You are on page 1of 4

სამი კვლევის შემაჯამებელი რეფერატი

გიორგი ბუაჩიძე

მეორე შუალედური ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

პროგრამა: პრობლემაზე დაფუძნებული კვლევა ადამიანის ფსიქიკური ფუნქციების შესწავლა

კურსის ხელმძღვანელი: მალხაზ მაყაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
კვლევები ასახავენ მენსტრუალირი ციკლის სტადიებსა და მათ ეფექტს ქალის
ჰორმონალურ პროფილზე და კოგნიტურ-ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე ამ ცალკეული
ჰორმონების ეფექტზე და მნიშვნელობაზე ქალის ორგანიზმისთვის, ახალგაზრდულ და
პოსტმენოპაუზურ ასაკში. ასევე სექსუალირი ჰორმონების გავლენაზე არა მხოლოდ
მოკლევადიან ცვლილებებისას, როგორიც არის ცილი, არამედ უფრო მდგრად
ცვლილებებისას, რომელიც თავს იჩენს ასაკთან ერთად. ჯერ განვიხილავ თავად ციკლის
სტადიებს, შემდგომ იმ ჰორმონებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ციკლის
სხვადასხვა სტადიებში და ბოლოს უკვე მათ ეფექტზე ქალის ფსიქიკაზე და კოგნეტურ
უნარებზე. ციკლი საშვალოდ 28 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს დაშვებითი აცდენები,
რომლებიცნორმალურია. ციკლის დროს მთავარი ფიზიკური ცვლილება ემართება
საშვილოსნის კედლის სიმკვრივეს. ციკლის პირველი სტადია მიმდინარეობს ოთხი დღე და
ჰქვია მესნტრუაცია. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობს საშვილოსნოს კედლის დაშლა,
რომელიც ხასიათდება სისხლდენით და მწვავე ტკივილით. ციკლის მეორე სტადიზე იწყება
კედლის აღდგენა და ეს გრძელდება 10 დღე. მეთოთხმეტე დღისთვის კედელი აღწევს
აღდგენილ მდგომარეობას და იწყება მესამე სტადია, რომელიც ერთდღიანია - ესაა
ოვულაცია. კვერცხუჯრედს მესამე სტადიაში სრულად ყალიბდება. მეოთხე სტადია
მიმდინარეობს ციკლის დასასრულამდე და აქ მიმდინარეობს კედლის სიმკვრივის
შენარჩუნება. 28-ე დღეს კი თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა ის იწყებს დაშლას და
უბრუნდება მენსტრუაციის სტადიას და პროცესი მეორდება სანამ განაყოფიერებური
კვერცუჯრედი არ ხდება ნიშანი იმისა რომ ციკლის პროცესი აუცილებლობას აღარ
წარმოადგენს. ჰორმონები, რომლებიც ამ პროცესში იღებენ აქტიურ მონაწილეობას არის -
ესტროგენი, რომელიც თავის მაქსიმალურ დონეს აღწევს მეორე სტადიაში საშვილოსნოს
კედლის აშენების პროცესში და შემდგომ ბალანსირდება. პროგესტერონი, რომელის
რაოდენობა ორგანიზმში მეოთხე სტადიამდე იზრდება და მისი დონის მკვეთრი შემცირება
წარმოადგენს მენსტრუაციის დაწყების ნიშანს. LH (მალუთეინიზებელი ჰორმონი) თავის პიკ
დონეს აღწევს ოვულაციის დღეს და მაგით წარმოადგენს ოვულაციის დაწყების მთავარ
ნიშანს, შემდგომ მისი რაოდენობა ორგანიზმში უბრუნდება საბაზისო მაჩვენებელს. FSH
(ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი) - რომელიც ჩნდება ჰიპოფიზის ჯირკვალში,
რომლის სტიმულაცია ერთ-ერთი ნიშანია კვერცხუჯრედის ჩამოყალიბების და LH-ის
სტიმულაცია კიდევ ნიშანია კვერცხუჯრედის გამოშვების და ოვულაციის დაწყების. FSH
სიგნალს აგზავნის საკვერცხეებში ესტროგენის წარმოების დაწყებისთვის. ესტროგენის
რაოდენობა ორგანიზმში როცა აღწევს გარკვეულ დონეს ისინი ერთიანდებიან FSH-თან და
ორგანიზმი უშვებს LH ჰოორმონს. ხოლო პროგესტერონში მოთავსებულია ორივე LH da FSH
ჰორმონები. ახლა რაც შეეხება ყოველივე ამის ეფექტსი ქალის ფსიქოლოგიაზე -
პროგესტერონი და ესტროგენი ჩვენთვის ცნობილია, რომ თამაშობენ გადამწყვეტ როლს
ქალის ფსიქიკურ განვითარებაში. მათი რაოდენობა სიციცხლის მანძილზე იცვლება და
არსებობს ამის კორელაციის დამაზუსტებელი ფაქტები ზეგავლენის ტვინის კოგნეტურ
უნარებზე, ემოციურობაზე, ხასიათზე, და ა.შ. არსებობს ჰიპოთეზაც, რომ ესტროგენის
მაღალი დონის შენარჩუნებით, მათ შორის ესტროგენის ჩანაცვლების თერაპიის მეშვეობით
შესაძლებელია ხელი შეუშალოს კოგნეტური უნარების დაქვეითებას ასაკის შედეგად. უკვე
არსებობს ძლიერი კორელაცია ესტროგენის დაბალი დონისა ქალებში და ამით გამოწვეული
ალცჰეიმერის დაავადების რისკის. ამის მაჩვენებელი ასევე არის რიგი დაკვირვებების
ფსიქიკურ და კოგნეტურ ცვლილებებზე ქალების პოსტმენოპაუზურ პერიოდში. სწორედ ამ
კვლევებში ჩანს, რომ არასაქესო ფორმონებს არ გააჩნიათ არსებითი გავლენა ადამიანის
კოგნეტურ უარებზე, ხოლო სასქესო ჰორმონები თამაშობენ დიდ როლს კოგნიტური
ფუნქციების შესრულების უნარზე მაგალითად, პროგესტერონის მაღალი დონეს ჰქონდა
პოზიტიური ასოციაცია მაღალ ვერბალურ მეხიერების დონესთან. ციკლის დროსაც,
როდესაც ამ ჰორმონეის ცვლილება ხდება უფრო სისტემატიურად და მჭიდრო კავშირში
ცენტრალური ნერვული, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების პროცესებთან,
ცვლილებები ქალის განწყობის, მადის, ემოციურობის, სენსორული პროცესების და
კოგნეტიური უნარების ხდება ბევრად უფრო თვალსაჩინო და მთავარი მამოძრავებელი ძალა
აქ არის სწორედ ესტროგენი და პროგესტერონია. ციკლის მეორე ფაზაში სადაც საშვილოსნოს
კედლის აღდგენისას, გამოიყოფა ყველაზე მაღალი დონე ესტროგენის, კვლევებში გამოჩნდა
რომ მაგ პერიოდში ჩატარებულ კოგნეტურ ტესტებში ახალგაზრდა ჯამრთელი ქალები
აჩვენებდნენ უკეთეს ვერბალურ მეხსიერებასა და სწავლის უნარს ვიდრე რომელიმე სხვა
ფაზაში. კვლევებში ჩანს, რომ ეს ასე რჩება მენოპაუზის შედეგადაც, რადგან კორელაცია
მანდაც დიდია, სექსუალური ჰორმონების რაოდენობასა და კოგნეტური უნარების
სიმტკიცეს შორის, როგორც ვერბალური მეხსიერება, სესნორული უნარები და ა.შ. ასერომ
კვლევა, რომელიც ეხებოდა პოსტმენოპაუზურ ქალებს ახდენს სორმონალური სტეროიდები
მიღების შესაძლო ბენეფიტებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ქალის
ჯამრთელობაზე საშვალო ასაკში და მის ზემოთ. მაშასადამე მთავარი რაც აერთიანებს ამ სამ
კვლევას არის სექსუალური ჰორმონების გავლენა ქალის ორგანიზმზე იქნება ეს სწრაფი
პერიოდული ცვლილებებისას ციკლის დროს თუ უფრო მდგრად ცვლილებისას, როგორც
საკვერცეების ფუნქციის დაქვეითების და მენოპაუზის დაწყების მრავალი წლის შემდგომაც.
კონტროლი ახალგაზრა ქალებში ამ ჰორმონების ჯანსაღი დონის მისცემს მათ საშვალებას
ჯანსაღი ფსიქიკის და კოგნიტური უნარების ჩამოყალიბების ხოლო ასაკის მატებასთან ამ
დონეების შენარჩუნება კორელაციაშია ამავე უნარების შენრჩუნებასთან, ხოლო როდესაც ეს
ხდება ორგანიზმისთვის რაიმე ჩარევის გარეშე რთული, არსებობს პოტენციურად
ბენეფიციალური ესტროგენის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელმაც გვიჩვენა კოგნეტური
უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობის ქონა.

You might also like