You are on page 1of 5

მემბრანა ლიპიდებისა და ცილებისგან შემდგარი ფაქიზი, ორფენიანი სტრუქტურაა.

ის
აკონტროლებს ყველაფერს რაც უჯრედში შედის ან უჯრედიდან გადის .

ეუკარიოტულ და პროკარიოტულ უჯრედებს, ორივეს აქვს პლაზმური მემბრანა , ლიპიდების


ორმაგი შრე, რომელიც უჯრედიშიდა სივრცეს გარემოსგან გამოყოფს. ეს გარსი ძირითადად
სპეციალური ლიპიდების, ფოსფოლიპიდებისგანაა შექმნილი.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, პლაზმური მემბრანა გარს აკრავს უჯრედის


ციტოპლაზმას. იგი წარმოდგენილია ფოსფოლიპიდების ორმაგი შრით.

ფოსფოლიპიდურ შრეში გაბნეიულია ცილები, ქოლესტეროლი, გლიკოლიპიდები და


გლიკოპროტეინები. უჯრედშიდა და უჯრედგარეთა სივრცეები წარმოადგენს თხევად წყლიან
გარემოს, სწორედ ამ თავისებურებით აიხსნება ფოსფოლიპიდების განლაგება.
ფოსფოლიპიდებს აქვთ ჰიდროფილური ანუ წყლის მოყვარული თავი და ჰიდროფობური ,
ანუ წყლის მოშიში კუდი, ამიტომ ისინი წყლის მოყვარული, ჰიდროფილური თავით
ლაგდებიან უჯრეთგარეთ და უჯრედშიდა სივრცის მიმართულებით , ხოლო ჰიდროფობური
კუდები მოექცევა მემბრანის შუაში.

ფოსფოლიპიდები მუდმივად მოძრაობენ , მათ ახასიათებთ სამი სახის მოძრაობა

1. ბრუნვითი, საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობენ 360 გრადუსით


2. ლატერალური ანუ გვერდითი, ამ შემთხვევაში ერთი შრის ფოსფოლიპიდებს შორის
ხდება ადგილის გაცვლა
3. ტრანსვერსიული, როდესაც ერთი შრის ფოსფოლიპიდი გადაინაცვლებს მეორე
შრეში.

რა არის მისი ფუნქცია?

პლაზმური მემბრანა უჯრედშიდა და უჯრედგარე სივრცეებს შორის არსებული საზღვარია . ის


აკონტროლებს სხვადასხვა მოლეკულების—შაქრების, ამინომჟავების , იონებისა და წყლის —
უჯრედისკენ და უჯრედიდან გარეთ მოძრაობას. ის, თუ რამდენად ადვილად შეძლებენ ეს
უჯრედები მემბრანის გადაკვეთას, მათ ზომასა და პოლარულობაზეა დამოკიდებული .
ზოგიერთ პატარა, არაპოლარულ მოლეკულას, მაგალითად, ჟანგბადს, პირდაპირ მემბრანის
ფოსფოლიპიდური ნაწილის გადაკვეთა შეუძლია. დიდმა, უფრო პოლარულმა ,
ჰიდროფილურმა მოლეკულებმა, მაგალითად, ამინომჟავებმა, ცილის არხების მეშვეობით
უნდა გადაკვეთოს მემბრანა. ეს პროცესი ხშირად უჯრედის მიერ რეგულირდება

ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ მისი ფუნქციიაა ბარიერული-უჯრედის შიგთავსს გამოყოფს


არიდან და ტრანსპორტული აქვს შერჩევითი განვლადობის უნარი . ერთი სახის
ნივთიერებები ადვილად გადიან მემბრანაში, სხვები უფრო ძნელად, ხოლო ზოგიერთები
საერთოდ ვერ გადიან. მემბრანის შერჩევითი განვლადობა განაპირობებს უჯრედის
ჰომოესტაზს–უჯრედის შიდა მუდმივობას.

პლაზმური მემბრანის გავლით ნივთიერებების გადატანა ფუნდამეტური მნიშვნელობისაა . იგი


ხორციელდება სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით.
არსებობს ატქიური და პასიური ბარიერული ტრანსპორტი

მემბრანის მიღმა ტრანსპორტის უმარტივესი სახე პასიური ტრანსპორტია. პასიური


ტრანსპორტის პროცესში უჯრედი ენერგია არ ხარჯავს, რადგან ამ დროს ნივთიერებები
საკუთარი კონცენტრაციული გრადიენტების შესაბამისად დიფუნდირებენ მემბრანის მიღმა .
კონცენტრაციული გრადიენტი არის რაიმე ნივთიერების კონცენტრაციების სხვაობა სივრცის
სხვადასხვა ნაწილში. ნივთიერებები თავისით დიფუნდირებენ თავიანთი გრადიენტების
მიმართულებით, მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ

პასიური ტრანსპორტის სახეებია მარტივი დიფუზია, გაადვილებული დიფუზია , ოსმოსი .

დიფუზია– ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მოლეკულები (ან იონები) ბროუნის


მოძრაობის საშუალებით მაღალი კონცენტრაციის უბნიდან მემბრანის გავლით დაბალი
კონცენტრაციის უბანში გადადიან. პროცესი ორი სახისაა ნეიტრალური და იონური დიფუზია .

მარტივი დიფუზიით სარგებლობენ მცირე ზომის არაპოლარული ჰიდროფობური ნივთ –ები .


(ნახშიროჟანგი, ჟანგბადი ა,შ.)

გაიოლებული დიფუზია მიეკუთვნება პროცესებს, რომლის დროსაც მაღალი


კონცენტრაციის უბნიდან დაბალი კონცენტრაციის უბანში მოლეკულები გადაადგილდება
მემბრანაში არსებული ცილა–გადამტანის საშუალებით. ამ გზით ხდება მაგალითად
გლუკოზის ტრანსპორტირება. ამ პროცესით, მცირე ზომის პოლარული ჰიდროფილური
ნივთიერებები სარგებლობებენ

ოსმოსი –წყლის გადაადგილების პროცესია შერჩევითად განვლადი მემბრანის გავლით .


წყალი მემბრანის გავლით განზავებული ხსნარიდან გადადის კონცენტრირებულ ხსნარში

აქტიური ტრანსპორტი ორი ტიპისაა აქტიური და ვეზიკულური ტრანსპორტი .

აქტიურ ტრანსპორტში უჯრედმა უნდა გადაიხადოს ენერგია (ძირითადად, ატფ-ის სახით),


რათა მოლეკულები მათი გრადიენტის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდნენ .
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, რომლის დროსაც უჯრედული
მემბრანის გავლით გადაიტანება იონები. მას უჯრედიდან გამოაქვს ნატრიუმი , შეაქვს
კალიუმი. აქტიური ტრანსპორტის მექანიზმის უზრუნველყოფს იონთა არათანაბარ
გადანაწილებას უჯრედის შიგნითა და გარეთ( უჯრედის შიგნით კალიუმი მაღალია ნატრიუმი
დაბალი , უჯრედის გარეთ პირიქით)

აქტიური ტრანსპ. ხორციელდება მემბრანული ცილებით, ეგრედწოდებული ტუმბოებით .


განვიხილოთ ნატრიუმის და კალიუმის ტუმბოს მაგალითი. კალიუმის კონცენტრაცია უჯრედის
შიგნით უფრო მეტია ვიდრე გარეთ, და პირიქით ნატრიუმის კონცენტრაცია უფრო მეტია
უჯერდის გარეთ ვიდრე შიგნით. ამ მდგომარეობის მუდმივობას უზრუნველყოფს ნატრიუმისა
და კალიუმის ტუმბო. როგორც უკვე აღვნიშნეთ აქტიური ტრაბსპორტი საჭიროებს ენერგიას ,
ამისათვის ადენოზინტრიფოსფატის მოლეკულა უნდა დაიშალოს , მისი დაშლის შედეგად
ვიღებთ ადენოზინდიფოსფატის მოლეკულას და გამოთავისუფლდება ენერგია , რის
შედეგადაც 3 ნატრიუმის იონის გასვლა ხდება უჯრედგარეთ და ამ პროცესში ტუმბო შეიცვლის
ფორმას და კალიუმიკს 2 იონი შემოვა უჯრედში, პროცესის დასასრულს ისევ თავის ფორმას
ინარჩუნებს ტუმბო.

რაც შეეხება ვეზიკულურ ტრანსპორტს ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება


ვეზიკულების მეშვეობით. ეს გულისხმობს დიიდი ზომის მოლეკულების ტრანსპორტს
ვეზიკულების მეშვეობით, იგი 2 სახისაა: ენდოციტოზი და ეგზოციტოზი.

ეგზოციტოზის დროს მოლეკულები უჯრედშიდა გარემოდან ტრასპორტირდებიან უჯრედგარე


ინტერსტიციალურ სითხეში.

ენდოციტოზი–არის პროცესი როდესაც უჯრედები, პლაზმური მემბრანის მეშვეობით , ახდენენ


გარემოდან სხვადასხვა მოლეკულების (მაგალითად: პროტეინები) გადატანას . ენდოციტოზს
ორგანიზმის ყველა უჯრედი იყენებს.

ენდოციტოზის დროს პლაზმური მემბრანის გავლით დიდი ზომის მოლეკულა ან პათოგენი


შედის უჯრედში. ამ დროს მემბრანა ჩაიზნიქება და შემოეკვრება ნაწილაკს . მემბრანისგან
წარმოქმნილი ,,ტომსიკი" იჭიმება და ციტოზოლში გადაადგილდება დანიშნულების ადგილის
მიმართულებით. არსებობს ენდოციტოზის ორი ფორმა:

ფაგოციტოზი ანუ უჯრედული კვება - უხსნადი ნივთიერება შედის უჯრედში . პლაზმური


მემბრანა შთანთქავს მყარ ნაერთს ან ნაწილაკს და წარმოქმნის ფაგოციტურ ვეზიკულას .

პინოციტოზი ანუ უჯრედული ,,წლის სმა " - პლაზმური მემბრანა იზნიქება და ქმნის არხს ,
რომელშიც თხევადი ნივთიერება გადაადგილდება. ამ დროს ყალიბდება პინოციტური
ვეზიკულა.

ეგზოციტოზის დროს უჯრედში წარმოქმნილი ნივთიერებები, ნარჩენები გარეთ გამოიყოფა


ეგზოციტოზის დროს უჯრედი ამზადებს ნივთიერებებს საექსპორტოდ . ეს ნივთიერება
შეიძლება იყოს ცილა ან ნარჩენები, ტოქსინები. ახლად წარმოქმნილი მემბრანისთვის
საჭირო ცილები და ლიპიდები ეგზოციტოზის გზით გადადიან მემბრანის გარეთა ნაწილში .
პირველ რიგში შევხედოთ კონცენტრაციულ გრადიენტს. პირველი, მეორე მესამე და მეხუთე
ფოტო ასახავს კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით ტრანსპორტს , ანუ ეს ოთხივე
ვარიანტი არის პასიური ტრანსპორტი. მხოლოდ მეოთხე ფოტოზე ვხედავთ
კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას და
პირდაპირ ვამბობთ რომ ეს არის აქტიური ტრანსპორტი.

მესამე ფოტოზე არის წყლის მოლეკულა და ვიცით რომ წყლის ტრანსპორტი არის ოსმოსი და
ვამბობთ რომ ეს არის ოსმოსი.

დანარჩენ ფოტოებზე, დაგვრჩა პირველი მეორე და მეხუთე ფოტო, ამ შემთხვევაში ვუყურებთ


მემბრანულ ცილებს . მემბრანული ცილა მონაწილეობს ტრანსპორტში თუ არა , პირველ და
მეხუთე ფოტოზე ორივეგან გვაქვს მემბრანული ცილა და ამიტომ საქმე გვაქვს გაადვილებულ
დიფუზიასთან, რაადგან სწორედ ეს მემბრანული ცილები აადვილებენ ამ დიფუზიის პროცესს .
ხოლო მეორე ფოტოზე მემბრანულ ცილას ვერ ვხედავთ და ამიტომაც არის მარტივი
დიფუზია, ასე ცილის გარეშე მარტივად ხდება მოლეკულებისა და ნივთ–ებების ტრანსპორტი
მემბრანის გავლით.

You might also like