You are on page 1of 40

ზოგადი ფარმაკოლოგია

ლექცია 13

ადრენერგული ანტაგონისტები
( ბეტა ბლოკატორები )
ბეტა ბლოკატორები
• მოქმედების მექანიზმი: ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკირება
• ეფექტები: ბეტა 1 ბლოკატორები ამცირებს სინუსის კვანძის ავტომატიზმს,
გულის შეკუმშვის ძალას და მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას. ამავე
დროს, ქვეითდება გულისცემის სიხშირე და ხანგრძლივდება
ატრიოვენტრიკულური და პარკუჭშიდა გამტარებლობა. ბეტა 2 ბლოკატორი -
ბრონქების ტონუსის მომატება.
• გამოყენება: ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიები,
თირეოტოქსიკოზი, ემოციური სტრესი, სტენოკარდია, გლაუკომა.
წარმომადგენლები
• არასელექციური: ნადოლოლი, პროპრანოლოლი, თიმოლოლი
• კარდიოსელექციური: ათენოლოლი,ბისოპროლოლი, მეტოპროლოლი,
• შინაგანი სიმპათომასტიმულირებელი აქტივობის: აცებუტოლოლი,
პინდოლოლი
• შერეული ალფა და ბეტა ბლოკატორები: კარვედილოლი,ლაბეტალოლი,
წამალი რეცეპტორების მიმართ
სპეციფიკურობა

პროპრანოლოლი
ნადოლოლი ბეტა 1 და ბეტა 2
თიმოლოლი
ატენოლოლი ბისოპროლოლი
მეტოპროლოლი
ესმოლოლი ბეტა 1
აცებუტოლოლი ნებივილოლი

კარვედილოლი ლაბეტალოლი ალფა 1, ბეტა 1 და ბეტა 2


ბეტა ადრენობლოკატორები

პრეპარატი გვერდითი მოვლენები


გულისრევა, დიარეა, ბრადიკარდია, ზოგადი სისუსტე, ალერგიული
პროპრანოლოლი რეაქციები ქავილი, ბრონქოსპაზმი, დეპრესია
(ბეტა 1 + ბეტა 2)

ცივი კიდურების შეგრძნება, ბრადიკარდია, ძილის დარღვევა,


ატენოლოლი ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, კონიუნქტივის
(ბეტა 1) სიმშრალე,

ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, AV-გამტარებლობის


მეტოპროლოლი დარღვევა, გულისრევა, ღებინება, პარესთეზიები, დიარეა, ყაბზობა,
(ბეტა 1) კონიუნქტივიტი, რინიტი, დეპრესია, ძილის დარღვევები
პროპრანოლოლი
•პროპრანოლოლი წარმოადგენს არასელექციურ B-
ადრენობლოკატორს,
• ხასიათდება ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და
ანტიარითმიული მოქმედებით
•B-ადრენორეცეპტორების ბლოკადის გამო ამცირებს
კატექოლამინების ზეგავლენით ატფ-იდან ც-ამფ-ის წარმოქმნას
• რის შედეგადაც ქვეითდება უჯრედში კალციუმის იონების შესვლა
• პროპრანოლოლს გააჩნია უარყოფითი ქრონო-, დრომო-, ბათმო- და
ინოტროპული მოქმედება
•ამცირებს გულისცემის სიხშირეს
• აქვეითებს გამტარებლობას, აგზნებადობას და მიოკარდიუმის
შეკუმშვის უნარს
• B-ადრენობლოკატორების მიღებისას პირველი 24 სთ-ის განმავლობაში
სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა იზრდება
• A-ადრენორეცეპტორების აქტივობის რეციპროკული გაზრდისა და ჩონჩხის
კუნთების სისხლძარღვთა B 2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის
შეწყვეტის გამო,
• 1-3 დღის შემდეგ უბრუნდება თავდაპირველ დონეს, პრეპარატის ხანგრძლივი
მიღებისას კი ქვეითდება
• ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია გულის წუთმოცულობის,
პერიფერიულ სისხლძარღვთა სიმპათიკური სტიმულაციის, რენინ-
ანგიოტენზინის სისტემის აქტივობის შემცირებით
• აორტის რკალის ბარორეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითებით და
ცნს-ზე ზეგავლენით.
• ჰიპოტენზიური ეფექტი სტაბილურდება მკურნალობის კურსის დაწყებიდან
მე-2 კვირის ბოლოს
• ანტიანგინალური მოქმედება განპირობებულია ჟანგბადზე მიოკარდიუმის
მოთხოვნილების დაქვეითებით (უარყოფითი ქრონოტროპული და
ინოტროპული ეფექტის გამო)
• გულისცემის სიხშირის შემცირება იწვევს დიასტოლის გახანგრძლივებას და
მიოკარდიუმის პერფუზიის გაუმჯობესებას.
• მარცხენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის გაზრდისა და
პარკუჭების კუნთოვანი ბოჭკოების გაჭიმვის გამო შესაძლოა გაიზარდოს
ჟანგბადზე მოთხოვნილება,
• განსაკუთრებით გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში
•პროპრანოლოლი მიეკუთვნება ანტიარითმიული საშუალებას,
ეფექტი განპირობებულია არითმოგენული ფაქტორების
აღმოფხვრით
•სინუსური და ექტოპიური რიტმის წამყვანების სპონტანური აგზნების
სიჩქარისა და AV გამტარებლობის შემცირებით
•ტრემორის შემცირება პროპრანოლოლის მიღების ფონზე
განპირობებულია უპირატესად პერიფერიული B 2-
ადრენორეცეპტორების ბლოკადით.
•იგი ზრდის საშვილოსნოს შეკუმშვის უნარს (სპონტანურსა და
მიომეტრიუმის მასტიმულირებელი საშუალებებით გამოწვეულს),
• ბრონქების ტონუსს
• მაღალ დოზებში იწვევს სედაციურ ეფექტს
ფარმაკოკინეტიკა

•პერორალური მიღების შემდეგ აბსორბირდება მიღებული დოზის


90%,
•ბიოშეღწევადობა დაბალია ”პირველი გავლისას” ღვიძლში
მეტაბოლიზმის გამო.
•Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-1.5 სთ-ში
•პროპრანოლოლის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 93%-ს.
• T1/2 შეადგენს 3-5 სთ-ს
•გამოიყოფა თირკმლებით
გამოყენების ჩვენებები

• არტერიული ჰიპერტენზია;
• დაძაბვის სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია (პრინცმეტალის
სტენოკარდიის გამოკლებით);
• სინუსური ტაქიკარდია (მათ შორის ჰიპერთირეოზის დროს);
• პარკუჭზედა ტაქიკარდია; მოციმციმე ტაქიარითმია;
• ესენციური ტრემორი;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აჟიტირება და კანკალი);
• შაკიკი (შეტევათა პროფილაქტიკა);
• დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი და თირეოტოქსიკური კრიზების
მკურნალობისას სიმპტომური თერაპია;
გვერდითი მოვლენები

• დაღლილობა, სისუსტე, თავბრუ, თავის ტკივილი;


• ძილიანობა ან უძილობა, კოშმარული სიზმრები, დეპრესია, შფოთვა,
ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ნევროზული მდგომარეობა;
• ცრემლის სეკრეციის შემცირება - თვალის სიმშრალე და ტკივილი;
• სინუსური ბრადიკარდია; AV ბლოკადა, არითმიები, გულის არტერიული
წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია,
• თრომბოციტოპენია (უჩვეულო სისხლდენები ან სისხლჩაქცევები),
ლეიკოპენია;
• ოფლიანობის გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის
სიმპტომების გაძლიერება;
• გულისრევა, ღებინება, გემოვნების შეცვლა, დისკომფორტი ეპიგასტრალურ
არეში, შეკრულობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციათა დარღვევა (მუქი შარდი,
სკლერების ან კანის სიყვითლე, ქოლესტაზი),
• ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება;
• ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, პოტენციის დაქვეითება, მოხსნის
სინდრომი (სტენოკარდიის შეტევათა გაძლიერება, მიოკარდიუმის ინფარქტი,
არტერიული წნევის მომატება).
• ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი;
• სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება (ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია);
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების
მიმართ
• II ან III ხარისხის AV-ბლოკადა, სინოატრიული ბლოკადა,
• სინუსური ბრადიკარდია,
• არაკონტროლირებადი გულის ქრონიკული უკმარისობა II ან III სტადიაში,
• გულის მწვავე უკმარისობა,
• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
• კარდიოგენური შოკი,
• ფილტვების შეშუპება,
• პრინცმეტალის სტენოკარდია,
• მეტაბოლური აციდოზი (მათ შორის დიაბეტური კეტოაციდოზი)
•ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილება
• ანამნეზში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები
•ფეოქრომოციტომა (α-ადრენობლოკატორებთან ერთდროული
გამოყენების გარეშე)
•ანტიფსიქოზურ, ანქსიოლიზურ და ანტიდეპრესანტებთან
ერთდროული მიღება (ქლორპრომაზინი, ტრიოქსაზინი და სხვ)
•ლაქტაციის პერიოდი
წამალთაშორისი ურთიერთქმედება

• იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებების ი/ვ


შეყვანისას იზრდება ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი.
• ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებები ზრდიან კარდიოდეპრესიულ
მოქმედებას და არტერიული წნევის დაქვეითების ალბათობას.
• პროპრანოლოლი ცვლის ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო
საშუალებების ეფექტურობას, ნიღბავს განვითარებადი ჰიპოგლიკემიის
სიმპტომებს (ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა)
• ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები ზრდიან ბრადიკარდიის, AV ბლოკადის,
გულის გაჩერების და გულის უკმარისობის განვითარებისა და გაღრმავების რისკს.
• ნიფედიპინთან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის
მნიშვნელოვანი დაქვეითება
• ახანგრძლივებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას
• ეთანოლი, სედაციური და საძილე სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ
ცნს-ის დათრგუნვას
• რიფამპიცინი ამცირებს პროპრანოლოლის T1/2
• ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს
ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს
• პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა
შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები

• დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია გულისცემის სიხშირის, არტერიული


წნევის და ეკგ-ს სისტემატიური კონტროლი!!!!!!!!!!
• ხანდაზმულ პაციენტებს საჭიროა ჩაუტარდეთ თირკმლის ფუნქციათა
კონტროლი
• ხანდაზმულ პაციენტებში მზარდი ბრადიკარდიის (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-
ში), არტერიული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 100
მმ.ვწ.სვ),
• AV-ბლოკადის, ბრონქოსპაზმის, პარკუჭთა არითმიის, ღვიძლის ან/და
თირკმლების ფუნქციათა მძიმე დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში,
• აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატით მკუ
• პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა
გაითვალისწინონ, რომ მკურნალობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს
ცრემლის პროდუქციის შემცირება.
• მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, პრეპარატის უეცარმა
მოხსნამ შესაძლოა გააძლიეროს მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდიული
ტკივილი, გააუარესოს ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა.
• თირეოტოქსიკოზით დაავადებულ პირებში პრეპარატის უეცარი მოხსნა
ზრდის სიმპტომატიკის გაძლიერების რისკს.
• პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის
მართვისა და იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და
სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს
ბისოპროლოლი
• წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორს
• გააჩნია სელექტიურობა ბეტა1-ადრენორეცეპტორების (კარდიოსელექციურობა) მიმართ,
• შინაგანი სიმპატომიმეტური აქტიურობის და კლინიკურად მნიშვნელოვანი
მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებების გარეშე.
• ამცირებს გულის კუმშვადობის სიხშირეს და მის ძალას,
• მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას,
• ანელებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას,
• ამცირებს თირკმელების მიერ რენინის გამოყოფას და მის აქტივობას სისხლის პლაზმაში.
• პრეპარატი სუსტად აბლოკირებს ბრონქებისა და სისხლძარღვების
ბეტაადრენობლოკატორებს
• ხასიათდება ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმული ეფექტებით.
გამოყენების ჩვენებები
• ესენციალური ჰიპერტენზია
• გულის იშემიური დააავადება/დაძაბვის სტენოკარდია

ფარმაკოკინეტიკა
• პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება მისი 90%
• საკვების მიღება არ მოქმედებს მის შეწოვაზე
• ღვიძლში „პირველი გასვლისას“ მეტაბოლიზმი 10% ია წამლის
• პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 30%-ს
• ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-12 საათს
•ბისოპროლოლი განიცდის ელიმინაციას 2 თანაბარი ეფექტური
გზით
•50% ღვიძლში გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად
• ხოლო დანარჩენი 50% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით
• ავადმყოფებში, სუსტი და ზომიერად გამოხატული თირკმელების
ფუნქციის უკმარისობით არ არის აუცილებელია პრეპარატის
დოზის კორეგირება
•მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება
მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ
უკუჩვენებები

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;


• კარდიოგენური შოკი;
• მეორე ხარისხის ან სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
• სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
• სინოატრიული ბლოკადა;
• ბრადიკარდია (მკურნალობამდე პულსი მოსვენების მდგომარეობაში 50
დარტყმაზე წთ-ში უფრო ნაკლები);
• ბრონქოპულმონური დაავადება (ობსტრუქციული დაავადებები,)
•ბრონქული ასთმა;
•ატრიოვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხის;
•მეტაბოლური აციდოზი;
•ფეოქრომოციტომა (პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ალფა-
ადრენობლოკატორების დანიშვნის შემდეგ);
• პრინცმეტალის სტენოკარდია
• კლინიკურად გამოხატულ ან ფარულად მიმდინარე შაქრიანი
დიაბეტი
• შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია
გვერდითი მოვლენები
• დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა,
• თავის ტკივილი, დეპრესიული მდგომარეობა,
• დეზორიენტაცია, „კოშმარული“ სიზმრები,
• ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები.
• კონიუნქტივიტი,
• შემცირებული ცრემლდენა (გასათვალისწინებელია, თუ ავადმყოფი იყენებს
ლინზებს).
• არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება,
• ორთოსტატული დისრეგულაცია, ბრადიკარდია,
• ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა,
• გულის უკმარისობის გაძლიერება
• ავადმყოფებში ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით (განსაკუთრებით
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებებით, ბრონქული ასთმა),
აღინიშნება სუნთქვის ფუნქციის მოშლა.
• ანორექსია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა,
ღებინება, ყაბზობა ან ფაღარათი, ტკივილი).
• კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, ცალკეულ შემთხვევაში სახსრების
დაავადებები (ართროპათია), ერთი ან რამდენიმე სახსრის (მონო- ან -
პოლიართრიტი) დაზიანებით.
• კანის ალერგიული რეაქციები (ერითემა, ქავილი, ალერგიული ეგზანთემა მზის
სხივების ზემოქმედებისას), ოფლიანობა.
• ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება.
•ხანგრძლივი შიმშილი და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები იწვევს
ჰიპოგლიკემიას, რომლის პირველი სიმპტომები (ტაქიკარდია,
ოფლიანობა, ტრემორი) შეიძლება იყოს შენიღბული პრეპარატის
მოქმედების ფონზე.
•შესაძლებელია ლიპიდების დონის მომატება სისხლში
(ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები).
• ავადმყოფებში ჰიპერთირეოზით, ბისოპროლოლი იწვევს
თირეოტოქსიკოზის (ვენტრიკულური ტაქიკარდია, ტრემორი)
მოვლენების შენიღბვას.
• იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ტრანსამინაზების დონის მომატება
და ჰეპატიტის განვითარება.
განსაკუთრებული მითითებები

• ბეტა-ადრენობლოკატორები ზრდიან მგრძნობელობას ალერგენების


მიმართ.
• ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ მგრძნობელობა
ალერგენების მიმართ და დაამძიმონ ანაფილაქსიური რეაქციების
მიმდინარეობა.
• ალერგიული რინიტი,
• თმის ცვენა, სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში,
• ავადმყოფებში ფსორიაზითა და ამ დაავადების არსებობით ანამნეზში,
ბეტა-ადრენობლოკატორი ინიშნება სარგებლიანობის ან მოსალოდნელი
რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ
• სხეულის წონის დაკლება და მეხსიერების ხანმოკლე დარღვევა, ავადმყოფებში
ღვიძლის და თირკმელების დაავადებით აუცილებელია ყურადღება მიექცეს
პრეპარატის დოზირებას.
• ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ბისოპროლოლს, არ ინიშნება
ინტრავენურად კალციუმის ანტაგონისტები
• ასევე ვერაპამილი და დილთიაზემი, ან სხვა ანტიარითმული საშუალებები
(დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი).
• იშვით შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე.
• განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მკურნალობის დასაწყისში, როდესაც
პრეპარატის დოზას ზრდიან, იყენებენ სხვა საშუალებებს, ან ალკოჰოლს.
წამლთაშორისი ურთიერთქმედება
• პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით დიურეზული
საშუალებით, ვაზოდილატატორებით ბარბიტურატებით, ფენოთიაზინებით,
ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით.
• ანტიბიოტიკი რიფამპიცინი ამცირებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზულ
ეფექტს,
• ციმეტიდინი და ჰიდრალაზინი აძლიერებენ ბისოპროლოლის ეფექტებს
• ზოგადი საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ ბისოპროლოლის
ანტიჰიპერტენზულ ეფექტს
• ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, ან სხვა ანტიარითმულ საშუალებებთან
შესაძლებელია ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, არითმიის და გულის უკმარისობის
განვითარება
ალფა და ბეტა ადრენობლოკატორები

• მოქმედების მექანიზმი: ბლოკავს არასელექციურ ადრენერგულ


რეცეპტორებს
• ეფექტები: არტერიული წნევის დაქვეითება (პერიფერიული
წინააღმდეგობის და გულის წუთმოცულობის დაკლებით)
• გამოყენება: სხვადასხვა ხარისხის ჰიპერტენზიის დროს
• წარმომადგენლები:
ლაბეტალოლი
კარვედილოლი
ლაბეტალოლი

• წარმოადგენს ალფა და ბეტა ბლოკატორს,


•არის ანტიჰიპერტენზიულ საშუალება,
•იგი ბლოკავს სიმპატიკური ნერვული სისტემის ალფა და ბეტა
რეცეპტორებს, რაც განსაზღვრავს მის აქტივობას და არტერიული
წნევის კონტროლს.
•გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს
(მსუბუქი, ზომიერი, მწვავე) დროს
გვერდითი მოვლენები

• პოსტურალური ჰიპოტენზია, ანუ მჯდომარე, ან მწოლიარე მდგომარეობიდან


უეცარი წამოდგომის შემდეგ
• დეპრესია, ცხადი სიზმრები
• ტრემორი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ლეთარგია, ანუ წინასწარგანწყობა
უწყვეტი ძილისადმი,
• შემცირებული ფსიქიკური რეაქციები
• ასთენია (დაღლილობა)
• თვალის სიმშრალე გაღიზიანებით, მხედველობის დარღვევები
• კანზე გამონაყარი
• ჩონჩხ-კუნთოვანი კრუნჩხვები
• ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა, ანუ ელექტრული სტიმულის
გამტარობის დარღვევა, რაც აიძულებს გულს შეიკუმშოს, გულის ზედა
ნაწილს (წინაგული) და ქვედა ნაწილს (პარკუჭი) შორის.
• პოსტურალური ჰიპოტენზია, ანუ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება
მჯდომარე, ან მწოლიარე პოზიციიდან უეცარი წამოდგომისას. იშვიათი:
კოჭის შეშუპება (კოჭები შეშუპება).
• შეგუბება, ანუ მცირე სისხლძარღვების გაფართოვება, ან ცხვირის
ლორწოვანი გარსის სიმშრალე. იშვიათი: ბრონქოსპაზმი.
• ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ანუ მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა და
განსაკუთრებული მითითება

• შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ლეთაგია, ამიტომ სიფრთხილეა


საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან
მუშაობის დროს
• განსაკუთრებული სიფრთხილე, ან შემცირებული დოზირებაა
ანტიარითმიული საშუალებებან ამიოდარონი; კალციუმის არხის
ბლოკერები, ადრენალინი და ნორეპინეფრინი;
• საანესთეზიო, ანტიდეპრესანტებტან და ცინეტიდინტან (კუჭის და
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო პრეპარატი) ერთად
გამოყენებისას

You might also like