You are on page 1of 23

დოპინგი

 დოპინგი ეს არის ნივთიერება რომელიც


აუმჯობესებს სპორცმენის ფიზიკურ და
ფსიქიკურ მდგომარეობას.თუმცა შემდგომ
დოპინგი ფიტავს ამ რესურს და შეიძლება
გამოიწვიოს სპორცმენის
სიკვდილი.აკრძალულ სიაში შეიძლება
მოხვდეს ნებისმიერი ნივთიერება ან
მეთოდი ,რომელიც აკმაყოფილებს სამიდან
ორ კრიტერიუმს.
 აქვს პოტენციალი გაუმჯობესების ან სპორტული
შედეგის გაუმჯობესების;
 წარმოადგენს ფაქტობრივ ან პოტენციურ საფრთხეს
სპორტსმენის ჯანმრთელობისთვის;
 არღვევს სპორტული სულის კრედოს (ეს
განსაზღვრება გაწერილია კოდექსში).
 ნივთერებები ან მეთოდები რომლებიც ნიღბავენ
ეფექტს ან აკრძალული ნივთიერების ან მეთოდის
აღმოჩენას ასევე აკრძალულია. ასევე, ნივთერება
რომელიც არ არის დადასტურებული ადამიანის
მოხმარებისთვის ასევე შეიძლება იყოს აკრძალული.
 .ყველა დროს აკრძალული ნივთიერებები
(როგორც საშეჯიბრო ისე არასაშეჯიბრო
პერიოდში)
 S1 ანაბოლიკები
 ანაბოლიკები არის სტეროიდული ჰორმონი,

როგორიცაა ტესტოსტერონი და სხვა


ნივთიერებები, მსგავსი მამაკაცური ჰორმონის
ეფექტით. ანაბოლური აგენტების ჯგუფი
(ანაბოლური=ქსოვილის აშენება) იყოფა
შემდეგნაირად:
 ეგზოგენური და ენდოგენური ანაბოლური
ანდროგენული სტეროიდებ(აას) – ეს მოიცავს
ჰორმონალურ სტეროიდებს როგორიცაა
მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი და
ნივთიერებები იგივე ეფექტით როგორიცაა
ტესტოსტერონი (ანდროგენული=მამაკაცური).
ეს ნივთიერებები ან გამომუშავდება
სინთეტიურად და ხდება შეყვანა სხეულში
გარედან (ეგზოგენური) ან სხეული
გამოიმუშავებს ბუნებრივად (ენდოგენური)
 სხვა ანაბოლური აგენტები, როგორიცაა
ბეტა–2 აგონისტები კლენბუტეროლი და
ზილპატეროლი, რომელსაც აქვს ანაბოლური
ეფექტი კუნთოვან სისტემაზე, ან
ანდროგენული რეცეპტორების სელექტიური
მოდულატორები (არსმ–ები), რომლის
ეფექტია იგივეა რაც ანაბოლური
ანდროგენული სტეროიდების.
 გვერდითი მოვლენები: ანაბოლურ აგენტებს
აქვთ საკმაოდ ფართო სპექტრი გვერდითი
მოვლენებისა რამოდენიმე
მათგანი სახიფათო, როგორიცაა გულსისხლ
ძარღვთა სისტემის ზიანი, ღვიძლის დაავადება
ან ღვიძლის კიბო, ლიპიდური მეტაბოლიზმის
ცვლილება , წყლის დაგროვება სხეულის
ქსოვილში, მენტალური ჯანმრთელობის
პრობლემები (დეპრესია, აგრესია) მოზარდებში
ძვლოვანი მასის ნაადრევი ჩამოყალიბება ან
ეფექტი რეპროდუქციულ სისტემაზე.
 ერითროპოიეტინი (ეპო) არის ჰორმონი
წარმოქმნილი თირკმელის მიერ, რომელიც
ახდენს ერითროციტების წარმოქმნის
სტიმულირებას ძვლის ტვინში. საბოლოო
ეფექტი არის ფიზიკური დატვირთვის
გამძლეობის გაუმჯობესება და აღდგენის
დროის შემცირება. მისი არასწორი
გამოყენება დოპინგის მიზნებისთვის
აკრძალულია.
 გვერდითი მოვლენები (ეპო)–ს მიერ
გამოწვეული ერითროციტების წარმოქმნის
გაზრდა სისხლის მოცულობის ზრდის შედეგია.
სისხლი უფრო ბლანტი ხდება და სისხლის
წნევა მატულობს. განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც ხდება სპორტსმენის გაუწყლოვანება ,
ფიზიკური დატვირთვის გარკვეული პერიოდის
შემდეგ სისხლის გასქელებამ შეიძლება
გამოიწვიოს თრომბი, გულის შეტევა და
შესაძლებელია სიკვდილიც. ასევე არსებობს
კიბოს განვითარების რისკიც
 ზრდის ჰორმონი არის პეპტიდური ჰორმონი
რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმის მიერ.
ზრდის ჰორმონი ახდენს უჯრედების დაყოფის
და ზრდის სტიმულირებას და შესაბამისად
აქვს ანაბოლური (კუნთის შენების) ეფექტი.
 გვერდითი მოვლენები: ზრდის ჰორმონმა
შეიძლება ხელი შეუწყოს შინაგანი ორგანოების
ზრდას (მაგ: გული, ფილტვი) და გამოიწვიოს მათი
სერიოზული ზიანი. გადიდებულმა გულმა და
მომატებულმა სისხლის წნევამ შეიძლება
გამოიწვიოს ინფარქტი. ზრდის ჰორმონს ასევე
მიჰყავს ხელების, ფეხების, ასევე ნიკაპის, ცხვირის
და ყურების (აკრომეგალია) არაპროპორციულ
ზრდამდე. ეს ცვლილებები გარდაუვალია რომლის
გამოსწორებაც შეუძლებელია. შესაძლო შედეგები
ასევე არის ნაწლავის კიბო ან დიაბეტი.
 ბეტა–2 აგონისტები ფილტვებში აფართოვებენ
ბრონქებს. მაღალი დოზის მიღებისას ხდება
კუნთის ზრდის სტიმულირება.
 გვერდითი მოვლენები: გადამეტებული ოფლიანობა,
მოუსვენრობა, კუნთის არაკონტროლირებადი შეკუმშვა
(ტრემორი/კანკალი) და ჩქარი გულისცემა (ტაქიკარდია).
ჟანგბადის მოხმარების გაზრდილმა რაოდენობამ იწვევს
ჩქარ გულისცემას და შედეგად გულის კუნთების
უჯრედებს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის
ჟანგბადი, რაც იწვევს სტენოკარდიას (გულმკერდის
არეში ტკივილს, გამოწვეული გულის მუშაობის
დარღვევით). სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები არის
კალიუმის კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში
(შესაძლო შედეგი: გულის არითმია) ან გლუკოზის დონის
მომატება გამოწვეული გლიკოგენის სწრაფი დაშლისგან
თირკმელში.
 ნივთიერებები რომლებიც
კლასიფიცირებულია როგორც „ჰორმონები
და მეტაბოლური მოდულატორები“, ცვლიან
ჰორმონების მოქმედებას და აჩქარებენ ან
ანელებენ სპეციფიურ ფერმენტულ რეაქციებს.
 გვერდითი მოვლენები: ჰორმონები და

მეტაბოლური მოდულატორები გავლენას


ახდენენ ორგანიზმის მეტაბოლურ სისტემაზე
და შესაბამისად იზრდება სერიოზული
დაავადებების რისკი.
 ინსულინი არის პეპტიდური ჰორმონი რომელიც გამოიყოფა
პანკრეასის მიერ მიერ და არის ერთერთი აკრძალული
ნივთიერება. ის აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში და ასევე
გავლენას ახდენს ცხიმის მეტაბოლიზმზე და ამინომჟავებზე.
 გვერდითი მოვლენები: დოპინგ–ინსულინი შეიძლება
სასიკვდილო აღმოჩნდეს! ხელოვნური ინსულინის
პერედოზირება იწვევს გულის რითმის დარღვევას.თუ
სისხლის შაქრის დონე დაეცემა სწრაფად და ნერვულ
სისტემას არ მიეწოდება საკმარისი ენერგია, შესაძლებელია
სერიოზული ზიანი მიადგეს ტვინს. უკიდურეს შემთხვევაში
შედეგი შეიძლება იყოს სიკვდილი. გარდა ამისა, ინსულინის
ბოროტად გამოყენების შედეგად არის საშიშროება
განვითარდეს დიაბეტი.
 შემნიღბველი საშუალებები ძირითადად გამოიყენება
რათა დაიფაროს სხვა აკრძალული ნივთიერებების
არსებობა ან დამახინჯდეს დოპინგ კონტროლის
შედეგები.
 გვერდითი მოვლენები: დიურეტიკი ორგანიზმს ართმევს
დიდი რაოდენობით სითხეს და მინერალებს, ამავე დროს
არღვევს წყლის და მარილის ბალანსს. ამან შეიძლება
გამოიწვიოს კუნთის სერიოზული სპაზმი, ჰიპოთენზია,
გულის არითმია და შოკი. გარდა ამისა სისხლის
გასქელების შედეგად არის თრომბოზის განვითარების
საშიშროება. დიურეტიკის ბოროტად გამოყენების სხვა
გვერდითი მოვლენა არის კუჭნაწლავის პრობლემები და
თირკმლის დაზიანება.
 სტიმულანტები აძლიერებენ ფიზიკურ და მენტალურ
აქტივობას. ის თრგუნავს დაღლილობის შეგრძნებას და
შესაბამისად აუმჯობესებს პროდუქტიულობას. სტიმულანტის
ჯგუფში ასევე შედის აკრძალული ნარკოტიკი როგორიცაა
კოკაინი და ექსტაზი.
 გვერდითი მოვლენები: სტიმულანტები ახდენენ გავლენას
გულსისხლძარღვთა სისტემაზე. საშიშია სიცოცხლისთვის და
შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება. სხვა გვერდითი
მოვლენა შეიძლება იყოს გულის არითმია, კრუნჩხვა და
გულის უკმარისობა.
 ნარკოტიკები არის ოპიოდი (სინთეტური ნარკოტიკული
პრეპარატი) და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება,
რომელიც აკრძალულია სპორტში. გამოიყენება ძლიერი
ტკივილის გასაყუჩებლად.
 გვერდითი მოვლენები: ნარკოტიკის მოხმარება
ასოცირდება ნარკომანიის (შესაძლო
დამოკიდებულების განვითარების) რისკთან და
იწვევს სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ
დამოკიდებულებას. ნარკოტიკები ძირითადად
მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე,
ამგვარად აუარესებს კონცენტრაციის და
კოორდინაციის შესაძლებლობას. მაღალი
დოზით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს
სუნთქვის ცენტრის გაჩერება.
 კანაბინოიდები შეიცავენ ნატურალურ ნივთიერებებს
მოპოვებული ინდური კანაფისგან ასევე ამ ნივთერებების
სინთეტიური ანალოგები. მთავარი აქტიური ნივთერება
არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ).
 გვერდითი მოვლენები: კანაბინოიდები პირველ რიგში
მოქმედებს ტვინზე და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა
გვერდითი მოვლენა. მოკლე ვადის პერსპექტივაში
იწვევს ფიზიკური მონაცემების დაქვეითებას და ასევე
გავლენას ახდენს აღქმაზე და მეხსიერებაზე. მაღალი
დოზით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური
შეტევები, მოუსვენრობა, შფოთვა, პანიკა და
დაბნეულობა.
 გლუკოკორტიკოიდების არის სტეროიდული ჰორმონები
რომელიც გამომუშავდება ორგანიზმის მიერ ან იწარმოება
სინთეტიურად და გავლენას ახდენს ორგანიზმის
მეტაბოლიზმზე, აქვს ტკივილგამაყუჩებლის და ანთების
საწინააღმდეგო ეფექტი.
 გვერდითი მოვლენები: გლუკოკორტიკოიდების მოქმედებს
სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე, ამიტომ მათ აქვთ
მრავალი პოტენციური გვერდითი მოვლენა, როგორიცაა
ენდოგენური გლუკოკორტიკოიდების წარმოების
ბლოკირება (შეჩერება), ეფექტი ცნობილი როგორც
„ნეგატიური უკურეაქცია“; იმუნური სისტემის ჩახშობა; ან
კატაბოლური ეფექტი რომელიც იწვევს ძვლის სიმკვრივის
დაქვეითებას (ოსტეოპოროზი) და კუნთის გამოფიტვას
 აკრძალულ ნივთერებებთან ერთად აკრძალულ სიაში ასევე
შედის აკრძალული მეთოდები. მათ შორის არის სისხლის და
სისხლის კომპონენტების მანიპულაცია. აკრძალულია, რადგან
აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.
 გვერდითი მოვლენები: დარეგისტრირებულ იქნა რამოდენიმე
შემთხვევა სადაც სპორტსმენები იყვნენ ჯანმრთელობის
სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან სისხლი იქნა
არასწორად გადასხმული ან მიღებული. ამან შეიძლება
გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სისხლის მოწამლვა.
ალოგენური დოპინგის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს უფრო
სერიოზული გართულება, მაგალითად უცხო პათგენების
გადაცემა როგორიცაა ჰეპატიტი ან აივ–შიდსი ან სისხლის
შეუთავსებლობა რაც იწვევს ანაფილაქტურ შოკს, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
 გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, ანუ დოპინგ
კონტროლის დროს აღებული სინჯების
ინტაქტურობის და ვარგისიანობის შეცვლა ან
შეცვლის მცდელობა. მათ შორის შარდის შეცვლა
ან/და ფალსიფიკაცია, მაგ. პროტეაზების
გამოყენება.
 100 მლ–ზე მეტი მოცულობის სითხის ინტრავენური 
ინფუზია ან/და ინექცია 12 საათის განმავლობაში
გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნული ქმედება
ლეგიტიმურად ხორციელდება ჰოსპიტალიზაციის,
ქირურგიული პროცედურის ან კლინიკური
გამოკვლევის პროცესში.
 არსებითი განსხვავება გენურ დოპინგსა და
ტრადიციულ დოპინგს შორის არის რომ
დოპინგური ნივთიერების ნაცვლად ორგანიზმში
შეყავთ გენეტიკური ნივთერება.
 გვერდითი მოვლენები: გენური დოპინგით
გამოწვეული გენეტიკური ნივთიერების
ცვლილება შეუძლებელია გამოსწორებულ იქნას
დღევანდელი სამედიცინო ცოდნის საფუძველზე.
გარდა ამისა არსებობს სხვა მრავალი რისკი
(პროდუქტიულობის რისკი, გადაცემის რისკი,
გენეტიკური რისკი და სხვა).

You might also like