You are on page 1of 3

ჯანმრთელობა

(1)მოგესალმებით ბავშვებო,წინა კვირის მსგავსად დღესაც განსხვავებული ფორმატის გაკვეთილი გვექნება


და განვიხილავთ არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვან თემას,როგორიცაა ადამიანის ჯამრთელობა და
კეთილდღეობა.დღევანდელ პრეზენტაციაში ჩვენ ვისაუბრებთ:

1. თუ რა არის ჯამრთელობა და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში


2. როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესი;
3. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჯანმრთელობა შევინაჩუნოთ და პირიქით-
4. რა არუნდა გავაკეთოთ რომ იგი დავაზიანოთ;

(2) პირველ რიგში რომელიმე თქვენგანმა რომ გვითხრას,თქვენი აზრით რა არის ჯანმრთელობა?(ბავშვების
პასუხი)

ჯანმრთელობა არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა,ანუ როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და


მათი ფუნქციები ერთმანეთს შეესაბამება.ჯანმრთელი ორგანიზმისთვის დამახასიათებელია ის,რომ
ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით.ალბად ყველას
გაგიგიათ,ჯანმრთელ მდგომარეობაზე ხშირად ვხმარობთ ტერმინ ნორმას,მაგ:ნორმალური
ტემპერატურა,ნორმალური გულისცემა,ნორმალური წნევა და ა,შ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ სიტყვა ნორმა
აღნიშნავს ერთი და იგივე პირობებში ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობას. ალბათ ყველა
დამეთანხმებით იმაში,რომ ადამიანისთვის სწორედ ჯანმრთელობა არის ის ძვირადღირებული და
ძვირფასი საჩუქარი რასაც ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეს.

(3)თქვენი აზრით რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა და ჯანმრთელობა?

ეს დამოკიდებულია:ცხოვრების წესსა და კვებაზე(60%);მემკვიდრეობით ფაქტორებზე(15%);გარემოზე(15%)


და ჯანდაცვაზე მხოლოდ და მხოლოდ 10%-ით.

როგორც წეღან ვახსენეთ ჯანმრთელობა ყველაზე მეტად არის დაკაშირებული ცხოვრების წესთან.

ჯანსაღი ცხოვრების წესი-ალბათ ყველა თქვენგანს ხშირად გსმენიათ ან მშობლებისგან,ან


მასწავლებლებისგან ან კიდევ ტელევიზიითაც გაგიგონიათ.

თქვენი აზრით მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი,რას გულისხმობს ან რას მოიცავს ეს ცნება?(ბავშვები)

ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირველეს ყოვლისა არის ცხოვრების აქტიური,ჰუმანური და ცივილიზებული


წესი,რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, დღეგრძელობასთან და
კეთილდღეობასთან.მისი მთავარი კომპონენტებია:

კვება-რომელიც უდა იყოს ზომიერი,და შეიცავდეს ორგანიზმისთვის საჭირო კომპონენტებს;


ნივთიერებებს;
მოძრაობა-ფიზიკურად აქტიური ცხოვრება,დღის რეჟიმში გარკვეული აქტიობების ჩართვა და ა.შ
ჰიგიენა-პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა
მავნე ჩვევებზე უარის თქმა-როგორიცაა მაგ .ალკოჰოლის და თამბაქოს ხმარებიდან ამოღება და ა.შ.
დღის რეჟიმი
უსაფრთხო გარემო
ძილი
მოდით ახლა ვთქვათ რატომ არის თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი;

(4) მოგეხსენებათ კვება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

თქვენი აზრით რატომ არის კვება მნიშვნელოვანი?(ბავშვების პასუხი)

უოირველეს ყოვლისა,საკვები სწორედ ისაა რაც ჩვენს ორგანიზმს აშენებს და გამართული


ფუნქციონირებისთვის ენერგიით ამარაგებს. კვების დროს ადამიანი იღებს ისეთ ნივთიერებებს რაც
აუცილებელია ორგანიზმის კარგი მუშაობისთვის.ჯანსაღი კვება-ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საჭირო
ნივთიერებების დაბალანსებულად მიღებას ნიშნავს.

თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანიმ ნივთიერებები?(ნახშირწყლები,


წყალი ,ცილები ,ვიტამინები,მინერალები და ა.შ.)

ხშირად ჯანსაღ კვებას აიგივებენ დიეტასთან რაც არასწრია.რეალურად ეს პროცესი ნიშნავს ყველა იმ
საკვების მირღებას რაც ნამდვილად გვიყვარს.

თქვენი აზრით რა უნდა მივიღოთ მეტი რაოდენობით რომ ვიკვებოთ ჯანსაღად და რა ნაკლები
რაოდენობით?

(5)ზოგადად სიტყვა მოძრაობა ყველა ვიცთ რასნიშნავს-ადამიანის გადაადგილებას ერთი წერტილიდან


მეორეში.მაგრამ რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მოძრაობა?
(ბავშვები პასუხობენ)

ამაში ვგულისხმობთ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას.მაგ.უფრო მეტი ვისეირნოთ სუფთა


ჰაერზე,ვივარჯიშოთ არა მარტო წონის დასაკლებად არამედ სხეულის გასაკაჟებლადაც,ასევე ეს ხსნის
სტრესს და აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას.

რამდენი თქვენგანი არის აქტიურად ჩართული სპორტში? თქვენითაც მიხვდით,რომ ჯანმრთელობაზე დიდ
გავლენას ახდენს სპორტი,არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი სახეობა იქნება,მთავარია აქტიური ცხოვრების
წესით ვიყოთ დაკავებულები.

(6)თქვენი აზრით რას უნდ ნიშნავდეს ეს ტერმინი

ჰიგიენა-ეს სიტყვა მოიცავს პრაქტიკას, რომელიც ასოცირდება ჯანმრთელობისა და სისუფთავის


უზრუნველყოფასთან. მეცნიერული ტერმინი „ჰიგიენა“ კი მოიცავს ჯანმრთელობისა და ჯანმრთელი
ცხოვრების შენარჩუნებას.ეს ტერმინი წარმოიშვა სიტყვისაგან „ჰიგიეია“ ჯანმრთელობის , სისუფთავისა და
სანიტარიის საბერძნეთის ქალღმერთის სახელისაგან.

ჰიგიენაა მაგ.კბილების გამოხეხვა,ხელის დაბანა,ოთახის სველი ტილოთი დასუფთავება და ა.შ ალბათ


ყველა და,ეთანხმებით,რომ აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ როგორც პირადი ისე
საზოგადო ჰიგიენა .

(7)მავნე ჩვევებსაც რომ შევეხოთ მოკლედ,ეს არის ისეთი ჩვევები რომლებიც ჯანმრთელობას გვიზიანებს
მაგრამ ჩვენთვის ძალიან რთულია თავის დანებება.თუნდაც ავიღოთ სიგარეტის მოწევა.თვითონ
მწეველებმაც კარგად იციან თუ როგორ ფატალურად შეიძლება დაამთავრონ სიცოცხლე მაგრამ არ
შეუძლიათ თავის განებება.აღსაღნიშნავია ,საკუთარი თავის დაზიანების გარდა ისინი ამ სიგარეტის
კვამლით სხვა,ირგვლივ მყოფ ხალხსაც უქმნიან საფრთხეს.
(8) დღის რეჟიმი-ალბათ ამ ტერმინის მნიშვნელობა ყველამ ვიცით,რომელიმეს თუ შეუძლია რომ გვითხრას
თუ როგორ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა?

დღის რეჟიმი არის იმ აქტივობებოს ერთობლიობა რასაც თითოეული ჩვენგანი მთელი დღის
განმავლობაში აკეთებს. ეს შეიძლება იყოს სკოლაში წასვლა,სკოლის შემდეგ გასეირნება,გაკვეთილების
მეცადინეობა,კითხვა,თამაში და ა.შ. ხშირად ადამიანები ფურცელზე წერენ ხოლმე მათი დღის რეჟიმს რომ
რაიმეს გაკეთება არ გამორჩეთ და მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი მიგნებაა და თქვენც შეგიძლიათ
ცადოთ.

(რამდენიმემ თქვას რას აკეთებენ დღის განმავლობაში)

(9)ძილი.

თქვენი აზრით რატომ შეიძლება ძილი იყოს ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი რომ ის
განაპირობებდეს ჯანმრთელობას?(ბავშვები პასუხობენ)

1. ძილის დროს ორგანიზმში იკლებს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამოყოფა, რაც დღის
განმავლობაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას შენარჩუნებას უწყობს ხელს;
2. ძილის დროს ტვინი აგრძელებს მუშაობას, ის ახარისხებს გონებაში არსებულ ცოდნას - ინახავს ახალ და
საჭირო ინფორმაციას, ხოლო ივიწყებს გამოუსადეგარ და არასაჭირო ცოდნას.
3. გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პრევენციისთვის, ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია. ძილის დროს სისხლის მიმოქცევა და წნევა იკლებს, შესაბამისად ისვენებს გული, ხოლო
დღე-ღამეში ნაკლები ხანგრძლივობით ძილის შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემას
გადატვირთულად უწევს მუშაობა, რის გამოც იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის
ინფარქტის რისკი.
4. როგორ გრძნობთ თავს, როდესაც გღვიძავთ, მნიშვნელოვნად განპირობებულია იმით, თუ როგორ
გეძინათ და პირიქით.

თუ იცით რამდენი საათიანი ძილია საჭირო ზრდასრული ადამიანისთვის რომ მომდევნო დღეს ენერგიით
სავსე და აქტიური იყოს?(7-8სთ)

(10) ჩვენი პრეზენტაციის ბოლოს, უკვე რომ შევაჯამოთ გეტყვით რომ გარდა იმ დებულებებისა რაც ჩვენ
განვიხილეთ კიდევ ბევრი რამარის გაკაკეთებელი ჯანსაღი ორგანიზმისთვის მაგრამ როგორც თავში
ვახსენეთ ესენი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი და მეტიც აუცილებლად შესასრულებელია.იმედი გვაქვს
ჩვემა დღევანდელმა პრეზენტაციამ კიდევ უფრო დაგაფიქრათ ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და იმედი
მაქვს ისიამოვნეთ ამ გაკვეთილით.

“ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის


გარეშე არაფერია”
ამ ფრაზებით დასრულება ხომ არ მოგეწონებოდა?

მადლობა ყურადღებისთვის !

You might also like