You are on page 1of 95

1.

გეშტალტფსიქოლოგიის ისტორია

გეშტალტთერაპია, როგორც ფსიქოლოგიური მიმართულება, XX საუკუნის II ნახევარში


ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა ფსიქოლოგიური მიმართულებებისაგან.
მასში თავმოყრილია აღმოსავლური სიბრძნე და დასავლური ფსიქოლოგიური ცოდნა, ის
ლაკონურია და ამავდროულად ეფექტური. გეშტალტ თერაპიის მთავარი უპირატესობა ისაა,
რომ დღესდღეისობით, როდესაც ყოველი წუთი განსაზღვრული და ლიმიტირებულია
ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით ის არ მოითხოვს დიდ დროს. გეშტალტთერაპიით
მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ განკურნების არამედ პიროვნული განვითარების და
ზრდის პროცესისკენ, თავისთავადობის, მთლიანობის მისაღწევად.

გეშტალტთერაპია დაარსდა ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის სოციალურ, კულტურულ


კონტექსტში.  ფედერიკ (ფრიც) პერლზის (1893-1970) ინტუიციამ მის მეუღლესთან, ლაურა
პერლზთან (1905-1990) ერთად სათავე მისცა თერაპიის ამ ფორმის წარმოშობას. ისინი,
ორივენი ფსიქოანალიზისა და გეშტალტ-ფსიქოლოგიაში სათნადოდ მომზადებული
გერმანელი ებრაელები იყვნენ,  ისინი ერთად გაექცნენ ფაშიზმს1933 წელს, პირველად
ამსტერდამში, შემდეგ  სამხრეთ აფრიკაში და საბოლოოდ კი  ამერიკის შეერთებულ
შტატებში, სადაც მათი თეორიული და პრაქტიკული გამჭრიახობა  კიდევ უფრო განვითარდა
ამერიკელი ინტელექტუალების ჯგუფის მიერ, რომელთაც ასევე ღრმა ცოდნა ჰქონდათ
ფსიქოანალიზის საკითხებში. მათ შორის ყველაზე გამოჩენილები  იყვნენ პოლ გუდმენი,
ისადორ ფრომი, პოლ ვეისი, ლოტე ვეისი, ელიოტ შაპირო, ელისონ მონტეკი და სილვესტერ
ისტმენი. ფსიქოთერაპიის ამ ახალი სკოლის თეორიული საფუძველი, რომელსაც თავიდან
ეწოდა „კონცენტრაციის თერაპია“ თავდაპირველად გაჩნდა როგორც მოძრაობის (drive theory)
თეორიის შესწორებული ვერსია. ფრიც და ლაურა პერლზის ახალი მიდგომა, რომელიც
სტიმულირებული იყო პოლ გუდმანის (1911-1972) სოციალური ფილოსოფიით ნიუ იორკში,
შემდგომში განვითარდა, როგორც გეშტალტთერაპია. 
გეშტალტთერაპიის დაბადების თარიღად ითვლება 1951 წელი, როდესაც გამოიცა პერლზის,
ჰეფერლინის და გუდმანის წიგნი “Gestalt Therapy. Excitement and Growth in the Human
Personality”. გეშტალტთერაპია დაფუძნებულია ჰოლისტიკურ ვარაუდზე, რომ ადამიანი
ასახავს მისი სხეულის, მენტალური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების
განუყოფელ ერთიანობას და თითოეული ადამიანის მჭიდრო კავშირს მის
ინტერპერსონალურ და ეკოლოგიურ გარემოსთან. გეშტალტთერაპიაში ინტეგრირებულია
ფსიქოანალიზი (Freud, Reich, Rank), გეშტალტის თეორია და ველის თეორია ( Wertheimer, von
Ehrenfels, Koffka, Lewin, Zeigarnik, Goldstein and Gelb), ჰოლისტიკა (Smuts), ფილოსოფია (Tillich,
Friedlaender, Buber), ფენომენოლოგია და ფსიქოდრამა (Moreno).

გეშტალტ თერაპიის მიზანია ადამიანმა ენერგია საკუთარ თავს, გარე რეალობასთან კონტაქტს
და მასთან ინტეგრირებას, პიროვნულ ზრდას მოახმაროს. სიტყვა “გეშტალტი” გერმანული
სიტყვაა და მთელს ნიშნავს. ასევე ფორმის, ინტეგრაციის და კონფიგურაციის აზრითაც
იხმარება. გეშტალტ თერაპიაში ამ ტერმინს პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობა ენიჭება.
მიუხედავად თავის ორიგინალურობისა, მის ჩამოყალიბებაში მრავალმა მიმდინარეობამ
იქონია ზეგავლენა. მათ შორისაა ეგზისტენციალიზმი, ფსიქოანალიზი, წინააღმდეგობის
თეორია-ვილჰელმ რაიხის შეხედულება, ასევე გეშტალტ ფსიქოლოგიამ- პიროვნების
მთლიანობის და ფიგურა-ფონის იდეამ. მნიშვნელოვანია მასზე ბუდიზმის გავლენაც.
ადამიანის და სამყაროს ჰარმონიზაციის იდეა ძველი ინდო-ჩინური მოძღვრებიდან
მომდინარეობს. გეშტალტ თერაპიამ შეძლო თავის თავში ამდენი განსხვავებული
მიმართულების გავლენის შემდეგ მკაფიო ინდივიდუალობა შეენარჩუნებინა და ერთ
სისტემად ჩამოყალიბებულიყო.

გეშტალტთერაპიის ყურადღების ცენტრშია პიროვნების, ადამიანურ და ეკოლოგიურ


გარემოსთან კონტაქტის პროცესი და ამ პროცესების გაცნობიერება. გეშტალტთერაპია
ვარაუდობს, რომ ფსიქოლოგიური დარღვევების  საწყისია ის საჭიროებები, მოთხოვნილები,
სურვილები, ემოციები და გონებრივი ფიქსაციები,  რომელიც არ არის გაცნობიერებული და
რომელთა წინა პლანზე გადმოტანა, როგორც საკონტაქტო სამიზნის,  არ მომხდარა. 

გეშტალტთერაპია არის ემპირიული, ექსპერიმენტული და ეგზისტენციალური


ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა და ნებისმიერი რაოდენობის ჩარევა, გამომდინარე
ზემოაღნიშნული პრინციპებიდან  შეესაბამება ჩვენ თეორიას. თერაპიული ექსპერიმენტი
მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან ის უნიკალური გზაა, რომლითაც პიროვნება
აყალიბებს საკუთარ ექსპერიმენტს თერაპიულ კონტექსტში, აძლევს თერაპევტს საშუალებას,
რომ გააკეთოს დასკვნა პიროვნების კონტაქტებისა და აღქმის ფუნქციების დარღვევების
შესახებ. თერაპიული ჩარევის სტილი ფოკუსირებულია პაციენტის უნარზე რომ მიიღოს და
გამოვიდეს კონტაქტიდან. თერაპევტის მიერ გამოყენებული ტექნიკა ვარირებს თერაპევტის
და პაციენტის თვისებების  მიხედვით. ჩვენ ვმუშაობთ ინტერვენციების მდიდარი
პალიტრით, მათ შორისაა „მოქმედება“, დიალოგი, როლური თამაშები, ექსპერიმენტები
სხეული ენით და პანტომიმით. ექსპერიმენტები სალაპარაკო ენით და ხმით, და სხვადასხვა
არტ–თერაპიის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, კრეატიული წერა ან
ქანდაკება. 
ზოგადად რომ ვთქვათ, გეშტალტთერაპია ამერიკის შეერთებული შტატებში განვითარდა
დასავლეთ სანაპიროს სტილით (ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაზე ორიენტირებული) და
აღმოსავლეთ სანაპიროს სტილით (კლიენტზე ორიენტირებული). ჯგუფის დინამიკური
მოძრაობის გავლენით შეიცვალა გეშტალტთერაპიის ადრეული ფორმა, როგორც
ინდივიდუალური თერაპიის მეთოდი ან ინდივიდუალური თერაპია ჯგუფში.
გეშტალტთერაპია ევროპაში 1960 წელს, ამერიკელი „პიონერების“ და გეშტალტთერაპიის
სტუდენტების საშუალებით დაბრუნდა. როგორც ფსიქოთერაპიის მეთოდი ის გამოიყენება
ინდივიდების, წყვილების, ოჯახების, ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის. ის ასევე
ეფექტურად გამოიყენება სუპერვიზიისთვის, ორგანიზაციული განვითარებისთვის და
განათლების სფეროში.
ადამიანი თვითონ ახდენს ფსიქოლოგიური ბარიერების შექმნას გაუცნობიერებლად რაც მის
გარე სამყაროსთან გაუცხოვებას და უკონტაქტობას იწვევს. ის იზოლაციაშია მოქცეული და
მისთვის გაუგებარი, უინტერესოა და უმნიშვნელო ის რაც სასიცოცხლო სტიმულის მიმცემი
იქნებოდა. გეშტალტ თერაპიის მსოფლმხედველობის მიხედვით თუ პიროვნების “მე”
დაშლილი, დაკარგული და არაინტეგრირებულია, ასეთი ადამიანისთვის სამყარო კარგავს
მომხიბვლელობას, ხოლო “მე”-ს მთლიანობა ბადებს სიცოცხლის საზრისს და მუდმივ
ინტერესს სამყაროს შეცნობის.

პერლსს ნაკლებად აინტერესებდა თეორიული შეხედულებები. მისი მთავარი მიზანი


ადამიანის არსებობის უშუალო წვდომა და მოქმედების გამოცდილების შესწავლაა, ამიტომ
ადამიანის ქცევის შესასწავლად ის სვამს კითხვას როგორ და არა რატომ, რითაც ხაზს უსვამს
ადამიანის თავისუფლების ხარისხს. პიროვნებას, საკუთარ პოტენციალზე დაყრდნობით
შეუძლია ცვლილების შეტანა რეალობაში. ვერტჰაიმერის ფორმულირება, რომელსაც
გეშტალტ თერაპიაც იზიარებს ასეთია: ,, არსებობს მთელი, რომლის ქცევა არ განისაზღვრება
ცალკეული ელემენტებით, ასეთი მთელის ნაწილში მიმდინარე პროცესები თავადაა
განსაზღვრული მთელის შინაგანი ბუნებით. ადამიანი ერთიანი ორგანიზმია და ის
ყოველთვის ფუნქციონირებს, როგორც მთელი. არ არსებობს მე, რომელსაც აქვს სული,
სხეული და გონება. ამის სანაცვლოდ არსებობს მე, ორგანიზებული მთელი. ჯანმრთელი
ორგანიზმი არის არსება, რომელიც გრძნობს, აზროვნებს, მოქმედებს. ემოციებს
აზროვნებითი, მოქმედებითი, ფიზოლოგიური, გრძნობითი ასპექტები გააჩნია. მენტალური
აქტივობა მთლიანი პიროვნების აქტივობაა, რომელიც ენერგეტიკის უფრო დაბალ დონეზე
მიმდინარეობს, ვიდრე ეგრეთ წოდებული ფიზიკური აქტივობა. ადამიანის ქცევის
მენტალური და ფიზიკური მხარეები არ წარმოადგენს ურთიერთდამოუკიდებელ
მოცემულობას, რომელსაც შეუძლია არსებობა ერთმანეთისგან ან ადამიანისგან მოწყვეტით”.
ფსიქოთერაპევტის და პაციენტის ურთიერთობაში, ადამიანის ცნობიერების და აღქმის
დარღვევები, „აქ და ამჟამად“ კონტაქტის საშუალებით, მოქმედებით და გამოცდილების
ინტეგრაციით ახდენს მის აღმოაჩენას და დამუშავებას.  თერაპიული ურთიერთობა
დიალოგის პროცესია. პაციენტის საკუთარი  გამოცდილება (მაგალითად, ბლოკირება,
ფიქსაცია, ბრმა ლაქები და ინდივიდის გახლეჩლი ასპექტები/ blocks, fixations, blind spots and
split-off aspects of the personality), ამოდის ცნობიერში თერაპევტის მყისიერი რეაქციის
დახმარებით. ეს  ერთობლივი ძალისხმევაა და თერაპევტიც და პაციენტიც ჩართულია
სამუშაო პროცესში, ემოციურ რეზონანსში, და ეს შეხვედრა არის აწმყოზე ორიენტირებული.
გეშტალტთერაპიის „აქ და ამჟამად“ პრინციპი, ხაზს უსვამს ჩვენი ფსიქოთერაპიული ჩარევის
ფენომენოლოგიურ ორიენტაციას. წარსულის ურთიერთობების ბლოკები  ამოდის აწმყოში,
თერაპიულ ურთიერთობაში „აქ და ამჟამად“ და მიზნად ისახავს წარსულში წარუმატებელი
ურთიერთობების მართვას. ამიტომ, „აქ და ამჟამად“ პრინციპი არის ეფექტი რომელიც
ფოკუსირებულია აწყმოსა და მომავალს შორის გადასვლაზე.

ფსიქოთერაპიაში სიახლეა ადამიანის ფრუსტრაციის(დამთრგუნველი დაძაბულობა,


მღელვარება, სასოწარკვეთის მდგომარეობა) პოზიტიური როლი პიროვნული ზრდის
პროცესში. ზომიერი ფრუსტრაცია ახდენს პიროვნების მობილიზაციას, საკუთარი
პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო განწყობის შექმნას. ეს ჯანსაღი ორგანიზმისთვის
ბუნებრივი პროცესია. გეშტალტ თერაპიაში პიროვნული ზრდის შედეგი “ მომწიფებად”
მოიხსენიება. სიმწიფის მიღწევა რთული და პრობლემებით დახუნძლული გზის გავლას
გულისხმობს. სიმწიფის დონის მისაღწევად ბავშვს ოთხი საფეხურის გავლა უწევს:

1. “კლიშე”-ს დონე, -ინდივიდი იქცევა, როგორც მიღებულია, გარკვეულ, მკაცრ ჩარჩოებშია


მოქცეული. მას არ ესმის კარგი და ცუდი, სასარგებლო და საზიანო. მის ქცევის ნორმებს
გარშემომყოფნი განსაზღვრავენ, ისიც ბრმად იმეორებს.

2. ხელოვნური დონე, ამ დონეზე მდგომ ადამიანებში დომინირებს გარკვეული როლები და


მათზე აგებული თამაშები. ამ ფენომენისთვის დამახასიათებელია ისეთი ნიშან- თვისებების
გადმოღებარაც საზოგადოებაში მომგებიანია და პრესტიჟულად ითვლება.

3. ჩიხის დონე, ფსიქოთერაპიაა, გეშტალტ თერაპიის სეანსი,რომელიც “ჩიხის” დონეზე


მიმდინარეობს. აქ მოხვედრა გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. პიროვნება ემოციურ
კრიზისს განიცდის რაც მისი პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი გადასალახი
რუბიკონია. ამ ვითარებაში გარე დახმარება აღარაა, ხოლო საკუთარი რესურსები და
შესაძლებლობები ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი.

4. “შინაგანი აფეთქება” ან “სიკვდილი”, -ეს ეტაპი მას შემდეგ დგება, როდესაც პიროვნება
სწავლობს ცხოვრებისეული “ჩიხიდან” გამოსვლის სტრატეგიას და ეხმარება საკუთარ თავს.
ამ ეტაპზე ხდება საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასება, ანუ პიროვნება “წარმოადგენს
იმას რაც რეალურად არის”. ცხოვრებაში ორივე სახის არაადეკვატურობა- გადაფასება და
დაუფასებლობა სპეციფიკურ პრობლემებს აჩენს რაც ნერვოტულ კომფლიქტებში
გამოიხატება. ამ დონის მიღწევით ადამიანი ახდენს თავის უნიკალური ბუნების წარმოჩენას.

პირველი სამი ნერვოტული ქცევის დონეებია, ხოლო უკანასკნელი რეალური “მე”-ს მიღწევას
გულისხმობს, საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას, ანუ “ყოფას იმად რაც რეალურად ხარ”.

პიროვნების დარღვევები. დაცვითი ფუნქციები

პიროვნული განვითარების საწინააღმდეგო პროცესიც არსებობს, რაც სტაგნაცია-რეგრესში


გამოიხატება. ამ პროცესს ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები და მექანიზმები.
გეშტალტ თერაპიაში გარემოსთან კონტაქტის არიდების ხუთ სახეს გამოყოფენ:

1. ინტროექცია, -ინტროექცირებული ადამიანი არაკრიტიკულია გარემოსა და საკუთარი


თავის მიმართ. პასიურად იღებს ყველაფერს, რასაც გარემო სთავაზობს. თავის სურვილებისა
და მოთხოვნების გაუცნობიერებლად. ამას განაპირობებს კეთილგანწყობილი გარემო, სადაც
მასზე ზრუნავენ, ამიტომ ინდივიდი არ არჩევს თუ ვისია ეს სურვილები, მოთხოვნილებები
გარემოსი თუ საკუთარი. გარემოს მტრულად შეცვლის შემთხვევაში იგი თავის ენერგიას
სიამოვნების მიღებაზე მიმართავს.

2. პროექცია, - პროექციის დროს ადამიანი უარს ამბობს საკუთარ, მაგრამ მისთვის მიუღებელ
ნიშან-თვისებებზე და მათ გარე რეალობას მიაწერს. უჭირს იმ პრობლემების გადაჭრა,
რომლებიც პროექცირებულ შინაარსებთანაა დაკავშირებული. ამის გამო კონფლიქტში შედის
გარე რეალობასთან და ვერ ხვდება, რომ თვითონაა ამ კონფლიქტის ინსპირატორი.
პროექციის ქცევის მქონე ადამიანებს საკუთარი პრობლემების გარე სამყაროზე გადაბრალება
ახასიათებთ.

3. რეტროფლექსია, -რეტროფლექციის დროს ადამიანი უარს ამბობს გარე რეალობასთან


კონტაქტში შესვლაზე. მისთვის გარე რეალობა უსიამოვნების წყაროა. იგი უგულებელყოფს
გარე სამყაროს და საკუთარ თავს თვითკმარ არსებად მიიჩნევს. მთელ ენერგიას საკუთარ
თავთან ურთიერთობას ახმარს და ამიტომ ვერ ახერხებს გარე რეალობის შეცვლას და იქ
საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

4. დეფლექსია, - დეფლექციის დროს ადამიანს უჭირს მნიშვნელოვან ობიექტზე ფოკუსირება.


მას გარემოსთან შემთხვევითი არამიზანმიმართული მიმართება აქვს, რის გამოც
მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ფრუსტრირებული და დაუკმაყოფილებულია.

5. კონფლუენცია,- ადამიანი შერწყმულია გარე რეალობასთან. გარემოში სხვებთან ერთად


საერთო დინებაშია მოქცეული. არ ირჩევს საკუთარი გეზს და მიმართულებას, სადაც ყველა
ისიც იქ მიექანება. გაუცნობიერებლად ენდობა არსებულ უმრავლესობას, ამიტომ
მოკლებულია დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალობას., საკუტარი გადაწყვეტილების
მიღების უნარს.

ორი მიზეზი როდის ჭირდებათ თერაპია:


1 როცა არ შეუძლია კონტაქტის დამყარება
2 როცა პიროვნებას არ აქვს შინაგანი „მე“ განცდა. თერაპიის მიზანია
მთლიანად იყოს ჩართული კონტაქტში და გაძლიერდეს „მე“ განცდა.

განვიტარების პრობლემები იქმნება მაშინ როცა:


1 ჩვენ ვაწესებთ საზღვრებს, ხელს ვუშლით არასასურველი ქცევის
განვიტარებას
2. გეშტალტმიდგომა
შესავალი

თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს დაბალი დონის სასიცოცხლო ენერგიით,


მართალია ის ამით ძალიან არ იტანჯება, მაგრამ ამავე დროს მან ძალიან ცოტა იცის
ჭეშმარიტი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ, ის გარდაიქმნა შიშისმომგვრელ
ავტომატად. სამყარო მას სთავაზობს უამრავ შესაძლებლობას უფრო მდიდარი და
ბედნიერი ცხოვრებისთვის, ის კი უმიზნოდ დაეხეტება, ვერ გაუგია რა სურს და
კიდევ უფრო უარესი - როგორ მიაღწიოს იმას რაც სურს. ის ვერ განიცდის აგზნებასა
და აღფრთოვანებას როცა ცხოვრებისეული თავგადასავლების გზას დაადგება.
ის როგორც ჩანს მიიჩნევს, რომ მხიარულების სიამოვნების და ზრდის დრო ეს
არის ბავშვობა და სიყმაწვილე და მზად არის უარყოს ასეთი ცხოვრება როგორც კი
„მოწიფულობას“ მიაღწევს. ის ასრულებს მთელ რიგ მოძრაობებს , მაგრამ მისი სახის
გამომეტყველება ამხელს რომ მას არ აქვს რეალური ინტერესი იმისადმი, რასაც ის
აკეთებს. ის ან მოწყენილია და ინარჩუნებს გაქვავებულ სახეს, ან ღიზიანდება, მან
თითქოს დაკარგა თავისი სპონტანურობა, დაკარგა უნარი იგრძნოს და გამოხატოს
თავი უშუალო შემოქმედებითად.
ის კარგად მოგვითხრობს თავისი სიძნლეების შესახებ, მაგრამ მათ არ შეუძლია
მათთან გამკლავება. მას თავისი ცხოვრება მიჰყავს სიტყვიერ და ინტელექტუალურ
სავარჯიშოებამდე, ის სიტყვების ზღვაში იხრჩობს თავს. ის თავად სიცოცხლეს
ცვლის მისი ფსიქიატრიული და ფსევდო-ფსიქიატრიული ახსნით. ის ხარჯავს
უამრავ დროს რათა აღადგინოს წარსული ან განსაზღვროს მომავალი. მისი
მოღვაწეობა ეს არის მოსაწყენი და მომქანცველი მოვალეობების შესრულება,
დროგამოშვებთ თავადაც კი ვერ აცნობიერებს იმას თუ რას აკეთებს.
ეს მტკიცებულებები შეიძლება უსაფუძვლოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ მოვიდა
დრო როცა აუცილებელია ვთქვათ - ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანი ბევრად
უკეთ უგებს საკუთარს თავს. ჩვენ წარმოუდგენლად ბევრი რამ გავიგეთ
ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც
ჩვენ ვინარჩუნებთ წონასწორობას ცხოვრების მუდმივად ცვალებადი პირობების
ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვერ ვისწავლეთ ის, რომ შევიცნოთ
საკუთარი თავი, გამოვიყენოთ საკუთარი ცოდნა ჩვენივე ინტერესებისთვის,
გავიფართოვოთ და გავიღრმავოთ სიცოცხლისა და ზრდის შეგრძნებები.
ადამიანის ქცევის გაგება საკუთარი შეცნობის მიზნით ეს სასიამოვნო
ინტელექტუალური თამაშია, დროის მოკვლის ერთ-ერთი ხერხია, მაგრამ ის
შეიძლება არ აღმოჩნდეს სასარგებლო ყოველდღიური საქმეებისთვის. როგორც ჩანს
ბევრი რამ ჩვენით და ჩვენდა უნებურად ნევროტული დაუკმაყოფილებლობა ჩნდება
იმის გამო, რომ ჩავყლაპეთ მთლიანად თანამედროვე ფსიქიატრიისა და
ფსიქოლოგიის ტერმინები და წარმოდგენები, ჩვენ არ დავამუშავეთ ისინი, ვერ
ავუღეთ ალღო, არ შევეცადეთ გამოგვეყენებია ჩვენი სიტყვიერი და
ინტელექტუალური ცოდნა როგორც ძალა.
ამის საპირისპიროდ ბევრი იყენებს ფსქიატრიულ წარმოდგენებს
რაციონალიზაციის სახით, როგორც ხერხს არადამაკმაყოფილებელი ქცევის
გახანგრძლივებისა. ჩვენ ვამართლებთ ახლანდელ სირთულეებს წინა
გამოცდილებით, ჩვენ დავცურავთ ჩვენს უბედურებებში. ჩვენ ვიყენებთ ცოდნას
ადამიანის შესახებ რათა მოვახდინოთ საკუთარი სოციალურ-დესტრუქციული ან
თვითდამანგრეველი ქცევის გამართლებას, ვიზრდებით რა ბავშვური
შეხედულებებით „მე არ შემიძლია ამას გავუმკლავდე, იმიტომ რომ...“ იმიტომ რომ
ბავშვობაში დედა მე უარმყოფდა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვუხერხებ ჩემს
კომპლექსებს, იმიტომ რომ მე ძალიან ინტროვერტი ვარ და სხვა.
ამ დროს კი ფსიქიატრია და ფსიქოლოგია არ იყო განკუთვნილი იმისათვის,
რომ გაემართლებინათ ნევროტული ქცევა, რომელიც უსპობს ადამიანს არსებობის
საშუალებას, განახორციელებს რა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ამ
მეცნიერებათა მიზანი მდგომარეობს არა იმაში, რომ შესთავაზოს ქცევის ახსნა,
არამედ უნდა გვეხმარებოდეს შევიძინოთ თვითშეფასება, საკუთარი
შესაძლებლობებით დაკმაყოფილება და უნარი დავეყრდნოთ საკუთარ თავს.
შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი მიზეზი ფსიქიატრიის მსგავსი დამახინჯებისა
მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ბევრი კლასიკური თეორია თავისი მომხრეების
მიერ გარდაიქმნება დოგმად მცდელობებისა ჩაატიონ ადამიანის ქცევის ყველაზე
განსხვავებული ფორმები და წვრილმანების საყვარელი თეორიის სარეცელში. ბევრი
ფსიქიატრიული სკოლა უგულებელყოფს ადამიანის ცხოვრების იმ ასპექტებს,
რომლებიც ჯიუტად არ ემორჩილებიან ახსნას მოძველებულ ტერმინებში. იმის
ნაცვლად, რომ უარყონ თეორია, რომელიც არ შეესატყვისება ფაქტებს, ან შეცვალონ
ისინი, ისინი ცდილობენ გადააკეთონ ფაქტები რათა შეესაბამებოდნენ თეორიას, ეს
არ უწყობს ხელს ადამიანური სიძნელეების არც უფრო ღრმად აღქმას, არც ამოხსნას.

გეშტალტფსიქოლოგიის საფუძვლები

ნებისმიერი გონივრული მიდგომა ფსიქოლოგიისადმი, რომელიც არ იმალება


პროფესიული ჟარგონის უკან გასაგები უნდა იყოს დაინტერესებული ინტელიგენტი
მკითხველისათვის და უნდა ეყრდნობოდეს ადამიანის ქცევის ფაქტებს. თუ ეს ასე არ
არის მაშინ ჩავთვლით რომ ამ მიდგომაში რაღაც არ არის წესრიგში. ბოლოსდაბოლოს
ფსიქოლოგიას საქმე აქვს ადამიანისათვის ფრიად საინტერესო საქმესთან: პირადად
ჩვენთან და ჩვენს ახლობლებთან.
ფსიქოლოგიის სწორი გაგება პირადად ჩვენთვისაც უნდა იყოს
თანმიმდევრული: როდესაც ვერ ვუგებთ საკუთარ თავს, ჩვენ ვერ ვხვდებით რას
ვაკეთებთ, არ ვფიქრობთ ჩვენი პრობლემის გადაჭრაზე და უარს ვამბობთ იმედზე,
რომ ვიცხოვრებთ ჩვენთვის საინტერესო ცხოვრებით. მაგრამ „საკუთარი თავის“
გაგება წარმოადგენს რაღაც უფრო დიდს, ვიდრე გონების ჩვეულებრივი მუშაობაა, ის
მოითხოვს აგრეთვე გრძნობებს და ემოციებს.
აქ წარმოდგენილი მიდგომა ეფუძვნება წინაპირობას, რომლებსაც არ შეიძლება
ვუწოდოთ არც ბუნდოვანი, არც უსაფუძვლო. პირიქით, ეს უფრო საღი აზრის
ვარაუდებია, რომელიც ადვილად დასტურდება გამოცდილებით. ფაქტიურად ისინი
საფუძვლად უდევს თანამედროვე ფსიქოლოგიის დიდ ნაწილს, თუმცა ხშირად მათ
უკეთებენ ფორმულირებას რთული ტერმინებით, რომელიც ავტორს უმაღლებს
საკუთარი შესაძლებლობების განცდას და ისინი უფრო ხშირად აბნევენ მკითხველს,
ვიდრე ემსახურებიან საქმის არსის გარკვევას. სამწუხაროდ ფსიქოლოგები,
ღებულობენ მას როგორც ცხადს და გასაგებს და გადააქვთ უკანა პლანზე, ამავე დროს
მათი თეორიები სულ უფრო შორდებიან რეალურს და დასაკვირვებელს. მაგრამ თუ
ჩვენ გამოვხატავთ ამ წინაპირობებს ნათლად და მარტივად, ჩვენ მივიღებთ
შესაძლებლობებს გამოვიყენოთ ისინი ჩვენი წარმოდგენების სარგებლიანობის და
საფუძვლიანობის საზომად, რაც საშუალებას მოგვცემს წამოვიწყოთ გამოკვლევები
სიამოვნებით და სასარგებლოდ.
პირველ წინაპირობას ჩვენ შემოვიტანთ ილუსტრაციის მეშვეობით. ჩვენ
ვიცით, რომ ის არაფრით არ არის დაკავშირებული ადამიანის ქცევის სხვა
თეორიებთან ან ამ თეორიების სხვა გამოყენებასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში ან
ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში. ეს არ ნიშნავს რომ ეს მიდგომა შედგება მთლიანად
ახალი და რევოლუციური ელემენტებისგან, მისი ელემენტების დიდი ნაწილი
შეიძლება ვიპოვოთ ამ საგნის ბევრ სხვა მიდგომაში. პირველი ძირითადი წინაპირობა
მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტები, აღქმები, ქცევა ან ფენომენები იძენენ თავიანთ
სპეციფიკას და განსაზღვრულ მნიშვნელობას თავისი სპეციფიკური ორგანიზაციის
წყალობით.
ეს წარმოდგენები თავდაპირველად მუშავდებოდა გერმანელი ფსიქოლოგების
ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობდნენ აღქმის დარგში. მათ აჩვენეს, რომ ადამიანი
აღიქვამს არა ცალკეულ ერთმანეთთან დაუკავშირებელ ელემენტებს , არამედ აღქმის
პროცესში ახდენს მის გაერთიანებას მთელად. მაგალითად ადამიანი, რომელიც
შედის ოთახში სადაც არიან სხვებიც, აღიქვამს არა ფერად მოძრავ ლაქებს, სახეებს და
სხეულს ცალ-ცალკე, არამედ ოთახს და იქ მყოფ ხალხს, რომელშიც ერთი ელემენტი
არჩეული ბევრი სხვისგან გამოყოფილია და დანარჩენები შედაგენენ ფონს.
განსაზღვრული ელემენტის არჩევა განისაზღვრება ბევრი ფაქტორით, რომლებიც
შეიძლება გაერთიანდეს ერთი ტერმინით „ინტერესი“. სანამ გრძელდება
განსაზღვრული ინტერესი მთლიანობა რჩება გააზრებულად ორგანიზებული, თუ
ინტერესი არ არსებობს აღქმა აღარ არის მთლიანი და ოთახი მრავალ დაუკავშირებელ
ობიექტად იქცევა.
განვიხილოთ ეს პრონციპი როგორ მოქმედებს მარტივ სიტუაციაში,
ვივარაუდოთ რომ ოთახი, რომელზეც ვსაუბრობთ არის სასტუმრო ოთახი.
სტუმრების დიდი ნაწილი უკვე მოვიდა დანარჩენები თანდათან იყრიან თავს.
შემოდის ქრონიკული ალკოჰოლიკი, რომელსაც დალევა სურს, მისთვის სხვა
სტუმრები და გარშემო არსებული ნივთები არ არის მნიშვნელოვანი, ეს მისთვის
ფონია, ის მიემართება ბარისკენ, ოთახის ყველა ობიექტიდან ეს წარმოადგენს მისი
ინტერესის ობიექტს.
შემოდის სხვა სტუმარი, ის მხატვარია და ბინის დიასახლისმა ცოტა ხნის წინ
იყიდა მისი სურათი. მას უპირველესად აინტერესებს სად და როგორ კიდია ეს
სურათი. ის მას გამოარჩევს სხვა ობიექტებისგან, მას ისევე როგორც ალკოჰოლიკს არ
აინტერესებს ოთახში არსებული სხვა საგანი და მიემართება თავისი ნახატისაკენ.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მივიდა საღამოზე რათა შეხვდეს თავის
მეგობარს, ის ათვალიერებს თავმოყრილ ხალხს, ეძებს მას და როცა იპოვის ის ხდება
მისთვის ფიგურა, დანარჩენი კი ფონია.
სტუმარს, რომელიც მიემართება ერთი ჯგუფიდან მეორისკენ, დივნიდან
საფისკენ, დიასახილისიდან სიგარეტის ყუთისკენ, სასტუმრო ოთახი წარმოუდგება
სრულიად სხვადასხვა კუთხით; როდესაც ის მონაწილეობს საუბარში სტუმრების
გარკვეულ ნაწილთან, ეს ნაწილი და საუბარი არის მისთვის ფიგურა, როდესაც ის
დგომის შემდეგ იგრძნობს დაღლილობას და სურს დაჯდომა მისთვის ფიგურა ხდება
თავისუფალი ადგილი დივანზე, მისი ინტერესის ცვლილებასთან ერთად იცვლება
მისი აღქმა ოთახის, ხალხის, მასში მყოფი ობიექტების და თავად საკუთარი თავის
მიმართ. ფიგურა და ფონი იცვლის ადგილებს, ისინი არ რჩება ისევე მუდმივი,
როგორც იმ ყმაწვილისათვის, რომელიც მთელი საღამო მიჯაჭვულია თავის
შეყვარებულთან.
ფსიქოლოგიური სკოლა, რომელიც დაფუძნებულია მსგავს დაკვირვებებზე
ეწოდება „გეშტალტფსიქოლოგია“. „გეშტალტ“ გრემანული სიტყვაა რომლისთვისაც
ძნელია ზუსტი ინგლისური ექვივალენტის პოვნა. გეშტალტ ეს არის ნახატი,
კონფუგურაცია, ორგანიზაციის ინდივიდუალური ნაწილების განსაზღვრული
ფორმა, რომელიც ქმნის მთლიანობას. გეშტალტ ფსიქოლოგიის ძირითადი
წინაპირობა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ბუნება ორგანიზებულია ასეთი
წარმონაქმნებისგან და მხოლოდ ასეთი სახით შეიძლება იქნას აღქმული და
გაგებული.
3. ჰომეოსტაზი
ჩვენი შემდეგი წინაპირობა მდგომარეობს იმაში, რომ სიცოცხლე და ქცევა
იმართება პროცესით, რომელსაც მეცნიერებაში ეწოდება ჰომეოსტაზი, მარტივად კი -
შეგუება, ადაპტაცია. ჰომეოსტაზის მეშვეობით ორგანიზმი ინარჩუნებს
წონასწორობას და შესაბამისად ჯანსაღ მდგომარეობას ცვალებად პირობებში. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ ჰომეოსტაზი ეს არის ორგანიზმის მიერ თავისი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესი. რადგან ეს მოთხოვნები
მრავალრიცხოვანია და ყოველი მათგანი ემუქრება ორგანიზმის წონასწორობის
დარღვევას, ჰომეოსტაზიური პროცესი უწყვეტად გრძელდება; მთელი სიცოცხლე
ოგანიზმში პროცესები მიმდინარეობს წონასწორობისა და უწონასწორობის თამაშით.
თუ ჰომეოსტაზიური პოროცესი როგორღაც ირღვევა, ისე რომ ორგანიზმი
საკმაოდ დიდხანს რჩება უწონასწორობის მდგომარეობაში, ეს ნიშნავს რომ
ორგანიზმი ავადაა. თუ ჰომეოსტაზის პროცესი სრულ მარცხს განიცდის ორგანიზმი
კვდება.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც განმარტავს ამ პროცესს.
ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება მოითხოვს სისხლში გარკვეული
რაოდენობის შაქრის შენარჩუნებას, თუ შაქრის შემცველობა ეცემა ნორმაზე ქვემოთ
შესაბამისი ჯირკვლები გამოყოფენ ადრენალინს, რომელიც აიძულებს ღვიძლს
გლიკოგენის მარაგი გადააქციოს შაქრად; შაქარი ხვდება სისხლში და შაქრის
შემცველობა მატულობს. ყველაფერი ეს ხდება ფიზიოლოგიურად, ორგანიზმი ამას
ვერ შეიგრძნობს, მაგრამ სისხლში შაქრის დონის დაცემა სხვა ეფექტსაც ახდენს, მას
თან ახლავს შიმშილის შეგრძნება, ორგანიზმი აღიდგენს თავის წონასწორობას და ამ
მოთხოვნილებას იკმაყოფილებს ჭამის საშუალებით.
როდესაც შაქრის დონე ნორმაზე მეტად იზრდება, კუჭქვეშა ჯირკვალი
გამოყოფს მეტ ინსულინს, რაც აიძულებს ღვიძლს შემაციროს შაქრის რაოდენობა.
ამაში ასევე ეხმარებიან თირკმლებიც - შაქარი გამოიყოფა შარდთან ერთად.
ავიღოთ სხვა მაგალითი: ორგანიზმის ჯანმრთელობა მოითხოვს, რომ სისხლში
წყლის რაოდენობა ასევე განსაზღვრული რაოდენობით იყოს შენარჩუნებული. თუ ის
დაეცემა ზღვარზე დაბლა, მცირდება ოფლიანობა, ნერწყვისა და შარდის გამოყოფა
და სხეულის ქსოვილი გადასცემს მასში არსებულ სითხის ნაწილს სისხლის
მიმოქცევის სისტემას, ასეთ შემთხვევაში სხეული ინარჩუნებს წყალს. ეს არის
პროცესისი ფიზიოლოგიური მხარე. როცა სხეულში წყლის რაოდენობა ძალიან
შემცირდება, ინდივიდი განიცდის წყურვილს და მიმართავს მისთვის შესაბამის
ქმედებებს, რათა შეინარჩუნოს საჭირო წონასწორობა: ის იღებს სითხის გარკვეულ
რაოდენობას, თუ წყლის რაოდენობა სისხლში ძალიან მაღლია, ხდება საწინააღმდეგო
პროცესები - წყლის გამოდევნა ორგანიზმიდან.
უფრო მარტივად ასე შეიძლება ითქვას: ფიზიოლოგიურ ტერმინებით სისხლში
წყლის დაკარგვას ეწოდება დეჰიდრაცია, ქიმიურად ეს შეიძლება გამოხატული იქნეს,
როგორც H2O გარკვეული ერთეულის დაკარგვა, სენსორულად ეს შეიგრძნება,
როგორც წყურვილი, რომლის სიმპტომებია: პირის სიმშრალე და მოუსვენრობა,
ფსიქოლოგიურად კი ეს აღიქმება როგორც მხოლოდ წყურვილის სურვილი.
ამგვარად ჩვენ შეგვიძლია ჰომეოსტათიურ პროცესს ვუწოდოთ
თვითრეგულაციის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი ურთიერთქმედებს
თავის გარემოსთან. თუმცა მოყვანილი მაგალითები მოიცავს ორგანიზმის რთულ
საქმინობას, ეს მარტივი და ელემენტარული ფუნქციები ემსახურება ორგანიზმის
თვითგადარჩენას და ამის წყალობით მთლიანად სახეობის გადარჩენას.
მაგრამ არის სხვა მოთხოვნიელებებიც, რომლებიც არ არის ისე კრიტიკულად
დაკავშირებული სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებთან, რომლებშიც ასევე
მოქმედებს ჰომეოსტაზის პროცესი. ადამიანი ორი თვალით უკეთ ხედავს ვიდრე
ერთით, მაგრამ თუ ერთი თვალი დაავადებულია ან განადგურებული, ადამიანს
შეუძლია ცხოვრების გაგრძელება და მიუხედავად იმისა რომ ცალი თვალი არ აქვს ის
სწრაფად სწავლობს ეფექტურად ფუნქციონირებას ამ სიტუაციაში, რითაც
იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს შესაბამისი მოწყობილობის დახმარებით.
ორგანიზმს აქვს ფსიქოლოგიური კონტაქტის მოთხოვნილება, ისევ როგორც
ფიზიოლოგიურის. ისინი შეიგრძნობა, ყოველთვის როცა ირღვევა ფიზიოლოგიური
წონასწორობა. ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები კმაყოფილდება ჰომეოსტაზიური
პროცესის ფსიქოლოგიური მხარის მეშვეობით.
საჭიროა ნათლად ვხვდებოდეთ, რომ ფსიქოლოგიური პროცესი არ უნდა
ჩამოვაშოროთ ფიზიოლოგიურ პროცესს, თითოეული მათგანი მეორის ელემენტებს
მოიცავს, რომლებიც თავიანთი ბუნებით არიან პირველ ყოვლისა ფსიქოლოგიური და
ჰომეოსტაზიური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ისინი კმაყოფილდება და
შეადგენენ ფსიქოლოგიის საგნის ნაწილს.
ადამიანებს აქვთ ათასობით მოთხოვნილება სუფთა ფსიქოლოგიურ დონეზე
და ამდენივე სოციალურზე. რაც უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისინი
სიცოცხლისათვის, რაც უფრო ვაიგივებთ ჩვენთან, მით უფრო დიდი
ინტენსიურობით მივმართავთ ჩვენს საქმიანობას მათი დაკმაყოფილებისაკენ.
აქ ძველი ფსიქოლოგიური თეორიების სტატიკურმა წარმოდგენებმა შეიძლება
შეუშალოს ხელი სწორ აღქმას, შენიშნეს რა გარკვეული საერთო სურვილი
დამახასიათებელი ყველა ცოცხალი ქმნილებისათვის თეორიტიკოსებმა
პოსტულატად მიიჩნიეს „ინსტიქტები“, როგორც „ძალები“, რომლებიც წარმართავენ
ცხოვრებისეულ პროცესებს და აღწერეს ნევროზი, როგორც ამ ინსტიქტების
დამთრგუნველი. მაკ დოუგოლამ წარმოადგინა სია 14 ინსტიქტისა, ფროიდი
თვლიდა რომ ყველაზე ძირითადი და ფუნდამენტური არის ეროსი და ტანატოსი
(სიცოცხლე და სიკვდილი). თუ ჩვენ განვიხილავთ ორგანიზმის წონასწორობის
ყველა შესაძლო დარღვევებს, აღმოვაჩენთ ინტენსიურობით განსხვავებულ
ათასობით ინსტიქტს.
ინსტიქტების თეორიას გააჩნია კიდევ ერთი სუსტი მხარე. დაგვეთანხმებით
იმაში, რომ მოთხოვნილება მოქმედებს როგორც იძულებითი ძალა ყველა ცოცხალ
არსებაში და ვლინდება ორ ძირითად ტენდენციად: ინდივიდის თავის გადარჩენის
ტენდენცია და სახეობის სახით და განვითარების ტენდენცია, ეს ფიქსირებული
მიზნებია. მაგრამ ხერხები, რითაც ისინი კმაყოფილდებიან, განსხვავებულია
სხვადასხვა სიტუაციებში, განსხვავებულია სახეობისა და განსხვავებულია
ინდივიდებისთვის.
თუ ომი ერის თვითგადარჩენას ემუქრება, მოქალაქეები ხელში იღებენ იარაღს,
თუ ინდივიდის თვითგადარჩენას ემუქრება სისხლში შაქრის დაბალი დონე, ის ეძებს
საკვებს. როდესაც შეხერეზადეს სულთანი სიკვდილით ემუქრებოდა, შეხერეზადე
ამის თავიდან ასაცილებლად 1001 ღამის განმავლობაში უყვებოდა ზღაპრებს. უნდა
ჩავთვალოთ თუ არა, რომ ის ფლობდა „ზღაპარ-მთხრობელის“ ინსტიქტს?
როგორც ჩანს ინსტიქტების თეორია ერთმანეთში ურევს მოთხოვნილებებს მათ
სიმპტომებს და საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მათ დასაკმაყოფილებლად და
ამ უთავბოლობიდან წარმოიქმნება წარმოდგენა ინსტიქტების ჩაქრობის შესახებ.
ინსტიქტები, თუ ისინი არსებობენ არ ჩაიხშობა, ისინი მიუღწევადია ჩვენი
ცნობიერებისათვის და ამგვარად მიუღწევადია თვითნებური მოქმედებისათვის. ჩვენ
მაგალითად არ შეგვიძლია ჩავერიოთ მის სიმპტომებსა და ნიშნებში და ვაკეთებთ
იმას, რაც ინსტიქტებითაა მართული. ეს ხდება ნებელობითი მოქმედების შეწყვეტით,
როცა გვიწევს წინააღმდეგობის გაწევა საკუთარ თავზე და ვასრულებთ მხოლოდ იმ
მოქმედებას, რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო. მაგრამ რა
მოხდება თუ რამდენიმე მოთხოვნილება (ან თუ გნებავთ ინსტიქტი) ერთდროულად
წარმოიქმნება? ჯანმრთელი ორგანიზმი, როგორც ჩანს მოქმედებს ფასეულობათა
იერარქიის პრინციპის მიხედვით, რამდენადაც მას არ ძალუძს ჯეროვნად
შეასრულოს ერთზე მეტი მოქმედება ერთდროულად, ის მიმართავს თავის
გადარჩენის დომინირებულ მოთხოვნილებას, ის მოქმედებს პრინციპით
„თავდაპირველად ყველაზე მთავარი“
ერთხელ აფრიკაში მე ვაკვირდებოდი ირმებს, რომლებიც ბალახობდნენ
მძინარე ლომებიდან ასობით იარდის დაშორებით, როდესაც ერთ ლომს გამოეღვიძა
და შიმშილისგან დაიღრიალა ირმები უცებ გაიქცნენ. წარმოიდგინეთ ერთი წუთით
თავი ირმების ტყავში, როგორ მიქრიხართ სიცოცხლის გადასარჩენად, გარკვეული
დროის შემდეგ თქვენ სული გეხუთებათ და მაშინ თქვენ შეანელებთ სირბილს ან
საერთოდ გაჩერდებით, რომ სული მოთქვათ. ამ დროს სუნთქვის მოთხოვნილება
უფრო მთავარია, ვიდრე სირბილი, ისევე როგორც ადრე გაქცევის მოთხოვნილებამ
გადააჭარბა ჭამის მოთხოვნილებას.
გეშტალტფსიქოლოგიის ტერმინებში ამ პრინციპის ფორმულირების დროს
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის ორგანიზმის დომინირებული
მოთხოვნილება გამოდის წინა პლანზე ფიგურის სახით, დანარჩენები კი დროებით
იწვებს უკანა პლანზე. ფიგურა ეს არის მოთხოვნილება, რომელიც მწვავედ ითხოვს
დაკმაყოფილებას, მას შეუძლია ისევე როგორც ჩვენს მაგალითში მოთხოვნილებად
შეინარჩუნოს თვითგადარჩენა, ნაკლებად მწვავე სიტუაციებში მას შეუძლია იყოს
ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური მოთხოვნილება.
ადამიანმა რომ დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება, ამავე დროს დაასრულოს
გეშტალტი და მიმართოს სხვა საქმეებს მან უნდა შეიცნოს თავისი მოთხოვნილებები
და შეეძლოს მიმართოს თავის თავს და მის გარემოს, იმიტომ რომ წმინდა
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიც კი კმაყოფილდება ორგანიზმისა და გარემოს
ურთიერთქმედების შედეგად.
4. აქ და ახლა

ორთოდოქსალური ფსიქოთერაპია ეფუძვნება არა ნათელ მაგალითს, რომ


ნევროთიკი ადამიანია, რომელსაც ოდესღაც ქონდა პრობლემები და რომ თერაპიის
მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტა, რომელთაც ადგილი ქონდათ წარსულში. ეს
ვარაუდი, რომელზეც მიგვითითებს მეხსიერებისა და მოგონებებისადმი მიმართვა
ნათლად ეწინააღმდეგება ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკვირდებით ნევროზისა და
ნევროთიკის მიმართ. გეშტალტიდან გამომდინარე ნევროთიკის პრობლემას ადგილი
ჰქონდა არა მარტო წარსულში, არამედ აგრძელებს არსებობას აწმყოში აქაც და ახლაც.
სრულიად შესაძლებელია, რომ ნევროთიკი ახლა იქცევა განსაზღვრული
სახით „იმიტომ რომ“ რაღაც მოუვიდა წარსულში, ოღონდ მისი დღევანდელი
სირთულეები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ მოქმედებს დღეს. მას არ
შეუძლია გაუმკლავდეს აწმყოს და სანამ არ ისწავლის თავისი პრობლემების გვერდის
ავლას აწმყოში მათი წარმოქმნის მიხედვით, ის ვერ გაუმკლავდება მათ მომავალში.
თუ ასეა მაშინ თერაპიის მიზანი უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ
გამოვუმუშავოთ პაციენტს ის შესაძლებლობი რომელიც დაეხმარება გადაწყვიტოს
თავისი ახლანდელი პრობლემები და ისინიც, რომლებიც გაუჩნდება მას ხვალ, ერთი
წლის შემდეგ.
ასეთი შესაძლებლობა შეიძლება მისცეს საკუთარ თავზე დაყრდნობის უნარმა,
(Self-suppont) რომელსაც პაციენტი იძენს აწმყოში თავისი პრობლემების მიმართ
ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, რომლებიც მის განკარგულებაშია.
თუ პაციენტი ყოველ წუთს დაიწყებს საკუთარი თავის და სხვისი მოქმედების
გაანალიზებას ყველა დონეზე, ეს იქნება ფანტაზიების, სიტყვების, მოქმედებების
დონეზე - ის შეძლებს დაინახოს თუ როგორ ქმნის სირთულეებს თავად, როგორია ეს
სირთულეები ახლა და შეძლებს აწმყოში უზრუნველყოს თავისი შესაძლებლობები -
აქ და ახლა - გადაჭრას ისინი. ყოველი სირთულე, რომელსაც ის გადაჭრის
უადვილებს შემდგომ სირთულესთან გამკლავებას, იმიტომ რომ როცა პაციენტი
უმკლავდება რაიმე სირთულეს, ის აძლიერებს თავის უნარს დაეყრდნოს საკუთარ
თავს.
თუ თერაპია წარმატებულია, პაციენტი აუცილებლად იზრუნებს იმაზე რაც
დარჩა წარსულში გადაუჭრელი პრობლემიდან, იმიტომ რომ ეს წარსული ნარჩენები
მას ახლაც აწუხებს. ისინი აუცილებლად ამა თუ იმ საფარველის ქვეშ ვლინდება
თერაპიის სესიაზე: დისოციაციების, ნერვული ჩვევების, ფანტაზიების და სხვა
სახით. მაგრამ ეს წარსულის ნარჩენები ასევე მიმდინარე პრობლემებია, რომლებიც
ხელს უშლიან პაციენტს მონაწილეობა მიიღოს აწმყოს სრულყოფაში.
ნევროთიკი საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრების მიხედვით ეს არის
ადამიანი, რომლის სირთულეები მის ახლანდელ ცხოვრებას წარუმატებელს ხდის.
გარდა ამისა ჩვენი განსაზღვრებით, ეს არის ადამიანი, რომელიც ქრონიკულად
აფერხებს თავის თავს, რომელსაც დამახინჯებული აქვს თვითშეფასება და რომელიც
უუნაროა ადკვატურად გამოარჩიოს თავი დანარჩენი სამყაროსგან. ნევროტოკს არ
აქვს უნარი დაეყრდნოს თავის თავს, მისი ფსიქოლოგიური ჰომეოსტაზი არაა
მწყობრში, ქცევა კი ხასიათდება მისი გამოსწორების არაეფექტური მცდელობებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ როგორ
მოვიქცეთ. ნევროტიკს უჭირს მთლიანად იმყოფებოდეს აწმყოში. მას ხელს უშლის
წარსულში დაუმთავრებლი საქმეები. მისი პრობლემები იშლება აქ და ახლა, მაგრამ
ხშირად მხოლოდ მისი ნაწილი იმყოფება ამ დროში და ცდილობს გაუმკლავდეს მათ.
თერაპიის დახმარებით მან უნდა ისწავლოს აწმყოში უფრო სავსე ცხოვრება და მისი
თერაპიული სესიები უნდა იქცეს მის პირველ პრაქტიკად ჯერ კიდევ მის მიერ
აუთვისებელ ამ ამოცანაში. ამიტომ გეშტალტთერაპია იშლება „აქ და ახლა“ და ჩვენ
ვთხოვთ პაციენტს სეანსის დროს ყურადღება მიაქციოს იმას თუ რას აკეთებს
აწმყოში, პირდაპირ აქ და ახლა, თავად სეანსის განმავლობაში.
გეშტალტთერაპია ეფუძნება განცდებს და არა სიტყვებსა და განმარტებებს.
ჩვენ ვთხოვთ კლიენტს არ გვესაუბროს თავის ტრამვებზე და პრობლემებზე
მხოლოდ ვერბალური გზით წარსული განცდების გადმოცემით, არამედ უნდა
მოვთხოვოთ თავისი პრობლემებისა და მოგონებების ხელახალი განცდა, რომლებიც
დღევანდელ დღემდე დაუსრულებელი სიტუაციებია. თუ პაციენტი ბოლოს და
ბოლოს დააპირებს დახუროს თავისი წარსული პრობლემების წიგნი, მან ეს უნდა
გააკეთოს აწმყოში. ის უნდა მიხვდეს, რომ თუ მისი წარსულის პრობლემები
ნამდვილად იყო წარსული, მაშინ ისინი არ იქნებოდა პრობლემები და ისინი არ
გამოჩნდებოდა აწმყოშიც.
გეშტალტთერაპია პაციენტისაგან მითხოვს, რომ ის ყოველთვის აღიქვამდეს
საკუთარ თავს იმდენად სრულად, რამდენადაც მას შეუძლია. ჩვენ ვთხოვთ პაციენტს
შეიცნოს თავისი ჟესტები, თავისი სუნთქვა, თავისი ემოციები, თავისი ხმა, სახის
გამომეტყველება, ისევე როგორც თავისი აზრების ზემოქმედება. რაც უფრო მეტად
შეიცნობს თავის თავს მით მეტად იგებს თუ რას წარმოადგენს.
ძირითადი ფრაზა, რომლითაც ჩვნ ვთხოვთ პაციენტებს დაიწყონ თერაპია და
რომელსაც მივმართავთ მუდამ - თან არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ მის სულსაც ეს
არის უბრალოდ ფრაზა „მე ახლა შევიცნობ“
„ახლა“ ჩვენ მხარს გვიჭერს აწმყოში და შეგვახსენებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ
აწმყოშია შესაძლებელი რაღაც განცდა. აწმყო კი ეს თავისთავად მუდამ ცვალებადი
განცდაა. სიტყვა „ახლას“ გამოყენებისას პაციენტი ადვილად ისაუბრებს ახლანდელ
დროში, იმუშავებს ფენომენოლოგიურ საფუძვლზე და გახდის მისაწვდომს წარსული
გამოცდილების იმ მასალას, რომელიც აუცილებელია გეშტალტის დასარულებლად,
მოგონებების ასათვისებლად, ორგანიზმული წონასწორობის დასაკმაყოფილებლად.
სიტყვა „მე“ გამოიყენება, როგორც შხამსაწინააღმდეგო „ის“ წინააღმდეგ და
უქმნის პაციენტს საკუთარი გრძნობების, აზრებისა და სიმპტომებისათვის
პასუხისმგებლობის განცდას.
ზმნა - „ვარ“ ეგზისტენციალური სიმბოლოა. ის პაციენტის ყურადღებას
მიაპყრობს იმაზე, რომ მისი განცდები მისი ყოფიერი ნაწილია და მის აწმყოსთან
ერთად ახდენს მის ფორმირებას. ის მალე აღმოაჩენს, რომ ყოველი ახალი „ახლა“
განსხვავდება წინასგან.
სიტყვა „შევიცნობ“ უზრუნველყოფს იმას, რომ პაციენტმა შეიგრძნოს
საკუთარი შესაძლებლობები, აბრუნებს მას საკუთარი მგრძნობიარე, მამოძრავებელ
და ინტელექტუალურ შესაძლებლობებისკენ. ის მიმართულია არა მხოლოდ
შეცნობისკენ, რომელიც წარმოგვიდგება სუფთა გონებრივად და ასე ვთქვათ
ცხრილავს განცდილს გონებისა და სიტყვების საცერში, შეგრძნება წარმოადგენს
რაღაც უფრო დიდს ვიდრე შეცნობა, როცა მივმართავთ იმას, რას ფლობს პაციენტი
მის ხელთ არსებულ მანიპულირების საშუალებებს და არა იმას, რისი განვითერებაც
ვერ შეძლო ან დაკარგა. შეცნობა წარუდგენს როგორც თერაპევტს ასევე პაციენტს მის
განკარგულებაში არსებული რესურსების საუკეთესო სურათს.
შეცნობას ყოველთვის ადგილი აქვს აწმყოში. ის გვაძლევს მოქმედების
საშუალებას. რუტინა და ჩვეულებები ეს ჩამოყალიბებული ფუნქციებია და
ნებისმიერი მათი შეცვლის აუცილებლობა მოითხოვს იმას, რომ ისინი თავიდან
გახდნენ შეცნობის საგანი. თავად აზრი მათი შეცვლის შესახებ ვარაუდობს
პიროვნების და მოქმედების ალტერნატიული ხერხების შესაძლებლობას. შეცნობის
გარეშე არ შეიძლება იყოს წარმოდგენა არჩევანის შესახებ.
შეცნობა, კონტაქტი და ყოფნა ეს მხოლოდ ერთი და იგივე პროცესის -
თვითარსებობის პროცესის - განსხვავებული ასპექტებია. მხოლოდ აქ და ახლა
შეგვიძლია შევიცნოთ ჩვენში არსებული არჩევის შესაძლებლობა, წვრილი
პათოლოგიური გადაწყვეტილებებიდან (დევს თუ არა ეს ფანქარი სწორად)
ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებამდე - მივუძღვნა თავი რაიმე სამეს ან
პროფესიას.
და როგორ მუშაობს თერაპია „აქ და ახლა“, რომელიც სარგებლობს ფრაზით „მე
ახლა შევიცნობ“?
ავიღოთ ნევროთიკის მაგალითი, რომლის დაუმთავრებელი საქმე
მდგომარეობს იმაში, რომ არ შესრულებულა „დარდის საქმიანობა“ ერთ-ერთი
მშობლის სიკვდილის გამო, შეიცნობ ამას თუ არა. ასეთი პაციენტი ფანტაზიორობს,
რომ მამა რომელიც მას ხელმძღვანელობდა ან მისი წარმმართველი დედა ჯერ კიდევ
ახლოსაა. ის იქცევა ისე, თითქოს ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და წარმართავენ
მის ცხოვრებას თავისი ძველი მითითებებით. იმისთვის რომ ჩამომიყალიბდეს
საკუთარ თავზე დაყრდნობის უნარი და სრულად მივიღო მონაწილეობა ჩემს
აწმყოში, როგორიც ის სინამდვილეში არის, მან უარი უნდა თქვას მოჩვენებით
ხელმძღვანელობაზე და და საბოლოოდ დაემშვიდობოს ამ დაქვემდებარებას.
იმისთვის რომ ნამდვილად ასე მოიქცეს პაციენტი უნდა „გაემართოს“
საფლავისკენ და შეიგრძნოს დაშორება. მან უნდა მოახდინოს თავისი აზრების
ტრანსფორმირება აწმყოში მოქმედებებით, რომელსაც ის გამოივლიდა შემდეგი
სახით: თითქოს „ახლა“ ეს არის „მაშინ“. მას არ შეუძლია ეს უბრალოდ სცენის
აღწერით, მან ეს თავიდან უნდა განიცადოს. მან უნდა გაიაროს თავისი შეწყვეტილი
გრძნობები - ეს შეიძლება იყოს ძლიერი დარდი, მაგრამ ტრიუმფის, დანაშაულის და
სხვა ელემენტების გარეშე და აითვისოს ისინი.
არასაკმარისია მოყვე წარსული სცენები სიტუაციების გარეშე, შეიძლება
დაუბრუნდე მას ნეიროფსიქოდრამატიკულად. ლაპარაკი შეიძლება განცდის
საწინააღმდეგო იყოს, თხრობა მოგონებების შესახებ თავად მოგონებას ტოვებს
იზოლირებულად, სიცოცხლეწართმეულად. ჩვენ ვიღებთ ინტელექტუალური
რეკონსტრუქციების შესაძლებლობას, მაგრამ ვერ შევძლებთ გავაცოცხლოთ ისინი.
ნევროთიკის მოგონები ეს რაღაც უფრო დიდია. ეს არის დაუმთავრებელი მოვლენა,
რომელიც შეწყვეტილია, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი ცოცხალია, რომლიც
„ელოდება“ აღდგენას და ინტეგრაციას. ეს ათვისება უნდა მოხდეს მხოლოდ „აქ და
ახლა“ აწმყოში.
ფსიქოანალიტიკოსმა შეიძლება აუხსნას პაციენტს „თქვენ ჯერ კიდევ
მიჯაჭვული ხართ თქვენს დედაზე, იმიტომ რმო ჯერ კიდევ დამნაშავედ თვლით
თავს მის სიკვდილში. თქვენ ეს გინდოდათ ბავშვობაში და ეს სურვილი განიდევნა
და როდესაც ის ასრულდა თქვენ ტავს მკვლელად გრძნობთ“. ამაში შეიძლება იყოს
სიმართლის ელემენტები, მაგრამ ასეთი სახის სიმბოლური ან ინტელექტუალური
განმარტება არ ეხება პაციენტის გრძნობებს, რადგან ისინი ჩნდება არა დედის
სიკვდილის დროს დანაშაულის განცდისას, არამედ მისი შეწყვეტის გამო. პაციენტს
რომ საკუთარი თავისთვის ნება დაერთო მთლიანად გადაეტანა დანაშაულის განცდა
მაშინ ის აღარ განიცდიდა ტკივილს ახლა, ამიტომ გეშტალტთერაპიაში მას
ვთავაზობთ ფსიქოდრამატულად ესაუბროს თავის გარდაცვლილ დედას.
რამდენადაც ნევროთიკს არ შეუძლია ცხოვრება და თავის განცდა რეალურ
აწმყოში, მას გაუჭირდება მეთოდის „აქ და ახლა“ მოთხოვნების დაცვა. ის შეწყვეტს
მონაწილეობას აწმყოში წარსულის მოგონებებით, ის შეეცდება ისაუბროს მათზე ისე,
თითქოს ისინი სინამდვილეში წარსულშია. მისთვის უფრო ადვილია მიეცეს
ასოციაციებს ვიდრე ყურადღება გაამახვილოს თავის განცდებზე.
თავდაპირველად ნევროტიკმა სხეულზე, შეგრძნებებზე ან ფანტაზიებზე
ყურადღების გადატანა შეიძლება სისულელედ ჩათვალოს, მაგრამ მისი
დაუმთავრებელი საქმეები მას ამაში ხელს შეუშლის. მას ჯერ-ჯერობით არ აქვს
თავისი მოთხოვნილებების მოწესრიგებულობის განცდა, ის თითქოს ყველას
ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენი ყურადღების მოკრების მოთხოვნის უკან არის
არც თუ ისე წვრილმანი შაირიანობა. იმისათვის რომ პაციენტმა შეძლოს აწმყოსთან
სრული მონაწილეობა და გადადგას პირველი ნაბიჯი ნაყოფიერი ცხოვრებისაკენ მან
უნდა ისწავლოს თავისი ენერგიის მართვა და სწორედ ეს არის კონცენტრაცია. ის
შეძლებს გადასვლას, იმიტომ რომ ის თვლის ამ მომენტში აუცილებლად იმას რასაც
ჩათვლის შემდგომ აუცილებლობად და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ თუ ის
ნამდვილად სწორად გადაიტანს ყოველ „ახლას“ და ახალ მოთხოვნილებას.
გარდა ამისა ყურადღების მოკრების მეთოდიკა (ფოკუსირებული შეცნობის)
გვაძლევს თერაპიული მოძრაობის შესაძლებლობას სიღრმეში და არა
ზედაპირულად. ყოველ სიმპტომზე, შეცნობის ყოველ მხარეზე ყურადღების
გამახვილებისას პაციენტი ბევრ რამეს გაიგებს თავისი ნევროზების შესახებ. ის
ეჯახება თავისი განცდების ჭეშმარიტ არსს და იმას, თუ როგორ განიცდის მას. ის
აღმოაჩენს მისი გრძნობები და ქცევა როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
დავუბრუნდეთ კიდევ ერთხელ კლასიკურ ფსიქოსომატურ გამომჟღავნებას - თავის
ტკივილს. პაციენტები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე
შემაწუხებელ სიმპტომს. თერაპიულ სესიაზე საუბრისას ისინი აღნიშნავენ ხშირად
რომ თავის ტკივილი მათ მოსვენებას არ აძლევს და ამით ცდილობენ ჩვენი
ყურადღების გაფანტვას. მაგრამ ჩვენ ვეუბნებით მათ რომ აიღონ მეტი
პასუხისმგებლობა, ვთავაზობთ მათ მოსინჯონ გადაიტანოს ეს, თუ როგორ „იწვევენ“
თავის ტკივილს. „აჰა -განცდა“ , გახსნა- განკურნვის ერთ-ერთი უძლიერესი
ინსტრუმენტია.
ჩვენ ვთხოვთ პაციენტს უპირველესად მოახდინოს ტკივილის ლოკალიზება,
შემდეგ კი დარჩეს ისეთივე დაძაბულობით დაწოლილი ან ადგილზე მჯდომი.
შემდეგ ჩვენ მას ვთხოვთ ყურადღება გადაიტანოს ტკივილზე, მისგან
გათავისუფლების ნაცვლად. ტავდაპირველად, მხოლოდ ზოგიერთ შეუძლია
გაუძლოს მსგავს დაძაბულობას. პაციენტების უმეტესობა მიისწრაფვის მაშინვე
შეწყვიტონ ის, რასაც ჩვენ ვტავაზობთ, იწყებენ ახსნა-განმარტებებს, გახსენებებით,
ოხვრით. თერაპევტი იძულებული ხდება შეწყვიტოს ეს ხერხი და გადაიყვანოს ის
„მე-ფუნქციაში“, ეს ნიშნავს რომ სანამ ჩვენ თავის ტკივილზე ვმუშაობდით უკვე
შევასრულეთ მნიშვნელოვანი სამუშაო ინტეგრაციის მხრივ.
ვივარაუდოთ მაგალითად რომ თერაპევტი სთავაზობს პაციენტს მხარი
დაუჭიროს თავისი ტკივილის შეგრძნებას, პაციენტი კი აღნიშნავს, რომ „ეს
ყველაფერი სისუსლელეა“, ის პატარა ნაბიჯს დგამს წინ - პატარა ნაცვალსახელის „ეს“
ჩვენ გარდავსახეთ კონტაქტის, თვითგამოხატვის ფუნქციად.
ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მასზე მუშაობა, ეს მას მისცემს
შესაძლებლობას გამოხატოს გამოუთქმელი გრძნობების უმეტესი ნაწილი,
უნდობლობა და მისი მსგავსი და ეს ყველაფერი დაუმთავრებელი საქმეების
ნაწილებია, რომლებიც ხელს უშლიან აწმყოში მის სრულ მონაწილეობას.
მაგრამ საბოლოოდ პაციენტი უნარიანი აღმოჩნდება დარჩეს თავის
ტკივილთან და ახლა მას შეუძლია მისი ლოკალიზება. ეს ქმნის საკუთარ თავთან
კონტაქტის ახალ შესაძლებლობას, როდესაც გრძნობს თავის ტკივილს, მას შეუძლია
აღმოაჩინოს რომ კუმშავს განსაზღვრულ კუნთებს ან შენიშნოს თავის უგრძნობლობა
განსაზღვრულ ადგილას.
ვივარაუდოთ, რომ პაციენტმა აღმოაჩინა, რომ ტკლივილი დაკავშირებულია
კუნთების დაძაბვასთან, მაშინ ჩვენ შევთავაზებთ მას გააძლიეროს ეს დაძაბულობა. ამ
დროს ის რწმუნდება, რომ მას თვითნებურად შეუძლია შექმნას და გააძლიეროს
ტკივილი. ამ აღმოჩენის შედეგად მან შეიძლება თქვას: „როგორც ჩანს სახე
ტკივილისაგან თითქოს მეცვლება“, მაშინ თერაპვტს შეუძლია კითხოვს: „თქვენ
გინდათ ტირილი?“ და შემდეგ, როცა ჩვენ პაციენტს ვთხოვთ თავისი გამონათქვამი
მომართოს ჩვენსკენ, პირდაპირ გადავიდეს ყვირილზე „მომშორდით აქედან, მე არ
ვიტირებ!“ - აქედან ცხადი ხდება რომ თავის ტკივილი ეს არის ტირილის შეწყვეტის
სურვილი და პრობლემის თავის ტკივილზე გადატანით ის „თავისუფლდება“
ტირილისგან. სესაბამისად უკვე მიღწეულია პროგრესი. პაციენტმა მოახდინა
ნაწილოპბრივი ჩარევის (თავის ტკივილი) სრულ ჩარევად (ტირილი), ფსიქოსომატურ
სიმპტომად ტრანსფორმირება. ამრიგან პაციენტმა ისწავლა თავის განცდებში
სრულად მონაწილეობა ყურადღების მოკრებით. მან აგრეთვე გაიგო რაღაც თავისი
შეწყვეტის შესახებ და იმის შეწსახებ თუ როგორ აქრის დაკავშირებული თავისი
განცდები ერთმანეთთან და როგორ ხდება მანიპულირება.
როგორც უკვე ითქვა- ნევროთიკი ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი თავი
თვითონ შეყავს ჩიხში, ფსიქოთერაპიის ყველა სკოლა ყურადრებას აქცევს ამ ფაქტს.
ფროიდმა ფაქტიურად დააფუძნა თავისი თერაპია ამ ფენომენის აღიარებაზე“
ხელისშეშლის ფორმებიდან ერთი, რომელსაც დაარქვა „ცენზურა“. ის სთავაზობდა
პაციენტს არ შეეწყვიტა თავისი ასოციაციების თავისუფალი დინება. ის ასევე
ვარაუდობდა, რომ ცენზურა იმყოფებოდა არეულობის სამსახურში, ამიტომ
სთავაზობდა პაციენტს არ შეშინებულიყო და სწორედ ამ ორი ტაბუს მეშვეობით ის
წყვეტდა პაციენტის განცდას თავისი არეულობის და საკუთარი თავიდან
განცალკევებულობის გამო. შედეგი იყო გრძნობების დაკარგვა, საკუთარი
არეულობის ატანის უუნარობა ან ამის ზე-კომპენსირების მცდელობა თავხედობით.
თერაპიულმა პროცედურამ უნდა მიიყვანოს პაციენტი ისეთ მდგომარეობამდე,
როცა ის უკვე აღარ უშლის თავის თავს, ანუ როცა ის შეწყვეტს ნევროთიკად ყოფნას.
როგორც აღვნიშნეთ, ფროიდისეული წინადადება „არ განვახორციელოთ
ცენზურა“ თავისთავად არის ცენზურა ცენზურაზე, ცენზურის განხორცილების
პროცესისი შეწყვეტა. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ როგორ ხორციელდება თითოეული
შეწყვეტა და საქმე გვქონდე ამ „როგორ“-თან და არა იმ ცენზორთან, რომელიც
პოსტულირებს ფროიდისეული „რატომ“-ით.
თუ ჩვენ საქმე გვაქვს ხელის შეშლასთან ჩვენ მივმართავთ უშუალო
კლინიკურ სურათს, პაციენტის რეალურ განცდებს. ჩვენ საქმე გვაქვს
ზედაპირულობასთან, რომელიც წარმოგვიდგება. არ არის მიხვედრის და ახსნა-
განმარტების აუციელბლობა. ჩვენ გვესმის წინადადების შეწყვეტა, როგორ იკავებს
პაციენტი სუნთქვას, ან ჩვენ ვხედავთ, რომ ის კუმშავს მუშტებს ან ათამაშებს ფეხს,
თითქოს აპირებს ვიღაცას დაარტყას, ან ჩვენ ვხედავთ როგორ წყვეტს თერტაპევტთან
კავშირს და გვერდზე იყურება.
შეიცნობს თუ არა პაციენტი თავის „შეწყვეტებს“? ეს უნდა იყოს ჩვენი პირველი
კითხვა ასეთ სიტუაციაში. იცის თუ არა რას აკეთებს? იმის მიხედვით თუ როგორ
შეიცნობს როგორი სახით წყვეტს თავს, ის აუცილებლად შეიცნობს რომ თავად
შეუძლია და მოახერხებს ამას. როგორც ნათელი მაგალითი გვიჩვენებს, როცა
პაციენტმა შეძლო ყურადღება გაემახვილბინა თავის ტკივილზე მან აღმოაჩინა რომ
გამოიყენა ეს მექანიზმი იმისთვის რომ არ ეტირა. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ
ყურადღების მოკრებით მის“როგორ“-ზე და არა „რატომ“-ზე - პაციენტი მიდის იმ
ფაქტის შეცობამდე, რომ მას შეუძლია მართოს თავისი განცდები, იცოცხლოს და
დაასრულოს დაუმთავრებელი განცდები.
ინტროექციის ნევროტიკული მექანიზმები, პროექციები და რეტროფლექსიები
თავისთავად შეწყვეტის მექანიზმებია, ან როგორც ხშირად ხდება ვითარდება
როგორც შეწყვეტაზე რეაქცია, გარედან განხორციელებული. ზრდის ნორმალურ
პროცესში ჩვენ ვსწავლობთ ცდისა და შეცდომის საშუალებით, რომლის დროსაც
ვამოწმებთ ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს სამყაროს იმდენად თავისუფლად და
თვითშეზღუდვების გარეშე, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
წარმოიდგინეთ კნუტი, რომელიც ცდილობს ხეზე აძვრომას. ის
ექსპერიმენტებითაა დაკავებული. ცდილობს მიაღწიოს წონასწორობას, ამოწმებს
თავის ძალას და მოქნილობას. მაგრამ რა მოხდებოდა რომ დედა კატას არ
დაეტოვებინა ის თავის ექსპერიმენტებთან და იძულებით ჩამოეყვანა ჩხუბით „შენ
შეიძლება კისერი მოიტეხო საძაგელო კნუტო!“? ეს იმდენად მოუწამლავდა კნუტს
სიამოვნებას, რომ გაართულებდა მის განვითარებას.
ამის საწინააღმდეგოდ კატა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველი და
ნებისმიერი მგრძნობიარე ადამიანი თვლის რომ აღზრდის არსი მდგომარეობს იმაში,
რომ ხელი შეუწყოს განვითარდეს თავის თავზე დაყრდნობით.
რამდენადაც ჩვენ იძულებულნი ვართ ბევრი რამ ვისწავლოთ განათლების
მეშვეობით და არ ვიყენებთ თანდაყოლილ ინსტიქტებს, ჩვენ ხშირად არ გვყოფნის
ინტუიცია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ ამათუ იმ სიტუაციაში. ამის ნაცვლად
მოქმედების „სწორი“ ხერხი დგინდება რთული ფანტაზიის მეშვეობით, რომლებიც
გადაეცემა და მოდიფიცირდება თაობიდან თაობაში. ეს უმეტესად სოციალური
კონტაქტის მხარდაჭერის ფუნქციებია, ისეთი როგორიცაა კარგი მანერები და ქცევის
კოდექსები (ეთიკა), ორიენტაციის საშუალებები (წიგნიერება და
მსოფლმხედველობა), სილამაზის სტანდარტები (ესთეტიკა) და სოციალური
მდგომარეობა (სოციალური განწყობები). ხშირად მოქმედების ეს ხერხები
ბიოლოგიურად მიზანშეუწონელია და ამის გამო ძირს უთხრის ჩვენს ფესვებს და
მივყავართ გადაგვარებამდე.
ავადმყოფობის ფსიქიატრიული ისტორიები ისევ და ისევ გვიჩვენებენ, რომ
მაგალითად მიღებული დამამცირებელი დამოკიდებულება სექსისადმი ბადებს
ნევროზს, მაგრამ თუ დადგენილი მოქმედების ხერხები ანტიბიოლოგიური,
ანტიპიროვნული და ანტისოციალურია ისინი წარმოადგენენ მიმდინარე პროცესების
შეწყვეტას, რომელიც თავისი ბუნებრივი გაშლით ახდენს თავის თავზე საყრდენის
ფორმირებას.
ასეთი აკრძალვები ბავშვთა აღზრდაში კოშმარებად ფორმირდება.
ეს არის კონტაქტის შეწყვეტა „ნუ ეხები მას“, „ნუ აკეთებ ამას“, ან „დამანებე
თავი, შემიძლია თუ არა ცოტა დავისვენო“ მისი სურვილია გააჩეროს დედა ან
შეწყვიტოს მასთან ურთიერთობა. ასე ხდება ბავშვის სწავლის პრცესიც „დაჯექი აქ და
იმეცადინე და ნუ ოცნებობ“ , „ შენ არ წახვალ სასეირნოდ თუ არ ისადილებ“
საჭიროა თუ არა ასეთ შემთხვევაში სრული შეუწყვეტლობის პოლიტიკას
დავუჭირო მხარი? ისევე, როგორც ნებისმიერმა ცხოველმა ბავშვმაც უნდა
გამოიკვლიოს თავისი სამყარო და შესაძლებლობები, მაგრამ ამავდროულად უნდა
შევაჩეროთ ისეთი მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს
ბავშვს.
რეალური სიძნელეები ჩნდება მაშინ, როცა მშობლები ერევიან მოზრდილობის
პროცესში ან წყვეტენ ბავშვის მცდელობას იპოვოს საკუთარი ქცევის მანერა, ან მისი
ზედმეტად დაცვისას, რადგან ვანგრევთ მის ნდობას თავისი უნარისადმი დაეყრდნოს
თავს საკუთარი განვითარების შესაძლებლობის ფარგლებში.
მშობლები ბავშვებს განიხილავენ, როგორც თავის საკუთრებას, რომელიც
შეიძლება დაიცვა ან საჩვენებლად გამოდგა. უკანასკნელ შემთხვევაში ისინი
აჩქარებენ ბავშვის განვითარებას თავისი ამბიციური მოთხოვნებით, მაშინ როცა
ბავშვი არ ფლობს საკუთარ ძალებზე დაყრდნობის საკმარის უნარს, რომ ეს
მოთხოვნები შეასრულოს. პირველ შემთხვევაში ისინი ეწინააღმდეგებიან გაზრდას,
არ აძლევენ შესაძლებლობას დაეყრდნოს საკუთარ თავს და შეასრულოს ის რაც უკვე
იცის ან გაიზარდოს დამოკიდებული და საერთოდ არ ექნება საკუთარი
შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი.
პაციენტები მოდიან ჩვენთან და შეისრუტავენ რა მშობლების შეწყვეტებს- ეს
არის ინტროექცია. მათ შეიძლება თქვან „მამაკაცი არ უნდა ტიროდეს“ ისინი
უარყოფენ თავის ხელისშემშლელ ნაწილებს - იმას რაც წყდებოდა მათ ბავშვობაში; ეს
არის პროექცია „ ეს დაწყევლილი თავის ტკივილი, რატომ უნდა ვიტანჯებოდე
მისგან!“ მათ შეუძლიათ თვისებები, რომლებსაც მშობლები უწოდებდნენ სულელურს
და რომელთა დემონსტრირებასაც ისინი წყვეტდნენ, მიმართოს თავის
საწინააღმდეგოდ, ეს რეტროფლექსიაა: „მე უნდა ვფლობდე თავს, მე არ უნდა მივცე
თავს საშუალება ტირილის“. ისინი შეიძლება ისე არიან არეული მშობლების
აკრძალვებით, რომ ვერარ ამჩნევენ განსხვავებას და კავშირს საჭიროებებსა და მათ
დაკმაყოფილების მოქმედებებს შორის. ამას მივყავართ შერწყმასთან „მე ყოველთვის
მეწყება თავის ტკივილი, როცა ვიღაც მიყვირის“
პაციენტებისათვის შეცნობაში დახმარებისას- აქ და ახლა, ყურადღების მოკრების
საშუალებით აანალიზებენ იმას თუ როგორ ახდენენ შეწყვეტას და როგორ
მოქმედებს ეს შეწყვეტები მასზე. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ რეალურ
ინტეგრაციაში, გამოვიყვანოთ იმ გაუგებრობიდან რომელშიც იმყოფებიან.

ჰოლისტური დოქტრინა

ადამიანის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის რომ ის მთლიანი


ორგანიზმია. მაგრამ ამავდროულად ტრადიციული ფსიქიატრიის და
ფსიქოთერაპიის სკოლების მიერ ხდება ამ ფაქტის იგნორირება, რომლებიც
ეყრდნობიან ფსიქიკისა და სხეულის ძველ დაყოფას.
ფსიქოსომატური მედიცინის გაჩენასთან ერთად უფრო ნათელი გახდა
მჭიდრო კავშირი ფსიქიკურ და ფიზიკურ მოღვაწეობასთან. და მაინც
ფსიქოფიზიკური პარალელიზმის შესახებ მყარი წარმოდგენების გამო იდეაში მის
რღვევას მაინც არ მოაქვს ის ნაყოფი რაც მოსალოდნელი იყო. სწრაფვა
მიზეზობრიობის კატეგორიისადმი ბადებს წარმოდგენას ფუნქციონალური მოშლის,
როგორც ფიზიკური ავადმყოფობის შესახებ, რომლებიც გამოწვეულია ფსიქიკური
მიზეზით.
როგორც ჩანს ფსიქოლოგიურ აზროვნებაში ხდება შემდეგი: ჩვენ ვხედავთ რომ
ადამიანს ძალუძს ფუნქციონირება ორ ხარისხობრივად განსხვავებულ დონეზე.
განსხვავება მათ შორის და მათი ერთმანეთზე მოჩვენებითი დამოუკიდებლობა
ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს განსხვავებული
სახის თემებია. ეს გვაიძულებს დღემდე არ აღმოჩენილი სტრუქტურული ერთეულის
პოსტულირებას - ფსიქიკა ან „გონება“, რომელიც იქნებოდა ფსიქიკური საქმიანობის
მატარებელი.
სიღრმისეული ფსიქოლოგიის გაჩენასთან ერთად, რომელიც ეფუძვნება
დაკვირვებას, რომ ადამიანი არ წარმოადგენს სრულიად რაციონალურ ქმნილებას.
ჭკუა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითვლებოდა მხოლოდ გონების მატარებლად,
ამავე დროს ბუნდოვანის შეუცნობელის ადგილად, აგრეთვე სტრუქტურად,
რომელსაც შეუძლია გამოხატოს ნება არა მარტო სხეულის, არამედ საკუთარი თავის
მიმართაც. სხვა სიტყვებით გონებას შეუძლია გამოდევნოს აზრები და მოგონებები,
რომლებიც მას აწუხებენ. მას შეუძლია სიმპტომის გადატანა სხეულის ერთი
ნაწილიდან მეორეში.
რამდენადაც ფიზიოლოგიური პროცესების რაოდენობრივი ანალიზი
ვითარდებოდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ფსიქიკურისა ჩვენ თანახმა ვართ
ჩავთვალოთ, რომ სხეულის შესახებ ცნობილია ბევრად უფრო მეტი ვიდრე ფსიქიკის
შესახებ. ჩვენ არ ვკამათობთ ფიზიოლოგიის ან ანატომიის სამეცნიერო ფაქტების
შესახებ. ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ გული, ღვიძლი, კუნთოვანი ან სისხლის
მიმოქცევის სისტემა. ჩვენ ვიცით ისინი როგორ მუშაობენ. აღმოვაჩინეთ რა, რომ
ადამიანს ახასიათებს გარკვეული ფიზიკური და ფიზიოლოგიური მოქმედებების
შესრულება, ჩვენ დავკარგეთ მათი ეფექტურობით გამოწვეული აღფრთოვანების
გრძნობა.
ჩვენ ასევე ბევრი ვიცით ტვინის და მისი ფუნქციონირების შესახებ და ყოველ
დღე უფრო მეტს ვიგებთ. მაგრამ, სანამ წინ წავიწევთ ამ გამოკვლევებში, ჩვენ ძალზე
შეზღუდული ცოდნა გვაქვს ადამიანის ფუნდამენტალური ნიჭის-სწავლის ნიჭის და
სომბოლოებისა და აბსტრაქციების გამოყენების შესახებ. ეს ნიჭი თითქოს
დაკავშირებულია ადამიანის ტვინის სირთულესთან და განვითარებასთან, ის ისევე
ბუნებრივია ადამიანისთვის, როგორც მუშტების შეკვრა, სიარული ან სხვა აქტივობა.
სიმბოლოების გამოყენების ნიჭი მჟღავნდება იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ
გონებრივ (ფსიქიკურ) საქმიანობას. მიმართულია თუ არა ის სამეცნიერო თეორიების
ან ამინდის შესახებ გაცვეთილი ფრაზის შესაქმნელად; ისიც კი რასაც ჩვენ საკმაოდ
დაბალ გონებრივ საქმიანობად ვთვლით, მოითხოვს სიმბოლოების გამოყენების და
აბსტრაქციის კომბინირების ნიჭს. სწორედ ასეა ის რასაც ჩვენ ვთვლით ფიზიკური
საქმიანობის დაბალ დონედ, მაგალითად ძილის მდგომარეობა მოითხოვს ჩვენთვის
დამახასიათებელი ფიზიოლოგიური უნარების მნიშვნელოვან გამოყენებას. ძილის
დროს კუნთები არ არის ისე აქტიური როგორც სიფხიზლის მდგომარეობაში, მაგრამ
ის არც მთლად მოდუნებულია.
ყველაზე მოურჯულებელმა ბიჰევიორისტმაც კი უნდა ივარაუდოს ადამიანში
სიმბოლოების და აბსტრაქციების უნარის არსებობა (სხვაგვარად მას თავად
წაერთმეოდა უფლება ამ პრობლემაზე მსჯელობისას). როგორ იქცევა ადამიანი,
როდესაც ის სარგებლობს მისთვის დამახასიათებელი უნარით? სავარაუდოა რომ ის
სიმბოლურად მოქმედებს, ასრულებს რა სიმბოლოების მეშვეობით იმას, რასაც
შეძლებდა ფიზიკურად. თუ ის ფიქრობს სამეცნიერო თეორიაზე, მას შეუძლია მისი
ჩაწერა ან უბრალოდ მოყოლა, მაგრამ ჩაწერა და საუბარი ფიზიკური მოქმედებებია.
აზროვნება რა თქმა უნდა არ არის ერთადერთი ფსიქიკური საქმიანობა,
რომელიც ჩვენ გვახასიათებს. გონება სხვა ფუნქციებსაც ფლობს, არსებობს
ყურადღების ფუნქციაც, როდესაც ჩვენ ვამბობთ „მე ჩემი გონება მივაპყარი
პრობლემას“ ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში რომ გამოგვაქვს შიგნიდან რაღაც
ფიზიკური სხეული და ყრუ ხმაურით ვაგდებთ სადღაც. ჩვენ ვამბობთ, რომ ვახდენთ
ჩვენი საქმიანობის გრძნობათა აღქმის მნიშვნელოვანი ნაწილის კონცენტრაციას
განსაზღვრული პრობლემის ირგვლივ.
ჩვენ ასევე ვსაუბრობთ შეგრძნების შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს
ყურადღების ბუნდოვან ორეულად. შეგრძნება ბევრად უფრო დიფუზიურია ვიდრე
ყურადღება.
ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ნების შესახებ. აქ ყურადღების ან შეგრძნების მხარე
ძალიან შეზღუდულია მოცულობაში, ადამიანი ყურადღებას აქცევს იმას, რომ
მიმართოს და შეასრულოს მოქმედებათა განსაზღვრული თანმიმდევრობა,
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.
ყველა ამ ფსიქიკურ საქმიანობაში კავშირი იმასთან, თუ რას ვაკეთებთ და რას
ვფიქრობთ, სავსებით ნათელია. როცა ჩვენ რაღაცას შევიცნობთ ან მივაპყრობთ ჩვენს
ყურადღებას ან ვცდილობთ მივმართოთ რაღაცისადმი ჩვენი ნება, ჩვენ ვახდენთ
ზოგიერთი ნიშან-თვისების დემონსტრირებას, რომელთა მეშვეობით დამკვირვებელს
შეუძლია აღმოაჩინოს ამ პროცესების არსებობა. ადამიანი, რომელიც მონდომებით
მიაპყრობს ყურადღებას იმის გასაგებად, თუ რას ამბობს სხვა შეიძლება სკამიდან
ოდნავ წამოიწიოს. მთელი მისი არსება თითქოს მიმართულია იმისკენ, რაც მას
აინტერესებს. ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა არ აიღოს ტორტის მეხუთე ნაჭერი,
ალბათ შეასრულებს გაუბედავ მოქმედებას, შემდეგ კი მისი ხელი უეცრად გაჩერდება
ტორტთან და აღებამდე დაუშვებს ძირს.
დავუბრუნდეთ აზროვნებას. სწორედ აქ ჩნდება უთავბოლობის დიდი ნაწილი.
აზროვნება მოიცავს მთელ რიგ განსხვავებულ მოქმედებებს: სიზმარი, წარმოსახვა,
განჭვრეტა - რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ სიმბოლოებით მანიპულირების
ჩვენს ნიჭს. ამ ყველაფერს შეიძლება ვუწოდოთ ფანტაზიის და არა აზროვნების
საქმიანობა. ჩვენ როგორც წესი წარმოდგენას გონივრულობის შესახებ ვაკავშირებთ
აზროვნებასთან, ხოლო სიზმარს ვაკავშირებთ წარმოდგენასთან, მაგრამ ამ ორ
მოქმედებაში ბევრია საერთო. მაგრამ არ არის მართებული ფანტაზიას ვუწოდოთ
რაღაც არარეალური, უცნაური ან მცდარი.
ფანტაზიის მოქმედება ფართო გაგებით ნიშნავს ადამიანის მიერ სიმბოლოების
გამოყენებას რეალობის აღსადგენად შემცირებული მასშტაბით. ის ემყარება
სინამდვილეს, რადგან თავად სიმბოლოები თავდაპირველად რეალობაში ჩნდებიან.
სიმბოლოები წარმოიქმნება როგორც ნიშანი ობიექტებისა და პროცესებისათვის,
მოგვიანებით კი ვითარდება ნიშნებად ნიშნებისთვის. სიმბოლოები საბოლოოდ
შეიძლება ძალიან დაშორდეს რეალობას, შეიძლება სრულიად არ შეესაბამებოდეს,
მაგრამ ისინი რეალობაში წარმოიქმნებიან.
ასევე ფანტაზიის მოქმედებას მიეკუთვნება ის რაც წარმოადგენს სიმბოლოების
შინაგან გამოყენებას. აქ რეალობის აღდგენა შესაძლებელია შორს იყოს
ორიგინალიდან, რეალობიდან საიდანაც ის თავდაპირველად წარმოიშვა, მაგრ ის
როგორღაც ყოველთვის დაკავშირებულია რეალობასთან, რომელსაც ფანტაზიორი
ადამიანისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე ვერ ვხედავ ჩემს
მოგონებაში რეალურ ხეს, მაგრამ შესაბამისობა ჩემი ბაღის ხესა და ჩემი წარმოსახვის
ხეს შორის საკმარისია რათა მომეცეს საშუალება ისინი დავუკავშირო ერთმანეთს.
როცა მე ვფიქრობ რაიმე პრობლემაზე, ვცდილობ გადავწყვიტო როგორ
ვიმოქმედებ განსაზღვრულ სიტუაციაში. მე თითქოს ვაკეთებ ორ სრულიად რეალურ
საქმეს, ჯერ ერთი მე თითქოს ვსაუბრობ ჩემს პრობლემაზე, მეორე მე აღვიდგენ
გონებაში სიტუაციას, რომელშიც ჩამითრევს ჩემი გადაწყვეტილება. მე განვჭვრეტ
ფანტაზიით იმას, რა მოხდება სინამდვილეში, თუმცა შესაბამისობა ფანტაზიაში
ასახვასა და ნამდვილ სიტუაციას შორის არ შეიძლება იყოს ისეთივე შესაბამისობა
როგორც ჩემს ბაღში არსებულ ხესა და ჩემს წარმოსახვაში არსებულ ხეს შორის არის.
ამრიგად გონებრივი მოქმედება, როგორც ჩანს ინდივიდისათვის დროის,
ენერგიის და სამუშაოს დაზოგვის საშუალებაა. ასე მაგალითად: ბერკეტი
უზრუნველყოფს ერთ ბოლოში მცირეოდენი ძალის გამოყენებით მეორეზე
მნიშვნელოვანი ძალის წარმოქმნას.
როცა მე ვფანტაზიორობ ან ყურადღებას მივაპყრობ პრობლემას, მე ვიყენებ
ჩემს შიგნით ჩემთვის მისაწვდომ მცირეოდენ ენერგიას, რათა შევქმნა ეფექტურად
განაწილებული სხეულის ენერგიის დიდი რაოდენობა გარეგანი სახით. ჩვენ ავწონ-
დავწონით პრობლემებს წარმოსახვით რათა შევძლოთ მათი რეალობაში გადაწყვეტა.
დიასახლისი არ მიდის მაღაზიაში წარმოსახვის გარეშე იმის შესახებ თუ რა უნდა
იყიდოს. ის წინასწარ წყვეტს რა ჭირდება და ეს მას საშუალებას აძლევს ეფექტურად
იმოქმედოს. მას არ ჭირდება ერთი დახლიდან მეორეზე გადანაცვლება და ფიქრი
იმაზე თუ რა იყიდოს, ის ზოგავს დროს და ენერგიას.
ახლა ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ გონების და გონებრივი მოქმედების ფუნქციის
განსაზღვრა მთლიანი ორგანიზმისთვის, რომელსაც ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ.
გონებრივი მოქმედება - ეს, როგორც ჩანს ეს მთლიანად ადამიანის მოქმედებაა,
რომელიც ხდება დაბალ ენერგეტიკულ დონეზე, ვიდრე ის მოქმედებები, რომლებსაც
ჩვენ ფიზიკურს ვუწოდებთ. ვიყენებ რა სიტყვას „უფრო დაბალი“ მე არ მაქვს
მხედველობაში არავითარი ფასეული მსჯელობა, არამედ მივუთითებ იმაზე, რომ
გონებრივი მოქმედება ითხოვს სხეულის სუბსტანციის ნაკლებ ხარჯვას, ვიდრე
ფიზიკური. ჩვენ ყველანი ვეთანხმებით იმას, რომ მაგიდასთან მჯდომი პროფესორი
ხარჯავს ნაკლებ კალორიებს, ვიდრე მიწის მთხრელი.
ისევე როგორც გაცხელებისას წყალი ორთქლად გადაიქცევა, ასევე სხეულის
მოქმედება გადადის ლატენტურ, პირად მოქმედებაში ინტენსიობის შემცირების
საშუალებით, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გონებრივს და პირიქით, როგორც ორთქლი
გაციებისას გარდაიქმნება წყლად, ისევე ფარული პირადი მოქმედება, რომელსაც ჩვენ
ვუწოდებთ გონებრივს გადაიქცევა აშკარა სხეულის მოქმედებად ინტენსიურობის
ზრდის დროს. ორგანიზმი მოქმედებს ან რეაგირებს გარემოზე მეტი ან ნაკლები
ინტენსიობით. ინტენსიობის შემცირების შესაბამისად ფიზიკური ქცევა
გარდაიქმნება გონებრივად, ინტენსიობის ზრდის შესაბამისად კი გონებრივი ქცევა
ფიზიკურად.
შემდეგმა მაგალითებმა ეს წარმოდგენები შეიძლება უფრო ნათელი გახადოს,
როცა ადამიანი რეალურად თავს ესხმის მოწინააღმდეგეს, ის აშკარად ახორციელებს
ინტენსიურ სხეულებრივ მოქმედებას. მისი კუნთები იკუმშება, გული უფრო ჩქარა
ცემს, ადრენალინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა სისხლში, მისი სუნთქვა ხდება
ჩქარი და ზედაპირული. როდესაც ის ლაპარაკობს იმის შესახებ თუ როგორ არ
უყვარს ის ადამიანი ჯერ კიდევ ახდენს აშკარად ფიზიკური მინიშნებების
დემონსტრირებას, თუმცა უფრო ნაკლებს ვიდრე ნამდვილი ჩხუბის დროს, როცა ის
ფიქრობს მხოლოდ რომ თავს დაესხას მტერს. ამ დროს ფიზიკური ქცევა ნაკლებად
ინტენსიურია და აშკარაა რომ ფიზიკური ქცევა გარდაიქმნება ფარულ გონებრივ
მოქმედებად.
ჩვენი უნარი ვიმოქმედოთ შემცირებული ინტენსიურობის დონეზე, ე.ი.
განვახორციელოთ გონებრივი ქცევა, ანიჭებს უდიდეს უპირატესობას არა მარტო
ინდივიდუალურ ადამიანს, რომელსაც ასეთი სახით შეუძლია თავისი პრობლემების
გადაჭრა, არამედ მთლიანად მთელი სახეობის ენერგია, რომლსაც ადამიანები
ზოგავენ რაღაცის წინასწარ აწონ-დაწონვის უნარის მეშვეობით, რათა აშკარად
იმოქმედონ ყოველ სიტუაციაში, ეს შეიძლება გამოყენებული იქნას მათი სიცოცხლის
გასამდიდრებლად. ადამიანს შეუძლია დაამზადოს და გამოიყენოს იარაღები,
რომლებიც კიდევ უფრო ზოგავენ მის ენერგიას და ამავდროულად ქმნიან
საშუალებას სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, ადამიანის აბსტრაქციის შექმნის და
კომბინირების უნარი, სიმბოლოების გამოგონების, ხელოვნების და მეცნიერების
შექმნის უნარი - ეს ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფანტაზიასთან.
შექმნის და სიმბოლოების გამოყენების ფუნდამენტალური ნიჭი ძლიერდება თავისი
რეალური პროდუქტების მეშვეობით: ყოველ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა
ყველა წინა თაობის ფანტაზია და ამგვარად ახდენს უფრო მეტის ცოდნის გაგების
აკუმულირებას.
ეს წარმოდგენა ადამიანი ცხოვრების და ადამიანის ქცევის შესახებ ერთხელ და
სამუდამოდ აღმოფხვრის ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის პრობლემატურობას და
დაუკმაყოფილებლობას, რომელსაც ცდილობდა გამკლავებოდა ფსიქოლოგია თავისი
წარმოშობის დღიდან. ის გვაძლევს საშუალებას არ განვიხილოთ ადამიანური ქცევის
ფსიქიკური და ფიზიკური მხარეები, როგორც დამოუკიდებელი ელემენტები,
რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა, ხოლო
ადამიანის გაგება, როგორც მთლიანის, მისი ქცევა კი როგორც მისი გამოვლინება
ფიზიკური საქმიანობის ნათელ დონეზე და ფსიქიკური საქმიანობის ფარულ
დონეზე. თუ ჩვენ გავიგეთ რომ აზრები და მოქმედებები შედგება ერთი და იგივე
მასალისგან, ჩვენ შევძლებთ მათ გადაყვანას ერთი დონიდან მეორეზე.
ამგვარად ჩვენ შევძლებთ საბოლოოდ შევიტანოთ ფსიქოლოგიაში
ჰოლისტიკური წარმოდგენები - წარმოდგენები ერთიანი ველის შესახებ, რომელთა
შესაქმნელადაც ყოველთვის მიილტვოდნენ მეცნიერები და რომლებთანაც მივყვართ
თანამედროვე ფსიქოსომატიკას.
ფსიქოთერაპიაში ეს წარმოდგენები ჩვენ საშუალებას გვაძლევს საქმე გვქონდეს
მთლიან ადამიანთან. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ფსიქიკური და ფიზიკური
მოქმედებები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ შეგვიძლია
დავაკვირდეთ ადამიანს უფრო ზუსტად და გამოვიყენოთ ჩვენი დაკვირვებები უფრო
გააზრებულად, რადგან ჩვენი დაკვირვებების მხარე საოცრად გაიზარდა. თუ
ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედებები ერთნაირი ხასიათისაა, ჩვენ შეგვიძლია
დავაკვირდეთ ერთსაც და მეორესაც, როგორც ადამიანური ყოფის გამოვლინებას. არც
პაციენტი და არც თერაპევტი არ არის შეზღუდული პაციენტის სიტყვებითა და
ფიქრებით, ორივეს შეუძლია მიიღოს მხედველობაში ის თუ რას აკეთებს პაციენტი,
რაც გვაძლეს გასაღებს იმისას თუ რას ფიქრობს და რის გაკეთებას ისურვებდა.
აზროვნებისა და მოქმედების დონეებს შორის არის შუალედური სტადია
თამაშის სტადია და თერაპიაში საგულდაგულოდ დაკვირვებისას ჩვენ შევნიშნავთ,
რომ პაციენტი მრავალჯერ გაითამაშებს. ის თავად გაიგებს რას ნიშნავს მისი
რეალური მოქმედებები, ფანტაზიები და სათამაშო ქმედებები, თუ მასზე
მივაპყრობინებთ ყურადღებას. ის თავად უზრუნველყოფს საკუთარ თავს
განმარტებებით.
შეიძენს რა ნიჭს გამოიაროს სამი დონე: ფანტაზიის, თამაშის და მოქმედების
პაციენტი უკეთ უგებს საკუთარ თავს. მაშინ ფსიქოთერაპია წარსულის ქცევებიდან
განდევნის ედიპური კონფლიქტებს და პირველადი სცენების ძებნაში- გადაიქცევა
ცხოვრებისეული გამოცდილებად ახლანდელ დროში. გაცხოველებულ სიტუაციაში
პაციენტი სწავლობს გააზრებას, მთლიანის შემადგენლობაში თავისი აზრების,
გრძნობების და მოქმედების ჩართვას არა მარტო თერაპევტის კაბინეტში არამედ
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ნათელია რომ ნევროტიკი არ გრძნობს თავს ადამიანად.
მისი კონფლიქტები და დაუმთავრებელი საქმეები გლეჯენ ნაწილებად.
მაგრამ რაკი აღიარებს, რომ ის როგორც ადამიანი მთლიანია ის იძენს უნარს
აღიდგინოს თავისი მთლიანობის შეგრძნება, რომელიც დაბადებიდან ეკუთვნის.
6, პიროვნული სივრცე

არცერთი ინდივიდი არ არის სრულყოფილი. ინდივიდს შეუძლია არსებობა


მხოლოდ იმ გარემოში, რომელთან ერთადაც ის ყოველთვის შეადგენს ერთ მთლიან
ველს. ინდივიდის ქცევა ამ ველის ფუნქციაა. ის განისაზღვრება ურთიერთობების
წყებით მასა და მის გარემოს შორის. თუ ურთიერთობა
ურთიერთდამაკმაყოფილებელია ჩვენ ინდივიდის ქცევას ვუწოდებთ ნორმალურს,
თუ ურთიერთობა კონფლიქტურია მაშინ ინდივიდის ქცევა აიღწერება როგორც
არანორმალური.
გარემო არ ქმნის ინდივიდს, ისევე როგორც ინდივიდი არ ქმნის გარემოს.
გარემოც და ინდივიდიც წარმოადგენენ იმას, რაც არიან თავისი განსაზღვრული
ხასიათით, ერთმანეთისადმი და მთლიანობისადმი დამოკიდებულების დახმარებით.
ადამიანის ორგანიზმის შესწავლა, თუ რა ხდება მთლიანად მის შიგნით ანატომიის
და ფიზიოლოგიის მხარეა. ამ მეცნიერებებში საერთო ველის ელემენტები, რომლებიც
მოიცავს ინდივიდს და გარემოს შეიძლება აბსტრაგირებული იქნას და შეისწავლონ
ცალ-ცალკე, ისინი დაკავებული არიან სწორედ იმ ელემენტებით, თუ როგორ
არსებობენ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ადამიანის თვალის სტრუქტურა
არ ახდენს გავლენას იმ ობიექტების სტრუქტურაზე, რომელთაც ვხედავთ, ისევე
როგორც ამ ობიექტების სტრუქტურა არ მოქმედებს თვალის სტრუქტურაზე.
მაგრამ ფსიქოლოგიას არ შეუძლია განახორციელოს ასეთი სახის აბსტრაქცია,
მას არ შეუძლია საქმე იქონიოს რაიმე სტრუქტურასთან. ადამიანის გარშემო
ფუნქციონირება ეს არის ის რაც ხდება კონტაქტურ ზღვარზე მასსა და გარემოს
შორის. ფსიქოლოგიური მოვლენები ხდება კონტაქტურ ზღვარზე, ჩვენი აზრები
ფიქრები ემოციები ეს არის ზღვარი ამ მოვლენების გამოხატვასა და მიღებას შორის.
ამ წარმოდგენებში ჩვენ ვცილდებით ძველ ფსიქოლოგიურ თეორიებს. ისინი
ვარაუდობენ კიდევ ერთ დაყოფას, ყოფდნენ რა ფსიქიკას და სხეულს ისინი მათ მიერ
პოსტულირებულ აბსტრაქციებს აშუქებდნენ როგორც ფაქტიურად რეალობას, რამაც
ისინი მიიყვანა დიდ გაუგებრობასთან. მათ გამოცდილება დაყვეს შინაგანად და
გარეგანად და აღმოჩნდნე გადაუჭრელი ამოცანის წინაშე - რომელი ძალებით
იმართება ადამიანი შინაგანი თუ გარეგანი? ეს მოთხოვნილება უბრალო
მიზეზობრიობაშია, რომელიც აიძულებს გააკეთონ არჩევანი „ამასა“ თუ „სხვას“
შორის, ერთიანი ველის უარყოფამ შექმნა პრობლემა სიტუაციაში სადაც დაყოფა
რეალურად შეუძლებელია.
მართალია მე შემიძლია დავყო წინადადება „მე ვხედავ ხეს“ ქვემდებარედ,
შემასმენლად და დამატებად, მაგრამ განცდისას ეს პროცესი არ შეიძლება დაყოფილი
იქნას ამგვარად. არ არის ხედვა იმის გარეშე რისი დანახვაც შესაძლებელია და
არაფერი არ შეიძლება იქნას დანახული თუ არ არის თვალი, რომელიც ამას ხედავ.
თუ გამოცდილებას დავყოფთ შინაგანად და გარეგანად და ამ აბსტრაქციებს
აღვიქვამთ ემპირიულად რეალურებად, მაშინ უნდა ვეძებოთ ახსნა როგორც
ერთისთვის, ის მეორესთვის და რათქმაუნდა ერთი არ აიხსნება მეორის გარეშე.
იმისთვის რომ ავსხნათ შინაგანი გამოცდილება, შევქმნათ რეფლექტორული
რკალის თეორია თავდაპირველად ხდება შემდეგი ფორმულირება: სტიმული
(გარეგანი) აღწევს რეცოპტორებამდე (გრძნობის ორგანო), შემდეგ იმპულსები
გატარდება შუალედური სისტემით (ნერვები) ეფექტორამდე (კუნთები).
მართალია ჩვენ ვმოქმედებთ ორი სისტემის მეშვეობით- სენსორული და
მოტორული, მაგრამ ორგანიზმი სამყაროს უკავშირდება ორივე სისტემის მეშვეობით.
მისი სენსორული სისტემა წარმოადგენს მანიპულაციის საშუალებას. არცერთი
მათგანი წინ არ უსწრებს მეორეს არც ლოგიკურად არც დროში. ისინი ორივენი
წარმოადგენენ მთლიანი ადამიანის ფუნქციებს.
ამ ახალი თვალსაზრისით გარემო და ორგანიზმი
ურთიერთდამოკიდებულებაშია. ისინი არ წარმოადგენენ ერთმანეთის მსხვერპლს,
ისინი იმყოფებიან დიალექტიკური დაპირისპირების მდგომარეობაში. იმისთვის რომ
დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, ორგანიზმმა უნდა იპოვოს აუცილებელი
მასალა გარემოში. ორიენტაციის სისტემა აღმოაჩენს იმას, რაც ესაჭიროება. ყველა
ცოცხალ ორგანიზმს აქვს უნარი იგრძნოს თუ რომელ გარეგან ობიექტს შეუძლია
დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნილებები. მშიერი ლეკვი არ ტყუვდება სამყაროს
უამრავი „გამოწვევით“ სუნი, ხმაური, ის პირდაპირ მიემართება დედის ძუძუსკენ.
როცა ორიენტაციის სისტემა შეასრულებს თავის სამუშაოს, ორგანიზმმა უნდა
მოახდინოს საჭირო ობიექტით პრომანიპულირება ისეთი სახით, რომ ორგანიზმული
ბალანსი აღდგეს და მაშინ გეშტალტი დასრულებული იქნება. შვილის ტირილზე
გაღვიძებული დედა არ დარჩება ლოგინში და არ დაიწყებს ტირილის მოსმენას,ის
გააკეთებს რამეს, რომ გაუმკლავდეს შემაწუხებელ სიტუაციას. ის შეეცდება
დააკმაყოფილოს ბავშვის მოთხოვნები და მაშინ ორივე იქნება დაკმაყოფილებული.
ეს წარმოდგენები აუცილებელია ფსიქოთერაპიისთვის. როცა ვიცით, რომ
ეფექტური მოქმედება მიმართულია ძირითადი მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გვაქვს გასაღები ქცევი სპეციფიკური ფორმებისათვის.
თუ ჰომეოსტაზის პროცესის დარღვევის გამო ინდივიდს არ აქვს უნარი გაიგოს
თავისი ძირითადი მოთხოვნილება ან როგორ მოექცეს გარემოს, რათა მიაღწიოს ამ
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მისი ქცევა იქნება დეზორგანიზებული და არა
ეფექტური. ის შეეცდება ერთდროულად ბევრი რამის გაკეთებას.
ჩვენ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილებით შევნიშნოთ, რომ თუ ყურადღება
განაწილებულია ინტერესის ორ ობიექტს შორის, ჩვენ ვერ ვახერხებთ ყურადღების
ერთზე მიპყრობას. ნევროტიკების ხშირი ჩივილი სწორედ ყურადღების მოკრების
უუნარობაზეა. თუ ორი ან მეტი ობიექტი ერთდროულად მოითხოვს ჩვენს
ყურადღებას ან თუ ინტერესის ობიექტი გაუგებარია, ჩვენ ვიბნევით. თუ ჩვენს
ყურადღებას მოითხოვს ორი შეუსაბამო სიტუაცია, ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტის
შესახებ. თუ კონფლიქტი მუდმივია და გადაუჭრელად მიგვაჩნია მაშინ
განვიხილავთ როგორც ნევროტიკულს.
ნევროტიკმა დაკარგა უნარი თავისი ქცევის ორგანიზებისა მოთხოვნათა
აუცილებელი იერარქიის შესაბამისად. მას სრულიად არ შეუძლია ყურადღების
მოკრება. თერაპიაში მან უნდა ისწავლოს მრავალი მოთხოვნილების ერთმანეთისგან
განსხვავება და დროის ყოველ მონაკვეთში უნდა ქონდეს საქმე ერთ-ერთ მათგანთან.
მან უნდა ისწავლოს თავისი მოთხოვნილებების აღმოჩენა, საკუთარ თავთან
გაიგივება, ისწავლოს რომ ყოველ წუთს იყოს ჩაბმული იმაში, რასაც აკეთებს,
დიდხანს დარჩეს სიტუაციაში, რათა დაასრულოს გეშტალტი და გადავიდეს სხვა
საქმეებზე. ორგანიზაციას პლიუს გარემო არის ველის ტოლი.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ორგანიზმის ველისადმი დამოკიდებულების
განხილვას ან უფრო სპეციფიკურ ტერმინებს ინდივიდის დამოკიდებულებისა და
გარემოს მიმართ. ინდივიდს გააჩნია არა მხოლოდ მოთხოვნილებები, არამედ
ორიენტაციისა და მანიპულაციის სისტემაც, რომელთა მეშვეობითაც ის აღწევს მათ
დაკმაყოფილებას. ინდივიდი აგრეთვე აყალიბებს ამა თუ იმ დამოკიდებულებას
გარემოს იმ ობიექტებისადმი, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ ან ხელი შეუშალონ
მის სწრაფვას დაკმაყოფილებისადმი. ფროიდი აღწერდა ამას, ამბობდა, რომ სამყაროს
ობიექტები იძნენ კატექსიზს. გეშტალტისეულ ტერმინებში ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს
ობიეტები გადაიქცევა ფიგურად.
ობიექტებს რომლებიც სასურველია, რადგან ეხმარებიან ინდივიდს
მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, დაკარგული წონასწორობის აღდგენაში, აქვთ
დადებითი კატექსისი. არასასურველი ობიექტები რომლებიც ემუქრებიან ინდივიდს
არღვევენ მის წონასწორობას ან ხელს უშლიან მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში,
იღებენ უარყოფით კათექსიზს.
ადამიანი მერყეობს მოუთმენლობასა და შიშს შორის. თითოეული
მოთხოვნილება მოითხოვს დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, დროის დაუკარგავად.
მოუთმენლობა ემოციური ფორმაა, რომელსაც პირველად იღებს აგზნება, რომელიც
წარმოიქმნება მოთხოვნილების არსებობის და წონასწორობის დარღვევის დროს.
მოუთმენლობა დადებითი კათექსიზის საფუძველია, შიში ნეგატიურის. ეს არის
განცდა იმისა, რა ეწინააღმდეგება თავის გადარჩენას შეშინებული აღიქმება როგორც
ბუნდოვანი, არადიფერენცირებული საშიშროება, როგორც კი ჩნდება ობიექტი
რომელიც უნდა დაძლიოს, შიში მცირდება შეშინებამდე.
პოზიტიური კატექსისი მიუთითებს
კატექსისი არის საშუალება, რომლითაც  იმაზე, რაც ხელს უწყობს სიცოცხლეს.
არსებული ლიბიდოზური,ფსიქიკური ე უარყოფითი საშიროებაზე, მხარდაჭერის
ნერგია მიემაგრება ანუ ჩაიდება რომელი დასუსტებასა და სიკვდილზეც კი ე.ი. რაღაცაზე
მე ადამიანში,იდეაში ან საგანში. ლიბი
რაც ნაწილობრივ ან მთლიანად ემუქრება მოსპოს
დო კატექსისის მდგომარეობაში უკვე აღ
ჩვენი არსებობა, საუბარი ეხება ფიზიკურ
არარის მობილური და ვეღარ გადაინაცვ
სხეულს, სექსუალური ურთიერთობა
ლებს ახალ ობიექტებზე. ამისმიზეზი ფს
იქიკის იმ სფეროშია, რომელიც მიიზიდ
(კასტრაცია) საკუთარ სახეს (დამცირება),
ავს და აკავებს,აჩერებს მას. წარმოსახვის სამყაროს (ეგზისტენციალურ
დაბნეულობას), კეთილდღეობას და სხვა.
ინდივიდს სურს მიითვისოს ობიექტები,
რომლებსაც აქვთ პოზიტიური კატექსისი. შეყვარებულ ყმაწვილს სურს ცოლად
მოიყვანოს თავისი სიყვარულის „საგანი“, მშიერ ადამიანს სურს ჭამა. მიისწრაფვიან
რა მიიღონ სასურველი, დადებითი კატესისით დაჯილდოებული ინდივიდი ეხება
ეკონტაქტება თავის გარემოს, ხოლო იმ ობიექტებისა და ხალხის მიმართ, რომელთაც
აქვთ ნეგატიური კატექსისი ადამიანი ახდენს საწინააღმდეგო ტენდენციის
დემონსტრირებას. მას სურს თავისი მხედველობის არედან მათ მოშორებას. ფერმერი
შეეცდება მოკლას მელა, რომელიც მას ქათამს პარავს. ჩვენ ვცდილობთ მოვიშოროთ
„სულელური“ აზრები და არასასურველი ემოციები გონებიდან, თითქოს ისინი ჩვენს
რეალურ მტრებს წარმოადგენენ.
მტრის განადგურების ყველაზე საიმედო ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ
მოვსპოთ ის ან გავხადოთ უსაფრთხო, გავაუვნებელყოთ. ეს ნიშნავს იმ თვისების
განადგურებას, რომლებიც ჩვენ გვემუქრებიან. ჩვენ შეგვიძლია სიტუაციას ან
ობიექტს, რომელიც დაჯილდოებულია უარყოფითი კატექსისით გავუმკლავდეთ
მისი მაგიური განადგურების მეშვეობით. ან საშიში ველიდან გაქცევის საშუალებით.
ერთიც და მეორეც სიტუაციიდან გასვლის საშუალებაა.
მაგიური განადგურება კარგადაა ცნობილი ფსიქოთერაპიაში „ოკოტომის“ ბრმა
ლაქის სახელწოდებით. არის ხალხი, რომლებიც სრულიად ვერ ხედავენ იმას, თუ
რისი დანახვაც არ სურთ, არ ესმით იმის, რისი გაგონებაც არ სურთ ეს ყველაფერი
იმის გამოსარიცხად, რასაც ისინი თვლიან სახიფათოდ: ობიექტები ან სიტუაციები,
რომელთაც მათთვის აქვს ნეგატიური კატექსისი. მაგიური განადგურება - ეს
სიტუაციიდან ნაწილობრივი გამოსვლაა, რეალური წასვლის შეცვლა.
წასვლა ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით ნევროზის სინდრომია, მაგრამ
ეს გაუგებრობაა. წასვლა ეს არ არის არც კარგი და არც ცუდი, უბრალოდ
განსაცდელის გამკლავების ხერხია. რამდენად პათოლოგიური წასვლა,
განისაზღვრება იმით, თუ რისგან , რისკენ და რა დროში ხორციელდება.
იგივე ეხება კონტაქტსაც. თავისთავად კონტაქტი არ არის არც ცუდი და არც
კარგი, თუმცა სოციუალურ ადაპტაციაზე ზრუნვისას ჩვენს ზოგჯერ კონტაქტის
უნარს ყველაზე მეტად ვაფასებთ. ოღონდ არსებობს კონტაქტის სრულიად
არაჯანსაღი ფორმები და მათ შეიძლება ვუწოდოთ „მიწებებულები“. ყველა
ფსიქოთერაპევტმა იცის, რომ მათთან მუშაობა ისევე ძნელია, როგორც იმ ხალხთან,
რომლებიც საკუთარ თავშია ჩაკეტილი ზოგიერთი ადამიანი იძულებით კონტაქტშია
საკუთარ „გაყინულ“ იმედებთან. ისინი ისევე არიან ავად, როგორც შიზოფრენიკები,
რომლებიც თითქის ყველაფერს გაურბიან.
აქედან გამომდინარე, ყველა კონტაქტი არ ნიშნავს ჯანმრთელობას, ისევე
როგორც ყველა წასვლა. ნევროტიკის ერთ-ერთი მახასიათებელი მდგომარეობს იმაში,
რომ მას არ ძალუძს არც კარგი კონტაქტი, არც სწორი წასვლის განხორციელება. როცა
ის უნდა იყოს გარემოსთან კონტაქტში, მისი გონება კიდევ სადღაც დაეხეტება, მას არ
შეუძლია ყურადღების მოკრება. როცა ის უნდა წავიდეს, მას ესეც არ შეუძლია.
უძილობა- ნევროტიკების ხშირი ჩივილი წასვლის უუნარობის მაგალითია.
სხვა ასეთ მაგალითს წარმოადგენს მოწყენილობა. მოწყენილობა წარმოიშვება,
როცა ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ კონტაქტში საგანთან, რომელიც არ შეადგენს ჩვენს
ინტერესს. ჩვენ მალე ვფიტავთ ჩვენს განკარგულებაში მყოფ მთელ აგზნებას,
ვიღლებით და ვცდილობთ განზე გავდგეთ, ჩვენ გვსურს გამოვიდეთ ამ
სიტუაციიდან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ შესაბამისი საფუძველი ამისთვის და
გადაჭარბებული კონტაქტი მტკივნეული ხდება, ჩვენ ამას სწორედ ასე გამოვხატავთ,
როცა ვამბობთ, რომ „მე ვკვდები მოწყენილი ვარ“. თუ ჩვენ დაღლილობას მივცემთ
საშუალებას მოგვერიოს, გადავდივართ ფანტაზიაში ჩვენთვის უფრო საინტერესო
კონტაქტისაკენ. ის რომ დაღლილობა მხოლოდ დროებითია, შეიძლება შევნიშნოთ
განახლებული ინტერესის მეშვეობით, როცა ჩვენ უცებ აღმოვაცენთ, რომ ჩვენ ისევ
კონტაქტში ვართ, ჩვენ „მთლიანად აქ ვართ“.
კონტაქტი და წასვლა დიალექტიკური წინააღმდეგობებია. ეს არის აღწერა
იმისი თუ როგორ ვმონაწილეობ ფსიქოლოგიურ მოვლენებში, როგორ ვეპყრობით
ობიექტებს ჩვენი ველის კონტაქტურ ზღვარზე.
პოზიტიური და ნეგატიური კატექსისი, კონტაქტი და წასვლა ველში,
რომელიც აერთიანებს ორგანიზმს და გარემოს მაგნიტის მიმზიდველ და
გამნზიდველი ძალის მსგავსად. ფაქტიურად ეს ველი წარმოადგენს დიალექტიკურად
დიფერენცირებულ ერთიანობას. ბიოლოგიურად ის დიფერენცირებულია
ორგანიზმად და გარემოდ, ფსიქოლოგიურად საკუთარ თავად და სხვად,
მორალურად ეგოიზმად და ალტრუიზმად, მეცნიერულად სუბიექტურად და
ობიექტურად და ასე შემდეგ.
კატექტირებული ობიექტი და მოთხოვნილება იმყოფებიან ერთმანეთისადმი
მათემატიკურ დამოკიდებულებაში, თუ მოთხოვნილება მინუსია მაშინ
კატექტირებული ობიექტი პლიუსია. როცა ადამიანი განიცდის წყურვილს, მას არ
ყოფნის სითხე და ის აღიქვამს ამას როგორც მინუსს. ამ მომენტში წყლიანი ჭიქას
მისთვის აქვს დადებითი კატექსისი და აღიქმება როგორც პლიუსი. შეიძლება
გაიზომოს სითხის ერთეულის ზუსტი რაოდენობა, რომელიც მას ესაჭიროება და
როცა ის იღებს გარემოდან საჭირო რაოდენობას ის კმაყოფილდება. ჯამი, თუ
შეიძლება ასე გამოვხატოთ მოთხოვნილებისა და კეტექტირებული ობიექტისა ნულის
ტოლია.
გარემოსთან კონტაქტი და მისგან წასვლა, მიღება და განდევნა მთლიანი
პიროვნების მთავარი ფუნქციებია. ეს ჩვენი ცხოვრების ფსიქოლოგიური პროცესის
პოზიტიური და ნეგატიური ასპექტებია, ეს დიალექტიკური წინააღმდეგობებია,
ერთიანი პიროვნების ნაწილები. ფსიქოლოგიური თეორიები, რომლებიც ემხრობიან
ადამიანის შესახებ დუალისტურ შეხედულებებს, ხედავენ მათში
ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედ ძალებს, რომლებიც ადამიანის მთლიან
პიროვნებას შლის. ჩვენ კი განვიხილავთ მათ, როგორც ერთი და იმავე განსხვავების
უნარს. ეს უნარი შეიძლებ აიმღვრეს ან დაიწყოს ცუდი ფუნქციონირება. ამ
შემთხვევაში ინდივიდს არ ძალუძს სათანადოდ მოიქცეს და ვთვლით მას
ნევროტიკად. განსხვავების უნარის ნორმალური ფუნქციონირებისას მისი
შემადგენელი: მიღება და განდევნა, კონტაქტი და განრიდება მუდამ არსებობენ და
მოქმედებენ.
ეს ფუნქციები ნამდვილად შეადგენენ თავად სიცოცხლის რიტმის ნაწილს.
ვფხიზლობთ რა დილით, ჩვენ უკვე ვიმყოფებით კონტაქტში სამყაროთან. ღამით
როცა გვძინავს ეს არის წასვლა, ჩვენ უარს ვამბბთ კონტაქტზე .
კონტაქტი გარემოსთან ერთგვარად ფორმულირებული გეშტალტია, წასვლა-
ეს არის მისი მთლიანის დასრულება ან ძალების მოკრება, რათა ასეთი დასრულება
შესაძლებელი გახადოს. მოკრივე ახორციელებს კონტაქტს მოწინააღმდეგის ყბასთან,
მაგრამ არ ტოვებს თავის მუშტს ამ კონტაქტში, ის ეგრევე უკან გაწევს ხელს შემდეგი
დარტყმისთვის მოსამზადებლად. თუ კონტაქტი უფრო დიდხანს გაგრძელდა ვიდრე
საჭიროა ის ხდება არაეფექტური ან მტკივნეული. კონტაქტისა და განრიდების
რიტმული თანმიმდევრობა ეს ჩვენი საშუალებაა დავიკმაყოფილოთ
მოთხოვნილებები.
მაშ ასე, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილებათა იერარქია, მათ დასაკმაყოფილებლად
სენსორული და მოტორული სისტემები, ველში პოზიტიური და ნეგატიური
კატექსისები, კონტაქტი და განრიდება, მოუთმენლობა და შიში. ამ ყველაფერს
მივყავართ კითხვასთან იმ ძალის შეხასებ, რომელიც ამარაგებს ენერგიით ყველა
ჩვენს მოქედებას, შეადგენს მათ საფუძველს, როგორც ჩანს ასეთ ძალას წარმოადგენს
ემოცია. თუმცა თანამედროვე ფსიქიატრია განიხილავს ემოციებს როგორც დასანან
დანამატად, რომელიც საჭიროებს განმუხტვას, სიმანდვილეში ემოციები ეს თავად
ჩვენი ცხოვრებაა. ჩვენ შეგვიძლია თეორეტიზირება როგორც გვინდა, ასე თუ ისე
განვმარტოთ ემოციები, მაგრამ ეს ტყუილად დროის ხარჯვა იქნება. ემოციები ეს
თავად სხეულის ენაა, ისინი გარდაქმნიან ფუნდამენტალურ აგზნებას სიტუაციის
შესაბამისად რომელშიც მოქმედებაა საჭირო. აგზნება ტრანსფორმირდება
სპეციფიკურ ემოციებად, ემოციები კი ტრანსფორმირდება სენსორულ და მოტორულ
მოქმედებებში. ემოციები ახდენენ კატექსიზის ენერგიზირებას და მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილების ხერხებისა და საშუალებების მობილიზებას.
ეს ასევე იძლევა გასაღებს ფსიქოთერაპიისთვის. ნევროზი წარმოიქმნება როცა
ინდივიდი წყვეტს ცხოვრების მიმდინარე პროცესებს და თავს იტვირთავს
დაუმთავრებელი სიტუაციების ისეთი რაოდენობით, რომ არ შეუძლია
დამაკმაყოფილებლად განახორციელოს ეს პროცესი. შეწყვეტები რომლებიც ჩვენ
აღვწერეთ ფსიქოლოგიური ან ნევროტული, იმათგან განსხვავებით რომელთაც
შეგვიძლის ვუწოდოთ ფიზიოლოგიური, მიმდინარეობს ნამდვილი ან შესაძლებელი
შეცნობის დონეზე.
ახლა ჩვენ შეგვიძლია ნევროტიკის შესახებ ვთქვათ მეტი. მას დარღვეული აქვს
კონტაქტის/წასვლის რიტმი. მას არ შეუძლია გადაწყვიტოს როდის მიიღოს
მონაწილეობა რაიმეში, ან როდის განერიდოს, რადგან მისი ცხოვრების ყველა
დაუმთავრებელმა საქმეებმა მიმდინარე პროცესების ყველა შეწყვეტამ დაამახინჯა
მისი ორიენტაციის გრძნობა და ის უკვე უძლურია განასხვაოს რომელ ხალხსა და
მოვლენას ავქს პოზიტიური ან ნეგატიური კატექსისი. მან უკვე არ იცის რისგან და
როდის წავიდეს, მან დაკარგა არჩევანის თავისუფლება, არ შეუძლია თავისი
მიზნებისთვის აირჩიოს შესაფერისი საშუალებები, იმიტომ რომ არ შეუძლია
შესაძლებლობების დანახვა, რომლებიც მის წინ იხსნება.

7. ნევროზის წარმოშობის მექანიზმები

მხოლოდ საკუთარ თავზე მთლიანად მინდობილ ინდივიდს პრაქტიკულად არ


აქვს თავის გადარჩენის შანსი. იმისთვის რომ გადარჩეს ადამიანი საჭიროებს სხვა
ხალხთან ურთიერთობას. უფრო მცირე შანსი აქვთ მარტო დარჩენილ ადამიანებს
ფსიქოლოგიური და ემოციური გადარჩენისთვის. ფსიქოლოგიურ დონეზე ადამიანი
საჭიროებს სხვა ხალხთან კონტაქტს ისევე როგორც ფიზიოლოგიურად საჭიროებს
საკვებსა და წყალს. ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის შეგრძნება ისევე ბუნებრივია
ადამიანისათვის, როგორც ფიზიოლოგიური იმპულსები, რომლებიც
უზრუნველყოფს მის გადარჩენას. მიკუთვნებულობის შეგრძნება ალბათ
პირველადია, რომლებიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური იმპულსით თავის
გადარჩენას,.
როდესაც ვაკვირდებით ინდივიდს, როგორც ველის ფუნქციას, რომელიც
აერთიანებს ორგანიზმს და გარემოს და ვარაუდობს რომ ადამიანის ქცევა ასახავს ამ
ველში მის ურთიერთობებს, გეშტალტმიდგომა ერთმანეთთან აკავშირებს
წარმოდგენებს ადამიანის შესახებ, როგორც ინდივიდზე და როგორც სოციალურ
არსებაზე. ძველი ფსიქოლოგიური თეორიები აღწერდნენ ადამიანის სიცოცხლეს
როგორც მუდმივ კონფლიქტს ინდივიდსა და მის გარემოს შორის. ჩვენ კი
განვიხილავთ სიცოცხლეს, როგორც მათ შორის ურთიერთობას მუდმივად
ცვალებადი ველის ფარგლებში. ველის ცვალებადობა გამოწვეული როგორც მისი
ბუნებით, ასევე იმით რასაც მასში ვაკეთებთ, მოითხოვს ფორმებისა და
ურთიერთქმედების ხერხების მოქნილობას და ცვალებადობას.
ამ ცვალებად ველში ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს აინტერესებს
მუდმივად ცვალებადი ინდივიდის მუდმივად ცვალებადი კონსტელაციები
(წინასწარმეტყველება). განუწყვეტელი ცვლილებები სავალდებულოა მისი
გადარჩენისთვის. ნევროზი წარმოიქმნება როცა ინდივიდი გახდება უუნარო
შეცვალოს თავისი მოქმედება და გარემოსთან ურთიერთქმედების ხერხები. თუ
ინდივიდი მიჯაჭვულია მოქმედების მოძველებულ ხერხებთან, ის კარგავს საკუთარი
მოთხოვნილების დაკმაყოფილების უნარს, მათ შორის სოციალურს.
განმარტოებული, იზოლირებული ყველასგან გარიყული ადამიანების უმრავლესობა,
რომელთაც ვხედავთ ჩვენს გარშემო აშკარა დასტურია იმისა, რომ ასეთი უუნარობა
ადვილად შეიძლება წარმოიქმნას.
არავის არ შეიძლება დავაბრალოთ ეს განდგომა არც ინდივიდს, არც გარემოს,
თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც ინდივიდს და როგორც სოციალურ არსებას ე. ი.
როგორც ველის ნაწილს რომელიც მოიცავს ორგანიზმს და გარემოს. პირველ ნაწილში
როდესაც ვლაპარაკობდით ძველ ფსიქოფიზიკურ პრობლემაზე ჩვენ აღვნიშნავდით,
რომ ელემენტებს შორის რომლებიც მთელს შეადგენდნენ, შეუძლებელია
დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობები, რამდენადაც ინდივიდი და
მისი გარემო ერთიანი მთელის ელემენტებია, არცერთ ამ ელემენტებიდან არ
შეუძლია პასუხი აგოს მეორის ავადმყოფობაზე მაგრამ ორივე ელემენტი ავადაა.
საზოგადოება სადაც არსებობს ნევროტიკული ინდივიდების დიდი რაოდენობა,
უნდა იყოს ნევროტული საზოგადოება.
ადამიანი რომელსაც აქვს უნარი იცხოვროს თავის საზოგადოებასთან
დაინტერესებულ კონტაქტში, არ იქნება მის მიერ შთანთქმული და არც გარიყული
მისგან - ეს არის კარგად ინტეგრირებული მთლიანი ადამიანი. ის ეყრდნობა საკუთარ
თავს რადგან იცის დამოკიდებულება მასა და საზოგადოებას შორის, როგორც
სხეულის ნაწილი ინსტიქტურად გრძნობს თავის დამოკიდებულებას სხეულისადმი,
როგორც მთელისადმი. ეს არის ადამიანი, რომელიც გრძნობს კონტაქტურ ზღვარს
მასა და საზოგადოებას შორის, რომელიც კეისარს კეისრისას მიაგებს და თავისთვის
იტოვებს იმას, რაც მას ეკუთვნის. ფსიქოთერაპიის მიზანი ასეთი ადამიანის შექმნაა.
დემოკრატიის იდეალია შექმნას საზოგადოება, რომელიც ფლობს მსგავს
დახასიათებას, რომელშიც მისი მოთხოვნილებების განსაზღვრისას თითოეული
მონაწილეობს ყველას სასიკეთოდ. ასეთი ტაქტიკური ზღვარი ინდივიდსა და ჯგუფს
შორის ნათლადაა გავლებული და გარკვევით შეიგრძნობა. ინდივიდი არ იმყოფება
ჯგუფის სამსახურში, ისევე როგორც ჯგუფი არ მიენდობა ცალკეულ ინდივიდის
მოწყალებას. ასეთი საზოგადოებას მართავს ჰომეოსტაზის თვითრეგულაციის
პრინციპი. ასეთი საზოგადოება, როგორც სხეული, რეაგირებს უპირველეს ყოვლისა
თავისი დომინანტური საჭიროებებით. თუ მთელ საზოგადოებას ემუქრება ხანძარი,
თითოეული ეცდება ჩააქროს ალი, გადაარჩინოს სიცოცხლე და ქონება. სხეულის
მსგავსად, რომელიც მიისწრაფვის შეინარჩუნოს მთლიანობაში ყველა თავისი წევრი
კარგად რეგულირებული ან თვითრეგულირებად საზოგადოებაში ალთან
ბრძოლისას, რომელიც ემუქრება თუნდაც ერთ სახლს, უერთდებიან მეზობლები და
თუ აუცილებელია მაშინ მთელი საზოგადოებაც. საზოგადოების წევრები და მისი
მმართველნი გაიგივებულია ერთმანეთთან.
ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვა სოციალური და ფსიქოლოგიური
წონასწორობისკენ როგორც ჩანს ისეთივე ფაქიზი და ზუსტია როგორც მისი გრძნობა
ფიზიკური წონასწორობისა. ყოველ წუთს ის მოძრაობს სოციალური ან
ფსიქოლოგიურ დონეზე ამ წონასწორობის მიმართულებით, ადგენს რა ბალანსს თავი
პირად მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნილებებს შორის. სიძნელეები
წარმოიქმნება არა სურვილის გამო უარყოს ასეთი წონასწორობა, არამედ არასწორი
მოქმედების გამო, რომლებიც მოწოდებულია მის დასადგენად და მხარდასაჭერად.
ადამიანს, რომელიც წონასწორობის წერტილის ძებნისას აბიჯებს კონტაქტურ
ზღვარს, გადადის რა საზოგადოების მხარეს და აღმოჩნდება მასთან მკვეთრ
კონფლიქტში ჩვენ ვუწოდებთ დამნაშავეს. ჩვენ საზოგადოებაში დამნაშავეა
ადამიანი, რომელიც ითვისებს ფუნქციებს, რომელიც ტრადიციულად ითვლება
სახელმწიფო პრეროგატივად.
თუ ადამიანი წონასწორობის ძენბაში სულ უფრო იხევს უკან და უშვებს
საზოგადოების გადაჭარბებულ შემოტევას, რომელიც ზედმეტად ტვირთავს მას
თავისი მოთხოვნებით და ამავე დროს ჩამოაშორებს საზოგადოებრივ ცხოვრებას, თუ
ადამიანი საზოგადოებას აძლევს საკუთარი თავის მართვის და ფორმირების
უფლებას, ჩვენ მას ვუწოდებთ ნევროტიკს. ნევროტიკს არ შეუძლია ნათლად
დაინახოს საკუთარი საჭიროებები და ამის გამო არ შეუძლია მის დაკმაყოფილება. მას
არ შეუძლია განასხვაოს საკუთარი თავი გარე სამყაროსგან, ის საზოგადოებას თავის
სიცოცხლეზე მაღლა აყენებს, თავის თავს კი დაბლა. დამნაშავე ვერ ასხვავებს თავის
თავს გარე სამყაროსგან, ვის გამოც ვერ ხედავს სხვების საჭიროებებს და
უგულებელყოფს მათ, მაგრამ ის ნევროტიკის საწინააღმდეგოდ, თავის თავს აყენებს
სიცოცხლეზე მაღლა, საზოგადოებას კი დაბლა.
მაშინ როგორღა უნდა წარმოიქმნას ველი, ორგანიზმის და გარემოს
გამაერთიანებელი, როცა წონასწორობის ასეთი დარღვევა გვაქვს? სოციოლოგები ამ
საკითხს განიხილავენ ალბათ გარემოს თვალსაზრისით, ფსიქოლოგები,
ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები განიხილავენ თუ რა ხდება ინდივიდში.
დისბალანსი, წარმოიქმნება მაშინ, როცა ინდივიდი და ჯგუფი ერთსა და იმავე
დროს განიცდიან განსხვავებულ მოთხოვნილებებს და ინდივიდს არ შეუძლია
გადაწყვიტოს მათგან რომელი დომინირებს. ჯგუფი შეიძლება იყოს ოჯახი,
სახელმწიფო, სოციალური წრე, თანამშრომლები - ნებისმიერი ჯგუფი, რომლებსაც
აქვთ განსაზღვრული ფუნქციონალური ურთიერთობა ერთმანეთთან დროის
გარკვეულ მონაკვეთში. ინდივიდი რომელიც არის ამ ჯგუფის ნაწილი, განიცდის
მასთან კონტაქტის მოთხოვნილებას, თავის გადარჩენის ერთ-ერთი პირველადი
უზრუნველმყოფელი ფსიქოლოგიური იმპულსის სახით. თუმცა რა თქმა უნდა ამ
მოთხოვნილებას არ განიცდის ყოველთვის ერთნაირი ინტენსიობით. მაგრამ როცა ამ
მოთხოვნილებასთან ერთად ის განიცდის რაღაც პირად მოთხოვნილებას, რომლის
დაკმაყოფილება მოითხოვს ჯგუფიდან წასვლას, ჩნდება სირთულეები.
მოთხოვნილებათა კონფლიქტის დროს ინდივიდს უნდა შეეძლოს მიიღოს
ნათელი და განსაზღვრული გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას
ის ან რჩება კონტაქტში, ან მიდის. მან დროებით ნაკლებად მნიშვნელოვანი
მოთხოვნილება უნდა შეწიროს უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად და ის ასეც იქცევა. არც მისთვის არც მისი გარემოსთვის ეს არ
არის დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვან შედეგებთან. მაგრამ თუ მას არ აქვს
განსხვავების უნარი და არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ან მას არ
აკმაყოფილებს ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს მას არ შეუძლია არც
სრულფასოვნად იმყოფებოდეს კონტაქტში, არც სრულფასოვნად წასვლა და ეს
უარყოფითად მოქმედებს მასზეც და მის გარშემომყოფებზეც.
ხალხს როგორც ჩანს აქვთ თანდაყოლილი მიდრეკილება რიტუალებისადმი.
რიტუალი შეიძლება ასე განისაზღვროს: სოციალური მიკუთვნებულობის გრძნობის-
ჯგუფთან კონტაქტის საჭიროების გამოხატვა. ჩვენ ამ მოთხოვნილებას ვხვდებით არა
მარტო კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაზე, არამედ მაღალ
ცივილიზებულ ჯგუფებშიც. ბავშვების თამაშები ძირითადად შედგება რიტუალების
წარმოდგენითა და გამეორებით. ამ მოთხოვნილების გამოხატვას წარმოადგენს
აღლუმები, ფესტივალები, რელიგიური სამსახურები.
როგორც ჩანს ამ მოთხოვნილების დამახინჯება უდევს საფუძვლად ობსესურ-
კომპლექსურ აშლილობას, რომელიც მჟღავნდება ქცევის ისეთ მოჩვენებით სასაცილო
ფორმებში, როგორიცაა ხელის დაბანის მოთხოვნილება ყოველ ოც წუთში. ასეთი
სახის აკვიატებულ რიტუალებს ყოველთვის აქვს არა მხოლოდ პირადი, არამედ
სოციალური ფესვებიც. მაგრამ ისინი მხარს უჭერენ სოციალურ ფორმას სოციალური
შინაარსის გარეშე და ამავე დროს ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ინდივიდის
ცვალებად მოთხოვნილებას. ეს გამოხატვის სრულიად უნაყოფო ხერხია, რომელიც
არაფერს არ აძლევს არც კეისარს არც თავის თავს.
მაგრამ ნორმალური ხალხი, როგორც ჩანს ასევე განიცდის რიტუალების
მოთხოვნილებას, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა არ აღინიშნება სათანადო
რიტუალით - სადღეგრძელოთი, ხელის ჩამორთმევით, სიტყვებით, ცერემონიებით -
მაშინ ჩნდება უაზრობის და სიცარიელის გრძნობა. რიტუალი მოწოდებულია
უზრუნველყოს წესრიგის ფორმის და მიზანმიმართულობის გრძნობა.
ფსიქოლოგიურ ტერმინებში, შეიძლება ითქვა რომ რიტუალი გარკვეულად
გეშტალტს ხდის უფრო ნათელს, უზრუნველყოფს ფიგურის აღქმის გარკვეულობას.
ასე მაგალითად, ჩვენ ყველანი ვგრძნობთ გარკვეული რიტუალების მოთხოვნილებას
სიკვდილის შემთხვევაში. ძალიან ცივილიზებული მოქალაქეებიც კი შოკირებულნი
იქნებოდნენ, თუ ჩვენ ცხედრებს უბრალოდ ჩავყრიდით ტომრებში და
გავთავისუფლდებოდით მისგან.
რიტუალი არა მხოლოდ აკმაყოფილებს ინდივიდის ღრმა მოთხოვნილებებს,
არამედ აქვს სოციალური ფასეულობაც, რითაც ამტკიცებს თავის გადარჩენისთვის
ჯგუფური ცხოვრების მნიშვნელობას. სამწყობრო წრთვნა, მაგალითად არა მარტო
აუმჯობესებს მონაწილეთა კოორდინაციას, არამედ აძლიერებს უნარს ერთობლივი
მოქმედებისათვის ჯგუფური ინტერესის დასაცავად. მაგია- რომელიც არის მხოლოდ
გარშემომყოფების მანიპულაციის ხერხი ფანტაზიის საშუალებით, რომელიც
ემსახურება ჯგუფის წევრების თვითშეფასების ამაღლებას. ის გამოიყენება იმისთვის,
რათა უზრუნველყოს თავისთვის სასურველი ძალების მხარდაჭერა
დაჯილდოებული დადებითი კატექსისით და გაანადგუროს ძალები, რომლებიც
იწვევენ შიშს, ე. ი. დაჯილდოებულნი უარყოფითი კატექსისით.
როგორიც არ უნდა იყოს ჯგუფისათვის რიტუალის ფასეულობა, რიტუალი
აუცილებლად წყვეტს - სწორედ ამისთვისაა ის მოწოდებული - ყოველ შემთხვევაში
იმ ინდივიდებისთვის მაინც, რომლებიც ჯგუფში შედიან, ზოგიერთ სპონტანურ და
პირად პროცესების გამო. რიტუალში მონაწილეობის მხრივ ყველა დანარჩენი
მოქმედებები აღმოჩნდება ქაოსური.
უმაღლესი ყურადღების მოკრება, იმის მსგავსი, რომელიც შეესაბამება თავის
გადარჩენის დომინირებულ მოთხოვნას, მოითხოვება და მიიღწევა ზეიმურობის და
მოკრძალების მეშვეობით. მხოლოდ პიროვნების სრული მონაწილეობა - ადამიანის
მიერ, როგორც თავის ასევე სხვების ადამიანად შეცნობა შესუსტების გარეშე,
შეიძლება გამოიწვიოს მასში არსებული ინტენსიურობის ისეთი რელიგიური
გრძნობა, ისეთი ეგზალტაცია ან შინაგანი ერთიანობა, მხოლოდ ასეთმა
სრულყოფილმა ინდივიდმა შეიძლება იგრძნოს თავის ჯგუფის ნაწილად.
მაგრამ გრძნობათა ასეთი ინტენსიფიკაცია შესაძლებელია, თუ სრული
თანამონაწილეობას არაფერი ეწინააღმდეგება. თუ პროცესი წყდება რაღაც
დაბრკოლებით გარედან, ან თუ ინდივიდი წყვეტს მას თავისი ფანტაზიებით,
რიტუალის მნიშვნელობა და მთლიანობა ირღვევა.
წარმოიდგინეთ , რომ ჯგუფური საქმიანობის ან რიტუალის დროს ინდივიდი
უეცრად შეიცნობს საკუთარ მოთხოვნილებას, რომელიც ტავის გადასარჩენად
ეჩვენება უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე რიტუალში მონაწილეობა. ვივარაუდოთ
მაგალითად, დიდი გუნდის სიმღერის დროს ერთმა მისმა მონაწილემ იგრძნო
ბუნებრივი მოთხოვნილება, მისი მოთხოვნილება ქაოსურად ერევა ჯგუფის
მოქმედებში.
აქ არის სამი გზა: ინდივიდს შეუძლია თავისი მოთხოვნილების უკანა პლანზე
გადაწევა, გამოირიცხოს ის თუნდაც დროებით და საბოლოოდ მას შეუძლია
ყურადღება გადაიტანოს თავისი მოთხოვნილებიდან ჯგუფის მოთხოვნილებაზე.
უკანასკნელ შემთხვევაში ის ცდილობს დარჩეს რიტუალის კონტაქტში, ცდილობს რა
მისცეს ტავის თავში დომინირების საშუალება, მაგრამ არ შეუძლია ჩნდება
ტრამვული კონფლიქტი, შიშსა და მოუთმენლობას შორის.
ამ შინაგანი კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება მოგვეჩვენოს სრულიად
უწყინარად, ჩადებულია მთელი რიგი მიზეზები და დაბნეულობები, რომელსაც
მივყავართ ნევროზამდე. გუნდის მომღერალს როგორც ჩანს არ შეუძლია თავისი
თავის განასხვაოს გარემოდან და მისი მსჯელობა მოიცავს კონტაქტურ ზღვარის
დარღვევის ყველა ოთხ მექანიზმს, რომელიც გეშტალტთერაპიის აზრით
წარმოადგენს ნევროზის საფუძველს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ
მაგალითში ადამიანი გარკვეულწილად ნევროტიკია, მაგრამ თუ განწყობები,
რომლებიც საფუძვლად უდევს მის მსჯელობებს, გადაიქცევა აზროვნების და ქცევის
მუდმივ წესად, ისინი სავსებით შესაძლებელია გახდნენ ნოვროტულები.
ახლა ჩვენ დროებით დავტოვოთ საცოდავი გუნდის მომღერალი და
განვიხილოთ ნევროტული მექანიზმები და მათი განვითარება, შემდეგ
დავუბრუნდეთ ამ უბრალოდ სიტუაციას და გამოვიყენოთ ის ნევროტიული
სტერეოტიპების განვითარების მოდელის სახით.
ყველა ნევროტული სირთულე ჩნდება ინდივიდის უუნარობით იპოვოს და
დაიჭიროს სწორი წონასწორობა თავისსა და დანარჩენ სამყაროს შორის და ყველა
მათგანს ახასიათებს ის მდგომარეობა, რომ ნევროზში სოციალური ზღვარი და
გარემოს ზღვარი შეიგრძნობა გადაწეულად, ძალზე შორს ინდივიდის მხარეს.
ნევროტიკი ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალზე აწვება საზოგადოება. მისი ნევროზი
ეს დამცავი მანევრია, რომელიც ეხმარება მას თავი აარიდოს სამყაროთი გადავსების
საშიშროებას, რომელიც მას ერევა. ეს, სიტუაციაში წონასწორობისა და
თვითრეგულაციის მხარდასაჭერი ყველაზე მეტად ეფექტური ხერხია, როცა, როგორც
მას ეჩვენება ყველა მის წინააღმდეგაა.
თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნევროზი, როგორც კონტაქტური ზღვარის
დარღვევა, გამოწვეულია თავდაპირველად ოთხი ურთიერთგანსხვავებული
მექანიზმის მოქმედებით, იქნებოდა არარეალისტური საუბარი, რომ რომელიღაც
კონკრეტული ნევროტული ქცევა შეილება იყოს ერთ-ერთი მათგანის მაგალითი. არ
შეიძლება მტკიცება, რომ თითოეული განსაზღვრული დარღვევა კონტაქტურ
ზღვარზე, თოთოეული წონასწორობის დარღვევა ველში, რომელიც აერთიანებს
ორგანიზმს და გარემოს, ქმნის ნევროზს ან მოწმობს ნევროტულ სტერეოტიპზე.
სიტუაციები, რომლებშიც ეს ხდება , ფსიქიატრიაში იწოდება ტრამვულ
ნევროზებად. ტრამვული ნევროზები არის არსებითად დამცავი სტერეოტიპებბი,
რომლებიც წარმოიქმნება ინდივიდის მცდელობისას გაუმკლავდეს საზოგადოების
დანერგვის ან მის გარემოსთან შეჯახებით გამოწვეულ ძლიერ შიშს. მაგალითად
როცა მშობლებმა ორი წლის ბავშვი ჩაკეტეს ბნელ ოთახში მთელი ღამით ის
განიცდის აუტანელ დაძაბულობას. ის აღარაფერს წარმოადგენს, ის აღმოჩნდება
მანიპულირების ობიექტი, რომელსაც წართმეული აქვს საკუთარი უფლებები და
საკუთარი შესაძლებლობები. „ის“ უკვე აღარ არის, არიან მხოლოდ „ისინი“ და ის, რაც
შეუძლია „მათ“ გააკეთო. ამ სიტუაციიდან თავდასაცავად ბავშვს შეუძლია შექმნას
მყარი ქცევის პატერნები, რომლებც არ ექვემდებარებიან ცვლილებებს. საშიშროების
გავლის შემდეგაც კი შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნდეს. ისინი წარმოიშვა ტრამვის
შედეგად, მაგრამ აგრძელებენ მოქმედებას მაშინაც კი, როცა ტრამვა წყვეტს
არსებობას.
მაგრამ როგორც წესი კონტაქტური ზღვარის დარღვევა, რომელიც ნევროზის
საფუძველია, ნაკლებად დრამატულია. ეს გულისგამაწყალებელი ქრონიკული
ყოველდღიური ჩარევა განვითარებაში, შეცნობის და საკუთარი თავის მიღების
პროცესში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვაღწევთ საკუთარ თავზე დაყრდნობის და
მოწიფულობის უნარს. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ ჩარევებმა და განვითარების
შეწყვეტებმა მათ მივყავართ საკუთარ თავსა და სხვათა შორის გარჩევისას
ხანგრძლივი დაბნეულობის და სირთულეების წარმოქმნასთან.

8. ინტროექცია

ჩვენი ზრდა უზრუნველყოფილია განსხვავების უნარით, რომელიც თავად


წარმოადგენს „ჩემსა“ და სხვებს შორის ზღვარის ფუნქციას. ჩვენ რაღაცას ვიღებთ
გარემოდან და რაღაცას ვაბრუნებთ. ჩვენ ვიღებთ ან უარვყოფთ იმას, რისი
შეთავაზებაც შეუძლია ჩვენთვის გარემოს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ თუ
ჩვენში მიღების დროს ჩვენ სრულად გადავხარშავთ და გულმოდგინედ ავითვისებთ
იმას, რაც მივიღეთ ის რაც ავითვისეთ ხდება ჩვენი საკუთარი. ასე რომ ჩვენ მას
შეგვიძლია მოვექცეთ ისე როგორც მოგვესურვება. ჩვენ შეგვიძლია მისი შენარჩუნება
ან გადაცემა ახალი ფორმით, შეძენილი ათვისების მეშვეობით. თუ ჩვენ გადავყლაპეთ
რაღაც დაუღეჭავად, მივიღეთ განსხვავების გარეშე ის იქცევა უცხო სხეულად,
რომელიც ჩვენში პარაზიტად დაიბუდებს. თუმცა ის შეიძლება გვეჩვენებოდეს ჩვენს
ნაწილად, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის, ის რჩება გარემოს ნაწილად.
ათვისების მეშვეობით ზრდის ფიზიკური პროცესის ანუ დაშლის და
გადახარშვის დაკვირვება ადვილია. საკვები როემლსაც ჩვენ ვიღებთ მოითხოვს არა
მთლიანად გადაყლაპვას, არამედ დაღეჭვას (რაც იწყებს მისი დაშლის პროცესს) და
გადახარშვას (რაც აგრძელებს საკვების შემდეგი გარდაქმნის პროცესს ქიმიურ
ნაწილაკებად, რომელთა გამოყენება შეუძლია ორგანიზმს), ფიზიკური საკვები,
კარგად გადახარშული და ათვისებული ხდება თავად ჩვენი ნაწილი, გარდაიქცევა
ძვლებად, კუნთებად და სისხლად. მაგრამ საკვები, რომელთაც მთლიანად ვყლაპავთ,
რომელსაც ხელს ვკრავთ ჩვენში არა იმიტომ რომ ჩვენ ის გვსურს, არამედ იმიტომ
რომ გვაიძულეს მისი ჭამა, კუჭში სიმძიმედ აწვება. ის გვიქმნის უხერხულობას, ჩვენ
გვინდა მისი მოშორება, განთავისუფლება მისგან, თუ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თუ არ
ჩავახშობთ ჩვენს დისკომფორტს, გულისრევას და ამ საკვებისგან გათავისუფლების
სურვილს, ჩვენ შეგვიძლია ბოლოსდაბოლოს მოვახერხოთ მისი გადახარშვა ან ის
ჩვენ გვწამლავს.
ათვისების ფსიქოლოგიური პროცესი მნიშვნელოვნად გავს ფიზიოლოგიურს.
ცნებები, ფაქტები, ქცევის ნორმები, მორალი, ეთიკური, ესთეტიკური, პოლიტიკური
ფასეულობები თავდაპირველად ყველაფერი ჩვენამდე აღწევს გარე სამყაროდან.
ჩვენს გონებაში არ არის არაფერი, გარემოდან რომ არ იყოს მოსული, მაგრამ
გარემოშიც არ არის არაფერი რისთვისაც არ იარსებებდნენ ფიზიკური ან
ფსიქოლოგიური ორგანიზებული მოთხოვნილებები. ყველაფერი ეს უნდა იქნას
გადახარშული და ათვისებული, რათა გახდეს ნამდვილად ჩვენი, ჩვენი პიროვნების
ნაწილი.
თუ ჩვენ არაკრიტიკულად, მთლიანად ვიღებთ რაღაცას რწმენით, იმიტომ რომ
ვიღაცამ ასე თქვა ან იმიტომ რომ ეს მოდურია ან უსაფრთხო, ან შეესაბამება
ტრადიციას, ან პირიქით იმიტომ რომ ეს არ არის მოდური, სახიფათოა ან
რევოლუციურია - ეს ყველაფერი ჩვენში მძიმე ტვირთად ილექება. ეს არ იჭმევა, ეს
უცხო სხეულია, თუმცა ჩვენ მას გონებაში ადგილი დავუთმეთ. ასეთ გადაუხარშავ
განწყობებს, მოქმედების ხერხებს, გრძნობებს, შეფასებას ფსიქოლოგიურად ეწოდება
ინტროექციები, მექანიზმს კი რომლის მეშვეობით ეს უცხო წარმონაქმნები ხვდება
პიროვნებაში, ჩვენ ვუწოდებთ ინტროექციას.
არ მინდა ვთქვა, რომ ეს მთლიანი გადაყლაპვის პროცესი ზოგჯერ არ
ემსახურება სასარგებლო მიზნებს. სტუდენტი რომელიც გამოცდის წინ მთელი ღამე
იზეპირებს მასალას კარგი ნიშნის მისაღებად, მაგრამ თემა მისთვის გაუგებარია, აქვს
თავისი მოქმედების სრულიად გაგამართლებელი მიზეზები. მაგრამ თუ ის თავს
ინუგეშებს აზრით, რომ მართლაც რაღაც ისწავლა ასეთი დაზეპირების გზით,
გარკვეული პერიოდის შემდეგ დაავიწყდება იმის უმეტესი ნაწილი რაც „ისწავლა“
ასევე არ მინდა ვთქვა რომ ადამაინმა უნდა უარყოს რაიმე ფსიქოლოგიური
საკვები, რომელიც აღწევს გარე სამყაროდან. ფსიქოლოგიურად საკუთარი თავით
საზრდოობა ისევე შეუძლებელია, როგორც ფიზიკურად. მე ვამბობ მხოლოდ, რომ
ფაქტები და განწყობები, რომლებზედაც შენდება ჩვენი პიროვნება, ანუ
ფსიქოლოგიური საკვები, რომელსაც გვთავაზობს გარე სამყარო, ისევე უნდა იყოს
ათვისებული, როგორც ჩვენი ფიზიკური საკვები. უნდა მოხდეს მისი დესტრუირება,
პროანალიზირება, დაშლა, შემდეგ კი აკრება თავიდან ისეთი ფორმით, როგორიც
ჩვენთვის უფრო ფასეული აღმოჩნდება. თუ ის უბრალოდ მთლიანად აღმოჩნდება
გადაყლაპული, ის არაფერს მოგვცემს ჩვენი პიროვნების განვითარებისათვის,
პირიქით ის ჩვენ გადაგვაქცევს რაღაც ოთახის მსგავსად, რომელიც იმდენად
გატენილია უცხო ნივთებით, რომ ჩვენ საკუთარისათვის არ გვყოფნის ადგილი. ის
გადაგვაქცევს ნაგვის ყუთად, რომელიც სავსეა უცხო და ჩვენთვის უვარგისი
ინფორმაციით. უარესი მდგომარეობს იმაში, რომ ამ მასალას ჩვენთვის ექნებოდა
უზარმაზარი ფასი, თუ ჩვენ ვიფიქრებდით მასზე, მოვახდენდით ჩვენში მის
ტრანსფორმირებას.
ამგვარად ინტროექციის საფრთხე ორგვარია. ჯერ ერთი ინტროექტორი
ხელიდან უშვებს საკუთარი პიროვნების განვითარების საშუალებას, რადგან ის
დაკავებულია საკუთარ სისტემაში უცხო ელემენტების შეკავებით. რაც უფრო მეტი
ინტროექტი დაიჭირა, მით ნაკლები საშუალება რჩება გამოხატოს ან თუნდაც იპოვოს
საკუთარი თავი, თუ რას წარმოადგენს თავად. მეორე - ინტროექცია ხელს უწყობს
პიროვნების რღვევას. შეუთავსებელი ცნებების ინტროექცირებისას ჩვენ შეგვიძლია
აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი დაგლეჯილი ნაჭრებად მათი შეთანხმების
მცდელობისას, ჩვენს დროში ამას საკმაოდ ხშირად ვხვდებით.
ჩვენი საზოგადოება, მაგალითად, ბავშვობიდან გვასწავლის ორ სრულიად
განსხვავებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებას. ერთი შეესაბამება ე. წ. „ოქროს
წესს“ - გაუკეთე სხვას ის რის მიღებასაც თავად ისურვებდი სხვისგან. მეორე -
ყველაზე უფრო შგუებულთა თავის გადარჩენის კანონი, რომელიც გამოხატულია
ანდაზით „ძაღლი ძაღლს ჭამს“. თუ ჩვენ ვახდენთ ორივე მცნების , როგორც
დოგმების ინტროექცირებას ჩვენ საბოლოოდ შევეცდებით ვიყოთ ერთდროულად
რბილი, კეთილი არამომთხოვნი და თავშეკავებულად აგრესიული. ჩვენ გვეყვარება
ჩვენი მეზობლები, მაგრამ ვენდობით მხოლოდ იმ საზღვრებში, რომლებშიც
შევძლებთ მათ გავუმკლავდეთ. ჩვენ გამოვამჟღავნებთ სირბილეს, მაგრამ ამავე
დროს ვიქნებით სასტიკი და სადისტი. ყველა, ვინც ახდენს მსგავსი შეუთავსებელი
წარმოდგენების ინტროექცირებას, საკუთარ პიროვნებას გადააქცევს ბრძოლის
ველად. ნევროტული კონფლიქტები ჩვეულებრისამებრ აღწევს მკვდარ წერტილამდე,
როცა არცერთ მხარეს არ შეუძლია გამარჯვება და ადამიანს არ აქვს შემდგომი
ზრდისა და განვითარების უნარი.
ამგვარად ინტროექცია - ეს ნევროტული მექანიზმებია, რომლის მეშვეობით
ჩვენ მიღებთ ნორმებს, განწყობებს, მოქმედების და აზროვნების უნარს, რომლებიც
სინამდვილეში არ არის ჩვენი საკუთარი. ინტროექციის დროს ჩვენ გადავაადგილებთ
ზღვარს ჩვენსა და დანაჩენ სამყაროს შორის ჩვენში ისე ღრმად, რომ ჩვენგან თითქმის
არაფერი არ დარჩება.
სიტუაცისათან დაბრუნებისას, როცა გუნდის მომღერალი თვლის, რომ ცუდია
სხვების შეწუხება, ჩვენ ის შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ინტროექციის
მაგალითი. ვინ ამბობს ამას, ბოლოსდა ბოლოს - ის თუ ისინი? სწორად ვარაუდობთ
თუ არა, რომ მისი საკუთარი გასაჭირი იმდენად არაარსებითია, რომ ჯგუფის
მოთხოვნილებაა ყოველთვის უპირატესი? როდესაც ინტროექტორი ამბობს „მე
ვფიქრობ“ მას ჩვეულებრისამებრ მხედველობაში აქვს „ისინი ფიქრობენ“

პროექცია

ინტროექციის საწინააღმდეგოა პროექცია. თუ ინტროექცია ეს არის ტენდენცია


აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც სინამდვილეში გარემოს
ნაწილია, პროექცია ეს არის ტენდენცია გახადოს გარემო პასუხისმგებლად იმისთვის,
რაც მოდის თავად ადამიანისგან. პროექციის მაგალითი შეიძლება იყოს პარანოია,
რომელიც კლინიკურად ხასიათდება პაციენტში კარგად ორგანიზებული ბოდვის
სისტემის არსებობით: არ აქვს უნარი საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომ
მას სდევენ, ფაქტიურად არის იმის მტკიცება, რომ მას აქვს სხვების დევნის სურვილი.
მაგრამ პროექცია არსებობს არა მხოლოდ ასეთ უკიდურეს ფორმებში,
აუცილებელია ყურადღებით განვასხვაოთ პროექცია, როგორც პათოლოგიური
პროცესი და ავწონ-დავწონოთ წინადადებები, რომლებიც იქნება ნორმალური და
საღი. დაგეგმვა და განჭვრეტა, ძიებები და მანევრირებები ჭადრაკის თამაშისას და
ბევრი სხვა მოქმედების დროს ვარაუდობს დაკვირვებას და წინადადებების დაყოფას
სამყაროს მიმართ. მაგრამ ეს ვარაუდები აღიქმება, როგორც წინადადებები, როცა
ჭადრაკის მოთამაშე წინასწარ ფიქრობს სვლებზე, ის აყალიბებს რიგ ვარაუდებს
მოწინააღმდეგის გონებრივ პროცესებზე, თითქოს ამბობს: „მე თუ ის ვიქნებოდი მე
ასე არ მოვიქცეოდი“. მაგრამ ის ხვდება, რომ გამოთქვამს ვარაუდს , რომელიც არ
იქნება აუცილებლად შესაბამისი იმისა, რომლითაც ხელმძღვანელობს მისი
მოწინააღმდეგის ქცევა და მან იცის რომ ეს მისი ვარაუდებია.
ამისგან განსხვავებით, სოციალური აკრძალვებით შებოჭილი ქალი, რომელიც
წუწუნებს იმაზე, რომ ყველა მასზეა გადაკიდებული ან ცივი, განმარტოებული,
ქედმაღალი მამაკაცი, რომელიც ბრალს დებს ხალხს იმაში, რომ ისინი მას მტრულად
ეპყრობიან- ნევროტული პროექციის მაგალითებია. ამ შემთხვევაში ხალხი
გამოთქვამს ვარაუდს, საკუთარ ფანტაზიაზე დაფუძნებულს, ვერ ხვდება რომ ეს
მხოლოდ ვარაუდებია. გარდა ამისა, მათ არ იციან არაფერი საკუთარი ვარაუდების
წარმოშობის შესახებ.
მხატვრული შემოქმედება ასევე ითხოვს რაღაც ვარაუდებსა და პროექციებს.
მწერალი ხშირად ახდენს საკუთარი თავის გმირებში პროექცირებას და იმ დრომდე
სანამ მათ შესახებ წერს. მაგრამ მაპროვოციერებელი ნევროტიკისგან განსხვავებით ის
არ კარგავს წარმოდგენას საკუთარ თავზე. მან იცის სად მთვრდება თვითონ და სად
იწყებიან მისი გმირები, თუნდაც შემოქმედების პროცესში ის კარგავდა ზღვარის
გრძნობას და სულ სხვა ხდებოდა.
ნევროტიკი იყენებს პროექციის მექანიზმს არა მხოლოდ გარე სამყაროს
მიმართ, ის სარგებლობს მისით საკუთარი თავის მიმართაც. ის ჩამოიშორებს არა
მხოლოდ საკუთარ იმპულსებს, არამედ საკუთარ ნაწილებსაც, რომლებშიც
წარმოიქმნება ეს იმპულსები. ის მათ აძლევს ობიექტურ არსებობას, რამაც შეიძლება
ისინი პასუხისმგებელი გახადოს მისი სირთულეებისათვის და დაეხმაროს
მოახდინონ იგნორირება იმ ფაქტისა, რომ ეს ნაწილები თავად მისია. საკუთარი
ცხოვრების მოვლენებისადმი აქტიური დამოკიდებულების ნაცვლად
პროექცირებული სუბიექტი ხდება პასიური ობიექტი, მოვლენათა მსხვერპლი.
როცა ჩვენი გუნდის მომღერალი წუწუნებს თავის საშარდე ბუშტზე, რომელიც
უსიამოვნებას ანიჭებს ეს პროექციის შესანიშნავი მაგალითია. აქ თავს წამოყოფს
უმსგავსო „ის“ და ჩვენი გმირი კინაღამ აღმოჩნდება საკუთარი საშარდე ბუშტის
მსხვერპლი. „ ეს უბრალოდ მარტო მე მემართება, მე უნდა გავუძლო ამას“ - ამბობს ის.
ჩვენ პარანოიის პატარა ფრაგმენტის წარმოშობის მოწმეების ვხდებით. როგორ
შეიძლება დავუსვათ ინტროექტორს კითხვა, ვინ ამბობს და პასუხზე „ისინი“
ინტროექტორს უნდა შევახსენოთ „ეს შენი საშარდე ბუშტია, ეს შენ განიცდი ამ
მოთხოვნილებას“, როცა ის ამბობს „ის“ ან „ისინი“, მას როგორც წესი მხედველობაში
აქვს „მე“.
ამგვარად პროექციაში ჩვენ გადავწევთ ზღვარს ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს
შორის ცოტათი „ჩვენს სასარგებლოდ“, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიხსნათ
პასუხისმგებლობა, უარვყოთ პიროვნების იმ ასპექტების ჩვენდამი მიკუთვნება,
რომლებთანაც შერიგება ჩვენთვს რთულია, რომლებიც ჩვენ ულაზათოდ და
შეურაცმყოფელად მიგვაჩნია.
როგორც წესი პროექცია არ არის იმის შედეგი, რომ ჩვენი ინტროექციები
ჩვენში იწვევს ჩვენდამი განმარტოების და ზიზღის გრძნობას, რამდენადაც ჩვენი
გუნდის მომღერალმა მოახდინა წარმოდგენების ინტროექცირება იმის შესახებ, რომ
კარგი მანერები უფრო მთავარია, ვიდრე საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება,
რადგან მან დაარწმუნა, რომ საჭიროა „ყველაფერი ავიტანო ღიმილით“, ის
იძულებულია მოახდინოს პროექცირება ან თუნდაც განდევნოს თავისი იმპულსები,
რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის გარეგან მოქმედებას. ის კი არ განიცდის შარდზე
გასვლის მოთხოვნილებას, ის კარგი ბიჭია, მას სურს ჯგუფთან დარჩენა და სიმღერა.
მოსშარდვას ითხოვს ის საზიზღარი შარდის ბუშტი, რომელიც თითქოს ჯიბრზე
აღმოცნდა მასში, რომელსაც ის თვლის „ინტროექტად“ - უცხო ელემენტად, მისი
ნების გარეშე მასში ძალით ჩანერგილად.
პროეცირებული ნევროტიკი, ისევე როგორც ინტროექტი, უუნაროა განასხვაოს
საკუთარი მთლიანი პიროვნების ზღვრები, რომლებიც სინამდვილეში მას ეკუთვნის
და ის, რაც გარედანაა თავს მოხვეული. ის განიხილავს თავის ინტროექტებს, როგორც
საკუთარ თავს, ხოლო თავის იმ ნაწილებს, რომლებიდანაც სურს თავის დაღწევა, ის
განიხილავს როგორც გადაუხარშავ და საჭმელად უვარგის ინტროექტებს.
პროექცირების მეშვეობით მას იმედი აქვს თავი გაითავისუფლოს წარმოსახული
„ინტროექტებიდან“, რომლებიც სიმანდვილეში არის არა ინტროექტები, არამედ
თავად მისი ასპექტები.
ინტროეცირებული პიროვნება, რომელიც აუთვისებელ იდეებს შორის
ბრძოლის ველი ხდება, იღებს პარალელს პროექცირებული პიროვნების სახით,
რომელიც სამყაროს ხდის თავისი პირადი კონფლიქტების ბრძოლის არენად. ძალზე
ფრთხილი, ეჭვიანი ადამიანი, რომელიც გვეუბნება, რომ სურს ყავდეს მეგობრები,
იყოს საყვარელი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ამატებს, რომ „არავის არ შეიძლება
ენდო, ყველანი მხოლოდ ელოდებიამ, რომ თქვენ რაღაც გამოგძალონ“ პროექციის
ტიპიური მაგალითია.

შერწყმა

როცა ინდივიდი სრულად არ გრნობს ზღვარს თავისსა და გარემოს შორის,


როცა ის ვარაუდოსბ, რომ ის და გარემო -ერთია, ის იმყოფება მასთან შერწყმაში.
ნაწილები და მთელი განუხსვავებელია.
ახალშობილი ბავშვები ცხოვრობენ შერწყმაში, ისინი ვერ განასხვავებენ
შინაგან და გარეგანს, საკუთარ თავსა და სხვებს. ექსტაზის ან უკიდურესი
ყურადღების მოკრების დროს მოზრდილები ასევე გრძნობენ თავიანთ შერწყმას
გარემოსთან. რიტუალი მოითხოვს შერწყმის ისეთ გრძნობას, რომლებშიც ქრება და
ინდივიდი თავს მაქსიმალურად გრძნობს იმის მეშვეობით, რომ ის ასე ინტენსიურად
გაიგივებულია ჯგუფთან. ის რომ რიტუალი იწვევს ასეთ ექვივალენტურ გრძნობებს
და ინტენსიურ განცდებს, ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ ჩვეულებრისამებრ ჩვენ
ვგრძნობთ ნათელ ზღვარს ჩვენსა და სხვებს შორის და მისი დროებითი გახსნა ჩვენზე
დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ თუ ამ გრძნობას ღრმა გაიგივებისას აქვს ქრონიკული
ხასიათი და ინდივიდს არ აქვს უნარი დაინახოს განსხვავება თავისსა და დანარჩენ
სამყაროს შორის, ის ფსიქოლოგიურად ავადაა, მან დაკარგა საკუთარი თავის განცდა.
ადამიანმა რომელიც იმყოფება პათოლოგიური შერწყმის მდგომარეობაში, არ
იცის რა არის ის და რა არიან სხვები. მან არ იცის სად მთავრდება ის და სად იწყება
სხვები. ვერ შეიცნობს ზღვარს საკუთარ თავსა და სხვებს შორის, არ აქვს მათთან
კონტაქტის უნარი. ამავე დროს არ შეუძლია მათ ჩამოშორდეს. მას არ აქვს საკუთარ
თავთან კონტაქტის უნარიც. ჩვენ შევდგებით მილიონობით უჯრედისგან. ისინი რომ
შერწყმული იყოს ჩვენ ვიქნებოდით ამებისმსგავსი მასა და შეუძლებელი იქნებოდა
ნებისმიერი ორგანიზაცია. სინამდვილეში უჯრედები ერთმანეთისგან დაშორებულია
გარკვეულ პირობებში გამტარი მემბრანებით და ეს მემბრანები წარმოადგენს
კონტაქტის ადგილს, განმასხვავებელს იმისას რა „მიიღება“ და რისი უკუგდება
ხდება. ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც არა მარტო მთლიანი
ადამიანის ორგანიზმის ნაწილებია, მაგრამ ამავე დროს ასრულებენ განსაზღვრულ
საკუთარ ფუნქციებს, შეერთდნენ ერთად და იმყოფებიან პათოლოგიური შერწყმის
მდგომარეობაში, ვერცერთი მათგანი ვერ შეასრულებდა თავის ფუნქციას სწორად.
მაგალითად, ავიღოთ ქრონიკული აკრძალვა. ვივარაუდოთ, რომ ზოგ
შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა ტირილი, მაგრამ არ აძლევდით თავს ამის უფლებას.,
თვითნებურად ამცირებდით დიაფრაგმის კუნთებს. ვივარაუდოთ ამავე დროს, რომ
ეს ქცევით სტერეოტიპში, თავდაპირველად წარმოქმნილი, როგორც შეგნებული
ძალდატანება თავიდან ააცილოთ ტირილი, ხდება ჩვეულებრივი და შეუცნობელი.
სუნთქვა და ტირილის სურვილი რაღაცნაირად ირევა ერთმანეთში. მაშინ თქვენ
ურთულებთ თქვენს თავს ორივე მოქმედებას თავისუფლად სუნთქვის და ტირილის
უნარს. თუ არ გაქვთ გულამომჯდარი ტირილის უნარი, თქვენ ვერასდროს
გამოხატავთ თქვენს მწუხარებას და ვერც დაამუშავებთ მას. შესაძლებელია რაღაც
დროის შემდეგ თქვენ დაგავიწყდეთ მიზეზი, რამაც გული გატკინათ, ქვითინისადმი
მოთხოვნილება და დიაფრაგმის შემცირება, რომელიც მისი გამოხატვისაგან დაცვას
ემსახურება, წარმოქმნიან მოქმედების და უკუმოქმედების მტკიცე ხაზს. ეს
მდგომარეობა გრძელდება მუდმივად და ხდება დანარჩენი პიროვნებიდან
იზოლირება.
ადამიანი, რომელიც იმყოფება პათოლოგიურ შერწყმაში, თავის
მოთხოვნილებებს, ემოციებს და მოქმედებებს ერთ მჭიდრო კვანძად კრავს და უკეთ
ვერ ხვდება რისი გაკეთება სურს და როგორ არ აძლევს ამის უფლებას საკუთარ ტავს.
ეს პათოლოგიური შერწყმა უდევს საფუძვლად ბევრ ე. წ. ფსიქოსომატურ
დაავადებას. ტირილის და სუნთქვის არევა, როგორც უკვე მოვიხსენიეთ, შეიძლება
მიგვიყვანოს ასთმამდე თუ ძალიან დიდხანს გაგრძელდა.
პათოლოგიური შერწყმა იწვევს ასევე სერიოზულ შედეგებს. შერწყმაში
ადამიანი ითხოვს მსგავსებას და უარს ამბობს აიტანოს რომელიმე განსხვავება. ჩვენ
ხშირად ვხედავთ ამას მშობლებში, რომლებიც ბავშვებს თვლიან თავის
გაგრძელებად. ასეთი მშობლები უარს ამბობენ აღიარონ, რომ ბავშვები არ შეიძლება
არ განსხვავდებოდნენ მათგან თუნდაც რაღაცით. და თუ ბავშვები არ ემხრობიან
შერწყმას და არ იგივდებიან მშობლების მოთხოვნილებასთან, მათ ელოდებათ
გარიყვა და განცალკევება : „მე არ მეყვარება ასეთი საძაგელი ბავშვი“
გაეროს წევრები რომ აფასებდნენ ან პატივს სცემდნენ განსხვავებას ერებს
შორის, რომლებიც შეადგენენ ორგანიზაციას, მათ შორის უკეთესი კონტაქტი
იქნებოდა. ეს შანსს მისცემდა გამკლავებოდნენ პრობლემებს, რომლებიც მსოფლიოს
აწუხებს. მაგრამ რადგან განსხვავებებს პატივს არ სცემენ, რადგან ყოველი ერი
ითხოვს რომ დანარჩენები ითვალისწინებდნენ მათ შეხედულებებს ყველა
წვრილმანზე, გრძელდება კონფლიქტი და გართულებები. თუ განსხვავებებს არ
აფასებენ, მაშინ იწყებენ მათ დევნას. თანხმობის მოთხოვნა მტკიცების მსგავსად
გაისმის „თუ შენ არ იქნები ჩემი მეგობარი, მე დაგიმტვრევ თავის ქალას“
ჩვენი გუნდის მომღერალის მტკიცება „ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ“ როცა
გაგრძელება სურთ მათ და არა მას (მას სინამდვილეში სურს ტუალეტში წასვლა)- ეს
არის შერწყმის მტკიცება. ის თავის თავს ვერ განასხვავებს დანარჩენი ჯგუფიდან.
როცა ადამიანი, პათოლოგიურ შერწყმაში მყოფი ამბობს „ჩვენ“, შეუძლებელია
გავარკვიოთ ვის შესახებ საუბრობს- საკუთარი ტავის თუ დანარჩენის სამყაროს
შესახებ. მან სრულად დაკარგა ზღვარის შეგრძნება.

რეფლექტოლექსია

მეოთხე ნევროტულ მექანიზმს შეიძლება ეწოდოს რეფლექტოლექსია, რას


სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „საწინააღმდეგო მხარეს მიბრუნება“. რეტროფლექტორმა
იცის საზღვრის გავლება თავისსა და გარემოს შორის და ავლებს საკმაოდ მკვეთრად-
ოღონდ ავლებს მას ზუსტად თავისთვის შუაში.
ინტროექტორი იქცევა ისე, როგორც მისგან სურთ სხვებს. პროექტორი სხვებს
უკეთებს იმას, რაშიც ადანაშაულებს მათ მისდამი დამოკიდებულების მხრივ,
ადამიანი, რომელიც პათოლოგიურ შერწყმაშია არ იცის ვინ ვის რას უკეთებს,
რეტროფლექტორი კი თავის თავს უკეთებს იმას, რის გაკეთებასაც ისურვებდა
სხვისთვის.
რეტროფლეტქტირებული ქცევის დროს ადამიანი მიმართავს საკუთარ თავს
ისე, როგორც თავდაპიველად ის აპირებდა მოქცეოდა სხვა ხალხს ან ობიექტებს. ის
წყვეტს თავისი ენერგიის გარეთ მიმართვა, რათა გარემოში მოახდინოს ცვლილებები,
რომლებიც დააკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნილებებს. ამის ნაცვლად ის თავის
აქტიურობას მიმართავს შიგნით და თავისი ზემოქმედების ობიექტად ხდის არა
გარემოს, არამედ საკუთარ თავს. იმ დოზით როგორითაც ის ამას აკეთებს, ის ყოფს
თავის პიროვნებას ორ ნაწილად: მოქმედი და ის რომელიც ზემოქმედებას განიცდის.
ის პირდაპირ ხდება საკუთარი თავის მტერი.
რათქმა უნდა ვერცერთი ადამიანი ვერ იცოცხლებს, თუ გასაქანს მისცემს
ყველა თავის იმპულსს. ყოველ შემთხვევაში საჭიროა ზოგიერთი მათგანის შეკავება,
მაგრამ დესტრუქციული იმპულსების თვითნებური შეკავება მათი
დესტრუქციულობის გაგებისას - ეს რაღაც სრულიად სხვაა, ვიდრე მათი თავისკენ
მიმართვა.
წარმოიდგინეთ დაქანცული ქალი მძიმე დღის ბოლოს, სარეცხი მანქანა
გამოვიდა მწყობრიდან და დაგლიჯა ტანსაცმელი, ხუთი წლის შვილმა სასტუმრო
ოთახში წითელი ფლომასტერით მოხატა შპალერი. ხელოსანი რომელსაც უნდა
შეეკეთებინა გამწოვი მილი- არ მოვიდა, ქმარი კი სადილზე ერთი საათის
დაგვიანებით მოვიდა. მას შეიძლება ქონდეს სასიკვდილო განწყობა, თუმცა
ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული მიგვეცა ნება მოეკლა ქმარი და ბავშვი, ასევე
სისულელე იქნებოდა ეცადა თვითმკვლელობა.
როგორ ჩნდება რეტროფლექსიის მექანიზმი? ინტროექცია მჟღავნდება
ნაცვალსახელის „ჩვენ“ გამოყენებისას, როცა სინამდვვილეში იგულისხმება „ისინი“,
პროექცია ვლინდება ნაცვალსახელის „ის“ ან „ისინი“ გამოყენებისას, როცა
სინამდვილეში იგულისხმება „მე. შერწყმა ვლინდება ნაცვალსახელის „ჩვენ“
გამოყენებისას, როცა რეალური მნიშვნელობა უცნობია, რეტროფლექსია ვლინდება
უკუქცევითი ნაცვალსახელის გამოყენებისას.
რეტროფლექტორი ამბობს :მე საკუთარი თავის გამო მრცხვენია“, ან „მე უნდა
ვაიძულო ჩემი თავი შევასრულო ეს საქმე“- ის უსასრულოდ ამტკიცებს რაღაც მსგავსს
და ყველა ეს მტკიცებულება ეფუძნება იმ გასაოცარ წარმოდგენას, რომ „მე „ და „ჩემი
თავი“ ორი სხვადასხვა ადამიანია.
კონფლიქტი საკუთარ თავსა და სხვას შორის, რომელიც ნევროზის
საფუძველია, ვლინდება საკუთარი ტავისადმი უკიდურეს არეულობაში.
ნევროტიკისთვის „მე“ შეიძლება იყოს მხეცი ან ანგელოზი, მაგრამ არა „ჩემი თავი“.
პიროვნების განვითარების აღწერისას ფროიდმა შეიტანა გარკვეული წვლილი
ამ გაუგებრობაში. ის განასხვავებდა ეგო (მე), იდი (ორგანული ლტოლვა) და სუპერ
ეგო (სინდისი) და აღწერდა ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებას, როგორც მუდმივ
კონფლიქტს მათ შორის - უწყვეტი მოხვევა (ჩახუტება).
მოდით ერთი წუთით შევჩერდეთ და დავაკვირდეთ რა არის სინამდვილეში
სუპერეგო, თუ სუპერეგო არ არის ჩემი ნაწილი ან „მე“ ან ეგო ის უნდა იყოს
ინტროექტების ნაკრები- აუთვისებელი განწყობებისა და ურთიერთობების,
რომლებსაც ინდივიდს თავს ახვევს გარემო. ფროიდი ამბობს, რომ ინტროექცია
უზრუნველყოფს მორალური განვითარების პროცესს. მაგალითად ბავშვი
ინტროექცირებს მშობელტა „კარგ“ წესებს და მათ თავისი ეგო იდეალებად ხდის. ამ
შემთხვევაში ეგო ასევე ხდება ინტროექტების ნაკრები, მაგრამ ნევროტიკების
გამოკვლევა უცვლელად გვიჩვენებს, რომ პრობლემები გამოწვეულია ბავშვის
გაიგივებით არა „კარგ“ არამედ „ცუდ“ მშობლებთან.
ბავშვი ახდენს განწყობებისა და „კარგი“ მშობლები ეთიკის არა
ინტროეცირებას, არამედ ასიმილირებას, ითვისებს. მან ეს შეიძლება ფისოქლოგიური
ტერმინებით ვერ გაიგოს, მაგრამ სინამდვილეში ის განწყობები, რომლებიც
განსაზღვრავენ მათი მშობლების დამაკმაყოფილებელ ქცევას, მას გადაჰყავს მისთვის
გასაგებ წარმოდგენებში, ახდენს მათ ასე ვთქვათ გაერთმნიშვნელიანებას, ახდენს
ასიმილაციას ისეთი ფორმით, რომელშიც შეძლებს მათ გამოყენებას. ის ასე ვერ
მოექცევა მშობლების „სულელურ“ განწყობებს, მას არ აქვს მათთან გამკლავების
საშუალება და არც თავდაპირველი სურვილი ეს გააკეთოს, ასე რომ მას უხდება მათი
მიღება გადაუხარშავი ინტროექციის სახით.
სწორედ აქ ჩნდება პრობლემები. პიროვნება შედგება არა ეგო და
სუპერეგოსგან, არამედ “მე“ და „არამე“ , საკუთარი თავისა და „საკუთარი თავის
ხატისაგან“ და პიროვნება ისე იბნევა, რომ ვერ გაურჩევია ერთი მეორისგან.
ეს დაბნეულობა გაიგივებისას ფაქტიურად ნევროზია. გამოიხატება თუ არა ის
ტავდაპირველად ინტროექციის ან პროექციის, რეტროფლექსიის ან შერწყმის
მექანიზმის გამოყენებაში მისი ძირითადი ნიშანი დეზინტეგრაცია, პიროვნების
გახლეჩა და აზრისა და მოქმედებას შორის კოორდინაციის არარასებობა.
თერაპია მოწოდებულია გაასწოროს ტყუილი გაიგივებები. თუ ნევროზი
იქმნება „სულელური“ გაიგივებებით, ჯანმრთელობა შეიძლება ჩაითვალოს „კარგი“
გაიგივების პროდუქტად. ეს რათქმა უნდა ღიად ტოვებს კითხვას იმის შესახებ, თუ
რომელი გაიგივებებია კარგი რომელი ცუდი. უმარტივესი და როგორც მე მეჩვენება
ყველაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომელიც რეალობაზეა დაფუძნებული,
მდგომარეობს იმაში, რომ „კარგი“ გაიგივებები ხელს უწყობს ინდივიდისა და მისი
გარემოს დაკმაყოფილებას და მათ მიერ თავისი მიზნების მიღწევას, ხოლო
„სულელურად“ შეიძლება ჩაითვალოს ისინი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის
ზრდას, უქმნიან წინაღობას ან იწვევენ გარემოსადმი დესტრუქციულ ქცევას.
ნევროტიკი ხომ არა მარტო თვითონ იტანჯება, ის თავისი თვითდამანგრეველი
ქცევით სჯის ყველას, ვინც მას უვლის.
მაშასადამე, თერაპიაში ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნევროტიკის განსხვავების
უნარი, ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ თავისთვის ხელახლა აღმოაჩინოს რას
წარმოადგენს თავად და რას არა, რა უწყობს ხელს მის განვითარებას და რა
ეწინააღმდეგება. ჩვენ ის უნდა მივმართოთ ინტეგრაციისკენ, მთლიანობის
შეძენისკენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იპოვოს ნამდვილი წონასწორობა და
კონტაქტური ზღვარი თავისსა და დანარჩენ სამყაროს შორის.
8. ნევროტიკი და თერაპევტი.

და აი მოდის ჩვენი ნევროტიკი დაკავშირებული წარსულთან და მოქმედების


მოძველებულ ხერხებთან, მას ეჭვი ეპარება ახლანდელში, რომელსაც ის ხედავს
როგორც „დაბინდულ მინაში“, იტანჯება მომავლით, რადგან გონია, რომ მას არ
ეკუთვნის. მორცხვად ან მოურიდებლად მოკრძალებით ან თავხედურად, ფეხების
თრევით ან ცდილობს ფხიზლად იაროს, შედის ის თერაპევტის კაბინეტში.
თერაპევტი შეიძლება მისთვის იყოს სხეულ დაკარგული წყვილი ყური ან მამა
ღმერთი, ან ჯადოქარი, რომელმაც საკმარისია დაიქნიოს თავისი ჯოხი, რომ
ურჩხული გადააქციოს მშვენიერ მდიდარ გასაოცარი შარმით დაჯილდოებულ
მომხიბვლელ ყმაწვილად, ან შესაძლებელია პირიქით, ეჭვობს რომ თერაპევტი
მატყუარაა, თაღლითია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა, აგრეთვე სიკეთე და ნდობა
აიძულებს მას მიცეს წუთიერი შანსი.
როგორი ფანტაზიებიც არ უნდა ირეოდეს პაციენტის თავში, როგორც არ უნდა
წარადგინოს საკუთარი თავი ის მოვიდა დახმარებისთვის იმიტომ, რომ განიცდის
ეგზისტენციალურ კრიზისს, ანუ მისი ახლანდელი მდგომარეობის გამო
დაიკმაყოფილოს ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები, რომლებთანაც ის თავს
აიგივებს, არ შეუძლია მიიღოს რაღაც რაც მისთვის ჰაერივით აუცილებელია.
ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები, რომლებიც ნევროტიკის
სიცოცხლისათვის შეიძლება უმთავრესი გახდეს ისეთივე მრავალფეროვანია,
როგორც თავად პაციენტები. ერთისათვის მადომინირებელი მოთხოვნილებაა- არ
ჩამორჩეს ჯონსებს და თუ ეს შესაძლებელია გაასწროს მათ. ასეთი ადამიანი თავის
თავს და მის არსებობას აიგივებს იმ სოციალურ არსებობასთან, რომელშიც ცხოვრობს
და თუ სოციალური პოზიცია არამყარია, ის აღმოჩნდება ეგზისტენციალური
კრიზისის მდგომარეობაში.
თუ ადამიანს არ შეუძლია მიიღოს ის რაც მას ესაჭიროება, ან თუ ის
მიღებისთანავე მას კარგავს, ის აღმოჩნდება ეგზისტენციალური კრიზისის
მდგომარეობაში. ერთი ნევროტიკისათვის ეგზისტენციალური მოთხოვნილებაა
„თვითკონტროლი“, მეორისათვის „თვითგამოხატვა“
როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის ეგზისტენციალური მოთხოვნილება, ის
ფაქტი რომ ის მივიდა თერაპევტთან, უკვე გულისხმობს, რომ აღიარებს, რომ მას არ
შეუძლია მათი დაკმაყოფილება. ის მიმართავს თერაპევტს, იმიტომ რომ იმედი აქვს
მისი მხარდაჭერის, რომელიც აკონპენსირებს მის საკუთარ თავზე დაყრდნობის
უნარს.
ის ვარაუდობს, რომ თერაპევტის მეშვეობით ის დაიკმაყოფილებს
მოთხოვნილებებს, რომელთაც ჯერ ჯერობით ვერ უმკლავდება ვერც თავად ვერც
მისი გარემო. ის თავს გრძნობს როგორც უძირო ორმოში. შესაძლებელია ის ისახავს
შეუსრულებელ ამოცანებს. მაშინ თერაპიის დროს მისი მიზნები იცვლება, იცვლება
მისი ეგზისტენციალური მოთხოვნილებებიც. შეიძლება ცხოვრებისეულმა
გამოცდილებამ და განათლებამ ვერ ჩამოაყალიბეს მასში საკუთარ თავზე
დაყრდნობის უნარი, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა მიეღწია შედარებით
მარტივი მიზნებისათვის, წარმატებული თერაპია ასწავლის საკუთარ თავზე
დაყრდნობას.
თერაპევტმა არ უნდა შეაფასოს პაციენტის ეგზისტენციალური
მოთხოვნილებები. თერაპევტს შეიძლება სრულად არ აინტერესებდეს ბიზნესი,
მაგრამ თუ პაციენტისათვის საქმიანობაში წარმატება ეგზისტენციალური
მოთხოვნილებაა, თერაპევტმა უნდა დაეხმაროს შეიძინოს საკუთარ თავზე
დაყრდნობის უნარი იმ ზომით, რაც ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის.
თერაპევტს არ ჭირდება თავისი პაციენტების უნიფიცირება, ერთი და იგივე
ეგზისტენციალური მოთხოვნილებების ნაკრებით მათი მომარაგება, გამოჭრილს მათ
შორის ყველაზე სუსტს და ყველაზე კომპეტენტურს ზომების მიხედვით (თერაპევტმა
არ უნდა მოახდინოს უკვე გამოყენებული და ადაპტირებული მეთოდის ყველზე
მორგება). მისი ამოცანაა დაეხმაროს თითოეული მათგანის განვითარებას, რაც
მისცემს მას საშუალებას მისთვის იპოვოს მნიშვნელოვანი მიზნები და მათი მიღწევის
ადეკვატური გზა. იმიტომ რომ იმ დროს, როცა პაციენტი მიდის თერაპევტთან, მას
თავად შეუძლია ამის საკუთარი თავისთვის გაკეთება.
მისი ჰომეოსტაზი დარღვეულია, მას არ შეუძლია გაუმკლავდეს თავის
სიტუაციას და იძულებულია წინ გაიქცეს, როგორც ალისა გარბოდა მთელი ძალით,
რათა დარჩენილიყო ადგილზე. მაგრამ კარგია, რომ წონასწორობის დარღვევა ქმნის
მოთხოვნილებას მის აღსადგენად და ეს მოთხოვნილება თერაპევტს მის თვალში
მატებს პოზიტიურ კატექსიზს, რადგან სწორედ თერაპევტს აღიქვამს მის დამხმარედ.
რა სურს პაციენტს ჩვენგან? ჯავშანი, რომელშიც ის იტირებდა; მეკავშირე,
რომელსაც ის შესჩივლებდა ცოლის ან უფროსის შესახებ; მომთმენი მსმენელი?
ადამიანი რომელიც მას დასჯის მისი ცოდვებისთვის ან (თუ უკვე თავად საკმაოდ
დაისაჯა თავი), აპატიებს მას და გაათავისუფლებს ამ ცოდვებისგან? ან მას ჭირდება
გამოფხიზლება? ან ის ოცნებობს ჯადოსნურ, შესანიშნავ, უმტკივნეულო
განკურნებაზე? ხომ არ სურს თვითკონტროლის გაძლიერება, ბედნიერებისაკენ
უმოკლესი გზის პოვნა? ხომ არ სურს თანხმობა და სიყვარული, საყრდენი, რომელიც
შეცვლის საკუთარი თავის არარსებულ დაფასებას. მოწყენილობიდან თავის
დაღწევის საშუალება, აუტანელი მარტოობიდან თავის გადარჩენა. ან მას სურს
მიიღოს ახსნა-განმარტებები იმ იმედით, რომ ისინი დაეხმარებიან საკუთარი თავის
გაგებაში? რაც არ უნდა იყოს მას არ შეუძლია ამ ყველაფრით თავისი თავის
უზრუნველყოფა და როგორც ჩანს არ შეუძლია მიიღოს ასევე თავისი გარემოცვიდან,
თორემ თერაპევტთან არ მივიდოდა. ის რა თქმა უნდა ცდილობდა მიეღო
მხარდაჭერა, რომელსაც ის საჭიროებდა. ის რა თქმა უნდა ცდილობდა მიეღო
მხარდაჭერა, რომელსაც ის საჭიროებდა და ნაწილობრივ ამას ახერხებდა გარემოდან.
ამას თუ სრულად ვერ მოახერხებდა, ის იქნებოდა მკვდარი ან შეშლილი. მაგრამ
რადგან ის ამას ვერ ახერხებდა დამკვიდრებას თავისი მოძველებული და უუნარო
ქცევებით, ის ჩვენთან მოდის ფრუსტრირებული, რადგან ვერ იღებს სრულ
დაკმაყოფილებას.
ოღონდ ის მოდის არა ცარიელი ხელებით, მას მოაქვს თავისი მანიპულაციის
საშუალებები, მობილიზაციის ხერხები და თავისი გარემოს ისეთი გამოყენება, რომ
ხალხი მის ნაცვლად აკეთებს მის საქმეს. არ არის საჭირო თავის მოტყუება იმით, რომ
მისი მანიპულაციის ხერხები არ არის ჭკვიანური, ნევროტიკი არ არის სულელი, ის
უნდა იყოს საკმაოდ გამჭრიახი და გაწაფული, რათა იცოცხლოს, რადგან ის
გარკვეულწილად არ ფლობს საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გადარჩენას
- არ აქვს საკუთარ თავზე დაყრდნობის უნარი. ის იტანჯება რაღაცის „უკმარისობით“
და ესაჭიროება მნიშვნელოვანი გამომგონებლობა, ფანტაზიები, რათა თავი აარიდოს
ამ უკმარისობას , დანაკლისს.
სამწუხაროდ ყველა მისი მანევრი მიმართულია შედეგებთან საბრძოლველად
და არა გამომწვევი მიზეზის გადასალახავად. მისი მანევრები ოდესღაც იყო
თვითნებური, ახლა კი იმდენად ბუნებრივი გახდა, რომ ნევროთიკი მას ვეღარც
აღიქვამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღარ არის მანევრები. ჩვენ ვაღიარებთ
ლამაზმანის მოხერხებას როგორ მარჯვედ შეუძლია გამოსტყუოს ბეწვი და
ბრილიანტები „შაქრის მამას“, მაგრამ მტირალა ქალი, რომელიც გამოსტყუებს
ყურადღებას და მხარდაჭერას ქმარს, ბავშვებს და ახლობლებს არანაკლებ
მოხერხებულია. ჩვენ ვაღიარებთ პოლიტიკოსის ჭკუას, რომელიც თელავს
ოპოზიციას. მაგრამ ნევროტიკი, უგრძნობი გარშემო მყოფთა მიმართ, რომელიც ვერ
გრძნობს რას არ უნდა ამჩნევდეს, ასევე მოხერხებულია.
ნევროტიკის პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, რომ არ შეუძლია
მანიპულირება, არამედ იმაში, რომ მისი მანიპულაციები მიმართულია მისი
არასრულფასოვნების მხარდაჭერასა და ლოიალობაში და არა მისგან
გათავისუფლებაში. იმდენივე ჭკუა და ენერგია, რომელსაც ნევროტიკი ხარჯავს,
რათა გარშემომყოფებმა მხარი დაუჭირონ, მან რომ მიუძღვნას იმას, რომ ისწავლოს
თავის თავზე დაყრდნობა, ის აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას.
რადგან მისი მანიპულირების ნიჭი არის მისი მიღწევები ეს შეიძლება ვთქვათ,
რომ მისი პლიუსებია, თავის ეგზისტენციალურ კრიზისთან გამკლავების უუნარობა
-ეს მინუსია და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა მისი პლიუსებიდან. როცა
პაციენტი შეიცნობს, რომ მისი მანიპულაციები გარშემო მყოფთა მიერ, როგორი
ნატიფიც არ უნდა იყოს მის წინააღმდეგ მოქმედებს და ამავე დროს თავად აღმოაჩენს
თავისი მანიპულაციის ხერხებს - მაშინ ჩნდება ცვლილებების შესაძლებლობა.
მისი მანიპულაციური შესაძლებლობები მრავალფეროვანია. მას შეუძლია
ილაპარაკოს, გვახრჩობდეს სიტყვებით. მას შეუძლია მოიწყინოს, გაგვებუტოს, მერე
კი თავს დაგვესხას. მას შეუძლია შეგვპირდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, შეუძლია
არ შეასრულოს დაპირება. მას შეუძლია იყოს დაუზარებელი ან ჩაგვიშალოს ჩვენი
გეგმები. შეუძლია ახსოვდეს ან დაივიწყოს სიტუაციიდან გამომდინარე. მას შეუძლია
ჩვენი დაჰიპნოზება მონოტონური ხმით ან გაგვაღიზიანოს თავისი ქვითინით.
მას შეუძლია გვერდზე დგომით მოგვიტანოს თავისი „პრობლემები“,
ფსიქოლოგიური ჟარგონის თაიგულით გაფორმებული და შეფუთული და
ელოდებოდეს რომ გავხსნით მას და ავუხსნით მას მათ შინაარსს. თუ თერაპევტი
იხრება ინტელექტუალიზაციისაკენ, პაციენტი სასამართლოს დღემდე იკამათებს
მასთან. თუ თერაპევტი ეძებს ბავშვის ტრამვას, პაციენტი დაეხმარება მას, იხსენებს ან
იგონებს შესაბამის შემთხვევებს. თუ თერაპევტი ინტერესდება გადატანით, პაციენტი
გადააქცევს ყველას დედებად ან მამებად, ზოგიერთებს წონასწორობისთვის დებად ან
ძმებად.
მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული საშუალებებია დისოციაცია და
კითხვების დასმა. თუ ჩვენ მივუთითებთ პაციენტს, რომ ის არ იძლევა არავითარ
მნიშვნელოვან ასოციაციას, ის გვადანაშაულებს ჩვენ პრინციპების დარღვევაში,
იმიტომ რომ ის ამბობს ყველაფერს რაც თავში მოუვა. მაგრამ ნუთუ ნამდვილად ვერ
შეიცნობს რომ ცენზურის დახმარებით წყვეტს თავის ასოციაციურ პროცესს და
გაურბის ყველაფერს რასაც საქმესთან კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება კითხვებს - მათი ფუნქციები უსასრულოა, ეს ისეთ სახეს იღებს,
თითქოს პაციენტი მიმართავს ან ამოწმებს ჩვენს ყოვლისმცოდნეობას. პაციენტი
ამოქაჩავს ჩვენგან უამრავ ინფორმაციას, რათა შემდეგ ყველაფერი უცებ დაივიწყოს.
ის გვამოწმებს ჩვენ, ცდილობს დაგვაბნიოს და მახეში შეგვიტყუოს. პაციენტისათვის
ეს ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია გაექცეს თავის პრობლემებზე მუშაობას და მისი
შეკითხვები შესანიშნავი მითითებებია დაბნეულობისა, თუ მათ სწორად
გამოვიყენებთ ისინი მოგვცემენ უკუქმედების საშუალებას.
მაგრამ რა ვთქვათ უარყოფით კათექსისზე, პაციენტის შიშზე, რომ თერაპია
არათუ დაეხმარება მას, არამედ უფრო ღრმად ჩაფლავს უცხო სფეროში, საერთოდ
ნიადაგს გამოუცლის ქვეშ. ეს მიახლოებით (თუმცა ძალიან მიახლოებით) შეესაბამება
წინააღმდეგობის ფენომენს. ოღონდ ამ მსგავსებამ არ უნდა მოგვატყუოს. ჩვენ არ
უნდა მოვხვდეთ წარმოდგენების მახეში, რომ წინააღმდეგობა ცუდია და უკეთესი
იქნებოდა, რომ პაციენტს ის არ ქონოდა. პირიქით წინააღმდეგობა იმდენად
ფასეულია ჩვენთვის, როგორც ფასეული იყო მოქმედებები, წინააღმდეგობები
მოეორე მსოფლიო ომში მონაწილისათვის. ოტო რანკმა ამ წინააღმდეგობებს უწოდა
ნეგატიური ნება.
თუ თერაპევტი არ იწონებს წინააღმდეგობას, ის შეიძლება მაშინვე დანებდეს.
არ არის მთავარი გამოხატავს თუ არა ის თავის უკმაყოფილებას ღიად. პაციენტის
ინტუიცია იმდენად დაჩლუნგებულია, რომ მან ეს ვერ შენიშნა. ნევროტიკი, ისვე
როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ეგუება ცხოვრებას თავისი გარემოს
მანიპულირების მეშვეობით, რამდენადაც გარემო მას მტრულად წარმოუდგენია, ის
ძალიან მგრძნობიარეა და მზადაა უთვალთვალოს და მოატყუოს თავის
„მოწინააღმდეგეებს“. ის ადვილად აღწევს ორთოდოქსალური ფსიქოანალიტიკოსის
ნიღაბში, რომელიც, ეშინია რა კონტრგადატანის, ართმევს საკუთარ თავს ყოველგვარ
ემოციებს და პაციენტს წარუდგენს - რომელიც თავს არიდებს ყოველგვარ კონტაქტს,
მკვდარი როგორც დინოზავრი - თავის გაქვავებულ სახეს.
მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პაციენტი ვერ ხვდება საკუთარ წინააღმდეგობას,
ვერ აღიქვამს მას როგორც წინააღმდეგობას, ჩვეულებრისამებრ ის მას აღიქვამს
როგორც თანამშრომლობისათვის მზადყოფნას, მას სურს თერაპევტის დახმარება.
პაციენტს ეშინია, რომ თერაპევტი მას უარყოფს, გაკიცხავს და
ბოლოსდაბოლოს გააგდებს (პაციენტები, რომლებიც მოურიდებლად იქცევიან, ამას
არ გვაგრძნობინებენ). ასე რომ პაციენტი მანიპულირებს თერაპევტით და ამ დროს
თავს გვაჩვენებს როგორც კარგი ბავშვი. ის ცდილობს მოისყიდოს თერაპევტი
მორჩილებით და მისი „სიბრძნის“ და მოთხოვნების ფსევდო მიღებით. ამავე დროს ის
შეიძლება იყოს ცვალებადი თავის დაფასებაში და ძალზე მგრძნობიარე რეალური ან
მოჩვენებითი კრიტიკისადმი. ის შეიძლება იძაბება ყოველთვის, როცა თერაპევტი
რაღაცას ეუბნება.
პაციენტმა დიდი წვალებით შექმნა წარმოდგენა საკუთარ თავზე- ის , რასაც
ფსიქიატრიაში უწოდებენ „რეაქტიულ ფორმირებას“, „მე სისტემას“, „ეგო-იდეალს“,
„პერსონას“ და ბევრ სხვა სიტყვას. ხშირად ეს სრულიად არასწორი წარმოდგენაა,
რომელშიც ყველა ხაზი სრულიად საწინააღმდეგოა იმისი, რაც არის სინამდვილეში.
ეს საკუთარი თავის ხატი პაციენტს არ აძლევს არავითარ მხარდაჭერას, პირიქით,
საკუთარი თავის გაკიცხვას, დაგმობას, ყოველგვარი თვითგამოხატვის ჩახშობას
ემსახურება.
პაციენტი არა მხოლოდ ფიტავს თავს ამ ბრძოლაში, არამედ ყოველთვის
დამოკიდებული აღმოჩნდება გარე მხარდაჭერაზე, მოწონებაზე და მიღებაზე. ის
იმდენად პროეცირებს განსხვავების საკუთარ უნარს, მიღების და უარყოფის უნარს
სხვებზე, რომ უხარია ზურგში ნებისმიერი დარტყმა, ვისგანაც არ უნდა მიდიოდეს.
მან უარი თქვა ჭეშმარიტი მიღების უნარზე და არ შეუძლია არავითარი მოწონების
მიღება, ასე რომ რჩება დაუკმაყოფილებელი და მოუთმენლად ელოდება როგორი
განწყობილებაც არ უნდა გამოიჩინოს მისდამი.
ეს გასაოცარი მაგალითია იმისა, რომ თავზე დაყრდნობის პატივისცემის
შესაძლებლობაში სირთულეებს მივყავართ მუდმივ მოთხოვნილებასთან გარეგან
მხარდაჭერაში, მოთხოვნილებასთან სხვათა მიერ დაფასებაზე. მაგრამ რადგან გარე
მხარდაჭერა მოითხოვება არა საკუთარი თავისათვის, არამედ თავზე
წარმოდგენისათვის, ის ვერაფრით ვერ დაეხმარება განვითარებას. ადამიანი საკუთარ
საზღვრებს შეიძლება გაცდეს მხოლოდ საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებაზე და არა
ამბიციებსა და ხელოვნურ მიზნებზე დაყრდნობისას. უკანასკნელს უკეთეს
შემთხვევაში მივყავართ პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისკენ.
ადამიანის ნამდვილი ბუნება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველის
ნამდვილი ბუნება მდგომარეობს მის მთლიანობაში. მხოლოდ ინტეგრირებული
სპონტანობისა და თვითნებობისას ადამიანს შეუძლია გააკეთოს გააზრებული
ეგზისტენციალური არჩევანი. როგორც სპონტანობა, ასევე თვითნებობა
ფესვგადგმულია ადამიანის ბუნებაში. ველის მთლიანობა, საკუთარი თავისა და
სხვებზე პასუხისმგებლობის გრძნობა ინდივიდის სიცოცხლეს მატებს
მნიშვნელობასა და ფორმას.
საკუთარ თავზე წარმოდგენა ან „სუპერ- სტრუქტურა“ (მას უწოდებენ ასევე
კომპენსაციაზე მაღალს, არასრულფასოვნების და უპირატესობის კომპლექსებს და
სხვა) აღმოჩნდა ფსიქიატრიის ყურადღების ცენტრში. არაპროფესიონალებიც კი
საუბრობენ „მეორე ნატურაზე“, ოღონდ ამ დროს თერაპია იშვიათად უზრუნველყოფს
ჭეშმარიტად საკუთარ თავთან შეღწევას. მე მეჩვენება, ეს იმიტომ ხდება რომ
თერაპიის უმეტეს ფორმებში არასაკმარისი ყურადღება ექცევა დაბნეულობის დონეს,
რომელიც ჩვენს თავს გამოაცალკევებს ჩემს შესახებ წარმოდგენიდან.
რამდენადაც დაბნეულობა საკმაოდ არასასიამოვნოა, ის ჩამოიშორებს,
პაციენტი იყენებს ყველა შესაძლებლობას, რაც კი მის განკარგულებაშია, რათა
აიცილოს დაჟინებული მზერა მის დაბნეულობაზე. ამ მხრივ ის იქცევა სოკრატის
საწინააღმდეგოდ, რომელიც თავისუფლად იღებდა თავის ინტელექტუალურ და
ეგზისტენციალურ დაბნეულობას და თვისი ცხოვრება მიუძღვნა მის გარკვევას,
შექმნა თუ არა ამისათვის აუცილებელი მეთოდი.
დაბნეულობა ეს არაადეკვატური ორიენტაციაა, საკუთარი დაბნეულობის არ
აღიარება ნევროზის ერთ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ნებისმიერი მოქმედება,
დაბნეულობაზე დაფუძნებული იქნება გაუბედავი, არაადეკვატური. როდესაც ჩვენ
დაბნეულნი ვართ და არ ვიცით ამის შესახებ, არ გვაქვს არჩევანის თავისუფლება,
ჩვენ განვიცდით, თითქოს მოქმედების განსაზღვრული მეთოდი არის ერთადერთი
და აბსოლუტურად სავალდებულო. ფსიქოლოგმა დიდი ყურადღება დაუთმო
დაბნეულობის კერძო შემთხვევას - ამბივალენტობას, როცა პაციენტი ფიქრობს, რომ
მას ან უნდა უყვარდეს ან სძულდეს, რომ ის ან კარგია ან ცუდი. მაგრამ საკმარისის
„ან-ან“ შევცვალოთ „და- და“-თი და სიტუაცია გაირკვევა, რადგან პოზიტიური და
ნეგატიური კატექსისი დამოკიდებულია კერძო სიტუაციაზე. ზოგჯერ ჩვენ შეიძლება
გვიყვარდეს და ვთვლიდეთ რომ კარგები ვართ, ზოგჯერ იკი გვძულდეს და
ვთვლიდეთ რომ ცუდი ვართ, ის დამოკიდებულია სიტუაციურ დამოკიდებულებას
და ფრუსტრაციაზე. ამბივალენტობის გაგება ვარაუდობს რომ არსებობს მუდმივი
კმაყოფილების ან მუდმივი ფრუსტრაციის მდგომარეობა. ეს სტატიკური
განსაზღვრებაა, თითქოს შესაძლებელია ემოციების ან თავად ჩვენი გაყინვა დროში.
თერაპიაში, თუ პაციენტი ჩვენგან ვერ იღებს მხარდაჭერას, რომელსაც
ელოდება გარემოდან (როცა არ შეუძლია საკუთარ თავზე დაყრდნობა), თუ ჩვენ ვერ
ვაძლევთ პასუხს, რომელსაც ის ელოდება, თუ ჩვენ არ ვაფასებთ მის კეთილ
ზრახვებს, არ აღვფრთოვანდებით მისი ფსიქოლოგიური ცოდნით, არ ვაქებთ სწრაფი
წინსვლისთვის- პაციენტი თავს გრძნობს ფრუსტრირებულად და მისთვის ჩვენ ჩვენ
ვიძენთ უარყოფით კატექსისს. მაგრამ ამავე დროს გეშტალტთერაპია მას მუდამ
აწვდის ბევრს, რაც მას ესაჭიროება - განსაკუთრებით ყურადღება და თუ ჩვენ მას არ
ვლანძღავთ მისი წინააღმდეგობების გამო, ამგვარად თერაპიაში მყარდება
განსაზღვრული ბალანსი ფრუსტრაციასა და დაკმაყოფილებას შორის.
ასე რომ ჩვენ შევქმენით ველი თერაპიული მუშაობისათვის. როგორ
მოვეპყრობით ჩვენს პაციენტს? ის იწვება ტახტზე თვალდახუჭული და მიეცემა
თავისუფალ ასოციაციებს? ვთხოვთ თუ არა მას ყურადღება გაამახვილოს
მოგონებებზე ედიპური ფაზის შესახებ, ურთიერთპიროვნულ დამოკიდებულებებზე,
კუნთოვან ჯავშანზე? დაკავებულნი ვართ თუ არა მისი წარსულით და აწმყოთი. მის
ერთი თემიდან მეორე გადახტომის უნარით ასოციაციებში ფრენისას თუ
ყურადღებას ვამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე თუნდაც მცირე ხნით? ვართ თუ არა
დაკავებულნი მისი ფსიქიკით ან სხეულით? გვაწუხებს თუ არა რატომ ახორციელებს
ის ცენზურას თავის გამოთქმებზე ან წყვეტს თვითგამოხატვას და როგორ ახერხებს
ამას? გვექნება თუ არა საქმე მის პიროვნებასთან, ღრმად თუ ზედაპირულად?
თანამედროვე თერაპიის მეთოდები ემყარება ვარაუდს, რომ პაციენტი
საჭიროებს თავისი ქცევის მიზეზების უკეთ გაგებას და რომ ეს მიზეზები შეიძლება
აღმოჩენილი იყოს თუ ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ჩავუღრმავდებით წარსულს, მის
სიზმრებში და არაცნობიერში. თერაპევტის მიდრეკილებიდან გამომდინარე, ეს
მიზეზები შეიძლება მოვძებნოთ სხვადასხვა დარგში (ან რამდენიმეში ერთად).
ფროიდი მაგალითად რიგი დაკვირვებების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ
პრობლემის ძირითადი წყარო მდგომარეობს ოიდიპოსის კომპლექსში. რაიხი
ტერმინებში განიხილავდა კუნთოვან ჯავშანს და ორგანიზმული პოტენციის
აღდგენის აუცილებლობას, სალივენი საუბრობდა „სისტემა მე“ -ზე და
პოროვნებათშორის ურთიერთობებზე, სოლტერი თვითგამოხატვის
მოთხოვნილებაზე, ადლერი არასრულფასოვნების კომპლექსზე და სხვა.
ყველა ეს წარმოდგენები მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ყველას აკლია მთავარი,
რადგან ყურადღებას არ აქცევენ ერთიან ველს რომელიც მოიცავს ორგანიზმს და
გარემოს. ეს ყველაფერი აბსტრაქციებია მთლიანი პროცესიდან. სალივანი ყველაზე
ახლოსაა იმასთან, რომ მხედველობაში მიიღონ თავად ველის პროცესები, ოღონდ
აქაც აქვს ადგილი დამახინჯებას, გამოწვეული ცნებების დუალიზმით.
უფრო ვრცელი განმარტება გვათავისუფლებს ჩვენ ნევროტული ქცევის ერთ-
ერთი მიზეზის ძებნის აუცილებლობისაგან. ჩვენ უარვყოფთ მცდელობას მივცეთ
ერთადერთი პასუხი სპეციფიკური ურთიერთობების სახით რასაც დაჟინებით
ითხოვენ სხვა სკოლები. ჩვენი მიდგომა, რომელიც ადამიანს განიხილავს
ერთდროულად როგორც ინდივიდს და როგორც გუნდის წევრს, უზრუნველყოფს
მოქმედებისათვის უფრო ვრცელ საფუძველს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნევროზი უწონასწორო მდგომარეობაა, რომელიც
უჩნდება ინდივიდს თუ მისი პირადი მოთხოვნილება შორდება ჯგუფის
მოთხოვნილებას, რომელსაც ის მიეკუთვნება და თუ მას არ შეუძლია გადაწყვიტოს
რომელია ამ მოთხოვნილებებიდან დომინირებული; თუ ასეთი სახის განცდები
მეორდება საკმაოდ ხშირად და თუ მსგავსი ცალკეული განცდა საკმაოდ
ინტენსიურია, ინდივიდს ერღვევა წონასწორობის გრძნობა ველში, რომელიც
აერთიანებს მის ორგანიზმს და გარემოს, ის კარგავს ასეთი წონასწორობის
განსაზღვრის და აღდგენის უნარს.
ინდივიდი ახლა ნევროტულად დაიწყებს რეაგირებას სიტუაციებზე,
რომელთაც არ აქვთ შინაგანი კავშირი ამ განცდასთან ან განცდებთან, რომელშიც
თავდაპირველად გაჩნდა უწონასწორობა. ნევროტული დარღვევა მდგომარეობს
თავის შეწყვეტაში; დამნაშავე, ნევროტიკისაგან განსხვავებით წყვეტს თავისი გარემოს
ბუნებრივ ფუნქციონირებას.
ტრადიციული თერაპია ეფუძნება ვარაუდს, რომ წარსულის გახსენებისა და
მოვლენების ხელახლა განმარტებისას თერაპევტს და პაციენტს შეუძლიათ შეავსონ
მისი განცდების პაციენტზე ზემოქმედება და როცა ეს გაკეთდება პაციენტს აღარ
შეაწუხებს მისი პრობლემები, ის ისწავლის ან მათთან ერთად ცხოვრებას ან გადაჭრის
მათ.
ეს ვარაუდი ჩვენ არ მიგვაჩნია დამარწმუნებლად რამდენიმე მიზეზის გამო.
უპირველესად თერაპია, დამყარებული განსაზღვრული ტიპის მარტივი „მიზეზების“
ვარაუდზე, ყურადღებას ამახვილებს პიროვნების იმ ასპექტებზე, რომელთაც ამ
„მიზეზებთან“ აქვთ ურთიერთობა და რჩება ბრმა ყველა დანარჩენი
ფატრორებისადმი. მისი საკუთარი ორიენტაცია ისევე შეზღუდულია, როგორც
პაციენტის ორიენტაციაა. ასეთი თერაპია შეიძლება დაეხმაროს მას გაუმკლავდეს
პრობლემებს იმ ვიწრო საზღვრებში, რომლებიც შეზღუდულია მისი ნევროზით და
მისი თეორიით, მაგრამ ის არ უხსნის მას შეცნობის უფრო ფართო ჰორიზონტს.
თითქოს პაციენტმა და თერაპევტმა ჩამოიცვეს ცხენის თვალსაფარი მასთან
მიმაგრებული გამადიდებელი შუშით. ის რაც მათ წინაა ხედავენ წვრილმანებშიც,
მაგრამ ვერ ხედავენ ვერაფერს რაც გვერდზე ხდება.
განსაკუთრებით გვზღუდავს თერაპევტის და პაციენტის დაყოფის
შესაძლებლობა „ფსიქიურად და ფიზიკურად“, რის გამოც სკოლების უმეტესობას
საქმე აქვს ფსიქიურ ფაქტორებთან, რეიხის მიმდევრებს კი ფიზიკურთან.
ამისგან განსხვავებით ერთიანი გეშტალტმიდგომა ორიენტაციის გაფართოების
და თერაპიული მანევრირების შესაძლებლობების საშუალებას იძლევა. ჩვენ
ვვარაუდობთ, რომ ნევროზის საფუძველს შეიძლება შეადგენდეს ნებისმიერი მწვავე
სიტუაცია ან ქრონიკული სიტუაციების თანმიმდევრობა, რომლებთან გამკლავებაც
პაციენტმა ისწავლა თავისი არასაკმარისი შეწყვეტის მეშვეობით. ჩვენ არ შეგვიძლია
შევჩერდეთ არცერთ განსაზღვრულ ერთადერთ „მიზეზზე“. ჩვენ ასევე ვვარაუდობთ,
რომ ფიზიკურის და ფსიქიკურის, გონების და სხეულის დაყოფა ხდება სრულად
ხელოვნურად და რომ ყურადღების მიპყრობა ამ ტყუილ დიხოტომიის ერთ მხარეზე
ნიშნავს ნევროზის მხარდაჭერას და არა მის მკურნალობას, რადგან ჩვენ ფანტაზიას
ვთვლით დასუსტებულ რეალობად, ხოლო აზროვნებას დასუსტებულ მოქმედებად,
ჩვენ თერაპიული მიზნებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ფანტაზიორობა, ასევე
ფანტაზიების თამაშით განხორციელება. ფანტაზიები ხშირად გამოიყენება
პაციენტების მიერ (თავისთვის საზიანოდ), როგორც მოთხოვნილებების რეალური
დაკმაყოფილება. ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს ვასწავლოთ ფანტაზიის თერაპიისთვის
გამოყენება იმისთვის, რომ რეალური მოთხოვნილებების აღმოჩენისას შემდგომში
გვქონდეს მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
მეორე მიზეზი რის გამოც ეჭვი გვეპარება თერაპიის ქმედითობაში, რომელიც
ორიენტირებულია წარსულზე, მდგომარეობს იმაში რომ პასუხები კითხვაზე
„რატომ“ ცოტა რაიმეს გვიხსნიან პაციენტის ნევროზის შესახებ. განსაზღვრული
სიტუაცია რატომ უჩენს ნევროზს ბატონ ა. -ს მაშინ როცა მსგავსი სიტუაცია საერთოდ
არ ეხება ბატონ ბ? რატომ წარმოიქმნა ბოლოსდაბოლოს ეს სიტუაცია? რატომ გაჩნდა
ის მდგომარეობა, რომლებმაც ის გამოიწვიეს? მცდელობა უპასუხონ კითხვას „რატომ“
იწვევს ახალი კითხვები უწყვეტ ჯაჭვს, რომლის პასუხიც შეიძლება გახდეს მხოლოდ
ბოლო მიზეზი, რომელიც თავად საკუთარი თავის მიზეზს წარმოადგენდა.
თუ ადამიანი გახდა ნევროტიკი , „იმიტომ რომ“ მისი დედა გარდაიცვალა მისი
დაბადებისას და ის გაზარდა შინაბერა დეიდამ, რომელიც არ აძლევდა იმის
გაკეთების ნებას რაც მას სურდა და ამან აიძულა გამოედევნა განსაზღვრული
სურვილები - ის რაც დეიდის გადაქცევა „პიესის მთავარ ბოროტმოქმედად“
გადაწყვეტს მის პრობლემებს? პირიქით, ასეთი ახსნა პაციენტს აძლევს ყველა თავისი
სირთულის პროეცირების შესაძლებლობას დეიდაზე. ის მას აძლევს განტევების ვაცს
და არა პასუხს და ასე ხშირად ხდება ორთოდოქსალური თერაპიის შედეგად.
მაგრამ მსგავსი ფაქტების აღწერამ შეიძლება მოგვცეს გასაღები თერაპიისთვის.
თუ დეიდა არ აძლევდა პაციენტს ბავშვობიდან იმის უფლებას რაც მას სურდა, მისი
ბავშვობა იყო განუწყვეტელი რიგი შეწყვეტებისა, როგორც გარეგანი-დეიდას
მხრიდან, ისე შინაგანი- საკუთარი თავის შეწყვეტა. თუ ჩვენი პაციენტი გაარკვევს,
როგორ ხდებოდა ეს შეწყვეტები წარსულში და როგორ ხორციელდება ახლა, თუ ის
ნამდვილად იგრძნობს თავისი თავის შეწყვეტას და აღმოაჩენს ეს როგორ ხდება მაშინ
შეიძლება დაამუშაოს ეს შეწყვეტები, გახადოს ისინი საკუთარ რეალურად მიღწევად
მოქმედებად, რომელიც მან შეიძლება შეასრულოს ან არ შეასრულოს.
წარმატებული თერაპია პაციენტს დაეხმარება შეიძინოს საკუთარ თავზე
დაყრდნობის უნარი, გამოიყვანოს შემწყვეტი ძალების ზეგავლენიდან, რომელთა
მართვაც ადრე არ შეეძლო.
გარდა ამისა პრობლემები გამოწვეულია არა მარტო თავისი ამა თუ იმ
ასპექტის დათრგუნვით, არამედ იმითაც რომ ამ შეწყვეტებმა არ მოგვცეს საშუალება
გვესწავლა განსაზღვრული რამ. ნევროტიკის ბევრი სირთულე დაკავშირებულია
შეცნობის უქონლობასთან, ბრმა ლაქებთან, იმასთან რომ ზოგიერთ ნივთებს და
ურთიერთობებს ის უბრალოდ ვერ ამჩნევს. ამიტომ ჩვენ ვარჩევთ ვისაუბროთ არა
შეუცნობელი, არამედ მოცემული დროის შეუცნობლობაზე, ეს ტერმინი უფრო
ვრცელია ვიდრე „შეუცნობელი“, შეუცნობელი მოიცავს არა მხოლოდ გამოდევნილ
მასალას, არამედ ასევე მასალას, რომლიც არასოდეს შეიცნობოდა ან გაქრა, ან შევიდა
უფრო ფართო გეშტალტებში. შეუცნობელი მოიცავს უნარებს, ქცევის ხერხებს,
სამოძრაო და ვერბალურ თვისებებს, ბრმა ლაქებს და ა. შ. რამდენადაც ცნობიერება
არის სუფთა გონებრივი თავისი ბუნებით, ასეთივეა შეუცნობელიც. რაც შეეხება
შეუცნობელისა და შეცნობილს ისინი არ არის სუფთა გონებრივი. ჩვენი
განსაზღვრებიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება განვიხილოთ თითქმის
პროტოპლაზმის თვისებად, რომლისგანაც შედგება ყველა ცოცხალი ორგანიზმი.
ისეთ რთულ არსებაში, როგორიც ადამიანია შეუცნობელის მხარე ძალიან ფართოა.
ჩვენ ვერ შევიცნობთ ჩვენს ვეგეტატიურ პროცესებს, ძალებს, რომლებიც გვაიძულებენ
ჩვენ ვისუნთქოთ, ვჭამოთ და გამოვყოთ დაშლის პროდუქტები. ჩვენ ვერ შევიცნობთ
ზრდის ბევრ პროცესს. მაგრამ თუ შეუცნობელის მხარე ფართოა ასევე ფართოა
შეცნობის მხარეც; ისინი მოიცავენ არა მარტო ნათელ სენსორულ და მამოძრავებელ
მოღვაწეობას, მაგრამ ასევე ბევრ გასაქრობ სუსტ მოქმედებებს, რომელთაც ჩვენ
ვუწოდებთ გონებრივს.
ფსიქოთერაპიის სკოლა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ერთიანი
ორგანიზმისადმი მიდგომაზე, არ შეიძლება იზღუდებოდეს მხოლოდ გონებრივი
პროცესებით- განდევნით და გამომჟღავნებით. ის დაკავებული უნდა იყოს ქცევის
ერთიანი სტერეოტიპებით და მიისწრაფოდეს დაეხმაროს პაციენტს შეიცნოს ისინი
იმავე დონით როგორიც აუცილებელია ფსიქიატრიული ჯანმრთელობისატვის.
ამგვარად ორთოდოქსალური სკოლების საწინააღმდეგო, რომლებიც აკეთებენ
აქცენტს იმაზე რაც არ იცის პაციენტმა საკუთარი თავის შესახებ, ჩვენ ვაკეთებთ
აქცენტს იმაზე რაც მან იცის თავისი შეცნობის მხარეზე და არა იმ მხარეზე, რომელსაც
ვერ შეიცნობს. ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თავის შეცნობა
თანმიმდევრობით გაფართოვდეს ყველა დონეზე.
მიდგომებში ამ განსხვავების მნიშვნელობა უფრო მოსახერხებელია
განვიხილოთ ფსიქოსომატიკაში ბოლო დროს ერთ მეტად მოდურ და
ფსიქიატრიასთან ახლოს მყოფი ყბედობის მაგალითზე,. რა არის ფსიქოსომატური
გამომჟღავნება? თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ გონებისა და სხეულის ძველ დაყოფას,
რომელთანაც მჭიდროდ არის დაკავშირებული შეუცნობელის შეზღუდული ცნება,
ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ ის ან როგორც სომატური დარღვევა, რომელიც ხდება
ფსიქიური მოვლენის შედეგად, ან როგორც ფსიქიური დარღვევა, გამოწვეული
სომატური მოვლენით. მაგრამ ჩვენი ერთიანობის წერტილიდან გამომდინარე,
რომელიც გაურბის მიზეზობრიობის მახეს, ფსიქოსომატური არის ისეთი მოვლენა,
რომელშიც ღრმა ფიზიკური დარღვევა უფრო მეტად გვხვდება თვალში, ვიდრე
გონებრივი ან ემოციონალური სახის დარღვევები.
განვიხილოთ ისეთი ფსიქოსომატური გამოვლინება, როგორიცაა თავის
ტკივილი. თავის ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება ათასობით
შემთხვევის დროს. მაგრამ თუ მხედველობაში არ მივიღებთ მოურჯულებელ
მატყუარებს, თავის ტკივილი ეს არა მხოლოდ თავის გამართლებაა, როგორც წესი ეს
ნამდვილი ფიზიკური აღქმაა, სხეულის ენაა, რომელიც ამბობს „ამ სიტუაციას მე
მივყავარ თავის ტკივილამდე“, „შენ მე ავად მხდი“. თავის ტკივილი - კონტაქტის
მთლიანობის გაწყვეტის ნაწილია.
ორგანიზმის აგზნების ყოველი ფრაგმენტი, წარმოქმნილი ყოველ მოცემულ
მომენტში, ჩვენ უნდა გვაძლევდეს საშუალებას გვერდი ავუაროთ არსებულ
სიტუაციას ემოციაში აგზნების ტრანსფორმაციის და სხვა მოქმედებათა მეშვეობით.
მაგრამ თ აგზნება მიმართულია თავად საკუთარი თავის წინააღმდეგ, მხარდამჭერი
ფუნქცია დამთრგუნველად გადაიქცევა. ასე ჩნდება ფსიქოსომატური გამოვლენა ან
თუნდაც ერთი სიმპტომი.
ჩვენ ვცდილობთ საქმე გვქონდეს თავის ტკივილთან მის მთლიანობაში. ჩვენ
მას არ ჩამოვყრით სათვალავიდან როგორც ტრავიალურ სიმპტომს და არ ვთავაზობთ
მუდამ წამლების მეშვეობით მისგან გათავისუფლებას. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი
ფსიქოსომატური გამოვლინება ფსიქოთერაპიაში ყურადღებას იმსახურებს, როგორც
ჩვენ შემდგომ ვნახავთ ჩვენ არ გვჭირდება პაციენტის „შეუცნობელი მოტივაციის“
ახსნა, რათა ის მოვატყუოთ.
ორთოდოქსალური თერაპევტისათვის თერაპიული პროცესის ახსნას
წარმოადგენს გადატანა. ნევროტიკს ფროიდის მიხედვით თერაპევტზე გადააქვს
რიგი ემოციური რეაქციებისა და განწყობებისა, რომელთაც ის ამჟღავნებდა ხალხის
მიმართ წარსულში. ამრიგად გადატანის დროს პაციენტი მოქმედებს ილუზიიდან
გამომდინარე, ის რასაც ის თვლის თერაპევტთან პირა კონტაქტად, სინამდვილეში
წარმოადგენს მოვლენას ორგანიზმის შიგნით, შექმნილს თავად მის მიერ. ის არ
იმყოფება კონტაქტში, კონტაქტს რაღაც ეწინააღმდეგება.
ოღონდ ეს ახსნა, მიუხედავადა მისი ფასეულობისა, არ მოიცავს მთლიანად იმ
გრძნობებს, რომლებიც ხშირად უჩნდება პაციენტს თერაპევტის მიმართ
მკურნალობის პროცესში. დავეთანხმოთ თ არა იმაში, რომ ამ გრძნობებში
ნამდვილად არაფერია მართალი, რომ ყველაფერი რასაც პაციენტი გრძნობს,
არარეალურია და აიხსნება მხოლოდ მისი პირადი ისტორიით?
თუ გადატანის სიტუაციისადმი გამოვიყენებთ კატექსისი მცნებას, ფროიდის
შექმნილს, ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ საწინააღმდეგო დასკვნას. თერაპიაში
მოქმედებს არა ის რასაც ადგილი ქონდა წარსულში, პირიქით მთავარია ის რაც არ
ყოფილა - დეფიციტი, რაღაც ისეთი, რაც არ იყო საკმარისი. ის რაც უკვე მოხდა,
დასრულებული სიტუაციაა. დაკმაყოფილებისა და ინტეგრაციის მეშვეობით
ადამიანმა ის უკვე ჩართო თავის თავში. წარსულის მემკვიდრეობას, რომელიც რჩება
ახლანდელში, წარმოადგენს დაუმთავრებელი სიტუაციები, რომლებშიც არ
მოხერხდა გაევლო განვითარების გზა გარემოზე დაყრდნობის მოთხოვნილებიდან
საკუთარ თავზე დაყრდნობის შესაძლებლობამდე.
სხვა სიტყვებით, ჩვენ მივიჩნევთ რომ გადატანა, რომელიც ვლინდება
პაციენტის ჭეშმარიტ გრძნობებში, მის ფანტასტიურ იმედებსა დსა მხარდაჭერის
მოლოდინში, რომელსაც პაციენტი თვლის შესაძლებლად, ჩნდება „ყოფიერის
უკმარისობიდან“ და არა იქედან რასაც ადგილი ქონდა მის პირად ისტორიაში და
დავიწყებულია.
ჩვენი ისტორია შეადგენს ჩვენი არსებობის ფონს, ეს არ არის ფაქტების ნაკრები,
არამედ ჩანაწერია იმისა, როგორ გავხდით ასეთები, როგორებიც ვართ. მხოლოდ
წონასწორობის დარღვევები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენი დღევანდელი
ცხოვრების მხარდაჭერას, წამოიწევენ შესამჩნევ ადგილზე ამ ფონზე და ხდებიან
ჩვენთვის ფიგურა, ასე რომ მათ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაშინ ისინი
დეფიციტიდან შეიძლება გარდაიქმნან მხარდამჭერ ფუნქციებად.
თერაპიის დასაწყისში პაციენტებიდან ცოტანი თუ ითხოვენ თერაპევტისაგან
მის მხარდაჭერას. პაციენტები სავსენი არიან საკუთარი ენთუზიაზმით, თუ ჩვენ მათ
მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყოფიერების უკმარისობა ვლინდება თანდათან,
თერაპიის წინსვლის მიხედვით და პაციენტი იწყებს მოთხოვნას და მანიპულირებას.
თერაპევტი იძენს უფრო დიდ კატექსისს - პოზიტიურს ან უარყოფითს - იმის
მიხედვით, თუ როგორ უფრო მეტად სიმბოლიზირებს იმას, რაც აკლია პაციენტს.
პაციენტი ხშირად ახდენს ქცევის შემდგომი სტერეოტიპის დემონსტრირებას.
მას სურს გახდეს თერაპევტი, მას სურს გამოიყენოს თერაპიული ჟარგონი, მას
გადააქვს თერაპევტის მანერები და სტილი.
თუ თერაპევტი გამოდის გადატანის კლასიკური განსაზღვრიდან, ის დაიწყებს
ამ მოქმედებების ისტორიული ფესვების ძებნას, პაციენტი წარსულში დაიწყებს
ვიღაცის ძებნას, ვის მიმართაც პაციენტი ამჟღავნებდა მსგავს ინტროექცირებულ
ქცევას. სხვა სიტყვებით, ის დაიწყებს შესაბამისი სუბსტანციის ძებნას, როცა იპოვის
იმედი ექნება, რომ პაციენტი თანდათან ისწავლის თავისი თავის გამოყოფას სხვა
ინტროეცირებულიდან (ეს შეიძლება იყოს მამა, ამ დედა)
ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას პროცეს და არა შინაარსს. ჩვენ ყურადღებას
გადავიტანთ იმაზე, რომ პაციენტი ინტროექტორის სახით ეძებს ადვილ გზებს,
ეზარება სამყაროს თვისება, ეწინააღმდეგება საკუთარ ზრდას და თვითარსებობას.
იმიტომ რომ სანამ პაციენტი ინტროეცირებს სხვის შინაარსს, ის არ წარმოადგენს
საკუთარ თავს, არ შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ თავს და ესაჭიროება დამატებით
საყრდენი. იმ ზომით როგორითაც ინტროექცია მისთვის წარმოადგენს სამყაროსთან
ურთიერთობის ძირითად საშუალებას, ერთი ან ორი ინტროექტის წარმატებით
„განდევნა“ არ შეუძლია ხელს მას სხვების შეგროვებაში. ჩვენ გვჭირდება მას
დავანახოთ, ის როგორ ყლაპავს დაღეჭვის გარეშე და მუდამ როგორ წყვეტს ნგრევისა
და ათვისების პროცესს.
ჩვენს ერთიან მიდგომაში ჩვენს ამ პრობლემას შეიძლება ავუაროთ გვერდი,
როგორც ფანტაზიის დონეზე, ასევე სინამდვილის დონეზე. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, თ პაციენტი გადაყლაპავს რაღაცას რისი ათვისებაც არ შეუძლია ,
ამოიღებს გადაუმუშავებელ საკვებთან ერთად. ემოციურ ცხოვრებაში ფიზიკურ
ღებინებას შეესაბამება ზიზღი. თავისი ზიზღისადმი შინაგანი ბარიერის აგებით
პაციენტი მას აღარ განიცდის.
როგორ აგებს პაციენტი ამ ბარიერს? ის ან ახდენს თავის დესენსიზიტირებას
(ანუ აჩლუნგებს თავის მგრძნობელობას), ან გაურბის განცდებს თავისი
ზეესთეტიზმის რთული სისტემის მეშვეობით.
პაციენტმა, რომელიც მოქმედებს ინტროექტული სისტემის მიხედვით,, უნდა
აითვისოს ზიზღის განცდა, იმიტომ რომ მხოლოდ ამ გრნობის შეწყვეტის
საშუალებით აგრძელებს სხვების შემცველობის „გადაყლაპვას“. თუ ჩვენ ხელს
ვუწყობთ იმას, რომ მან ისწავლოს საკუთარი ზიზღის შეცნობა და შენიშნოს , რომ ის
გამოწვეულია სხვა ხალხის „დაუღეჭავი“ რჩევებისა და ფასეულობების
გადაყლაპვით- ჩვენ გზას ვუკაფავთ ზიზღისაგან ჭეშმარიტი გათავისუფლებისკენ.
თავისი ნამდვილი „მეს“ ფორმირებისკენ, საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისკენ,
როლების გამომუშავებისკენ, შესაძლებლობების განხორციელებისკენ.
ეს არ ამცირებს იმის მნიშვნელობას, რომ პაციენტი მიხვდეს, რომ თერაპევტი
არ არის მისი მამ ან დედა, ან რომ არის განსხვავება მასა და სვა ხალხს შორის, მაგრამ
ამ განსხვავებას ის აღწევს , როცა სწავლობს სხვისი ინტროეცირების დანახვას და
ამჩნევს, თუ როგორ ინტროეცირებს. ამის აღმოჩენას ის ერთდროულად აღმოაჩენს,
რომ მისი ინტროექტები არ არის მისი ნამდვილი „მე“.
იმისათვის რომ მთლიანად დაეყრდნოს თავის თავს, რათა გადალახოს
გარემოში საყრდენის ძებნის მოთხოვნილება, აუცილებელია შემოქმედებითად
გამოიყენოს ის ენერგია, რომელიც ადრე გამოიყენებოდა საკუთარ თავზე საყრდენის
ბლოკირებისთვის. იმის ნაცვლად რომ თავს ვთვლიდეთ წარსულიდან რაღაცის
პასიურ გადამტანად, პაციენტს შეუძლია ტავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა
თავისი შეწყვეტების შესახებ და დასვას კითხვა „როგორ ვუშლი მე ხელს ჩემს თავს?’
ან „რის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევ ჩემს თავს?“
თუ თერაპევტი აძლევს პაციენტს იმ საყრდენს, რომელსაც ის გარემოში ეძებს,
ე. ი. მხარს უჭერს მას გადატანის მოთხოვნილებაში- ის მის ნევროზს ხელს უწყობს.
თუ ის პაციენტს აძლევს შესაძლებლობას აითვისოს ბლოკირება და ბლოკირებული
მასალა მასთან ტავისი გაიგივების და მისგან ტავისი გამოყოფის გზით, ის ხელს
უწყბს პაციენტის განვითარებას.
მსგავსი მიდგომა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიზმრების მიმართ, ადამიანის
შემოქმედების მომხიბლავი ნაწარმოებისადმი, რომლებიც ორთოდოქსალურ
ანალიზში პაციენტსა და თერაპევტს აძლევენ მიზეზს ასობით საათის
ლაპარაკისთვის. ფროიდი სიზმარს აღწერს, როგორც სურვილების ასრულებას,
ვარაუდობს რომ სიზმრის მნიშვნელობა შეიძლება გავარკვიოთ, თუ სიზმრის
შინაარსიდან მუდამ გადავინაცვლებთ თავისუფალი ასოციაციებისკენ და პირიქით,
თუმცა ჩვენ ვიცით რომ სიზმარი ჩვენი შექმნილია, მისი მნიშვნელობა
ჩვეულებრისამებრ ჩვენთვის გაუგებარია, ის თითქოს აღწევს უცნაური საკუთარი
სამყაროდან.
მაგრამ სიზმრის ახსნა, როგორც სურვილის ასრულება და მისი დაყვანა უხეშ
ვერბალურ სიმბოლოებამდე ეწინააღმდეგება თავად ცოცხალი სიზმრის ნახვის არსს.
ავიღოთ მაგალითად კოშმარი; მართალია თუ ჩვენ მას დავყობთ სტატიკური
ნატეხების მწკრივებად, ჩვენ გავაცალკევებთ სურვილს, დამალულს საშინელებებს
შორის. თქვენ ან ახლოს მოხვალთ ფროიდის მრწამსთან, რომ სიზმარი მთლიანად არ
არის სურვილის არულობა, რომელსაც უფრო სწორად უწოდა სურვილის შეწყვეტა.
მაგრამ თუ სიზმარს ავიღებთ, როგორც ასეთს, აბსურდულია კოშმარს ვიწოდოთ
ერთიანი სურვილის ასრულება.
სიზმარი წარმოადგენს ცდას იპოვოს გადაწყვეტა იმის, რაც პარადოქსად
გვეჩვენება. სიზმარი-ეს ხელოვნების ნაწარმოებია, რომელშიც როგორც ჩანს ორი
შეუტავსებელი მისწრაფება შეპირისპირებულია ერთმანეთისათვის. კოშმარისას
პარადოქსი არ გაიაზრება, არ ხდება ინტეგრირება. ნევროტიკის ყოველდღიურ
ცხოვრებაში პარადოქსები ასევე რჩება არაინტეგრირებული, სალივერი
მიუთითებდა, რომ თუ ჩვენ გადავწყვეტდით ჩვენს პრობლემებს დღის
განმავლობაში, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა სიზმრები ღამით.
იმისთვის რომ გავიგოთ სიზმრის არსი, უკეთესია არ განვმარტოთ ის. იმის
ნაცვლად, რომ დაკავებულნი ვიყოთ სპეკულაციით სიზმრის შესახებ, ჩვენ
ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს იცხოვრონ უფრო ექსტენსიურად და ინტენსიურად,
რათა აღმოაჩინონ პარადოქსი.
ორთოდოქსალურ ანალიზში პაციენტი აფართოებს თავის სიზმარს
ასოციაციების მეშვეობით. ერთი თავისი სიზმრის მოკლე აღწერისას ფროიდი
პოულობს ასოციაციებისა და განმარტებების უამრავ გვერდს. მაგრამ სიზმრის
ინტენსიფიცირებისათვის, მცდელობისათვის ის ხელახლა გამოსცადო, პაციენტი
უნდა იყოს გახსნილი არა მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობისათვის არამედ
იმისთვისაც, რაც თავში მოუვა. მან აგრეთვე უნდა მიიღოს შეგრძნებები, ემოციები,
ჟესტები.
პაციენტს შეუძლია გაიაზროს სიზმარი და მივიდეს პარადოქსის
გადაწყვეტამდე, მხოლოდ განმეორებით გაიგივების გზით; მათ შორის იმ
ასპექტებით, რომლებიც წინააღმდეგობას წარმოადგენენ.
ფსიქიატრიული სკოლების უმეტესობა ეთანხმება იმას, რომ სიზმარი - ეს არის
პროექცია, რომ ყველა მოქმედი პირი ობიექტები, რომლებიც მასში ჩნდებიან თავადაა
პიროვნება და სიზმრის ზემოქმედება- ეს ხშირად არის პარადოქსის გადაწყვეტის
მცდელობა თავიდან საკუთარი იმედებისა და სურვილებისათვის
პასუხისმგებლობის მოხსნის მეშვეობით. სიზმარი იმის შესახებ, რომ სიზმრის
მნახველის მტერი მოკლულია ვიღაცის მიერ - ამის შესანიშნავი მაგალითია.
განვიხილოთ სიზმრის ორი მაგალითი:
პირველი სიზმარი ეკუთვნის ახალგაზრდა პაციენტს „მე ავდიოდი კიბეზე
ფუთით ხელში“ - მისი ფანტაზია იმასთან ერთად, თუ როგორ ხდებოდა მისი
გაიგივება სიზმრის განსხვავებულ ობიექტთან იყო ასეთი: „თუ მე ვარ კიბე, ვიღაც
მიყენებს მე ათა ავიდეს ზევით ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქმარია, რომელიც
პატივმოყვარეა, ახლა კი სწავლობს. ის დამოკიდებულია ჩემს ფინანსურ
მხარდაჭერაზე. თუ მე ფუთა ვარ, ეს მან უნდა წამიღოს, ეს რათქმა უნდა
სამართლიანია. მან უნდა წამიღოს ინტელექტუალური მწვერვალებისკენ, რომელთა
მიღწევასაც ის აპირებს“ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ პაციენტს პარადოქსად მიაჩნია თავისი
ცხოვრებისეული სიტუაციები. მას მიაქვს ტვირთი და მავე დროს თვითონ არის
ტვირთი.
მეორე მაგალითში ჩვენ მივისწრაფოდით თერაპიულ სესიაში გვეპოვა
პარადოქსის გადაწყვეტა, რომელიც მდგომარეობდა შემდეგ სიზმარში. პაციენტი
სიზმარში ხედავს მამაკაცს, ის ცდილობდა გაეყვანა რაღაც ნაგავი, რომელმაც გაჭედა
უნიტაზი, ის აწვებოდა მთელი ზალით მანამ, სანამ უნიტაზი არ ჩავარდა იატაკქვეშ.
აქ შესაძლებელია სხვადასხვა მსჯელობა: ეს მოქმედება კარგად შეესაბამებოდა
პაციენტის დამოკიდებულებას არასასიამოვნოსადმი, მაგრამ იმის ნაცვლად,, რომ
განემარტა მისი სიზმარი, მე ვკითხე პაციენტს რას გააკეთებდა ის, თუ თავად
იქნებოდა ის ადამიანი სიზმრიდან, მან გვიპასუხა, რომ შეიძლება აეღო კაუჭი და
გამოეთრია ის, რამაც გაჭედა უნიტაზი.
ამაზე ფანტაზიორობისას მან თვალწინ წარმოიდგინა მთელი ნაგავი, მაშინვე
მან იგრძნო, რომ შეეკრა ყელი რაც შეესაბამებოდა უნიტაზის ყელს. ის ტავს იკავებდა
ღებინებიდან, რომ არ ამოეღო თვალნათლივ ის რაც იწვევს ზიზღს. ამრიგად სიზმრის
შინაარსი, რეალური ქცევა და ფსიქომოტორული სიმპტომი გააზრებული იქნა.
მის საფუძველში იყო პარადოქსი - ინტროექტორის პარადოქსი, რომელიც
ყლაპავს რაღაცას, რაც იწვევს მასში ზიზღს და მისი გემოვნებით უარყოფილი უნდა
იყოს - არ არის გადაწყვეტილი ამ სესიაზე. ჩვენ ცოტა ვიმუშავეთ მასზე, მაგრამ აქ
პაციენტს ქონდა ბრმა ლაქები, მისი გემოვნებაც მთლიანად იყო დესენტიზირებული.
ნათქვამიდან გამომდინარე, მკითხველს შეუძლია დაინახოს ზოგიერთი
არსებითი განსხვავებები გეშტალტთერაპიასა და თერაპიის შედარებით ჩვეულებრივ
მეთოდებს შორის. მაგრამ განსაკუთრებით არსებითი განსხვავება ჯერ ნაჩვენები არ
გვაქვს.

10. ხახვის გაფრცქვნა


ახლა ჩვენ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ თერაპიული მეთოდიკის და
მისი შედეგების შესახებ. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ დაკვირვებები, რომლებიც
მნიშვნელოვანწილად ასაბუთებენ ჩვენს მეთოდებს.
ექსპერიმენტში „ახლა მე შევიცნობ“ რომელიც აღწერილია წინა თავში,
პაციენტის შეცნობა თავდაპირველად გარე სენსორული შთაბეჭდილებითაა
შეზღუდული. მოგვიანებით ექსპერიმენტის გარძელებისას ის ფართოვდება, რთავს
ბევრ სხვა ფაქტორს, როგორც გარეგანს ისე შინაგანს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ
უბრალოდ შეგნება იმისა, რომ შევიცნობთ, აფართოებს შესაძლებელი მოქმედების
სფეროს. ის იძლევა არჩევის და მოქმედების უფრო ფართო ორიენტაციას და დიდ
თავისუფლებას.
ეს ფაქტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ნევროტიკისთვის. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, მას არ ყოფნის უნარი მანიპულირებისთვის, მას არ ყოფნის გარემოში
ორიენტაცია. ის შებოჭილია თავისი შეუცნობლობის და გარე სიტუაციის ჩარჩოებით,
მას ძალიან პატარა სივრცე აქვს მანევრისათვის, მაგრამ იმის მიხედვით, რომ მისი
შეცნობა ფართოვრედა, ფართოვდება ასევე მისი ორიენტაციაც და სივრცე
მანევრისათვის.მისი კონტაქტი - რომელიც მოითხოვს აწმოში ორიენტაციას -
სრულყოფილდება.
ეს მნიშვნელოვანია ნევროტიკისთვის. მას თვიშესატყვისობის სუსტი გრძნობა
აქვს, ის ყოველთვის წყვეტს თავის თავს. მისი „მე“ იშვიათად აღწევს მასთან.
შესაბამისად მას უჭირს თავის გამოხატვა. ასეთი გამოხატვის რუდიმენტული და
უბრალო ხერხიც კი მისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მე დარწმუნებული ვარ რომ
მხოლოდ შეცნობის მეთოდიკას შეუძლია მიგვყვანოს მნიშვნელოვან თერაპევტულ
შედეგებთან. თერაპევტს რომ ქონდეს თავის გამგებლობაში სამი კითხვა
წარმატებული მუშაობისათვის (თუ არ ვისაუბრებთ პაციენტზე სერიოზული
ფსიქოტური აშლილობით), ისინი იქნებოდა შემდეგი: „რას აკეთებთ?“, „რას
გრძნობთ?“, „რა გსურთ?’ - არსებითად ისინი წარმოაგენენ მტკიცებულების
პერეფორმულირებას. უნდა გავზარდოთ კითხვების რიცხვი კიდევ ორით და
დავუმატოთ „რას გაურბიხართ?“ და „რას ელოდებით?“ ისინი ნათლად წარმოადგენენ
პირველი სამის გაშლას და ასეთი კითხვები თერაპევტს საკმაოდ ექნება.
ყველა ეს კითხვა საღი მხარდამჭერი კითხვებია, ანუ პაციენტს შეუძლია
უპასუხოს იმ ზომით, რამდენადაც მისი საკუთარი შეცნობა აძლევს საშუალებას.
მაგრამ ამავე დროს ისინი მას მიმართავენ საკუთარი რესურსებისკენ, აძლევენ
საშუალებას იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა
სთავაზობენ ისარგებლოს საკუთარი ძალებით და თავზე დაყრდნობის
შესაძლებლობებით. ისინი ანიჭებენ თვითშესატყვისობის შეგრძნებას, რადგან
მიმართულია მისი „მეს“კენ.
პაციენტის სიტყვიერი პასუხები შეიძლება მომდინარეობდეს ინტელექტიდან,
მაგრამ მისი მთლიანი პასუხი, თუ პაციენტი არ არის დესენსიტირებული, გამოდის
მისი ერთიანი პიროვნებიდან და მიუთითებს მასზე. გარდა წინასწარ
უზრუნველყოფილი, ადვილად გასაგები პასუხებისა, ყოველთვის აქვს ადგილი
რაღაც დამატებით რეაქციებს: შეცბუნებას, მერყეობას, წარბების მოძრაობას, მხრების
აჩეჩვას, ჩახშობილი „რა სულელური კითხვაა!“, დაბნეულობის მომენტს, სურვილს,
რომ არ აწუხებდნენ ან „ო ღმერთო ის ისევ თავისას“, წინ მსუბუქ გადახრას და ა. შ.
თითოეული ეს რეაქცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვიერი პასუხი.
თითოეული ეს მითითებაა პაციენტის სტილსა და მის ნამდვილ მეზე.
თავდაპირველად პაციენტის ქცევა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია
თერაპევტისთვის, ვიდრე თავად მისთვის. თერაპევტმა, რომელიც ფლობს შეცნობის
უფრო ფართო სპექტრს, შეიძლება ქცევაში მთელი პიროვნება დაინახოს, რომლის
შეცნობა ჯერ შეზღუდულია, შეიძლება სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერს
ამჩნევდეს. ან თუ ის არცისე ყურადღებიანია, შეიძლება ვერ ხვდებოდეს თავისი
პასუხის სტილის მნიშვნელობას. მაგრამ პაციენტის შეცნობაში ასევე შეიძლება
გაჩნდეს სწრაფვა, ეს იქნება მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თერაპიაში.
თრაპევტი უნდა დაეხმაროს პაციენტს თავისი თავის აღმოჩენაში, რაც
ემსახურება, ასე ვთქვათ, გამადიდებელ სარკედ. თერაპევტმა არ შეიძლება გააკეთოს
აღმოცენები პაციენტისათვის, მან მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს მის საკუთარ
პროცესს. თავისი კითხვებით მას შეუძლია დაეხმაროს პაციენტს უფრო ნათლად
დაინახოს საკუთარი ქცევა და მიხვდეს თუ რას გამოხატავს ეს ქცევა.
გამჭრიახ თერაპევტს თავის ცხვირწინ შეუძლია იპოვოს უამრავი მასალა,
საჭიროა მხოლოს უყუროს. სამწუხაროდ ეს ადვილი არ არის, იმისათვის რომ
უყუროს და დაინახოს, თერაპევტი უნდა იყოს სრულად „ცარიელი“ და
აუკვიატებელი. რამდენადაც კონტაქტი ყოველთვს ზედაპირზე ხდება, სწორედ
ზედაპირი უნდა დაინახოს თერაპევტმა. მაგრამ ნუ შევყავართ ამას შეცდომაში,
ზედაპირი ბევრდა ვრცელი და მნიშვნელოვანია ვიდრე ორთოდოქსალური
თერაპევტი ვარაუდობს. ჯერ ერთი მის დიდ ნაწილს დანახვას ხელს უშლის წინასწარ
შექმნილი ცუდი აზრები და აკვიატებულობა. მეორე, ორთოდოქსალური თერაპევტი
ბევრს ღებულობს როგორც თავისთვის გასაგებს და დამცინავად უწოდებს „აშკარას“.
სწორედ ამაშია ყველაზ დიდი შეცდომა, სანამ ჩვენ რარაცას ვიღებთ როგოც
თავისთავად ცხადს და ვატარებთ, როგორც აშკარას, ჩვენ არავითარი სურვილი არ
გვაქვს რაღაც შევცვალოთ და არც შესაძლებლობა გვაქვს ამიისათვის.
მაგრამ მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ფაქტს, ყველაფერი რასაც პაციენტი
აკეთებს ნათლად თუ მალულად ყველაფერი გამოხატავს მის „მე“-ს. მისი გადახრა
წინ თუ უკან შეწყვეტილი მკვეთრი მოხვევა, მისი მოუსვენარი მოძრაობები, დიქციის
დეტალები, წამიერი მერყეობა სიტყვებს შორის, მისი ხელწერა, მეტაფორების
გამოყენება, ლექსიკა, გამოიყენება სიტყვა „მე“-ს ნაცვლად- ყველაფერი ეს
ზედაპირზეა, ყველაფერი ეს გასაგებია და ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია. ეს
ერთადერთი რეალური მასალაა, რომელსაც უნდა შეხედოს თერაპევტმა, თერაპევტის
განწყობები და ცრურწმენები პაციენტს ვერ დაეხმარებიან.
ამგვარად, თერაპევტის კითხვები ეფუძნება მის დაკვირვებებს და
მიმართულია იმისკენ, რომ განსაზღვრული ფაქტორები შეიყვანოს პაციენტის
შეცნობის მხარეში. ის სვამს შეკითხვებს და არ აკეთებს მტკიცებულებებს, ასე რომ
გამორკვევის და მოქმედების შრომა ეკუთვნის იმას, ვისაც უნდა ეკუთვნოდეს-
პაციენტს. მაგრამ თერაპევტის კითხვები სინამდვილეში მისი დაკვირვებების
გადატანას წარმოადგენს.
კითხვა „შეიცნობთ თუ არა როგორ ლაპარაკობთ?“ შეიძლება
გამომდინარეობდეს დაკვირვებებიდან, რომელიც შეიძლებოდა გადაგვეტანა შემდეგ
მტკიცებულებად: „ მე შევიცნობ რომ თქვენ ლაპარაკობთ ძალიან ჩქარა, მე ასევე
შევნიშნე რომ თქვენ ხშირად არ გყოფნით სუნთქვა, სასარგებლო იქნება შევნიშნოთ
რას აკეთებთ, რათა შეძლოთ გაუმკლავდეთ აგზნებას, რომელსაც ასეთი სახით
ხარჯავთ“.
არის კითხვის დასმის ხერხი - გამოყენებული ბევრად ორთოდოქსალური
თერაპევტის მიერ, რომელიც თერაპიისათვის ნაკლებად სასარგებლოდ მეჩვენება. ეს
კითხვები, რომელიც იწყება სიტყვით „რატომ“. მე უკვე ვისაუბრე ამის შესახებ ადრე,
მაგრამ თემა მიმაჩნია იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ღირს დავუბრუნოთ ხელახლა.
კითხვები“რატომ“ ბადებს წინასწარ მზა პასუხებს, დაცვის, რაციონალიზაციის,
გამართლების სწრაფვას და ილუზიას, რომ მოვლენა შეიძლება აიხსნას ერთადერთი
მიზეზით. სიტყვაში „რატომ“ არ განსხვავდება მიზანი, წარმოშობა და ფონი.
გამოკვლევის სახით ეს კითხვა ზრდისადამიანის დაბნეულობას მეტად, ვიდრე
ნებისმიერი სხვა სიტყვა.
სულ სხვაგვარადაა საქმე „როგორთან“ კითხვა როგორ მიმართულია მოვლენის
სტრუქტურისკენ და როცა სტრუქტურა ნათელია ყველა „რატომ“ ავტომატურად
იღებს პასუხს. თავის ტკივილის სტრუქტურის დადგენისას ჩვენ შეგვიაძლია
ვუპასუხთ ყველა შეკითხვას. ჩვენს პაციენტს აქვს ტავის ტკივილები, იმიტომ რომ ის
ახშობს ტკივილს, „იმიტომ რომ“ ის არ გამოხატავს თავის თავს, „იმიტომ რომ“
ინტროექცირებს მითიტებას არ იტიო და ას შემდეგ. თუ ჩვენ შევუდგებით მიზეზების
ძებნას იმის ნაცვლად რომ ვეძებოთ სტრუქტურა, ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ
თერაპიაზე და შევუერთდეთ მოუსვენარ ბებიებს, რომლებიც ტავიანთ
შვილიშვილებს ტავს ესხმიან მსგავსი კითხვებით „რატომ გაცივდი?“ ან „რატომ
იქცევი ასე ცუდად?“. რათქმა უნდა თერაპევტის ეს შეკითხვები არის რაღაც
პროცესების შეწყევეტები, რომლებიც პაციენტში ხდება. ეს ცანერგვაა, რომელიც
ხშირადც მინიატურული შოკი აღმოჩნდება. ეს იქნება უსამართლობა: თერაპევტი
უნდა ფრუსტრირებდეს პაციენტის მოთხოვნებს, მაგრამ ამავე დროს უფლება აძლევს
თავს დასვას კითხვები. განა ეს არ არის ავტორიტარული დამოკიდებულება,
სრულიად საწინააღმდეგო ჩვენი მცდელობისა ძალაუფლებით აღჭურვილი
თერაპევტი გადავაქციოთ ადამიანურ არსებად?
არ არის ადვილი გარეკვე ამ შეუთანხმებლობაში, მაგრამ თუ თერაპევტმა
ერთდროულად მხარდაჭერით და ფრუსტრაციით გადაწყვიტა მუშაობის პარადოქსი,
მისი მუშაობის მეთოდები იპოვიან მართენულ ასახვას.
რათქმა უნდა, შეკითხვების დასმა არა მარტო თერაპევტს შეუძლია და
შეუძლებელია იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რასაც ახორციელებს პაციენტი მათი
მეშვეობით. მისი კითხვები შეიძლება იყოს ჭკვიანური და ხელს უშლიდეს თერაპიას.
ისინი შეიძლება იყოს მოსაწყენი და მეორდებოდეს, ეს შეიძლება იყოს
დაუსრულებელი „რა ტქვი“ და „რა გაქვთ მხედველობაში“, თუ პაციენტს არ სურს
გაგება.
ყოველთვის არ არის გასაგები დაბნეულობის რომელი მხრიდან ჩნდება
პაციენტის შეკითხვები. ზოგჯერ მან არ იცის, შეიძლება თუ არა თერაპევტის ნდობა,
ასე რომ იყენებს თავის შეკითხვებს რათა შეამოწმოს ის. თუ მის ეჭვებს აკვიატებული
სახე აქვს, ის კიდევ და კიდევ დასვამს შეკითხვებს. პაციენტის მიერ დასმული
კითხვების დიდი ნაწილი - ეს არის ინტელექტის ცდუნებები, დაკავშირებული
მცდელობასთან შეცვალოს გაგება სიტყვიერი ახსნებით. თუ პაციენტებს ვკვებავთ
(განსაკუთრებით ემოციურად დამუხრუჭებულებს) განმარტებებით, ისინი
სიამოვნებით უბრუნდებიან თავიანთი ნევროზის პარკს, იქ რჩებიან და მშვიდად
კრუტუნებენ.
პაციენტის კითხვების ფრუსტრაციის ისეა ძველია, ისევე როგორც თავად
ფსიქოთერაპია. ისეთი უბრალო პასუხიც კი, როგორიცაა „რატომ მეკითხებით ამის
შესახებ?“ განკუთვნილია იმისათვის, რომ მიმართოს პაციენტი საკუთარი
რესურსებისკენ. მაგრამ, როგორც ადრე მივუთითებდით კითხვებით „როგორ“ სახის -
არასაიმედო იარაღია. ჩვენ გვსურს ნათლი გავხადოთ პაციენტის კითხვის
სტრუქტურა, მისი საფუძველი. ამ პროცესში ჩვენ გვსურს შესაძლებლობისამებრ
მივაღწიოთ თავად მას, მის „მე“-ს. ასე რომ ჩვენი მეთოდიკა მდგომარეობს იმაში, რომ
პაციენტებს შევთავაზოთ კითხვები გარდაქმნან ვარაუდებად ან მტკიცებულებებად.
თავდაპირველად ისინი მხოლოდ კითხვებს მოყვებიან სხვა სიტყვებით, მაგრამ
დარჩებიან მიჯაჭვულნი შეკითხვისადმი „მე მინდა გავიგო“ და შემდეგ მეორდება
კითხვა. ოღონდ პაციენტს შეუძლია თვას ასეც: „მე ვფიქრობ ამა და ამას, და თქვენ
როგორ ფიქრობთ?“- ეს ყოველშემთვევაში ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პაციენტი
თავისთვის აღმოაჩენს თავის გაუბედაობას და მოთხოვნილებას ინტელექტუალურ
მხარდაჭერაში. ჩვენ შეგვიაძლია კიდევ წინ წავიდეთ და შევტავაზოთ კიდევ ერთი
პრეფორმულირება და შესაძლებელია მაშინ პაციენტი მოგვცემს ბევრ მასალას,
რომელიც მანამდე არ გამოდის ზედაპირზე. მაგალითად:
პაციენტი: რა მიგაჩნიათ თვენ საყრდენად ან მხარდასაჭერად?
თერაპევტი: არ შეგიძლიათ ეს გარდაქმნათ მტკიცებად?
პაციენტი: მე მინდა გავიგო როგორ გესმით თქვენ საყრდენი.
თერაპევტი: ეს ჯერ კიდევ კითხვაა, არ შეგიძლიათ გარდაქმნათ მტკიცებად?
პაციენტი: მე მსურს ამ კითხვით თქვენ ნაკუწებად დაგგლიჯოთ, რომ მქონდეს
ამის შესაძლებლობა!
აქ საქმე გვაქვს თვითგამოხატვასთან, მართალია ის მტრულია, მაგრამ
რამდენადაც ის არ უნდა იყოს სოცუალურად მისაღები, ის პაციენტს აძლევს უნარს
დაეყრდნოს თავის თავს და ზრდის თავის შეცნობას.
თუმცა თერაპევტს შეუძლია დაკმაყოფილდეს ხუთი კითხვით, რომლებიც
დასმული იყო თავის დასაწყისში, ის ასე მაინც არ იქცევა, თუ თერაპევტის საწყისი
კითხვები, მოწოდებულნი პაციენტის შეცნობის გასაზრდელად- ეს არის მასთან
მისვლის ხერხი, ეს პაციენტის მტკიცებულებებია და მისით თერაპევტის
მანიპულირების ხერხები ჩვენ გვაძლევს გასაღებს ნევროტული მექანიზმებისათვის,
რომელთა მეშვეობით ის აძლიერებს თავის ტავს იმის წინააღმდეგ, რაც მას ტავისი
არსებობიოს კოლაფსად მიაჩნია. პაციენტის მტკიცებები ყოველთვის იძლევა
გასაღებს შემდეგი კითხვებისათვის.
ამ მექანიზმების მეშვეობით პაციენტი არსებითად გაირბის პასუხისმგებლობას
თავისი ქცევისათვის. პასუხისმგებლობა მისთვის ეს არის დანაშაული (სასჯელი) და
ეშიანია რა ბრალდების ის მზადაა ამისთვის. ის თითქოს ამბობს „მე არ ვაგებ პასუხს
ჩემი განწყობებისთვის, დამნაშავეა ჩემი ნევროზი“. მაგრამ სინამდვილეშ
პასუხისმგებლობა ეს არის „პასუხის გაცემის უნარი“,საკუთარი რეაქციების არჩევის
უნარი. ნევროტიკი გამოყოფს თავს თავისი პროექციის, ინტროექციის, შერწყმის ან
რეტროფლექსიის მეშვეობით - იმყოფება მდგომარეობაში, როცა პასუხისმგებლობაზე
უარის თქმის შემდეგ ერთდროულად უარყოფს პასუხის უნარს და არჩევის
თავისუფლების უანარს.
იმისათვის რომ დავეხმაროთ ნევროტიკს აღიდგინოს თავისი მთლიანობა, ჩვენ
უნდა გამოვიყენოთ პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა, რომლის აღებაზეც ის
თანახმაა. იგივე ეკუთვნის თერაპევტსაც, მან უნდა იღოს თავის თავზე პაციენტზე
თავისი რეაქციის სრული პასუხისმგებლობა. ის არ არის პასუხისმგებელი არც
პაციენტის ნევროზზე, არც შეცნობისას მის სირთულეებზე, მაგრამ ის პასუხს აგებს
საკუტარი მოტივებისათვის, პაციენტისადმი თავისი დამოკიდებულებისა და
თერაპევტული სიტუაციისათვის.
უპირველესად თერაპევტის პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არ
დატოვოს გამოწვევის გარეშე პაციენტის ნებისმიერი მტკიცება ან ქცევა, რომელიც არ
წარმოადგენს თავად მას, რომელიც მოწმობს თავზე პასუხისმგებლობის არქონას. ეს
ნიშნავს, რომ მას ადგილი უნდა ქონდეს თითოეულ ნევროტულ მექანიზმთან,
როგორც კი ის გამოვლინდება. უნდა მოხდეს პაციენტის მიერ თითოეული ამ
ნევროტიკული მექანიზმის ინტეგრირება და ტრანსფორმირება საკუთარი მეს
გამოსახვაში ისე, რომ პაციენტმა შეძლოს მისი ჭეშმარიტად აღმოჩენა.
როგორ ვეპყრობით ჩვენ ამ მექანიზმებს? ადრე აღწერილი ტირილის და თავის
ტკივილის მაგალითები, აგრეთვე ქოშინის, მღელვარების შეტევა მიუთითებს
შერწყმასთან მუშაობის ზოგიერთ ხერხებზე. ეს ფსიქოსომატური სიმპტომები
არსებითად წარმოადგენს შერწყმის ნიშნებს. პირველ შემთხევვაში თვალების
ირგვლივ კუნთების კონტროლი დაკავშირებული აღმოჩნდება ტირილის
მოთხოვნილების კონტროლთან, მეორეში ერთმანეთთან არის დაკავშირებული
სუნთქვაზე კონტროლი და ემოციონალური რეაქციების მართვა. დაადგენს რა
იგივეობას ორი სხვადასხვა ურთიერთობის სხვადასხვა საშუალებებს შორის,
პაციენტი წყვეტს მეორეს პირველის შეწყვეტისას. ჩვენ ვეხმარებით პაციენტებს
სიმპტომის განცდისას დაინახოს, რომ ეს ორი რამ დაკავშირებულია ხელოვნურად,
რომ სომპტომი ცვლის თვითგამოხატვას და თავის განცდას.
რა მოწმობს რეტროფლექსიას? ჩვენ ხშირად აღმოვაჩენთ მას პაციენტის
ფიზიკურ ქცევაში. ვივარაუდოთ, რომ პაციენტი ზის, ლაპარაკობს რაღაცაზე და ამავე
ქცევაში. ვივარაუდოთ, რომ პაციენტი ზის, ლაპარაკობს რაღაცაზე და ამავე დროს
ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თავის ერთ ხელისგულს ურტყამს მეორეს. სავსებით ნათელია,
რომ ეს რეტროფლექციური ქცევაა. თუ თერაპევტი მას ეკითხება „ვის გინდათ
დაარტყათ“- მან შეიძლება თავდაპირველად გაოგნებულმა შეხედოს ტერაპევთს „ ო,
ეს უბრალოდ ნერვული თვისებაა“- სხვა სიტყვებით, მოცემულ მომენტში პაციენტს
უბრალოდ არ სურს აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა თავის ქცევაზე.
თერაპიის წინსვლის და გაფართოების მიხედვით შეცნობის არეში, პაციენტის
პასუხისმგბლობაც ასევე ფართოვდება. თუ „ნერვული თვისებაა“ ნარჩუნდება,
პაციენტი თერაპევტის კითხვას ერთხელ პირდაპირ უპასუხებს და ეს პასუხი თავად
მისგან მომდინარეობს, პასუხი შეიძლება იყოს, რომ მას სურს დაარტყას თავის დედას
ან მამას, ან ბოსს, ან თერაპევტს. როგორც არ უნდა იყოს, პაციენტი აღიქვამს ტავის
ქცევას, მის ობიექტს და ტავის ტავს. ჩვენ რათქმა უნდა არ ვტოვებთ სიტუაციას
იმაზე, მაგრამ მე აღარ აღვწერ შემდეგ როგორ მოვიქცევით.
ხალხი რომლებიც არ იცნობენ გეშტალტთერაპის, ხშირად ოცდება, რამდენად
სწრაფად და თითქოს თავისთავად ჩნდება რეაქცია. თითქოს პაციენტი
სასოწარკვეთილი ელოდებოდა თავის გამოხატვის შესაძლებლობას. ეს არც თუ ისე
იშვიათად გასაოცარია არა მარტო დამკვირვებლისთვის, არამედ თავად
პაციენტისთვის.
როცა პაციენტის მტკიცება თერაპევტს ეჩვენება პროექციად, ის შეიძლება
დაკმაყოფილდეს ამ რამდენიმე გზით. თუ პაციენტი ამბობს „ამის“ შესახებ „ ეს მე
მაწუხებს“ როგორც თავის ტკივილის შემთხვევაში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ თავი
დაუკავშიროს თავის ტკივილს. ეს მას შეუძლია გააკეთოს თუ დაინახავს თავად
როგორ ბადებს თავის თავის ტკივილს, ასე რომ ის ხდება თავად მისი ნაწილი. თუ
პაციენტი გამოხატავს სხვათა აზრს, რომელიც პროექციაა, მაგალითად „მე მათ არ
ვუყვარვარ“, „ისინი ყოველთვის აბუჩად მიგდებენ“, ჩვენ ვთხოვთ გამოიყენონ
მტკიცება: „მე არ მიყვარს ისინი“ ან „მე ყოველთვის აბუჩად ვიგდებს ხალხს“. ჩვენ
შეგვიაძლია ვთხოვოთ პაციენტს გაიმეოროს ეს ფრაზა მანამ, სანამ ეს ფრაზა არ
შეიგრძნობა, როგორც თვითგამოხატვა.
ინტროექციას ჩვენ შეგვიძლია მივუდგეთ საწინააღმდეგო გზით, შევთავაზოთ
პაციენტს შეიცნოს თავისი დამოკიდებულება ინტროექცირებული მასალისადმი.
საინტერესოა დანახვა თუ როგორ სწრაფად შეიძლება „გადაყლაპულის“
ემოციონალური შეცნობა გადაიქცეს ნამდვილ ფიზიკურ გულისრევად და საკუთარი
თავიდან რაღაცის გადაგდების სურვილად.
ჩვენ პაციენტებს ხშირად ვთავაზობთ ექსპერიმენტებს, რომლებისთვისაც
მასალას გვაწვდიან ჩვენი დაკვირვებები იმისათვის, რას აკეთებენ და რას არ
აკეთებენ. ექსპერიმენტის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დავეხმაროთ პაციენტს
გაარკვიოს, როგორ ახდენს თავის შეწყვეტას. ჩვენ თერაპიულ ექსპერიმენტებში არ
დგას ამოცანა მივაღწიოთ რაღაც გარკვეულ მიზანს. პაციენტის ნებისმიერი
მანიპულაციის დროს თერაპევტი რჩება ძლიე პოზიციაში, მაგრამ პაციენტი ამით არ
კმაყოფილდება- ის აგრძელებს თავისას, ყოველთვის ხვდება რა ფრუსტრაციის
ასატან ზომას, სანამ საბოლოოდ არ დაიწყებს შეცნობას თუ რას აკეთებს. სხვანაირად,
თუ პაციენტი ნამდვილად დაბლოკილია, ის გამოავლენს ამის ნიშნებს, გაწითლებით
ან სლოკინით. ამ შემთხვევაში, რადგან პაციენტს მაშინვე არ შეძლია ჩაატაროს
ექსპერიმენტი რეალურ დონეზე ან როლის გათამაშების დონეზე, ჩვენ გავაგრძელებთ
მას ფანტაზიაში.
თ.: თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება ჩემი რეაქცია, თუ თქვენ
ამას იტყვით?
პ.: კი თქვენ იფიქრებთ „რა საშინელი ქმნილებაა“
თ.: თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიტუაცია, როცა თქვენ შეძლებდით
გეთქვათ ჩემთვის „ვინ ხართ ეს საშინელი ქმნილება?“
პ.: (ცოცხლად) დიახ, სწორედ ეს გავიფიქრე „თქვენ რა საშინელი ადამიანი ხართ,
რომ მე მაყენებთ რთულ მდგომარეობაში“
თ.: არ შეგიძლიათ მომიყვეთ უფრო დაწვრილებით, როგორ მიყვარს მე ხალხის
რთულ მდგომარეობაში ჩაყენება?
პაციენტი ახლა უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე. შეიძლება ის მზადაა
ფანტაზიაში გაითამაშოს ფსიქოდრამა იმის შესახებ, თუ ვიღაც როგორ აყენებს ხალხს
რთულ მდგომარეობაში, ამავე დროს ახდენს კიდევ ერთი პროექციის
ტრანფორმირებას (თერაპევტს სურს ჩამაყენოს მე რთულ მდგომარეობაში)
თვითგამოხატვაში. სესიის დამთავრებისათვის პაციენტი მიხვდება, რომ ის წყვეტს
სიამოვნებას, რომელსაც იღებს, როცა სხვებს აყენებს რთულ მდგომარეობაში, ამავე
დროს თავად იბნევა.
ახლა ჩვენ მოვახდინეთ ინტროიზირება პროეცირებული კონფლიქტის და
შეგვიძლია მისი ორი კომპონენტის „შეწყვეტა“ და „დაბნეულობაში გადაყვანა“
ადვილი ინტეგერირება. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, აღმოვაჩინოთ, რომ პაციენტი
ვარაუდობს, რომ თუ ის შემეწინააღმდეგება მე ჩემს თერაპიულ ძალისხმევაში, ის მე
დამაბნევს. ასეთი სახით ის მე გამაკონტროლებს და მაიძულებს თავი უსუსურად
ვიგრძნო. ნათელია, რომ თუ ამ განწყობას მალე არ აღმოვაჩენთ, ის მთელ თერაპიას
შეუძლებლად გახდის. ასე, რომ ჩვენ პაციენტს ვთავაზობთ იფანტაზიოროს თავისი
მოთხოვნილების შესახებ სხვების კონტროლზე.
ჩვენ ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ველური ფანტაზია იმის შესახებ, თუ
როგორ გაანადგურებს პაციენტი ხალხს, რათა მას ზიანი არ მიაყენონ. ახლა ჩვენ
შეგვიძლია საპროეციერებელი ზიანის მოყენების ინტროეცირება და ზიანის მიღების
და მიყენების ინტეგრირება, როგორც ადრე ვახდენდით შეწყვეტის და დაბნეულობის
ინტეგრირებას.
ამ დროს თერაპევტი, შესაძლებელია, შენიშნავს, რომ პაციენტი იწყებს თავისი
კუნთების მოძრაობაში მოყვანას.. შესაძლებელია ის კუმშავს მუშტებს ან აკეთებს
რაღაც მოულოდნელ მოძრაობებს ხელით ან ფეხით. თვითგამოხატვაში ჩართულია
უვე მთელი მისი პიროვნების დიდი ნაწილი. თუ ადრე პაციენტი ჩაწერილი იყო
იდაყვებიდან და ზევით ახლა პირველად დაიწყო მხრების მოძრაობა. იმის ნაცვლად,
რომ თავი იგრძნოს გასრესილად, როგორც ხშირად იქცეოდა, ახლა მას სურს სხვების
განადგურება, რაც ნიშნავს, რომ ის დგამს პირველ ნაბიჯს მანუალური და
დენტალური აგრესიისკენ, დანგრევისა და ათვისებისკენ.
ამ გამარტივებულ აღწერაში შეიძლება დავინახოთ სამი მნიშვნელოვანი რამ.
პირველი, თერტაპევტს ყოველთვის შეუძლია მოვლენებთან მუშაობა, რომლებიც
წარმოდგენილია ფიზიკურად არსებული ან ფანტაზიაში. მეორე, მას შეუძლია
დაუყოვნებლივ ინტეგრირება- გაიაზროს, ჩართოს თავის ერთიან გამოცდილებაში-
ის რაც სესიის განმავლობაში გამოდის ზედაპირზე. მას არ ესაჭიროება
დაუმთავრებელი სიტუაციების აუთვისებლად დატოვება. საბოლოოდ თერაპევტს
შეუძლია მუშაონა განცდებთან და არა მარტო ვერბალიზაციებთან და მოგონებებთა.
იშვიატად მოიძევნება პაციენტი გეშტალტთერაპიაში, რომელიც არ იტყოდა, რომ
სესიის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მას ქონდა მეტი განცდა, ვიდრე
მრავალი თვის ანალიზის დროს. თუ გავაკეთებთ შეღავათს იმაზე, რომ პაციენტები
მიისწრაფვიან თერაპევტის მანიპულირებისკენ პირფერობის მეშვეობით, ეს
შენიშვნები კეთდება რეგულარულად, რათა არ მოხდეს მათი გათვალისწინება.
გეშტალტთერაპიაში - როგორც სხვა სკოლებში - არსებობს პრობლემა, რომელიც
მდომარეობს იმაში, რომ პაციენტები ეგუებიან ჩვენს მეთოდიკას. პაციენტს შეუძლია
დაიწყოს თერაპევრის მანიპულირება გამოგონილი, თერაპიასთან კავშირის არმქონე
განცდებით, რათა მას მიანიჭის სიამოვნება და ამავე დროს გაექცეს საკუთარ
სიძნელეებთან სეჯახებას. მაშინ თერაპევტი განცდების გამოწვევიდან უნდა
გადავიდეს სიყალბის მხილებაზე, თერაპევტი უნდა გაუმკლავდეს პაციენტის
თვალთმაქცობისკენ სწრაფვას.
ჩვენ პაციენტს ვთხოვთ შეასრულოს საშიანაო დავალებები, ზოგიერთებს ასეთი
სახით შეუძლიათ თავისი თერაპიის დაჩქარება. ყველა პაციენტი, რათქმა უნდა
აღსავსეა კარგი ზრახვებით, როცა მას რაღაც მოეთხოვებათ და ყველანი პირობას
დებენ მონდომებით შეასრულონ დავალებები, მაგრამ ბევრი ამას ვერ ახერხებ.
როგორც კი ისნი უახლოვდებიან სახიფათო ზონას- შეცნობის მეთოდიკა
მიმართულია სწორედ ამისკენ- ისინი გაურბიან თავის ამოცანას ამათუ იმ სახით.
თეორიულად საშინაო დავალება, იმდენად ადვილია, რომ დაუჯერებლად
გვეჩვენება, რომ პაციენტი ასეთი შემოვლითი გზებით გაურბის მას. საბოლოოდ ამან
შეიძლებამნიშვნელოვნად დაზოგოს დრო და ფული. თუმცა ნევროტიკს სურს
განკურნება, ის ასევე ტავს ბედნიერად, უსაფრთხოდ და ბევრად „ჩაცმულად“
გრძნობს თავს ტავისი ნევროზის შენარჩუნებისას, ვიდრე მის გარეშე და მას ეშიანი,
რომ წარმატებული თერაპია მას ჩააგდებს უძირო უფსრკულში. ის მზადაა აიტანოს
ის გამომჟღავნებები - თუნდ ძალზე მტკივნეულიც, რომელიც მას გააჩნია, ვიდრე
გადავიდეს სხვებზე, რომლებიც არ იცის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ
მიიწევს წინ თერაპია და პაციენტი ხდება უნარიანი დაეყრდნოს თავის ტავს
სიცოცხლის უმეტეს ნაწილში, მას უფრო უადვილდება საშინაო დავალებებთან
გამკლავება.
შეცნობის მეთოდიკის სისტემატური გამოყენების თვალსაზრისით საშინაო
დავალება მდგომარეობს სესიის განმეორებით განხილვაში. ამათუ იმ სახის
მიმოხილვა არსებობს ნებისმიერ თერაპიაში. ზოგიერთ პაციენტს ახსოვს რამდენიმე
საინტერესო მომენტი სესიაში, რომლებიც რეაგირებენ სესიაზე: ისინი არიან
კმაყოფილები, ნაწყენები, აღშფოთებულები,საგონებელში ცავარდნილნი,
დათრგუნულები. სხვები ივიწყებენ იმას, რაც ხდებოდა, რაც ხდებოდა როგორც კი
გამოდიან საკონსულტაციო კაბინეტიდან.
ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს, ჩვენი მიდგომის შესაბამისად, ხელახლა წარმოიდგინონ
თავი საკონსულტაციო კაბინეტში. რას განიცდის ის? შეძლებს თუ არა უწვალებლად
გაიაროს მთელი ეს სესია? თუ ჩნდება ბრმა ლაქები? თუ ასეა, შეიცნობს თუ არა ბრმა
ლაქებს? ე. ი. გრძნობს თუ არა იმას, რომ ადგილი ქონდა რაღაცას, ბუნდოვნად
შემაწუხებელს, რაზეც მას არ შეუძლია ნათლად შეხედვა? უთხრა თუ არა მან
ყველაფერი თერაპევტს? შეუძლია თუ არა ეს გააკეთოს ახლა, როცა მთლიანად
შეიგრძნობს თავს? შეუძლია თუ არა შეიცნოს ერთიანი გამოხატვის რაღაც ასპექტების
თავის არიდება და შეწყვეტა- სხვა სიტყვებით, დაკავებულია თუ არა ძირითადად
ტავისი ემოციებით ან მოქმედებებით, ან შეგრძნებებით, ან ვიზუალიზაციით ან
სიტყვებით? ამბობს თუ არა რას გრძნობს და გრძნობს თუ არა იმას რასაც ამბობს?
მაგალითები რომლებიც მოვიყვანეთ და აღწერილი მეთოდები შეიძლება
მოგვეჩვენოს ძალიან დაბალ და დრამატიზმგამოცდილად ორთოდოქსალური
ანალიზის არქეოლოგიურ ექსპედიციებთან შედარებით, რომელსაც დღეს შეუძლია
აღმოაჩინოს კასტრაციიც კომპლექსი, ხვალ ედიპური სიტუაციის ნარჩენები, ზეგ
ჩამოთვალოს „პირველადი სცენის“ ყველა ტრამვატული მოვლენა. მაგრამ
სინამდვილეში ყოველი გეშტალტთერაპევტული სესიის ემოციონალური მუხტი,
როგორი მარტივიც არ უნდა იყოს მისი შინაარსი ძალზე დიდია.
თუ ემოციები, როგორც მე ვვარაუდობდი არის ყველა მოქმედების
ენერგიზირების ძირითადი ძალა, ისინი არსებობენ მხოლოდ ცხოვრებისეულ
სიტუაციებში. თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა
მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხდება უგრძნობი ყველაფრისადმი, გარდა
განსაკუთრებული ემოციონალური რეაქციებისა. ისევე როგორც ეს კარგავს
მგრძნობელობას, ის კარგავს არჩევანის თავისუფლებას, რომელსაც მიყავს შესაბამის
მოქმედებამდე.
პრობლემებისადმი ჩვენს მიდგომაში არაფერია სულელური ან ცარიელი.
ვინაიან თერაპიის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ პაცინტმა შეიძინოს თავზე
დაყრდნობის უნარი- იმ შედსაძლებლობით, რომლის დახმარებითაც მას შეუძლია
გადაწყვიტოს თავისი სიძნელეები - ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად ვიმუშაოთ ყოველ
სიტუაციასტან წარმოქმნის მიხედვით. ყოველთვის შეგვიძლია გავაღოთ ერთი კარი,
გავაცალოთ მხოლოდ კანი.
თითოეული დონე წარმოადგენს ნევროზის ნაწილს. მასთან სწორად
მოპყრობისას პრობლემა იცვლება, პრობლემის ცვლილებების მიხედვით იცვლება
მუშაობის სპეციფიკა, რადგან მუშაობის ყოველ ნაბიჯზე პაციენტის თავზე
დაყრდნობის უნარი ცოტათი მაინც მატულობს, ყოველი შემდეგი ნაბიჯის გადადგმა
უფრო ადვილია.

ტრანზიტული მოძრაობა
ფსიქოდრამა და დაბნეულობა
მხოლოდ შეცნობის მეთოდიკის გამოყენება დაკავშირებულია არსებით
შეზღუდვასთან. შედეგების მიღწევამ - ისევე როგორც თერაპიის უმრავლეს
ორთოდოქსალურ ფორმებში- შეიძლება წლები წაიღოს და ასეთი სიჩქარის დროს
თერაპია ვერასოდეს ვერ დაეწევა ფსიქოლოგიურად დაავადებული ხალხის და
კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ხალხის რიცხვის მუდმივ ზრდას, რომლებიც
ცხოვრობდნენ თავიანთ შესაძლებლობებზე მნიშვნელოვნად დაბლა.
ფსიქანალიტიკური მიდგომა უუნარო აღმოცნდა გამკლავებოდა ამ სოციალურ
საფრთხეს, მაგრამ შეცნობის მეთოდიკა თავისთავად ასევე შეზღუდულია.
მაინც ვაღიარებთ რა ფანტაზიისა და სინამდვილის ნათესაობას, ჩვენ ვიღებთ
შსაძლებლობას გამოვიყენოთ თერაპიაში მოქმედების ყველა განსხვავებული
ხარისხი, რომელიც შეიძლება აღმოვაჩინოთ წარმოადგენასა და სინამდვილეს შორის:
ფანტაზიების მოყოლა, მათი ჩაწერა, მათი გათამაშება ფსიქოდრამის სახით, მათ
შორის“მონოდრამის“, როცა ფსიქოდრამის ყველა ელემენტები თამაშდება თავად
პაციენტის მიერ.
უკანასკნელ შემთხვევაში პაციენტი თავად ამუშავებს სცენარს, საჭიროების
შემთხვევაში ქმნის რეკვიზიტს, თავად უზრუნველყოფს რეჟისურას და ტავად
ასრულებს ყველა როლს. ის იძლევა საშუალებას გავიგოთ, რომ ყველა მისი ფანტაზია
მიეკუთვნება თავად მას და ამგვარად მას შეუძლია დაინახოს თავისი შინაგანი
კონფლიქტები. ამის მეშვეობით მონოთერაპია გაურბის გართულებებს, რომლებიც
დაკავშირებულია სხვა ხალხს პირად თვისებებთან, რომლებიც მონაწილეობენ
ფსიქოდრამაში.
ჩვენ ასევე ვიყენებთ მთელ რიგ სხვა მეთოდებს და ხერხებს. უპირველესად მე
მსურს მოგიყვეთ ტრანზიტულ მოძრაობაზე. ამ მეთოდიკის იდეა არ არის ახალი.
სწორედ ასეთი სახით გვეპყრობიან ფროიდისტები ჩვენ, სთავაზობენ პაციენტებს
განახორციელონ ტრანზიტული მოქმედება სიზმრის გამომჟღავნებულ შინაარსსა და
თავის ასოციაციებს შორის. მაგრამ გეშტალტთერაპიაში ეს მეთოდი გამოიყენება სხვა
სახით და უფრო სისტემატურად. მე უკვე გაჩვენეთ მისი გამოყენება ექსპერიმენტში
მღელვარების შეტევისას, როცა პაციენტს ვთავაზობდი სუნთქვიდან ყურადღება
გადაეტანა კუნთებზე და კუნთებიდან სუნთქვაზე, სანამ კავშირი მათ შორის არ
გახდა ნათელი და პაციენტმა დაიწყო ტავისუფლად სუნთქვა. მაქოური მოძრაობა
ეხმარება შერწყმის სტერეოტიპების რღვევაში, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, მაგალიტად
თავის ტკივილში, რომელიც რომელიც მალავს ტკივილს.
მთელი თერაპიული სესიის განმავლობაში საჭიროა ვიმყოფებოდეთ ახლანდელ
დროში, რადგან მხოლოდ ახლანდელ დროშია შესაძლებელი ადგილი ქინდეს
შეცნობას და განცდას. საკმაოდ ნათელია ვიზუალიზაციის ან მოგონების ცოცხლად
განცდისას ცოდნა იმის შესახებ, რომ განიცდება რაღაც სხვა დროიდან, რჩება ფონად.
სხვაგვარადაა საქმე პროპრიოცეპციასთან- შინაგან კინესთეტიკურ შეგრძნებებთან.
პროპრიოცეპციას დრო არ გააჩნია, ის შეიძლება განიცდებოდეს მხოლოდ აქ და ახლა.
ამგვარად თუ ჩვენ ვახორციელებთ ტრანზიტულ მოძრაობას ვიზუალიზაციის და
პროპრიოეპციას შორის, ჩვენ ვიღებთ შესაძლებლობას შევავსოთ ხარვეზები და
დავასრულოთ წარსულში დაუმთავრებელი საქმეები. დახელოვნებული თერაპევტი
ასევე მიაქცევს ყურადღებას პაციენტის უნებურ მოძრაობებს- მხრების ცეჩვას, ფეხის
ტამაშს და სხვა. და ტავად პაცინტს მიაქცევინებს ყურადღებას მათზე.
ვივარაუდოთ, რომ კაბინეტში შემოსვლისას პაციენტი ამბობს, სამუშაო მის
ნერვებზე მქმედებს. არავინ ამბობს, ის არ ეპყრობა მას სათანადო პატივისცემით.
არაფერია განსაკუთრებული, რაც მიუთითებდა , რომ მთელი ატმოსფერო მისთვის
არასასიამოვნოა. ნებისმიერი წვრილმანი, მას აყენებს სულელურ განწყობაზე.
თითქოს რარაც უმნიშვნელო მოხდაზუსტად დღს კომპანიაში, რესტორანში. ეს მას
აწუხებს და ვერ ხვდება რატომ ტანჯავს ასე.
ჩვენ ვთხოვთ მას დაუბრუნდეს ფანტაზიას განცდისადმი, რომელლიც მას
აწუხებს. აი რა შეიძლება მოხდეს:
პ.: მე ვზივარ ჩვენს კაფეში, ჩემი ბოს სადილობს ჩემგან რამდენიმე მაგიდის
მოშორებით.
თ.: რას გრძნობთ?
პ.: არაფერს. ის ვცირაცას ელაპარაკება. ახლა ის ადგება.
თ.: რას გრძნობთ ახლა?
პ.: ჩემი გული უფრო ძლიერად ცემს, ის მოემართება ჩემსკენ, მე აღვიგზენი, მან
ცამიარა.
თ.: რას გრძნობთ ახლა?
პ.: არაფერს, სრულიად არაფერს.
თ.: შენიშნეთ თუ არა რომ მუშტებს კრავდით?
პ.: არა, მაგრამ როდესაც ამის შესახებ მითხარით, მე ეს ვიგრძენი. მე მართლაც
გავბრაზდი ბოსმა რომ ცამიარა გვერდზე, მაგრამ ელაპარაკებოდა სხვა ადამიანს,
რომელიც მე ძალიან არ მიყვარს. მე ჩემს თავზე გავბრაზდი ასეთი წყენის გამო.
თ.; კიდევ ვინმე სხვაზე ხომ არ გაბრაზდით?
პ.: რა თქმა უნდა. მე გავბრაზდი იმ ყმაწვილზე, რომელსაც ბოსი
ელაპარაკებოდა. რა უფლება აქვს მას შეაწუხოს ბოსი? უყურეთ, მე ხელებიც
მიკანკალებს. მე ახლა იმას ცავავლებდი, იმ ბინძურ მლიქვნელს.
ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და განვახორციელოთ
ტრანზიტული მოძრაობა პაციენტის გრძნობებსა და მის პროექციებს შორის. ყველაზე
კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ სცენას ისევ გავივლით. ტერმინი „მლიქვნელი“ იწვევს ეჭვს.
იქნებ პაციენტი არ იყოს ბოსზე ნაწყენი როცა იგრძნო აგზნების ან მღელვარების
მცირე აფეთქება სცენის დასაწყისში.
თ.: მოდი დავუბრუნდეთ იმ მომენტს, როცა ბოსი დგება მაგიდიდან. რა გრძნბთ
ამის ვიზუალიზაციისას?
პ.: მაცალეთ ერთი წუთი... ის დგება. ის მოემართება ჩემსკენ, მე ვგრძნობ
აგზნებას, მე იმედი მაქვს, რომ დამელაპარაკება. მე ვგრძნობ სისხლი როგორ მაწვება
სახეზე. ახლა ის ცამივლის გვერდზე. მე ვგრძნობ იმედგაცრუებას.
ასეთი იყო ესტრამვისმიმყენებელი სცენა პაციენტისთვის. აგზნება,რომელიც
მობილიზებული იქნა, როცა გამოჩნდა მისი ბოსი, ვერ ნახა თავისი შესაფერისი
გამოხატვა და პოზიტიური კატექსისი ბოსისადმი( მე იმედი მაქვს რომ
დამელაპარაკება“) გარდაიქმნება ნეგატიურად- პაციენტის მეტოქის მიმართ,
რომელიც დაკავშირებულია მისი საკუთარი საჭიროების განცდასა და
დაკმაყოფილებლასთან.
თავდაპირველად პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს იმუშაოს ტრანზიტული
მოძრაობის მეთოდიკით, როცა არასაკმარის აბსტრაქციებს აღმოაჩენს, მაგრამ დროთა
განმავლობაში ეს უფრო ადვილი ხდება და მნიშვნელოვანი შედეგებიც მოსდევს.
ზოგიერთი პაციენტი, მაგალითად არასოდეს უსმენს, სხვებს ვერაფერს ეტყვი
საკუთარ ემოციებზე, მესამეებმა კი არ იციან თავის გამოხატვის რაიმე საშუალებებს.
განვიხილოთ შედარებით დაწვრილებით თეორიულად უადვილესი პრობლემა-
თვითდამოხატვის უუნარობა.
ავიღოთ მაგალითად საშუალო ასაკის შედარებით წარმატებული მამაკაცი,
რომელიც როგორც ჩანს საჭიროებს ტავის ცხოვრებაზე ჩივილის საჭიროებას. ის
იწყებს იმით, რომ დაუსრულებლად ჩივის თერაპევტთან თავისი ცოლის, შვილების,
ხელქვეითების, მეტოქეების და სხვების შესახებ. მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას
გააგრძელოს ეს ირიბი გამოხატვა. ჩვენ ვთხოვთ მას ტავის ვიზუალიზირებას მათთან
საუბრისას ან ფსიქოდრამატულად ისაუბროს თერაპევთთან, თითქოს ის არის- მისი
მწყენებელი ცოლი, ბავშვები ან ვირაც სხვა.
ჩვენ ამ დროს ვუხსნი, რომ არ არის აუცილებელი ყველა ღონის ხმარება
წარმატების მისაღწევად. მან არ უნდა შეწყვიტოს თავისი თავი. ჩვენ ვუხსნით, რომ
მსგავსი ექსპერიმენტები სრულდება იმისთვის, რომ მან შეიცნოს, თავად როგორ
ეწინააღმდეგება ტავის თავს. ჩვენ ვთავაზობთ მას აშკარა გახადოს ბლოკირებული
მხარეები, გადაიყვანოს აკრზალვა გამოხატვაში.
ამ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდება სამი პოზიცია, რომელთა შორის უნდა
გამვახორციელოთ ტრანზიტული მოძრაობა: პაციენტის ჩივილები (საყრდენის
ძებნაში თერაპევტის მანიპულირება), მისი არაადეკვატური გამოხატვა (რაც მოწმობს
კონტაქტის უკმარისობასა და საკუთარ თავზე დაყრდნობის უუნარობაზე) და მისი
აკრძალვები (რომლებიც შეწყვეტებს წარმოადგენენ). აი რა შეიძლება ხდებოდეს ამ
დროს.
პ.: ჩემი ცოლი მე სრულიად არ მაფასებს (ეს არის ჩივილი, გარე სამყაროთი
მანიპულირების ერთი ხერხი, რათა მისგან მიიღოს მხარდაჭერა, რომელიც არ
შეუძლია თავად მან მისცეს ტავის ტავს)
თ .: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ ამას ეუბნებით პირში? (მას ვთავაზობ არ
მოგვმართოს ჩვენ მხარდაჭერისათვის, უშუალოდ გამოხატოს ტავი)
პ.: არა, არ შემიძლია. ის მაწყვეტინებს როგორც კი მე პირს ვაღებ (ისევ ჩივილი)
თ.: შეგიძლიათ მას უთხრათ ეს? (ისევ წინადადება უთხრას უშუალოდ)
პ.: კი „ შენ არასდროს არაფერს არ მატქმევინებ(ეს ისევ ჩივილია, მაგრამ ყოველი
შემთხვევაში ის მიმართულია უშუალოდ მისამართით. თერაპევტი ამჩნევს, რომ
რბილი ხმა, რომლითაც ის წარმოითქმის, ეწინააღმდეგება სიტყვს არსს)
თ.: გესმით თქვენი ხმა? (აქ ჩვენ ჩივილიდან გადავდივართ თვითგამოხატვის
არაადეკვატური საშუაებების მითითებაზე)
პ.: მე კი მგონია რომ ეს ისმის საკმაოდ სუსტად (თავის შეწყვეტა)
თ.: შეგიძლია, თუ არა უბრძანოთ რამე, რომ ფრაზა იწყებოდეს სიტყვებით „ შენ
უნდა“? (სხვა სიყვებით თერაპევტი პაიენტს სტავაზობს ტავი გამოხატოს უბრალოდ,
უშუალოდ და ადეკვატურად)
პ.: არა არ შემიძლია.
თ.: რას გრძნობთ ახლა? (ახლა ჩვენ გადავდივართ შეგრძნებებზე, რომლებიც თან
ახლავს პაციენტის მოქმედებებს)
პ.: მე გული მიკანკალებს, მე შიშს განვიცდი.
თ.: შეგიძლიათ თუ არა ეს უთხრათ თქვენს მეუღლეს?
პ.: არა , მაგრამ მე ვიწყებ გაჯავრებას. მე მინდა ვთქვა: „ხვა ჩაიწყვიტე ბოლო-
ბოლო“ (ახლა ჩვენ გვაქვს რაღაც უფრო დიდი ვიდრე ჩივილია, თავის შეწყვეტა. ჩვენ
მივიღეთ ირიბი თვითგამოხატვა)
თ.: უთხარით ეს მას!
პ.: (ყვირის) ჩაიწყვიტე! ჩაიწყვიტე! ხმა ჩაიწყვიტე ბოლოს და ბოლოს! თუ
ღმერთი გწამს მაცალე სიტყვის თქმა!!! (თვითგამოხატვა, აფეთქება)
თერაპევტი არაფერს არ ამბობს, რადგან ახლა პაციენტმა ტავად იპოვა გზა. მალე
ის იტყვის: „არა, მე არ შემიძლია მას ვუთხრა „ჩაიწყვიტე“, მაგრამ ახლა მე შემიძლია
წარმოვიდგინო, რომ შევაწყვეტინებ მას“ და ს იწყებს შეწყვეტების გათამაშებას: „თუ
შეიძლება მათქმევინე მეც რარაც“
რამდენად შორს წავა ეს თავის დაძვრენა? ნევროტული ტენდენციაბიე უკან
დაბრუნება ხომ ხშირად პაციენტისთვის მტკივნეულია. ფროიდი აფრთხილებდა
თერაპიული კაბინეტის გარეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოგების (უკან
დაბრუნების) საფრთხის შესახებ. ის მიისწრაფოდა იმისკენ, რომ პაციენტს მხარი
დაეჭირა თავის თავში წარმოდგენისათვის იმ ნევროტული ტენდენციების შესახებ,
რომლის დაბრუნებასაც აპირებდა.
ჩვენი მდგომარეობა განსხვავებული. ჩვენ მივისწრაფვით იმისკე, რომ პაციენტი
თერაპიულ კაბინეტში შეიცნობდეს იმის მნიშვნელობას, რასაც აკეთებს. და ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ის შეძლებს მიაღწიოს ასეთ შეცნობას ამოგების მეშვეობით-
თერაპიაში, ფანტაზიის გარეშე- იმას, რაც ითხოვს დასრულებას. ეს ფაქტიურად
ფუნდამენტალური წარმოდგენაა.
პაციენტი გრძნობს თავს იძულებულას გაიმეოროს ყველაფერი, რისი მიყვანაც
არ შეუძლია დამაკმაყოფილებელ დასასრულამდე. ეს გამეორებები მისი
დაუსრულებელი საქმეებია. მაგრამ ამგვარად ის ვერ მივა შემოქმედებით
დასასრულამდე, რადგან მოიტანა ამოგება გამეორებებით და თავისი შეწყვეტები.
ამგვარად თუ ის თერაპიული ცხოვრების გარეთიბრუნებს თავის ნევროტულ
ტენდენციებს, ჩვენ ვთხოვთ მას სესიის დროს განზრახ გაიმეოროს ფანტაზიაში ის,
რასაც აკეთებდა სინამდვილეში. ასე ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მომენტი, როცა ის
წყვეტს განცდების ნაკადს და ამით არ აძლევს თავს ნებას მივიდეს შემოქმედებით
გადაწყვეტასთან.

ავიღოთ მაგალითი, თითქმის წინას პირდაპირ საწინააღმდეგო. პაციენტი


განიცდის სირთულეს ურთიერთობებში ცოლთან რაც ალბათ დაკავშირებულია
იმასთან, რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში იბრუნებს თავის ნევროტულ
ტენდენციებს. თერაპიის წინსვლასთან ერთად ის უფრო მეტს შეიცნობს, რომ არის
ბევრი რამ, რისი თქმაც სურს ცოლისთვის, მაგრამ არ ეუბნება, რადგან არ სურს მისი
წყენინება. სამაგიეროდ უშუალო გამოხატვის შეწყვეტისას ის იქცევა არაპირდაპირ-
სადისტური სახით: მუდამ აგვიანებს სადილზე, არაფრად აგდებს მას, საერთოდ
განზრახ გამაღიზიანებლად იქცევა.
თუ ჩვენ მას ვთხოვთ გაითამაშოს თერაპიაში ის, რასაც ვერ გააკეთებს
რეალობაში- აღარ შეწყვიტოს თავისი თავი და შეეცადოს გამოხატოს (ცოლის
არყოფნის დროს) ის, რასაც ეტყოდა რომ არ ეშინოდეს. ჩვენ თავდაპირველად
შევხვდებით ასეთი სურვილის არქონას, რომ ეს გააკეთოს ფანტაზიაში, რასაც
ვხვდებოდით რეალობაში. მაგრამ საბედნიეროდ სურვილის არქონა თანდათან
სუსტდება და პაციენტს აღმოაჩნდება უნარი გამოხატოს თერაპევთთან (რომელიც ამ
დროს ასრულებს ცოლის როლს) სულ უფრო მეტი პროტესტი და საჩივარი. ამ დროს
პაციენტი სწავლობს როგორ მოექცეს თავის ჩივილებს და მას აღარ ჭირდება
მიმართოს არაპირდაპირ სადიზმს.
არიან პაციენტები, რომლებმაც არ იციან მოსმენა. ისინი პირდაპირ მიაყრიან
თერაპევტს სიტყვებს. ისინი აწყვეტინებენ მას ან თავს აჩვენებენ თითქოს არიან
ყურადღებით, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა თერაპევტის ნათქვამი დარჩეს
ყურადღების მიღმა (ერთი ყურიდან შედის და მეორედან გამოდის). ასეთ პაციენტებს
საერთოდ არ ესმით თერაპევტის, მათ შეიძლება არასწორად გაიგონ მისი
წინადადებები და მტკიცებულებები.
ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს ლაპარაკიდან გადავიდნენ თავისი თავის
მოსმენაზე და პირიქით. თავდაპირველად ჩვენ ვეკითხებით მათ ყოველი მათი
ნათქვამი წინადადების შემდეგ: „შეიცნობთ თუ არა თქვენს ამ წინადადებას?“-
ჩვეულებრისამებრ მათ ახსოვთ, რომ თქვეს რაღაც, მაგრამ ამჩნევენ, რომ ვერ შეიცნეს
ისინი როცა ლაპარაკობდნენ. ხშირად ეს დაკავშირებულია პირის
უგრძნობლობასთან, ასე, რომ ჩვენ ვთხოვთ პაციენტებს იგრძნონ ლაპარაკის დროს
თავისი ტუჩები და ენა. თუ ასეთი კლიენტები ისწავლიან საკუთარი მეტყველების
დროს მოსმენას და შეგრძნებას- ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ახლა მათ
შეუძლიათ სხვების მოსმენა, აღმოაჩენენ გზას არავერბალური ურთიერთობებისთვის
და არავერბალური არსებობისთვის. მათი კომპულსიური ლაპარაკი ახშობდა
მათთვის როგორც ყველაფერს გარშემომყოფს, ასევე საკუთარ მეტყველებასაც.
შემდეგი მუშაობის პროცესში ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ როგორც კი მათ
წავართმევთ შესაძლებლობას ჩაატიონ მთელი თავისი აგზნება ე. ი. მთელი თავისი
ემოციონალობა- მუდმივ ყბედობაში, ისინი განიცდიან ძლიერ მღელვარებას, მათი
საუბარი აღმოჩნდება კომპულსიური, მისი შეწყვეტა - როგორც ყოველგვარი
კომპულსიური მოღვაწეობის შეწყვეტა- იწვევს ძლიერ სტრესს.
ამგვარად ქაოტური მოძრაობა ავითარებს შეცნობას, პაციენტს ანიჭებს უნარს
შეიცნოს მის ქცევასა და ემოციებს შორის ურთიერთკავშირი.
არის სხვა მეთოდებიც, რომლებიც აქეზებენ რა თვითგამოხატვას, ასევე ხელს
უწყობენ როგორც უფრო მეტ შეცნობას, ასევე საკუთარ თავზე დაყრდნობის უნარს..
ისინი ყველანი არსებითად ინტეგრაციულია. უფრო ნათელი მაგალითისთვის
შევჩერდებით მორენოს ფსიქოდრამატულ მეთოდზე, რომელიც საშუალებას იძლევა
გვაჩვენოს ქაოტური მოძრაობის გამოყენების შემდგომი შესაძლებლობები.
მორენოს ფსიქოდრამატულ მეთოდში პაციენტს სთავაზობენ გადავიდეს ერთი
როლიდან მეორეზე - მაგალითად მოუსვენარი ბავშვიდან მის გამკიცხავ დედაზე.
ასეთი სახით პაციენტი შეიძლება მიხვდეს, რომ მისი გამკიცხავი -სუპერეგო- ეს მისი
წარმოასახვითი დედაა (მისი ინტროექცია), რომ სინამდვილეში ლანძღავს საკუთარ
თავს. ის არა მხოლოდ ბუზღუნის მსხვერპლია, ის ამავე დროს არის აქტიურიც და
პასიური მხარეც. მეთოდის თერაპიული ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ
იძლევა საშუალებას გადაწყვიტოს კამათი მუდმივი შეხლა-შემოხლა გამთელავსა და
გათელილს შორის გადაწყვიტოს არა შეგუების, არამედ ინტეგრაციის მეშვეობით.
ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ როგორ მუშაობს ფსიქოდრამატული მეთოდი თავის
ტკივილის მაგალითზე, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ წინა თავებში. ახლა ჩვენ უნდა
შევქმნათ სცენა ფსიქოდრამის წარმოსახვით გასათამაშებლად. პაციენტი რომელიც
ხვდება რომ ეს ფრაზები მიუთითებენ მისი პიროვნების რღვევაზე, შეიძლება
გაითამაშოს სხვა როლიც.
როლის „დამანებე თავი“ გათამაშებისას მან შეიძლება აღმოაჩინოს „მე ვტირი
როცა მინდა“ და „მერე რა რომ დოყლაპია ვარ“. ამაში შეიძლება გარკვეული გამოწვევა
იგრძნოს. როდესაც ასრულებს როლს „ნუ ტირი“, მან შეიძლება იგრძნოს ზიზღი
ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც დოყლაპიასავით ექცევა და ამასთანავე რამდენიმე
წუთში მას შეუძლია სიმპატიით წაიჩურჩულოს „ნუ ტირი“. ამ დროს უარყოფითი
კატექსისი (ხალხი რომელიც ტირის სულელები და დოყლაპიები არიან“) იცვლება
პოზიტიურით: „მე თანავუგრძნობ ხალხს, რომელიც ტირის“ - და იხსნება გზა
ინტეგრაციისკენ.
სესია შეიძლება დასრულდეს შერწყმის მოთხოვნილებით: „მე ვტირი, რადგან
უნდა მიგატოვო, მაგრამ მე არ მინდა ამის დანახვა. მე არ მინდა დავინახო, თუ
როგორ მესაჭიროები მე.“
ჩვენ ისევ ვუბრუნდებით იმას, რითიც დავიწყეთ: პაციენტის თავის თავზე
დაყრდნობის უკმარისობას. კლიენტი ახლა მძიმე მდგომარეობაშია არა ნევროტული,
როგორც იტყოდა ფროიდი, არამედ სუფთა ადამიანური მიზეზებით. ჩვენ ენაზე რომ
ვთქვათ მას აწუხებს არა დისოციაცია, არა თავის ტკივილი, არამედ თავად თვითონ.
ამ მომენტში ის მთლიანად ერთიანია და უბედურია თავის მარტოობაში. მაგრამ მას
უკვე შეუძლია ამის გამოხატვა, აღიქვამს მთლიანად და ახლა შეუძლია მზად იყოს
შემდეგი ნაბიჯისთვის- იმისთვის, რომ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და გააკეთოს
რაღაც.
როცა კლიენტი პირველად შედიოდა კაბინეტში და თან მიქონდა თავის
ტკივილი, ის რათქმა უნდა არ იყო თერაპევტთან კონტაქტში. ის იყო კონტაქტში
თავის თავის ტკივილთან, და სწორედ ეს ბოლო იმყოფებოდა თერაპევტთან
კონტაქტში. ამას კლიენტი იყენებს როგორც გარკვეულ ნიღაბს ან ფასადს. კლიენტი
ატარებს ამ ნიღაბს მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ეს ნიღაბი მისთვის
უფრო ძლიერია, ვიდრე მისისთ გამოწვეული დისკომფორტი და გვეწინააღმდეგება
დიდხანს, რომ არ ჩამოვგლიჯოთ ეს ნიღაბი.
ის ფაქტი, რომ კლიენტმა თერაპიაზე მოგვიტანა თავისი ტავის ტკივილი,
ნიშნავს, რომ ის მზადაა აღიაროს თავისი დაუმთავრებელი სიტუაცია და
ერთიანდება თერაპევტთან. ის თითქოს ამბობს: „ მომეცით საშუალება თავი ვიგრძნო
საკმაოდ მოხერხებულად, რათა არ დამჭირდეს ეს სიმპტომი, ან ნიღაბი, ან პერსონა,
ან კუნთური ჯავშანი!“- მაგრამ თერაპევტს არ შეუძლია აგრძნობინოს თავი
კომფორტულად, რადგან პაციენტი არ იმყოფება მასთან კონტაქტში და თავის
ნაცვლად კონტაქტისთვის სთავაზობს თავის სიმპტომებს.
ეს კარგი მაგალითია იმისა, როგორ ვიმუშაოთ ფსიქოსომატურ სიმპტომებთან.
თუმცა შეწყვეტა ხდება სომატურ დონეზე, სადაც სიმპტომი ვლინდება, მოცემულ
შემთხვევაში, როგორც თავის ტკივილი, ჩვენ უნდა დავასრულოთ სურათი,
ვპოულობთ რა იმ ფანტაზიას, რომელიც ახორციელებს შეწყვეტას. ამის გაკეთებისას
ჩვენ მუდამ აღმოვაჩენთ, რომ პაციენტი წარმოიდგენს რაღაც ბრძანებას, რომელიც
მისი მოთხოვნის საწინააღმდეგოა. ამ შემთხვევაში მოთხოვნაა: „დამანებე თავი“,
ბრძანებაა „ნუ ტირი!“ „მამაკაცები არ ტირიან!“ და „ნუ იქნები დოყლაპია!“ ეს ბრძანება
შეიძლება გაძლიერდეს მუქარით: „თუ შენ არ შეწყვეტ ტირილს, მე მოგიწყობ
რაღაცას, რაზეც შენ მართლა მოგიწევს ტირილი!“, სხვა სიტყვებით კლიენტი იქცევა
ისე, თითქოს ვიღაც უბრძანებს შეწყვიტოს ტირილი. სიტყვები, რომლებმაც ოდესრაც
მასზე მოახდინეს შთაბეჭდილება, ახლა გახდა მისი საკუთრება მის მათ წარმოიდგენს
თავის ფანტაზიაში და ემორჩილება.
ჩვენ შეიძლება საქმე გვოქნდეს ამ ბრზანებებთან პაციენტის შეუცნობელში
ქექვისას. თუ მივაღწიეთ ამ წერტილს, არის ორი შესაძლებლობა: პაციენტს შეუძლია
შეიცნოს (როგორც წესი ასეც ხდება) რომ ის თავად მიმართავს თავის აკრძალვით,
მაგრამ შეიძლება ვერ შეიცნოს ეს. უკანასკნელ შემთხვევაში ის შეიცნობს ბრძანება-
აკრძალვას როგორც პროექციას, ანუ ის ივარაუდებს მაგალიტად რომ თერაპევტს არ
უნდა რომ მან იტიროს. როცა მან უკვე მოიკრიბა საკმაო ძალა, რათა თავს
დასტყდომოდა სიტყვებით „დამანებე ტავი“, ის შეილება დაუპირისპირდეს
ბრზანებას, იღებს მას როგორც საკუთარ „ანტი-მე“ (ინტროექცია) ან თვლოის
თერაპევტს თავის სპონტანური გრძნობების ფრუსტრატორად.
თუ პაციენტი ფრუსტრაციის წყაროდ თვლის თერაპევტს, შემდეგი ნაბიჯი (ისევ
არ აქვს არავიტარი საერთო შეუცნობელი) მდგომარეობს იმაშ, რომ პაციენტი ხედავს
პარადოქსს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თერაპევტის დადანაშაულებისას
მისი ტირილის შეყვეტის სურვილში, ის ამავე დროს ხედავს ტირილის წახალისების
შესაძლებლობასაც თერაპევტის მხრიდან. თუ თერაპევტი ამ დაპირისპირებაში არ
იღებს არც ერთ მხარეს პაციენტი აღმოაჩენს თავისთვის შეწყვეტისათვის
პასუხისმგებლობისათვის თერაპევტზე გადატანის აბსურდულობას და დაინახავს
თავის სიმპტომზე თავად პასუხის გაცემის შესაძლებლობას. ამგვარად, სესიიბ
ბოლოს პაციენტი მიაღწევს კონტაქტს თავის თავთან, ეს კი პირველი ნაბიჯია
სხვებთან კონტაქტისაკენ.
ერთ-ერთი პრობლემა რომელსაც თერაპიაში ვხვდებით არის ე. წ. დაბნეულობა,
როცა პაციენტს უნდა კონტაქტში შესვლა, მაგრამ არ შეუძლია დაბნეულობის გამო.
თუ ჩვენ ვთხოვთ პკლიენტს რაღაცის ვიზუალიზირებას, მან შეიძლება გვითხრას,
რომ მისი გამოსახულებები ძალიან ბუნდოვანია. თუ მას ვთხოვთ გაგრძელებას, მან
შეიძლება გააგრძელოს ლაპარაკი, რომ ისინი თითქოს გახვეულები არიან თხელ
ნისლში. ეს ნისლი თერაპევტმა შეიძლება გაიგოს როგორც თავისი გამოსახულება,
ხასიათის სტრუქტურა, ვერბალიზაციის სისტემა. როგორც ჩანს პაციენტს თავისი
გამოსახულებების ირგვლივ უნდა მოვუთავსოთ კვამლის ფარდა, გარს შემოვახვიოთ
ნისლი. თერაპევტი არ უნდა მოტყუვდეს პაციენტის ჩივილით იმაზე, რომ მას უნდა
იცოდეს ნათლად ვიზუალიზირება. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რომ კლიენტს აქვს
ზოგიერთი ისეთი ასპექტი, მხარე, სადაც ის უკრძალავს თავის ტავს ყურებას:
სხვაგავრად რომ ვთქვათ ის არ დაიზარებდა დაენახა თავის თავი ფანტაზიაში, თუ
კლიენტს შეუძლია თავის ნისლთან დარჩეს საკმაოდ დიდხანს ნისლი იწმინდება.
ავიღოთ მაგალითი, როცა ნისლი იწმინდება რაღაც მოთეთრო-ნაცრისფრად და
პაციენტი ამბობს, რომ ეს მოაგონებს ქვის კედელს, თერაპევტი თხოვს კლიენტს რომ
წარმოსახვით აძვრეს ამ კედელზე. როცა პაციენტი ამას აკეთებს აღმოჩნდება, რომ მის
უკან მწვანე მდელოებია, კედელი ფარავს ციხეს, პაციენტი თურმე თავს ტუსაღად
თვლიდა.
ხარვეზი შეიძლება სრული იყოს, პაციენტი ხედავს სიშავეს, ვივარაუდოთ, რომ
ის აღწერს სიშავეს, როგორც შავ ბარხატის ფარდას. ჩვენ შეიძება შევთავაზოთ მას
წარმოიდგინოს თითქოს ეს თეატრალური ფარდაა და გადაწიოს ის და დაინახოს
მისი დამალული მხარეები. მაგრამ შესაძლებელია რომ სიშავე - ეს სრულებით
არაფერია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია კლიენტს შევთავაზოთ გაითამაშოს ბრმის
როლი და ვიპოვოთ რაღაც ორიენტაცია მუშაობისთვის.
დაბნეულობის მხარეების აღმოჩენისა და მართვის პროცესი ეს თავდაპირველად
რაღაც მისტიურ განცდას გავს, რომელშიც ტავდაპირველად რაღაც საოცრებად
მიგვაჩნია. თუმცა შემდგომ ის ხდება ჩვეულებრიი სიცარიელე, რომელსაც თერაპიაში
უწოდებენ წასვლას ნაყოფიერ სიცარიელეში.
ნაყოფიერი სიცარიელეში ადგილიაქ სვ შიზოფრენიულ განცდებს,
რასაკვირველია ყველას არ შეუძლია ამის გაძლიერება, მაგრამ ისინი ვინც მოიკრიბა
ძალები ამისთვის წარმატებით არკვევენ ტავიანთი დაბნეულობის მხარეებს და
აღმოაჩენენ, რომ ამ დროს არ იშლებიან ნაკუწებად. მოიკრებ რა მხნეობას გაეშურო
შენს ბნელ კუთხეებში შეიძლება იქიდან უფრო ჯანმრთელი დაბრუნდე.
ნაყოფიერი სიცარიელის განცდა არ არის არც ობიექტური და არც სუბიექტური.
ის ასევე არ არის ინტროსპექცია, ის უბრალოდ არსებობს. ეს არის შეცნობა
მსჯელობის გარეშე იმის შესახებ რაც შეიცნობა.
უკიდურესი რეაქციები ნაყოფიერი სიცარიელის იდეაზე- ეს არის მხატვრის
ინტელექტუალიზაცია და გამოცდილება. ინტელექტუალმა შეიძლება ეს ჩათვალოს
სისულელედ ან გიჟურ ბოდვად. მხატვარს შეუძლია იდეას მიესალმოს
შემდეგნაირად: „რა იწვევს თქვენში ასეთ აღტაცებას? მე ასეთ მდგომარეობაში
ვატარებ დროის დიდ ნაწილს, თუ მე ვეჯახები დაბრკოლებებს, მე ვცდილობ
მოვუნდე, ცავთვლიმო და დაბრკოლება ქრება“.

როცა პაციენტი შედის პირველად ან მეორედ თერაპევტის კაბინეტში, მას თან


მოყვება ყველა თავისი, წარსულში დაუსრულებელი საქმეები. როგორი
დახლართულიც არ უნდა იყოს მისი გეშტალტები, მას აქვს რაღაც გარკვეული ფორმა
და ორგანიზაცია. რომ ყოფილიყვნენ სრულიად დაშლილი კლიენტი საერთოდ ვერ
შეძლებდა მოქმედებას. ის რასაც პაციენტი წინა პლანზე წამოწევს, ყოველთვის
განიზასღვრება მთავარი იმპულსით - გადარჩეს, და ეს იმპულსი სწორედ მოცემულ
დროს მოქმედებს. თუმცა კავშირი მის მოქმედებებს და ემოციებს შორის შეიძლება
იყოს ძალიან დაშორებული, თერაპიის საქმეა სწორეთ თვალი ადევნოს ამ დაშლილ
ნაწილებს. ამ პროცესში აღმოვაჩენთ, რომ მადომინირებელია უსაფრთხოების და
თერაევტის მხრიდან მოწონების მოტხოვნილებები. თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ
კლიენტი მოდის დახმარებისთვის, დახმარება კი ამ შემთხვევაში ნიშნავს გარემოს
მხრიდან მხარდაჭერას, რადგან მას არ შეუძლია დაეყრდნოს თავის თავს.
მაგრამ რამდენად დამაჯერებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს განმარტება, ჩვენ
არ შეგვიძლია მას დავეყრდნოთ სანამ პაციენტი არ დაამტკიცებს ამას აშკარად,
რადგანაც თერაპიის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს იმასთან, თუ როგორ
განიცდის თავად პაციენტი თავის მოთხოვნილებებს.

You might also like