You are on page 1of 17

ძილი

სწავლის შედეგი 2
კრიტერიუმი 2.4
ძილი
 ძილი არის ცნობიერების დროებითი გამოთიშვა და ის დრო, რომელსაც
სხეული დასვენებისათვის საჭიროებს.
 ძილისა და ღვიძილის მდგომარეობის წარმართვა ხდება შუამდებარე და შუა
ტვინის ცენტრებიდან. დამატებით მათთან ერთად მოქმედებენ კიდევ
სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემები.
 დღისით ჭარბობს სიმპათიკური ნერვული სისტემის, გულის, სისხლის
მიმოქცევის და სუნთქვის მოქმედებაში მომყვანი, აღმგზნები ნერვის მოქმედება
 ღამით ჭარბობს მომადუნებელი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, ის
აძლევს სხეულს დასვენების საშუალებას.
 ადამიანი მთელ ცხოვრების ⅓ ატარებს ძილში.
 ძილის ფენომენს სწავლობდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები,
როგორებიც არიან ფიზიოლოგები, ბიოლოგები, ფსიქოლოგები,
ნევროლოგები, ფსიქიატრები და სხვა. დღეს მეცნიერების დარგი რომელიც
შეისწავლის უშუალოდ ძილის ფენომენს ეწოდება – სომნოლოგია.
ძილი
ძილი იწვევს მთელ ორგანიზმში ცვლილებას, ანუ ძილის დროს ხდება :
• რეფლექსების შესუსტება
• ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება
• კუნთური ტონუსის შემცირება /ნაწლავის და შარდის ბუშტის
• სუნთქვის შენელება და გაღრმავება
• მგრძნობელობის აღქმის დაქვეითება
• გულის ცემის შენელება
• სისხლის წნევის დაწევა სისხლძარღვთა ტონუსის შემცირების გამო
• ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება
ძილი
ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე აქვს
ძილზე
ინდივიდუალური მოთხოვნილება. ძილზე მოთხოვნილება
დამოკიდებულია
ასაკზე:
 ახალშობილს სძინავს - 18-20 სთ;
 ჩვილობის ასაკში -12-14 სთ;
 სკოლის ასაკში - 10-12სთ;
 მოზრდილს - 8-9 სთ;
 ხანდაზმულს - 6 სთ.
ძილი
 ძილი არის ის დრო, რომელსაც სხეული აღდგენისა და დასვენებისათვის
საჭიროებს. მისი დარღვევა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობის
მდგომარეობას. ამიტომ მოვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს
ძილისა და ღვიძილის მდგომარეობის სწორად წარმართვა .
 ჩაძინება არის თანდათანობითი მოვლენა. Aარ არსებობს მკვეთრი საზღვარი
ღვიძილსა და ძილს შორის.
 ზედაპირული ძილი ღამის განმავლობაში მრავალჯერ ენაცვლება ღრმა
ძილს.
 ღრმა ძილის დროს ცნობიერება ითიშება, ეს კი წარმოადგენს ფსიქიკური
განტვირთვისა და დასვენების წინაპირობას .
 სიზმრები ღრმა ძილის ფაზაში არ განიცდება. ამ დროს შეიძლება
ელექტროენცეფალოგრამაზე დაფიქსირდეს აქტიურობები და ასევე
დახურული ქუთუთოების ქვეშ თვალის მოძრაობა.
ძილის ფაზები
განარჩევენ ძილის ხუთ ფაზას, რომელიც გაერთიანებულია ორი ტიპის ძილში :
ნელი ძილი და სწრაფი ძილი
ნელი ძილი შედგება ოთხ ფაზისგან:
 პირველი ფაზას წარმოადგენს ჩაძინების პერიოდი – თვლემა
 მეორე ფაზაზე ითიშება ადამიანის ცნობიერება, და მისი გაღვიძება ძალზედ
იოლია
 მესამე ფაზის დროს ფიქსირდება ღრმა ძილის 30-50%
 მეოთხე ფაზის დროს გხვდება ყველაზე ღრმა ძილი, ასეთ დროს ადამიანის
გაღვიძება რთულია
 პირველი ოთხი ძილის ფაზა შეადგენს მთელი ძილის 75-80%.
ძილის ფაზები
 სწრაფი ძილის დროს მეხუთე ფაზაში ძილის სიღრმე მცირდება, ჩნდება
ღვიძილისათვის დამახასიათებელი ტალღები. იმატებს ტემპერატურა და
არტერიული წნევა. ორგანიზმის მონაცემები გვახსენებს ღვიძილის დროს
არსებულ მონაცემებს.
 ეს ფაზა მთელი ძილის 20% შეადგენს და პირდაპირი კავშირია ამ ფაზასა და
სიზმრებს შორის. ასეთ დროს გაღვიძებული ადამიანების 90% ყვება რომ
ნახულობდა ნათელ (ფერად) სიზმრებს.
 სწრაფი ძილის ფაზას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკური
ჯამრთელობისათვის.
 სწრაფი ძილის შეწყვეტა იწვევს უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს ვიდრე
ნელი ძილი.
ძილის დარღვევები
ძილის დარღვევა შესაძლებელია იყოს გამოწვეული მრავალი მიზეზით , თუმცა
რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ძირითადად გვხვდება ძილის
დარღვევების შემდეგი ფორმები:
 დისომნია – ღამის ძილის აშლილობა, იგივე რაც უძილობა , ღამით
დაძინების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროით.
 მძიმე საერთო უგუნებობა ან სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების
დარღვევა, გამოწვეული ძილის ხანგრძლივობის დაუკმაყოფილებლობით
ან/და მის ხარისხით.
 უძილობა რომელიც გრძელდება რამოდენიმე ღამე მიყოლებით ითვლება
ქრონიკულად.
ძილის დარღვევები
 ნარკოლეპსია – ღვიძილის პერიოდის დარღვევები რომელსაც ახასიათებს
ძილიანობის (დაძინების სურვილი) ძლიერი შეტევები .
 დაძინების შეუკავებლობა და კუნთების მოდუნება. ადამიანი ნარკოლეპსიის
დიაგნოზით სწრაფათ გადადის ღვიძილის მდგომარეობიდან პარადოქსულ
ძილის ფაზაში. ასეთ ადამიანებში “ძილ-ღვიძილის” რითმი დარღვეულია .
 კატაპლექსია –მდგომარეობა დაკავშირებული დარღვევასთან, კუნთების
ტონუსის გამოთიშვასთან ნათელი ცნობიერების ფონზე და მომატებული
დღის ძილიანობით, ნარკოლეფსიის მსგავსად.
 ეს სიმპტომები ახასიათებს პაციენტებს რომლებსაც აღენიშნებათ ჭარბი წონა ,
ფილტვისმიერი გული, მოუსვენარი ღამის ძილი აპნოეს პერიოდებით ,
ხმამაღალი ხვრინვა.
ძილის დარღვევების მიზეზები
 გიპერსომნია – ძილზე მოთხოვნილების გაზრდა, რის მიზეზადაც ვლინდება ძილ-
ღვიძილის ციკლის სარეგულაციო სისტემების დისბალანსი.
 ღამის ძილის გახანგრძლივება, დღის განმავლობაში ძილიანობით და “
ძილისმაგვარ გაბრუებით ”. დღის მანძილზე ძილის ხანგრძლივობაა რამოდენიმე
საათამდე, ღამით 12-15 საათი და მეტი; ნაკლები ხანგრძლივობის ძილის
შემთხვევაში პაციენტებს უჭირთ გაღვიძება; არ ახასიათებს ასეთ ძილს სიზმრები. “
ძილისმაგვარ გაბრუებას ” ახასიათებს: მოდუნება, სისუსტე, ცნობიერების მსუბუქი
არევა, გაღვიძებისას დეზორიენტაცია.
 სომნობულიზმი – ( მთვარეულობა, ღამით სიარული ) – მოვლენა, რომელიც
სიზმრების ნახვის საწინააღმდეგო მოვლენაა.
 ქცევის დონეზე ვლინდება მოქმედების განხორციელება რომელიც არ ახსოვს
გამოღვიძებისას ადამიანს. მსუბუქ ფორმებში ადამიანი ჯდება და იძახის გაურკვეველ
ფრაზებს. რთულ ფორმებში ადამიანი დგება და დადის, შესაძლოა გავიდეს
სახლიდან, მარტივ შეკითხვებზე იძლევა მოკლე პასუხებს. თვალები ჩვეულებრივ
გახელილი აქვს, სახე – ნიღბისებრი. შეტევების გამოვლინება და ხანგრძლივობა
ვარირებს.
ძილის დარღვევების გარეგანი
ფაქტორები
 მოუხერხებელი საწოლი
 უჩვეულო მდგომარეობა
 არამყუდრო გარემო
 მოუწესრიგებელი ჰიგიენა
 ცუდი ჰაერი
 ძნელად მოსანელებელი საკვები
 შუქი
 ხმაური
 ქვეშაგების ნაკეცები
მკურნალობა
 ძილის მრავალმხრივი დარღვევები არსებობს შესაბამისი
დამახასიათებელი სიმპტომებით. ეს დარღვევები შესაძლებელია ოყოს
სხვა დაავადებების თანმხლები. ასევე ძილის პათოლოგიები
ხასიათდებიან შესაბამისი გამომწვევით, მიზეზით :
 ორგანული დარღვევებით გამოწვეული
 არა ორგანული (ფსიქიკური აშლილობებით ) დარღვევებით
გამოწვეული ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია რადგან ის
განსაზღვრავს რომელი დარგის სპეციალისტის კომპეტენციაში შედის
აღნიშნული პათოლოგია.
მკურნალობა
 ძილის ორგანულ დარღვევებს რომელსაც საფუძველად უდევს
ქსოვილის მთლიანობის დარღვევა, კვდომა ან ფუნქციური
გადაგვარება რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული მრავალი
ფაქტორით მკურნალობენ ნევროლოგები
 ძილის არაორგანულ დარღვევებს რომელსაც საფუძვლად უდევს
ფსიქოლოგიური ფუნქციების მოშლა და გხვდება ფსიქიკური
აშლილობების დროს, როგორიც არის მაგალითად დეპრესია
მკურნალობენ ფსიქიატრები
ძილისთვის ხელისშემწყობი
პირობები
 ემოციური განტვირთვა (წიგნით, მუსიკით, მშვიდი საუბრით)
 საკმარისი ჟანგბადი ოთახში, ღია ფანჯარა, ორპირი ქარის თავიდან აცილება
 თბილი გარემოს შექმნა
 საღამოს ტუალეტი და შემდგომი ჰიგიენური პროცედურები
 ფეხის აბაზანა (დაძინების წინ ფეხები თბილი უნდა იყოს)
 საღამოს მსუბუქი კვება (საკვები არ უნდა იყოს მძიმე და არ უნდა იქნეს
მიღებული უშუალოდ ძილის წინ)
 დამამშვიდებელი ჩაის მიღება
 მოხერხებული წოლითი მდგომარეობა
 საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფს ექიმის დანიშნულებით უნდა მიეცეს
მისთვის ინდივიდუალურად შერჩეული საძილე საშუალება.
 დღე-ღამის რიტმის შებრუნება ხშირად გამოწვეულია ავადმყოფისთვის დღის
რეჟიმის არასწორი დაგეგმვით
ძილისთვის ხელისშემწყობი
პირობები
 ლოგინს მიჯაჭვულ, მწოლიარე ავადმყოფს უნდა ჰქონდეს დღის რიტმის
განცდა. დილით დროულად წამოჯდომა, დილის ტუალეტის ჩატარება,
საუზმე. თუ ეს არ ხდება რეგულარულად და ყოველ დილას ავადმყოფი
ძილს გვიანამდე აგრძელებს, მას აუცილებლად ერღვევა ძილ-
ღვიძილის რიტმი.
 ძილის შესაფასებლად უნდა მივიღოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე :
 როგორ იძინებს ავადმყოფი:სწრაფად, ნელა, მშვიდად თუ
მოუსვენრად?
 იღვიძებს თუ არა ხშირად? თუ კი იღვიძებს ადვილად შეუძლია თუ არა
ისევ ჩაძინება?
 მშვიდად სძინავს თუ არა, ხომ არ ხვრინავს, ყვირის ან კვნესის ძილში ?
 როგორ რეაგირებს საძილე საშუალებებზე?

You might also like