You are on page 1of 15

ენდოკრინულ

ი სისტემა

2016 წელი

0
ენდოკრინული სისტემა ერთმანეთისაგან დაშორებული ჯირკვლებისაგან შედგება, რომელთა შორის
ხილული ანატომიური კავშირები არ არსებობს.

ენდოკრინულ ჯირკვლებს, ეგზოკრინული ჯირკვლებისაგან განსხვავებით, არ აქვთ ჰორმონების


გამომტანი სადინრები და ამიტომ, მათ მიერ გამომუშავებული პროდუქტი პირდაპირ სისხლში
გადადის. ენდოკრინულ ჯირკვლებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებსაც უწოდებენ. (იხილეთ სურათი
6.1)

სურათი 6.1

ჰორმონი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში ან ჯირკვალში სინთეზირდება და სისხლის


მეშვეობით სხვა, სამიზნე ორგანოში გადადის. აქ იგი მოქმედებს ორგანოს აქტივაციაზე, ზრდასა და
ნივთიერებათა ცვლაზე. ჰომეოსტაზის (ორგანიზმის შინაგანი გარემოს შემადგენლობისა და ფიზიკურ-
ქიმიური თვისებების შედარებითი დინამიკური მუდმივობა) შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს,
როგორც ავტონომიური ნერვული სისტემა, ასევე ენდოკრინული სისტემაც. ზოგ შემთხვევაში
ენდოკრინული სისტემა წარმოდგენილია ცალკეული ჯირკვლების სახით, ზოგ შემთხვევაში კი -
რომელიმე ორგანოში ქსოვილის სახით, მაგალითად: ჰიპოთალამუსი წარმოადგენს თავის ტვინის
შემადგენელ ნაწილს, ლანგერჰანსის კუნძულები კი (სადაც ინსულინი გამომუშავდება) - კუჭქვეშა
ჯირკვლის შემადგენელი ქსოვილია.

ენდოკრინული ჯირკვლებია
1. ჰიპოფიზი. მასში არჩევენ წინა (ადენოჰიპოფიზი) და უკანა (ნეიროჰიპოფიზი) წილებს, რომლებიც
განსხვავებულ ჰორმონებს გამოიმუშავებენ;
2. ეპიფიზი;
3. ფარისებრი ჯირკვალი;
4. ფარისებრახლო ჯირკვლები;

1
5. მკერდუკანა ჯირკვალი ანუ თიმუსი;
6. ლანგერჰანსის კუნძულები, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილის სისქეში მდებარეობს;
7. თირკმელზედა ჯირკვალი. მასში არჩევენ ორ შრეს: გარეთა- ქერქოვან და შიდა ტვინოვან შრეს.
ისინი განსხვავებულ ჰორმონებს გამოყოფენ;
8. სასქესო ჯირკვლები ანუ გონადები, რომელთა შორის არჩევენ მდედრობით და მამრობით სასქესო
ჯირკვლებს (საკვერცხეები ქალებში და სათესლეები მამაკაცებში).
( იხილეთ სურათი 6.2)

სურათი 6.2

ჰორმონების ზოგადი ფუნქციები


1. ორგანიზმის ყველა სისტემის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
2. გარემო პირობების შეცვლისას, სასიცოცხლო პროცესების სტაბილური მიმდინარეობა;
3. იმუნურ და ნერვულ სისტემებთან ერთად ადამიანის ზრდისა და განვითარების რეგულაცია;
4. რეპროდუქციული სისტემის სწორი ფუნქციონირება და ადამიანის სქესობრივი დიფერენციაცია;
5. შინაგანი გარემოს მუდმივობის დაცვა.

მოქმედების მიხედვით არჩევენ სამი ჯგუფის ჰორმონებს:

1. ჰორმონები, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ ეფექტორულ ორგანოებზე და მათ ეფექტორული


ჰორმონები ეწოდებათ. ასეთია მაგალითად, თიროქსინი (T3, T4);
2. ჰორმონები, რომლებიც უშუალოდ არ მოქმედებენ ეფექტორულ ორგანოებზე, არამედ ხელს უწყობენ
ეფექტორული ჰორმონების წარმოშობა-გამოყოფას. ასეთ ჰორმონებს ტროპული ანუ
გლანდოტროპული ჰორმონები ეწოდებათ. ისინი ადენოჰიპოფიზში გამომუშავდებიან. მაგ:
თირეოტროპული ჰორმონი (TSH) აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის სეკრეციას, გონადოტროპული
ჰორმონი –მოქმედებს სასქესო ჯირკვლების სეკრეციაზე და ა.შ.;
3. ჰორმონები, რომლებიც გამომუშავდება ჰიპოთალამუსის ნერვულ უჯრედებში. ისინი
არეგულირებენ ჰიპოფიზის ჰორმონების სინთეზსა და გამოყოფას. ამ ჯგუფის ჰორმონებს
ჰიპოფიზოტროპულ ჰორმონებს უწოდებენ. ისინი აძლიერებენ ან აკნინებენ ჰიპოფიზის ჰორმონების
გამოყოფას. ჰორმონებს, რომლებიც აძლიერებენ ჰიპოფიზის ჰორმონების სინთეზსა და სეკრეციას,

2
რილიზინგ ჰორმონები ანუ გამშვები ჰორმონები ეწოდებათ. ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ
სეკრეციის დაქვეითებას, მაინჰიბირებელი ანუ შემაკავებელი ჰორმონები ეწოდებათ (მაგალითად:
თირეოტროპინ რილიზინგ ჰორმონი (TRH) ასტიმულირებს თირეოტროპული ჰორმონის სინთეზსა
და სეკრეციას). (იხილეთ სურათი 6.3-6.4)

სურათი 6.3

სურათი 6.4

3
ჰიპოფიზი

ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს თავის ქალას სოლისებრი ძვლის


თურქული კეხის ფოსოში. ზომით მცირეა და იწონის 0,5-0,6გ-ს. (იხილეთ სურათი 6.5)

სურათი 6.5

ჰიპოფიზი შეიცავს ორ ნაწილს: წინას, რომელსაც ადენოჰიპოფიზი ეწოდება და უკანას, რომელსაც


ნეიროჰიპოფიზი ჰქვია.

ადენოჰიპოფიზში გამომუშავდება შემდეგი ჰორმონები: ზრდის ანუ პიტუიტარული ჰორმონი,


პროლაქტინი, თირეოტროპული, მელანოციტომასტიმულირებელი, ადრენოკორტიკოტროპული და
ორი გონადოტროპული ჰორმონი: ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონი.

ნეიროჰიპოფიზის ჰორმონებია: ანტიდიურეზული ჰორმონი ანუ ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი.

ზრდის ჰორმონის სეკრეციის დარღვევებით გამოწვეული დაავადებები


არჩევენ ამა თუ იმ ჰორმონის სეკრეციის დარღვევის ორ ტიპს: გაძლიერებული სინთეზი და სეკრეცია
(ანუ ჰიპერფუნქცია და ჰიპერსეკრეცია) და პირიქით, სინთეზისა და სეკრეციის დაქვეითება (ანუ
ჰიპოფუნქცია და ჰიპოსეკრეცია).

ქონდრის კაცი
გამომწვევი მიზეზია ბავშვობის ასაკში პიტუიტარული ჰორმონის ჰიპოფუნქცია. დამახასიათებელია:
სასქესო ფუნქციის დარღვევები, მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა; ამ დროს სხეული
პროპორციულია, მაგრამ ყველა ორგანო ზომაში შემცირებულია. (იხილეთ სურათი 6.6)

4
სურათი 6.6

გიგანტიზმი
თუ ბავშობის ასაკში გამოვლინდა პიტუიტარული ჰორმონის ჰიპერფუნქცია, ჩქარდება სხეულის ზრდის
პროცესი და ადამიანის სიმაღლემ შეიძლება 240-250 სმ-ს, ხოლო წონამ 150კგ - ს მიაღწიოს.

აკრომეგალია
ზრდასრულ ადამიანებში პიტუიტარული ჰორმონის ჰიპერფუნქცია იწვევს სხეულიდან წარზიდული
ნაწილების არანორმალურ ზრდას, რასაც აკრომეგალია ეწოდება. ამ დაავადების დროს იზრდება:
ხელისა და ფეხის თითები, ხელის მტევნები, ფეხის ტერფები, ცხვირი, ქვედა ყბა, ენა და ასე შემდეგ.
(იხილეთ სურათი 6.7)

სურათი 6.7

ზრდის ჰორმონის სეკრეციის რეგულაცია


ადენოჰიპოფიზში პიტუიტარული ჰორმონის რეგულაციას ახდენს ჰიპოთალამუსის
ჰიპოფიზოტროპული ჰორმონი. მის სეკრეციას აძლიერებს რილიზინგ ფაქტორი სომატოლიბერინი,
ხოლო შემაკავებლად მოქმედებს სომატოსტატინი.

პროლაქტინი
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის ორსულობის პერიოდში, როცა მისი რაოდენობა ორგანიზმში
დაახლოებით 10-ჯერ იზრდება. ბავშვის დაბადების შემდეგ, კი ის ხელს უწყობს რძის ინტენსიურ
გამომუშავებას. პროლაქტინის ინჰიბიტორია (ანუ მის სეკრეციას აქვეითებს) დოფამინი. (იხილეთ
სურათი 6.8)

5
სურათი 6.8

თირეოტროპული ჰორმონი
მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და ფუნქციაზე. აძლიერებს
ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მიერ თიროქსინის გამომუშავებას, რაც აძლიერებს საერთო
მეტაბოლიზმს. (იხილეთ სურათი 6.9)

სურათი 6.9

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი
მასტიმულირებელ გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ენდოკრინულ ფუნქციაზე.

გონადოტროპული ჰორმონი
არჩევენ ორი ტიპის გონადოტროპულ ჰორმონს: ფოლიკულომასტიმულირებელ და
მალუთეინიზირებელ ჰორმონებს. ეს ჰორმონები გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლების სეკრეციაზე,
მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე. სქესთან მიმართებაში ეს ჰორმონები არასპეციფიკურია, რაც
იმას ნიშნავს, რომ ორივე სქესში მათი ფუნქცია და სტრუქტურა იდენტურია.

მელანოციტომასტიმულირებელი ჰორმონი
ამ ჰორმონის ძირითადი ფუნქცია კანის პიგმენტის- მელანინის გამომუშავება და კანის პიგმენტაციაა.
იგი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

ანტიდიურეზული ჰორმონი ანუ ვაზოპრესინი


იგი მონაწილეობს წყლის ბალანსის დაცვაში. მისი გავლენით თირკმელში ძლიერდება კლაკნილი
მილაკების განვლადობა და იზრდება წყლის რეაბსორბცია.

6
ვაზოპრესინის საშუალებით ხდება აგრეთვე არტერიების შევიწროება და წნევის მომატება. მისი ამ
თვისების გამო, იგი მიღებულია სინთეზური გზით და გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

ვაზოპრესინის დეფიციტისას ვითარდება დაავადება უშაქრო დიაბეტი, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს
ტრამვა, სიმსივნე, ენცეფალიტები. წყლის რეაბსორბცია თირკმელების მიერ ქვეითდება, რის გამოც
ორგანიზმი შარდის სახით დიდი მოცულობის სითხეს კარგავს. დღიური დიურეზი შეიძლება 10
ლიტრამდე გაიზარდოს. ვითარდება პოლიდიფსია -წყურვილის დაუოკებელი შეგრძნება და პოლიურია
– შარდის გაძლიერებული გამოყოფა.

ოქსიტოცინი
მისი ფუნქციაა საშვილოსნოსა და სხვა გლუვი კუნთების შეკუმშვა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ლაქტაციის პროცესში. ოქსიტოცინის გავლენით ხდება სარძევე ჯირკვლის მიო-ეპითელური
უჯრედების შეკუმშვა, რის შედეგადაც რძე გადადის ჯირკვლის სადინრებში

ფარისებრი ჯირკვალი
მდებარეობს ყელის არეში ხორხისა და ტრაქეის წინ, კისრის V მალასა და გულმკერდის I მალის
დონეზე. იგი კარგად მარაგდება სისხლით და გახვეულია ფიბროზულ კაფსულაში. შედგება ორი
წილისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ყელით ანუ ისთმური ნაწილით. მასში
სინთეზირდება ტეტრაიოდთირონინი (T4) იგივე თიროქსინი და ტრიიოდთირონინი (T3). (იხილეთ
სურათი 6.10)

სურათი 6.10

ფარისებრი ჯირკვალი ასევე გამოიმუშავებს თიროკალციტონინს. თიროქსინის გავლენით უჯრედებში


იზრდება სამარაგო ნივთერებების დაშლა და სითბოს გამოყოფა, ძლიერდება ატფ-ის სინთეზი.

კრეტინიზმი
პრენატალურ პერიოდში და ბავშობის ადრეულ სტადიაზე ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია იწვევს
კრეტინიზმს. მისი სიმპტომებია: ზრდაში ჩამორჩენა, გონებრივი ჩამორჩენა, სქესობრივი განვითარების
შეფერხება. კანქვეშა ქსოვილში გროვდება სითხე. ვიზუალურად აღინიშნება ღია პირი და
გადმოგდებული ენა. (იხილეთ სურათი 6.11)

7
სურათი 6.11

მიქსედემა
მოზრდილ ასაკში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია იწვევს მიქსედემას. მიქსედემისათვის
დამახასიათებელია: ლორწოვანის შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება, აზროვნებისა და
მეტყველების სიზანტე, აპათია, სქესობრივი ფუნქციის მოშლა. ქალებს უწყდებათ მენსტრუაცია.
(იხილეთ სურათი 6.12)

სურათი 6.12

8
ენდემური ჩიყვი
იოდი აუცილებელია თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სინთეზისათვის. ისეთ ადგილებში, სადაც
სასმელი წყალი ღარიბია იოდით, ვითარდება ენდემური ჩიყვი, რომლისათვისაც დამახასიათებელია
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. იშვიათ შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება ისე
გაიზარდოს, რომ სუნთქვასა და ყლაპვას შეუშალოს ხელი.

გრეივსის დაავადება
გრეივსის დაავადების სიმპტომებია: ეგზოფთალმი-თვალების გადმოვარდნა (გადმოკარკვლა),
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, მყარი ტაქიკარდია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა
ცვლილებები, სხეულის ტემპერატურის მომატება, სხეულის წონის სახიფათო დაკლება საკვების ჭარბი
მიღების ფონზე.

თიროკალციტონინი
ააქტიურებს ძვლის მიერ ახალი უჯრედების წარმოშობას. მას სხვაგვარად კალციუმის დამზოგავ
ფაქტორსაც უწოდებენ, ვინაიდან სისხლიდან კალციუმის შთანთქმას აძლიერებს. ეს იწვევს სისხლში
მისი დონისა და შარდით გამოყოფის შემცირებას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რეგულირდება თირეოტროპული ჰორმონის საშუალებით.

თირკმელზედა ჯირკვალი
თირკმელზედა ჯირკვალი თირკმელების ზედა ნაწილზე მოთავსებული წყვილი ჯირკვალია. იგი
შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებისაგან. (იხილეთ სურათი 6.13)

სურათი 6.13

ტვინოვან ნივთიერებაში სინთეზირდება შემდეგი ჰორმონები: ადრენალინი და მის პრეკურსორი -


ნორადრენალინი.

ადრენალინი გავლენას ახდენს შაქრის ცვლაზე, ხელს უწყობს გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნას,
იწვევს წნევის მომატებას, გულის ცემის სიხშირის მომატებას, აფართოებს ბრონქების სანათურს და
გუგებს, ზრდის ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.

ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონები სტეროიდული ჰორმონებია. განარჩევენ


გლუკოკორტიკოსტეროიდებსა და მინერალოკორტიკოსტეროიდებს.

მინერალოკორტიკოსტეროიდია: ალდოსტერონი, რომელიც ხელს უწყობს თირკმელში წყლის


რეაბსორბციასა და ელექტროლიტების ბალანსის დაცვას.

9
გლუკოკორტიკოსტეროიდებია: კორტიზოლი ანუ ჰიდროკორტიზონი, კორტიკოსტერონი და
ტესტოსტერონი, რომელიც მამაკაცის სასქესო ჰორმონია.

გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აგრეთვე, ისინი იწვევენ იმუნური


პასუხის დათრგუნვას - იმუნოსუპრესიას, აქვეითებენ ჭრილობის შეხორცების პროცესს.

პანკრეასი
პანკრეასი შერეული სახის ჯირკვალია. მის ენდოკრინულ ფუნქციას განსაზღვრავს პანკრეასის
ქსოვილში მდებარე ლანგერჰანსის კუნძულები (სპეციალიზირებული უჯრედების ერთობლიობა).
ლანგერჰანსის კუნძულებში გაერთიანებულია სამი სახის უჯრედები: ალფა, ბეტა და გამა.

ალფა უჯრედებში სინთეზირდება გლუკაგონი, ბეტა უჯრედებში - ინსულინი, ხოლო გამა უჯრედებში
კი სომატოსტატინი. (იხილეთ სურათი 6.14)

სურათი 6.14

ინსულინი გლუკოზას გლიკოგენად გარდაქმნის, რომელიც ღვიძლსა და კუნთებში რეზერვის სახით


გროვდება. ინსულინის დეფიციტისას ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1. შაქრიანი დიაბეტის დროს
სისხლში გლუკოზის შემცველობა იზრდება ანუ ვითარდება ჰიპერგლიკემია, ხოლო შარდში შეიძლება
გაჩნდეს გლუკოზა (გლუკოზურია).

გამოხატული სიმპტომებია პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება), პოლიურია (შარდის


ჭარბად გამოყოფა) და წონაში კლება.

ინსულინი ცხიმების ცვლაშიც მონაწილეობს. შაქრიანი დიაბეტის დროს დიდი რაოდენობით


წარმოიქმნება კეტონური სხეულები. მძიმე შემთხვევაში ადგილი აქვს ცხიმების დაშლის შუალედური
პროდუქტების - რძემჟავა პროდუქტების დაგროვებას, რის გამოც ვითარდება აციდოზი. კეტონური
სხეულების დაგროვება და აციდოზი ცნობილია კეტოაციდოზის სახელწოდებით, რასაც საბოლოოდ
დიაბეტურ კომამდე მივყავართ.

ჰიპოგლიკემია სისხლში გლუკოზის დაბალ შემცველობას ნიშნავს.

თუ გლუკოზა სისხლში 45-50მგ% ზე ქვემოთ დაეცა , ვითარდება ჰიპოგლიკემიური კომა.

10
გლუკაგონის ეფექტი
მას ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს - აძლიერებს გლიკოგენის დაშლასა და მისგან
გლუკოზის წარმოქმნას.

შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის მიზეზია ინსულინის აბსოლუტური ან შეფარდებითი უკმარისობა.

დიაბეტის კლასიფიკაცია:

a. დიაბეტი ტიპი 1 - (ინსულინდამოკიდებული)


b. დიაბეტი ტიპი 2 - (არაინსულინდამოკიდებული)

ინსულინი და გლუკაგონი
ინსულინი სინთეზირდება პანკრეასის ბეტა უჯრედებში. საკვების მიღებისას, ძლიერდება ინსულინის
სეკრეცია, რაც ხელს უწყობს გლუკოზის სისხლიდან სხვადასხვა ორგანოებში გადასვლასა და
დაგროვებას (ღვიძლი, კუნთები, ცხიმოვანი ქსოვილი).

გლუკაგონი, მეორე პანკრეატული ჰორმონი გამოიყოფა სისხლში გლუკოზის ნაკლებობის შემთხვევაში


და ხელს უწყობს ღვიძლიდან დაგროვებული გლუკოზის გამოთავისუფლებას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

გამოწვეულია პანკრეასის ბეტა უჯრედების ფუნქციის მოშლით, რაც გამოიხატება ინსულინის


დაქვეითებულ სინთეზში. კვების შემდეგ არ ხდება გლუკოზის გადატანა და შენახვა ღვიძლში. იგი
რჩება სისხლის ნაკადში, რაც იწვევს კვების შემდგომ ჰიპერგლიკემიას. ხდება კეტონური სხეულების
მომატება ცხიმის უჯრედების დაშლის ხარჯზე.

 კეტონური სხეულების დაგროვებისას ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და ვითარდება


კეტოაციდოზი. კეტოაციდოზის სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება,
ჰიპერვენტილაცია, სპეციფიური სუნი პირიდან.
 გართულებები: კომა და ლეტალური გამოსავალი.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2


გამოწვეულია ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის შემცირებული გამოყოფით ან ქსოვილების
მგრძნობელობის დაქვეითებით ინსულინის მიმართ.

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ზრდასრულ ასაკში, ხშირად ჭარბწონიან პაციენტებში.
ინსულინის დონე სისხლში ხშირად ნორმის ფარგლებშია ან შეიძლება აღემატებოდეს კიდეც მას. მეორე
ტიპის დიაბეტი მიმდინარეობს კეტონური სხეულების მომატების გარეშე.

დამახასიათებელი სიმპტომებია: ჭრილობის შეხორცების გაძნელება, უხასიათობა, პოლიურია,


ვაგინალური ინფექციები, მხედველობის გაუარესება და სხვა.

11
დიაბეტი ორსულობის დროს
ჯანმრთელი ორსულისაგან განსხვავებით, დიაბეტით დაავადებულ ორსულს ინსულინზე მოთხოვნა
მნიშვნელოვნად ეცვლება, ეს კი გავლენას ახდენს მომავალი დედისა და ბავშვის განვითარებაზე,
ამიტომ ორსულობის დროს, ასეთ ქალებზე აუცილებელია განსაკუთრებით მკაცრი კონტროლის
დაწესება.

კლინიკური გამოვლინება

პოლიურია (შარდის ჭარბი წარმოქმნა), პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება) და


პოლიფაგია (გაძლიერებული მადა), წონაში დაკლება, უხასიათობა, ხელების დაბუჟება, ჭრილობა
დაქვეითებული შეხორცება, ვაგინალური ინფექციები, მხედველობის გაუარესება.

გამოკვლევები: გლუკოზის დონე სისხლში ნორმაში: 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის 3,33-5,55


მმოლ/ლ, მოზრდილებისათვის - 3,89-5,83 მმოლ/ლ, 60 წელს გადაცილებულებში - 6,38 მმოლ/ლ,
ორსულთათვის - 3,3-6,6 მმოლ/ლ.

პარათირეოიდული ჯირკვლები
ადამიანს აქვს 4 პარათირეოიდული ჯირკვალი. მათგან 2 მოთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის უკანა
ზედაპირზე , დანარჩენი 2 კი მის ქვედა პოლუსებთან ან თვით ჯირკვლის ქსოვილში. (იხილეთ სურათი
6.15)

სურათი 6.15

მათში გამომუშავდება პარათჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის


კონცენტრაციას. ჰიპოპარათირეოზის დროს ვლინდება რაქიტი. ასევე, პარათირეოიდული ტეტანია ანუ
კრუნჩხვა.

ჰიპერპარათირეოზის დროს ვითარდება ოსტეოპოროზი.

ეპიფიზი
ეპიფიზი შუამდებარე ტვინის ნაწილია, მასში გამომუშავდება ჰორმონი მელატონინი, რომელიც
ადამიანის ორგანიზმში ავლენს ანტიგონადოტროპულ მოქმედებას.

თიმუსი
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ, სისხლმბად და ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებს. აქ ხორციელდება
ძვლის წითელ ტვინში გამომუშავებული ღეროვანი უჯრედების დიფერენცირება T ლიმფოციტებად.
(იხილეთ სურათი 6.16)

12
სურათი 6.16

თიმუსი წარმოქმნის ჰორმონ თიმოზინს, რომელიც ანტისხეულების წარმოქმნას ასტიმულირებს.

სასქესო ჯირკვლების გონადები


სასქესო ჯირკვლებში ხდება სასქესო უჯრედების გამომუშავება, ესენია სპერმატოზოიდები მამაკაცებში
და კვერცხუჯრედები ქალებში.

მამაკაცის სასქესო ჯირკვლები


მამაკაცის სასქესო ჯირკვალია სათესლე. იგი გარედან დაფარულია ბოჭკოვანი შემაერთებელი
ქსოვილით, რომელსაც თეთრი გარსი ეწოდება. სათესლე შედგება ჩონჩხის ანუ სტრომისა და ტვინოვანი
ნივთიერებებისაგან. სტრომის მთავარ სტრუქტურას წარმოადგენს სათესლე მილაკები, სადაც
მიმდინარეობს თესლის წარმოქმნა ანუ სპერმატოგენეზი. სათესლის შემაერთებელ ქსოვილში
განლაგებულია ლეიდიგის უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ანდროგენებს - მამაკაცის სასქესო
ჰორმონებს.

ქალის სასქესო ჯირკვლები


მდედრობით სასქესო ჯირკვალს წარმოადგენს ოვარიუმი ანუ საკვერცხე. იგი მდებარეობს მცირე მენჯის
ღრუში საშვილოსნოს გვერდით. მის სიღრმეში მრავლად არის პირველადი ფოლიკულები. თვეში
ერთხელ ქალის ორგანიზმში მწიფდება თითო ფოლიკული, რომელიც გადაიქცევა გრააფის ბუშტუკად.
კვერცხუჯრედის მომწიფების შემდეგ გრააფის ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ვითარდება ე.წ.
ყვითელი სხეული.

პლაცენტა
პლაცენტა მონაწილეობს ორსულობის ენდოკრინულ რეგულაციაში. მასში გამომუშავდება და
გამოიყოფა: ესტროგენები, პროგესტერონი და ქორიონული გონადოტროპინი. (იხილეთ სურათი 6.17)

13
სურათი 6.17

პლაცენტური უკმარისობა - ეს არის დედის ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის


დროსაც ხდება პლაცენტის ტრანსპორტული, ტროფიკული, სასუნთქი, ჰორმონული და მეტაბოლური
ფუნქციის დარღვევა.

14

You might also like