You are on page 1of 9

© ნინო ბაუჟაძე

1. ყნოსვის ნერვი-ცხვირის ღრუს ზედა გასავლის ლორწოვანში იწყება, გაივლის


ყნოსვის მიდამოში. ყნოსვის გამტარი გზა სამი თანმიმდევრულად გადაბმული
ნეირონისგან შედგება. პირველი ნეირონები-ყნოსვის მიდამოს ლორწოვან
საფარველში. პერიფერიული მორჩი მოკლეა და მსხვილი, ხოლო ცენტრალური
წვრილი, გრძელი და უმიელინოა. ქმნის 20-მდე ყნოსვის ნერვს, რომლებიც
დაცხრილული ფირფიტის ხვრელებში შედიან, შემდეგ ყნოსვის ბოლქვში და
აქ მთავრდებიან, მეორე ნეირონის უჯრედებთან. ყნოსვის ბოლქვი უკან
გრძელდება, ყნოსვის ტრაქტში, რომელიც ყნოსვის სამკუთხედით ბოლოვდება.
იგი წინა დახვრეტილ სუბსტანციაში გრძელდება, სადაც ყნოსვის პირველადი
ცენტრები მდებარეობს. აქედან გამოსული მორჩები ქმნის სამ კონას ანუ სამ
ყნოსვის ზოლს. ისინი ყნოსვის კორტიკორული ცენტრებისკენ მიემართებიან.
გარეთა ყველაზე მოკლეა სამკუთხედის გარეთა ნაპირს მიყვება და საფეთქლის
წილში გადადის. შიგნითა ზოლი კორძიანი სხეულის ზედაპირს მიყვება, შუა
ზოლი თაღის შემადგენლობაშია. სამივე ზოლი პარაჰიპოკამპურ ხვეულსა და
კაუჭში, სადაც ყნოსვის კორტიკული ცენტრი მდებარეობს.
2. წყვილი მხედველობის ნერვი- სპეციფიკური მგრძნობელობის ნერვია. თვალის
კაკლის ფსკერზე განლაგებული მხედველობის უჯრედებისგან. ფორმის
მიხედვით არჩევენ კოლბებსა და ჩხირებს, ისინი ბიპოლარულ უჯრედებს
უკავშირდებიან, ბიპოლარულები კი განგლიურ უჯრედებს უკავშირდებიან.
განგლიური უჯრედების ცენტრალური მორჩები თვალის კაკლის ფსკერზე
იკრიბება, ერთიანი კონის სახით გაივლის თვალის კაკლის გარსებს და
მხედველობის არხზე გავლით ქალას ღრუში გრძელდება. სიგრძე- 5-6 სმ;
დიამეტრი-4 მმ. მარჯვენა და მარცხენა ნერვების გაერთიანებით მხედველობის
ჯვარედინი ნერვი იქმნება, რომელიც ქალას ფუძეზე არსებულ თანამოსახელე
ღარშია მოთავსებული. ტოპოგრაფიულად 4 მონაკვეთია: 1. თვალის კაკლის;
2. თვალბუდის, 3. მხედველობის და 4. ქალას ღრუს. თვალბუდის ნაწილი
ყველაზე დიდია (2,5-3,5 სმ.), რომლის შუა მონაკვეთზე ქვევიდან შეიჭრება
ბადურას ცენტრალური არტერია. ეს მონაკვეთი ამავდროულად უფრო სქელიც
არის, რადგან მხედველობის ნერვი შიგნითა და გარეთა ბუდეებშია გახვეული.
ისინი თავის ტვინის გარსების წარმონაქმნებია და მათ შორის თვისუფალი
სივრცეებია ანუ ბადურათაშორისი სივრცეები. (სითხეს შეიცავენ).
მხედველობის ნერვი ქალას ღრუში ქსელქვეშა სივრცეშია და რბილი გარსის
ქსოვილითაა დაფარული. ჯვარედინში ერთი მხრის ბოჭკოები მეორეში
სრულად არ გადადის. ლატერალური ნახევრიდან მომავალი ბოჭკოები
თავიანთ გზას აგრძელებენ, ხოლო მედიალურები გადაჯვარედინდებიან და
მოპირდაპირე მხარეს მიემართებიან. მხედველობის ჯვარედინის შემდეგ
იქმნება მხედველობის ტრაქტი ანუ თითოეულ მხარეს ლატერალური და
მოპირდაპირე ბოჭკოების ერთობლიობა. ტრაქტები მიემართება უკან და
გარეთ, შემოუვლის რუხ ბორცვებს, გადაკვეთს ტვინის ფეხებს და შეიჭრება
დამუხვლილ სხეულში, საიდანაც ნეირონების ერთი ნაწილი ტრანზიტად
© ნინო ბაუჟაძე

აგრძელებს გზას და საბოლოოდ თვალის მამოძრავებელი ნერის დამატებით


ბირთვებს უერთდება, ხოლო მეორე ნაწილი ლატერალურ დამუხვლილ
სხეულში მთავრდება, სადაც მეოთხე რიგის უჯრედებს უკავშირდება,
რომელიც მხედველობის განსხივებას ქმნის, ამ უკანასკნელის ბოჭკოები კეფის
წილის ფრინველის დეზის ნაპრალის მომსაზღვრელი ხვეულების ქერქში
ხვდება, სადაც მხედველობის ანალიზატორია.
3. წყვილი თვალის მამოძრავებელი ნერვი - ტვინის წყალსადენის ქვემოთ
მდებარე თანამოსახელე ბირთვიდან. ტვინის ფუძეზე გამოდის, მედიალურ
ღარში ხიდის წინ. სოლისებრი ძვლის დახრილ მორჩთან ხვრეტს ტვინის მაგარ
გარსს, შეიჭრება მღვიმოვან წიაღში, გაუყვება მის გარეთა კედელს და
თვალბუდის ზედა ნაპრალით თვალბუდეში შევა. ორ ტოტად იყოფა: ზემო
შედარებით წვრილია. *ანერვირებს : თვალის ზემო სწორ კუნთსა და ქუთუთოს
ამწევ კუნთს; ქვემო უფრო მსხილია და ანერვებს თვალის მედიალურს, ქვემო
სწორს და ქვემო კუნთებს. ამ ტოტს ასევე გამოეყოფა პარასიმპათიკური
ხასიათის ბოჭკოები, რომლებიც წამწამოვან კვანძში შედიან და ახორციელებენ
გუგის მომჭერი და წამწამოვანი კუნთის პარასიმპათკურ ინერვაციას.
4. წყვილი ჭაღისებრი ნერვი - მამოძრავებელი ნერვია, კრანიალურებში ყველაზე
წვრილია, ფუნქციური სიმარტივის გამო. შუა ტვინის წყალსადენის ძირში
თანამოსახელე ბირთვიდან, ტ ვინის ნივთიერებას სახურავის უკანა
ზედაპირზე ტოვებს. ტვინის ფუძეზე სამწვერა ნერვის წინ გამოჩნდება, აქედან
შეიჭრება მაგარი გარსის მღვიმოვან წიაღში, მას ტოვებს და თვალბუდის ზემო
ტაპრალით შედის თვალბუდეში, სადაც თვალის ზემო ირიბ კუნთს
ანერვირებს.
5. 6 წყვილი განმზიდველი ნერვი - იქმნება ხიდის სახურავის მამოძრავებელი
ბირთვის უჯრედების აქსონებით. ტვინის ნივთერებიდან გამოდის ხიდისა და
პირამიდებს შორის ნაპრალში, ხვრეტს მაგარ გარსს. შეიჭრება მღვიმოვან
წიაღში და გაივლის მას შიგნითა საძილე არტერიის გვერდით, თვალბუდის
ნაპრალით შედის თვალბუდეში და სწორ კუნთს ანერვირებს.

სამწვერაააა
წყვილი სამწვერა ნერვი-trigeminus შერეული ხასიათის ნერვია, რადგან შეიცავს
მამოძრავებელ, ვეგეტატიურ და მგრძნობიარე ბოჭკოებს.

ანატომიურად რთული აგებულებისაა, რასაც მისი ფუნქციური მრავალფეროვნება


განაპირობებს.

გამოყოფენ: მის ბირთვებს, რომელთაგან ორი უკანა ტვინშია განლაგებული, ერთი შუა
ტვინში, ასევე სამ ძირითად ტოტს: თვალბუდის, ზედა და ქვედა ყბის.
© ნინო ბაუჟაძე
სამწვერა ნერვის ბირთვებია:

1. სამწვერა ნერვის მთავარი მგრძნობიარე ბირთვი - მდებარეობს ხიდში;


2. სამწვერა ნერვის სპინალური ტრაქტის ბირთვი - მოგრძო ტვვინში;
3. სამწვერა ნერვის შუა ტვინის ტრაქტის ბირთვი - წყალსადენის ლატერალურად
*საღეჭი კუნთების და თვალის მამოძრავებელი კუნთების პროპრიოცენტრიას
აღქვამს);
4. სამწვერა ნერვის მამოძრავებელი ბირთვი-მგრძნობიარე ბირთვებს შორისაა, ხიდის
ნივთიერებაში. საღეჭი კუნთების ინერვაცია.

სამწვერა ნერვის ბირთვებიდან გამოსული ბოჭკოები ორ ფესვს ქმნის : მგრძნობიარეს


(მსხვილია) და მამოძრავებელს (შედარებით წვრილი). ისინი ერთად გამოდიან ხიდსა და
ტვინის ფეხებს შორის , ერთად განაგრძბენ გზას მსხვილი ტოტის სახით. გამჭლად გაივლის
მაგარ გარსს და აღწევს საფეთქლის პირამიდის მწვერვალის წინა კედელს. აქ იღებს სამწვერა
კვანძის სახეს, გახვეულია მაგარი გარსის ორმაგ ფურცელში. კვანძი ნერვული უჯრედების
გროვაა და რუხი ფერი აქვს. სამწვერა კვანძს ნახევარ მთვარის ფორმა აქვს, მისი ცენტ.
მორჩები შედრეკილი ზედაპირიდან გამოდიან და პერიფერიოული გამოდრეკილიდან.
ზომები: სიგრძე-14-18 მმ. სიგანე 5-6 მმ.
სამწვერა ნერვის პირველი ორი ტოტი მგრძნობიარეა მესამე შერეული (მგრძნობიარეს და
მამოძრავებელს შეიცავს).
სამწვერა ნერვის კვანძი ფილოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნის წამწამოვან, ფრთა-
სასის, ყბა-ყურა და ყბისქვეშა კვანძებს.

თვალბუდის ნერვი - სამწვერა კვანძის ზედა მონაკვეთდან. ყველაზე მცირე ზომისაა. 30-70
კონად შეკრული ბოჭკოებითაა წარმოდგენილი, 2-3 მმ დიამეტრისაა. სამ ტოტს ქმნის :
საცრემლე ნერვი, შუბლის ნერვი, ცხვირ-წამწამოვანი.

1. საცრემლე ნერვი - ყველაზე ლატერალური ტოტია. გამოყოფისთანავე თვალბუდის


გარეთა კედლისკენ გადაიხრება, მიჰყვება მას და აინერვირებს საცრემლე ჯირკვალს,
თვალის გარეთა კუთხისა და ზედა ქუთუთს კანს.
2. შუბლის ნერვი - ყველაზე მსხვილი და გრძელი ტოტია, თვალბუდის ზედა კედლის
თითქმის შუა ხაზს მიუყვება, გზად ქმნის მედილურად მდებარე ზედა ნერვს,
რომელიც შუბლზე გამოდის და აინერვირებს, შუბლის ნაწილობრივ თხემისა და
საფეთქლის მიდამოს კანს.
3. ცხვირ-წამწამოვანი ნერვი - ყველაზე მედიალურად მდებარე ტოტია, თვალბუდის
მედიალურ კედელს მიყვება და თვალბუდის ზედა ირიბი კუნთს ჭაღის ქვეშ გაივლის,
სადაც ჭაღქვედა ნერვი ეწოდება. აინერვირებს, საცრემლე პარკს, კონიუქტივას,
თვალის ნაპრალის მედიალური კუთხის კანს. ასევე გამოეყოფა: გრძელი წამწამოვანი
ნერვი, ცხავის უკანა და ცხავის წინა ნერვები.

ზედა ყბის ნერვი - შუა ნაწილიდან გამოდის, დიამეტრი - 2,5-4,5 მმ; 25-70 კონა. მგრძნობიარე
ხასიათისაა. აინერვირებს, თავის ტვინის მაგარ გარსს, ქვედა ქუთუთოს კანს, თვალის
ნაპრალის გარეთა კუთხეს, საფეთქლის წინა მიდამოს, ლოყის, ხვირის ფრთების და ზედა
© ნინო ბაუჟაძე
ტუჩის კანს, ასევე ცხვირის ღრუს, ზედა ტუჩს, ძირითადი ძვლის წიაღის და სასის
ლორწოვანს. ზედა ყბის კბილებს.

ზედა ყბის ნერვი ქალას ღრუს მრგვალი ხვრელით ტოვებს, შედის ფრთასასის ფოსოში, სადაც
ორ დამუკიდებელ ტოტად იყოფა თვალბუდის ქვედა და ყვრიმალის ნერვად. ქალას ღრუდან
გამოსვლამდე ქმნის რამუს მენინგეუს რომელიც აინერვებს ტვინის მაგარ გარსს.

1) თვალბუდის ქვედა ნერვი-თვალბუდის ქვედა ნაპრალზე გავლით შედის


თვალბუდეში, თანამოსახელე სისხლძარღვთან ერთად მიუყვება, თვალბუდის ქვედა
კედელზე არსებულ ღარს, თვალბუდეს ტოვებს თვალბუდის ქვემო ხვრელით და
გამოდის სახის ზედაპირზე ეშვის ფოსოში. აინერვირებს ქვედა ქუთუთოს, ცხვირის
ფრთების და ნესტოების, ზედა ტუჩის და პირის კუთხის კანს და ლორწოვანს.
2) თვალბუდის ქვედა ნერვს გამოეყოფა ზედა კბილბუდეთა უკანა, შუა და წინა ნერვები,
რომლებიც ზედა ყბის კბილთა ორგანოებს (ალვეოლებს, ღრძილებს, კბილებს)
აინერვირებს. ისინი ზედა ყბის უწვრილეს ძვლოვან არხებს მიუყვებიან და ზედა
კბილების წნულს ქმნიან. ამ წნულის ტოტები ორი სახისაა კბილებისთვის (კბილის
ფესვის მწვერვალის ხვრელიდან შეიჭრება) და ღრძლებისთვის.

ქვედა ყბის ნერვი - ყველაზე მსხვილი ტოტია, დიამეტრი 3,5-7,5მმ. 30-80 ბოჭკო. შეიცავს,
როგორც მამოძრავებელ ისე მგრძნობიარე ბოჭკოებს.

მისი მგრძნობიარე ბოჭკოები ანერვებს თავის ტვინის მაგარ გარსს, ყურის ნიჟარის ქვედა
ნაწილს, გარეთა სასმენ არხს, დაფის აპკის გარეთა ზედაპირს, ასევე ლოყის, პირის ღრუს და
ენის წინა 2/3 -ის ლლორწოვან გარსს. ქვედა ყბის კბილის ორგანოს.

მამოძრავებელი აინერვირებს საღეჭ კუნთებს, ორმუცელა კუნთის წინა მუცელს, ყბა-ინის


კუნთს და დაფის აპკის დამჭიმავ კუნთს.

ქვედა ყბის ნერვი ქალას ღრუს ქვედა ფოსოში გამოდის 8-11 ან 4-5 პირველად ტოტად იყოფა.

მგრძნობიარე ტოტები:

1. მენინგური ტოტი - წვეტიანი ხვრელით ბრუნდება ქალას ღრუში და მაგარ გარსს


აინერვირებს;
2. ლოყის ნერვი - ქვედა ყბის ნერვის წინა ბოჭკოებით იქმნება, საფეთქლის კუნთის ქვეშ
გაივლის და წვება ლოყის კუნთის ქვეშ, სადაც დატოტიანდება დდა აღწევს პირის
კუთხეს, ტოტების ნაწილი ლორწოვანში იფანტება ნაწილი კანში გადადის.
ანასტომუზებს ქმნის-სახის ნერვთან და ყურის კვანძთან
3. ყურ-საფეთქლის - ყბა-ყურა ჯირკვლზე გავლით გამოდის საფეთქლის არეში, სადაც
იძლევა საფეთქლის ზედაპირულ ტოტებს. მანამდე მას გამოეყოფა - გარეთა სასმენი
მილის ნერვი, ყბა-ყურა ჯირკვლის ტოტები.
4. ენის ნერვი - გამოეყოფა ენის ტოტები , რომლებიც ენის ღრმა არტერიასა და ვენასთან
ერთად შეიჭრება ენის კუნთებში, მიემართება წინ და ზევით მთავრდება - ენის
მწვერვალისა და სხეულის სასაზღვრო ხაზზე. ასევე გვაქბს ხახის პირის ტოტები -
ხახის პირის ლორწოვანს აინერვირებს, ენისქვეშა ნერვი-პირის ღრუს ძირს და
ღრძილების ლორწოვანს აინერვებს.
© ნინო ბაუჟაძე
5. კბილბუდეთა ქვემო - ალვეოლარის ინფერიორ - თანამოსახელე სისხლძარღვებთან
ერთად ქვედა ყბის არხში შეიჭრება. იძლევა წვრილ მრავლობით ტოტებს, რომებიც
შემთხვევათა 50% ში ანასტომუზებით ქმნის ქვედა კბილების წნულს. კბილბუდეთა
ქვემო ნერვი ნიკაპის ხვრელით ტოვვებს ქვედა ყბის არხს. სადაც აინერვებს ნიკაპის
კანს, ქვედა ტუჩის კანსა და ლორწოვანს.

მამოძრავებელი ტოტები:

1. საღეჭი ნერვი - საღეჭ კუნთში იჭრება და ტოტიანდება, გვაძლევს მცირე ზომის


მგრძნობიარე ტოტებს ქვედა ყბის სახსრისთვის;
2. საფეთქლის ღრმა ნერვი-მიჰყვება ქალაქ ფუძს გარეთა ზედაპირს, იჭრება საფეთქლის
კუნთებში .
3. ლატეერალური ფრთისებრი ნერვი - ლოყის ნერვთან ერთა გამოეყოფა და აქვე
შეიჭრება გარეთა ფრთისებრ კუნთში.
4. მედიალური ფრთისებრი - გაივლის ყურის კვანძზე ან მის სიახლოვეს, ქვევით და წინ
მიემართება შეიჭრება მედიალურ ფრთისებრ კუნთში.
5. ყბა-ინის ნერვი - ქვედა ალვეოლურ ნერვს გამოეყოფა, მისი მამოძრავებელი ბოჭკოები
ყბა-ინის კუნთს და ორმუცელას წინა მუცელს აინერვებს.

7. სახის ნერვი - იქმნება ორი ნერვით: თვით სახის და შუამდებარე


ნერვი(პარასიმპათკურ და სპეციფიკური მგრძნობელობის ბოჭკოებს შეიცავს). სახის
ნერვი შეიცავს მამოძრავებელ ბოჭკოებს , რომელიც ხიდში იწყება თანამოსახელე
ბირთვებიდან და განკერძოებული ტრაქტის ბირთვში მთავრდება. ხოლო
შუამდებარეს სპეციფიკური ბოჭკოები ზედა სანერწყვე ჯირკვლიდან იწყება.
სახის ნერვი მერვე წყვილ კარიბჭე-ლოკოკინის ნერვთან ერთად გამოდის ტვინის
ფუძეზე ხიდის უკანა კიდესა და მოგრძო ტვინის ოლივას შორის. ეს სამივე ნერვი
ერთად შეიჭრება სახის არხში. სახის ნერვი არხის გავლის შემდეგ ქალას ფუძეზე
სადგის-დრდვილისებრი ხვრელით გამოდის. სახის არხში გავლისას სახის ნერვი
ქმნის სახის ნერვის მცირე მუხლს და მუხლის კვანძს, რომელიც შეიცავს მგრძნობიარე
ბოჭკოებს და ფსევდოუნიპორალურ ნეირონებს. სახის ნერვს ტოტები, სახის არხშიც
გამოეყოფა და მის გარეთაც. სახის არხში გამოეყოფა:
1. დიდი კლდოვანი ნერვი - მუხლის ნაწილში გამოიყოფა, კლდოვან არხზე
გავლით შეიჭრება ქალას ღრუში, საფეთქლის კლდოვან ნაწილს გადაივლის
და დაფლეთილი ხვრელით დატოვებს ქალას ღრუს. თვითნ
პრეგანგლიონური ბოჭკოებით არის წარმოქმნილი და ქალას ღრუს
დატოვებისას საძილე წნულის სიმპათიკურ ბოჭკოებს იერთებს,
საბოლოოდ ფრთასასის კვანძს უკავშირდება. (უკვე ფრითესიბრი არხის
ნერვის სახელით).
© ნინო ბაუჟაძე
2. უზანგის ნერვი - სახის ნერვის დასწვრივი მონაკვეთის პირველი ტოტია ,
დაფის ღრუში უზანგის კუნთს აინერვებს.
3. დაფის სიმი - სეკრეტორულ და სპეციფიკურ ბოჭკოებს შეიცავს.
სპეციფიკურები ენის წინა 2/3 ის და რბილი სასის ლორწოვანში იწყება.
დაფის სიმის სეკრეტორული ბოჭკოები ყბისქვეშა კვანძში იჭრებიან და
სანერწყვე ჯირკვლებს აინერვებს.(შეჭრის შემდეგ პოსტგანგლიური
ბოჭკოები ჰქვია). დაფის ნერვი უზანგის ნერვის ქვევით გამოიყოფა და
დაფის ღრუში შედის, მიუყვება დაფის აპკს, მისი დატოვების შემდეგ
ქვევით მიემართება და ენის ნერვში იჭრება.

რაც შეეხება იმ ტოტებს, რომლებიც არხს გარეთ გამოიყოფა მხოლოდ დაღმავალ ანუ
მამოძრავებელ ბოჭკოებს შეიცავს, აინერვებს სახისა და ნაწილობრივ კისრის კუნთებს. ესენია:

1. ყურის უკანა ნერვი - აინერვირებს ყურის უკანა კუნთს და ქალასარქვლის კუნთის


კეფის მუცელს;
2. საფეთქლის ტოტები-საფეთქლის ზედაპირზეა და აინერვებს თვალის ირგვლივ,
ყურის წინა/უკანა კუნთებს და ქალასარქვლის კუნთის შუბლის მუცელს.
3. ყვრიმალის ტოტები წინ და ზევით მიემართებიან და ყვრიმალის დიდ და თვალის
ირგვლივ კუნთებს აინერვებენ.
4. ლოყის ტოტები - საღეჭ კუნთზე გაივლის და აინერვებს: მცირე და დიდ
ყვრიმალის კუნთებს, ზედა ტუჩის ამწევ, ლოყის, პირის ირვლივ, ცხვირის და
სიცილის კუნთებს.
5. ქვედა ყბის სანაპირო ტოტი - ქვედა ყბის პარალელურად და ზევითაა
აინერვირებს: ქვედა ტუჩის დასწვრივ, პირის კუთხის დასწვრივს და ნიკაპის
კუნთებს.
6. ორმუცელა ტოტი-ორმუცელას უკანა და სადგის-ინის კუნთს.
7. კისრის ტოტი - ქვედა ყბის კუთხის უკან ეშვება და ანერვებს პლატიზმას და
კისრის განივ ნერვებსაც უკავშირდება.

8) კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი - სმენისა და წონასწორობის ანალიზატორებიდან გამოსული


ცენტრალური მორჩებით იქმნება. ეს მორჩები ერთიან ნერვს წარმოადგენენ და სასმენი
არხიდან გასვლის შემდეგ სახის ნერვის ერთად ხიდის უკანა კიდისკენ მიემართება, უკანა
კიდესა და ოლივას შორის შეიჭრება. განსხვავებულ ბირთვებში მთავრდებიან : კარიბჭდან
მომავალი-კარიბჭს - მედიალურ, ზედა და ქვედა ბირთვებში , ხოლო ლოკოკინიდან
წამოსულები-ლოკოკინის ვენტრალურ და დორსალურ ბირთვებში.

9) ენა-ხახის ნერვი - შერეული ხასიათისაა, ენა ხახის ნერვის ბოჭკოები სამ ბირთვან არიან
დაკავშირებული: განკერძოებული ტრაქტის, ქვედა სანერწყვე და ორმაგი ბირთვი.
ძირითადად სპეციფიკური გემოვნების ბოჭკოებისგან შედგება, რომლებიც ენის ზურგის
უკანა მესამედის ლორწოვანში იწყება და განკერძოებული ტრაქტის ბირთვში მთავრდება
(მოგრძო ტვინში). ასევე ეფერენტული ბოჭკოები აღინიშნება(ქვედა სანერწყვედან-ყბაყურა
ჯირკვლამდე) და დაღმავალი ბოჭკოებიც (ორმაგი ბირთვიდან იწყებიან).მოგრძო ტვინიდან
გამოდის ოლივის ზედა კიდესთან გამოდის 4-5 ფესვი, ზედა ფესვი ეხება კარიბჭე-
© ნინო ბაუჟაძე
ლოკოკინის(8) და ცდომილ(10) ნერვს. გამოსვლისთანავე ერთანი ღერო ყალიბდება,
რომელიც ქალას ღრუს საუღლე ხვრელით ტოვებს. ამ ხვრელში ზედა კვანძს ქმნის
გამოსვლისას კი ქვედა კვანძს. ეს კვანძები მგრძნობიარე ბოჭკოებითაა შექმნილი. ენა-ხახის
ნერვი ხვრელიდან გამოსვლისას საძილე არტერიის უკან შემდეგ მის გარეთ, ბოლოს კი
საძილე არტერიას და საუღლე ვენას შორის, წინ და ქვევით მიდის საბოლოოდ ენის ფესვში
აღწევს და აქ გვაძლევს შემდეგ ტოტებს:

1. დაფის ნერვი - ქვემო კვანძიდან იწყება, დაფის ღრუში აღწევს და ნაზ დაფის
წნულს ქმნის, რომელიც საძილე არტერიის ქნულის ბოჭკოებს უკავშირდება
დაფის საძიე ნერვების სახით. დაფის ნერვის ბოლო ტოტია მცირე კლდოვანი
ნერვი, რომელიც ყურის კვანძში იჭრება.
2. საძილე სინუსის ტოტი, აღწევს საძილე გორგალს და საძლე წიაღს
3. ხახის ტოტი - 2-3 ტოტია და ხახის გვერდითი კედლებისკენ მიემართება
4. სადგის-ხახის - თანამოსახელე კუნთს აინერვებს;
5. ნუშის ტოტები-სასის რკალებსა და მის ნუშებს აინერვებს;
6. შემაერთებელი ტოტი-ნუშის ტოტს უკავშირდება;
7. ენის ტოტები-გემოვნების(შემოზღ. დრდვილებისგან) და მგრძნობიარე(ენის უკანა
მესამედიდან) ბოჭკოებს შეიცავს.

10) ცდომილი ნერვი - შერეული ხასიათის ნერვია. მისი მგრძნობიარე ბოჭკოები


განკერძოებული ტრაქტის ბირთვში მთავრდებიან, მამოძრავებელი ბოჭკოები კი
ორმაგი ბირთვიდან იწყებიან. ამის გარდა ცდომილ ნერვს აქვს საკუთარი ცდომილი
ნერვის დორსალური ბირთვი, რომელიც პარასიმპათკურ ბოჭკოებს შეიცავს. ყველა
ბირთვი მოგრძო ტვინშია მოქცეული. აღსანიშნავი, რომ გავრცელების დიდი
დიაპაზონით ხასიათდება მისი იმპულსები გულმკერდის და მუცლის ღრუს
ორგანოებზე ვრცელდება. მოგრძო ტვინიდან გამოდის უკანა გვერდითი ღარიდან ,
რამდენიმე ფესვით გაივლის საუღლე ხვრელს და გადის ქალას ღრუდან. საუღლე
ხვრელში ქმნის ზემო და ქვემო კვანძებს. და იკავშირებს დამატებითი ნერვის შიგნითა
ტოტს. შემდეგ გულმკერდის არესაკენ მიემართებიან, საყლაპავთან ორივე მარჯვენა
და მარცხენა რთულ დატოტიანებას ქმნიან. დიაფრაგმის გავლით გადადის მუცლის
ღრუში სადაც ასევე რთულ დატოტიანებას განიცდის და მონაწილეობს ორგანოთა
როგორც გარე ისე შიდა კვანძების შექმნაში. ტოპოგრაფიულად ოთხი ნაწილი გვაქვს:
თავის, კისრის, გულმკერდის და მუცლის.

თავის ნაწილში(ნერვის ტვინის ღეროდან გამოსვლიდან-ზემო კვანძმდეა) არის:

1. მენინგური ტოტი - ზემო კვანძებიდან გამოდის და კეფის ნაწილის მაგარი გარსებისა


და მისი სინუსებისკენ მიემართება.
2. ყურის ტოტი - საფეთქლის დრვილისებრ მილაკში გავილის და დაფ-დრდვილისებრი
ნაპრალიით ტოვებს მას, აინერვებს სასმენი მილის უკანა კედელს, ყურის ნიჟარის
კანს.

კისრის ნაწილი(ქვედა კვანძსა და შებრუნებული ნერვის გამოყოფის ადგილამდე) :

1. ხახის ტოტები-ქმნიან ხახის წნულს და ანერვებს ხახის კედლის მომჭერ კუნთებს და


ლორწოვანს;
© ნინო ბაუჟაძე
2. ხორხის ზემო - ინის ძვლამდე აღწევს სადაც განიცდის ბიფურკაციას : გარეთა და
შიგნითა ტოტებად იყოფა, შიდა ფარ-ინის აპკის გავლით შეიჭრება ხორხის ღრუში და
ხმოვანი ნაპრალის ზედა ლორწოვანს.
3. გულის ზემო კისრისეული ტოტები-საძლე არტერიას მოყვებიან და გულის წნულს
უერთდებიან;
4. ხორხის შებრუნებული-განსხვავებული ადგილიდან იწყებიან, თუმცა ორივე ზევით
მიემართება და სასულესა და საყლაპავს შორის ნაპრალში გაივლიან, მას გამოეყოფა
ტოტები საყლაპავისთვის, სასულისათვის და გულისათვის.

გულმკერდის ნაწილი(ხორხის ასწვრივი ნერვის გამოსვლის ადგილიდან დიაფრაგმის


საყლაპავის ხვრელამდე).

1. გულის გულმკერდისეული ტოტები-გულის ნერვულ წნულს უკავშირდებიან.


2. მრონქული ტოტები-აინერვებენ ბრონქების კუნთებს და ჯირკვლებს, ასევე
მგრძნობიარე ბოჭკოები იღებენ იმპულსს ბრონქებისა და ფილტვის ქსოვილიდან;
3. საყლაპავი მილის წნული-საყლაპავის კედელზე მარჯვენა და მარცხენა ცდომილი
ნერვების ტოტების შერწყმით იქმნება. აინერვებენ საყლაპავის კედელს.

მუცლის ნაწილი(დიაფრაგმაში გავლიდან იწყება)

1. წინა ცთომილი - ძირითადად მარცხენა ცთმილის ბოჭკოებით იქმნება. იძლევა


ტოტებს კუჭს წინა კედლისა და ღვიძლისთვის;
2. უკანა ცთომილი - მარჯვენას ბოჭკოებით იქმნება, შედარებით უფრო მსხვილია, კუჭს
უკანა კედელზე გადადის და გვაძლევს კუჭს უკანა კედლის ტოტებს და ფაშვის
ტოტებს.

11) დამატებითი ნერვი - მამოძრავებელი ხასიათსაა ორი ბირთვი აქვს, ერთი მოგრძო ტვინში
მეორე ზურგის ტვინის კისრის სეეგმენტში. შესაბამისად აქვს თავის ტვინის და ზურგის
ტვინის ფესვები, რომლებიც ერთიან კონას ქმნიან. ეს კონა დიდი ხვრელით შედის ქალას
ღრუში, საუღლე ხვრელთან იყოფა ორად შგნითა ტოტად (შედარებით მოკლეა, ხშირად
ცთომილი ნერვის წარმონაქმნად მიიჩნევა, საბოლოოდ ხორხის შებრუნებულ ნერვთან
შეერთებით ხორხის კუნთებამდე აღწევს და აინერვებს) და გარეთა ტოტად (უფრო გრძელია
აღწევს მკერდ-ლავიწდრდვილისებრ კუნთსა და ტრაპეციულ კუნთს, აინერვებს მათ)

12) ენისქვეშა ნერვი - მამოძრავებელი ხასიათისაა და ანერვებს ენის კუნთებს. მისი


მამოძრავებელი ბირთვი მოგრძო ტვინშია. მისი მრავალრიცხოვანი ტოტები მოგრძო
ტვინიდან პირამიდასა და ოლივას შორის წინა ლატერალურ ღარში გამოდიან. ცთომილ
ნერვს მიუყვება, შემდეგ სადგის-ინის კუნთსა და ორმუცელას უკანას გაივლის და ყბისქვეშა
სამკუთხედამდე აღწევს, აქ ყბისქვეშა ჯირკვალითაა დაფარული. მრავლობითი ტოტებით
იჭრება ენის კუნთებში. ენისქვეშა ნერვი უკავშირდება კისრის პირველ და მეორე ნერვს. ასევე
ცთომილი ნერვის ქვედა კვანძსა და სამწვერას ენის ნერვებს.
© ნინო ბაუჟაძე

You might also like