You are on page 1of 2

1

მეტაბოლიზმი (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცვლილებას) ანუ ნივთიერებათა ცვლა არის


ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში
სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს არსებობისთვის
(სუნთქვისთვის, ტემპერატურისა და გულისცემის შესანარჩუნებლად) სჭირდება ენერგია.
მეტაბოლიზმი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: კატაბოლიზმი და ანაბოლიზმი.
კატაბოლიზმის დროს ხდება ორგანული მატერიის დაშლა, ანაბოლიზმის დროს ორაგნული
მატერიის შექმნა. კატაბოლიზმისა და ანაბოლიზმის პროცესები ურთიერთკავშირშია. ამ
ორივე ტიპის ერთად აღებულ ყველა პროცესს მეტაბოლიზმი ეწოდება, რაც ნივთიერებათა
ცვლას ნიშნავს. ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია ახალი ნივთიერებების
შესაქმნელად, არის ანაბოლიზმი. ანაბოლიზმის დროს სინთეზირდება რთული
ნივთიერებები, რაზეც იხარჯება ენერგია. ანაბოლიზმის მაგალითია ცილების სინთეზი.
კატაბოლიზმი ანაბოლიზმის საპირისპირო პროცესია. კატაბოლიზმის მიმდინარეობისას
რთული ორგანული ნივთიერებები იშლება უფრო მარტივ ნივთიერებებად, რის შედეგადაც
ვიღებთ ენერგიას.
ნივთიერებათა ცვლა უჯრედსა და გარემოს შორის. ყოველი უჯრედი გარშემორტყმულია
მემბრანით, რომელშიც უნდა გაიარონ უჯრედში შემავალმა ან უჯრედიდან გამომავალმა
ნივთიერებებმა. მემბრანას ეწოდება შეღწევადი, თუ იგი ატარებს ნებისმიერ ნივთიერებას.
მემბრანას ეწოდება შეუღწევადი, თუ იგი არ ატარებს არც ერთ ნივთიერებას. მემბრანას
ეწოდება ნახევრადშეღწევადი, თუ იგი ატარებს ზოგიერთ ნივთიერებას შერჩევითად.
შეღწევადობა არის მემბრანის თვისება და არა მასში გამავალი ნივთიერების თვისება.
სხვადასხვა ნივთიერებების გავლა მემბრანაში ამა თუ იმ მიმართულებით ხდება
ნივთიერებათა ტრანსპორტის საშუალებით. ტრანსპორტის სახეები: პასიური ტრანსპორტი
(დიფუზია, გამარტივებული დიფუზია) და აქტიური ტრანსპორტი (ენდოციტოზი,
ეგზოციტოზი).
პასიური ტრანსპორტის დროს მოლეკულების გადაადგილება ხდება ენერგიის ხარჯვის
გარეშე.
დიფუზიის დროს მოლეკულების გასვლა ხდება მემბრანის ფოსფოლიპიდებს შორის.
მოლეკულების გადაადგილება ხდება მაღალი კონცენტრაციის არედან დაბალი
კონცენტრაციის არესაკენ. რაც მეტია კონცენტრაციებს შორის სხვაობა, მით უფრო მაღალია
დიფუზიის სიჩქარე. დიფუზიის სიჩქარე განისაზღვრება: ხსნარის კონცენტრაციული
გრადიენტით, ელექტრული გრადიენტით, მემბრანის გამავლობით, ნივთიერების
მოლეკულების ზომით. (მაგ. ფილტვის ალვეოლები).
გაადვილებული დიფუზიის დროს ნივთიერებას შეუძლია თავისუფლად დიფუნდირდეს
ცილოვან არხებში სხვა რომელიმე ნივთიერების ან მოლეკულის დახმარებით. მაგ გლუკოზის
დიფუზია სისხლიდან (სადაც მისი კონცენტრაცია მაღალია) უჯრედში (სადაც მისი
კონცენტრაცია დაბალია).
ოსმოსი მოვლენაა, რომელიც მდგომარეობს ნაწილობრივ გამტარი მემბრანით (ანუ
მემბრანით, რომელიც ატარებს სითხის მოლეკულებს და არ ატარებს მასში გახსნილი
2

ნივთიერების მოლეკულებს) გაყოფილი სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს შორის სითხის


მოძრაობაში. სითხე ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან მეტად
კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის. ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე
ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება.
აქტიური ტრანსპორტის დროს საჭიროა ენერგია (ატფ-ის დაშლის შედეგად გამოიყოფა).
ენდოციტოზის სახეებია პინოციტოზი და ფაგოციტოზი. პინოციტოზის საშუალებით
უჯრედი უჯრედგარეთა სითხიდან შთანთქავს გახსნილი საკვები ნივთიერებების მცირე
წვეთებს. ფაგოციტოზი უზრუნველყოფს შედარებით მსხვილი ობიექტების - ბაქტერიების,
უჯრედების, დაშლილი ქსოვილების ნარჩენების შთანთქმას. ფაგოციტოზის დროს
უჯრედები შთანთქავენ სუბსტანციებს, რომლებიც ცილის მოლეკულებზე ბევრად დიდია.
ეგზოციტოზი ენდოციტოზის საპირისპირო პროცესია. ეგზოციტოზი უზრუნველყოფს
უჯრედიდან ნივთიერებების გამოყოფას.

You might also like