You are on page 1of 11

გლიური უჯრედები, სინაფსი, სინაფსური კავშირები, ნერვული

ბოჭკო
ნერვული ქსოვილი შედგება 100 მილიონამდე ნერიონისაგან, ნეირონები
უკავშრდებიან ერთმანეთს და გადასცემენ ინფორმაციას, რასაც აკონტროლებს
პლაზმური მემბრანის გსაწვრივ ელექტრული გრადიენტი, რომელიც გამოწვეულია
იონების განსხვავებული , რაოდენობით უჯრედის შიგნით და გარეთ.
(ციტოლოგიდან: უჯრედის შიგთავსი მოსვენებულ მდგომარეობაშ უარყოფითადაა
დამუხტული, პლაზმური მემბრანის გარე ზედაპირი კი დადებითად.) ნეირონში
უარყოფითი მუხტი დაახლოებით -70 მილი/ვოლტია და ასეთ მდგომარეობას
მოსვენების მდგომარეობა ქვია. მასში დიდ როლს ასრულებს იონების ტუმბოები (Na,
K ის ტუმბო) რომელიც Na-ს გარეთ გატუმბავს, ხოლო K-ს შემოტუმბავს, რაც უჯრედს
უნარჩნებს მოსვენებულ მდგომარეობას.

როცა უჯრედი გადადის მოქმედების მდგომარეობაშ იონური არხები იხსნება, იონები


მოძრაობენ და ნეირონი დეპოლარიზირდება, ნეირონის შიგნითა მემბრანა
დადებითად დაიმუხტება, გარეთა კი უარყოფითად და წარმოიქმენა ნერვული
იმპულსი და ვრცელდება. ნერვული იმპულსის წარმოქმნა იწყება აქსონის საწყისი
სეგმენტიდან (მოკლებულია მიელინის გარსს) და ვრცელდება აქსონის
ტერმინალისაკენ.

მოქმედების პოტენციალი საფუძვლად უდევს ნეირონებს შორის კავშირსს. ნეირონებს


შორის კავშრსს სინაფსი (ბერძ. კავშირი) ქვია. სინაფსი ნერვულ იმპულსს ატარებს
ერთი მიმართულებით. სინაფსის განხორციელებაში მონაწილეობს, აქსონის
ტერმინალური ნაწილის პლაზმური მემბრანა (პრესინაფსური მემბრანა) და მიმღები
უჯრედის პლაზმური მემბრანა (პოსტსინაფსური მემბრანა). მათ შორის არის სივრცე
რომელსაც სინაფსური ნაპრალი ქვია და ის დაახლოებით 20ნმ-ია, იქ ჩიღვრება
ნეირომედიატორები. სინაფსური ნაპრალის მეშვეობით ხორციელდება მოქმედების
პოტენციალის გავრცელება ნეირონებს შორის ან ნეირონიდან კუნთზე, ან აღგზნებად
ორგანოზე.

სინაფსი
სინაფსი ორგვარია, ესენია: ელექტრული სინაფსი და ქიმიური სინაფსი.

ქიმიური სინაფსი
ნეირონებს შორის 95% ქიმიური სინაფსია. ქიმიურ სინაფსში მონაწილეობს
ნეირომედიატორები ( ქიმიური ნივთიერებები) ისინი სინთეზირდება ნეირონის
სხეულში, პერიკარიონის გარშემო ორგანოიდებში, იქ არის გოლჯის აპარატი,
რომელიც იღებს ნივთიერებებს, ახარისხებს, ფუთავს და ტრანსზედაპირით,
მიკრომილაების საშუალებით აგზავნის აქსონის ტერმონალისაენ. ხორციელდება
ანტეროგრადული აქსოდენი. ნეირომედიატორები მოიყრის თავს აქსონის
ტერმინალურ ნაწილშ და შეფუთულია სინაფსურ ბუშტუკებში, მათ გააჩნია
სპევციფიკური მემბრანის რეცეფტორები - სინაფტობრევინი. ის დადებითი
ქემოტაქსისით ხასიათდება აქსონის ტერმინალური ნაწილის მემბრანის
რეცეფტორთან და ის იქმნება სინტაქსინის საშუალებით. სინაფტობრევინი
მიისწრაფის რეცეფტორებისკენ და შედეგად ვეზიკულები თავს იყრის აქსონის
ტერმინალურ ნაწილზე. სინატობრევინი არ ეწებაბა აქსონის ტერმ. ნაწილის
რეცეფტორს მოსვენებულ მდგომარეობაში, რადგან ამისთვის Ca არის საჭირო. მათ
შეწებებას ხელს უშლის სპეციფიკური კალციუმმგრძნობიარე ცილა -
სინაფტოტაგმინი.

3 მნიშნელოვვანი ცილა.

სინტაქსინი - აქსონის ტერმინალური ნაწილის ცილა

სინაფტობრევინი - ვეზიკულის მემბრანის ცილა-რეცეფტორი

სინაფტოტაგმინი - ბლოკატორი, რომელიც არ აძლევს ბუშტუკს აქსონის


ტერმენილთან შეწებების საშუალებას.

როდესაც მოქმედების პოტენციალის საშუალებით აქსონის ტერმინალურ ნაწილში


ნერვული იმპულსები გავრცელდება, Ca-ის არხი იხსნება და Ca შემოდის
ციტოზოლში. Ca უკავშირდება სინაფტოტაგმინს და ეს იწვევს მის
სინაგფტობრევინთან მოცილებას და ბუშტუკის რეცეფტორი(სინაფტობრევინი)
ეწებება აქსონის ტერმინალური ნაწილის რეცეფტორს, ხდება ეგზოციტოზი.
ვეზიკულაშ არსებული ნივთიერებები (ნეირომედიატორები) გადმოიღვრება გარეთ,
ვეზიკულის მემბრანის ნაწილი აქსონის ტერმ. ნაწილის მემბრანის შემადგენლობაშ
რჩება. გადმოღვრილი ნეირომედიატორები ჩაიღვრება სინაფსურ ნაპრალშ და
უკავშირდება პოსტსინაფსური მემბრანის რეცეფტორს და ხორციელდება
შემაკავებელი ან აგზნებადი სინაფსი.

შემაკავებელი სინაფსი
ნეირომედიატორი უკავშირდება იონურ არხს, რომელიც გზას უხსნის უარყოფით
ანიონებს, ისინი მაქსიმალურად შეიქაჩებიან ციტოზოლში და ამის შედეგად მიმღები
უჯრედის უარყოფითი იონების გაზრდის შედეგად ხდება ჰიპერპოლარიზაცია.
შემაკავებელ სინაფსში მონაწილეობს გლუტამინის მჟავა - ý ამინო ერბოს მჟავა.

აგზნებადი სინაფსი

ნეირომედიატორი (მაგ. აცეტილქოლინი) უკავშირდება იონურ არხს და იხსნება ის


(Na-ისთვის), რომლის შედეგადაც ხდება შიგნითა და გარეთა მემბრანის
დეპოლარიზაცია და უჯრედის შეიგნით დადებითი მუხტი იქმნება გარეთ კი
უარყოფითი.

ნეირონებში ორივე სახის სინაფსი მიმდინარეობს და ორივეს აქვს დიდი


ფიზიოლოგიური მნიშვნელობა.

ნეირონები ქიმიური სინაფსის დროს ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს


ქიმიურ მედიატორებს, ისინი მემბრანის ვეზიკულებშა შეფუთული და მიმდინარეობს
ეგზოციტოზი, რაც ბადებს კითვას, ზრდის თუ არა ეს აქსონის ტერმ. ნაწილის ან
აქსონის და ნეირონის მოცულობაშ გაზრდა. თუმცა ეს ასე არაა, რადგან, როცა
გადმოიღვრება ნეირომედიატრორები ამის საპირისპიროდ ცილა კლატრინის
მეშვეობით აქსონის ტერმინალური ნაწილიდან ჩაიზრდება ქობიანი ორმოები. მისი
შემქმნელი პლაზმური მემბრანის ლატერალიური კიდეები ეწებება ერთმანეთს და
ქმნის ქობიან ბუშტუკებს (სარეზერვო ბუშტუკებს) რომელიც ცარიელია, ის მოწყდება
და გადაინაცვლებს ციტოზოლში. აქსონის ტერმინალიდან დადსებით აქსოდერმით,
რეტროგრადული ტრანსპორტით გადაინაცვლებს ნეირონის სხეულისკენ და
მონაწილეობას იღებენ ენდოპლაზმური ბადის, გოლჯის აპარატის მემბრანის
განახლებაში. ეგზოციტოზის დროს პლაზმურ მემბრანას აქსონის ტერმ. ნაწილშ
მიემატა ბუშტუკის მემბრანის ნაწიბური, ქობიანი ორმოები, ცარიელი ბუშტუებით
აქსონის ტერმინალურ მემბრანას იგივე დონეზე ტოვებს.

ნეირომედიატორები

ნეირომედიატორი ორგვარია, ესენია ნეიროტრანსმიტერები(ახორციელებს აგზნებასდ


და შემაკავებელ სინაფსს) და ნეირომოდულატორები (პლაზმურ მემბრანას უცვლიან
რეცეფტორულ ბუნებას).

სინაფსურ ნაპრალშ ჩაღვრილი ნეირომდიატორები ქოლინესტერაზის საშუალებით


იშლება და სინაფსურ ნაპრალში ჩაღვრილი ნეირომედიატორისგან და პოსტსინაფსურ
მემბრანასთან დაკავშირებული მედიატორიგან თავისუფლდება იონური არხი და
იონურიო ტუმბო ისევ აღადგენს მოსვენების მდგომარეობას. სულ ცნობილია
დაახლოებით 35 ნეირომედიატორი. ის შეიძლება იყო ამინი, პურინული ფუძს,
ამინოჟავის ტიპის, ცილოვანი ტიპის ან არაორგანული ტიპის )(მაგ, აზოტის ოქსიდი.)

ელექტრული სინაფსი

ელექტრული სინაფსი ხორციელდება პრესინაფსური და პროსინაფსური მემბრანის


იონური არხების ერთმანეთთან შეწებებით (ნექსუსური კავშირით - ნაპრალისებური
კავშრით, მასშ მონაწილეობენ ცილები - კონესონები) ნერვულ ქსოვილში მსგავსი
ავშრი მხოლოდ 5% არის.

აქსონის ტერმინალური ნაწილი შეიძლება დაუკავშირდეს მეორე ნეირონის სხეულს


და ამას აქსოსომატური კავშრი ქვია. აქსონის ტერმ. ნაწილი შეიძლება დაუკავშრდეს
დენდრიტს - აქსოდენდრიტული კავშირი. შეიძლება დაუკავშირდეს მეორე ნიერონის
კავშირს - აქსოაქსონური კავშრი. გარდა ამისა არის სომასომატური,
დენდროდენდრიტული კავშირები და ეს ამ სინაფსური კავშირების ქვესახეობაა.

გლია
ნერვული ქსოვილი შედგება ნეირონისა და გლიოციტისაგან. ნეირონი ძირითადი
ფუნქციური უჯრედია. გლია მონაწილეობს, ტროფიკული, ბარიერულ-
დამცველობითი, საყრდენო, რეგულაციური ფუნქციის შესრულებაშ და გლიოციტის
გამრავლების შედეგად წარმოიქმნება გლიური ნაწიბური, რომელიც ცნს_ში
მაკროფაგებისაგან შთანთქმულ, დაზიანებულ უბნებს ავსებს და სტრუქტურულ
მთლიანობას უზრუნველყოფს.

გლია (ბერძ. წებო) შემოიღო გერმანელმა პათოლოგმა, ვირხოვმა. გლიის უჯრედები


ორი ტიპისაა. მიკროგლია და მაკროგლია.

მაკროგლია

მაკროგლიას ქმნის 3 ტიპის უჯრედები:

ოლიგოდენდროგლიოციტი, ის ქმნის ოლიგოდენდროგლიას, ის გვაქვს


მხოლოდ ცნს-ში. პნს-ში გვაქვს მისი ნაირსახეობა, შვანის უჯრედი (ლემოციტი)
ოლიგოდენდროგლიოციტი მცირედ დატოტვილი უჯრედია, მისი სხეულიდან
გამოდის მხოლო დრამდენიმე მორჩი და გარს არტყამს აქსონის მემბრანას და მას
ფუთავს.

მისი მთავარი ფუნქცია არის ბარიერული ფუნქცია, ნეიროციტის მორჩს უქმნის


იზოლაციას და გამოიმუშავებს მიელინს, მონაწილეობს ნერვული იმპულსების
გატარებაში, ნეირონების მეტაბოლიზმის რეგულაციაშ და მედიატორების შებოჭვაშ
(შთანთქავს მედიატორებს)

ასტროციტი - ის ორი ტიპისაა ფიბროზული და პლაზმური ასტროციტი.

ასტროციტები ვარსკვლავის ფორმის უჯრედია. თეთრ ნივთიერებაშ განლაგებულია


ფიბროზული ასტროციტები, რუხ ნივთიერებაში კი პლაზმური ასტროციტებია.

ფიბროზული ასტროციტების სხეულიდან გამოდის გრძელი მორჩი ის უკავშირდება


ერთი მხრივ სისხლძარღვის კაპილარი ენდოთელოციტს, მეორემხრივ ნეიროს და
კაპილარშ არსებულ საკვებ ნივთიერებას მიაწოდებს ნეირონს. ნეიროციტიდან
წამოსული დაშლის პროდუქტები ასტროციგტის სხეულისა და მორჩების გავლით
ხვდება სისხლძარღვებში. ის მონაწილეპბს სისხლსა და ნეიროციტს შორის
ნივთიერებათა ცვლაში.

მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არი სისხლიდან გლუკოზის მიღება,


განახორციელოს გლიკოლიზი (მისი ნახევრად დაშლა)და გლიკოლისი პროდუქტი,
პირუვატი მიაწოდოს ნეირონს და იქ განხორციელდეს მისი ჟანგბადიანი დაშლ, რათა
ნეირონშ დაჩქარდეს ატფ-ს წარმოქმნა.(რადგან ნეირონი მუდმიბად ასინთეზებს
ნეირომედიატორებს, ახორციელებს სინაფსს, რაც ატფ-ს ხარჯზე მიმდიანრეობს,
სესაბამისად ყოველთვის სჭორდებათ საშენი ნივთიერება).

ის საყრდენს უქმნის ნეირონებს, მონაწილეობს ჰემაენცეფალური ბარირის შემნაშ


(ნეირონი არასდროს არ ეხება სისხლძარღვს).

ასტროციტების ნაწილი ახორციელებს ფაგოტიტოზს (შთანთქავს სინაფსურ ნაპრალში


ჭარბად ჩაღვრილ ნეირომედიატორებს).

ასინთეზებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ენკეფალინებს ,


სომატოსტატინებს.

ერთმანეთშ უკვაშირდებიან და ცვლიან ინფორმაციას, უკავშირდება


ოლიგოდენდროგლიოციტს და მიელინის წარმოქმნის პროცესი სტიმულირდება.
დაავადებების დროს, ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თუ ამოიკვეთება
ნერბვული ქსოვული ასტროციტები ინტენსიურად მრავლდებიან ქმნიან გლიურ
ნაწიბურებს და აღადგენენ სტრუქტურულ მთლიანობას.

გლიის უჯრედებს დაღუპვის შემდეგ შეუძლიათ მიტოზური გამრავლება. ნერვულ


ქსოვილშ არის კამბიალური ( მულტიპოტენტური) უჯრედები, რომელიც დაყოფისა
და დიფერენციაციის შემდეგ სამივე ტიპის გლიურ უჯრედებს გვაძლევენ.

ეპენდიმოციტი ერთ ერთი მნიშვნელოვანი გლიოციტია. ის ნერვული მილის,


ზურგის ტვინის ცენტრალურ არხს და თავის ტვინის პარუჭებს სანათურის ამოფენს.
(ხლოპინმა მას გლიური ეპითელიუმი უწოდა) ეპითელიუმის მსგავსად ისინი
მიჯრილადაა განლაგებული, ქმნის ერთგვარ ბარიერს თავ-ზურგ-ტვინის სითხესა და
ნერვული ქსოვილის უჯრედულ პოპულაციებს შრის.

ეპენდიმოციტები სამი ქვეპოპულაციისაა.

1. ეპენდიმოციტებუს ნაწილი შედგება აპიკალური და ბაზალური ნაწილისაგან.


აპიკალურ ნაწილზე აქვს წამწამები. ეს ეპენდიმოციტები წამწამების
საშუალებით მონაწილეობენ მოძრავი ცერებროსპინალური სითხის (თავ-
ზურგ-ტვინის სითხის) გადაადგილებაში.
2. ბაზალურ ნაწილზე გააჩნია მორჩები, გამოაზარდები და ისინი ქმნიან
რადიალურ, გაფართოებულ, უბნებს, სხივებს და მათი საშუალებით
უკავშირდება სისხლძარღვის კაპილარებს და ცერებროსპინალურ სითხეს,
რომელიც სავსეა ნეიროთროპინებით და ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებით სისხლშ გადაისვრიან და აბრუნებენ. ამით უზრუნველყოფენ ამ
სითხის თანაფარდობის მუდმივობას.
3. აპიკალურ ნაწილზე აქვს წამწამები და ბაზალურ ნაწილზე არსებული მორჩები
განჭოლავს ბაზალურ მემბრანას და ეპენდიმოციტის მორჩი რბილი გარსის
საზღვარზე ქმნიან ბრმა სარტყელს და მონაწილეობენ საზღვროვანი მემბრანის
შექმნაში. მენგილური გარსების ანთების შედეგად ან ანტიგენის არსებობის
შედეგად დაცულია იქნება რბილი სარტყელი.

ეპენდიმოციტებუ მონაწილეობენ საურდენი ფუნქციის, დამცველობითი ფუქციის


(ქმნის ჰემატოენცეფალურ ბარიერს), სეკრეტორული ფუნქციის (გამოყოფს
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს) ტროპული ფუნქციის(წამწამებითა და
მორჩებით შეწოვილი ცერებროსპინალური სითხე უკავშირდება სისხლძარღვის
კაპილარებს) შესრულებაში.

მიკროგლია

მიკროლიას ქმნის მიკროგლიოციტები, ისინი მონაწილეობენ ფაგოციტოზში. მცირე


ზომის სხეულიანი უჯრედებია და წვრილი ზომის გამონაზარდები აქვს. ბირთში
ეუქრომატინულ უჯრედებს ჭარბობს ჰეტეროოქრომატინული უბანი. ბირთის
გარშემო ბევრი ლიზოსომაა რაც ხაზს უსვამს მისი ფაგოციტოზის უნარს.

წარმოიქმნება ძვლის წითელ ტვინში და ამ უჯრედს მონოციტი ქვია, როცა ის ტოვებს


სისხლს და ჩასახლდება ნერვულ ქსოვილშ (ემბრიოგენეზში) გარდაიქმნება
მიკროგლიოციტად და მონაწილეობს რეგულაციური ფუნქციის მშესრულებაში და
შთანთქავს ნერვული ქსოვილის უჯრედებს შრის სივცეში ბიოლოგიურად აქტიურ
ნივთიერებებს.

ნერვული ბოჭო

ნერვული ბოჭკოს შექმნაში მონაწილეობს აქსონი თავისი გლიური გარით. ნერვული


ბოჭკოს აქსონს გვერდითი ცილინდი ეწოდება. გლიის გარსს ქმნის ოლიგოდენდროგ-
ლიოციტი ცნს_ში, პნს-ში შვანის უჯრედები. 1 ოლიგოდენდროგლიოციტი იღებს
მონაწილეობას 5-დან 50-მდე გვერდითი ცილინდირს ( აქსონის) მიელინიზაციაში
იღებს მონაწილეობას. 1 შვანის უჯრედი 1 ნერვული ბოჭკოს გარს ქმნის. აქსონი
თავისი გლიის უჯრედით ნერვული ბოჭკოა. ყველა აქსონს ყავს გლიის უჯრედი. თუ
ბოჭკო არ არის ჩაფლული გლიის უჯრედის მემბრანაშ და მემბრანა არ ქმნის მასზე
გარსს ასეთ ბოჭკოს უმიელინო ნერვული ბოჭკო ეწოდება. თუ აქსონი ჩაფლილია
მემბრანაში ისე რომ, შვამნის უჯრედის ან ოლიგოდენდროგლიოციტის მემბრანა
მასზე ქმნის გარსს მაშინ მას მიელინიანი ნერვული ბოჭო ეწოდება.

აქსონი, რომელსაც თავისი მემბრანა აქვს, ცნს_ში ოლიგოდენდროგლიოციტს, პნს-ში


კი შვანის უჯრედს ეხება. როგორც კი მემბრანას ეხება, აქსონი ქმნის მცირე ზომის
ჩაღრმავებას მემბრანაზე (შვანის ან ოლიოდენდრო.) და თანდათანიბით იძრება.
ასონსა და პლაზმურ მემბრანებს შორის წარმოიმნება ღარი. ღარის ლატერალური
კიდის მემბრანები ერთმანეთს ეწებება (ათენზიურიმოლეკულების ხარჯზე) და ამის
შედეგად წარმოიქმნება აქსონის შემფუთველი უბანი. შემფუთველ გარსს მეზაქსონი
ქვია. მეზაქსონშ აქსონი ისეა, თითქსო ის მასზეა დაკიდებული. ამის შემდეგ შანის
უჯრედში არსებული ბირთი გბადაინაცვლებს პერიფერიაზე, მას მიყვება
ციტოპლაზმის ნაწილი, რომელშიც ორგანელებია და იწყებს პლაზმური მემბრანის
ინტენსიურ სინთეზს. მეზაქსონი რამდენჯერმე ეხვევა აქსონს, ფუთავს მას და შვანის
უჯრედის პლაზმური მემბრანა იწყებს დიდი რაოდენობით მიელინის სინთეზსს.
იელინი შეიცავს ლიპიდებს, მისი შეღებვა შეიძლება ოსმიუმის მჟვით. რის
შედეგადაც შეღებული უბანი ჩანს, შეუღებავი უჯრედი კი თეთრი ზოლების სახით
ჩანს და მათი გარჩევა შესაძლებელია. თეთრი ზოლი უმიელინო მეზაქსონის უბანია.
გვაქსვს ღერძითი ცილინდრის გარშემო მართი კუთხით განლაგებული ნაათელი
ზოლი,რომელშც მილინის (ლიპიდის) სიჭარბე არაა მიელინის ჭდეები, შმიდტ
ლატერმანის ჭდეები ეწოდება.

შვანის უჯრედები აქსონსს უქმნის მიელინის გარსს და ფუთავს მას, თუმცა მათი
ზომები განსხვავდება. ასე რომ აქსონის შეფუთულ უბანსა და მეორე შეფუთულ უბანს
შორის არის სივრცე, რომელსაც რანვიეს შევიწროვება ქვია, რომელიც 1-2 მმ არის და ა
აქსონი არ შეიცავს იმელინის გარსს და თავს იყრის იონური არხები, სადაც
დეპოლარიზაცია ინტენსიურადაა. შესაბამისად რანვიეს შევიწროების გასწვრივ
იონური არხების საშუარებით მიმდინარეობს ნერვული იმპულსების,
დეპოლარიზაციის ტალღის გავრცელება კასკადურად.საწყისი სეგემტიდან აქსონის
პერიფერიისაკენ და ეწოდეა ნახტომისებური (სალტატორული) ნერვული იმპულსის
გავრცელება ეწოდება.

უმიელინო ნერვულ ბოჭოშ აქსონი მცირე ჩაღრმავებებს ქმნის ისე რომ შვანის
უჯრედები აქსონს მთლიანად არ ძირავს და არ ფუთავს. ამიტიტომ აქსონი
დემიელინოზორებულია და ნერვული იმპულსები ტალღისებბურად ვრცელდება,
იონური არხები თანაბრადაა განაწილებული მთელ პერიმეტრზე და ამიტომ
დეპოლარიზაცია მიმდინარეობს ტალღისებურად.

შესაბამისად უმიელინო და მიელინიანი ნერვული ბოჭოები გავრცელდებიან


იმპულსების გავრცელებითაც.

აქსონის მიერ მიელისნის გარსის განახლება.


ოლიგოდენდროციტები და შვანის უჯრედები მუდმივად ანახლებენ მიელინის გარსს
და ძველი ფრაგმენტები იშლებიან და ამას ეწოდება მიელინის რემოდელირება.
დაავადებები მაგ. გაფანტული სლეროზი, ვირუსული დაავადებები, B12ვიტამინის
ნაკლებობა, დიფტერია და ა.შ. ხელს უშლის მიელინის გარსის რემოდილერებას.

გაფანტული სკლეროზის შემთხვევაშ მიელინის გარსი იცვლება, იცვლება მისი


ცილოვანი ომპონენტები და შეიძლება მაკროფაგებმა უცხოდ შეიცნონ და შებოჭონ
ანტისხეულებმა და მოხდეს მისი დემიელინიზაცია, ნერვული იმპულსების
გავრცელება შეიცვლება და აღზნებადი უჯრედების ბიოპოტენციალის სიხშირე და
ინტენსივობა იცვლება და ადამიანი პარალიზებული რჩება.

დიფტერიის დროს გამოიყოფა დიფტერიული ტოქსინი და ის მოქმედებს შვანის


უჯრედებზე და შვანის უჯრედები წყვეტს მიელინის გარსის წარმოქმნას. მიელინის
გარსის ძველი ფრაგმენტები იშლება თუმცა შვანის უჯრედები ტოქსინის
საშუალებით არ წარმოქმნიან ახალს და ხდება დემიელინიზაცია და შესუსტებულია
ნერვული იმპულსების გავრცელება.

მიელინიანი ბოჭკო უფრო სწრაფასდ და ძლიერად ატარებს ნერვულ იმპულსებს.


უმიელინო დაახლოებით 1-5მმ/წმ. მიელინიანი ბოჭკოები ნერვულ იმპულს ატარებს
საშუალოდ 5-15მ/წმ. ნაწილი კი დაახლოებით 10-120 მ/წმ .

ბბოჭკოები უკავშირდებიან ერთმანეთს და იქმნება კონები. არსებობს თხელი (0.5-2


მკმ) საშუალო სისქის(1-3მკმ დიამეტრი) და სქელი ბოჭკო(10-25მკმ დიამეტრი).

ნეიროგენეზი
ნეირონები ვენტრიკულური შრის ექტოდერმის უჯრედები დიფერენცირდებიან
ნეირობლასტებად, ისინი მორჩიანდებიან და გარდაიქნებიან ნეიროციტებად, ეს
მორჩები განლაგდებიან მაგინალურ შრეშ, შრეს სადაც ნეირონების სხეულებია
მატიის შრე ეწოდება, ხოლო შრეს სადაც ხორციელდება განახლების შრე -
ვენტიკულური შრე ქვია.

ვენტიკულური შრის უჯრედები გვაძლევს როგორც ნეირობლასტებს ასევე


გლიობლასტებს. გლიობლასტები განლაგდებიან როგორც მანტიის ასევე
მარგინალურ შრეში. ამ ორ შრეში არსებული გლიობლასტები რჩება
მულტიპოტენტურ უჯრედებად(კამბიალური ღეროვანი უჯრედებია და იღებს
მონაწილეოპბას ნერვული ქსოვილის გლიოციტების განახლებაში) . ნაწილი
გლიობლასტები კი მონაწილეობენ ოლიგოდენდროგლიოციტების და ასტროციტების
წარმოქმნაში. ნაწილი კი რომელიც არ ტოვებს ვენტიკულურ შრეს გარდაიქმნებიან
ეპენდიმოციტებად, უითარდებათ მორჩები რომელიც მოთავსებულია ნერვულ არხში
და ეს მორჩები იღებს მონაწილეობას ცერებროსპინალური სითხის მოძრაობაშ.

ხდება თუ არა ნეირონის აღდგენა?!


ფრინველებშ ნეირონი აღდგება და მას აქვს გამრავლების უჯრედი, ძუძუმწოვრებში
კი ეს ასე არაა.

აქსონი შედგება მისი საწყისი და ტერმინალური ნაწილისაგან. ტერმინალური ნაწილი


ორგანოს ინერვაციაში მონაწილეობს. ყოველ აქსონს ყავს კავალერი შვანის
უჯრედების ან ცნს_ში ოლიგოდენდროციტების სახით. აქსონს თავის კავალერით
ნერვული ბოჭკო(ცნს-ში) ეწოდება. ხოლო შვანის უჯრედებიან აქსონს ღერძითი
ცილინდრი ეწოდება(პნს-ში). როცა აქსონის პროქსიმალური ნაწილი ზიანდება ის
იშვიათად თუმცა შეიძლება აღსდგეს. დისტალური ნაწილისს(აქსონის საწყისი
სეგმენტიდან მოშორებითაა) რომელლიც დაზიანების შემთხვევაში როცა
პერიფერიაზე ზიანდება, პერიფერიაზე არსებული შემაერთებელი ქსოვილის
მაკროფაგები შეჭამენ მას შვანის უჯრედებიანად. მაკროფაგები გამოყოფენ
ციტოკინის ინტერლეიკინ 1-ს, რომლის ხარჯზეც აქტიურდებიან შვანის უჯრედები (
მრავლდებინ) და ქმნიან უჯრედულ ჭიმებს, რომელიც მიემართება სამიზნე უჯრედის
მემბრანისკენ. ღარის წარმოქმნასთან ერთად ადგილი აქვს ტიგროლიზსს, ანუ
სომატოლიზსს, კერძოდ, სხეულში არსებული ლიზოსომენბი ტიგროიდულ
ნივთიერებას (თავისუფსალ და ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადის
რიბოსომებსერთობლიობას ) შეჭამს და ამცირებს აქსონის სხეულში მის რაოდენობას.
ამის შემდეგ ცენტრში არსებული ბირთვის და ორგანელები და ტიგრაიდული
ნივთიერება გადაინაცვლებს. პერიფერიაზე იქმნება ახალი სიმძიმის ცენტრი,
მრავლდება რიბოსომები და ცილების სინთეზო, ციტოპლაზმის დანარჩენი ნაწილი
(ციტოპლაზმა და მიტოქონდრიები) კი პროქსიმალური ნაწილის გაგანიერებულ
ნაწილში - ზრდის კოლბაში ხვდება. ახლდება პლაზმური მემბრანა, წარმოიქმნება
აქსოლემა ზრდის კოლბაში, ზრდის კოლბა არაერთგვაროვანია, ქმნის მრავალ მორჩს,
თუ ერთერთი მორჩი მოხვდება შვანის უჯრედების შექმნილ ღარში, მაშინ
თანდათონობით აქსონის ზრდის კოლბა ეშვება დისტალური ნაეილისაკენ და იმ
უჯრედისაკენ მიისწრაფის რომლის ინერვაციაც ხდებოდა. ზრდა მიმდინარეობს 2-
4მმ დღე ღამეში და სჭირდება 3-6 თვე.

ზოგჯერ შანის უჯრედების შექმნილ ლენტაში არ აღმოჩნდება აქსონის ზრდის კოლბა,


ის სხვაგან იქნება და შესაბამისად ამ ორგანოს ინერვაცია აღარ ხდება რადგან სხვა
უბანში ვიტარდება და აქსონის რეგენერაცია არ მიმდინარეობს.

ნერვული ქსოვილის რეგენერაციაზე გავლენას ახდენს ბიოლოგიურად აქტიური


ნივთიერებები, ნეიროთროპინები, B2 ვიტამინი, დნმ-ს და რნმ-ს შემცველი
პრეპარატები B1 ვიტამინი (აქსოდენზე ახდენს გალენს და თუ იქნება მისი ნაკლბობა
ვითარდება ბერი-ბერი, შეფერხებულია ტრანსპორტი).

You might also like