You are on page 1of 25

ნეირონის სპეციფიკური თვისებები

აგზნებადობა - გამღიზიანებლის საპასუხოდ


მემბრანული პოტენციალის ცვლილების და
ამ ცვლილების გადაცემის უნარი

გამტარებლობა - მოქმედების პოტენციალის


გავრცელება აქსონიდან მეორე უჯრედზე.

გადაცემა - ორ უჯრედს შორის კომუნიკაცია


(ელექტრული და ქიმიური სინაფსები)
ნეირონის სპეციფიკური თვისებები

 ნეირონები გადასცემენ ელექტრულ დენს

 დენი = დამუხტული იონების მოძრაობა

 დენის ძაბვა = მუხტის სხვაობა ორ წერტილს შორის

იონების მოძრაობას განსაზღვრავს უჯრედის პლაზმური


მემბრანის თვისება, გაატაროს გარკვეული ტიპის იონები -
უჯრედიდან უჯრედშორის არეში, ან პირიქით.
პლაზმური მემბრანა

პლაზმური მემბრანა
შედგება
ფოსფოლიპიდებისაგან
და ცილებისაგან.

ფოსფოლიპიდები
ორმაგ შრეს ქმნიან.

ამ ორმაგ შრეში
ჩართულია
პერიფერიული და
ინტეგრალური
ცილები.

.
პლაზმური მემბრანა
მემბრანის ძირითადი კომპონენტებია ფოსფოლიპიდები.
ისინი ორმაგ შრეს ქმნიან, სადაც ჰიდროფობული (წყლის
მოძულე) კუდები ერთმანეთის პირისპირ არიან
განლაგებული, ხოლო ჰიდროფილური (ანუ წყლის
მოყვარული) თავები მოთავსებულია უჯრედის შიდა და გარე
ზედაპირებისკენ.
პლაზმური მემბრანა

სატრანსპორტო ფუნქციებს მემბრანის ცილები


ასრულებენ.
ორი ტიპის მემბრანული ცილა გვხვდება:
პერიფერიული ცილები, რომლებიც მემბრანასთან
ახლოსაა მოთავსებული, ან ნაწილობრივაა მასში
ჩაძირული (ისინი უჯრედის ფერმენრულ აქტივობაში
არიან ჩართული)
ინტეგრალური ცილები, რომლებიც განჭოლავენ
მემბრანას უჯრედის ერთი მხრიდან მეორემდე (ისინი
იონური არხების ფუნქციას ასრულებენ).
პლაზმური მემბრანა
 იონები უჯრედის გარეთ და შიგნით მოძრაობენ იონური
არხების დახმარებით.
 არხები = პლაზმური მემბრანის ინტეგრალური ცილები,
რომლებიც უზრუნველყოფენ იონების მოძრაობას.
 პასიური არხები: ყოველთვის გაღებულია.
 აქტიური ან დაჭიშკრული არხები: იმისათვის, რომ
ასეთი არხი გაიხსნას საჭიროა სხვადასხვა სიგნალი:
 პოტენციალ-დამოკიდებული არხები - იღება
მემბრანული პოტენციალის ცვლილებისას;
 ლიგანდ-დამოკიდებული არხები - იხსნება
სპეციფიკური ქიმიური სიგნალის საპასუხოდ
მემბრანული პოტენციალი

 უჯრედის დენს იონები ქმნიან:


 კათიონები (დადებითად დამუხტული):
 Na+
 K+
 Ca2+

 ანიონები (უარყოფითად დამუხტული):


 Cl–
 ორგანული ნივთიერებები (მაგ.: ორგანულ მჟავათა
რადიკალები).
მემბრანული პოტენციალი
 იონები უჯრედის შიგნით და გარეთ შემდეგნაირადაა
განაწილებული:

 უარყოფითი მუხტის მქონე ორგანული ნივთიერებები


უჯრედის შიგნით გვხვდება (ინტრაცელულარულად);
ისინი ვერ ტოვებენ უჯრედს, რადგან მათი მოლეკულები
დიდი ზომისაა.
 უჯრედში ასევე დიდი რაოდენობითაა K+ .

 უჯრედის გარეთ (ექსტრაცელულარულად) მაღალია Na+


და Cl– კონცენტრაცია.
მემბრანული პოტენციალი

ცილები, ორგანული ფოსფატები და სხვა ორგანული ანიონები, რომლებიც


ვერ ტოვებენ უჯრედს, ქმნიან ფიქსირებულ უარყოფით მუხტს უჯრედის
მემბრანის შიდა მხარეს.

ეს უარყოფითი მუხტი იზიდავს დადებითად დამუხტულ არაორგანულ


იონებს (კათიონებს), რომლებიც ამ მიზიდულობის გამო უფრო მაღალი
კონცენტრაციით გვხვდება უჯრედში ვიდრე მის გარეთ.
მემბრანული პოტენციალი

უჯრედის შიგნით ფიქსირებული ანიონები და მემბრანის


შერჩევითი განვლადობა განსაზღვრავენ თუ როგორ
განაწილდება არაორგანული კათიონები უჯრედშიდა
და უჯრედგარე გარემოში.
პლაზმური მემბრანა უფრო მეტად განვლადია K+ იონების
მიმართ, რის გამოც K+ დიდი რაოდენობით გროვდება
უჯრედში, ვიდრე სხვა კათიონები.
K+ უჯრედშიდა კონცენტრაცია 30-ჯერ აღემატება მის
უჯრედგარე კონცენტრაციას.
მემბრანული პოტენციალი
 იონები უჯრედის შიგნით და გარეთ შემდეგნაირადაა
განაწილებული:
 უარყოფითი მუხტის მქონე ორგანული ნივთიერებები
უჯრედის შიგნით გვხვდება; ისინი ვერ ტოვებენ
უჯრედს, რადგან მათი მოლეკულები დიდი ზომისაა.
 უჯრედში ასევე დიდი რაოდენობითაა K+ .

 უჯრედის გარეთ მაღალია Na+ და Cl– კონცენტრაცია.


Na+ კონცენტრაცია 10-ჯერ მეტია, ხოლო Cl–
კონცენტრაცია15-ჯერ მეტია უჯრედის გარეთ.
მემბრანული პოტენციალი
უჯრედის შიგნით და გარეთ სხვადასხვა მუხტის მქონე
იონების არათანაბარი განაწილების გამო უჯრედი
მოქმედებს როგორც აკუმულატორი, რომლის
დადებითი პოლუსი არის უჯრედის გარეთ და
უარყოფითი პოლუსი არის უჯრედის შიგნით.

მემბრანული პოტენციალი არის უჯრედის შიგნით და


გარეთ ელექტრონულ პოტენციალებს შორის სხვაობა.

უჯრედგარე და უჯრედშიდა მუხტებს შორის განსხვავება,


ანუ პოტენციალთა სხვაობა იზომება ვოლტებში.
მემბრანული პოტენციალი

მემბრანული პოტენციალი - ანუ თუ როგორაა


განაწილებული იონები უჯრედის შიგნით და გარეთ,
დამოკიდებულია ამ იონების კონცენტრაციულ
გრადიენტზე და პლაზმური მემბრანის განვლადობაზე.

ვინაიდან პლაზმური მემბრანა უფრო განვლადია K+


მიმართ, ვიდრე სხვა იონების მიმართ, მემბრანული
პოტენციალი განისაზღვრება K+ კონცენტრაციული
გრადიენტით.
მემბრანული პოტენციალი
მოსვენების პოტენციალი - ელექტრული მუხტის
სხვაობა უჯრედის შიგნით და გარეთ, როდესაც
უჯრედი არ არის აქტიური
- უჯრედის შიგნით უარყოფითია
- უჯრედის გარეთ დადებითია
მეტი
მეტი K+
ორგანული
უჯრედში ანიონი
უჯრედში
მეტი Na +
უჯრედის
არაორგანულ
გარეთ იონებს შეუძლიათ
გადაადგილება
მეტი Cl - მემბრანის
უჯრედის სხვადასხვა მხარეს,
გარეთ ორგანულ ანიონებს
არა.
მემბრანული პოტენციალი

თუ დავუშვებთ, რომ მემბრანა მხოლოდ K+ იონების


მიმართ არის განვლადი, მაშინ ელექტრული
გრადიენტის გამო K+ შევა უჯრედში, ხოლო
კონცენტრაციული გრადიენტის მოქმედების გამო კი
იმდენივე K+ გავა უჯრედის გარეთ, რამდენიც შევა, ანუ
დამყარდება წონასწორობა.
მემბრანულ პოტენციალს, რომლის დროსაც K+
კონცენტრაცია სტაბილურია, ეწოდება კალიუმის
წონასწორობის პოტენციალიარი (EK+).
ჩვეულებრივ, K+ კონცენტრაციული გრადიენტი უჯრედის
შიგნით 30-ჯერ მეტია ვიდრე უჯრედის გარეთ, EK+
ტოლია -90 მილივოლტის.
მემბრანული პოტენციალი

პლაზმური მემბრანა რომ განვლადი იყოს მხოლოდ Na+


იონებისათვის, მოსვენების პოტენციალი ტოლი
იქნებოდა ნატრიუმის წონასწორობის პოტენციალისა,
და ეს ტოლია +66 მილივოლტისა.

პლაზმური მემბრანა რომ განვლადი იყოს მხოლოდ K+


იონებისათვის, მოსვენების პოტენციალი ტოლი
იქნებოდა კალიუმუს წონასწორობის პოტენციალისა
-90 მილივოლტისა.

თუმცა, ეს ასე არ არის ....


მემბრანული პოტენციალი
უჯრედი მოსვენების მდგომარეობაში უფრო მეტად
განვლადია K+ მიმართ ვიდრე Na+ მიმართ, თუმცა Na+
მცირე რაოდენობით მაინც შედის უჯრედში.
ამიტომ მემბრანის მოსვენების პოტენციალი უფრო
ნაკლებად უარყოფითია, ვიდრე EK+.

მოსვენების პოტენციალი სხვადასხვა უჯრედისათვის


მერყეობს -65 და -85 მილივოლტს შორის.

ნეირონის მოსვენების პოტენციალია დაახლოებით -70


მილივოლტი
მემბრანული პოტენციალი
მოსვენების პოტენციალის დარეგულირებაში მონაწილეობს
Na+/K+ ტუმბო, რომელიც ახორციელებს იონების აქტიურ
ტრანსპორტს, ანუ იყენებს ატფ ენერგიას და გააქვს
უჯრედიდან 3 Na+ და შემოაქვს უჯრედში 2 K+ .
მოქმედების პოტენციალი
მიუხედავად იმისა, რომ ყველა უჯრედს აქვს მემბრანული
პოტენციალი, მხოლოდ ზოგიერთ მათგანს აქვს უნარი
შეიცვალოს ეს პოტენციალი სტიმულაციის საპასუხოდ.
მემბრანული პოტენციალის ცვლილება ხდება მემბრანის
განვლადობის ცვლილებით სხვადასხვა იონების
მიმართ.
მემბრანის განვლადობის გაზრდა იწვევს იონების
მოძრაობას მათი ელექტრო-ქიმიური გრადიენტის
მიმართულებით უჯრედის გარეთ, ან უჯრედის შიგნით.

უჯრედის უნარს, შეცვალოს მემბრანული პოტენციალი


სტიმულაციის საპასუხოდ, აგზნებადობა ეწოდება.
მოქმედების პოტენციალი
მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ შემდეგი
ტერმინოლოგია:
1. დეპოლარიზაცია - მემბრანის პოლარიზაციის გაზრდა
ნატრიუმის არხის სწრაფი გაღებისა და იონების სწრაფი
შესვლის ხარჯზე უჯრედში.
2. რეპოლარიზაცია - მემბრანის მოსვენების პოტენციალის
აღდგენა კალიუმის არხების ნელი გაღებით.
3. ჰიპერპოლარიზაცია - უჯრედის შიგნით ნეგატიურობის
გაზრდა მემბრანის მოსვენების პოტენლიალზე მეტად.
პოტენციალ-დამოკიდებული არხები
მოქმედების პოტენციალი
1. როდესაც გაღიზიანების ზღურბლი
მიიღწევა, იღება პოენციალ-
დამოკიდებული Na+ არხები და Na+
შედის უჯრედში
2. K+ არხები იღება და K+ გამოდის
უჯრედიდან
3. Na+ არხები იბლოკება (არ შეუძლია
გაღება, მანამ სანამ მემბრანული
პოტენციალი არ დაუბრუნდება
მოსვენების პოტენიციალს) და Na+
ვეღარ შედის უჯრედში
4. K+ განაგრძობს უჯრედიდან
გამოსვლას, რაც ხელს უწყობს
მემბრანული პოტენციალის აღდგენას
მოსვენების პოტენციალის დონეზე.
5. მიიღწევა მოსვენების პოტენციალი;
K+ არხები იკეტება, Na+ არხები
კვლავ მზადაა გასახსნელად
6. ზედმეტი K+ გამოდის უჯრედიდან;
აქსონი მზადაა შემდეგი მოქმედების
პოტენციალისთვის
სულ ან არაფრის კანონი
აგზნების გავრცელების მექანიზმი
აგზნების გავრცელების მექანიზმი

You might also like