You are on page 1of 10

მიტოქონდრია და ციტოპლაზმური მემკვიდრეობითობა

ძალიან საკვანძო ინფორმაციები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია:


1. მიტოქონდრიები აქვს ეუკარიოტებს, მაგრამ პროკარიოტებსა და ვირუსებს- არ აქვს;
2. მიტოქონდრიებს აქვს ორმაგი მემბრანა და ეს მემბრანები განსხვავდება ფუნქციითა და
აგებულებით: გარე მემბრანა გლუვია და სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს; შიგნითა
მემბრანა კრისტებს ანუ ქედებს წარმოქმნის და ატფ-ის მოლეკულებს ასინთეზებს;
3. მიტოქონდრიებს აქვს საკუთარი გენეტიკური აპარატი (რგოლისებრი, ორჯაჭვიანი დნმ);
4. საკუთარი დნმ-ის გამო, მიტოქონდრია, ისევე როგორც პლასტიდები, ნახევრადავტონომიური
ორგანელაა.
5. მიტოქონდრიებს აქვს ცილის სინთეზის საკუთარი აპარატი: რიბოსომები და სამივე სახის რნმ;
6. მიტოქონდრიებში, კერძოდ კი მათ მატრიქსში, ხდება ცილებისა და ნუკლეინის მჟავების
სინთეზი (დნმ-ის გაორმაგება ანუ რეპლიკაცია, რნმ-ის სინთეზი, ცილების სინთეზი ანუ
ტრანსლაცია. სხვა სიტყვებით, აქ მიმდინარეობს მატრიცული რეაქციები);
7. მატრიქსში მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავებისა და პირუვატის დაჟანგვაც ჟანგბადის
მონაწილეობით (კრებსის ციკლი ანუ ლიმონმჟავის ციკლი, იგივე უჯრედული სუნთქვა);
8. მიტოქონდრიები განაპირობებს ციტოპლაზმურ მემკვიდრეობითობას;
9. მიტოქონდრიები და მიტოქონდრიული გენები შთამომავლობას დედისგან გადაეცემა;
10. მიტოქონდრიების გამრავლება (გაორმაგება) ძველი მიტოქონდრიების დაკვირტვით
(ფრაგმენტაციით) ან გაყოფით ხდება.
11. მიტოქონდრიები, სიმბიოგენეზური ჰიპოთეზის მიხედვით, აერობული პროკარიოტების
შთამომავლებია. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მიტოქონდრიული რიბოსომები ბაქტერიების
რიბოსომების მსგავსია და განსხვავდება ციტოპლაზმისა და მარცვლოვანი ენდოპლაზმური
ბადის რიბოსომებისგან.
12. მიტოქონდრიული ცილების დიდ ნაწილს ბირთვული დნმ აკოდირებს და ეს ცილები
ციტოპლაზმის თავისუფალ რიბოსომებზე სინთეზდება. შემდგომში კი მიტოქონდრიებში
გადაიტანება (ტრანსლოკაზებით ანუ ცილა-გადამტანებით).

1. რა არის მიტოქონდრია? ჩანს თუ არა სინათლის მიკროსკოპში?


მიტოქონდრია არის ორგანელა, რომელიც უჯრედს ენერგიით ამარაგებს. „მიტოქონდრია“ ბერძნული
სიტყვაა და ნიშნავს „მიტოს“- ძაფს,
„ქონდრიონ“- მარცვალს. მას ასეთი
სახელი აგებულების გამო ეწოდა:
ზოგიერთ უჯრედში ძაფისებრი ფორმა
აქვს (წაგრძელებული), ზოგიერთში კი-
მარცვლის ფორმის მქონეა (მრგვალი).
მიტოქონდრიები პირველად 1850 წელს
აღმოაჩინეს კუნთოვან უჯრედებში. ეს
ორგანელები კარგად ჩანს სინათლის მიტოქონდრია: მარცხნივ ძაფის ფორმის (წაგრძელებული),
მარჯვნივ- მარცვლის ფორმის (მრგვალი).
მიკროსკოპში, შესაბამისად, სინათლის
მიკროსკოპით შეიძლება დავათვალიეროთ მათი რაოდენობა, ფორმა და განლაგება. თუმცა
მიტოქონდრიის შიგნითა აგებულების შესწავლა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპითაა
შესაძლებელი. ძაფისებრი მიტოქონდრიების სიგრძე 10 მკმ-ზე მეტიც შეიძლება იყოს, ხოლო
სფერული მიტოქონდრიებისა- მიკრომეტრის მეათედი. მიტოქონდრიები უჯრედებში ათობით,
ასობით და ათასობითაა.
2. რომელ ორგანიზმებში გვხვდება მიტოქონდრიები?
მიტოქონდრიები აქვს ეუკარიოტებს ანუ ბირთვის მქონე ორგანიზმებს: ცხოველურ უჯრედებს,
მცენარეულ უჯრედებს, სოკოს უჯრედებსა და უმარტივესებს (ამებას, ქალამანას, ევგლენას).
მიტოქონდრიები არ აქვს პროკარიოტებს: ბაქტერიებსა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს
(ციანობაქტერიებს). მიტოქონდრიები ასევე არ გააჩნია ვირუსებს.
3. რას უწოდებენ მიტოქონდრიებს და რა სახის ენერგიას გამოიმუშავებს ეს ორგანოიდები?
მიტოქონდრიებს ეუკარიოტული უჯრედების „ელექტროსადგურებს“, „ენერგეტიკულ სადგურებს“
ან „ძალურ სადგურებს“ უწოდებენ, რადგან აქ ხდება
ქიმიური ენერგიის გამომუშავება- უჯრედში
მოხვედრილი ორგანული ნივთიერებების ენერგიათა
გარდაქმნით. სწორედ აქ წარმოიქმნება ენერგიით
მდიდარი და მაკროერგული ბმების მქონე
უნივერსალური ნივთიერება: ადენოზინტრიფოსფატი
(ატფ). მისი ჰიდროლიზისას გამოყოფილი ენერგია
სხვადასხვა პროცესებს ხმარდება. ფერმენტს,
რომელიც ატფ-ის ჰიდროლიზს (დაშლას)
უზრუნველყოფს, ატფ-აზა ეწოდება. ის ატფ-ის დაშლით გამოყოფილ ენერგიას მექანიკური,
ელექტრული, ქიმიური პროცესებისთვის იყენებს.
4. ჩვენს ორგანიზმში რომელ უჯრედებს არ აქვს მიტოქონდრია და რომლებს აქვს ბევრი?
ჩვენს ორგანიზმში მიტოქონდრიის არმქონეა სისხლის ზოგიერთი ფორმიანი ელემენტები:
მომწიფებული ერითროციტები და თრომბოციტები. მიტოქონდრიები ცოტაა კანის უჯრედებში
(დაახლოებით 200 ცალი თითოეულ უჯრედში). მათგან განსხვავებით ღვიძლის უჯრედები
(ჰეპატოციტები) ძალიან მდიდარია მიტოქონდრიებით და ერთ უჯრედში მიტოქონდრიების
რაოდენობა 2000-ზე მეტიც შეიძლება იყოს (უჯრედის მოცულობის 1/5-ს იჭერს). მიტოქონდრიებით
ასევე მდიდარია:
1) ჩონჩხის კუნთების უჯრედები;
2) გულის კუნთის უჯრედები (5 000-ზე მეტი მიტოქონდრია თითოეულ უჯრედში);
3) თირკმლის მილაკების უჯრედები;
4) თავის ტვინის უჯრედები- ნეირონები.
კუნთოვან უჯრედებს მიტოქონდრიები შესაკუმშად სჭირდებათ, ნეირონებს- პოტენციალის
შესანარჩუნებლად და იმპულსების გადასაცემად, თირკმლის მილაკებს კი გრადიენტის
საწინააღმდეგოდ ნივთიერებათა რეაბსორბციისთვის (უკუშეწოვისთვის).
5. გამოცდის კითხვა: კუნთოვან ბოჭკოში რომელი ორგანოიდის მოქმედება ძლიერდება
ყველაზე მეტად კუნთის მუშაობისას?
ა) გოლჯის კომპლექსის; ბ) ლიზოსომის; გ) მიტოქონდრიის; დ) რიბოსომის.
სწორი პასუხი: „გ“.
6. როგორი ორგანელებია მიტოქონდრიები?
მიტოქონდრიები, ისევე როგორც პლასტიდები (ქლოროპლასტები, ქრომოპლასტები და
ლეიკოპლასტები) უჯრედის ნახევრადავტონომიური ორგანელებია. მათ საკუთარი დნმ აქვთ, მაგრამ
ასევე არიან დამოკიდებული ბირთვის დნმ-ზე.
7. რამდენი მემბრანა აქვს მიტოქნდრიას? რა უბნებს განარჩევენ მიტოქონდრიის აგებულებაში?
მიტოქონდრია, ისევე როგორც პლასტიდები და ბირთვი, ორმემბრანიანია. მას აქვს გარეთა და
შიგნითა მემბრანები და ეს მემბრანები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ ორი მემბრანის არსებობის
გამო მიტოქონდრიებში 5 უბანს გამოყოფენ:
1) მიტოქონდრიის გარეთა მემბრანა;
2) მემბრანათაშორისი სივრცე (რომელიც გარეთა და
შიგნითა მემბრანებს შორის მდებარეობს);
3) მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა;
4) კრისტების სივრცე (კრისტები შიგნითა მემბრანის
მიერ წარმოიქმნება);
5) მატრიქსი (რომელიც შიგნითა მემბრანით
მოისაზღვრება).
8. რამდენმემბრანიანია მიტოქონდრია?
მიტოქონდრია ორმემბრანიანია.
9. უჯრედში რომლებია ორმემბრანიანი ორგანელები?
ორმემბრანიანი ორგანელებია:
1. მიტოქონდრიები;
2. ქლოროპლასტები და სხვა პლასტიდები (ლეიკოპლასტი, ქრომოპლასტი);
3. ბირთვი.
10. აზიანებს თუ არა მიტოქონდრიებს ფერმენტი ლიპაზა?
დიახ. ლიპაზა შლის ლიპიდებს, რომლებიც მიტოქონდრიებს ფოსფოლიპიდების სახით აქვს გარე
და შიგნითა მემბრანებში. დაიმახსოვრეთ, რომ ლიპაზა აზიანებს:
1. ორმემბრანიან ორგანელებს: მიტოქონდრიებს, ქლოროპლასტებს, ბირთვს;
2. ერთმემბრანიან ორგანელებს: ენდოპლაზმურ ბადეს, გოლჯის კომპლექსს, ლიზოსომებს,
ცენტრალურ ვაკუოლს.
3. ვერ აზიანებს უმემბრანო ორგანელებს: რიბოსომებს, ცენტრიოლებს, ციტოჩონჩხს.
11. გამოცდის კითხვა: უჯრედის რომელ სტრუქტურას არ დააზიანებს ფერმენტი ლიპაზა?
I – რიბოსომას II – მიტოქონდრიას III – ბირთვის გარსს
ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ II; გ) I და III; დ) II და III.
სწორი პასუხი: „ა“.
12. აღწერეთ მიტოქონდრიის გარეთა მემბრანა და მისი ფუნქციები.
მიტოქონდრიის გარეთა მემბრანა გლუვია, არ ქმნის არავითარ ნაოჭებსა და გამონაზარდებს. მასში
ცილებისა და ლიპიდების თანაფარდობა ისეთივეა, როგორიც უჯრედის პლაზმურ მემბრანაში.
მიტოქონდრიის გარე მემბრანა შეიცავს ცილოვან არხებსა და ცილა-გადამტანებს.
• პორინები არის ინტეგრალური ცილები, რომლებიც ფორებს (არხებს) წარმოქმნის. ამ
ცილოვანი არხების საშუალებით ხდება ნივთიერებათა დიფუზია (მაგალითად,
ამინომჟავების, მონოსაქარიდების, პირუვატის).
• ძალიან დიდი ზომის მოლეკულების გადასატანად გარე მემბრანაში ასევე გვხვდება ცილების
მეორე ჯგუფი- ცილა-გადამტანები ანუ ტრანსლოკაზები, რომლებიც მაკრომოლეკულებს
მემბრანათაშორის სივრცეში გადაიტანს. ტრანსლოკაზები ასევე არის შიგნითა მემბრანაშიც,
რომ მიტოქონდრიისთვის საჭირო ცილები მემბრანათაშორისი სივრციდან მატრიქსში
აღმოჩნდეს.
• როგორც ხედავთ, გარე მემბრანაში უმთავრესად სატრანსპორტო ცილები გვხვდება და გარე
მემბრანის ფუნქციაც სატრანსპორტოა.
• გარე მემბრანის დაზიანება უჯრედის სიკვდილს იწვევს.
13. აღწერეთ მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანის აგებულება.
გარე მემბრანისგან განსხვავებით, შიგნითა მემბრანა მრავალრიცხოვან ნაოჭებსა და გამონაზარდებს
ქმნის. მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანის ნაოჭებს მიტოქონდრიული ქედები ანუ კრისტები
ეწოდება. ლათინურად „კრისტა“ თხემს, გამონაზარდს, ქედს ნიშნავს. სხვადასხვა უჯრედების
მიტოქონდრიებში კრისტების რაოდენობა სხვადასხვაა: რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე
ასეულამდე. რაც უფრო აქტიურია უჯრედი და რაც უფრო მეტად ხარჯავს ენერგიას, მით მეტი
რაოდენობით შეიცავს მიტოქონდრიას და მით უფრო მეტი კრისტა აქვს თითოეულ მათგანს (ანუ მით
უფრო მეტად არის განვითარებული შიგნითა მემბრანა). მიტოქონდრიების რაოდენობა უჯრედის
სხვადასხვა უბანშიც კი სხვადასხვაა: სადაც უფრო აქტიურად მიმდინარეობს ენერგიის ხარჯვა,
მიტოქონდრიებიც იქ იყრის თავს. სწორედ ამიტომაც არის, რომ მწერების საფრენი კუნთების
უჯრედებში რამდენიმე ათასი მიტოქონდრიაა.
14. რატომ წარმოქმნის მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა კრისტებს?
კრისტების წარმოქმნის არსი არის ის, რომ გაიზარდოს ზედაპირის ფართობი და ნაკლებ
მოცულობაში ბევრი ფერმენტი დაიტიოს მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანამ. ანალოგიურად ზრდის
ზედაპირის ფართობს თავის ტვინის ხვეულები და წვრილი ნაწლავის ხაოები.
• დაიმახსოვრეთ: ხვეულები, ხაოები და კრისტები ზრდის ზედაპირის ფართობს!
• კრისტების არსებობის გამო მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა უფრო დიდია, ვიდრე გარეთა
მემბრანა.
15. ერთნაირია თუ არა კრისტების ფორმა სხვადასხვა უჯრედში?
კრისტების ფორმა სხვადასხვა ორგანოს უჯრედებში
სხვადახვაა. როგორც წესი, მიტოქონდრიების
უმეტესობაში კრისტები არის ბრტყელი, თაროს
ფორმის. ზოგიერთ უჯრედებში კი, მაგალითად,
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, საკვერცხისა და
სათესლის უჯრედებში, კრისტებს მილაკების ფორმა
აქვს. უშუალოდ მიტოქონდრიები კი არის სფერული.
თანდართულ სურათზე ჩანს, რომ მიტოქონდრიის (2
ნომერი) კრისტებს მილაკოვანი ფორმა აქვს და
განაკვეთზე წრეებად ჩანს. მათთან ახლოს არის ცხიმის
წვეთიც (1 ნომერი). ეს საკვერცხეში არსებული ყვითელი სხეულის მიტოქონდრიებია. ყვითელი
სხეული ლიპიდურ ჰორმონს- პროგესტერონს- წარმოქმნის.
16. რა შეგვიძლია ვთქვათ მიტოქონდრიის კრისტების მიხედვით?
• კრისტების რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად აქტიურია უჯრედი: რაც
უფრო მეტი კრისტა აქვს, მით უფრო მეტად ხარჯავს ენერგიას;
• კრისტების ფორმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, თუ უმთავრესად რისი მეტაბოლიზმი
ხდება უჯრედში. თუ საქმე ეხება ლიპიდებს, მაშინ ასეთი უჯრედების მიტოქონდრიების
კრისტებს მილაკების ფორმა ექნება და მათში ასევე კარგად იქნება განვითარებული გლუვი
ენდოპლაზმური ბადე.
17. აღწერეთ მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანის ფუნქციები.
მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანის თავისებურება არის ის, რომ მასში ძალიან დიდი რაოდენობითაა
ცილები (ინტეგრალური ცილები). ცილების ასეთი დიდი შემცველობის მხრივ ის სხვა ორგანელების
მემბრანებისგანაც განსხვავდება. ეს ცილები უმთავრესად ფერმენტებია და აკატალიზებს ისეთ
რეაქციებს, როგორებიცაა: ჟანგვითი ფოსფორილირება და ელექტრონების ტრანსპორტი.
მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილაა: ატფ-სინთაზა, რომელიც
ენერგიით მდიდარ ნივთიერებას- ატფ-ს- წარმოქმნის.
18. შეადარეთ მიტოქონდრიის გარეთა და შიგნითა მემბრანები.
გარეთა მემბრანა შიგნითა მემბრანა
გლუვია, ნაოჭები არ აქვს როგორია მემბრანა? ნაოჭებიანია, კრისტებს
წარმოქმნის
შედარებით მცირეა ზედაპირის ფართობი ბევრად დიდია (კრისტების
არსებობის გამო)
ცილებსა და ლიპიდებს იმ როგორია მემბრანაში ცილებს ბევრად მეტი
რაოდენობით შეიცავს, ცილებისა და ლიპიდების რაოდენობით შეიცავს, ვიდრე
როგორც უჯრედის პლაზმური თანაფარდობა? ლიპიდებს. ლიპიდები 20%-ია,
მემბრანა ცილები- 80%.
ტრანსპორტულ ცილებს, რა სახის ცილებს შეიცავს? ფერმენტულ ცილებს,
რომლებიც ნივთიერებების რომლებიც სხვადასხვა სახის
გადატანაში ან გატარებაში პროცესებს აკატალიზებს
მონაწილეობს
ძალიან კარგი გამტარია როგორი გამტარია? არ არის კარგი გამტარი
უზრუნველყოფს რა ფუნქციას ასრულებს? წარმოქმნის ენერგიით მდიდარ
ნივთიერებათა ტრანსპორტს მოლეკულას- ატფ-ს
19. რომელ ორგანელებს გააჩნიათ ატფ-სინთაზა ჩაშენებული მემბრანაში?
ტესტებში მხოლოდ 2 ორგანელას აქვს ატფ-სინთაზა: მიტოქონდრიას (შიგნითა მემბრანაზე ანუ
კრისტებზე) და ქლოროპლასტს (შიგნითა მემბრანაზე ანუ თილაკოიდებზე).
20. რას ეწოდება მიტოქონდრიის მატრიქსი? რა გვხვდება მასში?
მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანით შემოსაზღვრულ სივრცეს მატრიქსი ეწოდება. მიტოქონდრიის
მატრიქსი შეიცავს ცილებს, ნუკლეინის მჟავებსა და ორგანელებს. კერძოდ, მატრიქსში გვხვდება:
1) კრებსის ციკლში მონაწილე ფერმენტები;
2) მიტოქონდრიული რიბოსომები;
3) მიტოქონდრიული რნმ (სამივე სახის: ი-რნმ, ტ-რნმ, რ-რნმ);
4) რამდენიმე ცალი რგოლისებრი დნმ.
21. რა პროცესები მიმდინარეობს მიტოქონდრიის მატრიქსში?
მიტოქონდრიის მატრიქსში მიმდინარეობს შემდეგი
პროცესები:
1) ნახშირწყლების დაჟანგვა;
2) ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა;
3) ნუკლეინის მჟავების სინთეზი (მ-რნმ-ის სინთეზი
ანუ ტრანსკრიპცია, დნმ-ის სინთეზი ანუ
რეპლიკაცია, ასევე ტ-რნმ-ისა და რიბოსომული რნმ-
ების სინთეზი);
4) ცილების სინთეზი (ტრანსლაცია);
5) კალციუმის დამარაგება;
6) მიტოქონდრიის დიდი და მცირე სუბერთეულების
სინთეზი (მიტოქონდრიებს, ისევე როგორც
ქლოროპლასტებს, საკუთარი რიბოსომები აქვს, ამიტომ რიბოსომების დიდი და მცირე
სუბერთეულების წარმოქმნა ხდება როგორც ბირთვაკში, ასევე მიტოქონდრიებსა და
ქლოროპლასტებში);
22. გამოცდის კითხვა: რომელი ნივთიერების სინთეზი მიმდინარეობს როგორც ციტოზოლში, ისე
მიტოქონდრიაში?
I – ნუკლეინის მჟავის II – ატფ-ის III – ნახშირწყლის
ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ II; გ) I და III; დ) II და III.
სწორი პასუხი: „ბ“.
23. უჯრედში სად სინთეზდება ნუკლეინის მჟავები?
ეუკარიოტულ უჯრედებში ნუკლეინის მჟავები სინთზედება მიტოქონდრიებში, ქლოროპლასტებსა
და ბირთვში.
24. რა პროცესი წარიმართება მიტოქონდრიის მატრიქსში და რა მიმდინარეობს შიგნითა მემბრანაზე?
მიტოქონდრიის მატრიქსში წარიმართება კრებსის ციკლი ანუ ლიმონმჟავას ციკლი, რომლის დროს
გლიკოლიზში მიღებული პირუვატი იჟანგება ნახშიორჟანგის და წყლის წარმოქმნით. პირუვატის
დაჟანგვისას გამოყოფილი ენერგია NADH-სა და FADH2-ში მარაგდება. შემდეგ ეს ორი მოლეკულა
მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანაზე იჟანგება, რასაც ჟანგვითი ფოსფორილირება ჰქვია და
გამოთავისუფლებული ენერგიით ATP სინთეზდება. რომ შევაჯამოთ, მიტოქონდრიის მატრიქსში
კრებსის ციკლი წარიმართება, ხოლო მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანაზე- ჟანგვითი
ფოსფორილირება.
25. ატფ-ის სინთეზი უჯრედში სად წარიმართება?
გამოცდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ატფ სინთეზდება 3 ადგილას:
1. ციტოპლაზმაში (გლიკოლიზი- ეუკარიოტებსა და პროკარიოტებში, რძემჟავა დუღილი-
ბაქტერიებში, სპირტული დუღილი- საფუარა სოკოებში).
2. მიტოქონდრიებში (ძირითადად, შიგნითა მემბრანაზე ჟანგვითი ფოსფორილირებისას);
3. ქლოროპლასტებში (თილაკოიდებში, ფოტოსინთეზის სინათლის ფაზაში ანუ ფოტოლიზისას,
რომლის შედეგად წყალი იშლება და გამოთავისუფლებული ენერგიით ატფ სინთეზდება).
26. გამოცდის შეკითხვა: უჯრედის რომელ სტრუქტურაში არ სინთეზირდება ატფ?
ა) ბირთვში; ბ) ციტოპლაზმაში; გ) მიტოქონდრიაში; დ) ქლოროპლასტში.
სწორი პასუხი: ბირთვში არ წარმოიქმნება ატფ.
27. გამოცდის კითხვა: რომელი ორგანოიდის მემბრანაშია ჩაშენებული ატფ-ის მასინთეზირებელი
ფერმენტები?
I – მიტოქონდრიის II – ქლოროპლასტის III – გოლჯის კომპლექსის
ა) მხოლოდ I და II ბ) მხოლოდ I და III გ) მხოლოდ II და III დ) I, II და III
სწორი პასუხი: „ა“
28. რა ჰქვია მიტოქონდრიაში წარმართულ პროცესს?
მიტოქონდრიებში წარმართულ პროცესს უჯრედული სუნთქვა ჰქვია.
29. გამოცდის კითხვა: რომელი ნივთიერება წარმოიქმნება როგორც ფოტოსინთეზის, ისე
უჯრედული სუნთქვის პროცესში?
ა) ნახშირორჟანგი; ბ) გლუკოზა; გ) ატფ; დ) ჟანგბადი.
სწორი პასუხი: „გ“- ატფ.
30. შეადარეთ უჯრედული სუნთქვა და ფოტოსინთეზი.
უჯრედული სუნთქვა ფოტოსინთეზი
სად წარიმართება? ციტოპლაზმა და მიტოქონდრია ქლოროპლასტებში
რა წარმოიქმნება? ატფ, CO2 და H2O, სითბო ატფ, გლუკოზა, ჟანგბადი
რა იხარჯება? იხარჯება ჟანგბადი და გლუკოზა იხარჯება ნახშირბადის
დიოქსიდი, წყალი და ატფ
რა წარმართავს? ეუკარიოტები ეუკარიოტებიდან მცენარეები
და პროკარიოტებიდან ლურჯ-
მწვანე წყალმცენარეები
რა ჰქვია სახელი? კრებსის ციკლი და ჟანგვითი ფოტოლიზი და კალვინის
ფოსფორილირება ციკლი

31. გამოცდის კითხვა: რა წარმოიქმნება უჯრედული სუნთქვის პროცესში?


I – ატფ II – ნახშირორჟანგი III – სითბო
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ I და III; გ) მხოლოდ II და III; დ) I, II და III
სწორი პასუხი: „დ“.
32. უჯრედული სუნთქვის რა და რა სტადიები არსებობს?
უჯრედული სუნთქვის 2 სტადია არსებობს:
1. ანაერობული ანუ უჟანგბადო, რასაც გლიკოლიზი ჰქვია და ციტოპლაზმაში წარიმართება; ამ
დროს გლუკოზის მოლეკულა იშლება 2 მოლ პირუვატად და მიიღება 2 მოლი ატფ.
2. და აერობული ანუ ჟანგბადიანი, რასაც კრებსის ციკლი და ჟანგვითი ფოსფორილირება ჰქვია
და მიტოქონდრიებში წარიმართება. ამ დროს პირუვატი იშლება ჟანგბადის მონაწილეობით,
მიიღება ნახშირორჟანგი, წყალი და 36 მოლი ატფ.
33. გამოცდის კითხვა: რომელი ნივთიერების არსებობაა აუცილებელი უჯრედული სუნთქვის
აერობული ეტაპისთვის?
I – ჟანგბადის II – პიროყურძნის მჟავის III – გლუკოზის
ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ II; გ) მხოლოდ III; დ) I და II.
სწორი პასუხი: „ბ“.
34. გამოცდის კითხვა: რომელ პროცესში სინთეზირდება ატფ?
I – კრებსის ციკლში II – გლიკოლიზში III – კალვინის ციკლში
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ I და III; გ) მხოლოდ II და III; დ) I, II და III.
სწორი პასუხი: „ა“.
35. ადამიანის ორგანიზმში სად წარმოიქმნება ნახშირორჟანგი?
ნახშირორჟანგი წარმოიქმნება მიტოქონდრიებში, კერძოდ მატრიქსში მიმდინარე კრებსის ციკლში!
გამოცდისთვის უნდა იცოდეთ, რომ ნახშირორჟანგი წარმოიქმნება კრებსის ციკლსა და სპირტულ
დუღილში (საფუარა სოკოებში). ნახშირორჟანგი შთაინთქმება ქლოროპლასტებში მიმდინარე
კალვინის ციკლში (ფოტოსინთეზის სიბნელის ფაზა).
36. გამოცდის კითხვა: რომელი პროცესის მიმდინარეობისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი?
I – გლიკოლიზის II – სპირტული დუღილის III – კრებსის ციკლის
ა) მხოლოდ I და II; ბ) მხოლოდ I და III; გ) მხოლოდ II და III; დ) I, II და III.
სწორი პასუხი: „გ“.
37. რა აქვს საერთო ლიზოსომას და მიტოქონდრიას?
ლიზოსომაც და მიტოქონდრიაც შლის (ჟანგავს) ნახშირწყლებს და ცხიმებს. გამოთავისუფლებული
ენერგიით ატფ-ს მხოლოდ მიტოქონდრიები წარმოქმნის, ლიზოსომები- ვერა. გარდა ამისა,
ლიზოსომები ნახშირწყლებს მონომერებამდე შლის (მაგ., გლიკოგენს გლუკოზამდე), ხოლო
მიტოქონდრიები შლის ნახშირორჟანგამდე და წყლამდე ანუ არაორგანულ ნივთიერებებამდე.
38. გამოცდის კითხვა: რომელი პროცესი მიმდინარეობს როგორც ლიზოსომის, ისე მიტოქონდრიის
ფერმენტების მოქმედებით?
I – ცილის სინთეზი II – ნახშირწყლების დაშლა III – ატფ-ის სინთეზი
ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ II; გ) I და III; დ) II და III.
სწორი პასუხი: „ბ“
39. რა არის აღნიშნული ციფრებით?

სწორი პ

ასუხი: 1 და 2 ჟანგბადი და პირუვატი (გლუკოზა); 3, 4 და 5 არის ნახშირორჟანგი, წყალი და ატფ.


40. რამდენჯაჭვიანია მიტოქონდრიული დნმ? როგორი ფორმა აქვს?
მიტოქონდრიული დნმ ორჯაჭვიანია. მას რგოლისებრი ფორმა აქვს, მცირე ზომისაა და
პროკარიოტების დნმ-ის მსგავსია. მიტოქონდრიული დნმ ისევ მიტოქონდრიის მატრიქსში
სინთეზდება და მისი გაორმაგება ბირთვისგან დამოუკიდებლად ხდება. თითოეულ მიტოქონდრიაში
რამდენიმე ცალი რგოლისებრი დნმ-ია (20-დან 30 ცალამდე). ბირთვულ დნმ-ს, რომ შევადაროთ,
ამგვარ ცხრილს მივიღებთ:
მიტოქონდრიული დნმ ბირთვული დნმ
ორჯაჭვიანია ჯაჭვების რაოდენობა ორჯაჭვიანია
რგოლისებრია ფორმა ხაზოვანია
მცირე ზომისაა ზომა დიდი ზომისაა
არა გადაეცემა თუ არა მამიდან კი
შვილებს?
კი გადაეცემა თუ არა დედიდან კი
შვილებს?
კი შეიცავს თუ არა ინფორმაციას კი
(მიტოქონდრიული რიბოსომების წარმოქმნის (თავისუფალი და
რიბოსომების) შესახებ? მარცვლოვანი ენდოპლაზმური
ბადის რიბოსომების)
20-30 ცალი დნმ-ის მოლეკულების სომატურ (დიპლოიდურ)
რაოდენობა უჯრედებში-46 ცალი.
სასქესო (ჰაპლოიდურ)
უჯრედებში- 23 ცალი.
37 გენი გენების რაოდენობა რამდენიმე ათასი გენი
(დაახლოებით 20 000)
41. სად სინთეზდება მიტოქონდრიული ცილები: მიტოქონდრიულ მატრიქსში, მარცვლოვან
ენდოპლაზმურ ბადეზე თუ ციტოპლაზმის თავისუფალ რიბოსომებზე?
მიტოქონდრიებს (მატრიქსში) გააჩნიათ როგორც საკუთარი გენეტიკური აპარატი (დნმ), ასევე ცილის
სინთეზის საკუთარი აპარატიც: რიბოსომები და სამივე სახის რნმ (ინფორმაციული, ტრანსპორტული
და რიბოსომული). მაგრამ იმის გამო, რომ მიტოქონდრიული დნმ ძალზე მცირე ზომისაა და სულ 37
გენს შეიცავს, ამიტომაც მიტოქონდრიების არსებობისთვის საჭირო ცილების დიდი ნაწილი ბირთვის
დნმ-ის მიერ კოდირდება, ციტოპლაზმაში არსებულ თავისუფალ რიბოსომებზე წარმოიქმნება და
შემდგომში აქტიური ტრანსპორტის გზით გადაიტანება მიტოქონდრიებში. ცილების მცირე ნაწილი
კი მიტოქონდრიის მატრიქსში სინთეზდება მიტოქონდრიული დნმ-ითა და მიტოქონდრიული
რიბოსომებით.
• დასკვნა: მიტოქონდრიული ცილები მიტოქონდრიის მატრიქსში არსებულ მიტოქონდრიულ
რიბოსომებზე და უჯრედის ციტოპლაზმაში არსებულ თავისუფალ რიბოსომებზე წარმოიქმნება.
მიტოქონდრიული ცილების ნაწილს ბირთვული დნმ აკოდირებს, ნაწილს- მიტოქონდრიული დნმ.
42. რისი დეპოა მიტოქონდრია?
უჯრედში კალციუმის უმთავრესი დეპო გლუვი ენდოპლაზმური ბადეა, თუმცა კალციუმის
დროებითი მარაგის ფუნქციას მიტოქონდრიაც ასრულებს. როდესაც უჯრედში ჭარბადაა კალციუმი,
მას მიტოქონდრია შთანთქავს და მატრიქსში დაამარაგებს. როდესაც უჯრედს დასჭირდება
კალციუმი, მაგალითად, ნეირომედიატორის სინაფსში გამოსაყოფად ან ჰორმონის სისხლში
სეკრეციისთვის, ამ დროს მიტოქონდრიები კალციუმს ციტოზოლში გადმოისვრის.
43. აღწერეთ სურათზე დანომრილი ყველა სტრუქტურა და მათი ფუნქციები.
1) პორინები- არხები მიტოქონდრიის
გარეთა მემბრანაში, რომლებიც
ნივთიერებათა ტრანსპორტს
უზრუნველყოფს;
2) მიტოქონდრიის გარეთა მემბრანა;
3) მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა
(სწორედ აქ მდებარეობს ფერმენტი
ატფ-სინთაზა და სწორედ აქ
წარმოიქმნება ატფ);
4) მემბრანათაშორისი სივრცე;
5) მიტოქონდრიის მატრიქსი;
6) რიბოსომა;
7) პოლისომა (მ-რნმ და რიბოსომები);
8) კალციუმის გრანულები;
9) რგოლისებრი დნმ;
10) ატფ-სინთაზა, რომელიც შიგნითა მემბრანაშია ჩაშენებული და ატფ-ს წარმოქმნის;
11) ელექტრონების გადამტანი ჯაჭვი, რომელიც ასევე არის ჩაშენებული შიგნითა მემბრანაში და
ატფ-ის წარმოქმნაში მონაწილეობს.
44. რა გზით გაჩნდა მიტოქონდრიები ეუკარიოტულ უჯრედებში? რა ეწოდება ამ ჰიპოთეზას?
არსებობს მოსაზრება, რომ პრიმიტიულ ეუკარიოტულ უჯრედებს არ შეეძლოთ ენერგიის
გამომუშავება ჟანგბადის გამოყენების საშუალებით. ამიტომაც ასეთი უჯრედები „იტაცებდნენ“ იმ
ბაქტერიებს, რომელთაც ჟანგბადის მონაწილეობით ენერგიით მდიდარი ორგანული ნივთიერებების
დაშლა და ატფ-ის სინთეზი შეეძლოთ. სხვა სიტყვებით, ეუკარიოტულ უჯრედებში გაჩნდა
დამოუკიდებელი პროკარიოტული ორგანიზმები, რომლებმაც დროთა განმავლობაში დაკარგეს
სრული ავტონომიურობა და მასპინძელზე გახდნენ დამოკიდებული. მათი გენების უმრავლესობა
ეუკარიოტების ბირთვში „აღმოჩნდა“. მიუხედავად იმისა, რომ მიტოქონდრიებს ცილის
სინთეზისთვის საჭირო აპარატი გააჩნიათ (რიბოსომები, საკუთარი დნმ და სამივე სახის რნმ), მათი
ცილების დიდი ნაწილი მაინც ბირთვის დნმ-ის მიერ წარმოიქმნება. ჰიპოთეზას, რომელიც ამგვარად
ხსნის მიტოქონდრიების არსებობს ჩვენს უჯრედებში, სიმბიოგენეზის ჰიპოთეზა ეწოდება.
• დასკვნა: მიტოქონდრიის წინამორბედი აერობული პროკარიოტი უნდა იყოს.
45. რა არგუმენტი ამყარებს იმ ფაქტს, რომ მიტოქონდრიები თავის დროზე პროკარიოტული
ორგანიზმები იყო?
ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ამყარებს სიმბიოგენის ჰიპოთეზას, არის ის, რომ მიტოქონდრიებს
ეუკარიოტებისგან განსხვავებული რიბოსომები აქვთ. ციტოპლაზმაში არსებული თავისუფალი
რიბოსომებისა და მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე მიმაგრებული რიბოსომებისგან
განსხვავებით, მიტოქონდრიების რიბოსომები უფრო მცირე ზომისაა და პროკარიოტების ანუ
ბაქტერიების რიბოსომების მსგავსია. როგორც მიტოქონდრიები, ასევე პროკარიოტები (ბაქტერიები
და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები) 70 S ტიპის რიბოსომებს შეიცავს, მაშინ როდესაც ეუკარიოტების
რიბოსომები 80 S ტიპისაა.
მიტოქონდრიული რიბოსომა პროკარიოტული რიბოსომა ეუკარიოტული რიბოსომა
მცირე ზომისაა მცირე ზომისაა დიდი ზომისაა
70 S ტიპისაა 70 S ტიპისაა 80 S ტიპისაა
46. რა გზით წარმოიქმნება ახალი მიტოქონდრიები უჯრედში?
ახალი მიტოქონდრიები უჯრედში არსებული ძველი მიტოქონდრიებისგან წარმოიქმნება. მათი
გამრავლება ორი გზით ხდება:
1) ან უკვე არსებული მიტოქონდრიების
გაყოფით,
2) ან მათი ფრაგმენტაციის ანუ დაკვირტვის
გზით.
47. უჯრედის რომელი ორგანელები მრავლდება გაყოფით?
ტესტებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შუაზე გაყოფით მრავლდება:
1. მიტოქონდრიები;
2. ქლოროპლასტები;
3. ბირთვი.
48. გამოცდის კითხვა: გაყოფით გამრავლების უნარი აქვს უჯრედის:
1. ბირთვს 2. ლიზოსომას 3. მიტოქონდრიას 4. გოლჯის აპარატს
ა) 1 და 2; ბ) 1 და 3; გ) 2 და 4; დ) 3 და 4.
სწორი პასუხი: „ბ“.
49. რა და რა სახის მემკვიდრეობითობა არსებობს?
არსებობს ბირთვული მემკვიდრეობითობა და ციტოპლაზმური მემკვიდრეობითობა. ციტოპლაზმურ
მემკვიდრეობითობას მიტოქონდრიები და პლასტიდები (მაგ., ქლოროპლასტები) განაპირობებს.
• ციტოპლაზმური (მიტოქონდრიული, პლასტიდური) მემკვიდრეობითობა არაქრომოსომულია.
• ციტოპლაზმაში არსებულ გენეტიკურ მასალას პლაზმონი
ეწოდება.
• გენომი თუ ქრომოსომებში არსებული გენების ერთობლიობაა,
პლაზმონი მიტოქონდრიებსა და ქლოროპლასტებში არსებული
გენების ჯამია.
50. გამოცდის კითხვა: რომელი მონაწილეობს ციტოპლაზმურ
მემკვიდრეობითობაში?
სწორი პასუხი: A.
51. რომელი მშობლის მიერ გადაეცემა მიტოქონდრიები და
მიტოქონდრიული გენები შთამომავლობას?
ადამიანებში მიტოქონდრიები და მიტოქონდრიული დნმ მშობლებისგან შვილებს მხოლოდ დედის
ხაზით გადაეცემათ, და არა- მამის ხაზით. შესაბამისად,
მიტოქონდრიული დაავადებებიც დედის ხაზით
დამემკვიდრდება და ორივე სქესის შვილს გადაეცემა:
როგორც ბიჭს, ასევე- გოგოს.
• მიტოქონდრიული ანუ ციტოპლაზმური
მემკვიდრეობითობა დედის ხაზით იმიტომ გადაეცემა,
რომ კვერცხუჯრედი ძალზე დიდი რაოდენობით
შეიცავს მიტოქონდრიას. სპერმატოზოიდის
მიტოქონდრიები კი განაყოფიერების დროს არ შედის
კვერცხუჯრედში ან თუ შედის, ძალზე შეზღუდული
რაოდენობით და ისიც კვერცხუჯრედის მიერ
ნადგურდება.
• როდესაც სპერმატოზოიდის მიტოქონდრიული დნმ
კვერცხუჯრედში მოხვდება, მას უბიკვიტინი მონიშნავს
და შემდეგ პროტეოსომა გაანადგურებს.
• მარცხენა სურათზე ჩანს, რომ როცა მამა არის დაავადებული, შვილები ჯანმრთელები არიან; ხოლო
როცა დედა არის ავად, ორივე სქესის შვილიც არის ავად (მარჯვენა სურათი). ასეთი დამემკვიდრება
მიტოქონდრიულ დაავადებებს ახასიათებს.
• დასკვნა: მიტოქონდრიებს, მიტოქონდრიულ დნმ-ს ანუ ციტოპლაზმურ მემკვიდრეობითობას
შთამომავლობა დედისგან (კვერცხუჯრედისგან) იღებს.
52. არის თუ არა მიტოქონდრიული დაავადების მატარებელი მოცემული სანათესაო?
მოცემულ სურათზე (გენეალოგიურ მეთოდზე):
• თეთრი წრეები მდედრობით სქესს აღნიშნავს,
ნორმალური მიტოქონდრიული გენებით;
• თეთრი კვადრატები- მამრობით სქესს, ნორმალური
მიტოქონდრიული გენებით;
• შავი წრეები მდედრობით სქესს აღნიშნავს,
დარღვეული მიტოქონდრიული გენებით;
• შავი კვადრატები მამრობით სქესს, დარღვეული
მიტოქონდრიული გენებით.
ამ სურათზე ჩანს, რომ ყოველჯერზე, როდესაც
მიტოქონდრიული დაავადება მდედრობით სქესს აქვს, ის გადაეცემა შთამომავლობასაც
(ბიჭებსაც და გოგონებსაც); ხოლო როდესაც მიტოქონდრიული დაავადება მამრობით სქესს
აქვს, შთამომავლობაში გადაცემა არ ხდება.
53. გამოცდის კითხვა: ძუძუმწოვრების სომატურ უჯრედებში მიტოქონდრიული დნმ არის:
ა) დედისეული და მამისეული დნმ-ის ნარევი;
ბ) მხოლოდ დედისეული დნმ;
გ) მხოლოდ მამისეული დნმ;
დ) ბირთვული დნმ-ის გარკვეული ნაწილი.
სწორი პასუხი: „ბ“.
54. ციტოპლაზმური მემკვიდრეობითობის დარღვევის რომელი დაავადება იცით?
ლებერის სინდრომი (ლებერის ოპტიკური ნეიროპათია) არის დაავადება, რომლის მიზეზი
მიტოქონდრიების დნმ-ში მომხდარი მუტაციაა. ეს სინდრომი ხასიათდება მხედველობის სწრაფი
დაქვეითებითა და დაბრმავებით (მხედველობის ნერვის ატროფიის ანუ განლევის გამო).
55. რომელი ჰორმონების ზემოქმედებით აქტიურდება მიტოქონდრიები?
მიტოქონდრიების ფუნქციონირებას ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი- ადრენალინი
და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი- თიროქსინი.

You might also like