You are on page 1of 21

ვიწრო გაგებით- იურიდიულმა ფსიქოლოგიამ უნდა მოიცვას

სასამართლო შეფასებების, მკურნალობის და კონსულტაციების


კლინიკური ასპექტები.
ფართო გაგებით - შეისწავლის ადამიანის ქცევას სამართლებრივ
კონტექსტთან მიმართებით. ფსიქოლოგიის პროფესიული პრაქტიკა
რომელიც მოიცავს როგორც სამოქალაქო, ასევე კრიმინალურ
კანონმდებლობას,
იურიდიული ფსიქოლოგიის როლი
• პიროვნებები, რომელებიც თავიანთ თავს იურიდიულ
ფსიქოლოგებს უწოდებენ ყოველთვის დაინტერესებულნი არიან
საკითხებით, რომელიც აღმოცენდება ფსიქოლოგიისა და
სამართალებრივი სფეროს კვეთაზე.
• ფსიქოლოგი საკუთარ ცოდნას გადასცემს სამართალმცოდნეს
და სამართალმცოდნე ამ ცოდნას იყენებს პრაქტიკაში.
იურიდიული ფსიქოლოგები როგორც კლინიცისტები
კლინიკური იურიდიული ფსიქოლოგია ფართოდ ურთიერთობს
სამართლის სისტემებთან დაკავშირებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის
საკითხებთან.ითვალისწინებს კვლევასა და პრაქტიკას სხვადასხვა
გარემოცვებში როგორებიცაა: სკოლები, ციხეები და საავადმყოფოები
საკითხები, რომლითაც კლინიკური იურიდიული ფსიქოლოგები არიან
დაინტერესებულინი
• დამნაშავის შეფასება, ცდილობენ გაიგონს ძალადობრივი ქცევის
სათავე
• განქორწინება და ბავშვის მეურვეობის შუამავლობა;
• ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრა და სასამარლოს წინაშე
წარდგომის შესაძლებლობა;
• ფსიქოლოგიური შინაარსის კითხვებზე პასუხის გაცემა
სასამართლო სხდომაზე;
• კრიტიკული ინციდენტისგან მიყენებულ სტრესის შესახებ
მოხსენების ჩატარება პოლიციის ოფიცრებთან.;
• სამართალდამრღევთან მოპყრობის პროგრამის შემუშავება;
იურიდიული ფსიქოლოგი როგორც მკვლევარი
იურიდიული ფსიქოლოგის ერთ-ერთი კარგად გამოკვეთილი როლია
ექსპერიმენტატორობა. იურიდიულ ფსიქოლოგიაში მკვლევარები
ეხებიან არამარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, არამედ
შეიძლება დაინტერესებულები იყვნენ ნებისმიერი კვლევის საკითხით ,
რომელიც ეხება ფსიქოლოგიისა და სამართლის კვეთის ჭრილს.
შესაბამისად მკვლევარის სტატუსიდან გამომდინარე, იკვლევენ ისეთ
საკითხებს როგორებიცაა:
• რა ფაქტორები მოქმედებს ნაფიცმსაჯულების
გადაწყვეტილებაზე;
• იმუშავებენ და ამოწმებენ თვითმხილველთან მოქცევის უკეთეს
გზებს;
• აფასებენ სამართალდამრღვევთან და მსხვერპლთან
მოპყრობის პროგრამებს;
• შეისწავლიან გამოკითხვის სტილის გავლენას თვითმხილველის
მეხსიერებაზე;
დამოკიდებულება ფსიქოლოგიასა და სამართალს შორის
aრსებობს სამი განსხვავებული გზა ფსიქოლოგიისა და სამართლის
ერთმანეთთან ურთიერთობის: 1. ფსიქოლოგია და სამართალი; 2.
ფსიქოლოგია სამართალში; 3. სამართლის ფსიქოლოგია
ფსიქოლოგია და სამართალი-ფსიქოლოგია განიხილება როგორც
განცალკევებული დისციპლინა, რომელიც განიხილავს და აანალიზებს
სამართლებრივ სფეროში წარმოშობილ პრობლემატიკას
ფსიქოლოგიურ თეორიათა ჭრილში.
ფსიქოლოგია სამართალში-ფსიქოლოგიის ფუნდამენტური ცოდნა
შეიძლება გამოიყენონ სამართლის სისტემაში მომუშავე
ფსიქოლოგებმა და ასევე პოლიციის ოფიცრებმა, ადვოკატებმა,
მოსამართლეებმა, გამომძიებლებმა, პროკურორებმა და ა.შ.
მაგალითად, ფსიქოლოგმა შესაძლოა, დაამტკიცოს რომ, მის
ფსიქოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით, თვითმხილველმა
არასწორად ამოიცნო ეჭვმიტანელი პოლიციის ამოცნობისთვის
წარდგენილებიდან. სხვა შემთხვევაში, ფსიქოლოგია სამართალში
შეიძლება გულისხმობდეს პოლიციის ოფიცერს, რომელიც მის ცოდნას
ფსიქოლოგიაში გამოძიებისთვის იყენებს.
სამართლის ფსიქოლოგია-სამართლის ფსიქოლოგია მოიცავს
ფსიქოლოგიის გამოყენებას სამართლის შესწავლის პროცესში და
პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს: რა როლი უნდა შეასრულოს პოლიციამ
ოჯახური დავის დროს? ამცირებს თუ არა კანონმდებლობა
დანაშაულთა რაოდენობას ჩვენს საზოგადოებაში? რა არის 20
ბრალეულობა? რა შედეგს გვაძლევს ესათუის სამართლებრივი აქტი?
რა არის დანაშაული? რა არის ნორმა? როგორი უნდა იყოს
სამართლებრივი სისტემის ხედვა?
არსებული მიმართულება უფრო თეორიული ფსიქოლოგიის
კომპონენტის მქონეა და ორიენტირებულია სტრატეგიული დონის
გადაწყვეტილებების ფორმირებაზე
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია იურიდიული
ფსიქოლოგიის შესახებ ბუნდოვანია, დარგის ზემოთმოყვანილი
აღწერიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
იურიდიულ ფსიქოლოგიაში დასაქმებული ფსიქოლოგები
საქართველოში არც თუ ისე მცირე წარმომადგენლობით
გამოირჩევიან. ქვემოთ მოყვანილია იმ უწყებათა არასრული
ჩამონათვალი სადაც ფსიქოლოგის საქმიანობა იკვეთება სამართლის
და ფსიქოლოგიის ჭრილში.
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგთა ჯგუფი;
2. პროკურატურის სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგთა ჯგუფი;
3. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგთა ჯგუფი;
4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგთა ჯგუფი;
5. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგთა ჯგუფი;
6. უსაფრთხოების სამსახურთა ფსიქოლოგთა ჯგუფი;
7. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული
ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.
საგამოძიებო ფსიქოლოგია
საგამოძიებო ფსიქოლოგია(IP-Investigative Psychology) წარმოადგენს
იურიდიული ფსიქოლოგიის ქვე-დარგს, რომელიც შეისწავლის
დამნაშავეებს და დამნაშავეთა დაკავების პროცედურებს, რომლებიც
გამოიყენება მართლმსაჯულებისთვის მათ წარსადგენად.
• გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ სსსკ- დადგენილი
წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის
მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების
შეგროვება.
საგამოძიებო ფსიქოლოგია ემყარება რამდენიმე პრინციპს :
• ყველანაირი საგამოძიებო პროცესი არის გადაწყვეტილების მიღების
ფორმა, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის მიღება. ამ
ინფორმაციაზე და ქმედებებზე დაყრდნობით კეთდება დასკვნები,
რომლებიც უფრო დიდ დასკვნებს ედება საფუძვლად. ეს ციკლი
მეორდება მანამ, სანამ გამოძიება თავის მიზანს არ მიაღწევს.
• დანაშაულებრივი ქმედებებისა და ამ ქმედებათა ეფექტური ახსნის
ეფექტური მოდელების გაააზრება ხელს უწყობს საგამოძიებო
პროცესს.
• საგამოძიებო პროცესს ხელს უწყობს იმ მნიშვნელოვანი ასპექტების
იდენტიფიკაცია, რომელზეც დანაშაულებრივი ქმედებაა
დაფუძნებული - ყველაფერი, რასაც დანაშაული მოიცავს და, ასევე
ფსიქოლოგიური და საგამოძიებო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი
საკითხები.
• ეს მოდელები ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრის ცენტრალურ
პროცესს, რომელიც მოიცავს დასკვნების გაკეთებას ინფრომაციის
ერთი მნიშვნელოვანი ქვესიმრავლიდან, მეორე ქვესიმრავლეზე (მაგ.
დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებიდან დანაშაულის ჩადენის
დეტალებზე).
• ეფექტური დასკვნების გასაკეთებლად მნიშვნელოვანია შეგვეძლოს
დამნაშავეებს და დანაშაულებებს შორის სანდო და ვალიდური
განსხვავებების პოვნა.
დამნაშავის პროფაილირება არის პროცესი, რომლის დროსაც
ინდივიდები, ეყრდნობიან თავიანთ კლინიკურ ან სხვა სახის
პროფესიულ გამოცდილებას და აკეთებენ დასკვნებს დამნაშავის
პიროვნული ნიშნებისა და დანაშაულის დინამიკის შესახებ.
კლინიკური ფსიქოლოგები პაციენტის შესახებ აზრის შესაქმნელად
იყენებენ თავიანთ გამოცდილებასა და მსჯელობას. ამის
საპირისპიროდ მეცნიერული მიდგომის განსჯები დაფუძნებულია
ფრთხილ გაზომვებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე.
ბარიერი მეცნიერულ და პოლიციურ საქმიანობას შორის
ძირითად სხვაობას საპოლიციო და სამეცნიერო/აკადემიურ
კულტურებს შორის წარმოადგენს დამოკიდებულება 1. ინფორმაციის
მოპოვების მიმართ, 2.უპირატესობის მინიჭება
მეთოდის/მეთოდოლოგიის არჩევისას. 3.ადამიანთა ქცევის ახსნის
საფუძველი, 4. განწყობები ცოდნასთან მიმართებით, 5.
დამოკიდებულება დროით პერსპექტივასთან მიმართებით

ლექცია#2
 დანაშაული როგორც ბიო/ფსიქო/სოციალური ფენომენი
ადამიანის ქცევა რთული მოვლენაა, რომელსაც მრავალი ფაქტორი
იწვევს. თითოეული ცალკეული მოქმედება, პიროვნების მთლიანი
სამოქმედო სქემის ნაწილია. ადამიანის განვითარების პროცესში,
მარტივი ქცევები გარდაიქმნებიან უფრო რთულ ქცევით
სტრატეგიებად, რის შედეგადაც ყალიბდება პიროვნების ქცევის ტიპი
პიროვნების და ზოგადად ადამიანის აქტივობის ასახსნელად,
ფართოდაა გავრცელებული, ქცევის ახსნის კაუზალური6 მოდელი.
ადამიანის ქცევას ყოველთვის იწვევს გარკვეული ფაქტორი (ან
ფაქტორთა ჯგუფი), ქცევა და მისი მიზეზი ერთმანეთთან მიზეზ-
შედეგობრივ კავშირში იმყოფება. ტრადიციულად ქცევის გამომწვევი
ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად, ესენია : ბიოლოგიური ფაქტორები,
კერძოდ კი გენეტიკა და სოციალური ფაქტორები (გარემო)
.ბიოლოგიური მიდგომის მომხრეები
პიროვნების ქცევას მისი შინაგანი
თანდაყოლილი იმპულსებით ხსნიან,
სოციალური თეორიების მომხრეები კი
პიროვნებას პასიურ არსებად
განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ
პიროვნების ქცევას აკონტროლებს
გარემოს ფაქტორები. სოციალური
თეორიების მიხედვით, ადამიანი
ექვემდებარება გარემოს ზემოქმედებას.
ზემოთ მოყვანილი ორფაქტორიანი მიდგომა, რომლის მიხედვითაც,
ქცევას იწვევს ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების
ერთობლივი მოქმედება, უარყოფილია სისტემური (ინტეგრირებული)
მიდგომის თვალსაჩინო უპირატესობის გამო (Еникеев, 2005).
ორფაქტორიან მოდელში შეტანილია, მესამე გამაერთიანებელი
ფაქტორი „ფსიქიკა“, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია
ვიგულისხმოთ, რომ ადამიანის ქცევას განაპირობებს ბიო–ფსიქო–
სოციალური ფაქტორი (სამფაქტორიანი მოდელი).ფსიქიკის ფუნქციას
ამ შემთხვევაში წარმოადგენს თანდაყოლილი ბიოლოგიური
მახასიათებლების (გენეტიკა) და გარემო (სოციალური) ფაქტორების
გაერთიანება.
ქცევის ახსნის სამფაქტორიანი მოდელის მიხედვით, პიროვნების
თანდაყოლილი თავისებურებები გარემოსთან ურთიერთქმედების
შედეგად, პიროვნებას უყალიბებს ინდივიდუალურ ფსიქიკურ
მახასიათებლებს, რომელიც შემდგომში უშუალოდ პასუხისმგებელია
ქცევითი აქტივობის განხორციელებაზე.
დანაშაული გამომდინარეობს პიროვნების ინდივიდუალური
თავისებურებებიდან, ხოლო სოციალური პირობები და გარემო
ახდენენ „დანაშაულის სცენის“ მომზადებას, თუმცა ამ სცენაზე მთავარი
აქტორი უშუალოდ პიროვნებაა.
ქცევის ფორმირების სამკომპონენტიანი მოდელი და განწყობის
თეორია
განწყობა დიმიტრი უზნაძის დეფინიციით განისაზღვრება, როგორც
ყოველგვარი ფსიქიკური აქტივობის საფუძვლად მდებარე ფსიქიკური
მდგომარეობა
განწყობის თეორიის საწყისს ეტაპზე, განიხილებოდა რომ განწყობის
ფორმირებისათვის საჭიროა პიროვნების მოთხოვნილება და ამ
მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო შესაბამისი გარემო .
მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პიროვნებას აქვს „ვაშლის“ მოპოვების
მოთხოვნილება, აუცილებელია რომ მის გარშემო არსებობდეს
შესაბამისი გარემოც, მაგალითად „ვაშლის ხე“. თუკი ორივე ასპექტი
ემთხვევა ერთმანეთს(მინდა ვაშლი და არსებობს ვაშლის მოპოვების
შესატყვისი გარემო) პიროვნებას უყალიბდება შესაბამისი განწყობა ,
რომელიც ხდება მისი აქტიობის საფუძველი. სქემატურად არსებული
პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგი სახით:

განწყობის განვითარების შემდეგ ეტაპზე ორკომპონენტიან მოდელს


დაემატა მესამე შემავსებელი კომპონენტი იმისათვის, რომ განწყობა
ჩამოყალიბდეს, გარდა მოთხოვნილებისა და სიტუაციისა საჭიროა იმ
ოპერაციათა სისტემა, რომელიც ამ ქცევის წარმატებით
განხორციელებისათვის არის საჭირო. მაგ: სუბიექტს აქვს ვაშლის
მოთხოვნილება და სიტუაციაც შესაბამისია, ანუ ხედავს ვაშლის ხეს,
უნდა ვიგულისხმოთ, რომ განწყობა ჩამოყალიბდება, მაგრამ რა ხდება
მაშინ თუკი ვაშლის მოპოვება ხეზე ასვლას საჭიროებს, ხოლო
სუბიექტმა ხეზე ასვლა არ იცის? სავარაუდოდ განწყობა არ
ჩამოყალიბდება და შესაბამისად არც ვაშლის მოპოვების ქცევაც
განხორციელდება. მაგრამ, თუკი სუბიექტს აქვს შესაბამისი უნარები
(ოპერაციათა სისტემა), ვაშლის მოპოვების ქცევა ხდება შესაძლებელი
და შესაბამისად განწყობაც ყალიბდება. განწყობაში ასახულია
მოთხოვნილება, სიტუაცია და ესკიზურად, წინასწარ მომზადებულია ის
ქცევა, რომელიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სამკომპონენტიან
მოდელს აქვს შემდეგი სახე:

სამკომპონენტიანი მოდელის განხილვით ჩვენ შეგვიძლია


დავასკვნათ, რომ განწყობის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენს
სოციალური/გარეგანი ფაქტორები, კონკრეტულად კი სიტუაცია და
შინაგანი ფაქტორები მოთხოვნილება და ოპერაციათა სისტემა.
მოთხოვნილება და ქცევა
მოთხოვნილება წარმოადგენს პიროვნების აქტივობის განმსაზღვრელ
იმპულს. მოთხოვნილება წარმოადგენს იმ ხიდს რომლის
საშუალებითაც პიროვნება ახდენს გარემოსთან ურთიერთობას
მოთხოვნილებათა ორი სახე: 1. საგნობრივი მოთხოვნილებები
(დანაკლისის შევსების, გამრავლების და აგრესიის მოთხოვნილებები)
2. ფუნქციონალური მთხოვნილებები.
საგნობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რეალურად
არსებული საგნები საშუალებით ხდება, უზნაძის მიხედვით საგნობრივ
მოთხოვნილებებზე დაფუძნებულ ქცევას ექსტეროგენული ქცევა
ეწოდება.ფუნქციონალური მოთხოვნილებები კი ადამიანს შინაგანი
ძალების სპონტანური გამოვლენისა და რეალიზაციის ტენდენციის
სახით ეძლევა.
ოპერაციათა სისტემა და ქცევა
იმისათვის რომ პიროვნებამ მიზანშეწონილი ქცევა განახორციელოს,
უნდა იცოდეს თუ რა ესკიზური სქემით უნდა მოიქცეს. ნებისმიერ
მიზანშეწონილ ქცევას აქვს თავისი ესკიზი და ადამიანები ხშირად ვერც
ამჩნევენ ამ ესკიზების არსებობას. მაგალითად, ყველამ ვიცით, როგორ
უნდა დავკეტოთ სახლიდან გამოსვლისას კარები, თუმცა არ გვახსოვს
პირველად როდის ვისწავლეთ კარის დაკეტვა და რა სირთულესთან
იყო დაკავშირებული ეს აქტივობა.
პიროვნება ვერ განახორციელებს ქცევას თუკი მას არა აქვს ამ
ქცევისათვის საჭირო ესკიზი. ესკიზის ჩამოყალიბებაზე უშუალო
ზეგავლენას ახდენს პიროვნების უნარები და შესაძლებლობები,
რადგანაც იმისათვის რომ ესკიზი გამოიყენო, საჭიროა ოპერაციის
განხორციელებისათვის საჭირო ოპერაციათა სისტემა გაგაჩნდეს.
მაგალითად, იმისათვის რომ ხეზე ახვიდე, უნდა იცოდე როგორ ადიან
ხეზე (ესკიზი) და შეგეძლოს ხეზე ასვლა (ოპერაციული
შესაძლებლობები).
ქცევა და სიტუაცია
ქცევის განმაპირობებლი ფაქტორია არსებული სიტუაციაც. სიტუაცია
წარმოადგენს „გამზადებულ სცენას“ დანაშაულის
განხორციელებისათვის.
სიტუაციას აქვს შესაძლებლობა მიიზიდოს გარკვეულწილად ადამიანი
და უბიძგოს მას გარკვეული ქცევის ფორმირებისაკენ. მაგალითად
თუკი არსებულ საზოგადოებაში, ქრთამი არაა იშვიათი ფენომენი,
მეტია ალბათობა რომ ამ ტიპის ქცევები მომავალშიც
განხორციელდება ისეთი ადამიანების მიერ, ვისაც აქამდე ამ
ქცევისათვის არ მიუმართავს, ხოლო თუკი საზოგადოებაში ქრთამის
აღების ფაქტი თითქმის ნულს უტოლდება, ის პიროვნებაც კი რომელიც
შეიძლება მოტივირებული იყოს არსებული ქცევის
განხორციელებისაკენ, თავს შეიკავებს ამ აქტიობისაგან.
ადამიანის განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე ,
განსხვავებულია სიტუაციური ფაქტორის ზეგავლენის დონე
პიროვნებაზე. ადამიანთა გარკვეული კატეგორია მეტადაა
კონფორმული სიტუაციური ფაქტორის მიმართ, როდესაც გარკვეული
კატეგორია შეიძლება მკვეთრად უპირისპირდებოდეს საზოგადოების
და სიტუაციის ზეგავლენას.
განწყობის დონეები და ქცევა
განწყობის ფსიქოლოგიაში, პიროვნების განვითარებისა და მის მიერ
განხორციელებული მიზანშეწონილი ქცევის ახსნის მიზნით,
შემოტანილი იქნა განწყობის სტადიები.
ინდივიდის დონის განწყობა, სუბიექტის დონის განწყობა, პიროვნული
დონის განწყობა. არსებული კლასიფიკაცია იერარქიულია, რაც უფრო
განვითარებულია პიროვნება მით უფრო მაღალია მის მიერ
ფორმირებული განწყობის დონე. ინდივიდის დონის განწყობის ქცევა
გამოხატავს ზოგადად ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური
მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ ქცევას.საგნობრივ
სინამდვილეს უკავშირდება და შესატყვისი განწყობის საფუძველზე
ეგუება მას.
სუბიექტი სინამდვილეს ასახავს და მოპოვებული ცოდნით ავსებს
განწყობას, რითაც აგრძელებს შეფერხებულ მოქმედებას.
დამნაშავის სამუშაო ტიპოლოგია საგამოძიებო პროცესში
არსებობს კრიმინალური ქცევის რამდენიმე ტიპი, რომლის
მიხედვითაც შესაძლებელია დამნაშავეთა აღწერა და მათი ქცევის
ძირითადი მოტივების განსაზღვრა. ქვემოთ მოყვანილი ტიპოლოგია
წარმოადგენს ქცევის ახსნის ბიოფსიქო-სოციალური მოდელის
საფუძველზე შექმნილ კლასიფიკაციას და შედგება შემდეგი
ტიპებისაგან:
პირველი ტიპი ხასიათდება ანტისოციალური ქცევისადმი მზაობით . ამ
შემთხვევაში მიზანია არა მხოლოდ ქმედების სისრულეში მოყვანა,
არამედ თავად პროცესი. ასეთი ტიპის კრიმინალი ახლოსაა ფსიქიკურ
აშლილობასთან. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების
მოთხოვნილება აქტიურდება დამოუკიდებლად, გარემო პირობების
პირდაპირი და უშუალო ზემოქმედების გარეშე. გარემოს ფაქტორი
საბაბია და არა რეალური გამომწვევი მიზეზი დანაშაულებრივი ქცევის
განხორციელებისათვის. ამგვარი მოთხოვნილება შეიძლება გაჩნდეს,
როცა წარმოიქმნება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის
ხელშემწყობი გარემოება.
მეორე ტიპი არ ეწინააღმდეგება დევიანტურ ქცევას. ის თავიდანვე
მისაღებად მიიჩნევს კრიმინალურ საქმიანობას. ამგვარი ქმედებით
იკმაყოფილებს ზოგიერთ მოთხოვნილებას და ანტისოციალური
ქცევის განხორციელება პრობლემის გადასაწყვეტ კანონიერ ქცევაზე
უფრო ეფექტურ გზად მიაჩნია. დამნაშავე მისაღებად თვლის,
საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოძებნოს
ობიექტი ან სიტუაცია, რომელსაც გამოიყენებს დევიანტური ქმედების
განსახორციელებლად
მესამე ტიპის კრიმინალური ქმედების წინაპირობაა დანაშაულის
ჩადენისთვის შესაბამისი პირობები. ამ შემთხვევაში პირადი
ღირებულება არ არის საკმარისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების
განსახორციელებლად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ასეთ ადამიანს არ
აქვს პრობლემა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ
არსებობს შესაბამისი ხელსაყრელი პირობები და დაცულია ამ
ადამიანის უსაფრთხოება, ის ჩაიდენს დანაშაულს
მეოთხე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას თან ახლავს შინაგანი
წინააღმდეგობა. ინდივიდი ფიქრობს, რომ არ არსებობს პრობლემის
გადაწყვეტის კანონიერი გზა, ამასთანავე განიცდის საკუთარი
მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობას, მიზნის მიღწევის
ერთადერთი საშუალებად კი ანტისოციალურ ქმედებას ხედავს. ამ
ტიპის ადამიანები არიან პოტენციური კრიმინალები, რომელთაც
იციან, რომ მათი ქცევა არის რისკის შემცველი და მიუღებელი. ამის
გამო განიცდიან წინააღმდეგობას საკუთარ თავთან და ჩადიან
დანაშაულებრივ ქმედებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია
გამოუვალია.
მეხუთე ტიპის დამნაშავის ქცევა ხასიათდება იმპულსურობით,
აფექტური მდგომარეობებით, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციაზე
რეაქციის გამოსახატად ჩნდება. რეაქცია ძირითადად ვლინდება
ფიზიკურ ძალადობაში, შეურაცხყოფასა და მატერიალური ზიანის
მიყენებაში. ამ ტიპის ადამიანის ქცევა შესაძლოა გამოიხატოს
როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური მდგომარეობის, აგრეთვე
მომატებული ნერვული მდგომარეობის, ალკოჰოლის ან
ნარკოტიკული საშუალებების ფონზე. ასეთი ტიპის დანაშაულებრივი
ქმედება შესაძლოა გამოწვეული იყოს სტერეოტიპების არსებობითაც.
მეექვსე ტიპის დამნაშავეთა დევიანტურ ქმედებას განაპირობებს
კონფორმულობა (ჯგუფთან მიკუთვნებულობის გრძნობა). ჯგუფის
წევრობის სურვილი, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა და არამყარი
ანტიკრიმინალური ღირებულებები განაპირობებს იმას, რომ
დამნაშავე ვერ ეწინააღმდეგება არაკანონიერი ქმედების
განხორციელების მოთხოვნას. ამ ტიპის დამნაშავის ჩამოყალიბებას
ხელს უწყობს ბავშვობაში მშობელთა მხრიდან განხორციელებული
ძალადობა და დასჯა მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო,
აგრეთვე პიროვნების შინაგანი მორჩილება სოციალური ნორმების
მიმართ და შიში იმისა, რომ თუ მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს არ
შეასრულებს, დაისჯება.
თავი #3
კავშირი ტემპერამენტსა და დანაშაულებრივ ქცევას შორის
ტემპერამენტი წარმოადგენს პიროვნების ინდივიდუალურ ნიშანს,
რომლის საშუალებითაც ხდება პიროვნების ქცევითი მოდელის
განსაზღვრა, მისდამი წაყენებული ემოციური სტიმულის საპასუხოდ .
მიუხედავად იმისა რომ ტემპერამენტის ჩამოყალიბებაზე გავლენას
ახდენს გარემო ფაქტორები, მისი საფუძველი მაინც გენეტიკაა.
პიროვნება შედგება ბევრი სხვადასხვა მახასიათებლებისაგან, მას
ფსიქოლოგიაში ძირითადად მოიხსენიებენ როგორც ნიშნებს.
ფსიქოლოგიური ნიშნები შეიძლება დავყოთ ჩვენი სპეციფიკიდან
გამომდინარე ორ ნაწილად:
I. ფსიქოლოგიური ნიშნების კლასი რომელიც ხელს უწყობს
პიროვნებას დანაშაულებრივი ქცევის განხორციელებაში;
II. ფსიქოლოგიური ნიშნები რომლებიც იცავენ პიროვნებას
დანაშაულებრივი ქცევის ჩადენისაგან.
ყველაზე ხშირად დევიანტურ ქცევასთან დაკავშირებულ ნიშნად
განიხილება იმპულსურობა-ტენდენცია იმისა, რომ სუბიექტმა
განახორციელოს ქცევა, მისი შედეგების გათვალისწინების გარეშე.
იმპულსური ადამიანის ქცევა უმრავლეს შემთხვევაში
განპირობებულია სიტუაციით და შესაბამისად პიროვნება ვეღარ
ახერხებს მის მიერ ჩადენილი ქცევის შედეგების განსაზღვრას.
აღსანიშნავია რომ, იმპულსურობისა და დანაშაულებრივი ქცევის
კავშირი იზრდება თუკი პიროვნება იმპულსურობასთან ერთად
გამოირჩევა ზოგადი ნეგატიური ემოციური ფონის სიჭარბით.
ნეგატიური ემოციური ფონის სიჭარბე-გამოხატავს პიროვნების
ტენდენციას, მიუდგეს ცხოვრებისეულ სიახლეებს და ინფორმაციას ,
გარკვეული გაღიზიანებით და სიბრაზით, ნეგატიურად. კვლევების
შედეგად აღმოჩნდა რომ აწეულ ემოციურ ფონს და ნეგატიურ
ემოციურ ფონსაც იწვევს ადამიანის ტვინში არსებული ჰორმონის
სერატონინის ნაკლებობა. რიგი მკვლევარების აზრით, არსებული
ელემენტის ნაკლებობა არის, პიროვნების დანაშაულებრივი ქცევის
უშუალო პრედიქტორი.
სარისკო შეგრძნებათა ძიება - დაკავშირებულია აქტიური და
სარისკო შეგრძნებების მიღებასთან, რაც თავისთავად განაპირობებს
პიროვნების მიერ სარისკო სიტუაციების ძიებას. პიროვნებები
რომლებსაც გააჩნიათ სოციალური ადაპტაციის დაბალი დონე და
სარისკო შეგრძნებების ძიების ძლიერი სურვილი, საკუთარი თავის
რეალიზაციას ახდენენ ისეთი საქმიანობით როგორიცაა მანქანების
გატაცება, ქურდობა.
ემპათია-პიროვნების ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობა,
გაიგოს და შეიგრძნოს სხვა ადამიანთა ემოცია, ისევე როგორც
საკუთარი. ემპათიის ემოციური კომპონენტი აძლევს საშუალებას
ადამიანს შეიგრძნოს სხვა ადამიანის ტკივილი, კოგნიტური
კომპონენტი კი იძლევა საშუალებას, რომ გაიგო თუ რამ გამოიწვია ეს
ტკივილი, რაა მიზეზი ამ ტკივილისა. არსებული ფსიქოლოგიური
ნიშნის ნაკლებობა იწვევს ადამიანში „სხვაზე ფიქრის“ ნაკლებობას,
ხოლო როდესაც ადამიანს არ აინტერესებს სხვისი ემოცია და განცდა,
ბევრად მარტივდება ადამიანისათვის ზიანის მიყენება.
დანაშაულებრივი ქცევები რომლებიც დაკავშირებულია
ძალადობასთან განსაკუთრებით განიცდიან არსებული
ფსიქოლოგიური ნიშნის დეგრადაციას.
ალტრუიზმი -შეიძლება განხილული იქნას როგორც ემპათიის
ქცევითი კომპონენტი, თუკი ადამიანი გრძნობს ემპათიას სხვის
მიმართ, ის მოტივირებული იქნება რომ განახროციელოს ისეთი
ქცევითი აქტივობა, რომელიც შეამცირებს სხვა პიროვნების
სტრესორებს. ალტრუისტული ქცევის განმახორციელებელი პირი
მოქმედებს პირადი ინტერესებისა თუ უსაფრთხოების მდგომარეობის
გათვალისწინების გარეშე. ალტრუისტები ხშირად უდიდეს საფრთხეში
იგდებენ თავს და სხვა ადამიანების კეთილდღეობას მსხვერპლადაც
კი ეწირებიან.
როგორც ემპათიის ისე ალტრუიზმის არქონა განიხილება ისეთი
კრიმინალების დასახასიათებლად, როგორებიც არიან ფსიქოპატები.
კეთილსინდისიერება-არის მთავარი ფსიქოლოგიური ნიშანი
რომელიც შედგება რამოდენიმე ისეთი მეორეხარისხოვანი
ნიშნებისაგან, როგორიცაა ორგანიზებულობა, დისციპლინურობა,
სკურპულოზულობა, პასუხისმგებლობა. არსებული ნიშნები
ფაქტობრივად ახასიათებს პიროვნების როგორც სოციუმთან
წარმატებული ადაპტაციის განმახორციელებელ სუბიექტს. ამ ნიშანთა
წარუმატებელი გათავისება პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ
პიროვნება ვერ ახდენს სოციუმთან ადაპტაციას.
მიმღებლობა- ტენდენცია, იყო მეგობრული, ზრდილობიანი,
სასარგებლო და გქონდეს თანამშრომლობის უნარი. ადამიანი
რომელსაც გააჩნია მიმღებლობა, ენდობა სხვებს, შეუძლია
კომპრომისზე წასვლა სხვებთან და სხვების დახმარება. მიმღებლობის
დაბალი დონის მქონე პიროვნებები ორიენტირებულნი არიან
საპირისპიროზე, რაც თავისთავად ამცირებს პროსოციალური ქცევის
განხორციელების ალბათობას და ზრდის ანტისოციალური ქცევის
განხორციელების ალბათობას. ინდივიდებს რომლებიც ჩადიან
დანაშაულს აქვთ ტენდენცია იყვნენ მტრულები, ეგოცენტრულები,
ბრაზიანი, ეჭვიანი და ინდიფერენტულები სხვების მიმართ. მათ აქვთ
ნაკლები ამბიციურობა, მოტივაცია, მიზანდასახულობა, ძნელად
აკონტროლებენ საკუთარ იმპულსებს და გააჩნიათ არატრადიციული
და ზოგადკულტურული ღირებულებები და რწმენები.
მიმღებლობა კრიმინალური ქცევისგან უკეთეს დამცავ ფაქტორს
წარმოადგენს ვიდრე კეთილსინდისიერება. კავშირი მიმღებლობასაა
და ანტი-სოციალურ ქცევას შორის ორჯერ მეტია, ვიდრე
კეთილსინდისიერებასა და ანტი-სოციალურ ქცევას შორის.
დანაშაული და ინტელექტი
დევიანტური ქცევის შესწავლისა და ახსნისათვის საჭიროა
ჩავუღრმავდეთ ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებს როგორიცაა ასაკი,
რასა, გენდერი, სოციო-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ. ფსიქოლოგები
და ფსიქიატრები ცდილობენ ახსნან კრიმინალური ქცევა, მათი
ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური
მიდგომები ხაზს უსვამენ დანაშაულის ინდივიდუალურ ბუნებას და
სოციალურ გარემოს განიხილავენ როგორც აქტივობისათვის
მოსამზადებელ სცენას სადაც მთავარ მოქმედად უშუალოდ ინდივიდი
განიხილება.
ადრეულმა ფსიქო–სოციალურმა თეორიებმა მკვეთრად გაუსვევს ხაზი
ინტელექტისა და ტემპერამენტის მნიშვნელობას, ინდივიდუალური
კრიმინალური ქცევის გაგების მიმართულებით. განიხილებოდა, რომ
დაბალი ინტელექტი შეუძლებელს ხდის ადამიანის მიერ საკუთარი
კრიმინალური ქმედებით გამოწვეული შედეგების შეგნებას და
ზოგიერთი ტიპის ტემპერამენტი ართულებს პიროვნების ადაპტირების
პროცესს სოციუმთან.
ინტელექტი ეს არის პიროვნების გლობალური პოტენციალი, რომლის
საშუალებითაც ის ახორციელებს მიზანმიმართუკ ქცევას, ფიქრობს
რაციონალურად და ეფექტურად ეწყობა გარემოცვას.
ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა რომ გარემო
ზეგავლენას ახდენს ინტელექტის ფორმირებაზე, დღესდღეობით არის
ფლინის ეფექტი (Flynn effect). ფლინმა (2007) აჩვენა რომ IQ-საშუალო
სტატისტიკური მაჩვენებელი ყოველ დეკადაში იზრდება 3.1 ქულით,
1932 წლიდან 2000 წლამდე.
არსებული დასკვნები განსაკუთრებით კარგად ჩანდა ისეთ დაბალი
სოციო– ეკონომიკური შესაძლებლობების სოციალურ ჯგუფებში,
სადაც გაუმჯობესდა არსებული სოციალური ფონი (უკეთესი სწავლა,
სამედიცინო მომსახურება და ა.შ.).
პირდაპირი გენეტიკური კავშირი IQ-ს თან მიმართებაში არის
დაახლოებთ 36%. დანარჩენი ნაწილი კი განპირობებულია გარემოს
ზეგავლენის შედეგად. სოციალური თანაფარდობის პირობებში გენები
დაემთხვევა გარემოს, ანუ მაღალი თანდაყოლილო ინტელექტის
მქონე პიროვნება კიდევ უფრო მეტს აიღებს გარემოდან და პირიქით.
IQ-სა და დანაშაულს შორის კავშირის შესახებ არსებული ნაშრომების
უმრავლესობა მიუთიტებს ამ ორ ცვლადს შორის არსებულ მჭიდრო
კავშირს. აღმოჩნდა, რომ სუბიექტები, რომლებსაც მცირე
მნიშვნელობის დანაშაული აქვთ ჩადენილი, განსხვავდებიან
საკონტროლო ნეიტრალური ჯგუფისაგან დაახლოებით ერთი ქულით,
როდესაც მძიმე დანაშაულის ჩამდენი სუბიექტები საკონტროლო
ჯგუფისაგან (რომელთაც დანაშაული არა აქვთ ჩადენილი)
განსხვავდებიან დაახლოებით 17 ქულით.
ყველაზე გავრცელებული ახსნა დანაშაულისა და ინტელექტის
დამოკიდებულებას შორის, უკავშირდება დაბალ სასკოლო
მოსწრებას, რომელსაც მივყავართ სკოლის/სწავლის მიტოვებას და ამ
სუბიექტების დელიკვანტურ დაჯგუფებებთან
დაკავშირებასთან.არსებული თეორიის მიხედვით, ინტელექტი
ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე, ხოლო დაბალი
აკადემიური მოსწრება ზეგავლენას ახდენს სუბიექტის დევიაციური
ქცევის ფორმირებაზე.
აკადემიური მოსწრების ინდექსი (GPA), წარმოადგენს დელიქვანტური
ქცევის უკეთეს პრედიქტორს ვიდრე IQ . დაბალი ინტელექტი ნაკლები
ზეგავლენის მქონეა პიროვნების მიერ ცხოვრების სტილის არჩევაზე ,
როდესაც აკადემიური მოსწრება განვითარებულ ქვეყნებში
პიროვნებას გზას უხსნის მზა სოციალური ფენებისაკენ, შესაბამისად
ინტელექტზე მეტად დელიკვანტურ ქცევასთან კორელირებს
აკადემიური მოსწრების მაჩვენებლი.
IQ როგორც პიროვნების ძირეული მახასიათებელი კავშირშია
სუბიექტის ცხოვრების მრავალ ასპექტთან, შესაბამისად ამ ასპექტთა
თავისებურება უკავშირდება უშუალოდ დევიაციურ ქცევას.
გლენ ვალტერის „ცხოვრების სტილის-lifestyle“ თეორია
ტერმინი lifestyle გულისხმობს, რომ კრიმინალური ქცევა არის ნაწილი,
პიროვნების იმ ზოგადი ცხოვრების წესისა რომელიც ხასიათდება
უპასუხისმგებლობით, იმპულსურობით, ნეგატიური
ინტერპერსონალური ურთიერთობებით და პიროვნების ქრონიკული
მზაობით დაარღვიოს სოციუმის წესები. არსებულ თეორიას გააჩნია
სამი საკვანძო კონცეფცია: 1. მდგომარეობა; 2. არჩევანი ; 3. შემეცნება ;
ვალტერსის მიხედვით კრიმინალური ცხოვრების სტილი არის
პიროვნების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი, რომელსაც
სუბიექტი აკეთებს არსებული და წარსული სოციალური და
ბიოლოგიური მდგომარეობების შედეგად.
სუბიექტის არჩევანი განპირობებულია, თუ როგორ სოციალურ
გარემოში იმყოფებოდა ან არის ეხლა და რა ბიოლოგიური
მონაცემები ქონდა მას არსებული სოციალური პირობების დროს.
ვალტერსის მიხედვით სტრესი, იმპულსურობა, დაბალი IQ გარემო
მდგომარეობებთან ერთად, ყველაზე მეტად განაპირობებენ
პიროვნების არჩევანს.
მესამე კონცეპტი „შემეცნება“, მიეკუთვნება, იმ კოგნიტურ სტილს
რომლის საშუალებითაც პიროვნება ბიოლოგიური და სოციალური
მდგომარეობებიდან გამომდინარე იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ
არჩევანზე.ამ თეორიიდან გამომდინარე კრიმინალებს გააჩნიათ 8
ძირითადი კოგნიტური თავისებურება. აზროვნების შეცდომები,
რომელთა საშუალებითაც ისინი ხდებიანი ისინი ვინც არიან.
კრიმინალური აზროვნების შეცდომებია მაგალითად
„უტრირება“( უნარი შეამცირონ მსხვერპლის ტანჯვის სუბიექტური
ღირებულება). „ძალაზე ორიენტაცია“ (სამყაროს განხილვა
ტერმინებში სუსტი და ძლიერი), კოგნიტური სიძუნწე (ორიენტაცია
აწყმოზე, ზედმეტი ფიქრისაგან თავის არიდება).
ფსიქოპატია და დანაშაულებრივი ქცევა
ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნულ აშლილობას, რომელიც
ხასიათდება ხანგრძლივი ანტისოციალური ქცევით, ემპათიისა და
სინდისის ქენჯნის ნაკლებობით, გადაჭარბებულად უკომპლექსო და
გამბედავი ქცევით. ისინი იყენებენ ხიბლს, მანიპულაციას, დაშინებასა
და უმეტესად სისასტიკეს, რათა აკონტროლონ სხვები, თავიანთი
პიროვნული მიზნების მისაღწევად.
ექიმ რობერტ ჰეირისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილი
ფსიქოპათიის მახასიათებელ ნიშანთა სია საშუალებას გვაძლევს, ეს
პიროვნული აშლილობა ოთხფაქტორს დავუკავშიროთ:
1. ინტერპერსონალური ფაქტორი -ზედაპირული მომხიბვლელობა,
გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, პათოლოგიური
მატყუარა, სხვებითმანიპულირება;
2. აფექტური ფაქტორი - ემპათიის არარსებობა, პასუხისმგებლობისგან
გაქცევა;
3. ცხოვრებისეული ფაქტორი - იმპულსურობა, უპასუხისმგებლობა,
რეალური ცხოვრებისეული მიზნების უქონლობა;
4. ანტისოციალური ფაქტორი - ქცევის კონტროლის სიძნელე,
ადრეულბავშვობაში ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები ,
არასრულწლოვნებშიდანაშაულის შემთხვევები;
ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები
ემპათიის ნაკლებობა-ემპათიის ნაკლებობა გულისხმობს
სიტუაციების, გრძნობების და სხვების მოტივების გამოცნობის და
გაგების უნარის არქონას. ემპათია კომპლექსური გრძნობაა.
მოტყუებითი/მანიპულაციური ქცევა-ეს თვისება გულისხმობს
კონკრეტული ქცევის განზრახ განხორციელებას პირადი სარგებელის
მოსაპოვებლად. მაგალითად, როდესაც დამნაშავე ცდილობს
დაუახლოვდეს მსხვერპლს და მოიპოვოს მისი ნდობა. გარდა ამისა,
მანიპულაციად ითვლება, როდესაც დამნაშავე იყენებს მსხვერპლის
ემოციებს, რწმენებსა და შეხედულებებს მისსავე საწინააღმდეგოდ .
კრიმინალური მრავალმხრივობა-კრიმინალურ
მრავალმხრივობასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონკრეტული ტიპის
დამნაშავე ჩადის მისთვის არადამახასიათებელ დანაშაულს .
მაგალითად, როდესაც სექსუალური მოძალადე ავლენს ქურდობის
უნარებს: იყენებს ხელთათმანებს, თიშავს სიგნალიზაციას, იპარავს
ძვირფასეულობას და ა.შ. კრიმინალურ მრავალმხრივობად ითვლება
ასევე, როდესაც დამნაშავე ფიზიკური მტკიცებულებით
დაკავშირებული აღმოჩნდება სხვა კრიმინალურ თავდასხმასთან .
პასუხილმგებლობის არიდება-დამნაშავეს აქვს ტენდენცია,
დანაშაული დააბრალოს ყველას საკუთარი თავის გარდა. ასევე, მას
არ აქვს უნარი საკუთარი ქცევა და ამ ქცევის შედეგი ლოგიკურად
დაუკავშიროს ერთმანეთს.
ლაპარაკის მოყვარული და ზედაპირული/დაუფიქრებელი
დამნაშავის ქცევა უმეტესად არის დაუფიქრებელი, იმპულსური.
თუმცა, ის ხშირად ცდილობს დაფაროს თავისი ღრმა ემოციების
ნაკლებობა. თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ფსიქოპათის
მცდელობა, დაფაროს თავისი ნამდვილი სახე, დამოკიდებულია მის
მოხერხებულობაზე, ასევე, ადამიანის (პოტენციური მსხვერპლის)
უნარზე - შეიცნოს სიცრუე.
არარეალური წარმოდგენის ქონა საკუთარ თავზე და
შესაძლებლობებზე-ეს თვისება ვლინდება მაშინ, როდესაც
დამნაშვეები არარეალურად აფასებენ საკუთარ თავს და
შესაძლებლობებს. ასევე, გადაჭარბებულად ლაპარაკობენ თავიანთი
წარსულის მიღწევებზე, ახლანდელ რეპუტაციასა თუ მომავლის
გეგმებზე.
იმპულსურობა-იმპულსურობა არის მიდრეკილება დაუფიქრებელი
ქცევისკენ. მაგალითად, როდესაც დამნაშვე მუდმივად ჩადის ისეთ
დანაშაულს, რომელიც დაგეგმილი არ აქვს.
სინდისის ქენჯნის და დანაშაულის გრძნობის სიმწირე-სინდისის
ქენჯნა და დანაშაულის გრძნობა გამოწვეულია მორალური ტკივილით
და სინანულის გრძნობით ამა თუ იმ ქმედების გამო.
ქცევითი კონტროლის სისუსტე-ქცევითი კონტროლის სისუსტესთან
გვაქვს საქმე, როდესაც დამნაშავე ვერ აკონტროლებს საკუთარ
ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძლება თავად
დამნაშვისთვის იყოს საზიანო. ის ადვილად ბრაზდება და ხშირად
პასუხობს სხვებს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფით.
კრიმინალური ქცევის სიტუაციური წამქეზებლები და რეგულატორები
ჰანეი საუბრობს ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომის შესახებ,
რომლის ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში რომ ადამიანები
საკუთარ წარუმატებლობას ხსნიან სიტუაციური ფაქტორების
დახმარებით, როდესაც სხვის აბსოლიტურად მსგავს ქცევას მის
პიროვნულ თვისებებს აბრალებენ.
ატრიბუცია- მსჯელობა ქცევის, როგორც შედეგის, მიზეზების შესახებ.
ავტორიტეტი როგორც დანაშაულებრივი ქცევის სიტუაციური
წამქეზებელი
ზოგჯერ ადამიანები ახორციელებენ კონკრეტულ ქცევით აქტიობას,
იმიტომ რომ ვიღაც ძალისა და ავტორიტეტის მქონე ეუბნება მათ რომ
ასე მოიქცნენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქცევა შეიძლება არ
შეესაბამებოდეს მათ პიროვნულ ღირებულებებს.არსებულ ფენომენს
„მორჩილების დანაშაულს (crimes of obedience)“ ეძახიან.
მორჩილების დანაშაული არის ქცევითი აქტი ჩადენილი ავტორიტეტის
მქონე პიროვნების ბრძანების საფუძველზე და არსებული ქცევა
საზოგადოების მიერ ფასდება არალეგალურად და ამორალურად
დეინდივიდუალიზაცია როგორც დანაშაულებრივი ქცევის სიტუაციური
წამქეზებელი
დიდ ჯგუფში/ადამიანთა მასაში ადამიანმა შეიძლება დაკარგოს
საკუთარი ინდივიდუალობა და მოიხსნას პასუხისმგებლობები მის
მიერ განხორციელებულ ქცევებზე. სწორედ, ამ მოვლენას ეწოდება
დეინდივიდუალიზაცია, ანუ საკუთარი პიროვნების
ინდივიდუალურობის დაკარგვა. დეინდივიდუალიზაციის დროს
ადამიანი ქცევას არ განიხილავს, როგორც კონკრეტული პირის მიერ
განხორციელებულ მოქმედებას. ის თვლის, რომ მთელი ჯგუფი
მოქმედებს „რაღაც ძალებით“ და არა კონკრეტული პიროვნება. ამის
გამო, ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებაზე.

You might also like