You are on page 1of 12

მოდული: ნერვული სისტემა 1

ინტეგრირებული კურსი: ნერვული სისტემის ანატომია 1

სოფიო ცინცაძე
ასისტენტ-პროფესორი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სალექციო მასალა #6

ზურგის ტვინი, აღმავალი და დაღმავალი ტრაქტები.

ზურგის ტვინის ფუნქციები:

 ზურგის ტვინიდან გამომავალი სპინალური ნერვებით - ტანის და კიდურების სენსორულ-


მოტორული ინერვაცია;

 ზურგის ტვინის თეთრ ნივთიერებაში არსებული აღმავალი და დაღმავალი გამტარი გზები


აკავშირებს სხეულს თავის ტვინთან;

 ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება არის რეფლექსების მთავარი ინტეგრაციული ცენტრი.

ზურგის ტვინი მდებარეობს ხერხემლის არხში. ზურგის ტვინი იწყება კეფის ძვლის დიდი ხვრელის
დონეზე და ვრცელდება ქვემოთ წელის პირველ ან მეორე მალამდე (L1 or L2). ზურგის ტვინის დაბოლოება
თანდათან ვიწროვდება და ქმნის ტვინოვან კონუსს [conus medullaris]. ტვინოვანი კონუსიდან გამოდის
შემაერთებელ ქსოვილოვანი საბოლოო ძაფი [filum terminale], რომელიც უმაგრდება კუდუსუნის ძვალს. ეს
იცავს ზურგის ტვინს ზედმეტი რყევებისგან.
31 წყვილი სპინალური ნერვი (პნს-ის სტრუქტურა) უმაგრდება ზურგის ტვინს ვენტრალური და
დორსალური ფესვების საშუალებით. სპინალური ნერვები მდებარეობს მალთაშუა ხვრელში, და
მალებიდან გამომდინარეობს მათი სახელწოდებაც. 31 წყვილი სპინალური ნერვი იყოფა:
 კისრის ნერვები [8]
 გულმკერდის ნერვები [12]
 წელის ნერვები [5]
 გავის ნერვები [5]
 კუდუსუნის ნერვები [1]

მიუხედავად კისრის შვიდი მალისა, არსებობს კისრის რვა ნერვი, რადგან კისრის პირველი ნერვი
გამოდის კისრის პირველი მალის ზემოთ. კისრის ყოველი შემდგომი ნერვი ტოვებს ხერხემლის არხს
თანამოსახელე მალის ქვემოთ. გულმკერდის, წელის და გავის ნერვები ასევე გამოდის თანამოსახელე
მალების ქვემოთ.
ზურგის ტვინის კისრის და წელის მიდამოში, საიდანაც ხდება ზედა და ქვედა კიდურების ინერვაცია, არის
კისრის და წელის შემსხვილება. რადგან ზურგის ტვინი ვერ ავსებს ბოლომდე ხერხემლის არხს, ამიტომ
წელის და გავის ფესვები უნდა დაეშვას ხერხემლის არხში იქამდე, ვიდრე არ მიაღწევს შესაბამის
მალთაშუა ხვრელს. ხერხემლის არხის ქვედა ნაწილში არსებულ ფესვების გროვას რაშის კუდს [the cauda
equina] უწოდებენ.

1
ზურგის ტვინის სეგმენტი არის ზურგის ტვინის უბანი, საიდანაც გამოდის სპინალური ნერვის
აქსონები. თითოეული სეგმენტის დასახელება განისაზღვრება მისგან გამომავალი სპინალური ნერვით.
მაგ. გულმკერდის პირველი სეგმენტი (ზურგის ტვინის სეგმენტი T1) მდებარეობს ზურგის ტვინიდან
გულმკერდის პირველი ნერვის (სპინალური ნერვი T1) გამოსვლის ადგილზე.
რადგან ზურგის ტვინი ბოლომდე ვერ ავსებს ხერხემლის არხს, ზურგის ტვინის სეგმენტები
მდებარეობს უფრო ზემოთ, ხოლო მათგან გამომავალი სპინალური ნერვები ტოვებს ხერხემლის არხს

2
უფრო ქვემოთ მდებარე მალთაშუა ხვრელებით. მაგ. ზურგის ტვინის სეგმენტი T 5 მდებარეობს T4 მალის
დონეზე. ეს შეუსაბამობა კიდევ უფრო გამოხატულია ზურგის ტვინის წელის და გავის მიდამოებში: წელის
სეგმენტი L1 მდებარეობს T11 მალის დონეზე, გავის სეგმენტი S1 მდებარეობს L1 მალის დონეზე.
ზურგის ტვინის აქვს:
 უკანა შუა ღარი [dorsal (posterior) median sulcus]
 წინა შუა ნაპრალი [ventral (anterior) median fissure]

ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება

ზურგის ტვინი შედგება გარეთა -თეთრი ნივთიერებისგან და შიგნითა - რუხი ნივთიერებისგან. ზურგის
ტვინის თეთრი ნივთიერება შედგება მიელინიზებული და არამიელინიზებული აქსონებისგან, რომლებიც
აკავშირებს ზურგის ტვინის სხვადასხვა უბნებს ერთმანეთთან, ასევე ზურგის ტვინს აკავშირებს თავის
ტვინთან. იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით გადასცემენ ნერვულ იმპულსებს, განარჩევენ 3 ტიპის
ბოჭკოებს:
 აღმავალი - გადასცემს სენსორულ ინფორმაციას ზურგის ტვინიდან თავის ტვინისკენ;
 დაღმავალი - გადასცემს მოტორულ ინფორმაციას თავის ტვინიდან ზურგის ტვინისკენ
 კომისურული - ზურგის ტვინის ერთ მხრიდან ინფორმაციას გადასცემს მოპირდაპირე მხარეს.

ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება ორივე მხარეს იყოფა სამ-სამ სვეტად: დორსალურ, ვენტრალურ და
ლატერალურ სვეტებად. თითოეული სვეტი შეიცავს მრავალბოჭკოვან ტრაქტებს. თითოეული ტრაქტი კი
შედგება საერთო ფუნქციის მქონე აქსონებისგან.

3
ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება და ზურგის ტვინის ფესვები

ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება შედგება:


 ნეირონის სხეული;
 დენდრიტები;
 მოკლე არამიელინიზებული ნეირონები;
 ნეიროგლია;
 სინაფსები

ზურგის ტვინის განივკვეთზე რუხი ნივთიერება წააგავს ლათინურ ასო „H“-ს. ზურგის ტვინის რუხი
ნივთიერების მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთმანეთთან დაკავშირებულია რუხი კომისურით
(შესართავით), სადაც არამიელინიზებული აქსონები გადადის მოპირდაპირე მხარეს. რუხი კომისურის
შუაგულში მდებარეობს ცენტრალური არხი.
განივკვეთზე ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება შედგება:
 2 დორსალური (უკანა) რქა;
 2 ვენტრალური (წინა) რქა;
 2 ლატერალური (გვერდითი) რქა (გულმკერდის და წელის ზედა სეგმენტებში);

სამგანზომილებიან გამოსახულებაში წინა და უკანა რქები ქმნის რუხი ნივთიერების სვეტებს ზურგის
ტვინის მთელს სიგრძეზე.
ნეირონების განაწილება ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში:
 დორსალური რქა - ინტერნეირონები;
 ვენტრალური რქა - მოტორული ნეირონი.

4
დორსალური რქა შედგება უმთავრესად ინტერნეირონებისგან. ინტერნეირონები იღებს ინფორმაციას
სენსორული ნეირონებისგან, რომლის სხეული მდებარეობს ზურგის ტვინის გარეთ - დორსალური (უკანა)
ფესვის განგლიაში, ხოლო აქსონი შედის ზურგის ტვინში დორსალური ფესვით.
ვენტრალური (და ლატერალური) რქები შეიცავს მოტორული ნეირონის სხეულს, რომელიც აგზავნის
აქსონს ზურგის ტვინიდან ვენტრალური ფესვების გავლით პერიფერიისკენ (კუნთების და ჯირკვლების
ინერვაცია).

ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება იყოფა 4 ზონად


 დორსალური რქა - სომატური სენსორული (სს);
 დორსალური რქა - ვისცერული სენსორული (ვს);
 ლატერალური რქა - ვისცერული მოტორული (ვმ);
 ვენტრალური რქა - სომატური მოტორული (სმ).

ეს ზონები არის პნს-ის ფუნქციური დანაყოფების ეკვივალენტური.

5
ცნს-ის სენსორული და მოტორული გზები

განვიხილოთ, როგორ არის დაკავშირებული თავის და ზურგის ტვინი სხეულის დანარჩენ ნაწილებთან
და როგორ ხდება მათ შორის კომუნიკაცია.
თავის ტვინი დაკავშირებულია სხეულის პერიფერიასთან მრავალნეირონიანი გზებით, რომელიც
მდებარეობს ცნს-ის თეთრ ნივთიერებაში. ეს გზები შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული
ტრაქტებისგან, რომლებიც გადასცემს ინფორმაციას ცნს-ის ერთი ნაწილიდან მეორეს. გზები, რომლებსაც
მიაქვს ინფორმაცია ცნს-ის უფრო როსტრალურად მდებარე უბნებისკენ ეწოდება აღმავალი გზები. ხოლო
მათ, რომლებსაც მიაქვს ცნს-ის უფრო კაუდალური უბნებისკენ - დაღმავალი გზები.
აღმავალი და დაღმავალი გზების მნიშვნელოვანი თვისებების შეჯამება:
 გზების დიდ ნაწილს გააჩნია ჯვარედინი, ცნს-ში ერთი მხრიდან გადადის მეორე მხარეს, ანუ
კვეთს შუა ხაზს;
 გზების დიდი ნაწილი შედგება ორი ან სამი თანმიმდევრულად დაკავშირებული ნეირონის
ჯაჭვისგან;
 ხშირ შემთხვევაში გზების სივრცობრივი განაწილება ასახავს მათ მიერ ინერვირებული
სხეულის ნაწილების განლაგებას. მაგ. ერთ-ერთ აღმავალ ტრაქტში (უკანა სვეტები) აქსონები,
რომლებიც გადასცემს ინფორმაციას ქვედა კიდურებიდან მდებარეობს მედიალურად (ნაზი
კონა), ხოლო ზედა კიდურებიდან მომავალი ინფორაცია მოთავსებულია ლატერალურად
(სოლისებური კონა).
 ყველა გზა არის ორმხრივ (ბილატერალურად) სიმეტრიული, გვხვდება თავის და ზურგის
ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს.

აღმავალი და დაღმავალი გზების ის ნაწილი, რომელიც გაივლის ზურგის ტვინში ქმნის სპინალურ
ტრაქტებს: აღმავალ ტრაქტებს მიაქვს სენსორული ინფორმაცია თავის ტვინის მიმართულებით;
დაღმავალ ტრაქტებს მიაქვთ მოტორული ინფორმაცია სხეულის ეფექტორული ორგანოებისკენ.
ზურგის ტვინის კისრის მიდამოს განივკვეთზე ჩანს ძირითადი აღმავალი და დაღმავალი ტრაქტები:

სპინალური ტრაქტების სახელწოდება მომდინარეობს მისი დაწყების და დასრულების ადილის


მიხედვით. მაგ. კორტიკოსპინალური ტრაქტი: იწყება დიდი ტვინის ქერქში და სრულდება ზურგის ტვინში.
სპინოთალამური ტრაქტი: იწყება ზურგის ტვინში და მთავრდება თალამუსში.

6
აღმავალი/სენსორული გზები:

აღმავალი გზები ატარებს ზოგად სომატოსენსორულ იმპულსებს როსტრალური მიმართულებით და


შედგება ორი ან სამი ნეირონის ჯაჭვისგან. ამ გზების პირველ ნეირონს ჰქვია - პირველი რიგის ნეირონი,
რომლის სხეული მდებარეობს უკანა ფესვის განგლიაში და ვრცელდება სენსორული რეცეპტორიდან
ზურგის ტვინის მიმართულებით. ცნს-ში ის უკავშირდება მეორე რიგის ნეირონს, ხოლო ზოგიერთ აღმავალ
ტრაქტში მეორე რიგის ნეირონი უკავშირდება მესამე რიგის ნეირონს.
სამი მთავარი აღმავალი გზა:
 სპინოცერებელური გზა;
 დორსალური სვეტები - მედიალური მარყუჟის გზა;
 სპინოთალამური გზა.

სპინოცერებელური გზა

 შედგება ორი ნეირონისგან; 1-ლი რიგის ნეირონის სხეული მდებარეობს უკანა ფესვის განგლიაში,
მეორე რიგის ნეირონის სხეული - ზურგის ტვინის უკანა რქაში;
 ქვედა კიდურებიდან და ტანიდან გადასცემს პროპრიოცეპტულ ინფორმაციას ნათხემს, რომელიც
იყენებს ამ ინფორმაციას სხეულის მოძრაობის კოორდინაციისთვის;
 ბოჭკოები ან არ კვეთს შუა ხაზს, ან კვეთს ორჯერ (აბათილებს ჯვარედინს) ამიტომ აქვს
იფსილატერალური პროექცია.

უკანა სვეტები - მედიალური მარყუჟის გზა

 ატარებს ინფორმაციას დისკრიმინაციული მგრძნობელობის (შესაძლებელია მისი ზუსტი


ლოკალიზება სხეულის ზედაპირზე) შესახებ: ნატიფი შეხება, ზეწოლა, პროპრიოცეფცია.
 შედგება სამი ნეირონისგან:
 პირველი რიგის ნეირონი; მისი სხეული მდებარეობს უკანა ფესვის განგლიაში, აქსონი
უკანა ფესვით შედის ზურგის ტვინის უკანა სვეტებში (მედიალურად - ნაზი კონა [ქვედა
კიდურებიდან], ლატერალურად -სოლისებრი კონა [ზედა კიდურებიდან]), მიემართება
მოგრძო ტვინის მიმართულებით და ამყარებს სინაფსურ კავშირს მეორე რიგის ნეირონთან;
 მეორე რიგის ნეირონი, სხეული მდებარეობს ნაზ და სოლისებურ ბირთვებში, მისგან
გამომავალი აქსონი ქმნის მედიალური მარყუჟის ტრაქტს, აკეთებს ჯვარედინს და
მიემართება თალამუსისკენ.
 მესამე რიგის ნეირონი, სხეული მდებარეობს თალამუსში, აქსონი კი მიემართება
პოსტცენტრულ ხვეულში მდებარე პირველად სომატოსენსორულ ქერქში, სადაც ხდება
სენსორული ინფორმაციის დამუშავება და ზუსტად ლოკალიზებული შეგრძნების
გაცნობიერება.

სპინოთალამური გზა

 ატარებს ინფორმაციას ტკივილის, ტემპერატურის, ღრმა ზეწოლის და არადისკრიმინაციული


შეხების შესახებ - სტიმული, რომელსაც ვაცნობიერებთ, მაგრამ ვერ ვახდენთ სხეულის ზედაპირზე
ზუსტ ლოკალიზებას;
 შედგება სამი ნეირონისგან:
 პირველი რიგის ნეირონი; მისი სხეული მდებარეობს უკანა ფესვის განგლიაში, აქსონი
უკანა ფესვით შედის ზურგის ტვინის უკანა რქაში და სინაფსურ კავშირს ამყარებს მეორე
რიგის ნეირონთან;
 მეორე რიგის ნეირონი, სხეული მდებარეობს ზურგის ტვინის უკანა რქაში, რომლის აქსონი
კვეთს შუა ხაზს და გვერდითი და წინა სპინოთალამური ტრაქტებით მიემართება
თალამუსისკენ;

7
 მესამე რიგის ნეირონი, სხეული მდებარეობს თალამუსში, აქსონი კი მიემართება
პოსტცენტრულ ხვეულში მდებარე პირველად სომატოსენსორულ ქერქში, სადაც ხდება
სენსორული ინფორმაციის დამუშავება და გაცნობიერება. სპინოთალამური გზით მისულ
ინფორმაციას დიდი ტვინი შეიგრძნობს, როგორც უსიამოვნო - ტკივილის, წვის, სიცივის
შეგრძნებას.

8
დაღმავალი გზები

დაღმავალი სპინალური ტრაქტები გადასცემენ მოტორულ ინფორმაციას თავის ტვინიდან ზურგის


ტვინის მიმართულებით. თითოეული გზა შეიცავს ზედა მოტონეირონს და ქვედა მოტონეირონს. ზედა
მოტონეირონი სათავეს იღებს თავის ტვინის რუხ ნივთიერებაში და აგზავნის გრძელ აქსონებს ზურგის
ტვინის დაღმავალი ტრაქტების შემადგენლობაში. ეს აქსონები სინაფსურ კავშირს ამყარებს ზურგის
ტვინის წინა რქაში მდებარე ქვედა მოტონეირონთან (სხეულთან), რომლის აქსონები წინა ფესვით ტოვებს
ზურგის ტვინს და ინერვირებს ეფექტორულ ორგანოებს.
დაღმავალი სპინალური ტრაქტები იყოფა ორ ჯგუფად:
 პირდაპირი გზები
 კორტიკოსპინალური (პირამიდული) ტრაქტი.
 არაპირდაპირი გზები
 ტექტოსპინალური;
 ვესტიბულოსპინალური;
 რუბროსპინალური;
 რეტიკულოსპინალური;

პირდაპირი გზები (პირამიდული ტრაქტი)

პირამიდული ტრაქტი (კორტიკოსპინალური ტრაქტი) იწყება დიდი ტვინის პირველად მოტორულ


ქერქში არსებული დიდი ზომის პირამიდული უჯრედებისგან (ზედა მოტონეირონი), რომლის გრძელი
აქსონები ეშვება ზურგის ტვინში და აკონტროლებს ზუსტ და დახვეწილ ნებით მოძრაობებს
(განსაკუთრებით ხელის და თითების).
პირამიდული ტრაქტი გაივლის მოგრძო ტვინს, სადაც ჯვარედინდება (ბოჭკოების 70-90% გადადის
მეორე მხარეს) და ეშვება ზურგის ტვინის გვერდით სვეტებში ლატერალური კორტიკოსპინალური
ტრაქტის (ინერვირებს კიდურების ჩონჩხის კუნთებს) სახით.
იმავე მხარეს დარჩენილი ბოჭკოები ზურგის ტვინის წინა სვეტებში ქმნის ვენტრალურ
კორტიკოსპინალურ ტრაქტს, რომელიც ჯვარედინდება ზურგის ტვინში და ინერვირებს აქსიალურ
კუნთებს.
ზედა მოტონეირონის ტერმინალური ნაწილი ამყარებს სინაფსურ კავშირს ქვედა მოტონეირონთან,
რომლის სხეული მდებარეობს ზურგის ტვინის წინა რქაში, აქსონი კი მიემართება პერიფერიისკენ.

9
10
11
12

You might also like