You are on page 1of 16

დაავადების და

შეზღუდული
შესაძლებლობის აღქმა
თენგიზ ვერულავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი
ძირითადი კითხვები

• როგორ რეაგირებენ ადამიანები ავადმყოფობაზე?


• მიუხედავად სერიოზული სიმპტომების არსებობისა, ადამიანი
რატომ არ მიმართავს ექიმს დროულად ან რატომ მიმართავს
დაავადების გვიან სტადიაზე?
• რატომ მიმართავენ ადამიანები ექიმს პერიოდულად, უმნიშვნელო
ჩივილების დროსაც კი?
ავადმყოფობის აღქმის ეტაპები

(1) სიმპტომების აღქმა,


(2) ავადმყოფი როლის მიღება,
(3) სამედიცინო ორგანიზაციასთან (ექიმთან) მიმართვა,
(4) დამოკიდებული პაციენტის როლი,
(5) ჯანმრთელობის აღდგენა და რეაბილიტაცია
ეტაპი 1: სიმპტომის აღქმა
ავადმყოფობა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი პირველად იგრძნობს ტკივილს,
დისკომფორტს, სხეულის ფუნქციონირების რაიმე დარღვევას. ამ დროს იგი
ცდილობს მიმართოს თვითმკურნალობას ან მოახდინოს პრობლემის
იგნორირება.
ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ ავადმყოფობაზე.
ავადმყოფობის რეაგირებაზე მოქმედი ფაქტორები:
• რამდენად ხილულია, შეცნობადია სიმპტომები,
• რამდენად სერიოზულად მიიჩნევს სიმპტომებს,
• რამდენად შეუძლია ტკივილის გადატანა,
• რამდენად აქვს ავადმყოფობის მიმართ შიში. ზოგჯერ პაციენტები არ თვლიან,
რომ საჭიროა მათი დაავადების კონტროლი.
• ავადმყოფობის შესახებ ცოდნა და ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
• სამკურნალო რესურსების არსებობა და ხელმისაწვდომობა, სამედიცინო
ეტაპი 2: ავადმყოფი როლის მიღება

• როცა ადამიანი აღიარებს, რომ სიმპტომები დაავადების ნიშანია და საჭიროებს


ყურადღებას, იგი თმობს ნორმალურ სოციალურ როლს და ღებულობს ავადმყოფის
როლს
•ავადმყოფობა სოციალური როლია. პაციენტს აქვს გარკვეული უფლებები და
ვალდებულებები. ამ როლზე გავლენას ახდენს კულტურული ტრადიციები.
• ავადმყოფობა იწვევს ოჯახის დისფუნქციას. როცა ავადმყოფი უარს ამბობს
ნორმალურ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სხვა წევრები ვალდებულნი არიან
მხარი დაუჭირონ ავადმყოფს, რაც ზრდის მათ დატვირთვას.
• ავადმყოფობა დისფუნქციურია საზოგადოებისთვის. ავადმყოფობის გამო
ადამიანი ვერ ასრულებს რუტინულ პასუხისმგებლობას. ავადმყოფობა
პასუხისმგებლობისაგან გაქცევაა, მოითხოვს საზოგადოების მიერ გარკვეული
კონტროლის განხორციელებას ავადმყოფზე და ავადმყოფის როლზე.
მედიცინა, როგორც ავადმყოფზე სოციალური კონტროლის
პასუხისმგებლობა

ავადმყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით, რომ


დაუბრუნდეს თავის ნორმალურ სოციალურ როლს.
საზოგადოება უშვებს ორ გამოკვეთილ ქცევით გამონაკლისს
ავადმყოფებისათვის:
1. ავადმყოფი დროებით თავისუფლდება ნორმალური სოციალური როლებისგან.,
ექიმი აკანონებს ავადმყოფის როლის სტატუსს, რითაც პაციენტს აძლევს
ნორმალური სოციალური პასუხისმგებლობისაგან უარის თქმის უფლებას.
2. პაციენტი არ არის პასუხისმგებელი ავადმყოფობაზე. მკურნალობა მოითხოვს
პაციენტის დიდ ძალისხმევას და მას აძლევს სერვისების მიღების საშუალებას.
პაციენტს ეკისრება შემდეგი ვალდებულებები:
1. ავადმყოფს უნდა გააჩნდეს გამოჯანმრთელების, კარგად გახდომის
მოტივაცია.
2. ავადმყოფი მიმართავს ექიმს რჩევისათვის და თანამშრომლობს მასთან.
ეს მოთხოვნა სოციალური კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა.
ავადმყოფობის როლის კრიტიკა

1. ავადმყოფის როლი უნდა ითვალისწინებდეს ავადმყოფთა ქცევის ცვლილებებს


არა მარტო ასაკის, სქესის და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, არამედ
პროგნოზის სიმძიმის მიხედვითაც.
2. ავადმყოფის როლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მწვავე
დაავადებების დროს, და ნაკლებად ითვალისწინებს ქრონიკულ დაავადებებს,
რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ ადვილად შეცნობადი სიმპტომები
(მაგალითად, კორონარულ არტერიებში ფოლაქების დაგროვება) და პაციენტების
გამოჯანმრთელებაც რთულია
3. ავადმყოფი როლი ნაკლებად მიესადაგება დაბალშემოსავლიან, ღარიბ
პაციენტებს. მათ ნაკლებად შეუძლიათ შეზღუდონ ნორმალური სოციალური
მოვალეობები, კერძოდ, ავადმყოფობის გამო დატოვონ სამუშაო ადგილები.
მედიკალიზაცია
მედიკალიზაცია მედიცინის გაზრდილი ძალაუფლებაა, ბევრ ქცევას ხსნიან მედიცინის
თვალსაზრისით, მედიცინა განიხილება, როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმი.
მედიკალიზაციას ხელს უწყობს ბიოტექნოლოგია - სოციალური, ქცევითი
მდგომარეობები შეიძლება განიკურნოს ფარმაცევტული საშუალებებით (ვიაგრა).
მომხმარებლებს სურთ ჩაიტარონ კოსმეტიკური ქირურგია, რომელსაც დააფინანსებს
ჯანმრთელობის დაზღვევა.
მედიკალიზაციის მაგალითებია ალკოჰოლიზმის, სიმსუქნის, სიმელოტის, აზარტული
თამაშებისადმი მიდრეკილების, უძილობის მიჩნევა სამედიცინო პრობლემად.
ადამიანებმა შეიძლება თავი დაიმშვიდონ იმით, რომ "არასასურველ" ქცევას აქვს
სწორი სამედიცინო ახსნა, რომელიც მკურნალობის შემდეგ შეიძლება აღმოიფხვრას.
დემედიკალიზაცია - ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ ჰომოსექსუალიზმი
მოხსნა ფსიქიკური დაავადებების სიიდან, ფსიქიკური ჯანმრთელობის პაციენტების
დეინსტიტუციონალიზაცია (ფსიქიკური პაციენტები რომელთაც შეუძლიათ
არსებობდნენ დაწესებულების გარეთ და საშიში არ არიან საზოგადოებისათვის).
ავადმყოფობის განსაზღვრა ანუ მარკირება

• ყოველ საზოგადოებას ქცევისა და დაავადებების განსაზღვრისადმი თავისი


მიდგომები აქვს;
• აშშ-ში ალკოჰოლიზმი ოდესღაც ითვლებოდა ნებაყოფლობით
დანაშაულებრივი ქმედებად; დღეს კი იგი ითვლება განკურნებად დაავადებად;
• ჰომოსექსუალიზმი უწინ განიხილებოდა დაავადებად, დღეს ითვლება
ბიოლოგიურად განსაზღვრულად;
• ავადმყოფობის განსაზღვრაზე (მარკირებაზე) გავლენას ახდენს სოციალური
პოზიცია. ადამიანებმა შეიძლება ფსიქიკურ დაავადებად ჩათვალონ ისეთი სახის
ქცევები, რაც ექიმმმა შეიძლება შეაფასოს როგორც "ექსცენტრიული."
• საზოგადოებას შესაძლოა სტიგმა ჰქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც
ძველად ღებულობდნენ ფსიქიატრიულ სამედიცინო დახმარებას, თუმცა ახლა
განიკურნენ და ფსიქიკური ჯანმრთელობა აღდგა. 
• დაავადებები, რომლებიც სტიგმატიზირებულია ერთ საზოგადოებაში,
შესაძლოა, შედარებით მიღებული იყოს სხვა საზოგადოებაში.
მესამე ეტაპი: სამედიცინო მომსახურებასთან კონტაქტი /
თვითდახმარება

• ადამიანის მიერ პროფესიული სამედიცინო მომსახურების ძიებაზე გავლენას


ახდენს სოციალური და კულტურული გარემო.
• რაციონალური ადამიანი ცდილობს გააკეთოს არჩევანი შესაძლო ვარიანტებს
შორის. იგი აანალიზებს თითოეული ვარიანტის დადებით და უარყოფით
მხარეებს, რომლის შემდეგ ირჩევს ვარიანტს, რომელიც მაქსიმალურად
დააკმაყოფილებს მის მიზნებს. მაგალითად, ავადმყოფი განიხილავს ექიმთან
კონსულტაციის ღირებულებას, ხელმისაწვდომობას, კომფორტულობას, წინა
ვიზიტით კმაყოფილებას.
• ავადმყოფობაზე რეაგირებაზე გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები:
ადამიანური ურთიერთობები, პროფესიონალებთან და არაპროფესიონალებთან
კონსულტაციები, რჩევები.
• ზოგი ფიქრობს, დაავადება მალე გაივლის, ზოგს სიკვდილის შიში აქვს.
• პაციენტები ცდილობენ მიიღონ მეტი ინფორმაცია, მიმართონ ექიმებს
სამედიცინო მომსახურების ძებნისას გადაწყვეტილებაზე მოქმედი
ფაქტორები

• პაციენტის მახასიათებლები - ასაკი, სქესი, ეთნიკური ფაქტორი, სოციალური


სტატუსი.
• პაციენტის მიერ ავადმყოფობის აღქმა. სიმპტომატიკის დალოდება (თუ
ორშაბათს არ ვიქნები უკეთესად, მივმართავ ექიმს); ზეწოლა ოჯახისგან და
მეგობრებისგან.
• სოციალური სიტუაცია. სიმპტომები, რომლებიც იწყება სამუშაოზე, ვიდრე
დასვენების დღეებში, ხელს უწყობს სწრაფ კონტაქტს ექიმთან
• ექიმთან ვიზიტები იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მაღალია
ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, ყველაზე მაღალია დაბალი შემოსავლების
ადამიანებში. თუმცა, ღარიბებში მიუხედავად საჭიროებისა, ხელმისაწვდომობა
დაბალია;
• ღარიბს ნაკლებად აქვს სერვისების ჩატარების რეგულარული წყარო. ღარიბ
უბნებში ექიმების ნაკლებობაა.
• ღარიბი უფრო მეტად იყენებს ჰოსპიტალურ ურგენტულ სერვისებს, რაც
არაეფექტურია; ასეთი საავადმყოფოები გადატვირთვის გამო „უპიროვნოა“.
თვითდახმარების კონცეფცია
• თვითდახმარების მიზანია ხელი შეუწყოს ჯანმრთელობას, დაავადებათა
თავიდან აცილებას, დაავადების სიმპტომების გამოვლენას, მწვავე
დაავადებების მკურნალობას, ქრონიკული მდგომარეობების მართვას.
• "თვითდახმარება“ ინდივიდუალური ქცევაა, მაგრამ მასზე გავლენას ახდენს
ოჯახი, მეგობრები და კულტურული ნორმები.
• ტენდენცია: ჯანმრთელობის და ავადმყოფობის მართვის ძირითადი
პასუხისმგებლობის გადანაცვლება ექიმიდან ადამიანზე და ოჯახზე.
• ჯანმრთელობის ინფორმირებულობის ამაღლება, ხელმისაწვდომობის გაზრდა.
• ალტერნატიული მედიცინის გაფართოება (მაგ, იოგა, მედიტაცია).
• ჯანდაცვის ხარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ხარჯების შეკავების მეთოდს:
პრევენცია.
• თვითდახმარების ჯგუფები - ადამიანები, რომლებსაც აქვთ საერთო
მე-4 და მე-5 ეტაპები

4 ეტაპი: დამოკიდებული-პაციენტის როლი


ექიმის რჩევის შემდეგ პაციენტი ხდება დამოკიდებული. იზრდება ექიმთან
კონტაქტი, იცვლება პირადი ურთიერთობები. პაციენტი ცდილობს არ დაიშუროს
ძალისხმევა, რათა იყოს ჯანმრთელი. ზოგიერთი ადამიანი, რა თქმა უნდა,
სარგებლობს ამ როლით (მაგ, მეტი ყურადღება ან სამუშაო მოვალეობებისგან
გაქცევა) და ცდილობს დაავადების სტიმულირებას. საბოლოოდ, პაციენტი ან
გამოჯანმრთელდება და გადაადგილება მე-5 ეტაპზე ან შეწყვიტავს მკურნალობას
(და ალბათ შეეცდება ალტერნატიული მკურნალობის ძიებას).
 
5 ეტაპი: აღდგენა და რეაბილიტაცია
მწვავე დაავადებების წარმატებული მკურნალობის შემდეგ ხდება აღდგენითი და
სარეაბილიტაციო ღონისძიებები. პაციენტი ცდილობს ავადმყოფობის როლიდან
დაუბრუნდეს ნორმალური ვალდებულებების როლს.
ქრონიკულ ავადმყოფებში არის ორი ასპექტი: ისინი, რომლებმაც დატოვეს
ავადმყოფის როლი და ისინი, ვინც ვერასოდეს დატოვებენ მას.
დაავადების გამოსავლები

მწვავე დაავადებებისგან განკურნების და რეაბილიტაციის შემდეგ დროთა


განმავლობაში სხვა მდგომარეობები აღინიშნება.
ქრონიკული დაავადება, რომელიც არის მიმდინარე ან მორეციდივე და
როგორც წესი, გრძელდება მანამ, სანამ პირი ცხოვრობს. მაგალითად, დიაბეტი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გულისხმობს ზოგიერთი
ანატომიური და ფიზიოლოგიური ფუნქციის დაკარგვას, როგორიცაა კიდურის
ამპუტაცია ან დამბლა.
შეზღუდული შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების
შედეგია (სიარულის ან კიბეებზე ასვლის უუნარობა)
სოციალური სტიგმის როლი

შიდსით დაავადებული ადამიანები საზოგადოებაში ზოგჯერ სტიგმატიზირებული


არიან. ამ დროს ადამიანები ცდილობენ თავიდან აიცილონ მათთან კონტაქტი,
ნეგატიურად მიუთითებენ დაავადებაზე.
სტიგმის აღქმაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
1. სოციალური უარყოფა. დისკრიმინაციის შეგრძნება სამუშაოზე და
საზოგადოებაში; განცდა, რომ სხვები პატივს არ სცემენ მათ; თავიდან აიცილონ
მათთან კონტაქტი.
2. ფინანსური დაუცველობა. სამუშაოს და შემოსავლების მიმართ
არაადეკვატური უსაფრთხოების განცდა, რაც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის
შედეგია.
3. ინტერნალიზებული სირცხვილის განცდა. განცდა იმისა, რომ თავი დაიჭირო
განცალკევებულად სხვებისაგან, რომლებიც თავს ჯანმრთელად გრძნობენ; აქვთ
შეგრძნება, რომ საჭიროა საკუთარი დაავადების შესახებ საიდუმლოების შენახვა.
გმადლობთ
ყურადღებისათვის

You might also like