You are on page 1of 16

1. აღწერეთ ბიოლოგიური მემბრანის ძირითადი ფუნქციები.

1-ბარიერული-შერჩევით განვლადი სტრუქტურაა, ბარიერია სხვადასხვა


ნივთიერებისთვის (ამ ფუნქციას ახორციელებს ლიპიდები)
2-სატრანსპორტო-სხვადასხვა სტრუქტურებს რომელტაც არ გააჩნიათ მემბრანაში
გადაადგილების უნარი, გადაადგელდებიან მემბრანაში არსებული სპეციფიკური
სტურუქტურებიტ გადამტანებით -არხებით, სელექციური ფორები, ტუმბოები (ცილა)
3- სასიგნალო- მემრანაზე განთავსებული სპეციფიკური სასგინალო მკოლეკულები,
რომელებიც სიგნალებს გადასცემენ უჯრედებს. სიგნალების გადაცემა უჯრედებს
შპროს ხორციელდება რეცეპტორების მეშვეობოთ. (ცილა)
4- ანტიგენური- მემბრანაზე არსებულ ანტიგენებს საკვანძო როლი უკავიათ
ორგანიზმის იმუნური სისტემის რეგულაციაში, ისისნი ამოიცნობენ საკუთარ და უცნო
სხეულებს. არსებობს 4 სახის ანტიგენი. არსებობს ასევე ანტიგენების მეორე კლასი,
რომლტაც ჰისტოშეთავსებადობის ანტიგენებს უწოდებენ. მათ მნიშვნელოვანი როლი
უკავია უჯრედის ინდივიდუალურობის განსაზღვრაში და მნიშვნელოვან როლ
ასრულებს უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს. (ცილა)
5- უჯრედშორისი კონტაქტები- მათი წარმოქმნა და ერთმანეთთან შეერთება
აუცილებელია ქსოვილების ფორმირებისთვის. უჯრეების ერთმანეთთან შეკვაშირების
პროცესს ეწოდება ადჰეზია. არსებობს აადჰეზიის სხვადასხვა მექანიზმი: მექანიური,
ელექტრული, ქიმიური და სხვა. უჯრედშორისი კონტაქტების წარმოქმნა ხდება
მემბრანული ცილების იგვე ადჰეზიური ცილების მეშვეობით. (ცილა)
ადჰეზიური ცილები-ინტერგრინები მონაწილეობენ სისხლის უჯრედებს შორის
კონტაქტის ფორმირებაში და ამ გზით ერთვება იგი ორგანიზზმის ფიზ და პათ.
პროცესების რეგულაციაში. (ინფექციის უბნებში ლომფოციტებისა და თრობოციტების
სწრაფი დაგროვება , თრომბის წარმოქმნა)
2. ჩამოთვალეთ უჯრედული მემბრანის ძირითადი ფუნქციები. რაში მდგომარეობს
უჯრედული მემბრანის სასიგნალო ფუნქცია?
ბარიერული, სასიგნალო, სატრანსპორტო, ანტიგენური, უჯრედშორისი კონტაქტები.
სასიგნალო-სიგნალები უჯრედის გარემომცველი არიდან უჯრედში გადაიცემა მემბრანის
საშუალებით. მემბრანა იღებს მოლეკულურ ინფორმაციას, გარდაქმნის და გადასცემს
უჯრედის შიგნით. სიგნალების გადაცემა უჯრედებს შორის ხორციელდება
რეცეპტორების მეშვეობოთ. (ცილა)
3. ჩამოთვალეთ უჯრედული მემბრანის ძირითადი ფუნქციები. რით არის
განპირობებული მემბრანის ანტიგენური ფუნქცია?
ანტიგენური- მემბრანაზე არსებულ ანტიგენებს საკვანძო როლი უკავიათ ორგანიზმის
იმუნური სისტემის რეგულაციაში, ისისნი ამოიცნობენ საკუთარ და უცნო სხეულებს.
არსებობს 4 სახის ანტიგენი. არსებობს ასევე ანტიგენების მეორე კლასი, რომლტაც
ჰისტოშეთავსებადობის ანტიგენებს უწოდებენ. მათ მნიშვნელოვანი როლი უკავია
უჯრედის ინდივიდუალურობის განსაზღვრაში და მნიშვნელოვან როლ ასრულებს
უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს. (ცილა)
4. ჩამოთვალეთ უჯრედული მემბრანის ძირითადი ფუნქციები. რა განაპირობებს
უჯრედთაშორისო კავშირების სტაბილობას?
უჯრედშორისი კავშირების სტაბილობა მემბრანის სტრუქტურული
თავისებურებებით განისაზღვრება, როგორიცაა პეპტიდური ბმები. ამ კავშირების
სტაბილურობისთვის მემბრანზე არსებულ პერიფერიულ ცილებს დიდი მნიშვენლობა
ენიჭებათ.

5. ჩამოთვალეთ უჯრედული მემბრანის ძირითადი ფუნქციები. რაში მდგომარეობს


უჯრედული მემბრანის ბარიერული ფუნქცია?
ბარიერული-მემბრანა შერჩევით განვლადი სტრუქტურაა, ბარიერია სხვადასხვა
ნივთიერებისთვის (ამ ფუნქციას ახორციელებს ლიპიდები)
6. ჩამოთვალეთ უჯრედული მემბრანის ძირითადი ფუნქციები.რაში მდგომარეობს
უჯრედული მემბრანის სატრანსპორტო ფუნქცია?
სატრანსპორტო-სხვადასხვა სტრუქტურებს რომელტაც არ გააჩნიათ მემბრანაში
გადაადგილების უნარი, გადაადგელდებიან მემბრანაში არსებული სპეციფიკური
სტურუქტურებიტ გადამტანებით -არხებით, სელექციური ფორები, ტუმბოები (ცილა)

7. ბიოლოგიური მემბრანის თხევად-მოზაიკური მოდელი. რა ძირითად პოსტულატებს


ეფუძნება ეს მოდელი? აღწერეთ მემბრანის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები.
თხევად-მოზაიკური მოდელის ძირითადი პრინციპები შემდეგი პოსტულტების სახით
შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1.მემბრანა ორკომპონენტიანი სისტემაა, 2. შედგება
ლიპიდების ბიშრისგან, 3. ცილები მასში არის მოზაიკურად განლაგებული 4.
ლიპიდები და ცილები თავისუფლად დიფუნდირებს მემბრანის სივრცეში. 5.
ლიპიდები და ცილები ასიმეტრიულად განაწილებულია ლიპიდების მონოშრეებს
შორის. ძირითადი კომპონენტებია: ლიპიდები, ცილები, ნახშირწყლები).
8. რომელი ლიპიდები მიეკუთვნებიან მემბრანულ ლიპიდებს? რა საერთო თვისებები
გააჩნია მემბრანულ ლიპიდებს? აღწერეთ მემბრანული ლიპიდების სტრუქტურა და
განლაგება მემბრანაში.
მემბრანაში ვხვდებით 3 სახის ლიპიდებს: ფოსფოლიპიდები, გლიკოლიპიდები და
ქოლესტეროლი. მემბრანული ლიპიდები ამფიპატიკურია, ისინი თითქმის ერთნაირი
აგებულებით გამოირჩევა, მათ გააჩნიათ ჰიდროფილური თავებიი და
ჰიდროფობული კუდები. ლიპიდები მემბრანაში არის ასიმეტრიულად
განლაგებული.

9. დაასახელეთ ძირითადი ფიზიკური ურთიერთქმედებები, რომლებიც განსაზღვრავენ


მემბრანის სტაბილობას და უთიერთქმედებას მის შემადგენელ კომპონენტებს შორის.
(არაკოვალენტურ ბმები, რომლებიც ყალიბდება ლიპიდ-ლიპიდური და ლიპიდ-
ცილოვანი ურთიერთქმედების დროს)
მემბრანაში კომპონნეტების ერთმანეთთან კავშირი განხორციელებულია სხვადასხვა
ფიზიკური მექანიზმით, როგორიცაა ბმების წარმოქმნის მექანიზმი. ეს ბმებია:
კოვალენტური, არაკოვალენტური, ელექტროსტატიკური, წყალბადური და ვან დერ
ვალსი. მემბრანის სტაბილურობას ხელს უწყობს სუსტი არაკოვალენტური ბმები, რაც
გამოიხატება შემდეგში: ფოსფოლიპიდების კუდებში გვაქვს ვანდერვალსის ბმები,
თავებში ელექტროსტატიკური ძალები, ტავები წყლის მოლეკულებთან
ურთიერთქმედებს წყალბადური ბმებით. წყალბადური ბმების რაოდენობის ზრდა
ხელს უწყობს მემბრანის სტაბილიზაციას, აგრეთვე სტაბილიზაციაში მნიშვნელოვანია
ჰიდროფობული ეფექტი, და ქოლესტორილის როლი. ამგვარდა, მემბრანის
სტაბილიზაცია ხორციელდება: ჰიდროფობული ეფექტით, ლიპიდების კუდებში ვან
დერ ვალსის ძალებით და თავებში წყალბადური და ელექტროსტატიკური ძალების
მეშვეობით.
10. როგორი ბმებით უკავშირდებიან ლიპიდები ერთმანეთს? დაახასიათეთ ეს კავშირები.
რა როლს ასრულებენ ეს ურთიერთქმედებები მემბრანული ლიპიდური ბიშრის
სტაბილიზაციაში?
ვან დერ ვალსის ძალებით. ეს ბმა არის არაკოვალენტური ბმის ტიპი. ეს
ურთიერთქმედება უზრუნველყოს სწორედ ჰიდროფობულ ეფექტს რაც შესაბამისაზ
ზდის მემბრანის სტაბილიზაციას.
11. რა ძალებით ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და წყლის მოლეკულებთან ლიპიდის
მოლეკულები? რა ფენომენია “ჰიდროფობული ეფექტი“? რა არის ჰიდროფობული
ეფექტის ძირითადი მექანიზმი?
ვან დერ ვალსის ძალებით. ლიპიდების უნარი რომ დაუხამრებლად, ტავისით
წეარმოქმნას ლიპიდური მონოშრე არის ჰიდროფობული ეფექტი. მაგალითად, წყალში
უხსნადი მოლეკულების-ლიპიდების გახსნისას, ხდება ლიპიდების მოლეკულების
ერთად შეწეპება და წყლის მოლეკულებისგან განდევნა რაც შესაბამისად
წარმოქმნისლიპიდების მონიშრეს წყლის ზედაპირზე. მისი ძირითადი მექანიზმია
წყალბადური ბმების მაქსიმალიზაცია.

12. ჩამოთვალეთ ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მემბრანული ლიპიდური ბიშრის


სტაბილიზაციას.
მემბრანის სტაბილიზაცია ხორციელდება: ჰიდროფობული ეფექტით, ლიპიდების
კუდებში ვან დერ ვალსის ძალებით და თავებში წყალბადური და
ელექტროსტატიკური ძალების მეშვეობით.
13. რა ფუნქციას ასრულებენ ფოსფოლიპიდები მემბრანაში? დაახასიათეთ მემბრანული
ფოსფოლიპიდების ძირითადი თვისებები.
ფოსფოლიპიდების ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს მემბრანის შერჩევით-
განვლადობა. ამასთანავე ისინი მემბრანისთვის სამშენებლო ფუნქციას ასრულებენ, და
წარმართავენ უჯრედულ პროცესებს. ძირითადი თვიებებია: შერჩევითი განვლადობა,
დახურული სივრცეების წარმოქმნის უნარი, დაბალი განვლადობა წყლისა და
დამუხტული იონების მიმართ მაღალი განვლადობა გაზების და პატარა
მოლეკულების მიიმართ, ასიმეტრიულობა, დენადობა, მაღალი ელექტრული
წინაღობა.
14. დაახასიათეთ მემბრანული ფოსფოლიპიდების ძირითადი თვისებები. რა
განაპირობებს მემბრანული ფოსფოლიპიდების დახურული სივრცის წარმოქმნის
უნარს?
ძირითადი თვისებებია: შერჩევითი განვლადობა, დახურული სივრცეების წარმოქმნის
უნარი, დაბალი განვლადობა წყლისა და დამუხტული იონების მიმართ მაღალი
განვლადობა გაზების და პატარა მოლეკულების მიმართ, ასიმეტრიულობა, დენადობა,
მაღალი ელექტრული წინაღობა. დახურული სივრცეების წარმოქმნის უნარი
განპირობებია ფოსფოლოპიდების განსხვავებული ხსნადობით წყალში, ანუ იგი ქმნის
ბუნებრივ ბარიერს. და წარმოქმნის დახურულ სივრცეებს.

15. დაახასიათეთ მემბრანული ფოსფოლიპიდების ძირითადი თვისებები. ჩამოთვალეთ


ფაქტორები, რომლებიც ახდენენ გავლენას მემბრანული ლიპიდების დენადობაზე.
დენადობა- მასზე გავლენას ახდენს: ტემპერატურა, წნევა, ლიპიდების კუდებში
აცილური ჯაჭვის სიგრძისა და ორმაგი ბმების რაოდენობის ზრდა ზრდის მემბრანის
დენადობას, აცილური ჯაჭვების დაგრძელება ამცირებს მემბრანის დენადობას.
ტემპერატური მომატება ზრდის დენადობას.

16. აღწერეთ მემბრანული ლიპიდების მახასიათებლები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ


ბიშრის დენადობაზე. რა კავშირია მემბრანულ ლიპიდებში უჯერი ბმების არსებობასა
და ლიპიდური ბიშრის დენადობას და განვლადობას შორის? რა მოვლენები შეიძლება
გამოიწვიოს მემბრანის შემადგენლობაში უჯერი ფოსფოლიპიდების შემცველობის
მომატებამ?
დენადობა- მასზე გავლენას ახდენს: ტემპერატურა, წნევა, ლიპიდების კუდებში
აცილური ჯაჭვის სიგრძისა და ორმაგი ბმების რაოდენობის ზრდა ზრდის მემბრანის
დენადობას, აცილური ჯაჭვების დაგრძელება ამცირებს მემბრანის დენადობას.
ტემპერატური მომატება ზრდის დენადობას.
უჯერი ბმების არსებობა ამცირებს ვ.დ.ვ-ს ურთიერთქმედების ძალებს, ეს კი თავის
მხრივ ამცირებს სიბლანტეს და ზრდის მის დენადობას.
ორმაგი ბმების რაოდენობის ზრდა-ზრდის მემბრანის დენადობას
აცილური ჯაჭვების დაგრძელება-ამცირებს მემბრანის დენადობას
ტემპერატური მომატება-ზრდის მემბრანის დენადობას
17. აღწერეთ მემბრანული ლიპიდების მახასიათებლები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ
ბიშრის დენადობაზე. განმარტეთ როგორ იცვლება მემბრანული ლიპიდების ორმაგი
შრის დენადობა ცხიმოვანმჟავური ჯაჭვების სიგრძის გაზრდისას? დამოკლებისას?
აცილური ჯაჭვების დაგრძელება- ამცირებს მემბრანის დენადობას, დამოკლება-
ზრდის დენადობას.
18. როგორი მოძრაობა ახასიათებს მემბრანულ ლიპიდებს? როგორი სიხშირით
სრულდება ეს მოძრაობები?
ლიპიდებს ახასიათებს: საკუთარი ვერტიკალური ღერძის გარშემო მოძრაობა,
დიფუზიას მონოშრის ფარგლებში, და გადაადგილდება ბიშრეს შორისაც (ფლიპ-
ფლოპ). ფლიპ-ფლოპ მოითხოვს დიდი ენეგიას, რის გამოც ესეთი მოძრაობა
გაძნელებულია, ხორციელდება იშვიათად.
19. რა არის ლატერალური დიფუზია? რა მნიშვნელობა აქვს მას მემბრანის
ფუნქციონირებისათვის? მემბრანის რომელი ფუნქციების შესრულებას ხელს უწყობს
ლიპიდების ლატერალური დიფუზია?
ლატერალური დიფუზია არის ლიპიდის უნარი იმოძრაოს მემბრანის მონოშრეში. იგი
ხელს უწყობს მემბრანაში ფოსფოლიპიდების ასიმეტრიას, რაც შესაბამისად, ზრდის
მემბრანის ბარიერულ ფუნქციას და აძლიერების შერჩევით-განვლადობის უნარს.
20. როგორი მოძრაობა ახასიათებს მემბრანულ ლიპიდებს? მემბრანის რომელ თვისებებზე
პასუხისგებელია ლიპიდების შრეებსშორის გადასვლის (ფლიპ-ფლოპ) შეზღუდვა? რა
განაპირობებს ფლიპ-ფლოპ-ის შეზღუდვას?
ლიპიდებს ახასიათებს: საკუთარი ვერტიკალური ღერძის გარშემო მოძრაობა,
დიფუზიას მონოშრის ფარგლებში, და გადაადგილდება ბიშრეს შორისაც (ფლიპ-
ფლოპ). ლიპიდების ცალკეული მოლეკულების მემბრანის გარეთა და შიგა
მონოშრეებს შორის გადაადგილების უნარი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია
ცხიმოვანმჟავური ჯაჭვების სიგრძეზე. მაგ. მოკლე ქოლესტეროლის მოლეკულა
შედარებით ადვილად გადაადგილდება მემბრანის ერთი ზედაპირიდან მეორეზე.
21. დაახასიათეთ ქოლესტეროლი და მისი განლაგება და ფუნქცია მემბრანაში.
სხვადასხვა ტიპის მემბრანები განსხვავდებიან ქოლესტეროლის შემცველობის
მიხედვით. იგი ჰიდროფობულია და ამას განაპირობებს მისი მოლეკულის განლაგება
ლიპიდების ბიშრის შუა ფენაში, ლიპიდების ჰიდროფობული აცილურ ჯგუფებს
შორის. იგი ფოსფოლიპიდების აცილურ თავებთან ურთიერთქმედებს ვ.დ.ვ -ს
ძალებით. მისი ფუნქციაა მემბრანის სტაბილურობის შენარჩუნება.
22. რა გავლენას ახდენს ქოლესტეროლი ლიპიდური ბიშრის დენადობაზე სხვადასხვა
ტემპერატურის პირობებში?
ტემპერატურის გაზრდისას ქოლესტეროლი უზრუნველყოფს მემბრანის გამყარებას,
ანუ იგი ცდილობს მემბრანის დენადობის შემცირებას, გაზრდისას კი ქოლესტეროლი
ზრდის მემბრანის დენადობას.
23. ქოლესტეროლის რომელი სტრუქტურული უბაბი პასუხისმგებელია მემბრანის
დენადობის შენარჩუნებაზე დაბალი ტემპერატურის პირობებში?
OH შემცველი ჯგუფი დაბალ t-ზე ხელს უშლის მემბრანული ფოსფოლიპიდების
კუდების აცილური ჯგუფების მჭიდრო ჩალაგებას რაც უზრუნველყოფს დენადობის
შენარჩუნებას.
24. დაახასიათეთ ქოლესტეროლი და მისი განლაგება მემბრანაში; ქოლესტეროლის
რომელი სტრუქტურული უბაბი პასუხისმგებელია მემბრანის ზედაპირის
სიმტკიცეზე?
იგი მოთავსებულია ლიპიდების ბიშრის შუა ფენაში, ლიპიდების ჰიდროფობული
აცილურ ჯგუფებს შორის. იგი ფოსფოლიპიდების აცილურ თავებთან
ურთიერთქმედებს ვ.დ.ვ -ს ძალებით. ქოლესტეროლის OH ჯგუფების მემბრანული
ლიპიდების თავებთან ლოკალიზაცია ხელს უშლის ლიპიდების ლატერალურ
გადაადგილებას ლიპიდური მონოშრის სიბრტყეში, რაც ამცირებს მემბრანის
დენადობას.

25. აღწერეთ მემბრანასთან ასოცირებული ცილები: შემცველობა სხვადასხვა ტიპის


მემბრანებში, ამფიპატიკურობა, რა ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფენ.
მემრანასთან ასოცირებული ცილები-გლობულარული ცილებია.
ყველა მემბრანაში ვხვდებით სხვადასხვა რაოდენობის ციებს. მაგალითად, პლაზმურ
მემბრანაში არის 50% ცილა, მიტოქონდრიების მემბრანაში კი 75%. ცილების
ამფიპატიკურია. ისინი ხსნადია როგორც წყალში ისე ორგაულ გამხსნელებში.
26. დაახასიათეთ მემბრანული ცილები ლიპიდურ ბიშრეში განლაგების მიხედვით. რა
ფაქტორი განსაზღვრავს მათ განლაგებას მემბრანაში?
ბიშრეში განლაგების მიხედვით ვხვდებით ინტეგრალურ და პერიფერიულ ცილებს.
მათ განლაგებას განსაღვრავს ლიპიდების ნაწილებთან ურთიერთქმედება.
27. დაახასიათეთ პერიფერიული ცილები; რა კავშირები უზრუნველყოფს მემბრანული
პერიფერიული ცილების ლიპიდურ ბიშრესთან დაკავშირებას? რას წარმოადგენენ
ლიპიდური ღუზები?
პერიფერიული ცილები განლაგებლია მემბრანის მონოშრის ზედაპირზე გარეტა და
შიგა მხრიდან, ან ნაწილობრივ ჩაძირულია მემბრანის სივრცეში. პერიფერიული
ცილები დაკავშირებულია მემბრანის ფოსფოლიპიდების თავებთან
არაკოვალენტური-ელექტროსტატიკური ძალების მეშვეობით. ლიპიდური ღუზების
მეშვეობით პერიფერიულ ცილებს შეუძლიათ ლიპიდური ბიშრის მოლეკულებტან ან
ინტეგრალურ ცილებთან კავშირების წარმოქმნა.
28. დაახასიათეთ ინტეგრალური ცილები. რა კავშირები უზრუნველყოფს მემბრანული
ინტეგრალური ცილების ლიპიდურ ბიშრეში სტაბილიზაციას?
ინტეგრალური ცილები განჭოლავენ მემბრანას მთელ სისქეზე, მისი შიგა
ჰიდროფობული შრეების გავლით. მათ ამფიპათიკური თვისებები ახასიათებთ ანუ
ხსნადია როგორც წყალში, ისე ორგანულ გამხსნელებში. ამინომჟავათა ნაშთების
თანმიმდევრობა განსაზღვრავს ინტეგრალური ცილების ლიპიდურ შრეში განლაგებას.
მემბრანული ცილების სივრცული სტრუქტურის სტაბილიზაცია ამინომჟავების
ატომურ ჯგუფებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების
თერმოდინამიკური წონასწორობის კანონებით განისაზღვრება.
29. დაახასიათეთ ინტეგრალური ცილები. მემბრანული ცილების რომელი მონაკვეთი
სპირალიზირებულია? რა განსხვავებაა α და β სპირალებს შორის?
ინტეგრალური ცილები განჭოლავენ მემბრანას მთელ სისქეზე, მისი შიგა
ჰიდროფობული შრეების გავლით. მათ ამფიპათიკური თვისებები ახასიათებთ ანუ
ხსნადია როგორც წყალში, ისე ორგანულ გამხსნელებში. α და β სპირალები
განსხვავდება იმით, რომ ალფა შეიცავს 21-25 ამინომჟავას, ბეტა- 9-11(გენეტიკური
ეკონომიის მაგალითი)
30. დაახასიათეთ ინტეგრალური ცილები. რა ფუნქციებს ასრულებენ ინტეგრალური
მონოტროპული და მემბრანის მრავალჯერადად განმჭოლი ცილები?
მონოტროპლი ცილები მხოლოდ ერთხელ განწოლავს მემბრანას, გააჩნიათ მხოლოდ
ერთი ტრანსმემბრანული უბანი, ასეთი ცილები წარმოქნის რეცეპტორებს.
ზოგიერთი ინტეგრალური ცილა განწოლავს მემბრანას რამდენჯერმე, წარმოქმიან
არხებს, ტუმბოებს, ტრანსპორტერებს და ლიპიდების მოლეკულებთან სხვადასხვა
ტიპის კავშირს წამოქმნიან.
31. ახსენით მემბრანული ცილების ასიმეტრიული განლაგება მემბრანაში. დაახასიათეთ
გლიკოპროტეინები, გლიკოკალიქსი, ციტოჩონჩხის ცილები.
ცილებს აქვთ ასიმეტრიული განლაგება მემბრანაში, რაზეც მოქმედებს სხვადასხვა
თერმოდინამიკური კანონი. ცილების სტრუქტურის რღევავს დენტურაცია ეწოდება.
მემბრანა დიდი რაოდენობით შეიცავს გლიკოპროტეინებს, რომელთა
ნახშირწყლოვანი ნაწილიც არის მემბრანის გარეთ მოთავსებული. ეს განგალგება
განპირობებულია მისი ფუნქციით (სასიგნალო-სხვა უჯრედებთან კავშირის
დამყარების ფუნქცია). ეუკარიოტულ უჯრედში მემბრანის ზედაპირზე განლაგებული
ოლიგოსაქარიდების ჰიდროფობული უბნები წარმოქმნის გლიკოკალიქსს. შიგა
ზედაპირზე ციტოპლაზმაში მდებარე სპეციალიზირებული ცილები წარმოქმნის
ციტოჩონჩხის სტრუქტურებს, რომლებიც მონაწილეობენ პლაზმრი მემბრანის
კონფიგურაციის ფორმირებაში და ფოსფოლიპიდების ფუნქციის რეგულაციაში.
32. დაახასიათეთ მემბრანული ცილების მოძრაობის უნარიანობა. ახსენით მემბრანის
ასიმეტრია (ცილების და ლიპიდების), მისი მნიშვნელობა მემბრანის
ფუნქციონირებისათვის.
ცილები გადაადგილდებიან მემბრანული ბიშრის სიბრტყეში- ანუ ლატერალური
დიფუზიით, ზოგიერთი ცილა კი მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო
ვერტიკალურად. შეუძლებელია გადაადგილება ფლიპ-ფლოპით.
33. ჩამოთვალეთ უჯრედული ცილის ფუნქციები და განმარტეთ თითოეული მათგანი.
1.სტრუქტურული- უზრუნველყოფს უჯრედისა და სბუჯრედული ორგანელების
ფორმის შენარჩუნებას, უჯრედული ან სუბუჯრედული მემბრანების ქრომოსომებთან
ან ციტოჩონჩხთან კავშირს. პასუხს აგებენ მექანიკურ თვისებებზე(ელასტიურობა)
2. სატრანსპორტო- უზრუნველყოფენ იონების ტრანსპორტს, მონაწილეობენ მემბრანის
გავლით განსაზღვრული ნივთიერებების ნაკადების ფორმირებაში.
3. შემაკავშირებელი ცილები- მონაწილეობს უჯრედშორისი კონტაქტების
ფორმირებასა და ურთიერთქმედებების განხორციელებაში.
ადჰეზიური ცილები(შემაკავშირებელი ცილები)- უჯრედების ერთმანეთთან და
უჯრედგარე კონტაქტების შეკავშრებისთვის
სპეციალიზირებული უჯრედშორისი კონტაქტების წარმოქმნაში მონაწილე ცილები
4.სასიგნალო ცილები-რეცეპტორები რომლებიც მონაწილეობენ სიგანლების
გადაცემაში.
5. ფერმენტული ცილები-მედიატორების წარმომქნელ-გადამტანი ცილები.
34. რაში მდგომარეობს მემბრანის შერჩევითი განვლადობა? როგორი ნაწილაკების
მიმართაა განვლადი მემბრანის ლიპიდური ბიშრე?
მემბრანის შერჩევით-განვლადობა გულისხმობს სხვადასხვა ნივთიერების
განსხვავებულ გამტარიანობას მემრანაში. ნივთიერებების გავლა დამოკიდებულია
მოლეკულის ზომაზე, მუხტზე და პოლარობაზე. იგი განვლადია მცირე ზომის,
მუხტის არმქონე, არაპოლარული მოლეკულების მიმართ. ასევე დაბალმოლეკულური
ნეიტრალური ნაერთების მიმართ - წყალი, შარდოვანა.
35. ენერგეტიკული თვალსაზრისით, რა ტიპის ტრანსპორტი ხორციელდება მემბრანის
გავლით? რა მექანიზმები უზრუნველყოფს მემბრანაში ნივთიერებების ტრანსპორსტს?
აქტიური და პასიური. ნივთიერებების ტრანსპორტის სხვადასხვა მექანიზმები
არსებობს როგორიცაა: ტუმბოები, არხები, გადამტანები და სხვა.
36. დაასახელეთ ენერგიის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიით პასიურ
ტრანსპოტს მემბრანაში. ჩამოთვალეთ მემბრანის პასიურ ტრანსპორტის ენერგეტიკულ
უზრუნველყოფაში მონაწილე გრადიენტები.
პასიური ტრანსპორტი-გრადიენტის ენერგია. (ელექტრული გრადიენტი,
ელექტროქიმიური და კონცენტრაციული)
37. როგორ მიმდინარეობს მემბრანაში წყლის ტრანსპორტი? ტრანსპორტის რომელ ტიპს
მიეკუთვნება წყლის ტრანსპორტი მემბრანაში?
წყლის ტრანსპორტი მიეკუთვნება პასიურ ტრანსპორტს, ეწოდება ოსმოსი. შეიძლება
განხორციელდეს დროებითი ფორების წარმოქმნით ცილებისა და ლიპიდების
მოძრაობის ხარჯზე, აგრეთვე აქვაფორინების მეშვეობით.
38. განმარტეთ პასიური ტრანსპორტი და ჩამოთვალეთ პასიური ტრანსპორტის სახეები.
განმარტეთ კონცენტრაციული, ელექტრული და ელექტროქიმიური გრადიენტი.
პასიურია ტრანსპორტი რომელიც ატფ-ს ენერგიის დახარჯვას არ საჭიროებს, იგი
მოძრაობაა მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ. იყენებს გრადიენტის ენერგიას.
კონცენტრაციული გრადიენტი- მუხტის არ მქონე მოლეკულების პასიური
ტრანსპორტი კონცენტრაციუი გრადიენტით მიმდინარეობს.
რაც შეეხება, დამუხტულ ნაწილაკებს, ასეთი მოლეკულების ტრანსპორტში
მონაწილეობას იღებს როგორც კონცენტრაციული ისე ელექტრული გრადიენტები.
თავდაპირველად კონცენტრაციული, შემდეგ ელექტრული. ამ 2 გრადიენტის
ერთობლიობას ელექტროქიმიური გრადიენტი ეწოდება.
39. განმარტეთ დიფუზიის მოვლენა. რომელი ნაწილაკები გადაადგილდება მემბრანაში
დიფუზიის გზით? დაასახელეთ დიფუზიის ენერგეტიკული უზრუნველყოფის წყარო.
დიფუზია - ნივთიერების გრადიენტის (კონცენტრაციული, ელექტრული ან
ელექტროქიმიური) მიმართულებით გადაადგილების თვითინდუცირებული
პროცესია, რომელიც ხორციელდება მოლეკულების ან იონების სითბური ქაოსური
მოძრაობის ხარჯზე. იგი ბიოლოგიური ტრანსპორტის უმარტივესი მექანიზმია;
მიმდინარეობს ყველა ტიპის უჯრედებში, ორგანელებში, კომპლექსურ ქსოვილებში
და ორგანოების სისტემებში.
იგი ყოველთვის მიმართულია მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი
კონცენტრაციის არისკენ.
40. ჩამოაყალიბეთ ფიკის კანონი. რა სიდიდეებზეა დამოკიდებული დიფუზიის სიჩქარე?
განმარტეთ რა სიდიდეებზეა დამოკიდებული დიფუზიის კოეფიციენტი.
ფიკის კანონის თანახმად, ნივთიერების დიფუზიის სიჩქარე მისი კონცენტრაციული
გრადიენტისა და მემბრანის მონაკვეთის ფართობის პირდაპირ პროპორციულია. (აქვს
ფორმულა) dm/dt=-DSdC/dx პროპორციულობის კოეფიციენტი - დიფუზიის
კოეფიციენტია. რაოდენობრივად უდრის ნივთიერების რაოდენობას, რომელიც
დიფუნდირებს მემბრანაში ფართობის ერთეულზე დროიუს ერთეულის განმავლობაში,
როდესაც კონცენტრაციული გრადიენტი ერთის ტოლია (dC/dx=1). დიფუზიის
კოეფიციენტი დამოკიდებულია ნივთიერების ბუნებაზე და ტემპერატურაზე.
41. განმარტეთ დიფუზიის მოვლენა. მოიყვანეთ დიფუზიის მაგალითები ბიოლოგიურ
სისტემებში.
დიფუზია - ნივთიერების გრადიენტის (კონცენტრაციული, ელექტრული ან
ელექტროქიმიური) მიმართულებით გადაადგილების თვითინდუცირებული
პროცესია, რომელიც ხორციელდება მოლეკულების ან იონების სითბური ქაოსური
მოძრაობის ხარჯზე. მაგალითად, კაპილარებში ნახშირორჯანგი დიფუნდირებს
სისხლის პლაზმიდან ერითროციტებში.
42. განმარტეთ დიფუზიის მოვლენა. როგორ იცვლება ხსნარის მოცულობა და
კონცენტრაცია მემბრანის ორივე მხარეს დიფუზიის დროს?
დიფუზიის დროს უნდა გათანაბრდეს კონცენტრაციები ხნარის ორივე მხარეს.
43. განმარტეთ დიფუზიის მოვლენა. იცვლება თუ არა დიფუზიის სიჩქარე დიფუზიის
მიმდინარეობის პროცესში? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
რაც უფრო დიდია მოლეკულების სითბური ენერგია, მით უფრო სწრაფია დიფუზია,
შესაბამისად დიფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია ტემპერატურაზე. აგრეთვე
დიფუნდირებადი მოლეკულების ზომებზე: დიფუზია მით უფრო სწრაფად
მიმდინარეობს, რაც უფრო მცირეა მოლეკულების ზომა.
44. განმარტეთ და დაახასიათეთ ოსმოსი, როგორც ფიზიკური მოვლენა. რა განსხვავებაა
დიფუზიასა და ოსმოსს შორის? როგორ იცვლება ხსნარის მოცულობა მემბრანის ორივე
მხარეს დიფუზიის და ოსმოსის პირობებში?
ოსმოსი გამხსნელის მოლეკულების დიფუზიის პროცესია. ანუ ეს არის წყლის
მოძრაობა ნახევრადგამტარ მემბრანაში გახსნილი ნივთიერების დაბალი
კონცენტრაციის არიდან მაღალი კონცენტრაციის არეში. დიფუზია - იგი ყოველთვის
მიმართულია მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არისკენ.
ოსმოსი- ეს არის წყლის მოძრაობა ნახევრადგამტარ მემბრანაში გახსნილი
ნივთიერების დაბალი კონცენტრაციის არიდან მაღალი კონცენტრაციის არეში.
ოსმოსის დროს ხსნარის მოცულობა ორივე მხარეს იცვლება-წონასწორდება.
დიფუზიის დროს თუ მემბრანა განვლადია X მოლეკულებისთვის, ეს მოლეკულები
დაიწყებენ გადაადგილებას კონც. გრადიენტის მიმართულებით ისე, რომ დროის
განსაზღვრული ინტერვალის შემდეგ ამ მოლეკულის კონცენტრაცია ორივე მხარეს
გათანაბრდება და დამყარდება წონასწორული მდგომარეობა.
45. განმარტეთ ოსმოსური წნევის ცნება. რა განსაზღვრავს ოსმოსურ წნევას ვანტჰოფის
განტოლების მიხედვით? რას გვიჩვენებს არეკვლის კოეფიციენტი ოსმოსის დროს?
განმარტეთ მისი ფიზიკური არსი.
ძალას, რომელიც ოსმოსურად აქტიური გახსნილი ნაწილაკების გრადიენტის არსებობის
პირობებში იწვევს გამხსნელის მოლეკულების მოძრაობას, ოსმოსური წნევა ეწოდება.ვანდ
ჰოფის განტოლების მიხედვით ხსნარის ოსმოსური წნევა გახსნილი ოსმოსურად აქტიური
ნივთიერების კონცენტრაციისა და ტემპერატურის პირდაპირპროპორციულია:

Δπ=σnRTΔC
არეკვლის კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ როგორ გადის ნივტიერება მემბრანაში,
მაგალითად თუ იგი უდრის 0-ს ნივთიერება დაუბრკოლებლად გადის.
46. განმარტეთ ოსმოსურად აქტიური ნაწილაკების ცნება. რა დამოკიდებულებაა
ოსმოსურად აქტიური ნაწილაკების კონცენტრაციული გრადიენტსა და ოსმოსური
წნევის მოქმედების მიმართულებას შორის?

47. განმარტეთ ოსმოსური წნევის ცნება. რა განსაზღვრავს ოსმოსურ წნევას - გახსნილი


ნივთიერების მოლეკულების მასა, თუ მოლეკულების რაოდენობა მოცულობის
ერთეულში?
მოლეკულების რაოდენობა მოცულობის ერთეულში

48. განმარტეთ ხსნარის ოსმოლარობა. როგორ განისაზღვრება ხსნარის ოსმოლარობა?


რაზეა დამოკიდებული ოსმოსის კოეფიციენტი? იზოოსმოსურია თუ არა შემდეგი
ხსნარები: 1M CaCl2 და 2M NaCl?
ხსნარის მოცულობის ერთეულში გახსნილი ნაწილაკების საერთო რაოდენობას
(კონცენტრაციას) ხსნარის ოსმოლარობას უწოდებენ.
თუ ორი ხსნარი შეიცვას გახსნილი ნივთიერებების ერთსა და იმავე რაოდენობას
ასეთი ხსნარი იზოოსმოსურია.
49. განმარტეთ ტონურობა (ჰიპერტონური, იზოტონური და ჰიპოტონური ხსნარები); რაში
მდგომარეობს სხვაობა ოსმოლარობას და ტონურობას შორის?
ტონურობა არის თვისება, რომელიც ასახავს წყლის მოძრაობის მიმართულებას
უჯრედულ მემბრანაში შიგნით ან გარეთ.
იზოტონური ხსნარი შეიცავს ოსმოსურად აქტიური გახსნილი ნაწილაკების იგივე
კონცენტრაციას, რაც მემბრანით შემოსაზღვრული ხსნარი (ციტოპლაზმა). ორი ხსნარი
იზოტონურია იმ შემთხვევაში, როდესაც ჯამური წყლის ნაკადი მემბრანული
ბარიერის გავლით ნულის ტოლია. ჰიპერტონული ხსნარები შეიცავენ ოსმოსურად
აქტიური ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციის მემბრანით შემოსაზღვრულ ხსნართან
შედარებით. როდესაც უჯრედი მოთავსებულია ჰიპერტონულ ხსნარში, წყალი
დიფუნდირებს უჯრედიდან გარეთ, რაც იწვევს უჯრედის შეჭმუხვნას.
ჰიპოტონური ხსნარი შეიცავს ოსმოსურად აქტიური გახსნილი ნაწილაკების
შედარებით დაბალ კონცენტრაციას მემბრანით შემოსაზღვრულ ხსნართან
შედარებით. როდესაც უჯრედი მოთავსებულია ჰიპოტონურ ხსნარში, წყალი
დიფუნდირებს უჯრედის შიგნით, რაც იწვევს უჯრედის გაბერვას და შესაძლებელია
მისი გასკდომა. სხვაობა- ტონურობა, დამოკიდებულია გახსნილი ნაწილაკების
ტვისებებზე. ტონურობა დამოკიდებულია გახსნილი ოსმოსურად აქტიური ნაწილაკების
რაოდენობაზე  ხსნარის მოცულობის ერთეულში და ასახავს იმ განსხვავებულ ოსმოსურ
წნევას, რომელზედაც ეს ნაწილაკები პასუხისმგებელი არიან. ტონურობა ასახავს წყლის
მოძრაობის მიმართულებას მემბრანაში (შიგნით ან გარეთ).
50. განმარტეთ ხსნარის ოსმოლარობა. დაახასიათეთ როგორია ცოცხალ ორგანიზმში
უჯრედის შიგა და გარეთა არეების ოსმოლარობა ფიზიოლოგიურ პირობებში.
ხსნარის მოცულობის ერთეულში გახსნილი ნაწილაკების საერთო რაოდენობას
(კონცენტრაციას) ხსნარის ოსმოლარობას უწოდებენ.
თუ ორი ხსნაირდან ერთ-ერთი მეტი კონცენტრაციით გამოირჩევა იგი არის
ჰიპეროსმოსური, წინააღმდეგ შემთვევაში ჰიპო.
51. რას ასახავს ხსნარის ტონურობა? როგორი ხსნარი უნდა გამოიყენონ ინტრავენური
გადასხმისთვის და რატომ?
ტონურობა არის თვისება, რომელიც ასახავს წყლის მოძრაობის მიმართულებას
უჯრედულ მემბრანაში შიგნით ან გარეთ. იგი ასახავს ოსმოსური ეფექტის
გამოვლინებას უჯრედის მოცულობაზე, ან უჯრედის რეაქციას ხსნარზე.
ინტრავენური- გადასხმისას აციებელია იზოტონური ხსნარი
52. რას ასახავს ხსნარის ტონურობა? რას უდრის NaCl-ის კონცენტრაცია (%-ში)
ფიზიოლოგიურ ხსნარში? რატომ? დაასაბუთეთ.
ტონურობა არის თვისება, რომელიც ასახავს წყლის მოძრაობის მიმართულებას
უჯრედულ მემბრანაში შიგნით ან გარეთ. იგი ასახავს ოსმოსური ეფექტის
გამოვლინებას უჯრედის მოცულობაზე, ან უჯრედის რეაქციას ხსნარზე.
0,9% რადგან ეს პროცენტულობა არის ერითროციტებისთვის იზოტონური
53. განმარტეთ ტონურობა. უჯრედის შიგთავსის მიმართ როგორი ხსნარია
ფიზიოლოგიური ხსნარი - იზოტონური, ჰიპერტონური თუ ჰიპოტონური?
ტონურობა არის თვისება, რომელიც ასახავს წყლის მოძრაობის მიმართულებას
უჯრედულ მემბრანაში შიგნით ან გარეთ. იგი ასახავს ოსმოსური ეფექტის
გამოვლინებას უჯრედის მოცულობაზე, ან უჯრედის რეაქციას ხსნარზე.
ფიზიოლოგიური ხსნარი არის იზოტონურიი

54. განმარტეთ ფილტრაციის მოვლენა. როგორ გამოითვლება ფილტრაციის სიჩქარე?


ფილტრაცია (მარტივი პასიური ტრანსპორტი) - სითხის ტრანსმემბრანული
გადაადგილება მემბრანაში არსებული ფორების საშუალებით ჰიდროსტატიკური
წნევის (სითხის დამატებითი წნევა) ზემოქმედებით.
ფილტრაციის სიჩქარე დამოკიდებულია ფორის რადიუსზე, ფორის სიგრძეზე,
სითხის სიბლანტეზე, წნევების სხვაობაზე ფორის დასაწყისში და ბოლოში,
ფილტრირებული სითხის მოცულობაზე. dV/dt გამოითვლება პუაზეილის
განტოლების მიხედვით.
55. რა განაპირობებს სისხლძარღვებში ჰიდროსტატიკური წნევის წარმოქმნას? იცვლება
თუ არა სისხლის ჰიდროსტატიკური წნევა კაპილარის მთელ სიგრძეზე?
გულის კუმშვითი მუშაობით განპირობებული დამატებითი ჰიდროსტატიკური წნევა.
კი სისხლის ჰიდროსტატიკური იცვლება.
56. რა კავშირია ოსმოსურ და ონკოზურ წნევებს შორის? რა განაპირობებს ონკოზური, ანუ
კოლოიდ-ოსმოსური წნევის არსებობას?
სისხლის პლაზმის ცილები წარმოქმნიან ონკოზურ წნევას. იგი მოქმედებს
ჰიდროსტატიკური წნევის საწინააღმდეგოდ.
57. რა წნევები მოქმედებს კაპილარის კედელზე (სისხლის და ინტერსტიციული სითხის
მხრიდან)? აღწერეთ წნევათა ბალანსი კაპილარის კედელზე მის არტერიულ და ვენურ
ბოლოში.
4 წნევა: სისხლის ჰიდროსტატიკური, სისხლის ონკოზური, ინტესტიციუმის
ჰიდროსტატიკული და ინტერსტიციუმის ონკოზური. სისხლის ჰიდროსტატიკური
წნევა უფრო მაღალია კაპილარის არტერიულ ბოლოში და მცირდება ვენურ ბოლოში.
ონკოზური წნევა არ იცვლება მთელ სიგრძეზე კაპილარის.
ინტესტიციური სითხის ონკოზური და ჰიდროსტატიკური მუდმივია კაპილარის
მთელ სიგრძეზე.
58. რა მექანიზმები განსაზღვრავს სითხის გადანაწილებას და მოძრაობის მიმართულებას
კაპილარსა და ინტერსტიციულ სითხეს შორის?
ფილტრაციისა და რეაბსორბციის პროცესი.
59. რამ შეიძლება გამოიწვიოს კაპილარებში სითხის ფილტრაციისა და რეაბსორბციის
პროცესებს შორის წონასწორობის დარღვევა? მოიყვანეთ შეშუპების განვითარების
მაგალითები.
ეს შეიძლება მოხდეს სითხის დიდი რაოდენობით მიღების, სხვადასხვა ხსნარების
ინტრავენური ინფუზიის ან დეჰიდრატაციის, კაპილარებში სისხლის წნევის
მომატების, სითხის დაკარგვით გასტროენტერალური ტრაქტის, ან ოფლიანობის
შედეგად. 
გულის ტოტალური უკმარისობით განპირობებული არტერიული წნევის დაქვეითება
იწვევს თირკმლებში მარილებისა და წყლის ექსკრეციის შემცირებას და ვენური სტაზის
განვითარებას. კაპილარებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატება და ფილტრაციის
გაძლიერება ინტერსტიციული სითხის მოცულობას ზრდის და განავითარებს შეშუპებას. 
60. როგორ იცვლება სითხის გადანაწილება კაპილარსა და ინტერსტიციულ სითხეს
შორის შიმშილობის დროს? ცილით გამდიდრებული დიეტის დროს? მწვავე სხივური
დაავადების დროს?
შიმშილობისა და ცილით გამდიდრებული დიეტის დროს ქვეითდება ონოზური წნევა
რაც არღვევს ბალანსს ფილტრაციასა და რეაბსორბციას შორის.
მწვავე სხივური დაავადების დროს დასხივებული მუკოპოლისაქარიდების
დეპოლიმერიზაცია კაპილარის კედლის ხელს უწყობს განვლადობის მომატებას და
მაღალმოლეკულური ნაერთების სისხლიდან უჯრედშორის არეში დიფუზიას. ამის
შედეგად მცირდება სისხლის ონკოზური წნევა, ეს ხელს უწყობს ვენურ კაპილარებში
სითხის რეაბსორბციის დარღვევას და ქსოვილებში შეშუპების განვითარებას.

61. რა განსხვავებაა მარტივ დიფუზიასა და გაადვილებულ დიფუზიას შორის? რომელი


ტრანსპორტი (მარტივი დიფუზია თუ გაადვილებული პასიური ტრანსპორტი) უფრო
სწრაფია? რომელი ნაწილაკების გადატანას უზრუნველყოფს გაადვილებული პასიური
ტრანსპორტის მექანიზმი?

მარტივი დიფუზია არის თვითინდუცირებული პროცესი, ხოლო გაადვილებული


დიფუზია ხორციელდება დამხმარე მოლეკულების მეშვეობით. შესაბამისად,
გაადვილებული უფრო სწრაფია. ასე გადაიტანება მაგალითად გლუკოზის
მოლეკულები.

62. აღწერეთ მემბრანული სატრანსპორტო ცილები. დაახასიათეთ მემბრანის


ფიქსირებული და მოძრავი გადამტანები.
მემბრანული სატრანსპორტო ციებია ტრანსლოკაზები.  ისინი პასუხს აგებენ
მემბრანის განვლადობაზე პოლარული გამხსნელების მიმართ. გადამტანების
საშუალებით გადაიტანება ნივთირებები, რომლებსაც არ გააჩნიათ მემბრანაში
მარტივი დიფუზიის უნარი.

 არსებობენ ფიქსირებული და მოძრავი გადამტანები: 1. მემბრანის ფიქსირებული გადამტანის


სუბერთეულები წარმოქმნიან ჰიდროფილურ არხს, რომელიც იხსნება ორივე მიმართულებით
სუბერთეულების კონფორმაციული ცვლილებების შედეგად. იგი შეღწევადია მხოლოდ
განსაზღვრული ზომისა და მუხტის მქონე ნაწილაკებისთვის;

2. მემბრანის ფიქსირებული არხი იხსნება მხოლოდ ერთი მხრიდან სპეციფიკურ ლიგანდებთან


შეერთების შემდეგ. ტრანსპორტირების შემდეგ მიერთებული ნაერთები თავისუფლდება
მემბრანის მეორე მხარეს. 
3. ნაერთების გადატანა ხდება მემბრანის სიბრტყეში მოძრავი გადამტანის გადაადგილების ან 180
გრადუსით შემობრუნების შედეგად.

63. რა განსხვავებაა გაადვილებული პასიური და მარტივი პასიური ტრანსპორტის


კინეტიკაში? რაში მდგომარეობს გაჯერების ფენომენი?
მარტივი დიფუზიისგან განსხვვავებით გადამტანის საშუალებით განხორციელებული
ნივთიერების პასიური ტრანსპორტის დროს მოძრაობის ინტენსიობა გადასატანი
ნივთიერების ტრანსმემბრანულ კონცენტრაციული გრადიენტის გარდა
დამოკიდებულია გადამტანის მოლეკულების რაოდენობაზე, მათი ბრუნვის
სიჩქარეზე და გადამტანის აფინობაზე სუბსტრატების მიმარ. კონცენტრაციული
გრადიენტის ზრდასთან ერთად ტრანსპორტის ინტენსიფიკაცია უფრო ნელა
მიმდინარეობს, ეს განპირობებულია გაჯერების ფენომენით. გაჯერების ფენომენი
მოძრავ გადამტანებში.
64. რაში მდგომარეობს გაჯერების ფენომენი? რა ფაქტორებზეა დამოკიდებული
გაადვილებული დიფუზიის დროს ნივთიერების გადატანის ინტენსივობა?
გადამტანი მოლეკულების გრადიენტის ზრდა, ზელს უწყობს ტრანპოსრტის
ინტენსიფიკაციას(გაადვილებას).
65. დაახასიათეთ მემბრანული არხები; რას ემსახურება არხების დეჰიდრატაციული
ფილტრი? რომელ არხებს გააჩნიათ დეჰიდრატაციული ფილტრი?

არხები - მულტიპლეტური სუბერთეულების შემცველი ტრანსმემბრანული დომენის


მქონე ინტეგრალური ცილებია, რომლებიც მთელ სისქეზე განჭოლავენ მემბრანას.
არხები წარმოქმნიან წყლით სავსე ფორებს, რომელთა საშუალებით ჰიდროფილური
ნაერთები მოძრაობენ მემბრანაში, როგორც თავისუფალ ხსნარში.
66. დაახასიათეთ მემბრანული არხები სელექციურობის ხარისხის მიხედვით.
დაბალსელექციური არხები შერჩევადია მხოლოდ ანიონებისა და კათიონების მიმართ;
მაღალსელექციური არხები შერჩევადია იონთა ზომის მიხედვითაც. არხის
სელექციურობა განისაზღვრება სპეციფიკური ამინომჟავური შემადგენლობით.

67. დაახასიათეთ მემბრანული არხები განვლადობის მიხედვით (მართვადი და


არამართვადი არხები)
არამართვადი(ჟონვადი) არხების- განვლადობა იონური ნაკადის მიმართ დროში არ
იცვლება.
მართვადი არხების ფუნქციონირების დროს გადასატანი ნივთიერების ნაკადის
ინტენსივობა დამოკიდებულია არხის კონფორმაციაზე, მის აქტიურ და
ინაქტივირებულ მდგომარეობაზე, რომელიც რეგულირდება „ჭიშრის მექანიზმის“
საშუალებით.
68. დაახასიათეთ გლუკოზის სატრანსპორტო სისტემები მათი ლოკალიზაციის
მიხედვით, მოქმედების მექანიზმის მიხედვით (ინსულინდამოკიდებული და
ინსულინდამოუკიდებელი).
გლუკოზის პასიური ტრანსპორტი უჯრედულ მემბრანაში სპეციპილური
გადამტანების გლუტების საშუალებით ხორციელდება.არსებობს სულ 5 სახის
გლუტი , რომელიც სპეციალურ ფუნქციას ასრულებს და პასუხისმგებელია გლუკოზის
შეტვისებაზე სხავდასხვა უჯრედში და ორგანიზმის სხავდასხა ნაწილებში.
GLUT 1
გვხვდება ძუძუმწოვრების ყველა ქსოვილში.
მისი ფუნქციაა გლუკოზის მომარაგება და მოხმარება
ინსულინდამოუკიდებელია
GLUT2
გვხვდება ღვიძლში და პანკრეასისის ბეტა უჯრედებში
1. პანკრეასში ის არსულებს ინსულინის სეკრეციის რეგულატორის როლს
2.ღვიძლში შთანთქავს ჭარბ გლუკოზას, ინახავს მას და გარდაქმნის გლიკოგენად
ინსულინდამოუკიდებელია
GLUT3
გვხვდება ძუძუმწოვრების ყველა ქსოვილში
მისი ფუნქციაა გლუკოზის ბაზალური მოხმარება
ინსულინდამოუკიდებელია
GLUT4
გვხვდება კუნთოვან და ცხიმოვან უჯრედებში
აქტიურდება კუნთოვანი უჯრედების პალზმურ მემბრანაში ფიზიკური დატვირთვის
დროს.
ინსულინდამოკიდებულია
GLUT5
გვხვდება წვრილ ნაწლავებში
მაღალაფინურია ფრუქტოზის მიმართ
ინსულინდამოუკიდებელია.
69. დაახასიათეთ K + -ის და Na + -ის არხები; ახსენით ამ არხების სელექციურობის
ფენომენი
კალიუმის არხი სხვადასხვა ქსოვილის უჯრედების პლაზმურ მემბრანაზე არსებობს.
მისი დიამეტრი არის 0.3ნმ. არსებობს 3 სახის : 1. პოტენციადამოკდიებული
2.ლიგანდდამოკიდებული
3.ატფ–დამოკიდებული
კალიუმის არხის შემადგენელი ცილა არის ტეტრამერი, არამართვადი კაილუმის არხი
მუდმივად ღიაა და ისინი მუდმივად ატარებს კალიუმის იონებს ცოცხალი უჯრედის
ნებისმიერი ფუნქციური მდგომარეობის დროს. მოქმედებს კონცენტრაციული
გრადიენტის მიამრთულებით – უჯრედიდან, უჯრედშორის სივრცეში.
 მართვადი კალიუმის არხი მოსვენების მდგოამრებაშ დახურულია. როდესაც
მემბრანული პოტენციალის ზრდაიეყება ანუ ის გაიზრდება დაგასცდება –70მვ–ს, მაშინ
არხი გააქტიურდება.
მართვადი პოტენციალდამოკიდებული კალიუმის არხის ცილა შეიცავს პოტენციალ–
მგრძნობიარე პერეგერიულ დომენს.

ნატიურმის არხი მართვადი არხია. მისი შემადგენელი ცილაკი მონომერია, რომელიც


ერთ ჯაჭვში 4 პოლიპეპტიდს ხოლო თითო პოლიპეპტიდში 6 ტრანსმემბრანულ
სეგმეტს შეიცავს.
1.პოტენციალდამოკიდებულ სენსორს
2.იონის მუხტის დ ზომების მიმართ მგრძნობიარე სელექციურ ფილტრს
3.არხის გაამაქტივებელ საიტს
4.არხის მაბლოკირებელ საიტს.
ნატიურმის არხი ახორციელებს ნატრიუმის იონების ტრანსპორტს უჯრედის შიგნით
ელექტროქიმიური გრადიენტის მიამრთულებით. ნატიურმის არხები მხოლოდ
სპეციაური სიგნალის, ანუ აღზნების დროს აქტიურდება.
გამონაკლისი : თალის ბადურის ჩხირების(რომელბის ჩავ–თეთრ მხედველობაზე არიან
პასუხისმგებელნი)  მემბრანაზე განალგებულია ნატიურმის არხები. ისინი აღზენიბის
დროს პიქირით იხურებიან, ხოლო მოსვენების მდგოამრეობის დროს იხსნებიან.

70. დაახასიათეთ Ca2+ პოტენციალდამოკიდებული არხები.


კალციუმის არხები განივზოლიანი კუნთოვანი უჯრედების სარკოპლაზმური
რეტიკულუმის მემბრანაზე არიან განლაგებული.
ისინი მართვადი, პოტენციალდამოკიდებული არხებია, რომლებიც მხოლოდ
ქსოვილის აღზნების დროს ფუნქციონირებენ. 

You might also like