You are on page 1of 11

ლექცია 10 - ნერვული სისტემა,

ანა ცარციძე
ნეიროფიზიოლოგია: ძილი, მეტყველება

ნერვული სისტემის ზოგადი სტრუქტურა:


ნერვული სისტემის
ნაწილები:
ცენტრალური ნერვული
სისტემის (ცნს) ნაწილები
 ზურგის ტვინი
 თავის ტვინი
პრიფერიული ნერვული
სისტემა (პნს)
(ნერვები და ნერვული
კვანძები)
 სომატური
 ავტონომიური

ნერვული სისტემის უჯრედები:

• ნეირონები (~100 მილიარდი) დაახლოებით 13 ტრილიონი ნერვული კავშირი


• გლია გლიური უჯრედები 5-10ჯერ მეტია
გლიურ უჯრედებს ნერვული
იმპულსის გატარება არ შეუძლიათ,
მაგრამ ნეირონები და გლია
თანაბარი პარტნიორები არიან
ნერვულ სისტემაში, რადგან
ნეირონები თავის ფუნქციას ვერ
შეასრულებდნენ რომ არა გლია.
გლიას ფუნქციები
 მიელინიზაცია (შვანის უჯრედები - პნს-ში, წარმოწმნიან მიელინის გარსის
შექმნა ბოჭკოების გარშემო, ოლიგოდენდროციტები - ცნს-ში))
 ფაგოციტოზი
 საყრდენი ფუნქცია
 ზრდის ფაქტორების წარმოქმნა (აქსონების ზრდას უწყობს ხელს)
ნეირონებისთვის ზრდის ფაქტორებს (გამრავლება) სწორედ გლია წარმოქმნის.
 ნეირონების მიგრაცია
 ზედმეტი ნეიროტრანსმიტერის მიტაცება
როდესაც ნეირონების დაკავშირება ხდება, ამ დაკავშირების ადგილს ნერვული უჯრედების
შემთხვევაში ჰქვია სინაფსი. გვაქვს ქიმიური სინაფსები, სადაც გამოიყოფა
ნეირომედიატორები(ქიმიური ნივთიერებები). როდესაც ნეირომედიატორები გამოიყოფა
ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისინი ინაფსურ ნაპრალში დიდხანს არ გაჩერდნენ. საჭიროა
მათი მოსუფთავება, სწორედ გასუფთავების ფუნქციას იღებს თავის თავზე გლია. სადმე
ნეირომედიატორების დიდხანს დაყოვნებას მთელი ნერვული სისტემის შეფერხება
შეიძლება მოჰყვეს შედეგად.

 იონების კონცენტრაციის რეგულირება უჯრედშორის სითხეში

ნეირონები

დენდრიტები ღებულობენ ინფორმაციას (იმპულსებს)


აქსონი - გადასცემს ინფორმაციას (იმპულსს)
ნერვული იმპულსის გადაცემა
მემბრანული პოტენციალი:
მემბრანა თავისუფლად ატარებს K და Cl, ცუდად Na და საერთოდ არ ატარებს
უარყოფითად დამუხტულ თავისუფალ რადიკალებს. იონების ასეთი გადაადგილება,
გარკვეული დროის შემდეგ, გამოიწვევდა კალიუმის ჭარბად გამოსვლას მემბრანის
გარეთ, ხოლო ნატრიუმის დაგროვებას უჯრედის შიგნით.მაგრამ ცოცხალ უჯრედში
არსებობს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო, რომელიც ატფ-ის ჰიდროლიზის ხარჯზე
უზრუნველყოფს Na+/K+ ასიმეტრიულ გადანაწილებას.
იონური არხები – ნერვული უჯრედის მემბრანის ნაწილები (სპეციფიკური ცილები),
რომლებიც იონთა შერჩევით განვლადობას უზრუნველყოფენ.
მოქმედების პოტენციალი – ნერვული იმპულსი, რომელიც ნეირონში წარმოიქმნება,
აქსონის გასწვრივ ვრცელდება და იწვევს სინაფსში ნეირომედიატორების
გამოთავისუფლებას.
მემბრანის ერთი მონაკვეთის დეპოლარიზაციას გვერდით არსებული მონაკვეთის
დეპოლარიზაცია მოჰყვება.
მემბრანის დეპოლარიზაცია:
მემბრანული არხები ,,ფართოვდება“. არხების გაფართოების შედეგად ნატრიუმი
სწრაფად მიემართება მემბრანის შიგნით ასეთ პირობებში უჯრედს შიგნით თავს
იჩენს დადებითი იონების სიჭარბე, გარეთ კი უარყოფითი იონები აღმოჩნდება
ჭარბად. ამდენად, კვლავ შეიქმნება პოტენციალთა სხვაობა:გარეთ უარყოფითი
მუხტის სიჭარბით და შიგნით დადებითი. იმპულსის გადაცემის შემდეგ ნატრიუმის
არხები იკეტება. იხსნება კალიუმის არხები და კალიუმის იონები გამოდიან გარეთ.
არხების მონაცვლეობითი ჩაკეტვა და გახსნა უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის
გავრცელებას ბოჭკოში.

მოქმედების პოტენციალი:
„სულ ან არაფრის“ კანონი: მიაღწევს თუ არა ამაგზნებელი იმპულსი ზღურბლს,
იწყება პოტენციალის გენერირება. თუკი გაღიზიანება ქვეზღურბლოვანია,
პოტენციალი ვერ აღმოცენდება. სულ ან არაფრის კანონის დამატებითი შედეგია ის,
რომ მოქმედების პოტენციალის ზომა არ იცვლება აქსონის მთელ სიგრძეზე:
მოქმედების პოტენციალი თვითგავრცელებადია, ერთხელ დაწყებულს, მას არ
სჭირდება გარეშე სტიმულაცია.
მიელინი ნერვულ ბოჭკოში იზოლატორის როლს ასრულებს, ანუ მიელინით
დაფარულ ბოჭკოში მოქმედების პოტენციალი „ხტუნაობს“ ერთი შევიწროებიდან -
მეორეზე. უფრო სწრაფად ვრცელდება ნერვული იმპულსი მიელინიზირებულ
უჯრედში.

აუტოიმუნური დაავადება  გაფანტული სკლეროზი : მიელინის გარსის


განადგურება ორგანიზმის საკუთარი იმუნური უჯრედების მიერ.
სინაფსი

სინაფსების საშუალებით ხდება ნერვული იმპულსების გადაცემა უჯრედიდან


უჯრედზე.
სინაფსი – ორი ნეირონის , ნეირონის და კუნთის, ან ნეირონის და ჯირკვლის
დაკავშირების ადგილი. შესდგება სინაფსური ნაპრალისგან, რომლის ერთი მხრიდან
ნეირონის აქსონის სინაფსური ბალთაა, მეორე მხრიდან სიგნალის-მიმღები
უჯრედი (ნეირონი, კუნთოვანი ან ჯირკვლის უჯრედი)
გვაქვს 2 ტიპის სინაფსები: ელექტრული და ქიმიური სინაფსები.
ყველაზე სწრაფი გადაცემა - ელექტრულ სინაფსებში. პირდაპირ გადადის იონები
უჯრედიდან უჯრეზე, მაგრამ ნერვულ სისტემაში ჭარბობენ ქიმიური სინაფსები.
სინაფსური გადაცემა – ინფორმაციის გადაცემის პროცესი სინაფსური ნაპრალის
გასწვრივ.
ნეირომედიატორები
 პოსტსინაფსში არის სხვადასხვა ტიპის იონური არხები
 არხების აქტივაცია ხდება სხვადასხვა ნეირომედიატორის ზემოქმედებით

ნეირომედიატორი – ქიმიური მესენჯერი, რომელიც პრე-სინაფსური ნეირონების


აქსონებიდან გამოიყოფა, გაივლის სინაფს, აღწევს პოსტ-სინაფსურ ნეირონს, მის
რეცეპტორებს უკავშირდება, რაც ელ.სიგნალის გენერირებას იწვევს, რომელიც ან
ასტიმულირებს ან პირიქით აკავებს ახალ მოქმედების პოტენციალს.

ნეირომედიატორებს შეიძლება ჰქონდეთ:


• ამაგზნებელი მოქმედება (ასტიმულირებს ახალ მოქმედების პოტენციალს)
(მაგ. დოფამინი, ნორეპიჰეფრინი)
• შემაკავებელი მოქმედება (აკავებს ახალ მოქმედების პოტენციალს) (მაგ.
გლიცინი, GABA)
• ნეირომედიატორებს შეიძლება ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა იონურ
არხებზე ან არაპირდაპირი შუალედური ცილის დახმარებით
• GABA (gamma-aminobutyric acid) არაპირდაპირი გზით აკონტროლებს
კალციუმის იონების არხს და იწვევს Cl- შესვლას პოსტ-სინაფსურ ნეირონში,
რაც დეპოლარიზაციას ამცირებს
ტრანკვილიზატორი -ვალიუმი - აძლიერებს GABA-ს ეფექტს

ნეირომოდულატორი – სუბსტანცია, რომლიც ცვლის ან ამოდულირებს


პოსტსინაფსური ნეირონის აქტივობას.
პრე-სინაფსურ ბალთაში ნეირომედიატორის-შემცველი ვეზიკულები სპეციალური
მექნიზმით მიმაგრებულია „ღუზა“ცილებთან(“docking”)

ნეიტოქსინები:
ბოტულიზმის ტოქსინი: ბოტულიზმის დროს ნეიროტოქსინები თრგუნავენ პრე -
სინაფსურ ბალთაში აცეტილქოლინის-შემცველი ვეზიკულების
დოკინგს(„მიმაგრებას“), და მათ განთავისუფლებას სინაფსურ ნაპრალში. დუნდება
ყველა კუნთი. (სრულდება ლეტალურად) (ბოტოქსებში ვიყენებთ)
ტეტანუსის ტოქსინი: ტეტანუსის დროს ნეიროტოქსინები თრგუნავენ პრე -
სინაფსურ ბალთაში ვეზიკულების დოკინგს(„მიმაგრებას“), თრგუნავენ
შემაკავებელი ნეირომედიატორების გლიცინის და GABA-ს სინაფსურ ნაპრალში.
გადაჭარბებულად აქტიურია ყველა კუნთი. (სრულდება ლეტალურად)
ნეირომედიატორები:
აცეტილქოლინი ყველაზე გავრცელებული ნეირომედიატორია ცნს-ის გარეთ
გველის შხამი უკავშირდება აცეტილქოლინის რეცეპტორებს

ნერვული იმპულსის გადაცემა: შემაკავებელი და ამაგზნებელი სიგნალების


შეჯამება
მოქმედების პოტენციალი აღმოცენდება მაშინ, როდესაც ამაგზნებელი იმპულსაცია
საკმარისად ძლიერია შემაკავებელთან შედარებით და იწვევს მემბრანის
დეპოლარიზაციას.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში 100-მდე სხვადასხვა ნეირომედიატორი
სინთეზირდება.

ცნს ფუნქციები:
 სიგნალების გადაცემა და ფილტრაცია
 ინფორმაციის პროცესინგი
 ინფორმაციის ანალიზი

თავის ტვინის (encephalon) დონეები

 I დონე - თავის ტვინის ქერქი: ახორციელებს შეგრძნებებისა და მოძრაობების,


რთული კოგნიტური პროცესების მართვას;

 II დონე - თავის ტვინის ჰემისფეროების ბაზალური ბირთვები: უნებლიე


მოძრაობების მართვა და კუნთთა ტონუსის რეგულაცია;

 III დონე - ჰიპოკამპი, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, სარტყლის ხვეული,


ნუშისებრი ბირთვი: ემოციური რეაქციებისა და მდგომარეობების მართვა და
ენდოკრინული სისტემის რეგულაცია;

 IV დონე - რეტიკულური ფორმაცია, ტვინის ღეროს სხვა სტრუქტურები:


ვეგეტატიური პროცესების მართვა.
თავის ტვინის დაცვა
 3 დამცველობითი შრე - მენინგები
1. Dura Mater (გარეთა შრე): შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს, სისხლძარღვებს
და ნერვებს.
2. Arachnoid Layer (შუა შრე): ელასტიური, ობობის ქსელისებრი შრე.
3. Pia Mater (შიდა შრე): შეიცავს ნერვებს და სისხლძარღვებს

ცერებროსპინალური სითხე (შუა და შიდა რეებს შორის მოძრაობს ეს სითხე)


 გამჭვირვალე წყლისებრი სითხე
 აცალკევებს შუა და შიდა შრეებს
 მოქმედებს, როგორც ამორტიზატორები
 სისხლს და ნერვულ სისტემას შორის საკვები ნივთიერებების გაცვლა

ზურგის ტვინის დაცვა:


 მოთავსბულია მალების არხში
 მენინგები
 Dura mater
 Arachnoid mater
 Pia mater
 ცერებროსპინალური სითხე
 წარმოიქმნება თავის ტვინში, მოთავსებულია სუბარახნოიდულ შრეში
თავის ტვინი:
ტვინი, ჩვენი სხეულის მართვის ცენტრია, სხეულის მასის 2%-ია და იყებენს
ჟანგბადის 20%-ს. ასევე ენერგიის 20%-ს
შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად:
 დიდი ნახევარსფეროები
 ნათხემი
 ტვინის ღერო
რუხი ნივთიერება – არ შეიცავს მიელინს და რუხადაა შეფერილი – Cerebral Cortex
თეთრი ნივთიერება - მიელინით დაფარული ნერვები, თეთრ შეფერილობას აძლევს
ტვინის შიგნითა ნაწილს.

ტვინის ქერქი:
 ტვინის ყველაზე დიდი წილი – სწავლა და მგრძნობელობა
 2 ნახევარსფერო - მარჯვენა და მარცხენა
 ერთნამეთთან დაკავშირებულია ხიდით-Corpus Callosum
 მარჯვენა აკონტროლებს - მარცხენა მხარეს
 მარცხენა აკონტროლებს – სხეულის მარჯვენა მხარეს
 ოთხი სექცია- წილები: 1. შუბლის 2. თხემის 3. საფეთქლის 4. კეფის

ნათხემი:
 სიდიდით მეორე
 მოთავსებულია ნახევარსბეროების ქვევით, თავის ქალის ძირში
 ეს წილი პასუხისმგებელია ბალანსზე და კუნთების კოორდინირებულ
მუშაობაზე

ტვინის ღერო:
 აკავშირებს თავის და ზურგის ტვინს
 მოგრძო ტვინი (Medulla Oblongata) – აკონტროლებს გულის მუშაობას, სუნთქვას
და სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას.
 ხიდი (Pons) – ანაწილებს და გადასცემს სიგნალებს თავის ტვინსა და ნათხემს
შორის
ტვინის სხვა სტრუქტურები:
 Thalamus – იღებს ინფორმაციას
სენსორული რეცეპტორებიდან; და ახდენს
მის გადამისამართებას თავის ტვინის
შესაბამის წილებში
 Hypothalamus - არეგულირებს: შიმშილს,
წყურვილს, აღგზნებადობას და ა.შ…
 აკონტროლებს ჰიპოფიზის ენდოკრინულ
ფუნქციას

ძილი
 ცხოვრების 1/3-ს ვატარებთ ძილში!
 დამახასიათებელია მთელი ცხოველთა სამყაროსთვის...
 სრული უძილობა უფრო მალე კლავს ადამიანს ვიდრე შიმშილი...
 ადამიანისთვის მაქსიმალური უძილობის რეკორდი - 11 დღე...
 ძილის დროს მხოლოდ 10% -ით ნაკლებ ენერგიას ვხარჯავთ...
 ძილში ჩვენი ტვინი მუშაობას განაგრძობს...

ძილის დროს ხდება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის


გადამუშავება, კონსოლიდაცია. მახსოვრობის გაუმჯობესება. ნეირონებს შორის
ახალი კავშირების დამყარება.

ძილის ციკლში

არჩევენ 5 სტადიას:
ძილი: ცერებროსპინალური სითხის მიმოქცევა

ტვინის „გასუფთავება“ მიმდინარეობს მხოლოდ ძილის დროს, როცა


ცერებროსპინალური სითხე სისხლძარღვებს მიჰყვება და „გამორეცხვას“ უტარებს
ჩვენ ტვინს 

 ,, გლიმფური “ სისტემა (Glymphatic system)


 გლიის უჯრედებზე ექსპრესირებულია სპეციალური წყლის არხები -
აქვაფორინები

გლიმფური სისტემა

აკვაფორინების („წყლის არხების“) არსებობა 3-10ჯერ ზრდის წყლის


გამტარებლობას მემბრანებში

პარკინსონის დაავადების დროს:

პეპტიდ ამილოიდ-ბეტა-ს მომატებული კონცენტრაცია თავის ტვინში.

ამილოიდ-ბეტას მოშორება ნორმალურ პირობებში ძილში გლიმფური სისტემის


მიერ ხდება.

მეტყველება:

მეტყველების უნარს არ აქვს ანალოგი ცოცხალ სამყაროში

კოპლექსური
რეკომბინაცია,
რომელიც ჩვენი
წინაპრებისათვის
დამახასიათებელი
სისტემის ევოლუციური
მოდიფიკაციაა
FOXP2 მეტყველების გენები

გენი, რომელიც წამყვან როლს თამაშობს მეტყველების უნარის


ფორმირებაში.

ვერბალური დისპრაქსია - ბავშვი მუნჯი არაა, მაგრამ სიტყვებს ვერ ამბობს. იცის
რისი თქმა უნდა და ვერ ამბობს. (გამოსწორებადია გარკვეულწილად)

 იცი რა გინდა თქვა და ვერ ამბობ (KE ოჯახი)


 FOXP2 გენის მუტაცია
 მეტყველების დეფექტი
 მე-7 ქრომოსომაში მუტაცია

FOXP2 გენების ევოლუცია

 ადამიანის შიმპანზესგან განსხვავება 2 მუტაცია

 ადამიანის თაგვებთან განსხვავება - 3 მუტაცია

200000 წლის წინ მივიღეთ ეს უნარი (ბუნებრივი გადარჩევის შედეგი)

ჩაატარეს ცდა: ადამიანის ეს გენი ,,გადაუნერგეს“ თაგვს.

“humanised” mice “ გაადამიანებული ” თაგვები : შუცვალეს 2 ამინომჟავა

შედეგები:
1. ნეირონებს შორის კავშირები გაძლიერდა
2. ხმის ტემბრი შეეცვალათ
3. ჯანმრთელობაზე გავლენა არ ქონდა

You might also like