You are on page 1of 9

ნეონატალური ენცეფალოპათიები

დეფინიცია

ნეონატალური ენცეფალოპათია არის კლინიკური და არა ეტიოლოგიური


მცნებაა, რომელიც აღწერს ახალშობილის კლინიკურ მდგომარეობას და მოიცავს:

• ცნობიერების შეცვლას

• კუნთთა ტონუსის ცვლილებას

• მოძრაობის შეზღუდვას

• რეფლექსების დაქვეითებას

• გულყრას

• სუნთქვის კონტროლის და კვების უნარის შეზღუდვა

ნეონატალური ენცეფალოპათია უხშირესად გამოწვეულია ჰოპიქსიურ


იშმიური ენცფალოპათიით(ჰიე), თუმცა ის ყოვლთვის არ გულისხმობს ჰიე-ს
არსებობას. ნე უფრო ხშირად გამოიყენება იმ ახალშობილთა მდგომარობის
აღწერისათვის, რომელთაც დაბადბისას გამოხატული აქვთ დათრგუნვა,

დათრგუნვის მიზეზი შეიძლება იყოს

• ჰიე

• მეტაბოლური დაღვევები

• ინფექციები

• სხვადასხვა პრეპარატების მოხმარება

• ინსულტი და მალფორმაციები

პერინატალური ასფიქსია

არის ნაყოფის ან ახალშობილის ინსულტი რესპირატორული აირების ცვლის


დარღვვის გამო, რაც იწვევს ჰიპოქსიას, ,ჰიპერკაპნიას და ასოცირებულია იშემიასთან.
ამ პროცესში შიძლება ჩაერთოს სხვა ორგანოები, გამოიწვიოს ფუნქციური და/ან
ბიოქიმიური ცვლილებები

პერინატალური ასფიქსიის კრიტერიუმებია

• ჭიპლარის არტრიის PH<7.0

• აპგარის ქულა 0-3 მე-5 წუთზე

• გულყრები
• მულტიორგანული(თირკმლი, კარდიოვასკულური,ფილტვის და კუჭ-
ნაწლავის) დისფუნქციის/უკიმარისობის ნიშნები

ჰიპოქსიური იშემიური ინსულტის განვითარების დრო და მიზეზები

ანტენატალური(მშობიარობამდე)- დედის ჰიპოტენზია საშვილოსნოს


ჰემორაგიით, მუცლის ტრავმა, საშვილოსნოსშიდა ზრდაში შფერხება, რამდნიმე
ნაყოფი

პერინატალური (მშობიარობისას)-არასწორი პოზიცია, მაშებით ექსტრაქცია,


პლაცენტის გასკდომა, ჭიპლარის მოვარდნა, დედის ჰიპერთერმია

პერინატალური/ანტენატალური

ჭინთვების და მშობიარობის დროს სტრესი მშობიარობამდე არსებული


რთული მდგომარეობით(დედის დიაბეტი, პრეეკლამპსია,საშვილოსნოსშიდა
ზრდაში შეფერხება)

პოსტნატალური- აპნოეს ეპიზოდები, გულის თანდაყოლილი დაავადება,


იატროგენული მიზეზები

გავრცელება

დაბადებისას ასფიქსიის სიხშირეა 1-1.5 ყოველ 1000 ახალშობილზე და


გესტაციის>36 კვირაზე დაბადებულ ყოველ 1000 ახალშობილზე. 0.5

მსოფლიოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მიზეზის 23%-ს შეადგენს


დაბადებისას განვითარებული ასფიქსია

ყოველწლიურად დაბადებისას განვითარებული ასფიქსიის შედეგად გადარჩნილ


1 მილიონამდე ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ცდ, დასწავლის სიძნელეები,
ინტელქტუალური და სხვა ტიპის უნარშეზღუდულობა
სარნატისა და სარნატის კლასიფიკაცია(1976)
ჰიე-ს დიაგნოზი და დიფერნციალური დიაგნოზი

უნდა გატარდეს

• მეტაბოლიზმის თანდაყოლილ დარღვევებთან (არაკეტოტური


ჰიპერგლიცინემია, პურინული მეტაბოლიზმის დარღვევები,შარდოვანას ციკლის
დეფექტები, ზელვეგერის სინდრომი, მიტოქონდრიული დარღვევები)

• პრეპარატის მოხმარება, წამლის მოხსნა

• ინსულტი

• ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, მათ შორის ნეონატალური მიოპათიები

• თავის ტვინის სიმსივნე

• განვითარების დეფექტები

• ინფქციები

ნეონატალური ჰიე-ს გამოსავალი

პერინატალური ასფიქსიით განვითარებული ნე ახალშობილთა ავადობის და


სიკვდილის მთავარ მიზეზს წარმოადგენს და გამოსავალი დამოკიდბულია
არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედების ხანგრძლივობასა და სიმძიმეზე,
გესტაციის ასაკზე, გულყრების არსებობასა და ხანგრძლივობაზე, ინფექციებზე და
სხვა.

ნე სიკვდილიანობისა და ნევროლოგიური ავადობის პრედიქტორებია

• ძალიან დაბალი აპგარის ქულა(3 ან ნაკლები)


ნე სიკვდილიანობისა და ნვროლოგიური ავადობის პრედიქტორებია

• დაბადების შემდეგ სპონტანური სუნთქვის ხანგრძლივი დაყოვნება

• დაბადებისას მეტაბოლური აციდოზის სიმძიმე და ხანგრძლივობა


(PH<7.00)

• ნეონატალური ნევროლოგიური შეფასების მონაცემები

• თავის ტვინის რადიოლოგიური კვლევის (ულტრაბგერა, მრტ)


მონაცემები,

• ეეგ-ს მონაცემები

• მხედველობითი, ტვინის ღეროს სმენითი, სომატოსენსორული


გამოწვეული პოტენციალის მონაცემები
სიცოცხლის პირველი კვირის ბოლოს

ნევროლოგიურ იშეფასების საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს


ახალშობილის თავის ტვინის დაზიანების სიმძიმის წინასწარი განსაზღვრა:

• მსუბუქი, თუ ახალშობილი მეშვიდე დღეს ავლენს შემდეგს:

• აგზნება

• კუნთთა ტონუსის ცვლილება

• გულყრების არარსებობა, და
• ცნს-ის დაზიანების არარსებობა

• საშუალო სიმძიმის, თუ ახალშობილი მეშვიდე დღეს ავლენს შემდეგს:

• კუნთთა ტონუსის ცვლilეbა

• 2 ან 2-ზე ნაკლები იზოლირებული გულყრა, და

• ცნს-ის დაზიანების ნიშნები


• მძიმე, თუ ახალშობილი მეშვიდე დღეს ავლენს შემდეგს:

• განმეორებითი გულყრები, და

• ცნს-ის დაზიანების მრავლობითი მნიშვნელოვანი ნიშნები

ცუდი გამოსავლის კლინიკური წინასწარი მაჩვენელია შემდეგი:

• იზოლირებული მუდმივი პათოლოგიური ნევროლოგიური ნიშნები

• პერიოდული შეფასებისას მუდმივად ნევროლოგიური ნიშნების


კომბინაცია

• პათოლოგიური ნევროლოგიური ნიშნების არსებობა კორეგირებული


ასაკით 40 კვირის დროს

• ქალას გარშემოწერილობის ზრდის შეფერხება ქალას გარშემოწერიობის


2 სტანდარტული დევიაციის ქვემოთ და საშუალო მაჩვენებლისგან დაცილებით
(მიკროცეფალია)

• კისრის და ზედა კიდურების ტონუსის მატება; ტაცების რეფლექსის


არსებობა კორეგირებული ასაკის 3 თვეზე უფრო ხანგრლივად.

• ნივთებზე წვდომა 5 თვის ასაკისთვის,

• დამოუკიდებლად ჯდომა 10 თვის ასაკისთვის,

• დამოუკიდებლად სიარული 18 თვის ასაკისთვის,

• სიტყვების გამოყენება მნიშვნელობით 18 თვის ასაკისთვის, და

• სიტყვების კომბინირება 30 თვის ასაკისთვის.

მუდმივი კლინიკური დაკვირვება დროში შესაძლებელს ხდის პროგნოზის


ადექვატურად შეფასებას. ეს პროცესი, მშობლების და ბავშვზე მზრუნველი პირების
პროფესიული ხარისხის გათვალისწინებით, მოიცავს ქცევის შესწავლას
პოსტნატალური ასაკის შესაბამისად (კორეგირებული ასაკის 2 წლამდე პერიოდში)
და დაყოვნებული/დარღვეული განვითარების პარამეტრების ამოცნობას.
კორეგირებული ასაკის 8-12 თვემდე მიღებულ ნებისმიერ ხანგრძლივ პროგნოზს აქვს
ცდომილების დიდი დიაპაზონი.

You might also like