N-11 - 14.19.07

You might also like

You are on page 1of 11

სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

შინაარსი:

 რა წვლილი შეაქვთ ფსიქიკურ პროცესებს ცუდად


და კარგად ყოფნის განცდაში?
 რას შეისწავლის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია
 ჯანმრთელობის დაცვის ტრადიციული პრაქტიკა
 ჯანმრთელობის ბიოფსიქოსოციალური მოდელი.
 სტრესი
 ჯანმრთელობის პროფილაქტიკა
 თამბაქოს მოხმარება
 აივ ინფექცია შიდსი
 „პროფესიული გადაწვა“ და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა

რა წვლილი შეაქვთ ფსიქიკურ პროცესებს ცუდად და კარგად ყოფნის განცდაში?

ჯანმრთელობისათვის ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების მნიშვნელობის


აღიარებამ ხელი შეუწყო ახალი სფეროს - ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის განვითარებას.
ჯანმრთელობის ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც მოწოდებულია იმის
დასადგენად, თუ როგორ ინარჩუნებენ ადამიანები ჯანმრთელობას; რატომ ხდებიან ისინი ავად
და როგორ რეაგირებენ ავადმყოფობაზე.

ჯანმრთელობა გულისმობს სხეულისა და გონების ზოგად მდგომარეობას, რომელიც აღიწერება


სიძლიერისა და ენერგიულობის ტერმინებით. ეს არ არის უბრალოდ დაავადების ან
დაზიანების არარსებობა, არამედ ამ შემთხვევაში საქმე იმას უფრო ეხება, თუ რამდენად
კარგად ფუნქციონირებენ სხეულის შემადგენელი ნაწილები ერთად.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და


კეთილდღეობაზე, მათ შორის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლადები.
თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერება მიუთითებს, რომ ეს ფაქტორები
ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და
კეთილდღეობაზე. ჯანმრთელობისა და დაავადების ეს მოდელი ცნობილია როგორც
ბიოფსიქოსოციალური მოდელი.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია (Health Psychology) - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც


მოწოდებულია იმის დასადგენად, თუ როგორ ინარჩუნებენ ადამიანები ჯანმრთელობას, რატომ
ხდებიან ისინი ავად და როგორ რეაგირებენ ავადმყოფობაზე.
ჯანმრთელობა (Health) - სხეულისა და გონების ზოგადი მდგომარეობა, რომელიც აღიწერება
სიმტკიცისა და ენერგიულობის ტერმინებით. ეს არ არის უბრალოდ დაავადების, ან დაზიანების
არარსებობა.
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის რვა ძირითადი მიზანი:

1. ჯანმრთელობასა და დაავადებასთან დაკავშირებული ქცევითი და შინაარსობრივი


ფაქტორების დადგენა;
2. დაავადების პრევენცია;
3. დაავადების შედეგების შესწავლა;
4. ჯანდაცვის პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი
5. ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და ინტერვენციის შესახებ კვლევის
ჩატარება
6. ექიმი-პაციენტის კომუნიკაციის გაუმჯობესება
7. სამედიცინო რეკომენდაციების დაცვის გაუმჯობესება
8. ტკივილის მართვის სამკურნალო საშუალებების პოვნა.

რას შეისწავლის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

ის იკვლევს სოციალური ფსიქოლოგიური თეორიების გამოყენებას (მაგ., იდენტობის,


ცრურწმენის და მოტივაციის საკითხებს) საზოგადოებრივი ჯანდაცვის შედეგებზე,
განსაკუთრებული აქცენტით სოციალურ უთანასწორობაზე და სოციალურად დაუცველ
მოსახლეობაზე.

მაგალითები:

 როგორ მოქმედებს სტერეოტიპები და ცრურწმენები ადამიანების ჯანმრთელობასთან


დაკავშირებულ დამოკიდებულებაზე.

 როგორ მოქმედებს ასაკი, სქესი, რასა ან წონა სხეულით უკმაყოფილებაზე და როგორ


იკვეთება წონის სტერეოტიპები იდენტობის სხვა ასპექტებთან, როგორიცაა სქესი და
რასა.
 უნივერსტეტებში თამბაქოს მოხმარება, მათ შორის უნივერსტეტის პოლიტიკის
გავლენა დამოკიდებულებასა და ქცევაზე და მოწევასთან დაკავშირებული იდენტობის
როლი სიგარეტის მოხმარების ფორმირებაში.
 თუ როგორ აყალიბებს კულტურული ღირებულებები რწმენას ჯანმრთელობის
შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ჯანმრთელობის დაცვის ტრადიციული პრაქტიკა

ფსიქოლოგიური პრინციპები ავადმყოფობის მკურნალობასა და ჯანმრთელობის


შენარჩუნებაში ყველა დროში გამოიყენებოდა. ბევრ კულტურაში ესმოდათ ჯანმრთელობისა
და რელაქსაციის რიტუალების მნიშვნელობა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

ტერმინი ავადრმყოფობა გარკვეული მსოფლმხედველობის გამომხატველია.


კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება.
თუკი კარგად მყოფი, სიკეთეში მყოფს ნიშნავს - ავად მყოფი ავი სულების ტყვეობაში მყოფად
მოიაზრებოდა.
ადამიანის სხეულში ავი სული, ავი საწყისი, ავი ძალა იყო შეჭრილი, რომლის გამოსადევნადაც
სამკურნალწამლო საქმიანობასთან ერთად, მაგიურ შელოცვებსაც ახორციელებდნენ.
ბატონების გაცილების რიტუალი
ჭიაკოკონობა - ცეცხლით განწმენდის დღეობა. დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე
ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ
ძალაზე..

მაგალითად ინდიელების კულტურისთვის დამახასიათებელი იყო განკურნების განსხვავებული


რიტუალები, მაგალითად, მკურნალი მოწვეული იყო ავადმყოფის სხეულში ჩასახლებული
სულების განსადევნად. მკურნალი ასრულებდა ტრადიციული
განკურნების ცერემონიას. გარშემომყოფები ავადმყოფის გამოჯანმრთელებას მკურნალის
მოქმედებებს მიაწერდა.

მსგავსი რწმენის არსებობას შეიძლება სხვა კულტურებშიც შეხვდეთ. მაგალითად, ისევ


ინდიელთა ტომში, ნავაჯოში დაავადებას, ავადმყოფობასა და კარგად ყოფნას სოციალურ
ჰარმონიას და გონებასა და სხეულს შორის ურთიერთქმედებებს მიაწერდნენ. ჰუაზოს ცნება
ნავაჯოში ნიშნავს ჰარმონიას, სულიერ სიმშვიდეს, სათნოებას, იდეალურ ოჯახურ
ურთიერთობებს, მშვენიერებას ხელოვნებასა და ხელობაში, სხეულისა და სულის სიჯანსაღეს.

https://www.youtube.com/watch?v=NmuX_NOVVjo

ავადმყოფობა განიხილება, როგორც ბოროტებით გამოწვეული ნებისმიერი დისჰარმონიის


შედეგი, რომელიც ისადგურებს ადამიანში ტაბუს დარღვევის, ჯადოქრობის, ზედმეტი
დამყოლობის, ბოროტი ოცნებების გამო.
ტრადიციული განკურნების ცერემონია გულისხმობს ავადმყოფობის განდევნასა და
ჯანმრთელობის აღდგენას არა მარტო შამანის მკურნალობით, არამედ ოჯახის ყველა წევრის
ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც ავადმყოფთან ერთად ცდილობენ ჰუაზოს
მდგომარეობის დაბრუნებას. ტომის ნებისმიერი წევრი ავადმყოფობას მიიჩნევს არა
ავადმყოფის პირად პასუხისმგებლობად (და დანაშაულად), არამედ განიხილავს,
როგორც უფრო ზოგადი დისჰარმონიის ნიშანს, რომელიც უნდა აღიკვეთოს თემური
განკურნების რიტუალებით. ეს კულტურული ორიენტაცია გარანტიას იძლევა, რომ ძლიერი
სოციალური მხარდაჭერის ქსელი ავტომატურად დაეხმარება პაციენტს.
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

ჯანმრთელობის ბიოფსიქოსოციალური მოდელი.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და


კეთილდღეობაზე, მათ შორის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლადები.
თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერება მიუთითებს, რომ ეს ფაქტორები
ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და
კეთილდღეობაზე.
ჯანმრთელობისა და დაავადების ეს მოდელი ცნობილია როგორც ბიოფსიქოსოციალური
მოდელი.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია ფოკუსირებულია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და


სოციალური ფაქტორების გადაკვეთაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და
კეთილდღეობასთან. ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვეულებრივ მოითხოვს სამედიცინო
ჩარევებს, როგორიცაა მედიკამენტები და სხვა მკურნალობა, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენს
ბიოლოგიას. თუმცა, ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური მართვისა და
არსებული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მაქსიმიზაციისთვის, ფსიქოლოგიურ და
სოციალურ ფაქტორებს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ეს ორი სფერო ჯანმრთელობის
ფსიქოლოგიის ყურადღების ცენტრშია. ასე რომ, ხშირად, ჩვენი პირადი ჯანმრთელობის ამ
ასპექტებს არ ენიჭება პრიორიტეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების როლებისა და
პასუხისმგებლობების გამო. მაგალითად, სტრესის დონემ, ძილმა, ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული თემების ცოდნა და სამედიცინო ჩარევის დაცვა შეიძლება გავლენა იქონიოს
ჯანმრთელობაზე.
ჯანმრთელობის ფსიქოლოგიური მკურნალობის მეშვეობით ამ სფეროებს და სხვა სფეროებს
პრიორიტეტულად ენიჭება, რათა შეიმუშაოს გეგმა ჯანმრთელობის მაქსიმალურად გაზრდის,
ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთ მართვისა და თვითმართვისადმი ნდობის გაზრდის
მიზნით.

თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, ძირითადად, ბიოფსიქოსამედიცინო მოდელს


ეყრდნობა, რომელიც სხეულისა და გონების დუალისტური კონცეფციით ხელმძღვანელობს. ამ
მოდელის თანახმად, მედიცინა ფიზიკურ სხეულს
სულისაგან დამოუკიდებლად მკურნალობს.
გონება მნიშვნელოვანია მხოლოდ ემოციებისა და
რწმენებისათვის და ცოტა რამ თუ შეუძლია
გააკეთოს სხეულის რეალობისათვის;

დროთა განმავლობაში მეცნიერებმა დაიწყეს


ურთიერთქმედებათა ტიპების
აღნუსხვა, რომელთა შემთხვევაშიც არ მუშაობს
ხისტი ბიოსამედიცინო მოდელი. თქვენ უკვე ნახეთ
ზოგიერთი მათგანი: კარგ და ცუდ ცხოვრებისეულ
მოვლენებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ
იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე; ადამიანები
მეტნაკლებად მოქნილები არიან სტრესის
უარყოფით შედეგებთან მიმართებაში; ადეკვატურმა სოციალურმა მხარდაჭერამ შეიძლება
შეამციროს სიკვდილის ალბათობა. ამგვარი გააზრების შედეგად ჩამოყალიბდა
ბიოფსიქოსოციალური მოდელის სამი კომპონენტი:
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

 ბიო - მიუთითებს ბიოლოგიური ავადმყოფობის რეალურ არსებობაზე,


 ფსიქო - და სოციალური კი - ჯანმრთელობის ფსიქოლოგიურ და სოციალურ
კომპონენტებზე.
ბიოფსიქოსოციალური მოდელი ფიზიკურ ჯანმრთელობას გონების მდგომარეობასა და
გარემომცველ სამყაროსთან აკავშირებს.
ჯანმრთელობის ფსიქოლოგი ჯანმრთელობას განიხილავს, როგორც დინამიკურ
რავალგანზომილებიან მოვლენას.

ოპტიმალური ჯანმრთელობა, ანუ კარგად ყოფნა (wellness) მოიცავს თქვენი ცხოვრების


ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ, სულიერ, სოციალურ და გარემოს ასპექტებს. როდესაც
დაავადების პრევენციის, ან ადრეულ ეტაპზე მისი გამოვლენის მიზნით გარკვეულ ქმედებებს
ახორციელებთ, თქვენ ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ იქცევით. ჯანმრთელობის
ფსიქოლოგიის ზოგად მიზანს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენება კარგად
ყოფნასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოზიტიური ქცევის ხელშეწყობისათვის.

ბიოფსიქოსოციალური მოდელი (Biopsychosocial model) - ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის


მოდელი, რომლის მიხედვით, ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის, ქცევითი სტილის,
კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირმა შეიძლება ადამიანი ავად
გახდომის რისკის წინაშე დააყენოს.
კარგად ყოფნა (Wellness) - ოპტიმალური ჯანმრთელობა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ,
ინტელექტუალურ, ემოციურ, სულიერ, სოციალურ და გარემოს სხვადასხვა სფეროში სრული და
აქტიური ფუნქციონირების უნარს.

სტრესი

სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია გარეგან გამღიზიანებლებზე, როდესაც ყოველდღიური


გარეგანი გამღიზიანებლები იწვევენ ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ დაძაბულობას. როცა ჩვენ
ვგრძნობთ მსგავს დაძაბულობას, ვამბობთ: “დავიღალე”, “განერვიულებული ვარ”.
შესაძლებელია განვასხვავოთ “სტრესი” და “სტრესორი”. სტრესი არის ჩვენი რეაქცია,
რომელსაც ჩვენი სხეულით ვგრძნობთ და სტრესორი არის ის მოვლენები, რომლებზეც ჩვენი
ორგანიზმი რეაგირებს და რომელსაც განვსაზღვრავთ, როგორც მასტრესირებელს და
გამომწვევს.
სტრესის ეფექტები ეხება 5 კატეგორიას:
• კოგნიტური (ჩვენი აზრები) აფორიაქებული აზრები, შიშის განცდა და ცუდი
წინათგრძნობა, ყურადღების დაბალი კონცენტრირება, მეხსიერების შესუსტება.
• ემოციური (ჩვენი გრძნობები) დაძაბულობის განცდა, აღელვება, გაღიზიანება,
მოუსვენრობა, რელაქსაციის (მოდუნების) უუნარობა, დეპრესიულობა.
• ბიჰევიორული (როგორ ვმოქმედებთ) საქმიანობების აცილება, ძილის პრობლემები,
სირთულეები სამუშაო ვალდებულებების შესრულებისას, ფორიაქი, ტირილი,
ცვლილებები ისეთ ქცევებში, როგორიცაა საკვებისა და ალკოჰოლის მიღემა, თამბაქოს
მოხმარება.
• ფიზიკური (რას ვგრძნობთ ჩვენს სხეულში) დაძაბული/დაჭიმული კუნთები, კბილების
კრაჭუნი, მუჭის შეკვრა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ჰაერის
უკმარისობის განცდა, ყლაპვის გაძნელება, მუცლის ტკივილი, სექსისადმი ინტერესის
დაკარგვა, დაღლილობა, გულის ცემის გახშირების შეგრძნება.
• სოციალური (რა ურთიერთობაში ვართ სხვებთან) სხვებისგან თავის არიდება, ჩაკეტვა,
სხვა ადამიანების ძებნა, ბრაზის გამოხატვა, სხვების მიმართ ადვილად გაღიზიანება.
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

ჯანმრთელობის პროფილაქტიკა

ცნება ჯანმრთელობის პროფილაქტიკა ნიშნავს ზოგადი სტრატეგიებისა და კონკრეტული


ტაქტიკის განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა ავად გახდომის რისკის
გამორიცხვას, ან შემცირებას.

XXI საუკუნეში ავადმყოფობის პრევენცია XX საუკუნის დასაწყისისგან განსხვავებულ ამოცანებს


აყენებს.

1900-იან წლებში სიკვდილის უპირველეს მიზეზს ინფექციური დაავადებები წარმოადგენდა. ამ


პერიოდში პრაქტიკოსმა ექიმებმა წამოიწყეს პირველი რევოლუცია ამერიკულ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში. კვლევების, საზოგადოებრივი განათლების, ვაქცინების
განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტანდარტების ცვლილებების
(როგორიცაა ნარჩენების კონტროლი და კანალიზაცია) საშუალებით მათ თანდათანობით
შეძლეს სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირება ისეთი დაავადებების შემთხვევაში,
როგორიცაა: გრიპი, ტუბერკულოზი, პოლიომიელიტი, წითელა და ყვავილი.

თუ მკვლევრებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში სურთ წვლილის შეტანა, ცხოვრების


სტილთან დაკავშირებული ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას უნდა
ეცადონ.

სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა, ცხიმისა და ქოლესტერინის დიდი რაოდენობით შემცველი


საკვებისა და ალკოჰოლიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, მგზავრობა
უსაფრთხოების ღვედების გარეშე, სტრესებით სავსე ცხოვრება - ყველაფერი ეს გარკვეულ
როლს ასრულებს ისეთი დაავადებების ჩამოყალიბებაში, როგორებიცაა: კიბო, გულის
დაავადებები, უბედური შემთხვევები და თვითმკვლელობები.
აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებული ქცევების შეცვლით მრავალი დაავადებისა და
ნაადრევი სიკვდილის პრევენცია გახდება შესაძლებელი. ამ ცოდნაზე დაყრდნობით ადვილია
გარკვეული რეკომენდაციების მოცემა, მაგრამ უფრო სასურველია, რომ ჯანმრთელობა ისეთი
კარგი ჩვევების შემუშავებით შეინარჩუნოთ, რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილში.
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

ბევრი მათგანი, ალბათ, უკვე ნაცნობია თქვენთვის. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის


ფსიქოლოგები გამოიყენებენ ფსიქოლოგიურ პრინციპებს იმის ალბათობის გასაზრდელად,
რომ თქვენ მართლა გააკეთებთ იმას, რაც თქვენთვის კარგია. ამის დემონსტრირების მიზნით
ახლა განვიხილოთ ორი კონკრეტული თემა: მოწევა და აივ ინფექცია შიდსი.

თამბაქოს მოხმარება

ჯანმრთელობის ფსიქოლოგებს აინტერესებთ ორივე საკითხი:


1. რატომ იწყებენ ადამიანები მოწევას - ამით ფსიქოლოგები შეძლებენ მის პრევენციას და
2. როგორ დაეხმარონ ადამიანებს მოწევისათვის თავის დანებებაში - რითიც ადამიანები
შეძლებენ მიიღონ "ყოფილ მწეველად" გადაქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
სარგებელი.
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

კვლევარებმა განსაზღვრეს ის ეტაპები, რომლებსაც ადამიანები გადიან თამბაქსოთვის ტავის


დასანებებლად:

ანალიზი იმისა, თუ რატომ იწყებს ზოგიერთი ადამიანი თამბაქოს მოწევას, პიროვნულ


თვისებებსა და სოციალურ ფაქტორებზე ფოკუსირდება.
ფიზიოლოგიურ დონეზე მწეველები საუკეთესოდ ექვემდებარებიან ნიკოტინის შემცვლელი
თერაპიის ისეთ ეფექტურ ფორმას, როგორიცაა ნიკოტინის პლასტირი და ნიკოტინის საღეჭი
რეზინები.
ფსიქოლოგიურ დონეზე
მწეველებმა უნდა გაიაზრონ, რომ არსებობს უამრავი ექსმწეველი და რომ თამბაქოსათვის
თავის დანებება შესაძლებელია. გარდა ამისა, მწეველმა უნდა დაისწავლოს ძლიერი ლტოლვის
დაძლევის სტრატეგიები, რომელიც თან ახლავს თამბაქოსათვის თავის
დანებების მცდელობებს. მოწევასთან დაკავშირებით ადამიანებს ასწავლიან,
თუ როგორ მოძებნონ თავის დაღწევის გზები სიტუაციებიდან, რომლებმაც შეიძლება კვლავ
გაუღვიძონ მოწევის ჟინი.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოწევის წარმატებული პრევენცია მოწევის


შეფასების შეცვლას -"მაგარიდან" "ცუდისკენ" გულისხმობს.
უმჯბესია, საერთოდ არ დაიწყოთ მოწევა, მაგრამ როგორ შეიძლება თამბაქოსათვის თავის
დანებება?
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა უშედეგოდ სცადა მოწევისთვის თავის დანებება,
დაახლოებით 35 მილიონმა ამერიკელმა სამუდამოდ მაინც დაანება თავი მოწევას. 90%-მა ეს
დამოუკიდებლად, სპეციალური სამკურნალო პროგრამების გარეშე შეძლო.
ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი აზრის შეცვლის საშუალებით.

აივ ინფექცია შიდსი


სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

შიდსის ვირუსით ინფიცირებისაგან თავის დაცვის ერთადერთი გზა იმ ცხოვრებისეული


ჩვევების შეცვლაა, რომლებიც რისკის წინაშე აყენებენ ადამიანს. ეს ნიშნავს პერმანენტული
ცვლილებების შეტანას სექსუალური ქცევის პატერნებსა და წამლებთან დაკავშირებული
პირადი მოხმარების საგნების გამოყენებაში.

„პროფესიული გადაწვა“ და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა

პროფესიული გადაწვა (Job Burnout) - სინდრომი, რომელიც გულისხმობს ემოციურ გამოფიტვას,


დეპერსონალიზაციას და პიროვნული რეალიზაციის
შემცირებას, რომელსაც ხშირად განიცდიან ისინი, რომლებიც ძლიერი სტრესის პირობებში
მუშაობენ.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს რეკომენდაციების


შემუშავება, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სიტემის მოწყობას ეხება. მკვლევრებმა,
მაგალითად, შეისწავლეს ჯანმრთელობის დაცვის მუშაკის საქმიანობასთან დაკავშირებული
სტრესი. ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე ენერგიულ თანამშრომელსაც კი უვითარდება
ემოციური სტრესი მთელი რიგი პიროვნული, ფიზიკური და სოციალური პრობლემების მქონე
უამრავ
ადამიანთან ინტენსიურად მუშაობის შედეგად. ემოციური სტრესის განსაკუთრებულ ტიპს,
რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუშაკები განიცდიან.
პროფესიული გამოფიტვა წარმოადგენს სინდრომს, რომელიც ემოციურ
გამოფიტვას, დეპერსონალიზაციას და პიროვნული რეალიზაციის შემცირებას გულისხმობს,
რასაც ხშირად განიცდიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაც
მოეთხოვებათ ძალზე ინტენსიური ურთიერთობა პაციენტებთან,
კლიენტებთან ან საზოგადოებასთან.

რჩევები ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით:


არასოდეს თქვათ ცუდი საკუთარ თავზე. საკუთარ თავთან და სხვებთან
გამოიყენეთ მხოლოდ კონსტრუქციული კრიტიკა - თუ რა უნდა გაკეთდეს
განსხვავებულად შემდეგ სასურველი შედეგის მისაღებად;
2. შეადარეთ საკუთარი რეაქციები, აზრები და გრძნობები თქვენი მეგობრების,
თანამშრომლების და ოჯახის წევრებისას, რათა შეამოწმოთ საკუთარი ადექვატურობა და
პასუხების რელევანტურობა შესაბამისი სოციალური ნორმების მიმართ;
3. გყავდეთ რამდენიმე ახლო მეგობარი, რომლებსაც საკუთარ გრძნობებს, სიხარულს და
მწუხარებას გაუზიარებთ. იზრუნეთ სოციალურ მხარდაჭერის ქსელთა შენარჩუნებასა და
გაფართოებაზე;
4. შეიმუშავეთ დროის ბალანსირებული განცდა, რაც გაგიადვილებთ იმ მოთხოვნებზე
კონცენტრაციას, რომლებსაც გიყენებთ დავალება, სიტუაცია და საკუთარი თავი. იყავით
ორიენტირებული მომავალზე, როდესაც რაღაცის გაკეთებაა საჭირო. იყავით ორიენტირებული
აწმყოზე, როდესაც მიზანი მიღწეულია და სიამოვნების მიღების დროა და წარსულზე
ორიენტირებული იმისათვის, რომ არ მოწყდეთ თქვენს ფესვებს;
ყოველთვის მიიღეთ ქება მიღწევებისა და წარმატებებისთვის (და გაუზიარეთ თქვენი
დადებითი გრძნობები სხვებს).
6. როდესაც გრძნობთ, რომ ემოციებზე კონტროლს კარგავთ, განერიდეთ სიტუაციას ფიზიკური
წასვლით; საკუთარი თავი სხვის ადგილზე წარმოიდგინეთ კონფლიქტურ სიტუაციაში.
7. გახსოვდეთ, ზოგჯერ წარუმატებლობა და იმედგაცრუება გიცავთ კიდეც სიყალბისაგან.
ისწავლეთ შეცდომებზე.მიიღეთ წარუმატებლობა აღიარებით "მე დავუშვი შეცდომა" და
სოციალური ფსიქოლოგია ლექტორი: ხათუნა ხაჟომია

განაგრძეთ გზა. ნებისმიერი წარუმატებლობა, ან იმედის გაცრუება, გარდაქმნის, შეცვლის


მშვენიერი შესაძლებლობაა.
8. თუ აღმოაჩენთ, რომ ვერ ეხმარებით საკუთარ თავს, ან სხვას სულიერ ტანჯვასთან
გამკლავებაში, მიმართეთ კვალიფიციური სპეციალისტის რჩევას.
9. დანერგეთ ჯანსაღი გასართობები. გამოყავით დრო დასვენებისთვის, მედიტაციისათვის,
ისეთი აქტივობებისათვის, რომლებიც შეგიძლიათ აკეთოთ მარტომ და რომელთა
საშუალებითაც შეგიძლიათ უკეთ ჩაწვდეთ და დააფასოთ საკუთარი თავი.

You might also like