You are on page 1of 17

ჰიპოფიზის ზოგადი დახასიათება

ჰიპოფიზის ანატომიური დახასიათება

სომატოტროპინი

კორტიკოტროპული ენდოკრინოციტები და ჰორმონები

მელატონინი

ნეიროჰიპოფიზის უკანა წილი დახასიათება

ჰიპოთალამუსუს სუპრაოპტიკური და პარავენტრიკულარული ბირთვები,ვაზოპრესინი,


ოქსიტოცინი

ეპიფიზი და მისი ზოგადი დახასიათება

ეპიფიზის ჰორმონები

ეპიფიზის შემადგენლობა

ფარისებრის ანატომიური დახასიათება

ფარისებრის აგებულება და მორფოფუნქციური ერთეული

ფარისებრის პარენქიმა და ჰორმონები

ფარისებრის დარღვევები
ჰიპოფიზი-
Hypophysis s. glomdula pituatuari
ოვალური ან მრგვალი, მოთავსებულია თურქულ კეხზე
ჰიპოფიზის ფოსოში. ქალას ღრუსგან გამოყოფილია
ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით-ტვინის
დიაფრაგმით. ამ დიაფრაგმაში არსებული ხვრელით
ჰიპოფიზი ტვინოვანი ძაბრით უკავშირდება
ჰიპოთალამუსის რუხ ბორცვს. ჰიპოთალამუსის სიგრძე-
5-15 მმ, სიგანე 10-17მმ, სიმაღლე 5-10მმ.

მამაკაცებში 0,5 გრამი, ქალებში 0.6 გრამი. ორსულობის


დროს ჰიპოფიზი იზრდება და პირვანდელ ზომებს აღარ
უბრუნდება.(დაბრუნება ზევით)

ჰიპოფიზი შედგება ორი ერთმანეთისაგან შენებით და


ფუნქციით განსხვავებული წილებისგან, წინა
ადენოჰიპოფიზი-adenohupophysis(lobus anterior) , უკანა-
ნეიროჰიპოფიზი-neurohypophysis(lobus posterior). წინა
წილში გამოყოფენ დისტალურ ნაწილს--pars distalis,
რომელიც ჰიპოფიზის ფოსოს წინა ნაწილს იკავებს,
შუამდებარე ნაწილს--pars intermedia, რომელიც უკანა
საზღვარზე მდებარეობს და ბორცვის ნაწილს--pars
tuberalis რომელიც ზემოთ არის მიმართული და
ჰიპოთალამუსის ძაბრისებრ ნაწილს უერთთება.

ჰიპოფიზის წინა წილს კაპილარების მდიდარი ქსელის


გამო მკრთალი მოყვითალო ფერი აქვს, ოდნავ წითელიც.
წინა წილის პარენქიმა რამდენიმე ტიპის ჯირკვლოვანი
უჯრედებისგან შედგება.

ადენოჰიპოფიზის უჯრედთა ნახევარი ქრომოფილური


ადენოციტებია, რომელთაც ციტოპლაზმაში
წვრილმარცვლოვანი გრანულები აქვს. იღებებიან
ქრომის მარილებით(აციდოფილური ადენოციტები 40
%,ბაზოფილური ადენოციტები 10%)
ბაზოფილურისთვის დამახასიათებილია
გონადოტროპული, თირეოტროპული და
კორტიკოტროპული ენდოკრინოციტები. დანარჩენი 50%
ადენოჰიპოფიზის ქრომოფობული ადენოციტებია.
(დაბრუნება ზევით)
ჰიპოფიზის წინა წილის აციდოფილური ადენოციტების
(a-უჯრედები) მიერ გამომუშავებული
სომატოტროპული (ზრდის) ჰორმონი გავლენას ახდენს
ზრდა-განვითარებაზე. ნაკლებობა იწვევს ჯუჯობას,
მეტობა იწვევს გიგანტიზმს. ზრდის პროცესის
დამთავრების შემდეგ თუ კიდევ გამოიყოფა ვითარდება
აკრომეგალია(იზრდება ცხვირი, ენა, ქვედა ყბა, თითები)

ადენოჰიპოფიზი ასევე გამოიმუშავებს ჰორმონებს,


რომლებიც მოქმედებენ ჰიპოფიდამოკიდებულ
ჯირკვლეებზე. (დაბრუნება ზევით)
კორტიკოტროპული
ენდოკრინოციტებიადენოკორტიკტროპულ
ჰორმონს(AKTI), ატიმულაციას უწევს თირკმელზედა
ჯირკვალში სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებას.
თირეოტროპულ ჰორმონს (TTI), რომელიც გავლენას
ახდენს ფარისებრი ჯირკვლისგანვითარებასა და
მოქმედებაზე.. გონადოტროპულ ჰორმონებს, როგორიცაა
ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუტეინიზირებელი
და პროლაქტინს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ
ორგანიზმის სქსობრივ მომწიფებაზე, ოვულაციაზე,
სარძევე ჯირკვლების ზრდზე, ქალებში რძის
გამომუშავებაზე, კაცებში სპერმატოზოიდის.

(დაბრუნება ზევით)

წინა ნაწილის შუამდებარე წილში გამომუშავდება


მელანოციტომასტიმულირებელი ჰორმონები, პიგმენტ
მელანინის წარმოქმნას უწყობს ხელს.
(დაბრუნება ზევით)

ნეიროჰიპოფიზი-ჰიპოფიზის უკანა წილი.


ჰიპოფიზარული ფოსოს უკანა ნაწილში, ასევე ძაბრის
უკანადენოჰიპოფიზის ბორცვის ნაწილის უკან იწყება.
ჰუპოფიზის უკანა წილი წარმოდგენილია
ნეიროგლიური უჯრედებით(პიტუიციდები), ნერვული
ბოჭკოებით(ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეტორული
უჯრედებიდან ნეიროჰიპოფიზში მიემართებიან),
ნეიროსეკრეტორული სხეულაკებით.

(დაბრუნება ზევით)
ჰიპოთალამუსუს სუპრაოპტიკური და
პარავენტრიკულარული ბირთვების
ნეიროსეკრეტორული უჯრედები გამოიმუშავებენ
ვაზოპრესინ(ანტიდიურეტიკული ჰორმონი) და
ოქსიტოცინს(პიტუიტრინს). ეს ჰორმონები ჰიპოფიზის
უკაა წილთან აქსონების საშუალებით
ტრანსპორტირდებიან და შედიან ჰიპოთალამუს-
ჰიპოფიზარული ტრაქტის შემადგენლობაში, შემდეგ
უკანა წილიდან გადადიან სისხლში.

ვაზოპრესინი არეგულირებს წყლისა და მარილთა


ცვლას. ჰენლეს მარყუჟში რეაბსორბცია,
სისხლძარღვების შევიწროვება.

ოქსიტოცინი გავლენას ახდენს საშვილოსნოს გლუვ


კუნთოვან ქსოვილზე, ხელს უწყობს მის შეკუმშვას
მენსტრუაციისა და მშობიარობის დროს. ოქსიტოცინი
ასევე აფერხებს ყვითელის სხეულის განვითარებას და
ფუნქციონირებას, აძლიერებს მეძუძურ ქალებში რძის
გამომუშავებას, იცვლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი
კუნთების ტონუსი.
საბოლოოდ ჰიპოფიზი ნერვული ბოჭკოებითა და
სისხლძარღვებით ფუნქციონალურად დაკავშირებულია
შუამდებარე ტვინის ჰიპოთალამუსთან, რომელიც
ჰიპოფიზის მოქმედებას არეგულირებს(დაბრუნება
ზევით)

ჯალღუზისებრი სხეული
ეპიფიზი, პინეალური სხეული, გირჩის ფორმის სხეული,
ჯალღუზისებრი სხეული-corpus pineale, epiphisis rerebri

ყველა ერთი ჭირია, რომელიც შუამდებარე ტვინის


ოთხგორაკის ზედა ბორცვებს შორის არსებულ ღარშია
მოთავსებული. მუხუდოს ფორმისაა და მისი ყველა
თვისება არაა ჯერ გამოკვლეული. მიაწერენ
ტელეფატიის უნარს. ჩანასახში 2 თვიდან ვითარდება და
მართლა თვალს წააგავს, ამიტომ მესამე თვალს
უწოდებენ.

ეს ჯირკვალი ფოტოენდოკრინული სისტემის


შემადგენელი ნაწილია. ჯირკვალი ლაგამების
საშუალებით უმაგრდება მხედველობის ბორცვებს,
რომლებიც ოთხგორაკის შემადგენლობაში შედიან. ის
კენტი ორგანოა, მოწითალო-ნაცრისფერი, გარედან
შემაერთებელქსოვილოვანი კაპსულითაა დაფარული/
კაფსულიდან ჯირკვლის სისქეში ჩადიან ძგიდეები,
რომლებიც მას წილაკებად ჰყოფენ.

(დაბრუნება ზევით)

ეპიფიზი გამოიმუშავებს მელატონინს, სეროტონინს და


ადრენოგლომელუროტროპინს.

ანატომიურად მიეკუთვნება ეპითალამუსს, დიფუზურ


ენდოკრინულ სისტემას,მაგრამ მეცნიერთა დიდი
ნაწილი შინაგან სეკრეციის ჯირკვლად მიიჩნევს.

ჯირკვლის სეკრეტორული უჯრედები გამოიმუშავებენ


მელატონინს, რომელიც ბიორითმებს არეგულირებს.
მისი ჰორმონი ადენოგლომერულოტროპინი
სტიმულირებას უწევს ალდოსტერონის გამომუშავებას.

ეპიფიზის ცნობილი ფუნქციები

--ზრდის ჰორმონის გამომუშავების შემცირება

--სქესობრივი განვითარებისა და სქესობრივი ქცევის


შენელება
--სიმსივნეთა ზრდის დამუხრუჭება

--სექსუალურ ქცევებზე მოქმედება

(დაბრუნება ზევით)

ეპიფიზი ძირითადად პინეალოციტებისგან შედგება,


რომელიც პოლიგონარული პარენქიმატოზური
უჯრედებია. მასში ასევე გვხვდებიან
ინტერსტიციალური ენდოკრინოციტები,
პერივასკუვალური ფაგოციტები, ნეიროციტები,
პეპციდერგიული ნეირონისმსგავსი უჯრედები.
(დაბრუნება ზევით)

ფარისებრი ჯირკვალი- glandula


thireodiea
მდებარეობს კისრის წინა ზედაპირზე, ტრაქეას წინ და
თავისი წილებით ფარავს ხორხის ფარისებრ ხრტილს.
წინიდან მდებარეობს ინის ზვლისქვეშა კუნთების ქვეშ.

განარჩევენ ორ ნაწილს, მარჯვენა და მარცხენა წილები--


lobus dexter et sinister, ეს წილები ერთმანეთს წვრილი
ყელის ნაწილით-isthmus glandulae thyroideae. 30%
შეიძლება შეგხვდეს პირამიდული წილი-lobus
piramidalis.

წილების ზედა პოლუსები მდებარეობს ფაისებრი


ხრტილის შესაბამისი ფირფიტის ზედა კიდის დონეზე.
ქვედა პოლუსები მდებარეობს ტრაქეას V-VI ხრტილების
დონეზე, ყელის წილი ჰორიზონტალურად ემთხვევა
ტრაქეას II-III ხრტილის დონეს

ქალებში მასაა 40-50გ, კაცებში 50-55გ. 50-55 წლიდან


ფარისებრი ხრტილის მასა და ზომები მცირდება

ჯირკვალი გარედან ფასციითაა დაფარული-capsula


fibrosaშემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი
რომელიც მდიდარია ელასტიური და კოლაგენური
ბოჭკოების კონებით. ეს კაფსულა ხორხთან და
თრაქეასთანაა მიხორცებული, ამიტომ ხორხის
მოძრაობასთან ერთად ჯირკვალიც მოძრაობს.
(დაბრუნება ზევით)
ეს ბოჭკოები კაფსულიდან შედის ჯირკვლის სისქეში და
ქმსნის მის ჩონჩხს(სტრომას) ძგიდეებისა და
ტრაბეკულების სახით. ეს ნაწილაკები ჯირკვალს
წილაკებად ჰყოფს, რომლებიც ფოლიკულების სახითაა
წარმოდგენილი. ფოლიკულების შიგნით, ბაზალურ
მემბრანაზე განლაგებულია ჯირკვლოვანი უჯრედები-
თიროციტები

ჯირკვლის მორფოფუნქციურ ნაწილს


თირეომორფოკომპლექსი წარმოადგენს, სადაც
ფოლიკულების გარკვეული ჯგუფია, რომელიც
ბაზალური აპკით და კოლაგენური ბოჭკოებით არის
მოსაზღვრული. ფოლიკულების ღრუში სქელი სითხე-
კოლოიდია მოთავსებული. მის შემადგენლობაში
იოდთან შეერთბული ცილაა-იოდთირეოგლობულინი.

(დაბრუნება ზევით)
ჯირკვალში იოდის კონცეტრაცია სხვა ურგანოებთან
შედარებით ბევრად მეტია, ის ჯირკვლის
ფუნქციონირებისთვის აუცილებიელია.

ჯირკვლის პარენქიმაში გვხვდება K


უჯრედები,რომლებიც თირეოკალცეტონინს
გამოიმუშავებს, რომელიც ძვლებში კალციუის
რაოდენობას ზრდის,ამცირებს მის რაოდენობას
სისხლში და ფარისებრახლო ჯირკვლის მიერ
გამომუშავებულ პარათჰორმონთან ერთად
არეგულირებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლას
ორგანიზმში.

ჯირკვლის ძირითადი ჰორმონებია ტრიიოდთირონინი


და თიროქსინი. აძლიერებენ ორგანიზმში მიმდინარე
ნივთიერებათა ცვლას . (დაბრუნება ზევით)
ჰიპოფუნქციის დროს ვითარდება მიქსედემა(სიმსუქნე)
ან კრეტინიზმი(ბავშვთა უმძიმესი პათოლოგია). კანის
შეშუპება, ბავშვობის დროს თუ დაემართა ადამიანს
გონებრივი ჩამორჩენილობა და ლილიპუტის სხეული

ჰიპერფუნქციის დროს ვითარდება


თირეოტოქსიკოზი(ბაზედოვის დაავადება). ახასიათებს
ნივთიერებათა ცვლის ზრდა, ტახიკარდია,
ეგზოფტალმი, მაღალი სიცხე, ცენტრალური ნერვული
სისტემის დარღვევები

თუ რამე დაამატეთ

ფარისებრახლო ჯირკვლები(2 წყვილია)


Მოთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი ნაწილების ზემო და ქვემო ბოლოების
უკან,თითქმის ფარისებრ ხრტილამდე აღწევს.0.2გ ოთხივე ერთად.გარედან დაფარული
შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით,რომელიც გზავნის სისქეში ხარიხებს,ისინი შედის
სტრომის შემადგენლობაში,მათ შორის მოტავსებულია პარენქიმა,მას ქმნის
პარათირეოციტები-ეპითელური უჯრედებო,რომლებიც მუქი და ნათელი ფერის
უჯრედებია.მეტად მნიშვნელოვანია ნათელი იმიტომ,რომ თავიდან მოქმედებენ როგორც
ეგზოკრინული ჯირკვლები,განვითარებასთან ერტად ფუნქცია იცვლება და გადაიქცევიან
ენდოკრინულად.ასაკის მატებასთან ერთად ნათელ უჯრედებს შორის ცხიმოვანი ქსოვილი
ვითარდება.ფუნქცია-პარატჰორმონის გამომუშავება,მოქმედებენ კალციუმის და
ფოსფორის ცვლაზე.

თირკმელზედა ჯირკვალი
შედგება ქერქოვანი(90%) და ტვინოვანი(10%) ნივთიერებებისგან.წინა ნაწილი
ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებულია და მეზოდერმისგან ვითარდება ,ტვინოვანი
დამოუკიდებელია,ვითარდება ექტოდერმიდან.ჯირკვალი მოთავსებულია თირკმლის
ზემო ბოლოებზე.მარჯვენა და მარცხენა განსხვავდება,მარცხენა ნახევარმთვარის
ფორმისაა,მარჯვენა სამკუთხა.გულმკერდის მე11 მალის დონემდე არიან.თირკმლის
გარსებში ეხვევიან,თვითონ თხელი ფიბროზული გარსითაა დაფარული და ხარიხებს
აგზავნის სისქეში,შედის სტრომის შემადგენლობაში,ძგიდეებს შორის
პარენქიმაა.ქერქოვანის პარენქიმაში არის გორგლოვანი ,ბადისებური და ბაგირაკოვანი
ზონები.ეხება დიაფრაგმას,მარჯვენა-ღვიძლს,ქვევიდან თირკმლის ზედა
ბოლოს,მარცხენა-პანკრეასს,ელენთას,კუჭა,დიაფრაგმას.აქვს ჯირვლის კარი საიდანაც
ცენტრალური ვენა გამოდის.ტვინოვანის ჰორმონებია ადრენალინი და ნორადრენალინი

სასქესო ჯირკვლის ჰორმონწარმომქმნელი უჯრედები

Მამაკაცის შემთხვევაში სათესლეს აქვს 180-200 წილაკი(კამერა) და თითოეულ მათგანში


არის დაახლოებით 2-3 თესლის წარმომქმნელი კლაკნილი მილაკი,მათ ეპითელიუმში
არის უჯრედები რომლებსაც ლეიდიგის უჯრედები ეწოდება ,ეს უჯრედები აქტიურები არიან
პრეპუბერტულ პერიოდში და პუბერტულში განსაკუთრებით ძლიერდებიან და
გამოიმუშავებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონს ტესტოსტერონს.ადენოჰიპოფიზზე არიან
დამოკიდებული.უზრუნველყოფს მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას მამაკაცის
ორგანიზმში.

ქალის შემთხვევაში საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერება,მას აქვს გერმინაციული და


ენდოკრინული ფუნქცია.გერმინაციული-მასში პირველადი ფოლიკულები წარმოიქმნება
და შემდეგ გრააფის ბუშტუკად გარდაიქმნება.ენდოკრინული -გამომუშავდება მასში
საკვერცხის ფოლიკულინი,ესტროგენი,ძალიან მცირე რაოდენობიტ
ანდროგენი.ორსულობის პერიოდში წარმოქმნილი ყვითელი სხეული(corpus luteum)
გამოყოფს პროჟესტერონს,ის ხელს უწყობს ორსულობის და ლაქტაციის პროცესს.

პანკრეასი

შერეული ხასიათის ჯირკვალია,ანუ ეგზოკრინულიცაა(სადინარი აქვს) და


ენდოკრინულიც.მოთავსებულია მუცლის ღრუში რეტროპერიტონიულა,16-18 სმის
სიგრძისაა,3-4 სმ სიგანე,მოვარდისფროა.გარედან შემაერთებელი ფიბროზული
ქსოვილითაა დაფარული.კუჭის ქვეშ მდებარეობს(კუჭქვეშა ჯირკვალი).ფოლიკულებს
გააჩნიათ სადინრები რომლებიც ერთ მთლიან სადინარში იხსნებიან ,ეს სადინარი
კუდიდან სხეულისკენ და სხეულიდან თავისკენ მიემართება.ის იხსნება ამპულაში სადაც
აგრეთვე ნაღვლის საერთო სადინარიც იხსნება და ეს ორი ერთად ამპულური ნაწილის
გავლის შემდეგ იხსნება თორმეტგოჯას დასწვრივი ნაწილის უკანა კედელს ნაოჭში (papilla
duodeni major)კიდე შეიძლება დამატებითი სადინარი ქონდეს რომელიც minorში
გაიხსნება.თავი თორმეტგოჯა ნაწლავთანაა,კუდი მიდის ელენთამდე.სხეულის და კუდის
მიდამოში მოტავსებულია ლანგერჰანსის კუნძულები,1-2 მილიონი,პპანკრეასის მასის 1-
2%,კუნძულები გამოყოფენ ბეტა,ალფა,დელტა,პეპე უჯრედებს.ბეტა გამოყოფს
ინსულინს,რომელიც გლუკოზას გარდაქმნის გლიკოგენად.ის დანარჩენები მგონი
ნახშირწყლების ცვლას აძლიერებენ.პეპე უჯრედები პანკრეასისა და კუჭის წვენს
გამოიმუშავებს.

იმუნური
ამ სისტემის ორგანოები ლიმფოციტებს და პლაზმოციტებს გამოიმუშავებენ და იმუნური
სისტემის გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ორგანოები-ენის ნუშები,სასის ნუშები,ხახის ნუშები(პიროგოე-ვალდეიერის ლიმფურ


რგოლში შედიან ესენი).ნაწლავების ლიმფური ფოლიკულები(foliculi limpatici solitari და
agregati),მლივ ნაწლავში-განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები,თეძოს ნაწლავში-
შეჯგუფული,ჭია ნაწლავშიც გვაქვს ლიმფური ფოლიკულები.
ლიმფური კვანძი ლიმფური სადინრების და კოლექტორების გზაზე ვხვდებით.პარიესული
და ვისცერული კვანძები არსებობს.პარიესული-
თავის,კისრის,იღლიის,საზარდულის,მუხლქვეშა კვანძები.ვისცერული-ბრონქ-
ფილტვის,კუჭის,შინაგანი ორგანოების კვანძები.
გარედან კვანძი შემაერთებელი ქსოვილითაა დაფარული,გარეთა ზედაპირი
ამოდრეკილია,შიგნითა-შედრეკილი.შიგნითა ზედაპირზე აქვს კარი (hilus) სადაც მომტანი
სადინარი შედის,გამომტანი გამოდის.გააჩნია ქერქოვანი და ტვინოვანი შრეები .
თიმუსი

მკერდუკანა ჯირკვალი(თიმუსი).იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა და


ენდოკრინული ჯირკვალიც.მოთავსებულია გულმკერდის ღრუში,წინა შუასაყრის ზედა
ნაწილში პლევრათაშორის არეში,მარჯვენა და მარცხენა პლევრის მედიასტინალურ
ფურცლებს შორის.შედგება ორი ნაწილისგან,16-18 სმ,განვითარებას აღწევს ახალგაზრდა
ასაკში და მერე უკუგანვითარება იწყება.ქვემო ბოლოები ერთმანეთთან ახლოსაა ,ზემო
წაწვეტებულია,ორკაპა ჩანგალს გავს და უფრო დაშორებულები არიან.ძვლის წითელ
ტვინში გამომუშავებული ღეროვანი უჯრედების მომწიფება და მათი T ლიმფოციტებად
დიფერენცირება ხდება აქ.ისინი გნაგებენ ჰუმორულ იმუნიტეტს ,ეს ლიმფოციტები
სისხლით ტოვებენ თიმუსს და ლაგდებიან ელენთასა და ლიმფურ კვანძებში .ახალგახრდა
ასაკში არის რბილი კონსისტენციის,ცხიმოვანი ქსოვილის მომატების გამო მკვირვდება
მაგრამ სიბერის დროს ისევ რბილდება.გარედან დაფარულია შემაერთებელი
ქსოვილით,ამოვსებულია მუქი ნივთიერებით,ცენტრალურად ნათელი ნივთიერებაა და
რეტიკულურ უჯრედებია .ტვინოვანში არის ეპითელური უჯრედები რომელტაც ჰასალის
სხეულაკები ქვიათ.
ელენთა

იმუნოგენეზში მონაწილე ყველაზე მასიური ორგანოა,ლეიკოციტების ახალ პოპულაციებს


აგზავნის ღვიძლში და იქიდან მთელ ორგანიზმში.ელენთა ჩართულია სისხლის
მიმოქცევის დიდ წრეში,სისხლი შედის ელენთის არტერიის საშუალებით ,ელენტა შედგება
რეტიკულური უჯრედებისგან რომელტა ხარჯზეც შემოსული სისხლიდან
ხანდაზმული,დაზიანებული,მკვდარი ერითროციტების და მიკრობების მოშორება
ხდება.მდებარეობს მუცლის ღრუში,მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში 9-12 ნეკნებს
შორის,ეხება პანკრეასს,დიაფრაგმას.მისი მდებარეობა დამოკიდებულია
სისხლსავსეობაზე,თუ სავსეა უფრო ქვევით ჩადის მგონი.გააჩნი ავისცერული
ზედაპირი,ქვევით მიმართული და დიაფრაგმის ზედაპირი.ვისცეულზე აქვს კარი ,სადაც
შედის სისხლძარღვები,ნერვები.ეენტა ფიქსირებულია კუჭ-ელენთის და შუასაძგიდ -
ელენთის იოგებით.გარედან დაფარულია პერიტონეუმით,იოგების ადგილას
შემსხვილებულია.წითელი და ტეთრი პულპა აქვს.

You might also like