You are on page 1of 13

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბიოლოგიის მიმართულება

უჯრედის ბირთვი
პრეზენტატორები :
ანამარია ხანთაძე
მარიამ კრემერ

2023
უჯრედის ბირთვი

უჯრედის ბირთვის აღმოჩენა


ჯერ კიდევ 1665 წელს რობერტ ჰუკმა გამადიდებელი
ხელსაწყოს საშუალებით
შეამჩნია კორპის ქსოვილში განმეორებადი მიკროსკოპული
სტრუქტურა, რომელსაც
უჯრედი უწოდა. 15 წლის შემდეგ (1680) ა. ლევენჰუკმა
პირველად აღმოაჩინა
ერთუჯრედიანი ორგანიზმები. მანვე პირველად დაინახა
ცხოველური უჯრედი,
რომელიც 100 წლის შემდეგ აღწერა ფ. ფონტანამ (1781). 1830
წელს პროტოპლაზმა ი.
პურკინიეს მიერ იყო აღწერილი, ხოლო სამი წლით გვიან
ბრაუნის მიერ – ბირთვი
რობერტ ბრაუნი (1773-1858) (1833).
უჯრედის ბირთვი

ბირთვის ძირითადი კომპონენტები


• ბირთვის ძირითადი კომპონენტებია:

• ბირთვის გარსი

• ბირთვის წვენი

• ქრომატინი

• ბირთვაკი

• ბირთვის გარსი ორი მემბრანისგან შედგება, თითოეულ მათგანს პლაზმური მემბრანის მსგავსი აგებულება
აქვს. ბირთვის გარსის მემბრანებს შორის არსებული ვიწრო სივრცე ნახევართხევადი ნივთიერებით არის
ამოვსებული. ბირთვის გარსის გარე მემბრანა უშუალოდ ენდოპლაზმური ბადის მემბრანებთანაა
დაკავშირებული და მის ზედაპირზეც რიბოსომებია განლაგებული. ბირთვის გარსს მრავალრიცხვოვანი
ნასვრეტები, ანუ ბირთვის ფორები აქვს. მათი მეშვეობით ხდება სხვადასხვა ნივთიერების ციტოპლაზმიდან
ბირთვში გადასვა და პირიქით.

• ბირთვის შიგთავსი ამოვსებულია წვენით. მასში არის ქრომატინი და ერთი ან რამდენიმე ბირთვაკი. ბირთვის
წვენის ძირითადი ნაწილი წყალია, რომელშიც მრავალი ქიმიური ნივთიერებაა გახსნილი.

• ქრომატინი ბირთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სიტყვასიტყვით ქრომატინი ქართულად შეღებილ


მასალას ნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ სინათლის მიკროსკოპში გამოსაკვლევად უჯრედების
დამუშავების დროს ქრომატინი ადვილად იღებება მკვეთრ ფერებად. ქრომატინი შედგება ერთმანეთში
გადახლართული უწვრილესი ძაფებისაგან. ყოველი ძაფის დიამეტრი 14 ნმ-ია, სიგრძე კი ერთ მილიმეტრზე
მეტიც შეიძლება იყოს. სინჯათლის მიკროსკოპში ქრომატინი, ძირითადად, წვრილი მარცვლების სახით ჩანს.

• ქრომატინი შედგება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) გრძელი მოლეკულისა და მასთან


დაკავშირებული ცილების მოლეკულებისაგან.
უჯრედის ბირთვი
ბირთვის გარსი
• ბირთვის გარსი, ასევე ცნობილი როგორც ბირთვის მემბრანა,[1]
შედგება ორი ლიპიდური ბიშრისგან, რომლებიც ეუკარიოტულ
უჯრედებში გარს აკრავს გენეტიკური მასალის შემცველ, ბირთვს.

• ბირთვის გარსი შედგება ორი მემბრანისგან: შიდა და გარე


მემბრანა[2]. მემბრანებს შორის სივრცეს - პერინუკლეარული
სივრცე ეწოდება, ის ჩვეულებრივ10-50 ნმ სიგანისაა.[3][4] ბირთვის
გარე მემბრანა გრძელდება ენდოპლაზმური ბადის მემბრანაში..[2]
ბირთვის გარსში, მრავალი ბირთვის გარსის ფორაა, რომლებიც
მონაწილეობენ ნივთიერებათა ტრანსპორტში, ციტოზოლსა და
ბირთვს შორის.[2] შუალედური ფილამენტების ცილები,
სახელწოდებით ლამინები, ბირთვული მემბრანის შიდა მემბრანის
გასწვრივ ქმნიან სტრუქტურას, რომელსაც ბირთვული ლამინა
ეწოდება და იგი განაპირობებს ბირთვის სტრუქტურულ
მთლიანობას.[2]
უჯრედის ბირთვი

სტრუქტურა :
• გარე მემბრანა

• შიდა მემბრანა

• შიდაბირთვის გარსის ფორები

• ბირთვული გარსში წარმოდგენილია ათასობით გარსის ფორების კომპლექსი , რომელთა დიამეტრი


დაახლოვებით 100 ნმ-ია, 40 ნმ სიგანის ფორით. კომპლექსების შემადგენლობაშია მრავალი
ნუკლეოფორინი, ცილები, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან შიდა და გარე ბირთვულ მემბრანებს .
მემბრანა
უჯრედის ბირთვი

ცხოველური და მცენარეული უჯრედები


• ბუნებაში არსებობს ისეთი უჯრედებიც რომელთაც არ გააჩნია გარსით შემოსაზღვრული
ბირთვი და არც ისეთი ორგანოიდები როგორიცაა ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი,
ლიზოსომები, მიტოქონდრიები, ცენტრიოლები, ასეთ უჯრედებს პროკარიოტული (ლათ
„პრო“ – ადრე) ანუ ბირთვამდელი უჯრედები ეწოდება. პროკარიოტებია ბაქტერიები და
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.

მცენარეული უჯრედი

ბირთვი — ეუკარიოტული უჯრედის ძირითადი


კომპონენტი. გამონაკლისი მხოლოდ მცენარეთა ცხოველური
საცრისებრი მილების უჯრედები და ძუძუმწოვარი უჯრედი
ცხოველების სისხლის ზრდასრული წითელი
უჯრედები ანუ ერითროციტებია.
ერითროციტი
უჯრედის ბირთვი

ბირთვი,ბირთვის გარსი
პერინუკლეარული ცისტერნა სურათზე :
• უჯრედის ბირთვი – (nucleus ბირთვი), უჯრედის ერთ-
ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. იგი შედგება
ქრომატინის შემცველი გარსისაგან, ასევე,
ბირთვაკებისა და ბირთვული წვენისაგან. ბირთვის
გარსში ფორებია. უჯრედის ბირთვი გენეტიკურ და
მეტაბოლურ ფუნქციებს ასრულებს.

• ბირთვის გარსი შედგება პარალელურად


განლაგებული ორი მემბრანისაგან. მათ შორის
ვიწრო სივრცეა, რომელსაც პერინუკლეარული
ცისტერნა ეწოდება. გარსში მრავალი ფორაა,
რომელთა კიდეებზე შიდა და გარე მემბრანები
ერთმანეთში გადადიან. ყოველი ფორა დახურულია
თხელი ძგიდით, რომელიც გავლენას ახდენს
ბირთვიდან ციტოპლაზმში და უკან ნივთიერებათა
გადასვლაზე.
უჯრედის ბირთვი
ბირთვაკი
ბირთვაკი (ლათ. nucleolus — ბირთვაკი) — ნუკლეოლი, მცირე ზომის სფერული ორგანელი,
რომელიც ცხოველური და მცენარეული უჯრედების ბირთვშია მოთავსებული. უჯრედში
ჩვეულებრივ 1 — 3, ზოგჯერ (მაგალითად ამფიბიებისა და თევზების კვერცხუჯრედში)
ათეული და ასეული ბირთვაკია. ბირთვაკი შეიცავს ცილებსა და რიბონუკლეინის მჟავას
(რნმ). უჯრედის არაპირდაპირი გაყოფის (მიტოზი) დროს, ჩვეულებრივ პროფაზის ბოლოს,
ბირთვაკი იშლება, ტელოფაზაში კი აღდგება. პირდაპირი გაყოფისას (ამიტოზი) ბირთვაკი
გადაიზონრება და ახლად წარმოქმნილი ბირთვაკები შვილეულ უჯრედებში გადადის.
ბირთვაკში ხდება რნმ-ის სინთეზი; იგი თავის მხრივ ცილის სინთეზში მონაწილეობს.

• ბირთვაკები – უჯრედის ბირთვის


განსაკუთრებით მკვრივი
სტრუქტურა, რომელთა
რაოდენობა ბირთვში ერთიდან
რამდენიმე ეგზემპლარამდე
მერყეობს. მათი ზომა და ფორმა
დამოკიდებულია უჯრედის
ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.
ბირთვაკები განსაკუთრებით
მდიდარია რნმ-ით.
უჯრედის ბირთვი

რნმ-ის ფუნქციური როლი

• რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) —


პოლინუკლეოტიდი. დნმ-ისგან
განსხვავებით მისი მოლეკულა
ერთჯაჭვიანია. რნმ
მონაწილეობს ცილის
ბიოსინთეზში.
ცილის ბიოსინთეზი — პროცესი,
რომლის საშუალებით უჯრედები
ცილებს აწარმოებენ . იგი რამდენიმე
სტადიისგან შედგება:
მოსამზადებელი სტადია
ტრანსკრიფცია
ტრანსლაცია
ცილის დასრულება
უჯრედის ბირთვი

დნმ

• ტრანსკრიფცია არის დნმ-ის


დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა
გარკვეული მონაკვეთის, გენის, (დნმ) — მაკრომოლეკულა (სამი
კომპლემენტარული საინფორმაციო ძირითადიდან ერთ-ერთი,
რიბონუკლეინის მჟავის (ი-რნმ) დანარჩენი ორი — რნმ და
წარმოქმნის პროცესი. ცილები), რომელიც
უზრუნველყოფს ცოცხალი
• ტრანსკრიფცია იწყება იმით, რომ დნმ- ორგანიზმების განვითარებისა და
ფუნქციონირების გენეტიკური
ის გარკვეულ ადგილას, ე.წ. პროგრამის შენახვას, თაობიდან
ტრანსკრიფციის საწყის წერტილში თაობაზე გადაცემასა და
(პრომოტორში) ჯდება ფერმენტი რნმ- რეალიზებას. დნმ შეიცავს
ინფორმაციას რნმ-ისა და
პოლიმერაზა. იგი იწვევს დნმ-ის ცილების სხვადასხვა ტიპის
ჯაჭვების ერთმანეთისგან დაშორებას. სტრუქტურების შესახებ. იგი
ამის შემდეგ რნმ-პოლიმერაზა ცოცხალი ორგანიზმის
გადაადგილდება დნმ-ის ერთ-ერთი გენეტიკური მასალის —
ქრომოსომების ძირითადი
ჯაჭვის გასწვრივ და მეორე ჯაჭვისადმი შემადგენელი ნაწილია.
კომპლემენტარული
რიბონუკლეოტიდებისგან შემდგარ
უჯრედის ბირთვი
ბირთვები მიკროსკოპებში :
იდენტიფიკაცია ელექტრონულ მიკროსკოპში

უმაღლესი ხარისხის
(პრემიუმ)სურათი :
ელექტრონული მიკროსკოპი
ინტელიგენტი
მიკროსკოპი
უჯრედის ბირთვი

გამოყენებული ლიტერატურა :
https://images.app.goo.gl/TmTgNhkgemXsj4Qx5
H T T P S : / / W W W. N P L G . G O V. G E / W I K I D I C T/ I N D E X . P H P/ % E 1 % 8 3 % 9 B
%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_
%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98

https://dr282zn36sxxg.cloudfront.net/datastreams/f-d
%3Aca492d8eeacce392652ace90d9c82d94d4e58659c352f115f9b546af%2BIMAGE_THUMB_POSTCARD_TINY
%2BIMAGE_THUMB_POSTCARD_TINY.1

https://digitallibrary.tsu.ge/book/2021/july/readers/tumanishvili.pdf

http://skoool.ge/id208.php

https://www.interbusiness.edu.ge/storage/books/e26ff05233bcad32cba2788e21c29d55.pdf

https://www.storyjumper.com/book/read/144574561/-

https://www.medgeo.net/2009/12/25/%E1%83%A3%E1%83%AF
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98/
უჯრედის ბირთვი

გმადლობთ ყურადღებისთვის !

You might also like