You are on page 1of 2

რაში გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრება?

ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად ,


ცხოვრებისეული სტრესის დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად .
არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ასახავს, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი
დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ. ის, თუ რას ვჭამთ და
ვსვამთ, რამდენს ვვარჯიშობთ და ვეწევით, გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე
სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ. ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გულის
დაავადებები, კიბო, დიაბეტი, სახსრების დაავადებები და ფსიქიკური დაავადებები ,
ხშირად სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად ვითარდება . ჯანმრთელობის
მრავალი პრობლემის თავიდან აცილება ან მინიმუმ მათი გადადება ჯანსაღი ცხოვრების
წესით შესაძლებელია. ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი
პირობაა. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება კი გულისხმობს სწორ კვებას, ვარჯიშს და
რაც მთავარია, უარის თქმას იმ მავნე ჩვევებზე, რაც ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას .

ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპონენტებია:

კვებისა და რეჟიმის მოწესრიგებას ხშირად ვცდილობთ და გვინდა სისრულეში


მოვიყვანოთ ჩვენი მცდელობა , თუმცა როგორც წესი ხშირად არ ვასრულებთ. ეს საკითხი
მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დილით გადის და საგამოს შედის სახში და
სამუშაო გრაპიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებს სწორად , ჯანსაღად კვებას ამიტომ
უპირატესობას ანიჭებენ არაჯანსაღ საკვებს ” junk foods” , რაც აზიანებს ჯანმრთელობას .

სტრესის მართვა

ემოციური სტრესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი დაავადების დროს ,


როგორც პირდაპირ, ისე – ირიბად. ადამიანები სტრესის დროს უფრო ხშირად ეწევიან ,
იკვებებიან ზედმეტად, ბევრს სვამენ, ზედმეტად შრომობენ, ედავებიან სხვებს და ა .შ .
ამრიგად, სტრესის მართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და მისი
მიღწევა მედიტაციითა და განტვირთვის სხვადასხვა ტექნიკითაა შესაძლებელი . მის
დაძლევას ასევე ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობაც.

ჯანსაღად კვება

სწორი კვება აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის მისაღწევად რათა შეინარჩუნოს


ადეკვატური რაოდენობით ვიტამინები, საკვები ნივთიერებები და მინერალები
ჯანმრთელი სხეულის შესანარჩუნებლად. ამერიკის ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო ხუთ წელში ერთხელ აქვეყნებს კვების სახელმძღვანელოს , რომელიც სწორი
კვების შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს. ბოლო რეკომენდაციების მიხედვით ,
ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ . 30%) და
ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი
დღიურ ნორმაში 30%-ია, ხოლო დანარჩენი 20 % ცილოვანი პროდუქტებით უნდა შეივსოს.
ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღება .

აქტიური ცხოვრების წესი:

ფიტნესი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახადოთ. ფიზიკური ფითნესი


აკონტროლებს თქვენს წონას, აუმჯობესებს ძილის რეჟიმს,, ხელს უშლის გულის შეტევებსა
და ინსულტებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. ზოგადად კი ახანგრძლივებს
თქვენს სიცოცხლეს
სწორი კვება:

კვება – ჯანსაღი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჯანსაღი კვება კი


თავის მხრივ გულისხმობს დაბალანსებული კვების რაციონს, ვიტამინებითა და ცილებით
მდიდარი საკვების მიღებას, ხილითა და ბოსტნეულით კვებას, რაც მეტად სასარგებლოა
ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კვება უმნიშვნელოვანესია ზრდისა და განვითარებისათვის .
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის
ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორცილებას.

მიიღეთ კალორიების ის რაოდენობა რაც თქვენი აქტიურობისთვისაა შესაფერისი , ანუ


მიიღეთ ის რაოდენობა რისი დახარჯვაც/დაწვაც შეგიძლიათ. თუ თქვენ ჭამთ ან სვამთ
საკმარისზე მეტი რაოდენობით, ეს ჭარბი ენერგია გამოიწვევს წონის მომატებას , ხოლო
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე ნაკლებს რასაც ხარჯავთ ყოველდღიურად, ეს გამოიწვევს
თქვენი წონის დაკლებას. საშუალოდ ზრდასრულ მამაკაცს ყოველდღიურად სჭირდება
2500 კალორია (10500 კილოჯოული), ხოლო ზრდასრულ ქალს2000 კილოკალორია (8400
კილოჯოული). უმეტესობა ზრდასრული ხალხისა იღებს (იკვებება) უფრო მეტი
კალორიებით, ვიდრე მათ სჭირდებათ და შეუძლიათ დაწვან და შესაბამისად
აუცილებელია მიღებული კალორიების რაოდენობის შემცირება

 თქვენი რაციონის ძირითად საფუძველს უნდა შეადგენდეს სახამებლიანი საკვები

 ხილი და ბოსტნეული მიიღეთ დიდი რაოდენობით

 მიიღეთ მეტი თევზი

 შეამცირეთ ნაჯერი ცხიმის და შაქრის მიღება

 მიიღეთ მცირე რაოდენობის სუფრის მარილი

 იყავით აქტიური და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა

 მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე

 არ გამოტოვოთ საუზმე

სწორი კვების თეფში გაჩვენებთ რა რაოდენობის, რომელი კატეგორიის/ჯგუფის, რა


საჭმელი უნდა მიირთვათ, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი კვების დიეტა.

ეს პრაქტიკული რჩევები მოიცავს ჯანმრთელი და რაციონალური კვების ძირითად


პრინციპებს და შესაბამისად დაგეხმარებათ სწორი რაციონის შედგენაში

You might also like