You are on page 1of 24

1) ემპირიულის შედარება ბიჰევიორიზმთან

-ემპირიული ფსიქოლოგია განვითარებას იწყებს მე-17 საუკუნიდან. ის შეისწავლის რეალურ


ფსიქიკურ სინამდვილეს,ემპირიულად მოცემულ ცნობიერ შინაარსებს.ემპირიული
ფსიქოლოგიის განვითარებაში დიდი ნაბიჯი გადაგდა ჯონ ლოკმა. ემპირიული
ფსიქოლოგიის ძირითადი კატეგორია არის ცნობიერების ფსიქოლოგია. მისი მთავარი
პრინციპია ის,რომ სუბიექტი აწარმოებს თვითდაკვირვებას (ინტროსპექცია), ანუ აკვირდება
საკუთარ ცნობიერს,რადგან სხვა ვერავინ გაიგებს მის განცდებს. ემპირიული ფსიქოლოგიის
ყველაზე ვრცელი მიმდინარეობაა ასოციაციური ფსიქოლოგია. ასოციაციონიზმის
მეცნიერული იდეალი ფიზიკა და ქიმიაა, როგორც ისინი ახასიათებენ სამყაროს ისე
ცდილობს ეს დარგიც ფსიქიკური ელემენტებით დაახასიათოს მთლიანი ფსიქიკა. ფსიქიკურ
ელემენტებში მოიაზრება შეგრძნებები და წარმოდგენები. თუ ორი წარმოდგენა
რამდენჯერმე ერთდროულად გაჩნდა ცნობიერებაში მათი დაკავშირება შემდგომში
მექანიკურად ხდება.ასოციაციონიზმის ნაკლი მისი მექანიციზმი და ელემენტარიზმია.

ბიჰევიორიზმი უპირისპირდება ინტროსპექციონიზმს(თვითდაკვირვებას). ბიჰევიორიზმი


ქცევათმეცნიერებაა, იგი მოუწოდებს ფსიქოლოგებს უარი განაცხადონ სუბიექტური
სამყაროს ცნობიერების შესწავლაზე და გადაინაცვლონ ობიექტურად მოცემული ქცევის
კვლევაზე. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელია ჯონ უოთსონი. თვითდაკვირვება თავისი
სუბიექტურობის გამო ვერ იძლევა მყარ და სანდო მონაცემებს,ამიტომ უნდა შეიცვალოს
ობიექტური დაკვირვების მეთოდით. ყოველი ქცევა პასუხია რაღაც სტიმულზე.
S(სტიმული)-R(პასუხი) არის ბიჰევიორიზმის ფორმულა. ბიჰევიორიზმისთვის მთავარია
ქცევის წინასწარმეტყველება და მართვა. რადიკალური ბიჰევიორიზმი არ ითვალისწინებს S-
R ფორმულაში ფსიქიკის მონაწილეობას. ნეობიჰევიორისტები კი ფორმულაში ამატებენ
შუალედურ ცვლად-მოთხოვნილება,მოლოდინი,მიზანი,განწყობა...

2) კორელაციური და ექსპერიმენტული კვლევების შედარება

კორელაციური კვლევა -დაკვირვების,ტესტირების,ანკეტირების თუ სხვა მონაცემები


შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს და აღმოვაჩინოთ მათ შორის გარკვეული კავშირები.
ყოველთვის როცა გარკვეული ნიშან-თვისება ან ქცევა თანხვედრაშია სხვა ნიშან-
თვისებასთან ან ქცევასთან ვამბობთ რომ ისინი კორელაციაშია ერთმანეთთან.ცვლადებს
შორის ურთიერთკავშირის გარკვევაზე მიმართულ კვლევას კორელაციური კვლევა
ეწოდება.კორელაციის კოეფიციენტი იცვლება -1-დან +1-მდე. დადებითი კორელაციის
შემთხვევაში ცვლადები პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია, ხოლო
უარყოფითისას - უკუპოროპორციულში. 0-თან ახლო მნიშვნელობა ნიშნავს,რომ კორელაცია
არ არსებობს. მაგალითებია: თვითშეფასებასა და დეპრესიას შორის; შიზოფრენიის რისკსა და
ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის; სტრესის სიძლიერესა და
ინტელექტუალურ პროდუქტიულობას შორის. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორი
მაღალიც არ უნდა იყოს კორელაცია, არ უნდა შევიდეთ შეცდომაში, შესაძლოა არც იყოს იმის
გამოხატულება რომ ერთმა ცვლადმა მეორე გამოიწვია. მაგალითად შესაძლოა რომ
აგრესიულობისადმი მიდრეკილი ადამიანები უპირატესობას ანიჭებდნენ აგრესიული
ფაქტების ყურებას ტელევიზორში. უარყოფითი კორელაციის მაგაალითი: შესაძლოა დაბალი
თვითშეფასება მართლაც იწვევდეს დეპრესიას, მაგრამ ასევე შესაძლებელია რომ დეპრესიის
გამო ჰქონდეს ადამიანს დაბალი თვითშეფასება. ან საერთოდაც მესამე ფაქტორი არსებობდეს
- მაგ. მემკვიდრეობითობა. ამრიგად, კორელაცია არ ამტკიცებს მიზეზობრივი (კაუზალური)
კავშირის არსებობას. ამის დასადგენად ექსპერიმენტული კვლევაა ჩასატარებელი.

ექსპერიმენტი ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდია. დაკვირვებისგან


განსხვავებით ექსპერიმენტში მკვლევარი აქტიურადაა ჩართული. ექსპერიმენტატორი
თვითონ იწვევს შესასწავლ მოვლენას და საჭიროებისამებრ ერევა მასში. აქედან გამომდინარე
ჩნდება ცდის პირობებისა და შედეგების მრავალგზისი განმეორების შესაძლებლობა. ეს კი
საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ შესასწავლი მოვლენები კანონზომიერია თუ
შემთხვევითი. ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ ჰიპოთეზები მიზეზ-
შედეგობრივ მიმართებათა შესახებ. ექსპერიმენტული გამოკვლევის არსი ისაა, რომ
ექსპერიმენტატორის მიერ ხდება გამოსაკვლევი მოვლებებისა და ცვლადების მანიპულირება
და გაკონტროლება. ექსპერიმენტში ოპერირება ხდება ორი ფაქტორით: დამოუკიდებლით და
დამოკიდებულით. დამოუკიდებელია ცვლადი რომელიც ახდენს გავლენას სხვა ცვლადზე,
რომელსაც ექსპერიმენტატორი აკვირდება.დამოკიდებულია ცვლადი, რომელიც იცვლება
დამოუკიდებლის +ზემოქმედების შედეგად. ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობენ
კონტროლირებული ან დამატებითი ფაქტორები , რომელთა იზოლაცია ან ნიველირებაა
საჭირო, რათა გავლენა არ მოახდინონ ექსპერიმენტზე.

3. პლაცებო ეფექტი

პლაცებო არის სამკურნალო თვისებების არ მქონე პროცედურა ან ნივთირება. პლაცებო


ეფექტი ასეთი ნეიტრალური პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ დადებით ეფექტს
ეწოდება. ის პლაცებო ეფექტის რწმენის, სამკურნალო ეფექტის მოლოდინის შედეგია.
პლაცებო ეფექტი შესაძლოა უარყოფით ფაქტორად გადაიქცეს ექსპერიმენტული კვლევისას,
როცა ვცდილობთ, დავადგინოთ რაიმე პრეპარატის სამკურნალო თვისებები. იმის
დასადგენად მკურნალობის ეფექტი იწვევს თუ არა გამოჯანმრთელებას უნდა ჩავატაროთ
ექსპერიმენტი. ექსპერიმენტულ ჯგუფს უნდა დავუნიშნოთ წამალი, ხოლო საკონტროლოს
პლაცებო. ორივე ჯგუფს უნდა ეგონოს რომ ისინი იღებენ რეალურ მედიკამენტს და ერთნაირ
იმედებს ამყარებდნენ. ეს ბრმა მეთოდია. ორმაგად ბრმა კი, კიდევ უფრო შედეგიანი იქნება,
როცა არც სამედიცინო პერსონალს ეცოდინება რომელია რეალური წამალი. ერთადერთი
ვისაც ეცოდინება ყველაფერი, იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ არ
მონაწილეობენ მკურნალობის პროცესში.

4.ფსიქოაქტიური ნივთიერებები

ფსიქოაქტიური ნივთიერებები 3 ჯგუფად იყოფა:

 დეპრესანტები(დამწყნარებელი),
 სტიმულატორები(აღგმზნები),
 ჰალუცინოგენები(ცვლიან აღქმის ნორმალურ მსვლელობას)
დეპრესანტები - აწყნარებენ ადამიანს, ტკივილს აყუჩებენ, ხსნიან დაძაბულობას, იწვევენ მსუბუქ
ეიფორიას. მიეკუთვნება: ტრანკვილიზატორები, ძილის აბები, ალკოჰოლი და ოპიატები.
მიეკუთვნება ალკოჰოლიც. ალკოჰოლის მიღებისას, დასაწყისში მორცხვი ადამიანი უფრო
თამამი ხდება, თითთქოს სტიმულანტივით მოქმედებს ალკოჰოლი მასზე, მაგრამ საბოლოოდ
ძილი ერევა და ნელდება მისირეაქციები.

ოპიატები - ძლიერი დერეპრესანტები. მიეკუთვნება ოპიუმისგან მიღებული ნივთიერებები. მაგ:


მორფინი, ჰეროინი, კოდეინი. ადრე იყენებდნენ როგორც ძლიერ ტკიბილგამაყუჩებლებს.
ყველაზე გავრცელებული და ძლიერი ოპიატი არის ჰეროინი.ვენაში შეყვანილი ჰეროინი
ნეტარებას და ხანმოკლე ორგაზმს განგაცდევინებს, რომელიც მალევე დაუფლებული
ბედნიერების გრგძნობით იცვლება. ადამიანი აგრესიული არაა და ინტელექტი არ ქვეითდება.
იწვევს ძალიან ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებას.

სტიმულანტები - ტონუსის ამწევი, ამაგზნებელი ნივთერებები. მიეკუთვნება: კოფეინი,


ნიკოტინი, კოკაინი, ამფეტამინები. ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი არის
კოფეინი, რომელიც ჩაისა და ყავის შემადგენლობაშ შედის. კოფეინს გააჩნია სუსტი
მატონიზირებელი ეფექტი. ნიკოტინი ხსნის სტრესს, მაგრამ ცოტა ხანში იმატებს ტვინის
აქტივობა და კვლავ ჩნდება მოწევის სურვილი. ამფეტამინები იწვევენ ფსიქოლოგიურ
დამოკიდებულებას. მათი ამაგზნებელი ეფექტი გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივია.
ამფეტამინების მიღებისას თავიდან ადამიანი განიცდის ფიზიკურ კეთილდღეობას,
რისშემდეგაც დგება ინტელექტუალური ეგზალტაციის მდგომარეობა. ამფეტამინის ხანგრძლივი
მოხმარება იწვევს პარანოიას: მომხმარებელს უჩნდება დევნისა და სციალური საფრთხის
განცდა, ჰალუცინაციები, ბოდვითი აზრები.

 კოკაინი - შედარებით ყველაზე ძლიერი სტიმულანტია. მისი მიღებით გამოწვეული


ეიფორია უაღრესად ინტენტსიურია. ადამიანი თავს ქმედითად გრძნობს, განიცდის
ძალის მოზღვავებას, თავდაჯერებულობას. იწვევს სწრაფ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ
დამოკიდებულებას.

ჰალუცინოგენები(ფსიქოდელიკები) - ახასიათებთ ჰალუცინაციური, ამაგზნებელი, ეიფორიული


მდგომარეობა. მიეკუთვნება ჰაშიში,მარიხუანა, LSD. ჰაშიში და მარიხუანა იწვევენ ეიფორიას და
აგზნებას. ალკოჰოლის შემდეგ ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ნივთიერებებია. მათი
მოხმარების შემდეგ ჰარმონიაშია ადამიანი ყველასთან.

 LSD(ლიზერგინის მჟავა) - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰალუცინოგენი. მიღებისას


იცვლება აღქმა(საგნები იცვლიან ფერს,ფორმას, ზომას, ჟღერადობას) , დროის განცდა,
საკუთარი სხეულის შეგრძნება. დიდი დოზისას ჩნდება ჰალუცინაციები. სამყაროსთან
რეალური კავშირის გაწწყვეტამ შეიძლება ადმაინს დიდი ზიანი მიაყენოს.
დამოკიდებულებას ნაკლებად იწვევს.

5. ძილი და სიზმარი
ძილს გააჩნია 5 საფეხური: 4 ღრმა ანუ ნელი ძილი და ერთი სწრაფი ძილის საფეხურები. ძილის
ერთი ციკლი ღამის განმავლობაში 4-5-ჯერ მეორდება.

I საფეხური-5-10 წთ(ადამინი ღვიძილის მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში გადადის)

II საფეხური-10-20 წთ (საკმაოდ ღრმა ძილი)

III-IV საფეხურები-20-30 წთ (განსაკუთრებით ღრმა ძილი)

ნელი ძილის საფეხურების ერთობლიობა დაახლოებით 90 წუთს წარმოადგენს.

V -სწრაფი ძილის საფეხური, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდება. შემდეგ ახალი

ციკლი იწყება. საერთო ჯამში ძილის ერთი ციკლი 1.5 საათამდეა.

სწრაფი და ნელი ძილი განსხვავდება ერთმანეთისგან. ნელ ძილში გულისცემის და სუნთქვის


სიხშირე იკლებს, გუგა წყვეტს მოძრაობას, კუნთები დუნდება, ნივთიერებათა ცვლა ტვინში
ქვეითდება. სწრაფ ძილში კი პირიქით - ხშირად ტვინის აქტივობა ღვიძილის დროს ტვინი
აქტივობასაც კი აღემატება, ამის პარალელურად კი სხეული აბსოლუტურად უძრავ
მდგომარეობაშია,სწორედ ამიტომ ამ საფეხურს პარადოქსულსაც უწოდებენ და მას არც ძილად
და არც ღვიძილად არამედ,რაღაც მესამე მდგომარეობად მიიჩნევენ.

ძილს, ერთი შეხედვით, აღდგენითი ფუნქცია აქვს, ის ღვიძილის დროს დახარჯულ ენერგია
აღადგენს,მაგრამ ეს მოსაზრება სრულად მართებული ვერ იქნება, რადგან ზედმეტი ძილის
შემთხვევაში ადამიანი თავს მოთენთილად და დაღლილად გრძნობს. მაგრამ ერთი რამ ცხადია
ადამიანი და ვერცერთი ცოცხალი ორგანიზმი უძილობას ვერ იტანს. ზოგადად ცხოველების
ძილი დიდად არ განსხვავდება ადამიანის ძილისგან, ნელი ძლი ნაკლებად დიფერენცირებულია
და ისინი ყოველი ციკლის შემდეგ იღვიძებენ.

სიზმარი - ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ასპექტია. ამოუხსნელი თემაა,


ადამიანს სიზმარში არარეალური შესაძლებლობი აქვს და ყოველივე ეს ისე განიცდება როგორც
სინამდვილე. მსგავსი სიზმრების ნახვა სწრაფ ძილშია შესაძლებელი და თუ ადამიანს სწრაფ
ძილში გავაღვიძებთ მას ეს სიზმარი ემახსოვრება. ნელ ძილის დრო ადამიანთა მხოლოდ 25%-ს
შეუძლია ნანახი სიზმრის გახსენება, ნელ ძილში ადამიანს ნაკლებ ემოციური და უფრო
ლოგიკური სიზმრები ესიზმრება.

სიზმრის შინაარსის მასალას წარმოდგენები შეადგენს. მათი უმეტესობა მხედველობითი


წარმოდგენებია. ფროიდმა შეამჩნია ,რომ სიზმრებში დღის მანძილზე მომხდარ მოვლენებზე
ჩვენს დამოკიდებულებებს ვავლენთ. შედარებით იშვიათად მაგრამ სიზმარზე
გარეგამღიზიანებელიც მოქმედებს, მაგალითად სუნი,სატელეფონო ზარი,წვიმა და ა.შ.
სიზმარზე ასევე მოქმედებს შიდა გამღიზიანებელიც, მაგალითად მშიერ ადამიანს საჭმელი
ესიზმრება ,მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ იგი სიზმრის შინაასის უმნიშვნელო ნაწილს
განსაზრვრავს.
სიზმარი ერთგვარი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმის როლს ასრულებს. იგი ემსახურება
პრობლემების გადაწყვეტას რომელიც ადამიანის წინაშე ღვიძილის დროს დგას. თანამედროვე
კოგნიტური თეორიების მიხედვით, ტვინი ძილში კომპიუტერის მსგავსია. ერთი ჰიპოთეზის
მიხედვით ჯერ ხდება ინფორმაციის შეფასება და შემდეგ განზოგადება, რაც ნელი ძილისთვის
დამახასიათებელ სიზმრებში აიხსნება. ამ სიმზრების გადამუშავების მეორე სტადიაზე
ინფორმაცია იგზავნება ხანგრძლივი მეხსიერების გარკვეულ უბანში და უკავშირდება იქ
შენახულ მასალას. სწორედ ამიტომაა სწრაფი ძილის სიზმრები შინაარსობრივად უცნაური, რაც
ძველი და ახალი მასალის ურთიერთმოგების პროცესით აიხსნება.

6. ემპირიულის შედარება გეშტალტფსიქოლოგიასთან

ემპირიული ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულად


მოცემულ ცნობიერების შინაარსებს, განცდათა სამყაროს. იგი ეხება ადამიანის ფსიქოლოგიას და
მის თანახმად ადამიანი სხვა ადამიანის ფიქრებსა და აზრსე ვერ ჩაწვდება. ემპირიული
ფსიქოლოგიის ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობაა ასოციაციური ფსიქოლოგია, მისი
იდეალი ფიზიკა და ქიმია იყო. იგი გამოჰყოფს ცნობიერების საშენ მასალას, ფსიქიკურ
ელემენტებს, შემდგომ ადგენს კანონს, წესს, რომელიც მათ აერთიანებს. ფსიქიკურ ელემენტებად
გვევლინება შეგრძნებები და მათი ასლები, გამაერთიანებელ პრინციპად ასოციაციის ძალა.
ასოციაცია ერთი წარმოდგენის გაჩენისას მეორის წარმოქმნას იწვევს. ასოციაციონიზმის
ყველაზე დიდი ნაკლია მისი მექანიციზმი და ელემენტარიზმი.

ხოლო გეშტალფსიქოლოგიაში გარემო ჩვენ მიერ ცალკეული ელემენტების სახით არ განიცდება


ჩვენგან. ჩვენ განვიცდით გარკვეულ ორგანიზებულ მთლიანობას და არა მისი ელემენტების
უბრალო ჯამს. მაგ. ჩვენ მუსიკის მოსმენისას არ ვუსმენთ ცალკეულ ნოტებს, არამედ ნოტების
ორგანიზებულ მთლიანობას.

7. პირველი ექსპერიმენტული ლაბორატორია

დაარსდა ლიუფციგში 1879 წელს, აქ მიმდინარეობდა ექსპერიმენტული თვითდაკვირვება,


ცდაში მონაწილე პირებს უნდა აღეწერათ ის განცდები, რომელსაც მათში გამღიზიანებელი
გამოიწვევდა. იკვლევდნენ მარტივ ფსქიკურ პროცესებს და შემდგომ ვუნდტი ცდილობდა
გამოეყო რთული ფსიქიკური მოვლენები. ეს იყო ელემენტარისეული დაკვირვება, რადგან მცირე
სუბერთეულებისგან აგებულ სისტემად აღიქმებოდა მასში ცნობიერი. ამავე დროს არის
ინტროსპექციული, რადგან ნამდვილ წყაროდ მაინც თვთდაკვირვებაა მიჩნეული.
8. ტესტირება

ტესტირება გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელსაც ვამოწმებთ სპეციალისტის დავალებით


ასრულეს გარკვეულ დავალებას, ის საფუძველზეც ფსიქოლოგი აკეთებს დასკვნას. ტესტი
კითხვების, ამოცანების და სხვადასხვა საინტერპრეტაციო მასალის სტანდარტული ნაკრებია,
რომლითაც მუშაობს ცდისპირი. ზოგჯერ ფსიქოლოგს ეძლევა თავისუფალი ნება: შეიძლება
დასვას დამატებითი კითხვა ან ააგოს საუბარი გარკვეული თემის ირგვლივ. განსაზღვრულია
გასაზომი უნარ-ჩვევის განვითარების ნორმები - საშუალო მაჩვენებელი და მათი გამოთვლის
ხერხები. ეს გულისხმობს ტესტირების ჩატარებას და შეფასების პროცედურების
ერთგვაროვნებას. ტესტის ავკარგიანობა რამდენიმე კრიტერიუმით განისაზრღვრება:

1. ტესტის სანდოობა: უნარი, მოგვცეს ერთნაირი მონაცემები განმეორებითი გამოყენებისას


იდენტურ პირობებში. მაგ.: თუ ადამიანის ინტელექტი ორშაბათს გამოვიდა 120, ხოლო
პარასკევს - 80, ასეთი მაჩვენებლის სანდოობა არსებითად საეჭვოა.

2. ვალიდობა: ტესტის ხარისხს გვიჩვენებს. ესაა ტესტის უნარი გაზომოს სწორედ ის


მახასიათებელი, რომლის გასაზომადაც არის გამიზნული. მაგ.: თუ ტესტი ინტელექტის
საზომია, ის ინტელექტს უნდა ზომავდეს და არა სხვა რამეს. ვალიდობაზე მეტყველებს სხვა
ხერხებით მიღებული მონაცემების შესატყვისობა ტესტთან.

ტესტი იყოფა სამ ჯგუფად, იმის მიხედვით, თუ რა თვისების გამოვლენა და გაზომვა ხდება:

-ცოდნა-ჩვევების ოდენობის გამზომი

-ფსიქიკური ფუნქციებისა და უნარების განვითარების დონის გამზომი

- პიროვნების ამა თუ იმ ნიშან-თვისების არსებობისა და გამოხატულების შემფასებელი.

9. ფსიქოანალიზი და ჰუმანისტური ფსიქოლოგია

ფსიქოანალიზის თანახმად პიროვნების სტრუქტურა ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება და


უცვლელია მთელი ცხოვრება. ადამიანის ბუნება შავბნელ ფერებში იხატება, იგი ეგოისტურია,
სექსუალური განცდებისკენ მიმართული და აგრესიული. ყურადღებას ანიჭებს თანდაყოლილ
ინსტიქტებს და აკნინებს გარემოსა და გამოცდინების როლს.

ჰუმანისტური ფსიქოლოგია: თანამედროვე მიმდინარეობაა, შეისწავლის ადამიანს, როგორც


ერთიან უნიკალურ სისტემას. ჰუმანისტური მიდგომით ადამიანს აქვს შესაძლებლობა
უწყვეტად განვითარდეს. ეს ადამიანისთვის თვითრეალიზაციის საშუალებაა. ადამიანის
თვითაქტუალიზაციის პოტენციალი თავისუფალია გარეგანი დეტერმინანტებისგან.
ჰუმანისტური ახლოსაა ეგზისტენციალურ ფილოსოფიასთან: რომლის მთავარი პრინციპია
ადამიანის მისწრაფება იპოვოს თავისი არსებობის ჭეშმარიტი საზრისი. ჰუმანისტურის
მიხედვით ადამიანი მიისწრაფვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენისკენ და
„მე კონცეფციის“ ჰარმონიულობისკენ. როჯერი: მე-ს კონცეფცია თვითრეალიზაციის ძირითადი
მექანიზმია, იგი ადამიანის მიერ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად გაწეული
ძალისმხების ფორმა თავსებადი უნდა იყოს მე კონცეფციასთან. ეს უკანასკნელი შედგება
თვითშეფასებისა და იდეალური მესგან. ჯანმრთელ და მოწიფულ და ჰარმონიულ პიროვნებაში
მე-კონცეფციაში ეს ელემენტები ურთიერთთავსებადია, თუ მე კონცეფცია დაიშალა
დეზინტეგრაციის საშიშროებაა, ეს მაშინაა როცა თვითშეფასებას და იდეალურ მეს შორის დიდი
განსხვავებაა. დეზინტეგრაცია ვლინდება დაურწმუნებლობის შიშის შფოთვის და სხვათა
განცდაში, რომლებიც ნელ-ნელა ძლიერდება და შემაწუხებელი ხდება. გამოსავალი მე
კონცეფციის გადახალისებაა ანუ პიროვნება ცდილობს შეინარჩუნოს მე კონცეფცია, რისთვისაც
გარკვეულ მექანიზმებს მიმართავს. მაგალითად რეალობის აღქმას დაამახინჯებს და მე
კონცეფციისთვის საფრთხის შემცველ გამოცდილებას უგულებელყოფს.

10. აზროვნების განვითარების სტადიები (პიაჟე):

სენსომოტორული/პრაქტიკული ინტელექტის სტადია: 1.5-2 წელი. ბავშვი სამყაროს იმეცნებს


აღქმით და მოძრაობით - კუნთებით აზროვნება. სენსორულ დონეზე მუშავდება ის ცნებები
რომლებიც შემდგომში ლოგიკური აზროვნების საფუძველი ხდება. ამიტომ ბავშვის
მოუსვენრობა გონივრული განვითარებისთვის გადამწყვეტია.

ნივთიერ-ხატობრივი აზროვნების სტადია: 1.5-2 წლიდან 5-6 წლამდე. ბავშვი მეტყველებს


მაგრამ არ შეუძლია მსჯელობა და წარმოდგენილ ხატებზე მოქმედება. მეტყველებს მხოლოდ
ხმამაღლა და ბუტბუტით, მისი აზროვნება მიჯაჭვულია კონკრეტული საგნების კონკრეტულ
სტადიებზე. ტრანსპორტი ამ სტადიაზე შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული ავტომანქანა.

წარმოდგენითი-ხატობრივი აზროვნების სტადია: 6-7 წლიდან 9-11 წლამდე. საუკეთესოდ


წარმოდგება ხატობრივი სურათი. მხედველობითი მეხსიერება ყმაწვილობისას ზრდასრულისას
სჯობს. გონებაში მსჯელობს, წარმოდგენით მოქმედებებსაც ასრულებს ოღონდ მხოლოდ
ისეთებს, რომლების თვალსაჩინო საყრდენიც მოეპოვება, მაგრამ აბსტრაქციებზე წვდომა არ
ძალუძს. ტრანსპორტები გააერთიანა, მაგრამ არა თვითმფრიავი, გემი.

ლოგიკური/ცნებითი აზროვნების სტადია: იწყება 9-11 წლიდან და უმაღლეს განვითარებას


აღწევს 15-17 წლისთვის. შეუძლია არათვალსაჩინო მიმართებათა და აბსტრაქციებზე წვდომა,
ფორმალური და ლოგიკური ქმედებების განხოციელება.

11. ცხოვრებისეული, ხალხური და მეცნიერული ფსიქოლოგია

ფსიქიკის რაობაზე გარკვეული არამეცნიერული შეხედულებების ერთგვარი კონტური უკვე


პირველყოფილ ადამინაის ცხობიერებაში ჩაისახა. იმყოფებოდა რა მაგიიისა და მითოლოგიის
დონეზე, იგი ბუნების მოვლენებს სულების მოქმედებას უკავშირებდა. ადამიანის პირველი და
უშუალო ცოდნა მარტოოდენ ფსიქიკას არ ეხებოდა და მოიცავდა ყველა სფეროს, რაც მის
თვალსაწიერში ხვდებოდა, მაგრამ საკუთარ სულთან დამოკიდებულება სპეციფიკური იყო,
ვინაიდან სულში მომხდარი ცვლილებები ადამინას უშუალოდ ეძლეოდა და ამდენად დიდი
დამარწმუნებლობით გამოირჩეოდა. ადამიანმა თანდათან ირწმუნა ფსიქიკური ცხოვრების
გარკვეული წესებისა და ნორმების არსებობის. შეიქმნა მეტ-ნაკლებად საერთო და ამავე დროს
საკუთარი ცოდნა-შეხედულება ფსიქიკური სფეროს მოვლენებზე. ამას ისიც ადასტურებს რომ
ყველა ადამინას შეუზლია გაუგოს და დაეხმაროს მეორე ადამიანს, გავლენა მოახდინოს მის
ქმედებაზე, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური თავისებურებანი და
იწინასწარმეტყველოს მისი ქცევა. ისეთი პროფესიის მქონე ადამიანისთვის რომლის საქმიანობა
სხვებთან მუდვივ ურთიერთობაზეა აგებული, ცხოვრბისეული ფსიქოლოგიის სფეროში
განსაკუთრებული ცოდნით გამოირჩევა, მაგალითად, ადვოკატი, ექიმი, პედაგოგი...

ყოველდთიური ინდივიდუალური ფსიქოლოგიის გარდა უნდა ვილაპარაკოთ ხალხურ


ფსიქოლოგიაზეც, მასში იგულისხმება ერთგვარი ფსიქოლოგიური ცოდნა, რომელიც
შემონახულია ხალხურ შემოქმედებაში, ფოლკლორში, ეს ის მასალაა, რომელშიც
ხელმისაწვდომად არის მოცემული სულიერი ცხოვრება, მათი შესწავლით მეცნიერული
ფსიქოლოგია იკვლევს აქ დაგროვილ ხალხურ ფსიქოლოგიურ ცოდნას.( ენა, თქმულება, აგარაკი,
ზღაპარი).

ყოველდღიური ხალხური ფსიქოლოგია ყოფითი ცოდნის ნაწილია. ყოფითი ფსიქოლოგია


რაციონალურ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი ემთხვევა მეცნიერულ ფსიქოლოგიას მაგრამ
არაიდენტურია. ყოფით ფსიქოლოგიაში ბევრი ადამიანი იყენებს სიტყვებს განცდა, ქცევა,
აზროვნება, ნებისყოფა, პიროვნება, ხასიათი და ა.შ მაგრამ არა იმ მნიშვნელობით როგორც ეს
მეცნიერულ ფსიქოლოგიაშია. ყოველდღიური ფსიქოლოგია ემყარება სავარაუდო და არაცხად
პრინციპებს. იგი ვერ ჩაითვლება სანდოდ და დასაბუთებულად, არ გაუვლია ზუსტი
ემპირიული და ლოგიკური კვლევითი საფეხურები, მისი წყარო ინდივიდუალური ყოფითი
გამოცდილება ან ინტუიციაა, ამიტომ ემყარება ინდივიდის კულტურულ-ეთნიკურ პრინციპეპს,
ეს კი ეწინააღმდეგება მეცნიერული ცოდნის ობიეტურობის ფუძემდებლურ პრინციპებს.

12. ემპირიული კვლევის ეთიკური პრინციპიები

ექსპერიმენტული კვლევა ხშირად აწყდება ეთიკურ პრობლემებს. არსებობს ემპირიული


კვლევის ეთიკური პრინციპები, რომელთა თანახმადაც:

• ექსპერიმენტატორმა ცდისპირისგან უნდა მიიღოს ფორმალური თანხმობა კვლევაში


მონაწილეობაზე;

• კვლევამ არ უნდა მოუტანოს ზიანი ცდისპირთა ჯანმრთელობას;

• დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობის და ანონიმურობის პრინციპი;


ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ცდისპირს უნდა განემარტოს ცდის ნამდვილი მიზანი და
შედეგები

13. ბავშვობა

ზიგოტა ატარებს ახალი ორგანიზმის შექმნისთვის საჭირო გენეტიკურ ინფორმაციას. შემდგომ


მიმდინარეობს ჩანასახის სწრაფი განვითარება. სხეულის ზრდა არათანაბრად მიმდინარეობს.
ზედა ნაწილი უფრა სწრაფად იზრდება ვიდრე ქვედა.

• მუცლადყოფნა: მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფზე გავლენას ახდენს გენეტიკური და


გარემო ფაქტორები: დედის მიერ მავნე ნივთიერებათა მოხმარება.

• დაბადება: უზნაძის მართებული აზრით, ჯანსაღი ბავშვი თვითონ იბადება, თვითონ


იწყებს და ამთავრებს დედის მუცლიდან გამოსვლის პროცესს (ისევე როგორც წიწილა იჩეკება
კვერცხიდან). ესაა პირველი მძლავრი გამოვლინება ფუნქციონალური ტენდენციისა - ანუ
შინაგან შესაძლებლობათ ამოქმედებისა და გაშლა განვითარების თანდაყოლილი მისწრაფება.
ამავე მისწრაფების გამოვლინებაა ბავშვის მოუსვენრობა, ცელქობა, თამაში.

• ახალშობილი: სიცოცხლისუნარიანია მიუხედავად დიდი სტრესისა (მშობიარობა), იგი


აგრძელებს გარემოსთან შეგუებას თანდაყოლილი მექანიზმების საშუალებით, იწყებს არსებობას
ფიზიკურ და სოციალურ გარემოში. უზნაძის თქმით: ბავშვის ძალათა განვითარება მასზე
მოქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული.

• ახალშობილის პერცეპტული და მოტორული ჩვევების განვითარება ხელს უწყობს სხვა


სისტემების განვითარებას.

• უპირველესად ვითარდება თავის მოძრაობის უნარი

• 5 თვიდან - ჯდომა და ხელით საგნების ტაცება

• 9-10 თვიდან - ხოხვა

• 1 წლის - დამოუკიდებლად ფეხზე დგომა და სიარული

• 2-3 წელი: ვითარდება მსხვილი მოტორიკა - მთელი სხეულის მონაწილეობა მოძრაობაში,


უფრო გვიან ვითარდება წვრილი მოტორიკა - თითების მაჯის და მტევნების გამოძრავება.

• მეტყველების განვითარება - პირველი წლის ბოლო თვეებში ბავშვი ახერხებს ბგერათა


კომპლექსების წარმოთქმას, მაგრამ მეტყველება იწყება 1.5 წლიდან. მისი ლექსიკური მარაგი
ჯერ არსებითი სახელებით მდიდრდება, შემდეგ ზმნებითა და სხვა კატეგორიის სიტყვებით. მე-
2 წლის ბოლოსთვის რამდენიმესიტყვიან წინადადებებს წარმოთქვამს, 2.5 წლის ბავშვს კი
შეუძლია დამოკიდებულ წინადადებათა ჩამოყალიბება - ე.ი. ის არა მარტო აზრების ლოგიკურ
დამოკიდებულებას ხვდება, არამედ იმასაც, რომელია მთავარი და რომელი - დამოკიდებული.
თუმცა თვით ამ ლოგიკურ მიმართებათა წვდომა ყველაზე მეტად სწორედ მეტყველებას
ემყარება - ბავშვი ჯერ ენით ეუფლება ლოგიკას (როცა ისმენს ზრდასრულთა საუბარს, ლექსებს
და ზღაპრებს, თან ფრაზზებს თვითონაც იმეორებს) და შემდეგ - აზროვნებით. მეტყველების
დაუფლების ტემპი ინდივიდუალურია. ამავე დროს, დედაენის შეთვისების ძირეული
კანონზომიერებანი და პერიოდები, როგორც ჩანს, უნივერსალურია ყველა ბავშვისათვის და,
ამდენად, ადამიანის განვითარების თანდაყოლილი პროგრამითაა განსაზღვრული.

• 3-4 წელი: გრამატიკული წესები, უკეთ წარმოთქვამენ სიტყვებს, აქვთ კონტაქტი


უფროსებთან, და საკუთარ თავთან - ეგოცენტრული მეტყველება (სიხშირე მატულობს 4-5
წლისთვის, მცირდება 8 წლისთვის).

• 6-12 წელი: მეტყველების პარალელურად ვითარდება წერის მანერა. კითქვა არაა ასოების
წარმოთქმა და გამოხატვა, ესაა ტექსტის აზრის გაგება, წერა არაა წერილობითი ფორმის
გამოხატვა, ესაა ყურადღების, აღქმის და მეხსიერების განვითარება.

აზროვნების განვითარება: აზროვნების განვითარება ყველაზე ფუნდამენტურად შისწავლა ჟან


პიაჟემ. მისი თეორიის წინამძღვარია ბავშვის დიდი აქტიურობა და შემოქმედებითობა,
რომელიც თანმიმდევრულად გაივლის განვითარების 4 საფეხურს, ხოლო ლევ ვიგოტსკიმ
მეტყველების გადამწყვეტი მნიშვნელობა წარმოაჩინა.

1. სენსომოტორული/პრაქტიკული ინტელექტის სტადია: 1.5-2 წელი. ბავშვი სამყაროს


იმეცნებს აღქმით და მოძრაობით - კუნთებით აზროვნება. სენსორულ დონეზე მუშავდება ის
ცნებები რომლებიც შემდგომში ლოგიკური აზროვნების საფუძველი ხდება. ამიტომ ბავშვის
მოუსვენრობა გონივრული განვითარებისთვის გადამწყვეტია.

2. ნივთიერ-ხატობრივი აზროვნების სტადია: 1.5-2 წლიდან 5-6 წლამდე. ბავშვი


მეტყველებს მაგრამ არ შეუძლია მსჯელობა და წარმოდგენილ ხატებზე მოქმედება. მეტყველებს
მხოლოდ ხმამაღლა და ბუტბუტით, მისი აზროვნება მიჯაჭვულია კონკრეტული საგნების
კონკრეტულ სტადიებზე. ტრანსპორტი ამ სტადიაზე შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული
ავტომანქანა.

3. წარმოდგენითი-ხატობრივი აზროვნების სტადია: 6-7 წლიდან 9-11 წლამდე. საუკეთესოდ


წარმოდგება ხატობრივი სურათი. მხედველობითი მეხსიერება ყმაწვილობისას ზრდასრულისას
სჯობს. გონებაში მსჯელობს, წარმოდგენით მოქმედებებსაც ასრულებს ოღონდ მხოლოდ
ისეთებს, რომლების თვალსაჩინო საყრდენიც მოეპოვება, მაგრამ აბსტრაქციებზე წვდომა არ
ძალუძს. ტრანსპორტები გააერთიანა, მაგრამ არა თვითმფრიავი, გემი.

4. ლოგიკური/ცნებითი აზროვნების სტადია: იწყება 9-11 წლიდან და უმაღლეს


განვითარებას აღწევს 15-17 წლისთვის. შეუძლია არათვალსაჩინო მიმართებათა და
აბსტრაქციებზე წვდომა, ფორმალური და ლოგიკური ქმედებების განხორციელება.

სტადიებს შორის არაა ხანგრძლივი პერიოდი, ხანგრძლივია გარდამავალი - ნარევი პერიოდები.


მრავალი წლის შემდეგაც შეიძლება მოხდეს ჩაცურება - დაბრუნება წინა სტადიაზე,
განსაკუთრებით დაღლილობისას, გაჭირვებისას ან აღელვებისას. მე-4 საფეხურზე მყარად 16
წლის ადამიანი კი არა ზრდასრულთა 80-90%-იც კი არაა. უფრო ხშირად ადამიანი მიმართავს
არა ცნებებს და ლოგიკებს, არამედ თვალსაჩინოებას, გრძნობებს და ასოციაციებს.

გონებრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებაა:

• აღქმიდან - მეტყველება აზროვნებისკენ

• ხატიდან - სიტყვა ცნებისკენ

• წარმოდგენიდან - საზრისკენ

• ასოციაციიდან - ლოგიკისკენ

• კონკრეტულიდან - აბსტრაქტულისკენ

ზოგი ბავში, რომელსაც აზროვნება ნორმალური ან ნორმალურზე უკეთ განვითარებული აქვს,


ჩამორჩენილია ნებისყოფის განვითარების მხრივ. ასეთ ბავშვს არ შეუძლია ყურადღების
კონცენტრაცია ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, ხანგრძლივად არ შუძლია მშვიდად ჯდომა. ამას
ჰიპერაქტიურობა - იმპულსური მოძრაობის შეუკავებლობა ეწოდება. თავს იჩენს 6-7 წლის
ასაკიდან (რადგან მანამდე არც ჩვეულებრივ ბავშვს შუძლია თავის მოთოკვა).

ბავშვი შეიძლება ძალიან მოუსვენარი იყოს, ჰიპერაქტიურობის გარეშე. თუ მისი მოუსვენრობა


გამოწვეულიუა არა თავშეუკავებლობით, არამედ აქტივობის ჭარბი მოთხოვნილებით, ანუ
ძლიერი ფუნქციონალური ტენდენციით, ასეთი ბავში ახერხებს ყურადღების ხანგრძლივ
კონცნტრაციას, წამოწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს.

ჩვილობის ასაკში პირველივე დღეებიდან ხდება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაშიც დიდ


როლს ასრულებს სხეულებრივი კონტაქტები დედასთან. უცხო გარემოში დედის მიმართ 60%
ავლენს მყარ მიჯაჭვულობას, დანარჩენი არამდგრადს. დედასთან მიჯაჭვულობა ხელს უწყობს
სოციალურ ადაპტაციას. ბავშვები იწყებენ დედასთან ურთიერთობისას შეძენილი ჩვევების
გამოყენებას სხვა ადამიანებთან. (სათამაშოების ჩვენება, გაცემა სხვისთვის).

ბავშვობის ასაკში მნიშვნელოვანია პოზიტიური მე-ს განცდა. 6 წლის ასაკისთვის ბავშვებმა უკვე
იციან თავიანთი სქესი, ფიზიოლოგიური თავისებურებები, შუძლიათ საკუთარი თავის სხვა
ბავშვებთან შედარება. 8-10 წლისთვის მათი მე-ს ხატი სტაბილური ხდება და დაახლოებით 12
წლისთვის ბავშვების უმეტესობას უკვე აქვს ფორმირებული მე-კონცეფცია. ბავშვები
პოზიტიური მე კონცეფციით არიან მიმნდობი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტები.

ასაკის ცვლილებასთან ერთად იცვლება დამოკიდებულება ფიზიკური და სოციალური სამყაროს


შესახებ. სოციალური შემეცნება 6-12 წლის ასაკში დაკავშირებულია მეგობრების გაგებასთან და
მორალური მსჯელობის უნარის განვითარებასთან. მეგობრობის განვითარებაში შიძლება
გამოიყოს 4 სტადია:
1. 6 წლამდე: ემყარება ფიზიკურ და გეოგრაფიულ ფაქტორებს. ეგოცენტრულები არიან და
არ შეუძლიათ სხვისი მდგომარეობის გაზიარება, ერთმანეთს უყურებენ როგორც პარტნიორებს
რომლებიც ახლოს ცხოვრობენ და კარგი სათამაშოები აქვთ.

2. 7-9 წელი: მთავარია მეგობრის ქცევა და მეორე მეგობრის მიერ მისი შეფასება.
აცნობიერებენ ადამიანის გრძნობებს.

3. 9-12 წელი: მეგობრობა ემყარება თანასწორ დამოკიდებულებას. ჩნდება წარმოდგენები


მოვალეობაზე ანუ მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ერთმანეთს.

4. 11-12 წელი: მეგობრობას იგებენ როგორც მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას, რომლის


საფუძველია მოვალეობები და ურთიერთნდობა.

მოზარდობის ასაკი არის ფიზიკური განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ამ


პერიოდში შესამჩნევია სხეულებრივი ცვლილებები, სიმაღლეში ზრდა. ჯერ ვითარდება ხელის
მტევნები და ტერფები, შემდეგ ხელები და ფეხები. მოსდევს მხრების განვითრება, კუნთების
მატება და ა.შ

მნიშვნელოვანია მოზარდების ფიზიკური მომწიფების ვადები:

• ადრე მომწიფების შემთხვევაში ბიჭები გარკვეულ შფოთვას გრძნობენ, მათგან ითხოვენ


ზრდასრულებისთვის დამახასიათებელ ქცევებს და გაზრდილი მოლოდინის გამო ზეწოლას
განიცდიან. მთლიანობაში ეს ვითარება ხელს უწყობთ სოციალურ ურთიერთობებს.

გვიან მომწიფებული მოზარდები ხშირად იტანჯებიან არასრულფასოვნების გრძნობით.

• ადრე მომწიფებული გოგონები თავიდან გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ, შემდგომ


ეს ცვლიბებები ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ფორმირებას.

გვიან განვიტარებული გოგოები უარეს სოციალურ მდგომარეობაში არიან.

კოგნიტური განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ვითარდება


აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარი. შეუძლიათ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის
გათვალისწინება და სწორი დასკვნის გაკეთება. კოგნიტურ განვითარებაზე შეიძლება გავლენა
მოახდინოს გარემო ფაქტორებმა (ურბანიზაციის, წიგნიერების, განათლების დონე). მოზარდის
მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია, რამდენად დამოუკიდებელია იგი.

თვითშფასების დონე გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ინტერპერსონალურ


ურთიერთობებზე, სოციალურ ადაპტაციაზე, სასწავლო აქტივობის წარმატებაზე, პროფესიულ
მისწრაფებებზე, კანონსაწინააღმდეგო ქცევის სიხშირეზე. მოზარდობის ხანის დასაწყისში
თვითშეფასება უფრო მაღალია, შემდეგ კი შედარებით დაბლა იწევს. გოგონების თვითშეფასება
უფრო მაღალია იმავე ასაკის ბიჭებთან შედარებით.

• გოგონების თვითშეფასებაზე ყველაზე დიდ გავლენას მეგობრები ახდენენ,

• ბიჭებისაზე - მამები.
პოზიტიური თვითშეფასება დამოკიდებულია მშობლებთან დადებით ურთიერთობაზე,
ნაკლებად მნიშვნელოვანია მთელი ოჯახი, სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მის წინაშე
მდგარი პრობლემების რაოდენობაზე და სირთულეზე. ოჯახთან შეჭიდულობა ყველაზე
მაღალია ბავშვების ასაკში. შემდეგ იზრდება დისტანცია (უფრო ვაჟებში). უფროსი და/ძმა
შეიძლება გახდეს მაგალითი ბავშვის ქცევაში. პოზიტიურ გავლენას ახდენს ასევე ბებია-ბაბუები.

ახლო მეგობრის ყოლის მოთხოვნილება: მოზარდობის ხანაში მკვეთრად მატულობს. ცდილობენ


მშობლების გადაჭარბებული ზრუნვისგან განთავისუფლდნენ, მოზარდები მიისწრაფიან მათკენ,
ვისთანაც საერთო ინტერესები აქვთ და ვისაც შუძლია დაეხმაროს მათ საკუტარი თავის
შეცნობასა და მარტოობის განცდისგან განთავისუფლებაში. მოზარდობის ხანის დასაწყისში
ბავშვს ბევრი მეგობარი სჭირდება, შემდგომ ერთი-ორი ოღონდ ნამდვილი. დამახასიათებელი
სწრაფვა თანატოლტა რომელიმე ჯგუფის წევრად გახდომისკენ. გოგონებში უფრო ახლო
ემოციური კავშირებია ვიდრე ბიჭებში. ჯგუფის წევრები ცდილობენ ერთმანეთს დაემსგავსონ
როგორც ვიზუალური ასევე მენტალური განვიტარების მხრივ. ადრეული სასიყვარულო
ურთიერთობები (16 წლისთვის) იწვევს ნაადრევ ქორწინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა
ინტერესებით.

პროფესიის არჩევა: შრომითი საქმიანობითვის მზადება არის მოზარდობის ხანის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი ამოცანა. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ეს პროცესი შიძლება
დაიყოს 3 სტადიად:

• ფანტაზიის სტადია (11 წლამდე)

• ჰიპოთეტური სტადია (11-17წწ)

• რეალისტური სტადია (17 წლიდან)

თუმცა კარიერის არჩევანი სულ არ მთავრდება პირველი პროფესიის შერჩევით, მასზე დიდ
გავლენას ახდენს ოჯახი, ახლობლები და მეგობრები. მნიშვნელოვანია ინტერესები, სამუშაო
ადგილები, ანაზღაურება, მორალური კმაყოფილება, საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტატუსი,
პრესტიჟულობა და სხვა.

14. სენზიტური პერიოდი

ესაა ერთგვარი გარდატეხის პერიოდები რათა ცვლილებები ნორმაში განვითარდეს.


ცვლილებების პერიოდში ინდივიდი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება გარკვეული
ზემოქმედებების მიმართ, რის გამოც წარმოიქმნება საუკეთესო/ოპტიმალური პირობები
პიროვნების ფსიქიკის თუ ფსიქოლოგიური კუთხის განვითარებისთვის. თუ რომელიმე ასპექტი
არასაკმარისად ვითარდება შეიძლება შემდეგი საფეხური ვეღარ ჩამოყალიბდეს - სენზიტური
პერიოდი. მაგ: ადრეული განვითარება სენზიტური პერიოდია ენის ათვისებისთვის. სენზიტური
პერიოდის ხანგრძლივობა განსაზრვრავს თუ რას, როდის და როგორ ვასწავლით ბავშვს.

პ,ს ამის მაგალითად მოიყვანეთ ვიქტორი, ადამინებისგან იზოლირებული რო იზრდებოდა :დ

15. ასაკობრივი კრიზისები

• პირველი ჭირვეულობის ხანა - 3-5 წელი. თუ კრიზისის ხანა არასაჯანსაღად გაიარა


კრიზისული მოვლენები მომდევნო წლებშიც გადაჰყვება (ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდე). მაგ.:
3 წლის ბავშვი იყენებს პირველ პირს, სიტყვა „ჩემიას“, საკუთარ მეობას ავლენს, ცდილობს
თვითდამკვიდრებას.

• ყველაზე ცნობილი ასაკობრივი კრიზისია 11-13 დან 15-16 წლამდე „სქესობრივი


მომწიფების/გარდატეხის ხანა“. თვისობრივი ხასიათის ცვლილებები ვლინდება თითქმის ყველა
სფეროში.

მოზარდობის კრიზისის სიმპტომებია:

• არასრულფასოვნების განცდა

• მძაფრი მგრძნობიარობა კრიზისისადმი

• უფროსებთან უაზრო დაპირისპირება

• ოჯახთან დაშორება

• თანატოლების წრეში ინტეგრაცია.

ბავშვის პრიოვნულ განვიტარებას ზიანს აყენებს როგორც ზედმეტი თავისუფლება ასევე


გადამეტებული დასჯის მეთოდები.

შუახნის კრიზისი - 40-50 წელი: ასოცირდება მომავლის დასრულებულობასა და განვითარების


„ჭერის“ ხილვასთან, განვლილი ცხოვრების შეფასებასთან და დარჩენილი ცხოვრების
პერსპექტივის გააზრებასთან. ამ დროს ადამიანები ზედმეტად მგრძნობიარენი არიან.

მედიტაცია

რიტუალების და მოქმედებების შესრულება, რის შემდეგადაც ადამიანი სულიერად მშვიდდება


და ფიზიკურად დუნდება. ხანგრძლივი მედიტაცია იწვევს გაქრობის და რაღაც უფრო ფართო
არეალში მოხვედრის შთაბეჭდილებას.თანამედროვე მედიტაცია იოგას უკავშირდება. იგი
ემსახურება ადამიანის მუდმივი ტანჯვისგან განთავისუფლებას, განთავისუფლება
განსაკუთრებულ მდგომარეობაში - ნირვანაშია შესაძლებელი (მედიტაცია ნირვანის მიღწევის
გზაა). ფსიქოლოგიურად ესაა საკუთარ თავში ჩაძირვა და გარემოსგან განთავისუფლება.

მედიტაციის პირველ ეტაპზე - ინდივიდი უარს ამბობს ცხვორებისეულ ინტერესებზე.

მეორე სტადიაზე - ხდება მელანქოლიის განცდების ჩანაცვლება თვითსიყვარულის გრძნობით.


მედიტაციაშ მყოფი პირი სულიერ საზრდოს პოულობს (პიროვნების ინტერესები
კონცენტრირდება საკუთარ თავში და ანიჭებს მას განუზომელ სიხარულს).

მესამე სტადიაზე - თვითკმარობის სიამოვნება ქრება, მას გულგრილობა და აპათია ცვლის.

მეოთხე სტადიაზე - ფსიქიკურ უფორმობად და სიცარიელედ ტრანსფორმირდება.

მედიტაციისას:

სუნთქვა ჟანგბადის მოხმარება და გულისცემა მცირდება,

სისხლის ნაკადი სტაბილიზდება,

იკლებს მავნე ნივთიერებების რაოდენობა,

თავის ტვინის ქერქის აქტივდება,

მცირდება სასტარტო მღელვარებას,

ადვილდება კუნთების მოდუნებას.

ერიკ-ერიქსონი

ერიქსონი ფსიქოანალიზური სკოლის წარმომადგენელია მაგრამ ფროიდისგან განხვავებით


ამტკიცებს, რომ პიროვნების ქმნადობის პროცესი არ მთავრდება გარდამავალ ასაკში, არამედ
გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.როცა ადამიანს შეუძლია უთხრას საკუთარ თავს
„მე კმაყოფილი ვარ“ მას სიკვდილის აღარ ეშინია. მათი ცხოვრების გაგრძელებას საკუთარ
შთამომავლებში ხედავენ. ერიქსონი მათ ეგო-ინტეგრირებულ კატეგორიას მიაკუთვნებდა.

8 კრიზისს და 8 ფსიქოსოციალურ სტადიას გამოჰყოფს. ერიკ-ერიქსონის მიერ


შემოთავაზებული განვითარების თანმიმდევრული სტადიები, რომლებიც ფოკუსირდება
საკუთარ თავზე, სხვებზე და ინდივიდის ორიენტაციაზე. სტადიები მოიცავს პიროვნების
განვითარების სქესობრივ და სოციალურ ასპექტს, ინდივიდის და საზოგადოების ურთიერთ-
ქმედების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კოონფლიქტებს.
ფსიქოლოგია რელიგიასთან და ხელოვნებასთან

?ფსიქოლოგია მიისწრაფვის გაუპიროვნებელი ცოდნისკენ, ხელოვნება - პიროვნების


უნიკალურობას ასახავს. ხელოვნებაში სუბიექტურობა, მეცნიერებაში ობიექტურობა. მეცნიერება
ზოგად კანონზომიერებებს, ხელოვნება კი ინდივიდუალობას ავლენს. ფსიქოლოგიაც და
ლიტერატურაც ახასიათებს პიროვნებას, მაგრამ ერთი იყენებს მეცნიერების მეთოდებს, მეორე -
ხელოვნებას. ფსიქოლოგია სრულყოფს ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდებე, რომელთა
საშუალებითაც შესაძლებელია გამოვლინდეს და საკმარისი სიზუსტით შეფასდეს ცალკეული
პიროვნების ფსიქიკური თავისებურებანი. ფსიქოლოგია შეისწავლის ხელოვნებასაც -
ხელოვნების ფსიქოლოგია. მიზანია მხატვრული ნაწარმოების აგება შექმნის ფსიქოლოგიური
მექანიზმების კვლევა, ხელოვნების ზოგადი ფსიქოლოგიური რაობა და სპეციფიკურ თვისებათა
გამოვლენა. ხელოვნებაზე ფსიქოლოგიაც ახდენს გავლენას: მასში ასახულია ფსიქოლოგიური
თეორიები, მოვლენები და კანონზომიერებები.

?რელიგია გვაძლევს დოქტრინებს და სწორ მიმართულებას ღვთიური წყობის შესახებ,

ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანის ფსიქიკას ზებუნებრივი ძალებისგან განყენებით, წინასწარი


დაშვებების გარეშე არკვევს როგორია ან როგორი უნდა იყოს ინდივიდის ბუნება.მაგ:კაცი
რომელმაც რაღაც მოიპარა. რელიგია და ფსიქოლოგია ამ ფაქტს სხვადასხვანაირად მიუდგება.

კოგნიტური ფსიქოლოგია

XX საუკუნის შუა ხანებში ბიჰევიორიზმს დაუპირისპირდა კოგნიტური ფსიქოლოგია, რამაც


განაპირობა ცნობიერების ფსიქოლოგიის ხელმეორე აღორძინება, რომელმაც თავის შესწავლის ს
აგნად შემეცნებითი ფსიქიკური პროესები გახადა.

ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის


განვითარებამ. კომპიუტერის მსგავსად, ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება,
კლასიფიცირდება, შეინახება და გამოიყენება. ერთი სიტყვით ხდება ინფორმაციის გადამუშავება
. გამომთვლელ მანქანებთან ანალოგია ანუ „კომპიუტერული მეტაფორა“ კოგნიტურ პროცესების
შესწავლის საშუალებას იძლეოდა. მისი საშუალებით იქმნება ზუსტი გაზომვის შემცველი
ექსპერიმენტები, ფსიქოლოგია მდიდრდება ახალი ცნებებით (ფსიქოლოგიური ლექსიკონი):
ინფორმაცია, გადამუშავება, კოდირება, პროგრამა...

მოგვიანებით კოგნტურობა გასცდა შემეცნებას. კოგნიცია განსაზღვრავს ცნებას - ქცევითი


კოგნიტიზმი. შემეცნებითი სფეროს ფარგლებში წარმოიქმნება აქტივობის მამოძრავებელი
ძალები.

ანკეტები:

?ღია - ინდივიდებმა თვითონ უნდა მოახდინონ დასმულ კითხვაზე პასუხის ფორმულირება.

ღია ანკეტების უპირატესობა ისაა, რომ ისინი უფრო მდიდარი და სრული ინფორმაციის
მიღების საშუალებას იძლევა.

მათი მინუსი კი ისაა, რომ პასუხების სხვადასხვაობის გამო, დამუშავება რთულდება. გარდა ა
მისა, სხვადასხვა რესპოდენტი სხვადასხვა სიდიდის პასუხებს წერს, ზოგ რამეს არც კი წერენ,
რადგან ფიქრობენ, რომ ეს თავისთავად ასეა. ეს კი ასე არაა ხოლმე. ამიტომ ღია ანკეტები
ნაკლებად სანდოა.

?დახურული - მათ უნდა აირჩიონ შეთავაზებული პასუხიდან ერთ-ერთი.

დახურული ანკეტების უპირატესობა ისაა, რომ დამუშავება მარტივია და პასუხებიც ზუსტია,

მაგრამ მათი საშუალებით მიღებული პასუხები წინასწარ შეზღუდულია.

ამიტომ იდეალრი ვარიანტი კომბინირებული ანკეტაა, სადაც ღია შეკითხვები ცოტაა,


დახურული კი ბევრი, თან თითოეულ დახურულ კითხვას თან ახლავს თავისუფალი ადგილი
დაამატებით თავისუფალი კომენტარისთვის.

თვითდაკვირვება:

?უშუალო თვითდაკვირვება - როდესაც მკვლევარი უშუალოდ აკვირდება საკუთარ გრძნობებს,


აზრებსა და განცდებს.

?გაშუალებული თვითდაკვირვება - როდესაც ფსიქოლოგი სხვა ადამიანის ინტროსპექციის შ


ედეგს აანალიზებს (დღიურები, ავტობიოგრაფიები, მოგონებები).
21 . ერიკ-ერიქსონი

ერიკ-ერიკსონი რვა კრიზისს და შესაბამისად რვს ფსიქოსოციალურ სტადიას გამოჰყოფს, ყოველ


სტადიაზე ჩნდება კონფლიქტი ინდივიდში ამ მომენტისთვის ჩამოყალიბებულ მესა და ახალ
სოციალურ და პიროვნულ მოტხოვნილებებს შორის. კრიზისი აუცილებლად წარმოიქმნება,
რადგან სოციალური და ფიზიკური გარემო ყველა სტადიაზე ახალი ამოცანის წინაშე აყენებს
ადამიანს; ხდება დადებით ან უარყოფითი თვისებების ფორმირება, ეს დამოკიდებულია იმაზე,
თუ რამდენად წარმატებულად დაძლია ინდივიდმა კრიზისი.

1. პირველი სტადია: 1 წლამდე, კრიზისი დაკავშირებულია მომვლელი პირის მიერ ბავშვის


მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ვითარდება ბაზისური ნდობა/უნდობლობა
გარემოსადმი.

2. მეორე: 1-3, კრიზისი - ტუალეტთან მიჩვევა და ჰიგიენა. როგორ იქცევა მშობელი -


დახმარება ან მკაცრი კონტროლი, ყალიბდება - ავტონომიურობა (თვითმყოფადობა)/სირცხვილი
(დაურწმუნებლობა).

3. მესამე: 3-6, კრიზისი - სოციალური პრობლემები, ბავშვი ითავისებს საზოგადოებაში


მიღებულ ნორმებს. ყაიბდება - ინიციატივა/დანაშაულის განცდა.

4. მეოთხე: 6-12, სერიოზული საქმის კეთების (მაგ.: სწავლის) უნარი, ყალიბდება-


შრომისმოყვარეობა/არასრულყოფილება.

5. მეხუთე: მოზრდილობა, კრიზისი - თანატოლებტან ურთიერთობა, პროფესიის და


ცხოვრების გზის არჩევა. ყალიბდება - თვითიდენტურობა/აღრეული იდენტურობა.

6. მეექვსე: ახალგაზრდობა, კრიზისი - საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, ყალიბდება-


ავტონომიურობა/იზოლაცია.

7. მეშვიდე: საშუალო ასაკი, შეინარჩუნოს და განავითაროს აქტიურობა და


შემოქმედობითობა. ყალიბდება - პროდუქტიულობა/სტაგნაცია.

8. მერვე: ხანდაზმულობა, ცხოვრების შეჯამება, არ აშინებს სიკვდილი, რადგან ხედავს


შთამომავლობას, ყალიბდება - ინტეგრირებულობა/სასოწარკვეთილება.

1. ნდობა უნდობლიბის წინააღმდეგ 1.5-2

2. ავტონომია ეჭვის წინაარმდეგ 3 წალმდე

3. ინიციატივა დანაშაულის წინააღმდეგ 6 წლამდე

4. კომპეტენტურობა არასრულფასოვნების წინააღმდეგ 6-პუბერტატი

5. ეგო-იდენტურობა როლების აღრევის წინაარმდეგ -მოზარდობა

6. ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ -ახალგაზრდობა


7. ქმნადობა უძრაობის წინააღმდეგ - საშუალო ასაკი

8. მთლიანობა სასოწარკვეთის წინააღმდეგ- ხანდაზმულობა.

ერიქსონი ფსიქოანალიზური სკოლის წარმომადგენელია მაგრამ ფროიდისგან განხვავებით


ამტკიცებს, რომ პიროვნების ქმნადობის პროცესი არ მთავრდება გარდამავალ ასაკში, არამედ
გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

22. ჰიპნოზი

ცშმ-ს სპეციფიკური მდგომარეობაა. იგი ხასიათდება ცნობიერების მოცულობის შევიწროებით


და ჩაგონებით. ძირითადად სამკურნალო მიზნით გამოიყენება. ძველ საბერძნეთში
მკურნალობის ღმერთის ასკლეპიუსის ტაძრებში იყო ოთხი „აბატონი“, სადაც ხელოვნურად
გამოწვეული ძილის ე.წ ინკუბაციის იგივე ჰიპნოზის მეშვეობით მიდიოდა მკურნალობა.
ჰიპნოზის მეცნიერული შესწავლა იწყება მე18 საუკუნიდან. ხშირად მას ძილთან აიგივებენ,
ძილის ღმერთს ბერძნულ მითოლოგიაში ჰიპნოსი ერქვა. იგი ღრმა რელაქსაციას იწვევს,
გარეგნულად შეიძლება ძილის მდგომარეობას ჰგავდეს მაგრამ სხეული მაინც აქტიურია.

იგი ხასიათდება:

• ცნობიერების მოცულობის შემცირებით

• ჩაგონების (შთაგონება) შინაარსზე ფოკუსირებით

• კონტროლისა და თვითცნობიერის ფუნქციების შეცვლით.

იგი აღმოცენდება:

• აუტოჰიპნოზით - მიზანდასახული თვითჩაგონებით

• ჰიპნოტიზაციით - ჰიპნოტიზიორის ქმედებებით. ამ დროს არავერბალური ტექნიკით


ხდება სიტყვიერი მითითებების შესრულება, რაც აძლიერებს ან ასუსტებს მოტორულ
გამღიზიანებელზე ფიქსაციას. ადამიანი ტრანსის მდგომარეობაში გადადის და მეტ-ნაკლებად
ემორჩილება ჰიპნოტიზიორს. შეიძლება ისეთი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური
რეაქციების აღმოცენება რომელიც შეუძლებელი და არადამახასიათებელია პაციენტისთვის
(ჩვეულებრივ ცივი მონეტის დადებისას ვინმემ რომ თქვას ხელს დაიწვავო გაგეცინება,მაგრამ
ჰიპნოზში ეს მონეტა მართლა დაგწვავს). სწორედ ამიტომ გამოიყენება ჰიპნოზი სამკურნალოდ:
ქირურგიაში ტკივილგამაყუჩებლად, მეანგინეკოლოგიაში დამწვრობისას და სხვა.

ჰიპნოზისას იცვლება:

• აღქმა (ვითარების და ფაქტების ჰალუცინაციური აღქმა)

• მეხსიერება (ვითარებების ან ფაქტების დავიწყება)


• აზროვნება (ლოგიკის დარღვევა, რაციონალური პოტენციალის სტიმულირება)

• პიროვნება (მოტივების ემოციების დამოკიდებულების შეცვლა)

ამიტომ ჰიპნოთერაპია ფსიქოთერაპიის უძველესი და დამოუკიდებელი ფორმაა.

5-10%-ს ახასიათებს არაჰიპნობილურობა. ამდენივე რაოდენობაში ჰიპნოზის შეყვანა საკმაოდ


ადვილია - ჰიპნობილური. არ დასტურდება დამოკიდებულება მინდობლობასა და
ჰიპნობილობას, ასევე ჰიპნობილობასა კომფორმულობას შორის. ჩაგონების კარგი მაჩვენებელი
აქვს მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანს.

პოსტჰიპნოზური ამნეზია - ადამიანს ავიწყდება ის რაც მოხდა ჰიპნოზში თუ იგი ამ მითითებას


ირებს ჰიპნოტიზიორისგან. უმეტესობას რაღაც მაინც ახსოვს, არიან ისეთებიც ვისაც საერთოდ
არაფერი ავიწყდებათ (არაა დაკავშირებული ინდივიდის მეხსიერებასთან).

ასაკობრივი რეგრესია - მეხსიერების გამოცოცხლება, ჩაგონების შედეგად ინდივიდები თავიდან


განიცდიან სრულიად მივიწყებულ ეპიზოდებს ცხოვრებიდან. ხდება იმ ენის აღდგენაც
რომელსაც ადამიანი ფლობდა ბავშვობაში. აშშ-ში დაბადებული იაპონელი, რომელსაც
იაპონური საერთოდ არ ახსოვდა ჰიპნოზის შემდეგ იაპონურად ამეტყველდა.

პოსტჰიპნოზური რეაქციები - ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგაც ასრულებს მითითებებს ისე


რომ მათი დავალების შესახებ არაფერი ახსოვს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ადამიანი
თანახმაა უარი თქვას საღ აზრზე, შეუძლებელია ჰიპნოზის შედეგად მიაღწიო იმას რაც
ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნულ ბუნებას (რასაც იგი არავითარ შემთხვევაში არ
გააკეთებდა).

23. კორელაციური კვლევა

ეს არის კავშირი ანკეტირებას, ტესტირებას ან დაკვირვებას შორის. როცა ვამჩნევთ რომ


ადამიანის რომელიმე ნიშან-თვისება ან ქცევა თანხვედრაშია სხვა ნიშან-თვისებასთან ან
ქცევასთან, ვამბობთ, რომ ისინი ერთმანეთთან იმყოფება კორელაციაში.

ცვლადებს შორის არსებული ურთიერთკავშირების გარკვევაზე მიმართულ კვლევას


კორელაციური კვლევა ეწოდება.

• კვლევა იწყება გარკვეული ცვლადების გაზომვით, მაგ: აგრესიულობის მაჩვენებელი


ძალადობის შინაარსის მქონე ფილმების ნახვის შემდეგ.

• ამის შემდეგ სტატისტიკური მანიპულირებით გამოითვლება სტატისტიკურობის


ინდექსი - კორელაციის კოეფიციენტი, რომელიც იცვლება +1 დან -1 მდე.
• დადებითი კორელაციის შემთხვევაში ცვლადები პირდაპირპროპორციულ
დამოკიდებულებაშია. მაგალითებია: ინტელექტის ტესტირება 7 წლის ასაკში და განმეორებითი
ტესტირება 18 წლის ასაკში არის ძალიან მაღალი +0.7; ერთკვერცხუჯრუდოვანი ტყუპების
ექსტრავერსია-ინტეოვერსია +0.6; სწავლის უნარიანობის მაჩვენებელი სკოლასა და კოლეჯში
+0.4; აგრესიული ქცევა და ტელევიზორში ნანახი ძალადობის ფაქტები +0.3.

• უარყოფითისას - უკუპოროპორციულში. მაგალითებია: თვითშეფასებასა და დეპრესიას


შორის; შიზოფრენიის რისკსა და ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის;
სტრესის სიძლიერესა და ინტელექტუალურ პროდუქტიულობას შორის.

• 0-თან ახლო მნიშვნელობა ნიშნავს, რომ კორელაცია არ არსებობს.

რაც უფრო მეტია კორელაციის კოეფიციენტი, მით მეტია კავშირი ცვლადებს შორის.
განვიხილოთ მაგალითი: სტუდენტის მიერ მეცადინეობაზე დასწრების რაოდენობა და
სემესტრულ ნიშნებს შორის დადებითი კორელაცია +0.4-ია, ხოლო გაცდენებსა და ქულას შორის
-0.4. ამ შემთხვევაში კავშირის სიმტკიცე იგივეა, მაგრამ +/- დამოკიდებულია იმაზე, თუ რას
ვითვლით.

0,60-ს ზემოთ ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად - ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბავშვს
დიდ ასაკშიც შენარჩუნებული ექნება ინტელექტი.

პრაქტიკული თეორიული მნშვნელობები არის 0.20-0.60, როცა შეგვიძლია გამოვთქვათ


პროგნოზები - ანუ მშობელალს შეგვიძლია ვურჩიოთ ბავშვი მოარიდოს ტელევიზორში
ძალადობის ფაქტების ყურებას.

• მაგრამ კორელაცია სულ არ ნიშნავს რომ მაგ: მოძალადე ადამიანები სულ უყურებენ
ძალადობის სცენებს და ამიტომ არიან ასეთები, შეიძლება პირიქითაც იყოს ადამიანი რომელიც
მოძალადეა უყურებდეს ძალადობრივი შინაარსის მქონე ფილმებს.

ან შესაძლოა დაბალი თვითშეფასება მართლაც იწვევდეს დეპრესიას, მაგრამ ასევე


შესაძლებელია რომ დეპრესიის გამი ჰქონდეს ადამიანს დაბალი თვითშეფასება.

ან შესაძლოა ადამიანში ცვლილებებს იწვევდეს სულ სხვა „მესამე ფაქტორი“, რომელიც არის
მემკვიდრეობა ან ტვინის ქიმიური შედგენილობა. შეიძლება ერთი გარემოება იწვევდეს მეორეს,
და მეორე პირველს, მაგრამ არაა გამორიცხული რომ არსებობდეს მესამე ფაქტორი რომელიც
იწვევს ამ ორივესთან დამოკიდებულების გაზრდას ან შემცირებას. ცდომილობა უფრო
მოსალოდნელია, როცა საქმე გვაქვს დიდ პოპულაციასთან, უფრო სანდოა ინდივიდუალური
დაკვირვებისას.

კავშირები ყოველთვის თვალსაჩინო არაა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ რომელი გაჩნდა


ადრე მიზეზი თუ შედეგი, ასეთი მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების გამოვლენა
გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორელაციაზე და გავიგოთ რომელი ფაქტორი არის
დამოკიდებული მეორეზე, ანუ რომელი არის მიზეზი და რომელი შედეგი. მაგრამ უნდა
გვახსოვდეს, რომ კორელაცია არ ამტკიცებს მიზეზობრივი კავშირების არსებობას. ამის
დადგენაში გვეხმარება ექსპერიმენტული კვლევა.

24. მეტაფიზიკური ფსიქოლოგია

1. ადამიანები ფიქრობდნენ რომ მათში არსებობს მეორე არსება, რომელიც გრძნობს იგივეს
რასაც ინდივიდი. მას სულს ან აჩრდილს, სხეულიდან გამოსვლის უნარი ჰქონდა და სიზმარში
ცხოვრობდა საკუთარი ცხოვრებით. უკანასკნელი ამოსუნთქვისას იგი სტოვებს სხეულს. ძველ
ცივილიზაციებში მოიგონეს ღმერთები და ქალღმერთები: ის რაც სულიერ სამყაროდ იწოდება
დამოკიდებული იყო ღმერთების ხასიათსა და მათ შორის პაექრობაზე. თუ ადამიანს სურდა
კეთილდღეობის შენარჩუნება უნდა დამორჩილებოდა ღმერთებს.

2. სულერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიურ წარმოდგენებში მოექცა. პირველი


ფსიქოლოგიური ნაშორი „სულის შესახებ“ ეკუთვნის არისტოტელეს, იგი თავისი მასწავლებლის
შეხედულებებს გვიზიარებს, პლატონი: ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს იდეათა უხილავი
სამყარო, სული მას მიეკუთვნება და მარადიული არსებობით ხასითდება. არისტოტელე: სული
ის არსია რაც სხეულს ცოცხალს ხდის და ისინი ცალ-ცალკე ვერ იარსებებენ. ,,თვალი რომ
ცოცხალი არსება ყოფილიყო, მხედველობა მისი სული იქნებოდა.'' ყველაფერი რაც ადამიანის
ირგვლივ ხდება მისი სულის მოქმედების გამოვლენაა.

სიცოცხლის ორგანიზაციის სამი დონის შესაბამისი სამი ფორმა:

• მეცნიერული სული (კვება, ზრდა, გამრავლება),

• ცხოველური (შეგრძნებებს მართავს)

• ადამიანური (აქვს აზროვნების უნარი).

ბერძენი ფილოსოფოსები აღწერენ ფსიქიკურ პროცესებს, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი


სინამდვილის გადაღმა არსებული მეტაფიზიკური არსის - სულის გამოვლენაა. ფსიქოლოგიის
ამოცანაა სულის გაგება, მისი განვითარება- მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპია.

25. სხვათა დაკვირვება

• ხვათადაკვირვება

• გაშუალებული ფორმა - გამოიყენება მოქმედების პროდუქტის შესწავლის მეთოდი.


ვლინდება ქცევის თავისებურებები, რომლის შედეგსაც ხდება შემოქმედება და შრომა (მაგ:
სულით ავადმყოფზე დაკვირვება მისი ნახატების შესწავლით).
• უშუალო დაკვირვება - აკვირდება პირადად და პირდაპირ.

უშუალო დაკვირვება შეიძლება მიმდინარეობდეს

• წინასწარგანსაზღვრული პროგრამის გარეშე, რაც თავისუფალი დაკვირვებაა.

• სტანდარტიზირებული დაკვირვების შემთხვევაში კი, პირიქით, მკაცრად არის


განსაზღვრული რას და როგორ უნდა დავაკვირდეთ.

სხვათა დაკვირვების ორივე სახე შეიძლება იყოს:

• ჩართული - მკვლევარი ჩართულია იმ პროცესში რომელსაც შეისწავლის. ხშირად


გამოიყენება, ასაკოვნებში, პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში. მკვლევარი შესწავლის
მონაწილეა (მაგ: ადამიანის კომუნიკაციური უნარების კვლევაში თავად ჩაერთოს).

• გარეგანი - მკვლევარი არ მონაწილეობს პროცესში. სასარგებლოა როცა მკვლევარს არ


შეუძლია ჩართული დაკვირვებისას მისეული აღქმის დამალვა, ამიტომ შეიძლება აზრის გაგება
დამახინჯდეს.

26.

უძილობა: ბევრს აწუხებს. არის მედიკამენტური და ქცევითი (მკურნალობის მეთოდები: ძილის


წინ არ ჭამა, რეგულარული ვარჯიში მაგრამ არა გვიან, დაწვეს და ადგეს ერთსა და იმავე დროს)

აპნოე - ძილის მოშლის სახე, როცა ძილის დროს სუნთქვა ჩერდება (ხშირად აწუხებთ
ჭარბწონიანებს, ამ დროს ეღვიძებათ და შემდეგ აგრძელებენ ძილს). აპნოე რამდენჯერმე
მეორდება და საბოლოოდ ადამიანი გამოუძინებელი რჩება.

ნარკოლეფსია - სწრაფი ძილის საფეხურზე ადამიანს დღისით ერევა ძილი და ვინაიდან ამ დროს
კუნთების პარალიზდება იგი ვერ მართავს მოძრაობებს, შეიძლება იქვე ჩაიკეცოს (იშვიათია
მაგრამ საკმაოდ საზიანო).

You might also like