You are on page 1of 2

გამრავლების მნიშვნელობა

ყველა ცოცხალის ერთერთი სასიცოცხლო თვისება გამრავლების უნარია, რომლის წყალობით ის


ტოვებს შთამომავლობას და უზრუნველყოფს სახეობის უწყვეტობას. ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე
მნიშვნელოვანი მოვლენა შვილის შეძენაა.
ადამიანს, ისე როგორ ყველა ცოცხალ ორგანიზმს, გააჩნია თვითწარმოქმნის უნარი, სასქესო
უჯრედების: სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმით მიიღება ზიგოტა, რომელიდანაც
ვითარდება ახალი ორგანიზმი. თავდაპირვლად ის იზრდება და ვითარდება დედის სხეულში.
დაბადების შემდეგ კი ბავშვის ზრდა და განვითარება ხდება ოჯახსა და საზოგადოებაში.
ემბიონალური განვითარების ადრეულ პერიოდში ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოები ერთნაირია.
მომდევნო პერიოდში ხდება სასქესო ორგანოთა დიფერენცირება და წარმოიქმნება სქესთა განსხვავება
ამრიგად სათესლეები და საკვერცხეები ჰომოლოგიური ორგანოებია.
რეპროდუქციული სისტემის მოქმედებას აკონტროლებს თავის ტვინის შესაბამისი უბანი. კერძოდ,
ჰიპოთალამუსი წარმოქმნის გონადოტროფულ ჰორმონს, რომელსაც გადასცემს ჰიპოფიზს, ეს
სტიმულია ჰიპოფიზისთვის, რომ დაიწყოს ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონისა და
მალუტეინიზებელი ჰორმონის სინთეზი. ეს ჰორმონები ასტიმულირებს საკვერცხეებს და სათესლეებს,
რათა წარმოიქმნან სასქესო ჰორმონები: სათესლეებმა ტესტოსტერონი და საკვერცხეებმა
ესტროგენი და პროგესტერონი. ეს ჰორმონები სხვა ფუნქციებთან ერთად აკონტროლებს მეორადი
სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებასაც.
რეპროდუქციული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებაზე დიდადაა დამოკიდებული როგორც
ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი სოციალური მხარეც. ამიტომაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არა
მარტო ჰიგიენას, არამედ ადამიანის ქცევასაც.

დაუშვებელია სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში, რადგანაც ამ ასაკში მოზარდმა არ იცის
ბევრი რამ. ჯერ ერთი ჩამოუყალიბებელი ორგანოზმისათვის ეს არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური
გადატვირთვა. ამას შეიძლება მოყვეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა არადროულ და
არასათანადო მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს გამოუსწორებელ ზიანამდე. ადამიანი გახდეს
უნაყოფო. ხოლო აივ–ით დაინფიცირების შემთხვევაში , ქრონიკულად დაავადებული. ასევე გოგონების
ნაადრევი ორსულობა იწვევს ბევრ სოციალურ პრობლემას და აქედან გამომდინარე ბევრ არასასურველ
შედეგს. პირველ რიგში, გოგონას ორგანიზმი არაა მზად დედობისათვის, როგორც ფიზიკურად, ასევე
მორალურად. შედეგად ნაყოფი იბადება ხშირ შემთხვევაში არასრულფასოვანი. ამავე დროს შეიძლება
თვითონ ახალგაზრდა დედის ორგანიზმსაც მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი (სისხლდენა–ლეთალური
შედეგით). ხოლო თუ ახალგაზრდამ მიმართა აბორტს, როგორც წესი, ეს ხშირად იწვევს უშვილობას.

You might also like