You are on page 1of 4

ფსიქოლოგიის ისტორია

ლიტერატურა: ირაკლი იმედაძე -ფსიქოლოგიის იტორია,თბილისი, 2014


წ. /2016 წ. / 2018 წ.

I ლექცია

I.ფსიქოლოგიის ისტორიის მეთოდოლოგია,საგანი და ფუნქციები

ა.მეთოდოლოგია[მეთოდი(ბერძნ.)-გზა რაღაცისკენ]- სწავლება


მეცნიერული შემეცნების წესების შესახებ;

მეცნიერული შემეცნების წესები- მოვლენების აღწერა,გაგება,ახსნა;

ემპირიული და თეორიული ცოდნის კავშირის გარკვევა;როგორ ხდება


თეორიის აგება,ფაქტების სანდოობის დადგენა ; ფსიქოლოგიის
ისტორიის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს პასუხს კითხვებზე: რას და
როგორ იკვლევს ფსიქოლოგიის ისტორია? რატომ არის ფსიქოლოგიის
ისტორიის შესწავალა საჭირო? რა თავისებურებით ხასიათდება ცოდნის
ეს სფერო?

მეთოდოლოგიის სახეები:

1.ზოგადი-მეცნიერული შემეცნების ზოგადი კანონზომიერებები;


2.კერძო-ცალკეული დისციპლინის(ფიზიკა,ბიოლოგია,ფსიქოლოგია[რას
ნიშნავს ფსიქოლოგიური კანონზომიერება?როგორია მიმართება
აკადემიურ და გამოყენებით ფსიქოლოგიას შორის?) თეორიული
პრობლემატიკა და 3.კონკრეტული მეთოდოლოგია ანუ მეთოდიკა;
განასხვავებენ ასევე თეორიულ[შემეცნების ძირითადი წესების
შემსწავლელ] და პრაქტიკულ მეთოდოლოგიას[კონკრეტული
ხერხების/მეთოდების შემსწავლელს].

ბ.ფსიქოლოგიის ისტორიის საგანი- ფსიქიკის შესახებ მეცნიერული


ცოდნის აღმოცენებისა და განვითარების პროცესის თავისებურებათა
შესწავლა/ანალიზი
გ.ფსიქოლოგიის ისტორიის ფუნქციები-1. კვლევით-შემეცნებითი

კერძოდ, ფსიქოლოგიური ცოდნის მოპოვება-შენახვა-გამდიდრების


ფუნქცია:იძლევა ცოდნას არსებულ შეხედულებათა შესახებ/ამ ფუნქციის
პოზიტიური გამოვლინება-ჰერაკლიტე და „ნეგატიური“ გამოვლინება-
ვუნდტი; 2. საგანმანათლებლო ფუნქცია: ისტორიული ცოდნა
ა.ფუნდამენტური განათლების მომტანია;ბ.პროფესიონალი
ფსიქოლოგის მომზადების საფუძველია; 3. პროგნოსტული
ფუნქცია:ფსიქოლოგიის წარსულისა და აწმყოს გადასახედიდან მისი
მომავლის განჭვრეტა;4. სოციალური ფუნქცია-ფსიქოლოგიის ადგილისა
და როლის განსაზღვრა საზოგადოების განვითარების დაგეგმარებაში

[საგანმანათლებლო, ჯანდაცვის,საწარმოო, სამართალდამცავი,

და პოლიტიკური პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობა]

II.ფსიქოლოგიის ისტორიის პერიოდიზაცია

ა.პერიოდიზაცია - შემეცნების პროცესის საფეხურებად დაყოფა;

ბ.პერიოდიზაციის კრიტერიუმები:1.ქრონოლოგიის პრინციპი;


2.ტერიტორიული პრინციპი; 3.სამეცნიერო სკოლებისა და
მიმართულებების ჩამოყალიბების პრინციპი; 4.ფსიქოლოგიის
დარგობრივი განვითარების პრინციპი; 5.ფსიქოლგიური კატეგორიების
გამოყოფის პრინციპი [კატეგორია „სული“-მეტაფიზიკური
ფსიქოლოგია,კატეგორია „ცნობიერების მოვლენები“-ემპირიული
ფსიქოლოგია და კატეგორია „ქცევა“-ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია]

III.ცოდნის დაგროვების პროცესის დინამიკა

ა.კუმულაციონიზმი[მეცნიერების ევოლუციური-თანდათანობითი
განვითარება,რომელსაც მემკვიდრეობითობა და უწყვეტობა ახასიათებს.]
და ბ.ანტიკუმულაციონიზმი[მეცნიერების რევოლუციური-
ნახტომისებრი განვითარება]
თომას კუნი-მეცნიერების პარადიგმატული
განვითარება;პარადიგმის[მსოფლმხედველობა] განმარტება [პრობლემის
დაყენებისა და გადაწყვეტის ნიმუში, მაგ.,აინშტაინის ფარდობითობის
თეორია]და მეცნიერების განვითარების პერიოდები:

1.პარადიგმამდელი პერიოდი;2.ნორმალური პერიოდი;

3.კრიზისის პერიოდი და 4.მეცნიერული რევოლუციის ეტაპი

IV.მეცნიერული განვითარების მოდელები და ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის განხილვა თ.კუნის მოდელის თვალსაზრისით-როგორც


პარდიგმამდელი,მულტიპარადიგმული,არაპარადიგმული მეცნიერება

V.მეცნიერების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები

ა.ინტერნალური თვალსაზრისი-მეცნიერება რაციონალური


საქმიანობაა;მეცნიერების განვითარებას შინაგანი ფაქტორი,კერძოდ
შესასწავლი მოვლენის ბუნება განაპირობებს;თეორია აყენებს
ჰიპოთეზებს,იწყება ემპირიული კვლევები,გროვდება ფაქტები ,მას
თეორია ამუშავებს.ბ.ექსტერნალური თვალსაზრისი-მეცნიერების
განვითარებას გარეგანი ფაქტორი-ეკონომიკა,იდეოლოგია,პოლიტიკა და
ა.შ. ფაქტორები განსაზღვრავს. არსებობს ე.წ.“შემთხვევითი
აღმოჩენებიც“.

გ. პერსონალისტური თვალსაზრისი-ცალკეული დიდი


პიროვნების[ნიუტონი,დარვინი,ფროიდი ...] როლი;

კონტექსტური თვალსაზრისი-მეცნიერების განვითარება


დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების დონეზე, [„ეპოქის
სული“] საზოგადოება სიახლისთვის მზად უნდა იყოს და გამოჩნდება
„სხვა დარვინი“;
ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელსაც სხვა მეცნიერებებთან 100-ზე
მეტი მომიჯნავე დარგი აქვს.
[ფსიქოფიზიოლოგია,ნეიროფსიქოლოგია,ზოოფსიქოლოგია და სხვა]

პიროვნული მახასიათებლები და მეცნიერების განვითარება

მეცნიერულ შემოქმედებაზე გავლენას ახდენს მეცნიერთა განათლება,


ინტერესები, მსოფლმხედველობა, ნიჭი, ხასიათი, ეროვნება,

სოციალური ურთიერთობები, სტატუსი და სხვა.

You might also like