You are on page 1of 3

სპეციალობა:დიპლომირებული მედიკოსის/pbl.

ავტორი:თამარი კვანტალიანი
კითხვარი:
1. ვფიქრობ, რომ ექიმის სქესს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება.
2. ექიმისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მიმართ იყოს
მზრუნველი, ლმობიერი, ყურადღებიანი, საჭიროების შემთხვევაში მან უნდა
გამოხატოს ემპათია. ეს თვისებები მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ პაციენტს მის
მიმართ გაუჩნდეს ერთგვარი ნდობა. გარდა ამისა საყურადღებოა, თუ რამდენად
თავდაჯერებულად შეუძლია ექიმსს მეტყველება. რაც უფრო თავდაჯერებულად
ისაუბრებს ექიმი, მით უფრო დაარწმუნებს პაციენტს თავისი ნათქვამის სისწორეში.
3. ,,იდეალური ექიმს” მუდმივად ახლის შემეცნების, ახლის ძიების სურვილი უნდა
სხვაგვარად ის ვერ განვითარდება.. გარდა ამისა, იდეალურად უნდა ჰქონდეს
განვითარებული პროფესიული უნარები და შეეძლოს სწორად კომუნიკაცია
პაციენტთან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც იდეალურ ექიმს
უნდა გააჩნდეს არის ის, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შრომა უნდა
ჩადოს იმ საქმეში, რაც კი მის პროფესიასთან არის კავშირში, რადგან მას
ბოლომდე უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ ადამიანის სიცოცხლესთან
აქვს საქმე, რომელიც ფასდაუდებელია.
4. ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნობა და ამიტომ იდეალური ექიმი
უნდა ითვალისწინებდეს ამ ყველაფერს და მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს
თავისი გარეგნული მახასიათებლების დახვეწას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
უნდა ატარებდეს თეთრ ხალათს, მას მუდმივად უნდა ეცვეს სამედიცინო
დაწესებულების შესაბამისად. არ უნდა ანიჭებდეს უპირატესობას დახეულ ჯინსს და
მსგავსი სხვა ტანისსამოსს.
5. იდეალური ექიმმა ცხოვრების წესია, ის რომ ბოლომდე უნდა გამიჯნოს
ერთმანეთისგან თავისი პირადი ცხოვრება და პროფესიული მოვალეობები.
როდესაც ის მიდის სამედიცინო დაწესებულებაში, მან უნდა დავიწყოს
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მის პროფესიასთან არ არის კავშირში და უნდა
შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას. ეს არის მისი ცხოვრების ერთ-ერთი
უმთავრესი წესი.
6. ექიმი არის პროფესიონალი, რადგან პროფესიონალი ექიმის ერთ-ერთი
უმთავრესი მახასიათებლებია იყოს ადამიანი და პიროვნება.
7. ექიმის ფსიქოლოგიური პორტრეტი- ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს
მშვიდი, გაწონასწორებული და ემოციურად სტაბილური ადამიანი, მისთვის
ემოციური სიმყარე ყველაზე მნიშვნელოვანია , რადგან ყოველდღიყრად მათ
ძალიან მძიმე შემთხვევებთან აქვთ საქმე.
8.ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული
საქმეა ,რადგან ექიმს ევალება მოიპოვოს პაციენტის ნდომა, რაც, რა თქმა უნდა, არ
არის მარტივი, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ექიმსა და პაციენტს
ჩამოუყალიბდეს მეგობრული და ნდობით განმსჭვალული ურთიერდობა. ექიმსა და
პაციენტს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ექიმი
პაციენტის მიმართ არ უნდა იყოს გულგრილი, უხეში.. , რადგან ამ ყველაფერმა
შესაძლოა, რომ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არასასურველი
ზეგავლენა იქონიოს და შესაძლოე ეს წინაპირობა გახდეს დაავადების მეტად
გართულების. აგრეთვე ამ ყველაფერთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ პაციენტის
იქნება ფსიქოლოგიურად მყარი პიროვნება, მაშინ ექიმს უფრო მეტად
გაუმარტივდება მასთან ურთიერთობის დამყარება.
9. მნიშვნელოვანია ექიმისა და კოლაგების ურთიერთობა. საჭიროა, რომ ისინი
ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ და საჭიროების შემთხვევაში მისი
გათვალისწინება უნდა შეეძლოდ. ეს თვისებები მათ დაეხმარებად კონსილიუმის
დროს მძიმე დაავადების დიაგნოზის დასმისას. მოცემულ შემთხვევაშითუ ისინი
შეძლებენ ერთმანეთის მოსაზრებების გათვალისწინებას, მაშინ უფრო ეფექტურად
მიაღწევენ საერთო მიზანს.

10. ექიმისა და პაციენტის ნათესავების ურთიერთობა საკმაოდ საფრთხილო


საკითხი, რადგან არის შემხვევები, როდესაც მათთან კომუნიკაცია უფრო რთულია
ვიდრე უშუალოდ პაციენტთან, რადგან ისინი განსაკუთრებით სენსიტიურები არიან
როდესაც საქმე ეხემა მათ უახლოეს ადამიანს და ექიმის მხრიდან ერთმა
არასწორმა ნათქვამმა სიტყვამ შესახლოა მათზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს, რაც
შემდგომში ხდება მიზეზი ექიმის მიმართ უსამართლო ბრალდების და ასე შემდეგ,
11. პაციენტთან კომუნიკაციაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ექიმის მხრიდან
უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ემპათიის უნარის არ ქონა, აგრეთვე სიუხეშე
და არამეგობრული დამოკიდებულება აღიზიანებს პაციენტს, რაც მათ კომუნიკაციზე
აისახება.

ესე. მე-ექიმი(როგორი ვიქნები 15 წლის შემდეგ)

მე ავირჩიე ექიმის პროფესია! ეს გადაწვეტილება შემთხვევით არ მიმიღია.


მინდოდა, ჩემი მომავალი სპეციალობა ხალხისთვის საჭირო და ჩემთვის
საინტერესო ყოფილიყო. მე ბოლომდე მესმის ჩემი პროფესიის პასუხისმგებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნებთან მრავალი ღამე გამითენებია, მუდმივად
კონკურენციასა და ბრძოლაში ვიყავი, დღესაც მიწევს თვითგანვითარებაზე ზრუნვა,
პროფესიულ ზრდაზე ფიქრი და ვიცი რომ ეს პროცესი არ დამთავრდება. ისიც მესმის
, რომ უნდა მიყვარდეს ადამიანები, უნდა მესმოდეს მათი მდგომარეობა, უნდა ვიყო
გამბედავი, არ უნდა გამიჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. უნდა გამოვირჩეოდე
ემპათიის გრძნობით და უნდა მქონდეს უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა. მე
საკმაო დრო დამჭირდა ამ თვისებებია გამომუშავებისთვის.
ექიმი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, შეეძლოს მორალური მხარდაჭერა,
გამამხნევებელი სიტყვია დროულად ,,მიშველება” ადამიანზე. მთავარი სიხარული
მისთვის სხვისი სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს. უნდა გამოირჩეოდეს ზნეობრივი
და მორალური ღირებულებებით.
დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ექიმობა უბრალოდ სამუშაო არ არის, ეს მოწოდებაა.
სადაც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა ხდებოდეს გარემო თუ ვინმეს ჩემი დახმარება
სჭირდება გულწრფელი თანადგომის სურვილი მიჩნდება მაშინვე. დღეს, როდესაც
ბავშვები სამსახურში ვარ და კარგა ხანია, რაც პედიატრის პროფესია მოვირგე ჩემი
ძლიერი ხასიათის, ურყევი სულისა და სომტკიცის წყალობით ნებისმიერ სირთულეს
თამამად ვეჭიდები და უმეტესად გამომდის კიდეც. თითოეულ პაციენტთან
ურთიერთობა ზრდის ჩემი ცოდნია ბაზას, მაიძულებს ვეძებო მკურნალობის ახალი
მეთოდები.

You might also like