოგადება. როდესაც
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ბევრი ადამიანი
მედიაპუბლიკაციებში წარმოდგენილ ელემენტებს სინამდვილეზე სქემის შესაქმნელად იყენებს .

Აშშ-ში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები:

Სჯერათ, რომ ამერიკაში კრიმინალი დიდი პრობლემაა, თუმცა - არა მათ კონკრეტულ
სამზობლოში;

Სჯერათ, რომ აშშ-ში განათლების დაბალი დონეა, ოღონდ - არა მათ უბნის სკოლაში

Სჯერათ, რომ აშშ-ში ცუდი ჯანდაცვაა, ოღონდ მხოლოდ 20% ფიქრობს, რომ მისი პირადი ექიმი
მხოლოდ ფულს იღებს და ცუდად მკურნალობს.
დედუქცია

ზოგადი პრინციპების გამოყენებაა კონკრეტული გარემოების ასახსნელად, როგორც წესი,


ლოგიკური მსჯელობით. ცნობილი სილოგიზმია: 1) ყველა ადამიანი მოკვდავია (ზოგადი
პრინციპი); 2) სოკრატე ადამიანია (კონკრეტული დაკვირვება); 3) მაშასადამე, სოკრატეც
მოკვდავია (ლოგიკური აზროვნების შედეგად მიღებული დასკვნა).

როდესაც მცდარი ზოგადი პრინციპები გვაქვს, კონკრეტულ შემთხვევებსაც არასწორად


განვმარტავთ.
დედუქცია
ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ მედიის გავლენას მათზე. როდესაც მათ
ეკითხებიან, აქვს თუ არა მედიას პირადად მათზე ზეგავლენა, 88% პასუხობს, რომ - არა.
ისინი ამტკიცებენ, რომ მედია, პირველ რიგში, გასართობი საშუალებაა და, ამდენად,
მათზე უარყოფითი ეფექტი არ გააჩნია. ამას იმით ასაბუთებენ, რომ ათასობით საათის
განმავლობაში უსმენდნენ დანაშაულის ამსახველ ამბებს და მათ არასოდეს არავინ
მოუკლავთ, არც ბანკი გაუქურდავთ. შეიძლება, მართალიც იყოს, მაგრამ ეს არგუმენტი
სრულიად არ ამტკიცებს, რომ მედიას მათზე უარყოფი ზეგავლენა არ გააჩნია. ეს
მოსაზრება ეყრდნობა მცდარ ვარაუდს, თითქოს, მედია მხოლოდ ადვილად გამოსაცნობ
უარყოფით ქცევით ეფექტებს იწვევს. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ეფექტიც, მაგალითად,
ადამიანებს შეუქმნა მცდარი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დანაშაული უფრო
სერიოზული პრობლემაა, ვიდრე სინამდვილეშია; და ისიც, რომ აფიქრებინო, თითქოს,
დანაშაულის უმრავლესობა ძალადობრივია.
აბსტრაჰირება

მედიაგზავნილის მოკლე, ნათელი და ზუსტი აღწერაა, რომელიც შეიცავს


ზუსტად იმავე შინაარსს, მაგრამ სიტყვების გაცილებით მცირე რაოდენობით ,
ვიდრე თავად გზავნილია. ამდენად, როდესაც ვინმეს მედიაგზავნილს
აღვუწერთ, ან მას ჩვენს გონებაში გადავსინჯავთ, განზოგადების უნარს
ვიყენებთ. ამ უნარის გამოყენების მთავარი არსი მდგომარეობს
მედიაგზავნილის „ზოგადი სურათის“ შექმნაში, ან ძირითადი იდეის
კომპაქტურად გადმოცემაში.
რა არის მედიაწიგნიერება?

Ეს განმარტებას დაფუძნებულია მედიაწიგნიერების სამი ქვაკუთხედის (პირადი


ლოკუსი, ცოდნის სტრუქტურებისა და უნარების) გააზრებაზე.

მედიაწიგნიერება არის პერსპექტივათა ერთობლიობა, რომელსაც აქტიურად


ვიყენებთ მასმედიასთან ურთიერთობისას, რათა შემხვედრი გზავნილების
მნიშვნელობა განვმარტოთ. პერსპექტივებს ჩვენი ცოდნის სტრუქტურებიდან
ვაგებთ. ხოლო ცოდნის სტრუქტურების ასაგებად გვესაჭიროება ინსტრუმენტები,
ნედლი მასალა და სურვილი. ინსტრუმენტები ჩვენი უნარებია; ნედლი მასალა –
მედიისგან და რეალური სამყაროსგან მიღებული ინფორმაცია; სურვილი კი ჩვენი
პირადი ლოკუსიდან მომდინარეობს.
მედიაწიგნიერება მრავალგანზომილებიანია
მედიწიგნიერება კონტიმიიუმია (და არა-
კატეგორია)

მედიაწიგნიერების იდეას მეტი სინათლე რომ მოვფინოთ, აუცილებელია , მისი


ორი მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებელი აღვწერო. პირველ რიგში,
მედიაწიგნიერება მრავალგანზომილებიანი ცნებაა და მას ბევრი საინტერესო
ასპექტი აქვს. ამდენად, ის ბევრი განსხვავებული პერსპექტივიდან უნდა
განვიხილოთ, რათა შევაფასოთ ყველაფერი, რასაც გვთავაზობს. მეორე
რიგში, მედიაწიგნიერება არის კონტინუუმი და არა კატეგორია .
მედიაწიგნიერება, 2014, გვ: 22-31
გვერდები მითითებულია წიგნის PDF ფაილის მიხედვით

You might also like