You are on page 1of 4

სოც.

კვლევის მეთოდები
1. სოციალური კვლევის ბუნება
სოციალური კვლევა მონაცემების შეგროვებას , ორგანიზებას და ანალიზს
ემსახურება ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება სოციალურ მცნიერებებსი
როგორიცაა სოციოლოგია, ფსიქოლოგია , ანთროპოლოგია და სხვ.
სოციალური კვლევის მეთოდები ორ დიდ ჯგუფად იყოფა : რაოდენობრივ და
თვისებრივ მეთოდებად.
სოციალური კვლევის მთავარი მიზანია აღწეროს რა ხდება საზოგადოებაში და
ახსნას რატომ ხდება ასე. ამრიგად არსებობს აღწერითი კვვლევის სახე
რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით სახალხო
გამოკითხვის სახით , მაგ: რომელ კანდიდანტს უჭერთ მხარს არჩევნებში ან
რომელი კომპანიის პროდუქცია მოგწონთ. რომ ავხსნათ რატომ მოსწონს
ხალხს გარკვეული პროდუქცია ამისთვის ანალიტიკური კვლევა უნდა
გამოვიყენოთ , რაც დაგვეხმარება უმრავლესობის აზრის დადგენაში.
ამგვარად სოციალური კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას
დაკვირვებასა და ახსნას შორის, ფაქტების უწყვეტ მოპოვებას ახსნის
შემოწმების მიზნით , მის დახვეწას და ა.შ.
რაოდენობრივი/თვისებრივი კვლევა
რაოდენობრივი კვლევა სოციალური მოვლენების შესახებ მონაცემთა
მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკაა, შესბამისად სოციალური
მეცნიერების ძირითადი მეთოდია მისი მონაცემების მოპოვების მთავარი
ინსტრუმენტი კი მასობრივი გამოკითხვაა, რომელიც გულისხმობს კითხვარის
შედგენას კონკრეტულ საკითხებზე მოსახლეობის შესასწავლად. შემდეგ
ძირითადი გამოკვლევის საფუძველზე ხდება მონაცემების დამუშავება ,
ანალიზი და ბოლოს კვლევის ანგარიშის შექმნა.
თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებული მასალის ანალიზი უფრო მეტად
შემოქმედებითი და პიროვნულია. არსებობს თვისებრივი კვლევის ოთხი
ძირითადი მეთოდი: ჩაღრმავებული ინტერვიუ,ჯგუფური ინტერვიუ,ჩართული
დაკვირვება,პროექციული ტექნიკა. თვისებრივი კლვლევა გამოყოფს კვლევის
საგანს და არ ეხება საგნის რაოდენობრივ განზომილებას.
კითხვარი
არსებობს 4 სახის ინფორმაცია რომლის მოპოვებაც შესაძლებელია კითხვარის
სახით : ატრიბუტი, ქცევა,განწყობა და რწმენა.
1. ატრიბუტი - სქესი ,ასაკი,შემოსავალი,ოჯახური მდგომარეობა და სხვ.
2. ქცევა -რა გააკეთა , რას აკეთებს ,რის გაკეთებას აპირებს.
3. განწყობა - რესპოდენტის ემოციური დამოკიდებულებები
4. რწმენა - ფასდება იმის მიხედვით თუ რამდენად მართებულა ან მცდარად
მიაჩნია რესპოდენტს ესა თუ ის მოსაზრება.
მონაცემთა ანალიზი
მონაცემთა ანალიზი სამ ძირითად საფეხურს მოიცავს: მონაცემების
ორგანიზება და გაწმენდა, მონაცემების აღწერა , ჰიპოთეზის შემოწმება.
1. მონაცემის ორგანიზება - სიზუსტის შემოწმება, კომპიუტერში შეყვანა ,
ბაზის შექმნა.
2. აღწერითი - იძლევა წარმოდგენას შერჩევისა და გამოყენებული საზომის
შესახებ და უბრალოდ აჯამებს , მიღებულ მონაცემებს.
3. ანალიტიკური სტატისტიკა - ჰიპოთეზას ამოწმებს , მის საფუძველზე
მკვლევარს მიღებული მონაცემებიდან დასკვნები გამოაქვს.
კოდირება
მონაცემტა ანალიზი მოითხოვს რომ შეკითხვებზე პასუხები გადაყვანილი იყოს
რიცხობრივ მაჩვენებელში ამიტომ ეს პროცესი კოდირების სახითაა ცნობილი.
კოდირება 4 ძირითად საფეხურს მოიცავს :
შეკითხვაზე პასუხის კოდის მიწერას, მონაცემების კომპ. შეყვანას ,კოდების
წიგნის შექმნას და კოდების შემოწმებას მონაცემების გაწმენდას.
კოდირების მტავარი მიზანია საკვლევი პრობლემის შესახებ ინფორმაციის
მოპოვება მთელი რიგი შეკითხვების საფუძველზე. კოდირება ხდება ან
კითხვარის შედგენისას ან მონაცემების მოპოვების შემდეგ.
დახურულ შეკითხვებზე პასუხის კოდირება კითხვარის შედგენის შემდეგ ხდება
ხოლო ღია შეკითხვებზე შეუძლებელია კითხვარის შევსებამდე.
უნივარიაციული,ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზი
უნივარიაციული - მხოლოდ ერთი ცვლადის შემთხვევათა განაწილების
შესწავლას გულისხმობს. მისი გავცელებული ფორმატია სიხშირეთა
განაწილება, შეგვიძლია ანალიზისას ჩვენი მონაცემები ცენტრალური
ტენდენციის აღმწერი საზომების საფუძველზე წარმოვადგინოთ , იქნება ეს
მოდა ,მედიანა თუ საშუალო.
მოდა - ტიპიური შემთხვევაა ნაუ რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება.
მედიანა - შუა წერტილია შემთხვევათა განაწილების დროს.
საშუალო - გაზომილ შემთხვევათა მნიშვნელობის საშუალო არითმეტიკულია.
ამრიგად უნივარიაციული ანალიზის მონაცემების წარმოდგენა შესაძლებელია
ცენტრალური ტენდენციების აღმწერი საზომების ან გაფანტვის საზომების
საფუძველზე.
ბივარიაციული - ორი ცვლადის არსებობას გულისხმობს, რომელთაგან ერთი
დამოუკიდებელია მეორე კი მასზე დამოკიდებული. მაგ : გვაინტერესებს სქესის
გავლენა შრომით სტატუსზე. სქესი დამოუკიდებელი ცვლადია ხოლო სტატუსი
დამოკიდებული ცვლადი. ბივარიაციული კავშირის შესასწავლად სამი სახის
ტექნიკა გამოიყენება : წერტილთა გაბნევის დიაგრამა,კროსტაბულაცია და
ასოციაციის საზომები. გაბნევის დიაგრამა არის გრაფა სადაც ორი ცვლადის
სიხშირეთა გადანაწილებაა წარმოდგენილი.
კვლევის ანგარიში
საბოლოო საფეხური რაც რაოდენობრივ თუ თვისებრივი კვლევის ჩატარებას
მოსდევს, კვლევის ანგარიშის შექმნაა.
პრინციპები:
1. მკითხველი - სანამ მკვლევარი წერას დაიწყებს უნდა გაითვალისწინოს
ტუ ვინ იქნებიან მისი მკითხველები , პროფესორები ,სტუდენტები ,
მკლევრები თუ ფარტო აუდიტორია . მან უნდა იცოდეს მკითხველის
გათვიცნობიერებულობა მოცემულ საკითხში და მისი მოლოდინები რაც
უდავოდ გავლენას ახდენს ნაშრომის შინაარსზე.
2. მიზანი - მკითხველი და მიზანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუ
მკითხველი მწერალზე ნაკლებ ინფორმირებულია მოცემულ საკითხთან
დაკავშირებით , მწერლის ძირითადი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა.
3. დაიწყეთ დასკვნით -აკადემიური წერის უმთავრესი პრინციპია რომ
ავტორმა შესავალშივე წარმოადგინოს მისი თეზისი ანუ ძირითადი
პოზიცია.
4. სტრუქტურა - ნებისმიერი ინფომაცია განსაზღვრული სტრუქტურის
საფუძველზე უნდა იყოს ორგანიზებული. სტრუქტურა შემდეგი სახისაა -
შესავალი ,მეთოდები,შედეგები და დისკუსია/დასკვნა.
ეთიკა
ეთიკია არის ფილოსოფიური მეცნიერება ზნეობის მორალის სესახებ.
პირველად ტერმინი არისტოტელემ იხმარა რომელმაც ზნეობის საკიტხებს
მიუძღვნა სპეციალური ნაშრომები. არისტოტელე ეთიკას ადამიანის შეძენილ
ზნე-ჩვეულებებს უწოდებდა, ზნეობრივი თვისებები თანდაყოლილი არ არის ,
ისინი შეძენლია და ადამიანის ჩვევას ემყარება.
ძირეული ეთიკის ცნებებია - ბედნიერება , მეგობრობა,სიკეთე ,სათნოება.ეთიკის
უმთავრესი მიზანი ადამიანის ბედნიერება და კეთილდღეობაა, ყველა
დანარჩენი ეთიკური ცნებები კი არის მიზნის მიღწევის საშუალებები.
სიკეთე - ბერძნულ ეთიკაში ფართო ცნებას მოიცავდა ქველმოქმედებასთან
ერთად, რელიგიური მორალი ადამიანს ავალებს იყოს ქველმოქმედი,
არსებობდეს უფრო მეტად სხვისთვის ვიდრე თავისთვის.
სინდისი - არის კრიტიკის თავისებური ფორმა , ის ამართლებს და სასჯელი
გამოაქვს საკუტარი თავისთვის. ასეთი გრძნობები ეხმარება ადამიანს რომ
გამოსწორდეს ,შეიცვალოს. რაც სეეხება მონანიებას იგი მხოლოდ სიძლიერის
ნიშანია ესეიგი ადამიანს ეყო ძალა კრიტიკულად შეეხედა თავისი
მოქმედებისთვის.
პროფესიული ეთიკა
ადამიანთა სავალდებულო ქცევას საზოგადოდ განაპირობებს სამართლებრივი
ნორმები,კანონები. რაც სეეხება ეტიკურ ნორმებს ისინი უფრო ფართოა და
ატარებენ არაოფიციალურ ხასიათს. პრაქტიკულ საქმიანობაში ადამიანები
ხელმძღვანელობენ ეთიკის სხვადასხვა ნორმებით. ყველა ადამიანი ქმნის
პირად ეთიკურ სისტემას თავისი ოჯახის,კულტურისა და რელიგიის
საშუალებით.
სოციალური და მატკეტინგული კვლევები
სოციოლოგიური კვლევა - საზოგადოების ინტერესთა სფეროს, მოთხოვნებისა
და სურვილების კვლევის საშუალებაა. მოიცავს როგორც ინდივიდთა მოკლე
კონტაქტს ასევე გლობალურ სოციალურ პროცესთა შესწავლას.
მარკეტინგული - მარკეტინგული კვლევები არის მარკეტინგული პრობლემების
გამოვლენისა და გადაწყვეტილების მიზნით ინფორმაცისს სისტემატიური და
ობიექტური მოძიება, შეგროვება, ანალიზი დაგვარცელება.
სოციოლოგიური კვლევის შედეგები ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს
პრობლემის იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრიცი პოლიტიკის
ფორმულირებში ეხმარება.
კვლევის პროცესში პირველადი ამოცანაა ზოგადი საკითხის კონკრეტულ
სკავლევ კითხვამდე დაყვანა , ცუდად ცამოყალიბებული საკვლევი კითხვა
იწვევს დროისა და ენერგიის ფუჭად დაკატგვას.
კვლევაში სანდოობა არის ვალიდობის აუცილებელი წინაპირობა - ვალიდობა
შიძლება იყოს სანდოობის საკმარისი, მაგრამ არა აუცილებელი პირობა,
ვალიდობა ებმის ახსნებს და არა მონაცემებს.
შინაგანი და გარეგანი ვალიდობა - შინაგანი ცდილობს აჩვენოს რომ
კვლევით მიღებული კონკრეტული მოვლენის თუ მონაცემის ერთობლიობა
რეალურად შეიძლება დაეყრდნოს მონაცემებს , ხოლო გარეგანი ეხება იმას თუ
რამდენად განზოგადებადია მიღებული მონაცემები ფართო პოპულაციაზე.
სოციალურ მეცნიერებებში მრავალი კვლევა მხოლოდ ერთჯერადად ტარდება
და სოციალურ მეცნიერებს კვლევისას აინტერესებტ ინდივინი,ჯგუფი და
საზოგადოება.

You might also like