You are on page 1of 2

12/6/2021 საჯარო რეესტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

KA011754610302621
მისამართი: თბილისი 0114 ვახტანგ გორგასლის N22; www.napr.gov.ge;

ცხელი ხაზი: 2 405 405; 08 009 009 09

# 482921 06 / დეკემბერი / 2021 წ.

გადაწყვეტილ ება

დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვა ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ

განცხადების თარიღი და ნომერი: 06.12.2021წ., №561535/17

განცხადების წარმომდგენი პირი: მაია ძიგოშვილი

I. აღწერილობითი ნაწილი

განმცხადებლის მოთხოვნა: გაურკვეველი.

II. სამოტივაციო ნაწილი

1. ფაქტობრივი დასაბუთება

1.1. 2021 წლის 06 დეკემბერს წარმოდგენილ № 561535/17 განცხადებაში მითითებული არ არის


მოთხოვნა.

2. სამართლებრივი დასაბუთება

2.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და
შეიცავდეს მოთხოვნას;

2.2. „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული
დოკუმენტაცია არის საჯარო და გასაცნობად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა;

2.3. „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლი ითვალისწინებს
ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესს. ამ მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციის გაცემის
მოთხოვნისას დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის
წარდგენის 30-დღიან ვადას, თუ ვერ ხერხდება მოთხოვნის შინაარსის გარკვევა ან მოთხოვნილი
ინფორმაციის იდენტიფიკაცია;

2.4. შესაბამისად, წარმოდგენილ განცხადებაზე სრულყოფილი პასუხის მისაღებად დასაზუსტებელია


მოთხოვნა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის საფუძველზე, საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურმა

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინტერესებულ პირს განესაზღვროს 30-დღიანი ვადა ამ გადაწყვეტილების 2.4 პუნქტში


მითითებული განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის
დამადასტურებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად;
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/aeb3c99b-58ca-4576-96ca-6c3fc34bd4ba.html 1/2
12/6/2021
2. პირველი საჯარო რეესტრი
პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეჩერდეს განცხადების განხილვის ვადის დინება;

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის ან/და სხვა


ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩეს განუხილველი;

4. განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში მომსახურებისათვის გადახდილი საფასური


უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო


რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით. საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.#22, ამასთან,
ადმინისტრაციული საჩივრის წერილობითი ფორმით ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლში
(მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.#2), მის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე, ფოსტისა
და მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.

დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით წერილზე


დატანილი 15 ნიშნა ნომრით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-
გვერდზე www.napr.gov.ge ელექტრონული კანცელარიის მეშვეობით.

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/aeb3c99b-58ca-4576-96ca-6c3fc34bd4ba.html 2/2

You might also like