You are on page 1of 13

პიტნის ნაყენი 25მლ

 წამლის ფორმა: ნაყენი.  

ათქ კოდი: A03AX.

შემადგენლობა (25მლ-ზე): 
პიტნის ფოთლები – 1,25გ; 
პიტნის ზეთი 1,25 გ;
90% ეთილის სპირტი _ საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი -


60%, მენთენი - 10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო
მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების
ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის
გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს  საჭმლის მომნელებელი
ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს
მადას.
ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური
მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის ფუნქციის აღდგენას.

ჩვენება:
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
•    მეტეორიზმი;
•    ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
•    ღებინება, გულისრევა;
•    ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი).

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ (წვეთები უნდა
განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში). 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით
შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის


დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების
კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების


სიჩქარის შემცირება.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის
მიხედვით. 
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).


 
შეფუთვა: 25მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი
სახურავით.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში


პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი : შპს “ნეოფარმი”.


საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46;

ევკალიპტის ნაყენი / Tinctura Eucalypti

 საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug


 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → სხვა
საშუალებები ანთების საწინააღმდეგო აქტივობით → პრეპარატები სისტემური
გამოყენებისათვის →ფიტოპრეპარატები
 მწარმოებელი კომპანია: ნეოფარმი
 მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
 გამოშვების ფორმა: 50მლ ნაყენი ფლაკონში
 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
ევკალიპტის ფოთლები (Folia Eucalypti) - 10გ;
ეთილის სპირტი 70% _ საკმარისი რაოდენობით 50მლ ნაყენის მისაღებად.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიე¬რებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი),
ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
აღწერილობა: მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისათვის დამახასიათებელი
სუნით და მშუშხავი გემოთი. 
შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს ანთების საწინააღმდეგო, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი.Mმოქმედებს
გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ეშერიხიაზე,
ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზინტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.
ჩვენებები
• ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
• სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
მიღების წესები და დოზები
ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: მიიღება
პერორალურად 15-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში (წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში). 
პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს: გამოსავლებად და
ინჰალაციისთვის 10-15 წვეთი ნაყენი უნდა განზავდეს 1 ჭიქა თბილ წყალში.
მკურნალობის კურსი – 5-10 დღე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 
ეთილის სპირტის შემცველობის გამო პრეპარატის პერორალურად მიღება არ არის
რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული
რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო
ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს
ყურადღების კონცენტრირებას. 
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:


პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და
მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და
სწრაფი რეაგირების უნარზე.
ჭარბი დოზირება
არ არის დადგენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი
დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე
ინსტრუქციის შესაბამისად.

კუნელის ნაყენი 25მლ


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის კარდიოტონური საშუალება 

საერთაშორისო სახელწოდება: კუნელის ნაყენი.


ათქ კოდი: C01EB04.
წამლის ფორმა: ნაყენი.
შემადგენლობა (25მლ-ზე): კუნელის ნაყოფები – 1,87გ; კუნელის ყვავილები - 0,62გ; 70% ეთილის
სპირტი - საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.                                                                      
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის
და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ
ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-
კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად),
სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს
ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ჩვენებები:
• გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
• ანგიონევროზები;
• კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.
გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რექციები, გამონაყარი, ქავილი. 
დიდ დოზებში ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს  ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია.
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ (წვეთები უნდა განზავდეს 1/4
ჭიქა წყალში). მკურნალობის კურსი დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის
მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება  მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენება:  
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე. 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის
დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას ახდენს
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდებისა
და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია არტერიული წნევისა და
ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: თავბრუსხვევა, კანკალი, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, თავის ტვინის დაავადების დროს,
თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი
თავსახურავით 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის პირობები:  ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე
ინსტრუქციის შესაბამისად.  

კატაბალახას ნაყენი 25 მლ
პარასამკურნალო საშუალება 

Tinctura Valerianae

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები.

შემადგენლობა:
კატაბალახას ფესურები ფესვებით -5გ;
70%-იანი ეთილის სპირტი - საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კატაბალახას ფესურასა და ფესვებში შემავალი ბიოლოგიურად


აქტიური ნივთიერებები (ეთერზეთები, ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავა, ბორნეოლი,
ალკალოიდები) ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, აძიერებენ საძილე
და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას. 
ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი; აგზნებულობა, უძილობა,
დაძაბულობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.


მოზრდილებში - 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში - იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი. 

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ემოციური
რეაქციების დათრგუნვას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ძილიანობას, მოთენთილობას. 
ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის
დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის


დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების
კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების
სიჩქარის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო


საშუალებებთან ერთად იწვევს მათი მოქმედების პოტენცირებას.  

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში


პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შეფუთვა: 25მლ ნაყენი ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი
სახურავით.

შენახვა: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.


საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90. 

შავბალახას ნაყენი 25მლ


 ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი
საშუალება. 

ათქ კოდი: N05CM20


შემადგენლობა: მომზადებულია შავბალახას მიწისზედა ნაწილებისაგან  70%-იან ეთილის
სპირტზე. 
შეიცავს ბიოლოგურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფლავონოიდებს (ქვერცეტინი,
რუტინი, ქვინკველოზიდი), ეთერზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთირებებს, სტეროიდულ
გლიკოზიდებს.  

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური მოქმედება, ამცირებს სპონტანური მოძრაობის


აქტივობას, აძლიერებს საძილე და ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედებას, აქვეითებს
არტერიულ წნევას, იჩენს კარდიოტონურ მოქმედებას - აძლიერებს სისტოლას და აიშვიათებს
რითმს, ახასითებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო  ეფექტი.

ჩვენება:
• სხვადასხვა სახის ნევროზები;
• ჰიპერტონული დაავადების I სტადია;
• აგზნებულობა, უძილობა;
• ტაქიკარდია.

მიღების წესი და დოზირება:  მიიღება პერორალურად. 30-50 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის


დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების
კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

დოზის გადაჭარბება: დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების
სიჩქარის შემცირება.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის
მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება,
აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას. 

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული


რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ
მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას. 

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).


 
შეფუთვა:  25მლ ნაყენი ნარინჯისფერი  მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი
სახურავით.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში


პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე
ინსტრუქციის შესაბამისად.

კორვალოლი 25მლ #1ფლ(თბქიმფარმ)


ფასი: 1.00 ლარი

!
კორვალოლი

წამლის ფორმა: ხსნარი

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს უფერო გამჭვირვალე სითხეს, სპეციფიური დამახასიათებელი


არომატული სუნით.
  
შემადგენლობა: 20 გ ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, 18,26 გ ფენობარბიტალი, 1,42 გ
პიტნის ზეთი, 580 მლ ეთილის სპირტი, 0,2 გ სტაბილიზატორი, 1 ლ-მდე გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედების კომპლექსური სამკურნალო


საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია


მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი პირის
ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანების მეშვეობით ახდენს რეფლექსურ დამამშვიდებელ
მოქმედებას. 
ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის,
გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა სტრუქტურებში იწვევს გამაღიზიანებელი
იმპულსების შემცირებას. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად იწვევს,
დამამშვიდებელ, ტრანკვილიზურ ან საძილე ეფექტს. კორვალოლი ამცირებს სისხლმიმოქცევის ცენტრებზე,
კორონალურ და პერიფერულ სისხლძარღვებზე გამაღიზიანებელ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას,
ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით კი გულის მხრივ სპაზმს.
პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოვებით 50% მენთოლსა და 4-
9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენეტები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და
რეფლექსურად აფართოვებენ უშუალოდ გულისა და ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს,
იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღვლმდენ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან,


მისი ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოვებით 60-80 %). კორვალოლის მოქმედების ეფექტი სწრაფად
ვლინდება (5-10 წთ-ის შემდეგ) მისი პირის ღრუში გაჩერებიდან (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე
მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. იმ პაციენტებში,
რომლებიც ადრე იყენებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცვლელ პრეპარატებს, კორვალოლის მოქმედების
ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის სწრაფად მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც
ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და რვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში
კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში თ ½ 
ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებას შორის ინტერვალის
გაზრდას.
     
ჩვენება: კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის,
ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, არამძაფრად გამოხატული კორონალური სისხლძარღვების
სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა
გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება – ნაწლავების სპაზმების დროს.
 
მიღების წესი და დოზირება: კორვალოლი მიიღება პეროროალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ
დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას
(გამოხატული ტაქიკარდია და კორონალური სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია
გავზარდოთ 40-50 წვეთამდე.
 
გვერდითი მოვლენები: კორვალოლი, როგორც წესი კარგად გადაიტანება ხანგრძლივად გამოყენების
შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა,
თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისა და ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია


ცნს-ის დათრგუნვა, რომელიც ნიველირდება ცნს-ის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების (კოფეინი,
კორდიამინი და სხვა) გამოყენების შემდეგ. სხვა მოვლენების დროს მკურნალობა სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს


კოორდინციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას
სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაობის შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ
ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვევაში ასევე საჭიროა
ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენეტების მიმართ მომატებული
მგრძნობელობა, გულის მძიმე ფორმის უკმარისობა, თირკმელებისა და ღვიძლის  ფუნქციის გამოხატული
დარღვევა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცენტრალური ნერვული სისტემის  დამთრგუნველი


პრეპარატები აძლიერებენ კორვალოლის მოქმედებას. პრეპარატი ასუსტებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც
მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში.

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება


დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ხსნარი, რომელიც მოთავსებულია 15 მლ და 25 მლ ფლაკონებში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს


+15° C ტემპერატურაზე.

იორდასალამის (პიონის) ნაყენი / Tinctura Paeoniae

 საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug


 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული
სისტემა → ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები →ფიტოპრეპარატები
 გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით.
 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

იორდასალამის ფოთლები და ფესვები შეიცავს შაქარს, ტანინებს, სახამებელს, ალკოლოიდებს,


ეთერზეთებს
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაყენს ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება, ახანგრძლივებს ნარკოზის მოქმედებას,
ხასიათდება კრუნჩხვების საწინააღმდეგო თვისებებით
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დამამშვიდებელი საშუალება
გამოიყენება ნევრასთენიული მდგომარეობის, უძილობის, ვეგეტატიურ სისხლძარღვთა
სხვადასხვა დარღვევების შემთხვევაში. მკურნალობის შედეგად უმჯობესდება ავადმყოფთა
ძილი, მცირდება თავის ტკივილი, მაღლდება შრომისუნარიანობა.
რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 25.07.2012

კალენდულას ნაყენი 40მლ ფლ


ფასი: 0.95 ლარი

!
გულყვითელას ნაყენი

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:


აქტიური ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს გულყვითელას ყვავილებისა და ყვავილების  – 40 მლ;
სამკურნალო ფორმა: ნაყენი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.


გულყვითელას ყვავილებსა და ყვავილედებში შემავალი  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
(ფლავონოიდური და კაროტინოიდური გლიკოზიდები, საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები,
ორგანული მჟავები) გააჩნიათ ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი ნაღვლმდენი მოქმედება.

ჩვენებები. გულყვითელას ნაყენი გამოიყენება ადგილობრივად ანტისეპტიური საშუალების სახით


ინფიცირებული (ჩირქოვანი) ჭრილობების, ნაკაწრების, კანის დამწვრობებისა და პირის ღრუს, ღრძილების
(სტომატიტი, გინგივიტი), ხახისა და ნუშურა ჯირკვლების (ფარინგიტი ანგინა) ლორწოვანი გარსების ანთების
დროს, პერორალურად – ნაღვლმდენი საშუალების სახით სანაღვლე გზების დისკინეზიების, ქოლანგიტებისა და
ქოლეცისტიტების (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) დროს.

უკუჩვენებები. გულყვითელას ნაყენი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ


ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში ეთილის სპირტი შედის, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობის პერიოდსა
და ძუძუთი კვების დროს.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას. თუ გულყვითელას ნაყენს პერორალურად ღებულობთ, სატრანსპორტო


საშუალებების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობას თავი უნდა აარიდოთ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.


გულყვითელას ნაყენი აძლიერებს სხვა ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალებების მოქმედებას
(კერძოდ კი,  გვირილას პერპარატების ფუძეზე).

გამოყენების მეთოდები და დოზები. გულყვითელას ნაყენს ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 15-30 წუთით
ადრე, განაზავებენ რა მცირე რაოდენობით თბილ ანადუღარ წყალში. თუ არ არსებობს ექიმის მკურნალობის
სხვა სქემა, უფროსებისათვის რეკომენდებულია ნაყენის 10-20 წვეთი დღეში 3-4-ჯერ 1 თვის განმავლობაში.
ბავშვებს 12 წელს ზემოთ – ნაყენის 1 წვეთი  1 წელზე გადაანგარიშებით.
პირის გამოსარეცხად გულყვითელას ნაყენის 1 ჩაის კოვზს განაზავებენ თბილი ანადუღარი წყლის ჭიქაში.
გამოიყენება აპლიკაციების სახით პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიბს ანთების დროს.
ადგილობრივი აპლიკაციებისათვის პრეპარატის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია კანის დაზიანების
ხასიათზე და დგინდება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები.
პრეპარატი, როგორც წესი კარგად აიტანება, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფში, ინდივიდუალური
ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის შეწითლება,
გამონაყარი, ქავილი და სხვ.)

ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.


ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-
მდე ტემპერატურის პირობებში. 
შენახვისას დასაშვებია ნალექის განვითარება.

შეფუთვა. 40 მლ ფლაკონებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.


👉 მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის საოლქო ორგანიზაციის
თავმჯდომარე დავით ჭელიძე იწყებს აქტივთან შეხვედრებს.
 შეხვედრები გაიმართება 22, 23 და 24 მაისს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"
▶️

ნაძალადევის ოფისში ინდივიდუალურ რეჟიმში.


📝 შეხვედრაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომრებზე:
597 78 82 89 გიორგი ავსაჯანიშვილი;
577 65 86 10 ბაია ჩალაგაშვილი;
598 35 93 73 ეკა კიღურაძე.

You might also like