You are on page 1of 10

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მავნე ჩვევები: თამბაქოს


მოხმარება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის
ძირითადი პრინციპები.
მავნე ჩვევები, რომლებზეც უარი უნდა
ვთქვათ, თუკი ჯანსაღ ცხოვრებას
მივდევთ
არსებობს ბევრნაირი მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს მნიშვნელოვნად
აზიანებენ. თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ცდილობთ, მაშინ ამ
ჩვევებზე უარი უნდა თქვათ. თუმცა, ნუ იქნებით მკაცრად კრიტიკულები საკუთარი
თავის მიმართ. ეცადეთ, ცვლილებები ნელ-ნელა ჩააინტეგრიროთ თქვენს
ცხოვრებაში.
თუკი ჯანსაღი ცხოვრების დაწყება გსურთ მაშინ ამ ჩვევებზე უარი უნდა ვთქვათ:
წყლის არასაკმარისად დალევა, ღამით კვება, არასაკმარისი ვარჯიში,
არასაკმარისი ძილი, დესერტის აკრძალვა, “ჯანქ ფუდით” კვება, დიდი
რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება და ა.შ.
თამბაქო.
მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ
მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. ყვავილები
ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია.
ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი
ყავისფერი თესლი.
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა.
საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და
XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი
ხარისხის. მაღალხარისხოვანი თამბაქოს კულტურა კი
ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა.
პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში
და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში
თამბაქოზე
ხელმისაწვდომობა
მოსწავლეთა 44.2%-მა (ბიჭები – 47.5% და გოგონები –
41.2%) განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ
ადვილი ან ძალიან ადვილია.
ESPAD 2019-ის საშუალო მაჩვენებელი, კვლევაში
მონაწილე ევროპის 35 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი
60%-ია. 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელი არის მხოლოდ 6
ქვეყანაში და მათ შორისაა საქართველო.
თამბაქოს ზეგავლენა
ჯანმრთელობაზე
მოწევა ათეროსკლეროზის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი
მიზეზია, რომლის დროსაც ორგანიზმში იზრდება ქოლესტერინის
დონე, ცხიმოვანი უჯრედები არტერიების შიდა კედლებზე.
ათეროსკლეროზი ხელს უშლის სისხლის მოძრაობას გულის,
ტვინის, თირკმელების, კიდურებისა და სხვა ორგანოების
მიმართულებით, რაც იწვევს პერიფერიულ არტერიების
დაავადებების განვითარებას.
არამწეველებთან შედარებით მწეველ ადამიანებში ინფარქტის
რისკი ორჯერ მეტია. გარდა ამისა შესაძლოა განვითარდეს
ინსულტი, რადგან ტვინსა და გულს აღარ მიეწოდება ჟანგბადით
გამდიდრებული სისხლი.
თამბაქოს აქტიური, ან პასიური მოწევა იწვევს

 პრობლემებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში;


 მხედველობის დაქვეითებას;
 სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას;
 იმუნური სისტემის დასუსტებას;
 კბილების მინანქარის დაზიანებას;
 ცუდ ძილს;
 ძვლების დასუსტებას;
 სმენის დაქვეითებას;
 ზრდის ფილტვის, პირის ღრუს, შარდის ბუშტის, მსხვილი
ნაწლავის და თირკმელის კიბოს შანსს;
 იწვევს ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც სუნთქვის
გაძნელებასთანაა დაკავშირებული;
 მწეველებში მაღალია ინსულტის და გულის დაავადებების რისკი;
 თამბაქოს მოწევა, თუნდაც პასიური, ნეგატიურ გავლენას ახდენს
ფეხმძიმე ქალის ნაყოფზე;
არამწეველის
მწეველის:
სიკვდიკიანობის სტატისტიკა
მე20 საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად
100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოშო თამბაქოს გამო საშუალოდ 5,4
ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში-ერთი.

You might also like