You are on page 1of 40

I ბიოლოგიური თერმოდინამიკა

Thank
თერმოდინამიკა- მეცნიერება ენერგიის გარდაქმნის შესახებ.
სისტემა -გარემომცველი არისაგან შემოსაზღვრული მეტარიალური ობიექტების
ერთობლიობა. გარემომცველი არესთან ურთიერთქმედებების მიხედვით იყოფ 3
ნაწილად:
1)იზოლირებული სისტემა - გარემომცველ არესთან არ ხდება ნივთიერებებისა და
ენერგიის გაცვლა
2)ჩაკეტილი სისტემა- გარემომცველ არესთან ხდება ენერგიის გაცვლა ნივთიერებების
კი არა.
3)ღია სისტემა- გარემომცველ არესთან ნივთიერებისა და ენერგიის გაცვლა
მუდმივად მიმდინარეობს.

ცოცხალი ორგანიზმი ღია თერმოდინამიკურ სისტემას მიეკუთვნება.

ენერგია-არის მატერიის განსაზღვრული სახე მისი ერთი სახიდან მეორეში


გადასვლის დროს. ენერგია ყოველთვის განსაზღვრავს სისტემის უნარს შეასრულოს
მუშაობა. იგი იყოფა:
1)მექანიკური ენერგია- განსაზღვრავს მაკროსხეულების მოძრაობას და მათ უნარს
შეასრულონ მუშაობა გადაადგილების დროს.
2)სითბური ენერგია- ატომებისა და მოლეკულების ქაოსური მოძრაობა(ბროუნის
მოძრაობა).
3)ქიმიური ენერგია- ატომებისა და მოლეკულები ურთიერთქმედების ენერგია.
4)ელ.ენერგია- ელ.დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედება.

სისტემის შინაგანი ენერგია- მექანიკური, სითბური, ქიმიური და ელექტრული


ენერგიების ჯამი.

მუშაობა-ენერგიის ერთი სახიდან მეორეში გარდაქმნის ზომა.


1)ქიმიური მუშაობა -სრულდება სხვადასხვა ქიმიური რეაქციების მიმდინარეობისას.
2)მექანიკური მუშაობა -სრულდება მექანიკური ძალების საწინააღმდეგოდ სხეულის
კომპონენტების გადაადგილების დროს(მაგ. კუნთების მიერ მათი შეკუმშვის დროს).
3)ოსმოსური მუშაობა - სრულდება მემბრანის გავლით ნივთიერების გადატანით
დაბალი კონცენტრაციის არიდან მაღალი კონცენტრაციის არეში. გრადიენტის
საწინააღმდეგოდ.
4)ელ.მუშაობა-სრულდება დამუხტული ნაწილაკების ელ.ველში გადატანით
განსხვავებული პოტენციალის წერტილებში და ელექტრული დენის გავლის დროს.

პირველადი სითბო- მეტაბოლური რეაქციების დროს წარმოქმნილი სითბო(ხახუნი).


მეორადი სითბო- მექანიკური მუშაობის დროს წარმოქმნილი სითბო(კუნთების
აქტივობისას).

თერმოდინამიკის I კანონი- მატერიალური სისტემის საერთო ენერგია მუდმივი რჩება


ამ სისტემაში განვითარებული ცვლილებების მიუხედავად, სისტემის ენერგიის
შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ გარემომცველ არესთან ენერგიის გაცვლის
შემთხვევაში.
თერმოდინამიკის II კანონი- ენერგიის გარდაქმნის ყველა პროცესს თან ახლავს
ენერგიის გაფანტვა Q სითბოს სახით, რომელიც შემდგომში არ შეიძლება
გამოვიყენოთ მუშაობის შესასრულებლად.

ჰესის კანონი-შუალედურ სტადიებად მიმდინარე ქიმიური პროცესის სითბური


ეფექტი, განისაზღვრება მხოლოდ ქიმიური სისტემის საწყისი და საბოლოო
მდგომარეობით და არ არის დამოკიდებული გარდაქმნის შუალედურ ეტაპებზე. ეს
კანონი გამოიყენება საკვები ნივთიერებების კალორიულობის გამოსათვლელად.

თერმოდინამიკური პროცესი შექცევადია-თუ სისტემის საწყის მდგომარეობაში


გადასვლას არ სჭირდება გარედან დამატებითი ენერგიის დახარჯვა.
თერმოდინამიკური პროცესი შეუქცევადია- თუ სისტემის საწყის მდგომარეობაში
დაბრუნება დაკავშირებულია გარედან ენერგიის დახარჯვის აუცილებლობასთან.
შინაგანი ენერგია (U)=თავისუფალი ენერგია(F)+ შეკავშირებული ენერგია (TS)

თავისუფალი ენერგია -სისტემის შინაგანი ენერგიის ნაწილი, რომელიც იხარჯება


მუშაობის შესასრულებლად.
შეკავშირებული(ბმული) ენერგია -შინაგანი ენერგიის ნაწილი რომელიც მუშაობის
შესასრულებლად არ გამოიყენება და იფანტება სითბოს სახით.

ენტროპია- ენერგიის გაფანტვის, დეგრადაციის, ანუ პროცესის შეუქცევადობის


ზომაა. ორგანიზმში ენტროპიის წარმოქმნის სიჩქარე ორგანიზმის შიგნით
წარმოქმნილი და ორგანიზმის გარეთ გატანილი ენტროპიის ჯამის ტოლია.

თერმოდინამიკური წონასწორობა- სისტემის მდგომარეობა როდესაც თავისუფალი


ენერგია 0-ის ტოლია, ხოლო ენტროპია მაქსიმალურია. ამ დროს სისტემა ვეღარ
ასრულებს მუშაობას და კვდება.

მარგი ქმედების კოეფიციენტი- 𝜼(ეტა) შესრულებული მუშაობისა და დახარჯული


ენერგიის ფარდობა. შექცევადი პროცესებისას 𝜼=1, ხოლო შეუქცევადი
𝑨(სასრგებლო)
პროცესებისათვის 𝜼 < 𝟏. 𝜼 = .
𝑨(სრული)

სტაციონარული მდგომარეობა- სისტემის მდგომარეობა, რომელშიც სისტემის


პარამეტრები დროის განმავლობაში არ იცვლება, მაგრამ მიმდინარეობს
ნივთიერებისა და ენერგიის ცვლა გარემოსთან. მაგ.: ჰომეოსტაზი.

პრიგოჟინის თეორემა- ენტროპია დადებითი და მინიმალურია.


აუტოსტაბილიზაცია(აუტორეგულაცია)- თუ სისტემა გამოვა სტაციონარული
მდგომარეობიდან, მაშინ ხდება აუტოსტაბილიზაცია- ანუ სისტემის სტაციონარულ
მდგომარეობამდე მიახლოვება.

II ბიომექანიკა
ბიომექანიკა- ბიოფიზიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმში
მექანიკური პროცესების მიმდინარეობას სხვადასხვა დონეზე.
იუნგის მოდული- რიცხობრივად იმ ძაბვის ტოლია, რომელიც სხეულის სიგრძეს
ორჯერ ზრდის. იგი მექანიკური ძაბვის ტოლია. E=𝜎.(ნ/მ^2 = პა)
ჰუკის კანონი-ფარდობა მექანიკურ ძაბვასა და დეფორმაციას შორის წრფივია.
დამახასიათებელია წრფივად დეფორმირებადი სხეულისათვის, რომლებსაც
ჰუკისებურ მასალებს უწოდებენ. ახასიათებთ ელასტიურობა, კუნთისათვის ჰუკის
კანონი ნაწილობრივ სამართლიანია, სანამ იგი წრფივადაა დეფორმირებული, ხოლო
მოგვიანებით წყდება, რაც უკავშირდება არაჰუკისებრ ნივთიერებებს. კუნთი
არაჰუკისებრია. U=0,5K(Δ𝐿)^2.

დეფორმაციის სახეები: ჭიმვა, გრეხა, კუმშვა...

ბიომასალების ვისკოზო-ელასტიური თვისებები - მასალები, რომლებიც ამჟღავნებენ


როგორც დრეკად, ისე პლასტიკურ თვისებებს. ასეთი სხეულის დეფორმაციის
სიდიდე არ ექვემდებარება ჰუკის კანონს, დამოკიდებულია არა მხოლოდ სხეულის
ელასტიკურობაზე(დრეკადობაზე), არამედ მასალის ბლანტ თვისებებზეც, ე.ი.
ვისკოზურ-ელასტიკურ თვისებებზე.

ოფლის აორთქლება ხდება ქვედა ფენების ენერგიით. ამიტომ ორგანიზმი ცივდება.


ქემო-მექანიკური სისტემა- კუნთების კუმშვადობის დროს ქიმიური ენერგია,
პირდაპირ მექანიკურ ენერგიად ტრანსფორმირდება.
პლასტიკურობა- ფორმის შენარჩუნების უნარი გარეშე ძალის ზემოქმედების
შეწყვეტის შემდეგ, რომელიც განისაზღვრება ნარჩენი დეფორმაციით.
რაც მეტია ნარჩენი დეფორაცია, მით მეტია კუნთის პლასტიკურობა.
ჭიმვადობა - უნარი ძალის მოქმედების შემდეგ სხეულმა მოიმატოს ზომაში.
ელასტიკურობა(დრეკადობა) - მასალის ელასტიკურობა ფასდება თერმული ენერგიის
სიდიდით, რომელიც გამოიყოფა დეფორმაცია-რელაქსაციის ციკლის განმავლობაში
და განპირობებულია სხეულის ვისკოზური წინააღმდეგობით.
დაძაბულობის ზღვარი - უსაფრთხო დაგრძელების ზღვარი.

იზომეტრიული კუნთი-სტატიკურია. მათი შეკუმშვის დროს სხეული უძრავი რჩება,


რადგან კუნთის სიგრძე არ იცვლება.
იზოტონური კუნთი- დინამიურია. მათი შეკუმშვის დროს სხეულის ნაწილი
მოძრაობს. კუნთის დაძაბულობა კი მუდმივია. იზოტონური კუნთები იყოფა.
1)კონცეტრული (მოკლდება დაძაბვის დროს) და 2)ექსცენტრიული(გრძელდება
დაძაბვის დროს).
ტონუსი - კუნთების დაძაბვა მოსვენებულ მდგომარეობაში.

ჰილის განტოლება- დამოკიდებულება კუნთის შეკუმშვის სიჩქარესა და მის მიერ


გამომუშავებული ძალას შორის მუდმივია. სიჩქარის გაზრდით ძალა მცირდება და
პირიქით.
(F+a)(V+b)=const (ეს ფორმულა მგონი შეცდომითაა(წიგნშიც))
const-ყველა კუნთის აქტივაციის ენერგია ერთნაირია.
კუნთის შეკუმშვის პროცესში გამოყოფილი ენერგია კუნთის აქტივაციისა და
შეკუმშვის ენერგიის ჯამის ტოლია. აქტივაციის ენერგია განისაზღვრება შინაგანი
ვისკოზურობით. შეკუმშვის ენერგია კუნთის დამოკლების
პირდაპირპროპორციულია.
კუნთები, როგორც თერმოდინამიკური სისტემა ........

რხევა- ფიზიკური სიდიდის ცვლილება დროის ერთეულში.


რხევის პერიოდი - ერთი სრული რხევის შესრულებისათვის საჭირო დროის
𝑙
ინტერვალი. T=1/𝜐 (წმ) T=2𝜋√𝑔 სადაც ℓ - ძაფის სიგრძე, ხოლო g -თავისუფალი ვარდნის აჩქარება.

𝑚
T=2𝜋√ 𝑘 ზამბარიანი ქანქარა.
რხევის სიხშირე- გვიჩვენებს დროის ერთეულში შესრულებულ რხევათა
1
რაოდენობას. 𝜐 = 𝑇 [ჰერცი] [ჰც]
ამპლიტუდა - უდიდესი გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.
მიულევადი რხევის ამპლიტუდა მუდმივი სიდიდეა.
რხევის ენერგია -მერხევი სისტემის სრული ენერგია Eკ +Eპ-ს ტოლია. წონასწორულ
მდგომარეობაში მერხევი სხეულის Eკ. მაქსიმალურია, ხოლო Eპ=0. წონასაწრორული
მდგომარეობიდან მაქსიმალურად გადახრილი მერხევი სხეულის Eკ=0, ხოლო
Eპ=მაქს.
𝚨(𝒕)
მილევადობის დეკრემენტით - 𝑨(𝒕+𝑻) ახასიათებენ რხევის მილევადობას. გვიჩვენებს
დროის მიხედვით ამპლიტუდა რამდენჯერ შემცირდა. ამპლიტუდა მიისწრაფვის
რომ გახდეს ნულის ტოლი.
თავისუფალი რხევა- რხევა, რომელიც მხოლოდ შინაგანი ძალებით არის გამოწვეული
ყოველთვის მილევადია. ასეთი რხევების ამპლიტუდა დროის მიხედვით მცირდება
და 0 უტოლდება, რასაც განაპირობებს მერხევ სისტემაზე მოქმედი წინააღმდეგობის
ძალები. რომელთა დაძლევაზეც იხარჯება ენერგია. A დამოკიდებულია დროზე.
იძულებით რხევა- რხევა რომელზეც შინაგან ძალებთან ერთად მოქმედებენ გარეგანი
ძალები. იძულებითი რხევისას A დამოკიდებულია გარეშე პერიოდული ძალების
სიხშირეზე (𝜔) და მუდმივი სიდიდეა.

რეზონანსი - გარეშე პერიოდული ძალის სიხშირის გარკვეულ მნიშვნელობაზე


იძულებითი რხევის A აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობას. გარეშე პერიოდული
ძალის სიხშირის ამ მნიშვნელობას რეზონანსული სიხშირე ეწოდება.
რეზონანსი ეწოდება იძულებითი მერხევი სხეულის ამპლიტუდის მკვეთრ ზრდას,
როდესაც იძულებითი ძალის სიხშირე სხეულის რხევის საკუთარი სიხშირის ტოლია.
ავტორხევები - იძულებით რხევების ერთ-ერთი სახე ამ შემთხვევაში მილევადი
რხევითი სისტემა და ენერგიის წყარო გაერთიანებულია ერთ სისტემად, რხევით
სისტემასა და ენერგიის წყაროს შორის არსებული უკუკავშირის მექანიზმის
წყალობით. ავტორხევა მიმდინარეობს საკუთარი სიხშირის მიხედვით და
მიულევადია. მაგ.: საათი, გული.

ჰარმონიული რხევა-როდესაც მერხევი სიდიდის ცვლილება აღიწერება სინუსის ან


კოსინუსის ფუნქციით.
Χ = 𝐴𝑜 𝑠𝑖𝑛(𝑤𝑜 𝑡 + 𝜑)
𝑤𝑜 − ციკლური სიხშირე
𝜑 − რხევის ფაზა

მექანიკური ტალღა- დრეკად გარემოში რხევითი მოძრაობის გავრცელების პროცესი.


ტალღის სიგრძე - მანძილი რომელზეც ვრცელდება ტალღა რხევის პერიოდის
განმავლობაში. 𝜆 = 𝜐Τ
ტალღაში ნაწილაკები ერთ ფაზაში არ ირხევიან, ნაწილაკები , რომელთა ფაზათა
სხვაობა 2𝜋-ის ჯერადია, ერთ ფაზაში ასრულებენ რხევას. ამიტომ მანძილი ორ
უახლოეს ნაწილაკს შორის, რომელთა რხევის ფაზათა სხვაობა 2𝜋 -ის უდრის
ტალღის სიგრძის ტოლია.
ტალღის გავრცელებისას ხდება ენერგიის გადატანა და არა ნაწილაკებისა.
გრძივი ტალღა- როდესაც ცალკეული ნაწილაკების რხევის მიმართულება ემთხვევა
ტალღის გავრცელების მიმართულებას. გრძივი ტალღა ვრცელდება როგორც მყარ,
ასევე თხევად და აირად გარემოში.
განივი ტალღა- როდესაც ტალღის გავრცელების დროს ნაწილაკები ირხევიან
ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად. ვრცელდება მხოლოდ მყარ გარემოში
აღიძვრება თუ სხეულში ადგილი აქვს ძვრის დეფორმაციას. განივია : სითხის
ზედაპირული ტალღა, პულსური ტალღა.
ინტერფერენცია- როდესაც, ორი ან მეტი ტალღა ერთდროულად ვრცელდება
გარემოში წარმოქმნიან ახალ ტალღას. დამახასიათებელია კოჰერენტული
ტალღებისათვის. ორი ტალღა კოჰერენტულია თუ ერთნაირი ფაზები გააჩნია.
დიფრაქცია- ტალღის მიერ დაბრკოლების შემოვლის პროცესი.
ტალღის არეკვლა-ორი გარემოს გაყოფის ზედაპირიდან ტალღა გავრცელებისას
აირეკლება და უკან ბრუნდება. სრულად არეკლილი ტალღის ენერგია და სიჩქარე
უცვლელი რჩება.
ტალღის გარდატეხა-ხდება, როდესაც ტალღა ვრცელდება ერთი არიდან მეორეში.
გარდატეხის დროს სიხშირე არ იცვლება, იცვლება ტალღის სიგრძე.
ზედაპირს, რომელსაც მიაღწევს ტალღა დროის მოცემულ მომენტში, ტალღის
ფრონტი ეწოდება. ხოლო ზედაპირს, რომელზეც განლაგებული ნაწილაკები ერთი და
იგივე ფაზაში ირხევიან ტალღის ზედაპირი. ტალღას გააჩნია მხოლოდ ერთი
ფრონტი. ტალღის ზედაპირი მრავალია.

ტალღის განტოლება.

𝑶𝑴 𝒙
𝜸 = 𝚨 𝐬𝐢𝐧 [𝑾𝑶 (𝒕 − )] = 𝑨 𝐬𝐢𝐧[𝒘𝒐 (𝒕 − 𝒗)]
𝒗
𝛾(𝑥, 𝑡)-გარემოს ნაწილების გადაადგილებაა წონასწორობის მდგომარეობიდან.
A-ამპლიტუდა.
𝑤𝑜 − ციკლური სიხშირე
x და M წერტილის კოორდინატები.
წონასწორული მდგომარეობიდან გარშემო გარემოს ნაწილაკების რხევა
დამოკიდებულია ამ წერტილების კოორიდინატებზე და დროზე.

ბგერა
ბგერა- მექანიკური ტალღა, რომელიც ვრცელდება აირში, სითხეში, მყარ გარემოსა და
პლაზმაში. ვერ ვრცელდება ვაკუუმში.

კომპრესიული (კუმშვითი) ტალღები- ბგერა ვრცელდება აირებში, პლაზმასა და


სითხეებში გრძივი ტალღების სახით.

გრძივი ბგერითი ტალღები - არის ლოკალური კუმშვით და გაფართოებით


განპირობებული ცვალებადი წნევის ფლუქტუაციები წონასწორული მდგომარეობის
გარშემო.

განივი ბგერითი ტალღა- განპირობებულია მყარი სხეულის ცვლადი დეფორმაციით


ტალღების გავრცელების პერპენდიკულარული მიმართულებით.

აკუსტიკური(ჰარმონიული) სპექტრი- ყოველი რეალური ბგერა შეიძლება


განვიხილოთ, როგორც სხვადასხვა სიხშირის მარტივი (ჰარმონიული) რხევების
ზედდების შედეგი. ზედდებაში მონაწილე სიხშირეთა ერთობლიობას რთული
ბგერის აკუსტიკურ სპექტრს უწოდებენ.

მუსიკალური ბგერა(რთული ტონი)- როდესაც აკუსტიკური სპექტრი წყვეტილია,


ესეიგი მოიცავს სიხშირეთა მხოლოდ განსაზღვრულ მნიშვნელობებს.

მარტივი ტონი- როდესაც მუსიკალური ბგერის აკუსტიკური სპექტრი მხოლოდ ერთ


რომელიმე სიხშირეს მოიცავს. მაგ: კამერტონი. დამახასიათებელია სინოსოიდური
ტალღა(გრძივი).

ძირითადი ტონი- რთული ტონის აკუსტიკურ სპექტრში ყველაზე დაბალი სიხშირის


მარტივი ტონი. სხვა დანარჩენი -ობერტონი. ობერტონების სიხშირე ძირითადი
ტონის სიხშირის მთელი ჯერადია.

რეალური ბგერა სხვადასხვა სიხშირის მარტივი ბგერების შეკრების შედეგია.


ადამიანის ხმა და მუსიკალური ინსტრუმენტების უმრავლესობა წარმოქმნის
კომპლექსურ ბგერებს.

ხმაური- ბგერა რომლის აკუსტიკური სპექტრი სიხშირეთა უწყვეტ თანმიმდევრობას


მოიცავს.

ბგერითი ტალღის გადაადგილების დროს გარემოს ნაწილაკები განიცდიან


პერიოდულ გადაადგილებას (რხევას). ამ დროს ადგილი აქვს ბგერითი ტალღის
ენერგიის გადაცემას გარემოს ნაწილაკებზე და ამ ენერგიის ნაწილაკების კინეტიკურ
ენერგიებად გარდაქმნას.
ბგერითი ტალღა - კომპრესიული ტალღაა. გარემოზე მისი მექანიკური ზემოქმედება ტალღის მიერ
წარმოქმნილი წნევის პერიოდული ცვალებადობითაა განპირობებული და მისი ეფექტი წნევის
პერიოდული ცვალებადობის ამპლიტუდით(რაც ტალღის ინტენსივობას შეესაბამება) განისაზღრება.

ბგერითი ტალღის ფიზიკური მახასიათებლები: სიხშირე, ტალღის სიგრძე, პერიოდი, ამპლიტუდა,


ინტენსივობა, გავრცელების სიჩქარე და მიმართულება.

ბგერითი ტალღის ამპლიტუდა- მაქსიმალური სხვაობა მაღალ და დაბალ წნევებს


შორის.

ბგერითი ტალღის სიხშირე - პიკების რაოდენობა, რომელიც გადის ფიქსირებულ


წერტილში 1 წამში.

ბგერითი ტალღის წნევა - P=𝝆𝒂𝒗 გარემოს ნაწილაკის მოძრაობის სიჩქარის, გარემოს


სიმკვრივისა და ტალღის გავრცელების სიჩქარის ნამრავლის ტოლია.

აკუსტიკური (ბგერის ) იმპედანსი- გარემოს ფიზიკური მახასიათებელი, რომელშიც


ვრცელდება ბგერითი ტალღა. დამოკიდებულია გარემოს სიმკვრივეზე და მის
ელასტიკურ თვისებებზე. არ არის დამოკიდებული ტალღის სიხშირეზე.
𝚭 = 𝝆𝒗
იმპედანსის ერთეული - 1 რაილი = კგ/მ^3 x მ/წმ = კგ/მ^2 წმ.

ენერგიის ნაკადი - დროის გარკვეულ ინტერვალში რაიმე ზედაპირის გავლით


გადატანილი ენერგიის ფარდობა დროის ამ ინტერვალთან.

ენერგიის საშუალო ნაკადი


𝚫𝑭
𝝋 = 𝚫𝑻
ენერგიის
𝒅𝑬
𝝋 = 𝒅𝑻
1ჯ/1წმ=1ვტ

ბგერითი ტალღის ინტენსივობა- ბგერითი ტალღის ენერგეტიკული მახასიათებელია.


იგი ტალღის წნევისა და გარემოს ნაწილაკის სიჩქარის ნამრავლის ტოლია I=Pa.(აქ
მგონი რაღაც შეცდომაა, წიგნში ეს არ წერია). ენერგიის ნაკადს რომელიც გადის
ტალღის გავრცელების მიმართულების მართობული ზედაპირის ფართის
ერთეულზე ინტენსივობა ეწოდება. [I]=ვტ/მ^2

ბგერითი ტალღის გავრცელების სიჩქარე- დამოკიდებულია მისი გავრცელების


გარემოს თვისებებზე, წნევაზე და ტემპერატურაზე.

აკუსტიკური ბგერები. აკუსტიკური ბგერის წარმოქმნის ძირითადი ფიზიკური


მექანიზმი. 20 ჰც-დან 20000 ჰც-მდე ინტერვალში არსებულ ბგერებს აკუსტიკური
ბგერები ეწოდება, რომელსაც ადამიანის სმენის ორგანო აღიქვამს. ბგერითი ტალღები
წარმოიქმნება ფილტვებიდან ამოსუნთქული აირის ტრაქეაში და პირის ღრუში
მოდულაციის შედეგად. ბგერითი ტალღა წარმოიქმნება მხოლოდ ამოსუნთქვის
დროს. ამოსუნთქული ჰაერი ვრცელდება ხორხში. პირის ღრუ ასრულებს
რეზონატორის ფუნქციას ანუ პირის ღრუს მოცულობის ცვლილების მეშვეობით
ხდება ბგერის მოდულაცია. ხმოვანი ბგერები წარმოიქმნება პირის ღრუს
მოდულაციის შედეგად. თანხმოვანი ბგერების წარმოქმნისათვის საჭიროა ენისა და
ტუჩების მოძრაობა.

სმენის ძირითადი ბიოფიზიკური მექანიზმი. ყურის ნიჟარა მოქმედებს, როგორც


კოლექტორი, რომელიც ბგერითი ტალღის გავრცელებას აძლევს მიმართულებას
ყურის გარეთა სასმენ არხში. ბგერითი ტალღა იწვევს დაფის აპკის რხევას, რომელიც
ვრცელდება ჰაერით სავსე შუა ყურში და იწვევს სამი პატარა ძვლის რხევით
მოძრაობას. შუა ყურის ძვლების რხევითი მოძრაობა აძლიერებს ყურის აპკის რხევის
ამპლიტუდას, გადასცემს გაძლიერებულ ტალღას და იწვევს შიგა ყურის ლოკოკინას
ოვალური ფანჯრის მემბრანის რხევას. ოვალური ფანჯრის ფართობი დაფის აპკის
ფართობზე 40-ჯერ მცირეა, რაც კიდევ უფრო ზრდის ბგერითი ტალღის
ინტენსივობას.

შუა ყურს ორი ფუნქცია გააჩნია:


1) იმპედანსის წარმოქმნა
2) შიგა ყურის ხმამაღალი ბგერისაგან დაცვა.
შუა ყურში გავრცელებული ტალღის ზემოქმედებით ოვალური ფანჯარა იწყებს
ვიბრაციას, რის შედეგადაც რხევა კომპრესიული ტალღის სახით გადაეცემა შიგა
ყურის სითხეს. ეს სითხე გავრცელდება ბაზალური მემბრანის გასწვრივ და
გამოიწვევს მრგვალი ფანჯრის საპირისპირო დეფორმაციას, რაც ხელს უწყობს შიგა
ყურში წნევის გაწონასწორებას. კომპრესიული ტალღა ვრცელდება შიგა ყურის
ბაზალურ მემბრანაზე ოვალურ ფანჯარასთან და თავდება ლოკოკინას მეორე
ბოლოზე. გავრცელების პროცესში ტალღის ამპლიტუდა იზრდება, შემდეგ მცირდება.
ბაზალური მემბრანის რხევასთან ერთად ირხევიან მასზე განლაგებული ბუსუსები,
რომელთა მოსაზღვრე ფილამენტები უზრუნველყოფენ K+-ის სელექციური არხების
გახსნას, მემბრანის დეპოლარიზაციას და მოქმედების პოტენციალის აღმოცენებას.
შიგა ყურის ბაზალური მემბრანა ვიწრო და ხისტია ოვალური ფანჯრის სიახლოვეს.
ფართეა და მოდუნებული მეორე მხარეს. შესაბამისად, ბუსუსოვანი უჯრედები
მაღალი სიხშირით ირხევიან ოვალური ფანჯრის სიახლოვეს , ხოლო დაბალი
სიხშირით მეორე მხარეს.

იმპედანსის წარმოქმნა- სმენადობის ზღვრული სიხშირისათვის მერხევი ნაწილაკების


მოძრაობის სიჩქარე და ყურის აპკის გადაადგილება ძალიან მცირეა. ამიტომ სმენითი
აღქმის მიღწევისათვის საჭიროა რხევის გაძლიერება. ლოკოკინაში წყლის იმპედანსი
4000-ჯერ მაღალია, ვიდრე აირის, ამიტომ ლოკოკინაში სითხის რხევა უფრო მეტ
ენერგიას მოითხოვს. იმპედანსის სხვაობას წარმოქმნის დაფის აპკი, რომელიც
ბგერითი წნევის ზემოქმედებით იწყებს მექანიკურ რხევას და რხევას გადასცემს შიგა
ყურში სითხეს. რხევა ლოკოკინის სითხეში უფრო ინტენსიურია, ვიდრე შუა ყურის
აირში.

ხმამაღალი ბგერისგან დაცვა- შუა ყურის კუნთოვანი სისტემა იცავს ყურს ხმამაღალი
ბგერებისგან, იკუმშებიან ხმამაღალი ხმაურის საპასუხოდ.

აკუსტიკური ბგერების ობიექტური და სუბიექტური მახასიათებლები.


ობიექტური მახასიათებლები - აკუსტიკური სპექტრი, სიხშირე, ამპლიტუდა,
ინტენსივობა, პერიოდი.
სუბიექტური მახასიათებლებია- 1)ბგერის სიმაღლე (ტონი)-სიხშირე. რაც უფრო
დიდია ბგერის სიხშირე, მით მეტია ბგერის სიმაღლე.
2)ხმამაღლობა - ინტენსივობა. ორი ერთნაირი ინტენსივობისა და სხვადასხვა
სიხშირის ბგერას ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. ის ბგერა მოეჩვენება უფრო
ხმამაღლად, რომელიც უფრო ახლოა 2500-3000 ჰც-ის ინტერვალთან.
3)ტემბრი - აკუსტიკური სპექტრი.

სმენადობის ზღვარი ინტენსივობის დონე და ვებერფეხნერის კანონი. ხმამაღლობა.

ინტენსივობის ქვედა ზღვარი - 𝚰 = 𝟏𝟎−𝟏𝟐 ვტ/მ𝟐 სმენადობის ზღვარი ეწოდება, რადგან


მასზე ნაკლები ინტენსივობის ბგერებს ადამიანის სმენის ორგანო ვერ აღიქვამს
ინტენსივობის ზედა ზღვარი -𝚰 = 𝟏𝟎 ვტ/მ𝟐 ტკივილის შეგრძნების ზღვარს უწოდებენ
რადგან, მასზე მაღალი ინტენსივობის ბგერების ადამიანის სმენის ორგანო ვერ
აღიქვამს და მხოლოდ ტკივილის შეიგრძნობს.

სმენადობის ზღვარი - 𝟏𝟎−𝟏𝟐 − 𝟏𝟏𝟎ვტ/მ𝟐 (110-ის მაგივრად 10 უნდა იყოს ბოლოს)

ვებერფეხნერის კანონი - თუ ხმამაღლობის დონე იზრდება გეომეტრიული


პროგრესიით, ბგერის შეგრძნება გაიზრდება არითმეტიკული პროგრესიით.
𝐸 = 𝐾𝑙𝑔(𝑙/𝑙0 ) ფსიქოფიზიკური კანონი.
E-ხმამაღლობა
K-კოეფიციენტი დამოკიდებულია ბგერის სიხშირეზე და ინტენსივობაზე . მუდმივი
რომ ყოფილიყო ხმამაღლობისა და ინტენსივობის დონეთა სკალა ერთმანეთს
დაემთხვეოდა.

აკუსტიკური ბგერების გამოყენება მედიცინაში.


სტეტოსკოპი(ფონეიდოსკოპი) - უზრუნველყოფს ბგერების შეკრებას გულმკერდით
შემოსაზღვრული უბნიდან. აქვს დიაფრაგმა და გუმბათი. დიაფრაგმას ათავსებენ
გულმკერდის ზედაპირზე. სხეულის შიგნით წარმოქმნილი ბგერები იწვევენ
დიაფრაგმის ვიბრაციას, რომელიც მილის მეშვეობით გადაეცემა ყურს. სტეტოსკოპის
გუმბათი უზრუნველყოფს დაბალი, ხოლო დიაფრაგმა მაღალი სიხშირეების
გადაცემას.

ფონოკარდიოგრაფია- მეთოდი რომელიც იძლევა გულის მიერ პროდუცირებული


ბგერითი ტალღების ფიქსაციას. გამოიყენება ასევე პულსური ტალღის სიჩქარის
გასაზომად.
აუდიომეტრია- მეთოდი რომლითაც იკვლევენ ადამიანის სმენის ორგანოს
მგრძნობელობის დამოკიდებულებას ბგერის სიხშირეზე. ე.ი. ვადგენთ მოცემული
სიხშირის ბგერითი ტალღის სმენადობის ზღვარს.

ინფრაბგერა
ინფრაბგერა, მათი წარმოშობა და ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ბიოფიზიკური
მექანიზმები.
ინფრაბგერა- დრეკად გარემოში გავრცელებული მექანიკური ტალღა, რომლის
სიხშირე არ აღემატება 20ჰც-ს. მათ ადამიანის სმენის ორგანო ვერ აღიქვამს.
ინფრაბგერის სიხშირე ძალიან დაბალია ამიტომ ჰაერში გავრცელებისას მისი ენერგია
ძალიან სუსტად შთაინთქმება, რის გამოც ინფრაბგერის გარემოში გავრცელების
უნარი საკმაოდ დიდია. ინფრაბგერას შეუძლია ძალიან დიდი მანძილების დაფარვა
ძალიან მცირე დისიპაციით (ენერგეტიკული დანაკარგით). გამოირჩევა დიფრაქციის
მაღალი უნარით.
ბუნებრივი წყაროებია- მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ქარიშხალი, ოკეანის
ტალღები, ზვავი, ჩანჩქერი, ელვა. ძლიერი შტორმის დროს შუა ოკეანეში
აღმოცენებული ტალღები წარმოქმნის 0,2ჰც სიხშირის ინფრაბგერას, რომელსაც
მიკრობარი ეწოდება. ასეთ დაბალ სიხშირეზე ატმოსფეროს დაბალი აბსორბციის გამო
მიკრობარი რამდენიმე ათას კმ-ზე ვრცელდება რაც ადვილად ფიქსირდება
დედამიწაზე არსებულ დეტექტორებზე. ხელოვნური წყაროებია - სხვადასხვა
ტექნიკური მოწყობილობები, ქიმიური და ბირთვული აფეთქებები.
ადამიანი და ინფრაბგერა- ინფრაბგერები რომელთა სიხშირეები მიეკუთვნება 2-15 ჰც
ინტერვალს განსაკუთრებით საზიანოა ორგანიზმისათვის. ამის მიზეზია
რეზონანსული მოვლენები-ადამიანის შინაგანი ორგანოების რხევის საკუთარი
სიხშირეებიც ამ ინტერვალს მიეკუთვნება. ამიტომ როდესაც ინფრაბგერის სიხშირე
გაუტოლდება ამ სიხშირეს, ადგილი აქვს რეზონანს. 7ჰც- ნეირონის დაზიანება.
1-3 ჰც სუნთქვის რითმის დარღვევა. 5-9ჰც ტკივილი გუმ-მკერდის არეში.

ინფრაბგერების გამოყენება მედიცინაში- 1)ინფრაბგერითი პნევმომასაჟი (4 ჰც).


2)თერმოვიბრაციული მასაჟი (10 ჰც).

ულტრაბგერა
ულტრაბგერა-დრეკად გარემოში გავრცელებული გრძივი მექანიკური ტალღა,
რომლის სიხშირე იცვლება 2 x 10^4 - 109 ჰც დიაპაზონში. ულტრაბგერის აღქმა
ადამიანს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერითი ტალღა დაეცემა
თავის ქალას ძვლებს და შეაღწევს შიგა ყურის ლოკოკინაში შუა ყურის გავლის
გარეშე. ულტრაბგერითი ტალღების მაღალი სიხშირის გამო მათი ტალღის სიგრძე
მცირეა. ულტრაბგერითი ტალღის სიგრძე დამოკიდებულია გარემოს სიმკვრივეზე
და მისი მინიმალური მნიშვნელობა განისაზღვრება გარემოს მოლეკულებს შორის
საშუალო მანძილით.
ულტრაბგერის წყარო (პიეზოელექტრული გარდაქმნები) ულტრაბგერითი ტალღის
მისაღებად გამოიყენება ელექტროსტრიქციისა და მაგნიტოსტრიქციის მეთოდები.

პიეზოელექტრული ეფექტი- როდესაც საგანი განიცდის დეფორმაციას იძენს მუხტს.


ელექტროსტრიქციის მეთოდი - შებრუნებული პიეზოელექტრული ეფექტი.
ფირფიტა, რომელიც შედგება დიელექტრიკული ტიპის კრისტალისაგან, შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ, როგორც ორი მესრის გაერთიანება, ზედა შედგება დადებითი
იონებისგან. ქვედა - უარყოფითისაგან. თუ მას მოვათავსებთ ელექტრულ ველში
მესრები წაინაცვლებენ ერთი მეორის საპირისპიროდ, რაც გამოიწვევს კრისტალის
დეფორმაციას. თუ ამ ფირფიტას მოვათავსებთ ცვლად ელექტრულ ველში და
დრეკად გარემოში, იგი აღძრავს მექანიკურ ტალღებს ე.ი. გადაიქცევა მექანიკური
ტალღების წყაროდ. მუხტის საშუალებით ხდება დეფორმაცია.

მაგნიტოსტრიქციის მეთოდი - დეფორმირების წყაროა ელექტრული ველი. თუ


პარამაგნიტურ ნივთიერებას მოვათავსებთ ინდუქციურობის კოჭას ღრუში და კოჭას
მივუერთებთ დენის წყაროს, აღიძვრება ცვლადი მაგნიტური ველი. მაგნიტური
ველის ზემოქმედებით ნივთიერება განიცდის დეფორმაციას, რის გამოც იგი იქცევა
რხევის წყაროდ. თუ მას მოვათავსებთ დრეკად გარემოში, მაშინ გავრცელდება
ტალღა.
ულტრაბგერის ურთიერთქმედება ცოცხალ ქსოვილებთან(მექანიკური, სითბური და
ფიზიკო-ქიმიური ეფექტები) კავიტაცია, ულტრაბგერის გამოყენება მედიცინაში.
ულტრაბგერების ზემოქმედება ცოცხალ ქსოვილზე ვლინდება : მექანიკური,
სითბური და ფიზიკურ-ქიმიური ეფექტებით.
1)მექანიკური ეფექტი- გარემოზე ბგერითი ტალღის მექანიკური ზემოქმედება
განპირობებულია ტალღის მიერ წარმოქმნილი წნევის პერიოდული ცვლილებით და
ეს ეფექტი წნევის ცვალებადობის ამპლიტუდით განისაზღვრება.
2)სითბური მოქმედება - ულტრაბგერითი ტალღა ენერგიის მატარებელია. ქსოვილში
გავრცელების დროს ტალღის ენერგია მცირდება გარემოს ნაწილაკებთან
ურთიერთქმედების შედეგად : ნაწილი აირეკლება გარემოს ნაწილაკებიდან და
გაიფანტება სხვადასხვა მიმართულებით. ნაწილს შთანთქამენ გარემომცველი
ნაწილაკები და ის ამ ნაწილაკების სითბურ ენერგიად გარდაიქმნება.
3)ფიზიკურ-ქიმიური ეფექტი - ეს ვერ გავიგე

კავიტაციის ეფექტი- ქსოვილების მიერ ენერგიის შთანთქმის არაპირდაპირი გზა


(დუღილი) კავიტაცია- სითხეში მცირე ზომის აირით სავსე ბუშტების წარმოქმნის
მოვლენა. კავიტაციის ბუშტუკის წარმოქმნისას სითხის წნევა მცირდება მისი აირადი
მდგომარეობის მნიშვნელობამდე. კავიტაციის ფიზიკური მექანიზმი დუღილის
მსგავსია(დუღილი იწყება, როდესაც სითხეში ლოკალური ორთქლის წნევა იზრდება
გარემომცველი სითხის წნევასთან შედარებით და არსებობს საკმარისი ენერგია
აირად მდგომარეობაში გადასასვლელად) მათ შორის მთავარი განსხვავება ორთქლის
წარმოქმნაა. კავიტაციის დროს გაფართოების მომენტში ლოკალური წნევა მცირდება
გაჯერებული ორთქლის წნევასთან შედარებით, მცირე ჩანასახი ბუშტუკები
იზრდებიან, სანამ წნევა არ მიაღწევს ზღვრულს, რის შემდეგაც ბუშტუკები სწრაფად
სკდებიან ხმაურით. ბუშტშიგა არის ენერგია სწრაფად გადაეცემა გარემომცველ
სითხეს, რაც ვლინდება აკუსტიკური შოკური ტალღის ან ანთების სახით.

სტაბილური კავიტაცია- ბუშტუკები მოძრაობენ წრფივად, წონასწორული


მდგომარეობის გარშემო და არიან რეზონანსულები.

არასტაბილური კავიტაცია- როდესაც ტალღის ენერგია მაღალია, მაღალია


ტემპერატურაც. ბუშტუკები სწრაფად იზრდებიან, სკდებიან და გამოასხივებენ
ენერგიას.

1)არეკვლა - ......
2)ტრანსმისია- ულტრაბგერითი ტალღის ენერგიის ნაწილი ვრცელდება გამოსაკვლევ
ობიექტში მექანიკური ტალღის სახით.
3)გაფანტვა- ტალღის ენერგიის ნაწილი იფანტება გარემოსთან ურთიერთქმედების
შედეგად.
4)სიხშირის დოპლერისეული წანაცვლება- ულტრაბგერითი ტალღის სიხშირე
იცვლება მოძრავ ობიექტებთან ურთიერთობისას.

ულტრაბგერის გამოყენება მედიცინაში:


1)დეფექტოსკოპიის მეთოდი -გამოსაკვლევი ობიექტის შიგნით არსებული
დაზიანებებიდან ულტრაბგერები აირეკლებიან. არეკლილი ნაკადის შესწავლით კი
განვსაზღვრავთ დაზიანების ზომას და მდებარეობას.

დოპლერის ეფექტი- მდგომარეობს ტალღის სიხშირის ცვლილებაში ტალღის წყაროსა


და ტალღის მიმღების ურთიერთქმედების დროს. მართებულია მექანიკური,
ელექტრო-მაგნიტური, გრავიტაციული ტალღების შემთხვევაში. წყაროს მიერ
ინდუცირებული ბგერითი ტალღის სიხშირე არ იცვლება. ამ ცვლილებას მხოლოდ
მიმღები აფიქსირებს.

1. თუ ბგერითი ტალღის მიმღები უძრავია და მოძრაობს წყარო მაშინ :


1) თუ წყარო უახლოვდება მიმღებს, მიმღების მიერ ფიქსირებული ბგერის სიხშირე
მეტია წყაროს მიერ ინდუცირებულ სიხშირეზე.
2)როცა წყარო შორდება მიმღებს, მიმღების მიერ ფიქსირებული ბგერის სიხშირე
ნაკლებია წყაროს მიერ ინდუცირებულ სიხშირეზე.

2)თუ ბგერითი ტალღის მიმღები მოძრაობს და წყარო უძრავია:


1)თუ მიმღები უახლოვდება წყაროს ტალღის სიგრძე არ იცვლება, მაგრამ ბგერითი
ტალღის მიერ განვლილ მანძილს მიმღები აღრიცხავს არა იმავე T დროს არამედ ახალი
𝑻′ დროის შემდეგ. ამ დროს ახლად წარმოქმნილი 𝑻′ დრო ნაკლებია თავდაპირველ T
დროზე ხოლო 𝑻′ < 𝑻
2)როდესაც მიმღები შორდება წყაროს 𝑻′ > 𝑻

3.როდესაც წყარო და მიმღები მოძრაობენ ერთდროულად მიმღების მიერი


აღრიცხული სიხშირე შეიძლება იყოს როგორც მეტი ასევე ნაკლები იმის მიხედვით
თუ როგორია სიჩქარეების სიდიდე.

სითხეებისა და აირების ბიომექანიკა


სითხე- მატერიის ისეთი სახეა, რომელიც სხვადასხვა სახის ზემოქმედების
პირობებში ვერ ინარჩუნებს წონასწორულ მდგომარეობას და ზემოქმედების
განმავლობაში განიცდის დეფორმაციას.

სითხეების სტატიკა- მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სითხეების მოსვენების


ანუ წონასწორულ მდგომარეობას.
სითხეების დინამიკა- მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სითხეებს მოძრაობის
პროცესში.
ჰიდროსტატიკა -ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს უძრავი სითხეების ფიზიკურ
თვისებებს და მათ წონონასწორულ მდგომარეობებს.

ჰიდროდინამიკა- ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს უკუმშველი სითხეების


დინებას და მათ მყარ სხეულებთან ურთიერთქმედების კანონზომიერებებს.
ჰემოდინამიკა- ბიომექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სისხლის მიმოქცევას
სისხლძარღვთა სისტემაში.

სითხის წნევა- მყარი სხეულის ზედაპირის ფართობის ერთეულზე მართობულად


მოქმედი ძალა, რომელიც გამოწვეულია სითხის ფენების მხრიდან P=F/S (პა)
(პასკალი).

პასკალის კანონი- სითხეზე წარმოებული წნევა თანაბრად გადაეცემა სითხის ყველა


წერტილს ყველა მიმართულებით.

ჰიდროსტატიკური წნევა- უძრავად მყოფი სითხის წნევაა, რომელიც


განპირობებულია სითხეზე გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით (სითხის
წონით) ეფუძნება 2 პრინციპს : 1)პასკალის კანონი. 2)სითხის წნევა ერთნაირია
მოცემული ჰორიზონტალური სიბრტყის ყველა წერტილში. მოსვენების
მდგომარეობაში სითხის ჰიდროსტატიკური წნევა იზოტროპული პარამეტრია ე.ი.
ერთნაირია ზედაპირიდან h სიღრმეზე ნებისმიერ წერტილში. Ρ = 𝜌𝑔ℎ

არქიმედის კანონი- სითხეში ან აირში მოთავსებულ სხეულზე მოქმედებს ამომგდები


ძალა, რომელიც სხეულის მოცულობის მიერ გამოდევნილი სითხის ან აირის წონის
ტოლია.
𝐹ა = 𝜌სითხე 𝑔𝑣სხეული

ზიარჭურჭლის პრინციპი- ზიარჭურჭლის ერთ მუხლში წნევის მომატება იწევს


ზიარჭურჭლის მეორე მუხლში წნევის იგივე მნიშვნელობით ზრდას. ძალაში ვიგებთ
იმდენჯერ, რამდენჯერაც დიდი მუხლის ფართობი მეტია მცირე მუხლის ფართობზე
F2/F1=S2/S1

ზედაპირული დაჭიმულობა განპირობებულია მოლეკულების ურთიერთქმედების


ძალებით. სითხის სიღრმეში მოლეკულები ერთმანეთს მიიზიდავენ ყველა
მიმართულებით, ამიტომ ჯამური მიზიდულობა ნულის ტოლია. ზედაპირული
დაჭიმულობა ჰაერში უფრო სუსტია, ვიდრე სითხეში, ამიტომ სითხის ზედაპირზე
განლაგებული მოლეკულების მიზიდულობის ძალა მიმართულია სითხის შიგნით
და ყველა ზედაპირული მოლეკულა ცდილობს "ჩაიძიროს" სითხეში, რაც იმას
ნიშნავს რომ ცდილობს მიიღოს ზედაპირის მინიმალური ფართობი.
ზედაპირული დაჭიმულობა რიცხობრივად ტოლია ზედაპირის კონტურის სიგრძის
𝐹
ერთ ერთეულზე მოქმედი ძალისა. 𝜎 = 𝑙
ზედაპირული მოლეკულების ერთობლიობა წააგავს დრეკად, გაჭიმულ აპკს,
რომელიც ცდილობს თავისი ფართობის შემცირებას. ამ პროცესს აბალანსებს
მხოლოდ კუმშვადობის მიმართ სითხის რეზისტენტობა.
ზედაპირული დაჭიმულობა განისაზღვრება იმ მუშაობით, რომელიც საჭიროა სითხის
მოლეკულების ხარჯზე ზედაპირის ფართობის ერთი ერთეულით გასაზრდელად. ანუ
იგი სითხის ზედაპირზე თავისუფალ ენერგიას განსაზღვრავს. ზედაპირული
დაჭიმულობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ტემპერატურის გაზრდით იგი
მცირდება.

სითხის დამასველებლობა და კაპილარული ეფექტი.


სითხის ზედაპირს მენისკი ეწოდება.
დამასველებელი სითხე- თუ ურთიერთქმედება სითხისა და მყარი სხეულის
მოლეკულების შორის უფრო ძლიერია, ვიდრე სითხის მოლეკულებს შორის, მაშინ
მენისკი ჩაზნექილია. ამ დროს კოსინუსის მნიშვნელობა დადებითია და სხეულის
ზედაპირული დაჭიმულობა დაბალია. სითხე დამასველებელია , ნიშნავს რომ ხდება
ადჰეზია ჭურჭლის კედლის მიმართ და სრულდება მუშაობა მყარი სხეულის
ზედაპირთან კონტაქტის გაზრდის და სისტემის საერთო პოტენციური ენერგიის
მინიმიზაციის მიზნით.

არადამასველებელი სითხე-თუ ურთიერთქმედება სითხისა და მყარი სხეულის


მოლეკულებს შორის უფრო სუსტია, ვიდრე სითხის მოლეკულებს შორის, მაშინ
მენისკი ამოზნექილია. კოსინუსის მნიშვნელობა უარყოფითია.

კაპილარული ეფექტი- დაკავშირებულია წვრილ, თავღია კაპილარში სითხის


ზედაპირის ცვლილებაზე გარემომცველ სითხის დონესთან შედარებით. სითხისა და
მილის მოლეკულებს შორის ურთიერთქმედების ხასიათზე დამასველებელი სითხის
შემთხვევაში კაპილარში დონე მაღლა იწევს, არადამასველებლის შემთხევაში -
დაბლა.

ლაპლასის კანონი- მუდმივი წნევის პირობებში სისხლძარღვის კედელზე მოქმედი


სისხლის წნევის ძალა სისხლძარღვის რადიუსის პირდაპირპროპორციულია. დიდი
რადიუსის გამო მცირე დაჭიმულობა აქვთ, რის გამოც მათი კედლების სისქე თხელია.
ანუ ფიზიოლოგიურად სისხლძარღვების სისქე მცირდება რადიუსის ცვლილების
უკუპროპორციულად. აქედან გამომდინარე ჰიპერტენზიის ან ანევრიზმის დროს
ვენის დაზიანება შეიძლება მოხდეს სისხლძარღვის რადიუსის უმნიშვნელო
მომატების შემთხვევაშიც.
განვიხილოთ თხევადი აპკი: თავისი თავისუფალი ენერგიის მინიმიზაციის მიზნით
აპკი ქმნის წნევათა სხვაობას მის ორივე ზედაპირს შორის. აპკი იკუმშება მანამ, სანამ
სითხის წვეთის შიგნით წნევა არ გახდება ატმოსფერულზე მაღალი, ამისთვის
საჭიროა დამატებითი წნევა, ზედაპირის ნებისმიერ წერტილში დამატებითი წნევა
დამოკიდებულია ამ წერტილში ზედაპირის საშუალო სიმრუდეზე და განისაზღვრება
ლაპლასის კანონით.

K=½(1/R+1/r)

აქ R და r ზედაპირის სიმრუდის მთავარი რადიუსებია.

K - საშუალო სიმრუდე.

წნევის ნამატი ΔP=2Kα(სიგმა).

ბერნულის კანონი- ჰორიზონტალურ მილში მოძრავი იდეალური (არაბლანტი)


სითხის წნევა მეტია იქ , სადაც სიჩქარე ნაკლებია და პირიქით. სტატიკურ და
დინამიკურ წნევათა ჯამს სრული წნევა ეწოდება
𝑃𝑉 2
𝑃+ = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡 (უნდა იყოს რო ვე კვადრატი)
2
სტატიკური წნევა დინამიკური წნევა

სტაციონარული დინება- სითხის დინება, როდესაც ყოველ წერტილში სიჩქარე


დროის მიხედვით არ იცვლება. დედამიწისადმი დახრილ მილში.
𝑃𝑉 2
𝑃 + 𝜌𝑔ℎ + = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡 (უნდა იყოს რო ვე კვადრატი)
2

სითხის ჭავლის (ნაკადის) სტაციონარობის განტოლება- როდესაც სითხის დინება


სტაციონარულია , დენის მილის ზედაპირი არ გადაიკვეთება სითხის ნაწილაკების
მიერ. მასში სითხე მიედინება ,როგორც მყარ კედლებიან მილში.
Sv=const - მილის განივ კვეთში დროის ერთეულში გასული სითხის მოცულობა.
ყოველ წერტილში დენის მილის ნებისმიერი განივკვეთისათვის Sv ნამრავლი
ერთიდაიგივეა. მილის კვეთის ფართობის შემცირებასთან ერთად იზრდება სითხის
მილში მოძრაობის სიჩქარე.

შინაგანი ხახუნი სითხეებში. სითხის სიბლანტე. ნიუტონისეული და


არანიუტონისეული სითხეები.
შინაგანი ხახუნი- სითხის ცალკეული ფენები მოქმედებენ ერთმანეთზე და
წარმოქმნიან ხახუნის ძალებს.
სიბლანტე- დინამიკური პარამეტრია, ვლინდება მხოლოდ სითხის მოძრაობის დროს
და ასახავს სითხის შინაგან რეზისტენტობას დინების მიმართ.

იდეალური სითხეები- არაბლანტი სითხეებია. რეალური სითხეები -ბლანტი. დაბალი


სიბლანტის მქონე სითხე მაღალი დენადობით ხასიათდება.

ნიუტონისეული სითხე - ის სითხეებია, რომელთა სიბლანტის კოეფიციენტი 𝜂


დამოკიდებულია მხოლოდ სითხის თვისებებზე, ტემპერატურაზე და არაა
დამოკიდებული დინების დინამიკურ მაჩვენებლებზე(ე.ი. წნევასა და სიჩქარის
გრადიანტზე). (წყალი, გამდნარი მეტალები და მათი მარილები,
დაბალმოლეკულური ორგანული შენაერთები).

არანიუტონისეული სითხე- სითხეები, რომელთა სიბლანტის კოეფიციენტი


დამოკიდებულია როგორც სითხის თვისებებსა და ტემპერატურაზე, ასევე სითხის
დინების დინამიკურ მაჩვენებლებზე (სუსპენზიები, ემულსიები,
მაღალმოლეკულური ორგანული შენაერთები. მაგ:სისხლი).

ლამინარული და ტურბულენტური დინება. რეინოლდსის რიცხვი. ბლანტი სითხის


ლამინარული დინება ცილინდრულ მილში.

ლამინარული დინება - სითხის ნაწილაკები მოძრაობენ მილის კედლების


პარალელურად და არ გადადიან ერთი ფენიდან მეორეში, ერთმანეთს არ ერევიან.
ყოველ წერტილში სითხის სიჩქარე მუდმივი სიდიდეა და არ იცვლება დროის
მიხედვით. ლამინარულ დინებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც სითხის
დინების სიჩქარე ყველა სხვა უცვლელ პირობებში ნაკლებია კრიტიკულ
მნიშვნელობაზე. R<2000

ტურბულენტური დინება - როდესაც სითხის დინების სიჩქარე მეტია კრიტიკულ


მნიშვნელობაზე, ხდება ფენების ერთმანეთთან შერევა. ამ დროს სითხის ნაწილაკთა
ტრაექტორიები აღარაა მილის კედლების პარალელური. სითხის მოცემულ
წერტილში დინების სიჩქარე არ არის მუდმივი იგი იცვლება ქაოსურად. R>3000

რეინოლდსის რიცხვი - რეინოლდსის რიცხვით შეიძლება განისაზღვროს სითხის


დინების ხასიათი. ორი სხვადასხვა სითხის დინებას ექნება ერთნაირი ხასიათი თუ
რეინოლდსის რიცხვი ტოლია. სითხის დინების ხასიათი დამოკიდებულია სითხის
სიმკვრივესა და სიბლანტეზე.
2𝜌𝑣𝑟
𝑅= სადაც 𝜌 − სიმკვრივე, 𝜂 − სიბლანტე v-საშუალო სიხშირე r-მილის
𝜂
რადიუსი.

დინება გარდამავალია, თუ 2000<R<3000


ბლანტი სითხის ლამინარული დინება ცილინდრულ მილში- სისხლძარღვთა სისტემა,
რომელშიც სისხლი მიედინება წარმოდგენილია ელასტიკური, ცილინდრული
ფორმის კედლებითა და სხვადასხვა დიამეტრის მილებით. თუ ბლანტი სითხე
თანაბრად მიედინება მთელ სიგრძეზე ერთი და იმავე განივკვეთის ფართობის
მილში, სითხის ნაწილაკების სიჩქარეთა განაწილება რადიუსის გასწვრივ ერთი და
იგივე იქნება მილის ნებისმიერი წერტილისათვის. მილის ცენტრალური ღერძის
გასწვრივ დინების სიჩქარე დიდია, ხოლო მილის ზედაპირს მიკრული ფენა უძრავია.

პუაზეილის კანონი- ლამინირებული დინების დროს ნაკადის თითოეული ფენის


სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე ,თუ რამდენად დაშორებულია მოცემული ფენა
მილის ცენტრიდან. მილის კედლებთან მოლეკულები მოძრაობენ უფრო დაბალი
სიჩქარით. სითხის ფენების მილის კედლებთან ადჰეზიის გამო. რის გამოც სითხის
ნაკადის სხვადსხვა ფენების სიჩქარის განაწილება პარაბოლურ ხასიათს ატარებს.

𝚫𝑷
𝑽 = 𝝅 𝟖𝒍𝜼 𝑹𝟒
თუ მილის სიგრძე, რადიუსი და 𝑝1 და 𝑝2 არ იცვლება, მაშინ დროის ერთეულში
მილიდან გასული სითხის მოცულობა გაიზრდება სიბლანტის უკუპროპორციულად.
სითხის ნაკადის ინტენსივობა იზრდება მილის რადიუსის ზრდასთან ერთად . ანუ
მილის რადიუსის ორჯერ შემცირებისას მილში გავლილი სითხის მოცულობა
შემცირდება 24 = 16 ჯერ.
მილში გამავალი სითხის მოცულობა დამოკიდებულია მილისა და ბლანტი სითხის
მახასიათებლებზე.

პუაზეილის განტოლება დამახასიათებელია მხოლოდ ლამინარული დინებისთვის.

ჰემოდინამიკის ძირითადი საფუძვლები


გული, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემის ძირითადი კომპონენტი; გული;
მუშაობა.
რეალური სითხეების მოძრაობას მყარ ან ელასტიკურკედლებიან მილებში
განაპირობებს მილის საწყის და ბოლო წერტილებს შორის არსებულ წნევათა სხვაობა.
სისხლძარღვებში სისხლის დინებისათვის საჭირო წნევათა სხვაობას წარმოქმნის
გული, რომელიც ტუმბოს როლს ასრულებს. გულის შეკუმშვისას (პარკუჭის) სისხლი
გადადის აორტაში და ფილტვის არტერიაში. შეკუმშვისას გულის ზედაპირის
ფართობი იცვლება. შეკუმშვის დასაწყისში გულის პარკუჭის მოცულობა მაღალია (85
მლ) ხოლო შეკუმშვის დასასრულს მცირდება (25). გულის მიერ შესრულებული
მუშაობა გულის მარცხენა (80-85%) და მარჯვენა პარკუჭების მიერ შესრულებული
მუშაობის ჯამის ტოლია. გულის მუშაობის პროცესი დროის მიხედვით პერიოდულ
პროცესს წარმოადგენს, მისი მუშაობის ერთი პერიოდი მოიცავს სისტოლასა და
დიასტოლას. გული ძირითად მუშაობას ასრულებს სისტოლის დროს, რომლის
ხანგრძლივობა 0,3 წამია. ამ დროს გულის მარცხენა პარკუჭი მაქსიმალურად
იკუმშება და აორტას აწვდის სისხლის გარკვეულ მოცულობას. (𝑉0 ) ამ დროს გული
ასრულებს მუშაობას აორტაში მოქმედი წნევის ძალების საწინააღმდეგოდ. 𝐴 = 𝑃𝑉0 ეს
მუშაობა უზრუნველყოფს აორტაში სისხლის წნევის მუდმივობას, და იზრდება
სისხლძარღვთა სისტემის პოტენციური ენერგია. სისხლი აორტაში იძენს აჩქარებულ
მოძრაობას და იძენს კინეტიკურ ენერგიას. ანუ გული გარკვეულ მუშაობას ასრულებს
სისხლძარღვებისათვის კინეტიკური ენერგიის მინიჭებაზე.
𝑃𝑉 2
𝐴 = (𝑃 + ) 𝑉0 -გულის მარცხენა პარკუჭის სრული მუშაობა.(რო ვე კვადრატ
2
ნახევარი უნდა იყოს)
𝑃𝑉 2
𝐴 = 1.2 (𝑃 + ) 𝑉0 - გულის სრული მუშაობა.(რო ვე კვადრატ ნახევარი უნდა იყოს).
2
რადგან მარჯვენა პარკუჭის მუშაობა სრული მუშაობის მარცხენა პარკუჭის მუშაობის
20%-ს შეადგენს.
ენერგია რომლის ხარჯზე გული ასრულებს მუშაობას - ქიმიური ენერგიაა.

სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და მისი მიმართულების განმსაზღვრელი


ძირითადი ფაქტორები:
1.გული - უზრუნველყოფს წნევათა სხვაობის წარმოქმნას , რაც აუცილებელია
სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობისათვის.
2.ჩონჩხის კუნთები - შეკუმშვისას აწვებიან ვენებს, რითაც ხელს უწყობენ სისხლის
დინებას გულისაკენ.
3. უარყოფითი პლევრული წნევა (სუნთქვა) - ხელს უწყობს ვენური სისხლის
მოძრაობას გულისაკენ.
4. ვენებში ცალმხრივი სარქველების არსებობა.
5. პარკუჭების შესასვლელთან არსებული სარქველები.

სისხლის ნაკადისადმი რეზისტენტობა, რეზისტენტობის განმსაზღვრელი ფიზიკური


მახასიათებლები.

რეზისტენტობა - სისხლის მიმოქცევის სისტემის პარამეტრია და განისაზღვრავს Δ𝑃 -


ს პირობებში სისხლძარღვების გამტარებლობას(მაშასადამე ინტენსივობას).
გამტარებლობა - რეზისტენტობის შებრუნებული სიდიდეა, იგი დამოკიდებულია
არა მხოლოდ სისხლძარღვის გეომეტრიაზე, არამედ სისხლის სიბლანტეზე.
რეზისტენტობა მეტია ლამინარული დინებისას და ნაკლებია როცა დინება
8𝜂𝑙
ტურბულენტურია. 𝑅 = 𝜋𝑟 4

სისხლძარღვების რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ განსაზღვრავს:


1- სისხლის ფიზიკური მახასიათებლები (სიბლანტე, სისხლის უჯრედების
კონცენტრაცია), ლამინარული/ტურბულენტური ნაკადი).
2- სისხლძარღვის სიგრძე, ფორმა, დიამეტრი.
3- სისხლძარღვების კედლების თვისებები.

სიბლანტე- მთლიანი სისხლის სიბლანტე დამოკიდებულია მისი შემადგენელი


კომპონენტების თანაფარდობაზე და მათ ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებზე.
პლაზმის ცილების შემცველობის ცვლილებები- სისხლის სიბლანტე
დამოკიდებულია პლაზმის სიბლანტეზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია
ცილების კონცენტრაციაზე. ფიბრინოგენი მაღალი სიმკვრივისა და მუხტის
უქონლობის გამო იწვევს ერითროციტების აგრეგაციას, სისხლის ნაკადის
შენელებას და ლეიკოციტების მიგრაციას სისხლძარღვების კედლებთან. ამიტომ
სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს
ათეროსკლეროზის განვითარებას.
ტემპერატურა- ტემპერატურის ცვლილების ზემოქმედება სისხლის სიბლანტეზე
განპირობებულია სპეციფიური თერმოპროტეინების არსებობით, რომლების t-ს
ცვლილებისას განიცდიან ფიზიკური თვისებების ცვლილებას. 37 გრადუსზე
ნაკლები ტემპერატურის შემთხევაში კრიგლობულინი გელის მდგომარეობიდან
გადადის კრისტალურ მდგომარეობაში. 0 გრადუსზე კი სისხლის სიბლანტე 3-
ჯერ იზრდება.

ჰემატოკრიტი- სისხლში სისხლის უჯრედების პროცენტული შემცველობა.


როდესაც ჰემატოკრიტი მაღალია, სისხლის ნაკადების მიმართ წინააღმდეგობის
ძალის სიდიდე იზრდება, შესაბამისად, იზრდება სისხლის სიბლანტეც, რაც
იწვევს სისხლძარღვების რეზისტენტობის მომატებას და ჰიპერტენზიის
განვითარებას. ასევე ვენური ნაკადის დაქვეითებას. მწვავე ანემიის დროს
სისხლის სიბლანტე 2-ჯერ მცირდება, რაც იწვევს პერიფერიული
სისხლძარღვების სისხლის ნაკადისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას, ვენური
ნაკადის ინტენსიფიკაციას და გულის კუნთის მუშაობის გაძლიერებას.

ერითროციტების ფიზიკური მახასიათებლები ( დეფორმაბელობა) - ანომალიური


ჰემოგლობინით გამოწვეული ანემიისას ერითროციტები მსუბუქი და მცირე
ზომისაა, ამიტომ სისხლის სიბლანტე ქვეითდება. ერითროციტების მაღალი
დეფორმაბელობის უნარის გამო ვიწრო კაპილარებში მოძრაობისას
დეფორმირდებიან. ერითროციტების დეფორმაბელობის უნარის დაქვეითებისას
ძნელდება მათი გადაადგილება წვრილ კაპილარებში, რაც იწვევს სისხლის
2𝜌𝑉𝑟
სიბლანტის ზრდას. 𝑅 = (v-სიჩქარეა)
𝜂

სისხლის დინების ლამინარობა/ტურბოლენტობა. რეიოლდსის რიცხვი.


ლამინარული დინების დროს სითხის ნაკადის ყველა ელემენტი მოძრაობს მილის
ღერძის პარალელურად. მილის კედლებთან განლაგებული სითხის ფენების
სიჩქარე მინიმალურია, ხოლო მილის ცენტრში სითხის ფენის სიჩქარე
მაქსიმალურია. დამოკიდებულება სისხლძარღვებში წნევის გრადიენტსა და
სისხლის მოცულობითი სიჩქარეს შორის გამოიხატება წრფით. ტურბულენტური
დინების დროს სითხის ყველა ელემენტი მოძრაობს უწესრიგოდ, ადგილი აქვს
სითხის ფენების ურთიერთშერევას. დამოკიდებულება სისხლძარღვებში წნევის
გრადიენტისა და სისხლის მოცულობით სიჩქარეს შორის არაწრფივია. მოცემულ
წერტილში სითხის ნაკადის სიჩქარე დამოკიდებულია მანძილზე ამ წერტილსა და
სისხლძარღვის კედელს შორის.

რეინოლდსის რიცხვი- თუ დაბალია - დინება ლამინარულია. ინერციული


ძალების გაზრდით იზრდება რეინოლდსის რიცხვი და დინება ხდება
ტურბულენტური. რეინოლდსის რიცხვი კრიტიკულ მნიშვნელობას ღებულობს
აორტაში.

სტროქსის კანონი და მისი მნიშვნელობა სისხლის მიმოქცევისათვის. მიკრო და


მაკროცირკულაციის თავისებურებანი. ფარაეულს-ლინდქვისის ეფექტი.

სტროქსის კანონი- სისხლის უჯრედზე მოქმედი წინააღმდეგობის ძალა მით უფრო


მეტია, რაც უფრო დიდია მისი რადიუსი და მოძრაობის სიჩქარე. 𝐹 = 6𝜋𝑟𝜂𝑣 -
სისხლის ნაკადში ერითროციტების დეფორმაციის ხარისხი იზრდება დინების
სიჩქარის მომატებასთან ერთად.

ფარაეუს-ლინდქვისის ეფექტი- უზრუნველყოფს მსხვილ სისხლძარღვებში


ერითროციტების სისხლძარღვის ცენტრალურ ნაწილში კონცენტრირებას.
საფუძვლად უდევს ენტროპიის მინიმიზაციის პრინციპი. სისხლის ნაკადის
შემთხვევაში ენტროპიის მინიმიზაცია ნიშნავს უჯრედების მინიმალური
წინააღმდეგობის ძალის არეში გადანაწილებას.
ამ დროს მცირე ზომის სისხლის უჯრედები მოძრაობენ ძირითადად
სისხლძარღვების კედლებთან. რის შედეგადაც სისხლის სიბლანტე რომელიც
დამოკიდებულია ჰემატოკრიტზე, იზრდება სისხლძარღვების ცენტრში და მცირდება
სისხლძარღვების კედლებთან.
ფარაეუს-ლინდქვისის ეფექტის ფიზიკური საფუძვლის ახსნა, რადგან სისხლის
დინების სიჩქარე სისხლძარღვის ცენტრალურ ნაწილში მაქსიმალურია, წნევა ამ
უბანში მინიმალურა, შესაბამისად ერითროციტებზე მოქმედი ცენტრისკენული
წნევის ძალა სჭარბობს ცენტრიდანულს, რის გამოც ფორმიანი ელემენტები
მიისწრაფვიან ცენტრისკენ.

სისხლძარღვთა სიგრძის, ფორმისა და დიამეტრის გავლენა სისხლის დინებაზე.


სისხლძარღვების დიამეტრი- მუდმივი წნევის გრადიენტის პირობებში სისხლის
ნაკადი იზრდება სისხლძარღვის რადიუსის ზრდასთან ერთად (სისხლის
ნაწილაკების საშუალო სიჩქარე სისხლძარღვის რადიუსის მეოთხე ხარისხის
უკუპროპორციულია) კაპილარების საერთო კვეთის ფართობის აორტის კვეთის
ფართობზე 100-ჯერ მეტია, შესაბამისად სისხლის ნაკადის სიჩქარე აორტაში უფრო
მაღალია, ვიდრე კაპილარებში სისხლძარღვების საერთო განივკვეთის ფართობის
მომატებასთან ერთად სიჩქარე მცირდება, შესაბამისად წნევა სისხლძარღვების
კედლებზე უნდა იზრდებოდეს. მაგრამ სისხლის წნევა კაპილარებში დაბალია ,
რადგან ენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება ჰიდრავლიკური წინააღმდეგობის
დაძლევაზე. სტაციონარული დინებისას მილის რადიუსის შემცირება იწვევს
სიჩქარის ზრდას და წნევის შემცირებას.

სისხლძარღვების სიგრძე- მომატებასთან ერთად სისხლის წნევა მცირდება. როგორც


კი სითხე შეაღწევს აორტაში მისი დინება განიცდის ცვლილებებს, რაც
განპირობებულია აორტის კედლების მხრიდან მოქმედი წინააღმდეგობის ძალებითა
და სისხლის სიბლანტის ზემოქმედებით. აორტაში სისხლის დინება
ტურბულენტურია, მისი სიგრძე არასაკმარისია, რომ ლამინარული დინება
ჩამოყალიბდეს.

აორტის ელასტიურობა- აორტაში სისხლის ჩატუმბვისას წნევა და მოცულობა


იზრდება P და V-ს შრის წრფივი დამოკიდებულებაა, P-ს მინიმალური
მნიშვნელობისათვის, ხოლო აორტაში , როდესაც P- დიდია მათი დამოკიდებულება
კვადრატული ხდება და V ნელა იზრდება. P-ს ზრდა ელასტიურობას ამცირებს.
ელასტიურობას განსაზღვრავს სტატიკური და დინამიური ჭიმვადობა.

სტატიკური ჭიმვადობა - განპირობებულია რეგულარული სისხლის ნაკადის


შენარჩუნებისას.

დინამიური ჭიმვადობა- განპირობებულია სისხლის პერიოდული ცვალებადობით.

სისხლის წნევა - წნევა რომლითაც სისხლი ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვების


კედლებზე. მასზე მოქმედი ფაქტორებია:
1)გულის კუმშვითი სიმძლავრე.
2)სისხლის მოცულობა.
3)რეზისტენტობა(რაც უფრო მაღალია წნევა მით მაღალია რეზისტენტობა)
4)სისხლის სიბლანტე (ზრდა იწვევს რეზისტენტობის, შესაბამისად სისხლის წნევის
მომატებას)

საშუალო არტერიული წნევა (MAP)- განისაზღვრება როგორც საშუალო არტერიული


წნევა ერთი კარდიალური ციკლის განმავლობაში. ეს არის გულის მიერ ვენური
სისხლის არტერიებში განდევნის შედეგი.
ვენური წნევა- სისხლის წნევა ვენებსა და წინაგულში. უფრო დაბალია ვიდრე
არტერიული წნევა.

ცენტრალური ვენური წნევა - წნევა საუღლე ვენაში მარჯვენა წინაგულის სიახლოვეს.


ასახავს გულში დაბრუნებული სისხლის რაოდენობას და გულის არტერიულ
სისტემაში სისხლის შეტუმბვის უნარიანობას.

პულსური წნევა- განისაზღვრება სისტოლური და დიასტოლური წნევების სხვაობით.


ჯანმრთელი ადამიანის პულსური წნევა მოსვენებულ მდგომარეობაში მიახლოებით
უდრის 40 მმ Hg(ვერცხლისწყლის სვეტი)

წნევის გაზომვის მეთოდები


1)ინვაზიური მეთოდი- წნევის გაზომვის პირდაპირი მეთოდია- კათეტერი შეჰყავთ
არტერიაში ან ვენაში.
2) არაინვაზიური მეთოდი - იზომება სისტოლური და დიასტოლური წნევა. იყენებენ
ფონეიდოსკოპს.

გრავიტაციული ეფექტი-ს ზემოქმედება წნევაზე დამოკიდებულია გულის დონიდან


ვერტიკალურ დაშორებაზე. მარჯვენა წინაგულიდან ყოველი 1 სმ-ით დაბლა
პერიფერიული და არტერიული წნევა იზრდება 0,77მმ Hg-თი. ამიტომ წნევას ზომავენ
მკლავზე გულის დონეზე. ფეხზე მდგომი ადამიანის ქვედა კიდურების ვენებში
ჰიდროსტატიკური წნევა უფრო მაღალია გრავიტაციული ეფექტის გამო, რაც
განაპირობებს ქვედა კიდურების კაპილარებში სისხლის წნევის მომატებას და
შეშუპების განვითარებას.

აეროდინამიკა
აირის ტრანსპორტი რესპირაციულ სისტემაში -სუნთქვითი პროცესები ხორციელდება
სატრანსპორტო სისტემების საშუალებით, რომლის ფუნქციონირებას საფუძვლად
უდევს რესპირაციულ სისტემაში წნევათა სხვაობა. სუნთქვის პროცესი შედგება 4
ეტაპისგან:
1) ვენტილაცია -აირის მექანიკური მოძრაობა ფილტვებში და ფილტვებიდან გარეთ.
2) აირთა ცვლა ფილტვებსა და სისხლს შორის.
3) ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტი სისხლით.
4) ქსოვილური სუნთქვა - აირთა ცვლა ქსოვილებსა და სისხლს შორის.
აირთა მოძრაობა რესპირაციულ სისტემაში განპირობებულია მექანიკური წნევისა და
აირთა კონცენტრირებული გრადიენტით და ხორციელდება დიფუზიის მექანიზმის
საშუალებით.

ფილტვების მოცულობა და წნევა ( ბოილ-მარიოტის კანონი)სასუნთქი გზების


რეზისტენტობა.
ჩასუნთქვა ამოსუნთქვის პროცესები რეგულირდება ფილტვების წნევისა და
მოცულობის ცვლილებებით. ჩასუნთქვის დროს გულმკერდის მოცულობა
ფართოვდება, შესაბამისად პლევრის ღრუში წნევა მცირდება. ამოსუნთქვის დროს
გულმკერდის მოცულობა მცირდება, ხოლო წნევა იზრდება.

ბოილ- მარიოტის კანონი - როცა ფილტვებში შიდა მოცულობა გაიზრდება


ჩასუნთქვის დროს, წნევა მასში იმდენჯერვე შემცირდება და ატმოსფერული ჰაერი
შევა ფილტვებში, სანამ წნევა ფილტვსა და ატმოსფეროში არ გათანაბრდება.

ტრანსმურალური წნევა - ეს არ ვიცი :დ

სასუნთქი გზების რეზისტენტობა- განპირობებულია შიგა ხახუნის ძალებით აირის


მოლეკულებს შორის, მოლეკულებსა და სასუნთქი გზების კედლებს შორის.
სასუნთქი გზების რეზისტენტობა მაქსიმალურია მსხვილ სასუნთქ გზებში, სადაც
აირის ნაკადი ტურბულენტურია ხოლო მცირე სასუნთქ გზებში ლამინარული,
რეზისტენტობა მცირეა რადგან ბრონქიოლებს პარალელური განტოტების გამო
8𝜂𝑙
ჯამური განივკვეთის ფართობი ძალიან დიდია. 𝑅 = 𝜋𝑟 4

ზედაპირული დაჭიმულობის როლი სუნთქვის ბიომექანიკაში. აირთა ცვლა


ალვეოლებში

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ალვეოლების ზედაპირის ფართობი იცვლება. ჰაერი,


რომელიც შედის ფილტვებში გაჯერებულია წყლის ორთქლით. წყლის მოლეკულები
ფარავენ ალვეოლების შიდა ზედაპირს, ამიტომ ალვეოლები შეგვიძლია შევადაროთ აირით
სავსე ბუშტუკს, რომელიც მოთავსებულია სითხეში. წყლის მოლეკულებს მაღალი
ზედაპირული დაჭიმულობა გააჩნიათ. ალვეოლების შიდა ზედაპირზე წყლის აპკის
ზედაპირული დაჭიმულობის გამო ბუშტუკის ზედაპირის ფართობი მცირდება. ანუ
ალვეოლური ბუშტუკის ცენტრისადმი მიმართული წნევა ალვეოლების რადიუსის
უკუპროპორციულია.

ალვეოლების შიდა ზედაპირზე განლაგებულია სურფაქტანტები, რომელსაც ამფიფილური


თვისებები აქვს. მისი ჰიდროფილური თავები მიმართულია წყლისკენ, ხოლო
ჰიდროფობული კუდები აირისკენ, როდესაც განლაგდებიან წყლის მოლეკულებს შორის
უზრუნველყოფენ წყალბადური ბმების შესუსტებას და ალვეოლებში ზედაპირული
დაჭიმულობის შემცირებას. მცირე რადიუსის შემთხვევაში სურფაქტანტი მთლიანად ფარავს
ალვეოლური ბუშტუკის შიდა ზედაპირს, რადიუსის ზრდისას კი სურფაქტანტი მთლიანად
ფარავს ალვეოლური ბუშტუკის შიდა ზედაპირს, რადიუსის ზრდისას კი სურფაქტანტი
მთელ ზედაპირს ვეღარ ფარავს ზედაპირული დაჭიმულობის კოეფიციენტი კი იზრდება. ამ
2𝜎
დროს დოპლერის წნევა 𝑃 = 𝑅
მუდმივი რჩება. ამიტომ ჰაერი პატარა ალვეოლებიდან დიდში
აღარ გადავა და შენარჩუნდება ალვეოლური სისტემის სტაბილურობა. ანუ სურფაქტანტის
მოლეკულები ამცირებენ ცენტრისკენ მიმართულ ზედაპირულ დაჭიმულობას ძალების
სიდიდეს, და ამ გზით უზრუნველყოფენ ალვეოლური ბუშტუკების სტაბილიზაციას.
ჰისტერეზისით გამოიხატება დამოკიდებულება ზედაპირულ დაჭიმულობასა და
ზედაპირის ფართობს შორის და უზრუნველყოფს ფიზ. მდგომარეობაში ფილტვებში ყველა
ალვეოლის ერთი ზომის შენარჩუნებას. იმ ალვეოლებში რომლებიც უფრო სწრაფად
ფართოვდება, იზრდება ზედაპირული დაჭიმულობის სიდიდე. ხოლო იმ ალვეოლებში,
რომლებიც სწრაფად იჩუტებიან, ზედაპირული დაჭიმულობა სწრაფად მცირდება, რაც
უზრუნველყოფს მათი ზომის სტაბილიზაციას.

აირთა ცვლა ალვეოლებში- მიმდინარეობს დიფუზიის გზით. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის


დიფუზია ფილტვის ალვეოლებში რთული პროცესია , რადგან მოლეკულები მოძრაობენ
აირი-სითხე საზღვრის ზედაპირზე. აირის წნევა განპირობებულია აირის მოლეკულების
შეჯახებით ჭურჭლის კედლებთან და განისაზღვრება შეჯახების სიხშირითა და
სიმძლავრით. t-ს მომატებისას იზრდება მათი მოძრაობის სიჩქარე ე.ი. აირის წნევაც.

დალტონის კანონი- სხვადასხვა კომპონენტების შემცველ აირში თითოეული კომპონენტი


მოქმედებს სხვა კომპონენტისგან დამოუკიდებლად და თითოეულ მოლეკულას შეაქვს
თანაბარი წვლილი საერთო წნევის ფორმირებაში. აირის წნევა მისი შემადგენელი
ნაწილაკების წნევის ჯამის ტოლია.

ΔP
პუაზეილი - 𝑉 = 𝜋 8ηl r 4
2𝜌𝑣𝑙
რეინოლდსის რიცხვი - 𝑅 = 𝜂
8𝜂𝑙
რეზისტენტობა - 𝑅 =
𝜋𝑟 4

პარციალური წნევა----

ელექტრომაგნეტიზმი
ელექტროსტატიკური ველი; კულონის კანონი; ელ.ველის მახასიათებკლები(ველის
დაძაბულება,პოტენციალი, ძაბვა) ჰომოგენური და არაჰომოგენური ელ.ველი ;
წერტილოვანი მუხტის ელ.ველი; ელ ველი ორ პარალელურ ფირფიტას შორის.

ფარადეის რიცხვი - F= 9.6485 X 104 ერთი მოლი ერთვალენტიანი იონების მუხტი


9.6485 X 104 კულონის ტოლია.

არ არსებობს მუხტი ნაწილაკის გარეშე, მაგრამ არსებობს ნაწილაკი მუხტის გარეშე.

ელექტროსტატიკა - სწავლობს უძრავ მუხტებს, მათ ურთიერთქმედებას და ელექტრობის


წარმოშობის პირობებს.

კულონის კანონი - ვაკუუმში ორი წერტილოვანი მუხტი ერთმანეთს იზიდავს ძალით,


რომელიც პირდაპირპროპორციულია ამ მუხტების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ
შორის მანძილის კვადრატისა. q- მუხტი r-მანძილი.

გარემოს დიელექტრიკული შეღწევადობა -გვიჩვენებს თუ რამდენჯერ მცირდება


ურთიერთქმედების ძალა მოცემულ გარემოში ვაკუუმთან შედარებით.

მუხტის აბსოლუტური ელექტროსტატიკური ერთეული - მუხტის აბსოლურური ერთეული


არის ისეთიმუხტი, რომელიც ვაკუუმში 1 სმ-ით დაშორებულ თავის ტოლ მუხტზე
მოქმედებს 1 დნ (დინი= 10^-5) ძალით. (1 CGSEq).

CGSEq - ერთეულთა სისტემა, სადაც ძირითად ერთეულად მიღებულია სიგრძე - სმ, მასა -
გრამი, დრო - წამი, E - ელექტროსტატიკურს აღნიშნავენ.

SI სისტემაში მუხტის ერთეულია კულონი (ძირითადი ერთეულია ამპერი).

ამპერი = კულონი/წამი.

1 კულონი მუხტის ის რაოდენობაა, რომელიც გადის გამტარის განივკვეთში 1 წამის


განმავლობაში 1 ამპერი დენის დროს.

ელ.ველი- წარმოიქმნება დამუხტული სხეულების მიერ გარემოში და ვლინდება ძალით,


რომელიც მოქმედებს ამ ველში მოთავსებულ სხვა მუხტზე. უძრავი ელ.მუხტებით შექმნილი
ელ.ველს, რომელიც დროის მიხედვით უცვლელი რჩება ელექტროსტატიკური ველი
ეწოდება.

ელ.ველის მახასიათებლები - 1) დაძაბულობა-E (ძალური მახასიათებელი) იმ ძალის ტოლია,


რომლითაც ველი იმოქმედებს ამ წერტილში შეტანილ ერთეულოვან დადებით მუხტზე. E=
F/q (ნ/კ)
თუ ელ.ველი შექმნილია რამდენიმე მუხტად, მაშინ ველის დაძაბულობა რაიმე წერტილში
ტოლია ამ წერტილში თითოეული მუხტის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობათა
ვექტორული ჯამისა.
E=E1 +E2 + .... En (ველის სუპერპოზიციის პრინციპი).

2) ველის პოტენციალი(ენერგეტიკული მახასიათებელი) - (განხილულია ქვევით)

ძალწირი - წირის, რომლის ყოველი წერტილში დაძაბულობას მისდამი მხების მიმართულება


აქვს. ძალწირები გამოდიან დადებითი მუხტიდან და შედიან უარყოფით მუხტში.
ძალწირები ერთმანეთს არასოდეს გადაკვეთენ.

არაერთგვაროვანი ველი - დამახასიათებელია წერტილოვანი მუხტებისათვის, რომლის


ძალწირების ყოველ წერტილში შეიძლება მხები გავავლოთ, შესაბამისად სხვადასხვა ველის
დაძაბულობა სხვადასხვა წერტილში იქნება.

ერთგვაროვანი ველი - ველი, რომლის ყოველ წერილში დაძაბულობას ერთი და იგივე


სიდიდე და მიმართულება აქვს. ვხვდებით დამუხტული კონდენსატორის შიგნით.
ერთგვაროვანი ველი პარალელური ძალწირებით გამოისახება. იქ სადაც ძალწირების რიცხვი
მეტია, ველი უფრო ძლიერია (ძალწირები უფრო მეტია წერტილოვანი მუხტის ახლოს,
ვიდრე მისგან შორს).

ველის პოტენციალი - (ენერგეტიკული მახასიათებელი) ელ.ველის მიერ მუხტის გადატანაზე


სრულდება მუშაობა, რომელიც დამოკიდებულია ტრაექტორიის საწყის და საბოლოო
წერტილის მდებარეობაზე და არ არის დამოკიდებული ტრაექტორიის ფორმასა და მასაზე.
ასეთ ველს პოტენციური ველი ეწოდება.

ძაბვა=პოტენციალთა სხვაობა - ველის ორ წერილს შორის ელ.ძალების მიერ ერთეულოვანი


დადებითი მუხტის გადატანაზე შესრულებული მუშაობის რიცხვითი მნიშვნელობა, ამ ორ
წერტილს შორის. თუ მეორე წერტილად უსასრულობას ავირჩევთ, მაშინ E=0 პოტენციალი
ფარდობითი სიდიდეა და დამოკიდებულია ენერგიის ნულოვანი დონის არჩევაზე.
ერთეული - ვოლტი.

პოტენციური ენერგია დამოკიდებულია მასაზე და სიმაღლეზე.(მანძილზე)

ეკვიპოტენციური ზედაპირი - ზედაპირი, რომლის ყველა წერტილის ერთნაირი პოტენციალი


აქვს. ამ ზედაპირის ნებისმიერ წერტილში მუხტის გადატანაზე შესრულებული მუშაობა 0-ის
ტოლია. ძალწირები და დაძაბულობა მართობულია.

ელ.დიპოლი; ელ.დიპოლი ბუნებაში; დიპოლი ელ.ველში. დიპოლის ელ.ველი.

ელ.დიპოლი- ერთმანეთისგან L მანძილით დაშორებული ორი ტოლი და საპირისპირო


ნიშნების მუხტებისაგან შედგენილი სისტემაა. L დიპოლის მხარია, ვექტორია და
მიმართულია უარყოფითი მუხტიდან და დადებითისაკენ. დიპოლური ეფექტი დიპოლის
მახასიათებელია.

ელ.დიპოლი ბუნებაში - ძალიან გავრცელებულია. გვხვდება ატომებსა და მოლეკულებში.


დიპოლის სტრუქტურა გააჩნია მოლეკულებს რომლებიც ერთდროულად დადებითი და
უარყოფითი მუხტების მატარებლები არიან. წარმოიქმნება კოვალენტური ბმების
პოლარიზაციის შედეგად.

დიპოლი ელ.ველში- თუ დიპოლის მოვათავსებთ ერთგვაროვან ელ.ველში -q მუხტზე ველის


მხრიდან იმოქმედებს ძალა F=-qE ხოლო +q-ზე. F=+qE. ეს ძალები სიდიდით ერთმანეთის
ტოლია და მიმართულია ურთიერთსაწინააღმდეგოდ ე.ი. ერთგვაროვან ველში დიპოლზე
მოქმედებს მაბრუნებელი მომენტი, რაც იწვევს მის შემობრუნებას საათის ისრის
საწინააღმდეგო მიმართულებით. როცა დიპოლი შემობრუნდება განთავსდება ველის
გასწვრივ.

ნივთიერების პოლარიზაცია. წყლის პოლარული მოლეკულა - პოლარობა წყლის მოლეკულის


თვისებაა. ჟანგბადი უფრო ელ.უარყოფითია , ამიტომ უარყოფითობა მისკენაა გადაზიდული.
ეს განაპირობებს წყლის მოლეკულის დიპოლურ თვისებებს. დიპოლში მუხტების
გადანაწილება იწვევს წყლის მოლეკულების მიზიდვას ერთი მეორესთან და სხვა პოლარულ
მოლეკულებთან. წყლის მოლეკულას შეუძლია მაქსიმუმ 4 წყალბადური ბმის წარმოქმნა,
რადგან მას შეუძლია მიიღოს და გასცეს 2 წყალბადის ატომი.

გამტარი და დიელექტრიკი ელ.ველში, პოლარიზაციის ეფექტი.


გამტარები - ნივთიერებები რომლებშიც შესაძლებელია ელ.მუხტის მოწესრიგებული
გადაადგილება. ( მეტალები მარილებისა და მჟავეების წყალხსნარები) გამტარებში საზიარო
ელექტრონები სუსტად არიან დაკავშირებულნი ატომების ბირთვებთან და ამიტომ მათ
თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება მეტალის მთელ სივრცეში. თუ მეტალურ გამტარს
მოვათავსებთ ელ.ველში, მაშინ თავისუფალი ელექტრონების ქაოსური სითბური მოძრაობა
მოწესრიგდება და ისინი გადაადგილდებიან ელ.ველის დაძაბულობის საპირისპირო
მიმართულებით, რის შედეგადაც გამტარის ერთ მხარეს მოგროვდება ელექტრონების ჭარბი
რაოდენობა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს დადებითი მუხტი. ზედაპირზე დაგროვილი
მუხტები შექმნის საკუთარ ელ.ველს რომლის მიმართულება გარეშე ველის საპირისპიროა.
როდესაც მუხტები ისე გადანაწილდება რომ შიგნით აღძვრული ველი გაუტოლდება
ზედაპირზე აღძვრულს და E=0-ს. ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა შეწყდება. თუ
გვაქვს ღრუ გამტარი, მის შიგნით ველის დაძაბულობა, როგორიც არ უნდა იყოს გარეშე
ველი, ნულის ტოლია.

დიელექტრიკები- ნივთიერებები, რომლებშიც თავისუფალი ელექტრონები არ არის და


ჩვეულებრივ პირობებში ელ.დენს არ ატარებენ. ისინი ხდებიან გამტარები, როდესაც ხდება
დიელექტრიკის გარღვევა - როდესაც მათზე მოდებულია ძალიან მაღალი ძაბვა.
დიელექტრიკია- მინა, ფაიფური ქიმიურად სუფთა წყალი.
იზოტროპული დიელექტრიკები- თუ მისი თვისებები მოცულობის ყველა წერილში და ყველა
მიმართულებით ერთნაირია.
დიელექტრიკები შეიძლება იყოს პოლარული და არაპოლარული.
არაპოლარული- გარეშე ველის არ არსებობის პირობებში თუ მოლეკულაში დადებითი და
უარყოფითი მუხტების მასათა ცენტრები ემთხვევა ერთმანეთს.
პოლარული- დადებითი და უარყოფითი მუხტების მასათა ცენტრი არ ემთხვევა ერთმანეთს
და ისინი გარეშე ველის არ არსებობის პირობებშიც კი ქმნიან ხისტ დიპოლებს.მიუხედავად
იმისა რომ ცალკეული დიპოლი ქმნის ელ.ველს მოლეკულების სითბური მოძრაობის გამო
მათი ველების ჯამური მნიშვნელობა ნულის ტოლია.

ელ.დენი; დენის აღძვრის პირობები; ომის კანონი; ჯოულ-


ლენცის კანონი; ელექტროლიზი; ფარადეის კანონი;
კონდენსატორი.
ელ.დენი- დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებული მიმართული მოძრაობა. დენის
ძალა - გამტარის განივკვეთში დროის ერთეულში გასული მუხტების რაოდენობა
I=q/t (ამპერი). სკალარული სიდიდეა, მაგრამ მას გააჩნია მიმართულება. დენის
მიმართულება მიჩნეულია დადებითი მუხტების მოძრაობის მიმართულებად.
მუდმივი დენი - რომლის სიდიდე და მიმართულება გამტარში დროის მიხედვით არ
იცვლება. ელ.დენის წარმოქმნისთვის აუცილებელია გამტარის ბოლოებზე
პოტენციალთა სხვაობის არსებობა.

ომის კანონი წრედის უბნისათვის- წრედის უბანში გამავალი დენის ძალა


პირდაპირპროპორციულია ძაბვისა და უკუპროპორციულია ელ.წინაღობისა. I=U/R 1
ომი ისეთი გამტარის წინაღობაა, რომელშიც 1 ვოლტი პოტენციალთა სხვაობის დროს
1ამპერი დენი გადის.გამტარის წინაღობა (R)დამოკიდებულია: 1)ნივთიერების
გვარობაზე
2)ტემპერატურაზე
3)გამტარის სიგრძეზე
4)განივკვეთის ფართობზე R=ρ(l/s). უკუპროპორციულია განივკვეთისა და
პირდაპირპროპორციულია გამტარის სიგრძისა.

ომის კანონი სრული წრედისათვის- დენის ძალა წრედში პირდაპირპროპორციულია


დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალისა და უკუპროპორციულია მთელი
წრედის წინაღობისა. I= ε(R+r)

სიმძლავრე- დროის ერთეულში გამოყოფილი ენერგია(სითბო)


N=Q/t=K U2/R. ერთეულია -ვატი. გამტარში გამოყოფა ერთი 1ვტ. სიმძლავრე თუ მასში
1 ვ.ძაბვის დროს 1 ამპერი დენი გადის.

ელექტროლიზი- თუ ელექტროლიტში მოვათავსებთ მუდმივი დენის წყაროსთან


მიერთებულ ფირფიტებს, მათზე გამოიყოფა ელექტროლიტის შემადგენელი
ნაწილაკები. დადებით ელექტროდზე უარყოფითი იონები,უარყოფითზე დადებითი.

ფარადეის კანონი- ელექტროლიზის დროს გამოყოფილი ნაწილაკების მასა


პირდაპირპროპორციულია განვლილი მუხტების რაოდენობისა. m=kq ან m=KIt

K-ელექტროქიმიური ექვივალენტი - რიცხვობრივად ტოლია ნივთიერების მასისა ,


რომელიც გამოიყოფა ელექტროდზე წრედში ერთი კულონი მუხტის გავლისას.

კონდენსატორი- ორი დიელექტრიკული ფირფიტისგან შემდგარი სისტემა, რომელიც


მუხტებს აგროვებს. ბრტყელი კონდენსატორი შედგება ორი ბრტყელი პარალელური
გამტარი ფირფიტისგან,რომელთა შორის მოთავსებულია დიელექტრიკი. თუ
კონდენსატორის მივუერთებთ მუდმივი დენის წყაროს იგი დაიმუხტება. ფირფიტებს
შორის დიელექტრიკის არსებობის გამო კონდენსატორი არ ატარებს მუდმივ ელ.დენს
და მუხტები გროვდება ფირფიტებზე. ერთ ფირფიტაზე დაგროვდება -q ხოლო
მეორეზე +q მუხტები. კონდენსატორის ელ.ტევადებოა C=q/U მუხტების რაოდენობა
რომელიც შეუძლია დააგროვოს კონდენსატორმა. ერთეულია ფარადეი. ტევადობა
დამოკიდებულია :
1)კონდენსატორის შემონაფენების ფართობზე
2)მათ შორის მანძილზე
3)დიელექტრიკული მასალის სახეობაზე.
კონდენსატორის პარალელური შეერთების დროს ტევადობები იკრიბება
მიმდევრობითის დროს ხდება ენერგიის აკუმულაცია საპირისპირო მუხტების
დაგროვების სახით, კონდენსატორის განმუხტვის დროს ეს ენერგია წრედს
უბრუნდება.

მაგნიტური ველი;მისი მახასიათებლები (მაგნიტური ველის ინდუქცია,დაძაბულობა)


ამპერის კანონი,ლორენცის ძალა, მარჯვენა ხელის წესი,ბიო-სავარ-ლაპლასის კანონი.
ელექტრომაგნიტური ინდუქცია; ლორენცის წესი, თვითინდუქცია.
უძრავი ელ.მუხტი თავის ირგვლივ ქმნის მხოლოდ ელ ველს, ხოლო მოძრავი მუხტი
,როგორც ელექტულ ისე მაგნიტურ ველს.
მაგნეტიზმი - მოძრავი ელ.მუხტების ურთიერთქმედების ფორმა.

ელ.მაგნიტური ველი - ცვლადი ელექტრული და მაგნიტური ველები ერთმანეთისგან


დამოუკიდებლად არ არსებობენ. გამოსახავენ ძალწირებით, რომლებიც გამოდიან
მაგნიტის ჩრდილოეთ პოლუსიდან და შედიან სამხრეთ პოლუსში. ეს ძალწირები
შეკრული წირებია. ისეთ ველს რომლის ძალწირები შეკრული წირებია , გრიგალური
ველი ეწოდება.

ამპერის კანონი- თუ დენიან გამტარს მოვათავსებთ ერთგვაროვან მაგნიტურ ველში,


მაგნიტური ველი იმოქმედებს გამტარზე.
F=KBI lSsina (ტესლა)

მარცხენა ხელის წესი- მარცხენა ხელის შუა,საჩვენებელი და ცერა თითი გავშალოთ


ურთიერთმართობულად. თუ შუა თითის მიმართულებას ემთხვევა გამტარში დენის
მიმართულება და საჩვენებელი თითი მიმართულია მაგნიტური ველის გასწვრივ,
მაშინ ცერა თითი გვიჩვენებს გამტარზე მაგნიტური ველის მხრიდან მოქმედი ძალის
მიმართულებას.

ლორენცის ძალა- მოძრავ მუხტზე მოქმედი ძალა (ამპერის ძალა ლორენცის ძალის
ჯამური გამოვლინებაა)

მარჯვენა ხელის წესი- განისაზღვრება მაგნიტური ველის ინდუქციის მიმართულება.


იგივე ბურღის წესი- თუ ბურღის წვერის გადაადგილების მიმართულება ემთხვევა
დენის მიმართულებას გამტარში, მაშინ ბურღის ტარის მოძრაობის მიმართულება
დაემთხვევა მაგნიტური ძალწირების მიმართულებას.

ბიო-სავარ-ლაპლასის კანონი- შეიძლება გამოვთვალოთ მუდმივი დენის მაგნიტური


ველის დაძაბულება. dH=K(Idlsina/r2)

ელ.მაგნიტური ინდუქცია- გარეშე მაგნიტური ველის ცვლილებებით კოჭაში


აღიძვრება ინდუქციის ემძ და თუ კოჭა შეკრულია დენი გაივლის. დენს -
ინდუქციური დენი ეწოდება I=ε0/R. ინდუქციის ემძ რიცხობრივად ტოლია
მაგნიტური ნაკადის ცვლილების სიჩქარისა შებრუნებული ნიშნით.
მაგნიტური ინდუქციის ნაკადი - მისი გავრცელების მიმართულების
პერპენდიკულარული კვეთის ფართობისა და მაგნიტური ველის ინდუქციის
ნამრავლის ტოლია.

ლენცის წესი- განსაზღვრავს ცვლადი მაგნიტური ველით ინდუცირებული დენის


მიმართულებას. ჩაკეტლ გამტარ კონტურში ცვლადი მაგნიტური ნაკადის მიერ
ნდუცირებული ელ.დენი მიმართულია ისე რომ მის მიერ აღძვრული მაგნიტური
ველი აკომპენსირებს ძირითადი მაგნიტური ნაკადის ცვლილებებს.

თვითინდუქცია- საკუთარი მაგნიტური ველის ცვლილებით იმავე კონტურში


ინდუქციის ემძ-ს აღძვრა.

ბიოელექტრობა
უჯრედის ელექტრული თვისებები:

ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი შედგება მოლეკულებისა და ატომებისაგან,


რომლებიც შეიცავენ უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებს, დადებით პროტონებს
და ნეიტრალურ ნეიტრონებს. ქსოვილებსა და უჯრედებში მიმდინარე მნიშვნელოვან
პროცესებში დამუხტული ნაწილაკები მონაწილეობენ, რაც ცოცხალ ორგანიზმში
ლოკალური ელ. დენების წარმოქმნას და მაშასადამე, მუხტების გადანაწილებას
განაპირობებს.

უჯრედს 4 დამუხტული უბანი გააჩნია:

1. ცენტრალური ზონა, რომელიც უარყოფითად დამუხტულ ორგანულ


მოლეკულებს შეიცავს.
2. შიგა დადებითად დამუხტული უბანი, განლაგებული უჯრედულ მემბრანასა და
ცენტრალურ უარყოფით ზონას შორის. შესდგება მინერალური კათიონების
თხელი შრისგან, რომელთა ნაწილი კლასტერების სახით მოძრაობს მემბრანის
შიგა ზედაპირის გასწვრივ. ნაწილი კი ტრანსპორტირდება მემბრანაში ორივე
მიმართულებით (უჯრედში და უჯრედის გარეთ).
3. დადებითად დამუხტული უბანი უჯრედის მემბრანის გარეთა ზედაპირზე,
რომელიც წარმოადგენს მოძრავი კათიონების მკვრივ ზოლს. ვინაიდან
დადებითად დამუხტული იონების რაოდენობა მემბრანის გარეთა ზედაპირზე
აღემატება დადებითი იონების რაოდენობას მის შიგა ზედაპირზე,
წარმოიქმნება მემბრანათაშორისი პოტენციალთა სხვაობა.
4. გარეთა სტაბილური უარყოფითი ზონა, რომლის უარყოფითობა
განპირობებულია სიალის მჟავას მოლეკულების უარყოფითი მუხტებით,
რომლებიც გლიკოპროტეინებთან და გლიკოლიპიდებთან ერთად წარმოქმნიან
კაკტუსის მსგავს სტრუქტურას უჯრედული მემბრანის გარეთა ზედაპირზე.
ისინი უზრუნვეყოფენ უჯრედის ზედაპირზე არსებული ფერმენტების
სტაბილიზაციას. ეს უბანი განაპირობებს თითოეული უჯრედის გარშემო
უარყოფითი მუხტის სუსტი ელექტრული ველის გავრცელებას, რომელიც
ანიჭებს უჯრედებს ზეტა პოტენციალს და წარმოადგენს მოსაზღვრე
უჯრედების ურთიერთქმედების ერთერთ სახეს. სუსტი ელექტროუარყოფითი
ელექტრული ველი უზრუნველყოფს მოსაზღვრე უჯრედების განზიდვას
გარკვეულ მანძილზე. სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც იწვევს სიალური მჟავის
რაოდენობის ცვლილებას, ზემოქმედებას ახდენს უჯრედის უარყოფით
მუხტზე. სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე სიალური მჟავების ნაშთების
რაოდენობა ძალიან მაღალია, რაც განაპირობებს ამ უჯრედების
ელექტროუარყოფითობას.

უჯრედის ზედაპირზე უარყოფითი მუხტი მნიშველოვანია ცხოველქმედებისთვის:

სისხლძარღვების ენდოთელიუმის უარყოფითი მუხტი უარყოფითად დამუხტული


ერითროციტების, თრომბოციტების და სისხლის პლაზმის ცილების განზიდვას
განაპირობებს. ენდოთელიუმის დაზიანების შემთხვევაში მისი უარყოფითი მუხტი
იცვლება, რაც თრომბოციტების ენდოთელიუმზე ადჰეზიას და თრომბების
წარმოქმნას უწყობს ხელს.

მემბრანის შიგა ზედაპირის უარყოფითი მუხტი უზრუნველყოფს ფერმენტების


(პროტეინკინაზა C) სტაბილიზაციას, სანამ მოხდება მათი აქტივაცია კლაციუმის
იონების მიერ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ იონები ქსოვილებში ჰიდრატირებულ მდგომარეობაშია,


გასაგებია, რომ ცოცხალი ორგანიზმის ელექტრული დენის ძირითადი მატარებლები,
იონები, გაცილებით უფრო ინერტულია ხელოვნური წრედების ელექტრული დენის
მატარებლებან - ელექტრონებთან შედარებით. ბიოლოგიურ სისტემებში ამ მძიმე
მუხტის მოძრაობისთვის საჭიროა გაცილებით უფრო დიდი ენერგია და ისინი
გაცილებით უფრო დაბალი სიჩქარით მოძრაობენ, ვიდრე ელექტრონები. ამიტომაც,
ბიოლოგიურ სისტემებში პროცესები ვითარდება უფრო ნელა, ვიდრე ხელოვნურ
ელექტრულ სისტემებში.
უჯრედის ელექტრული კონპონენტები:

უჯრედული მემბრანა განიხილება, როგორც ომური, ასევე ტევადური და


ინდუქციური წინაღობების შემცველი ელექტრული წრედი:

 ომური წინაღობა - ინტეგრალური ცილა-არხები, რომლებიც ატარებენ იონთა


ნაკადებს.
 ტევადური წინაღობა - ფოსფოლიპიდების ბიშრე (კონდენსატორის როლში
გვევლინება), რომელიც მემბრანის ზედაპირზე ელექტრული მუხტის გაყოფასა
და ტრანსმემბრანულ პოტენციალთა სხვაობის წარმოქმნას უზრუნვეყყოფს.
 ინდუქციური წინაღობა - მემბრანული ცილების მთელი რიგი და დნმ-ი
თვისებებით ემსგავსება ინდუქციურ კოჭას.

მემბრანის ელექტრული თვისებები ნათელს ხდის ცოცხალ ორგანიზმებში


ელექტრული მოვლენების გამოვლინების მიზეზებს. მაგალითად, ელექტრული
გველთევზა წარმოქმნის რამდენიმე ასეული ვოლტის ძაბვას და იყენებს განმუხტვას
თავდამსხმელის საწინააღმდეგოდ.

ქსოვილთა ელექტროგამტარობა:

ცოცხალ ორგანიზმში პოლარიზაციის ყველა სახეს აქვს ადგილი (ელექტრონული,


ორინტაციული ანუ მოლეკულური, იონური) - მუდმივი დენის გატარების
შემთხვევაში, იონები გროვდებიან მემბრანის ახლოს და წარმოიქმნება ველი, რომელიც
მიმართულია გარე ველის საწინააღმდეგოდ.

ასეთ შემთხვევაში ომის კანონი შემდეგნაირად ჩაიწერება:

𝜀−𝜀𝑝
I=
𝑍

I - დენის ძალა, ε - დენის წყაროს ემძ, εp - პოლარიზაციის ელექტრომამოძრავებელი


ძალა, Z - იმპედანსი.

დენის წყაროს ჩართვის დროს დენს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და იგი


პოლარიზაციის მოვლენის გამო თანდათანობით მცირდება. როცა εp მიაღწევს
მაქსიმალურ მნიშვნელობას, დენი უკვე მუდმივი რჩება. პოლარიზაცია იწყება დენის
წყაროს ჩართვის მომენტში და მთავრდება დროის გარკვეული შუალედის შემდეგ
(რელაქსაციის დრო).
როგორც აღინიშნა, ქსოვილის ელექტრული მოდელი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,
როგორც ომური, ტევადური და ინდუქციური წინაღობების შემცველი წრედი. ამ
წინაღობებს პასიურ ელექტრულ პარამეტრებს უწოდებენ; წინაღობების
1 2
მიმდევრობითი შეერთების დროს Z = √𝑅 2 + (𝐿ѡ − )
𝐶ѡ

პოლარიზაციული ეფექტის სიდიდე იმპედანსის შემცირებას იწვევს.


პოლარიზაციული ეფექტის სიდიდე კი თავის მხრივ დამოკიდებულია ცვლადი დენის
სიხშირეზე. თუ ცვლადი დენის ნახევარპერიოდი რომელიმე სახის პოლარიზაციის
რელაქსაციის დროზე მეტია (ანუ სიხშირე დაბალია), მაშინ პოლარიზაცია აღწევს
მაქსიმალურ მნიშვნელობას. მაშასადამე, ცვლადი დენის სიხშირის გაზრდისას
(ნახევარპერიოდის შემცირებისას), პოლარიზაციის ეფექტი მცირდება, რადგან
პოლარიზაციის ის სახეები, რომელთა რელაქსაციის დრო აღემატება ცვლადი დენის
ნახევარპერიოდს, ვერ ასწრებენ მიაღწიონ მაქსიმალურ ეფექტს. ამ დროს ქსოვილის
გამტარობა მატულობს.

ამრიგად, იმპედანსი მცირდება ცვლადი დენი სიხშირის გაზრდასთან ერთად.

იმპედანსის სიხშირეზე ეს დამოკიდებულება ცნობილი იმპედანსის დისპერსიის


სახელწოდებით. იმპედანსის დამოკიდებულება სიხშირეზე, ისევე, როგორც მისი
აბსოლუტური მნიშვნელობა, განისაზღვრება ქსოვილის სტრუქტურით და
ფუქციონირების დონით. მაღალ სიხშირეზე მისი მნიშვნელობა განისაზღვრება
მოლეკულური სტრუქტურით, დაბალზე - მემბრანის ზედაპირული მუხტების
გადანაწილებით. რამდენიმე კჰც-დან 1 მჰც-მდე სიხშირეების ინტერვალში კარგად
ვლინება იმპედანსის დისპერსიის დამოკიდებულება უჯრედის სტრუქტურაზე.
იმპედანსის დისპერსია ქსოვილთა კვდომის პროცესში თანდათან მცირდება.

იმპედანსის დენის სიხშირეზე დამოკიდებულების მრუდზე გამოყოფენ სამ უბანს:

 α უბანი გამოწვეულია ზედაპირული პოლარიზაციით.


 β უბანი - მაკროსტუქტურული პოლარიზაციული ეფექტის შემცირებით.
 γ უბანი - წყლის მოლეკულების პოლარიზაციული ეფექტების შემცირებით. υ≥
1010 ჰც სიხშირეზე წყლის მოლეკულებით გამოწვეული პოლარიზაციული
ეფექტი საერთოდ ქრება.

მედიცინაში გამოყენება:

უჯრედული იმპედანსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მემბრანის ფუნქციურ


მდგომარეობაზე (ზოგჯერ ინდუქციურ წინაღობას, სიმცირის გამო, მხედველობაში არ
იღებენ). მემბრანის ფიზიკური მახასიათებლის ნებისმიერი ცვლილება იწვევს
პასიური ელექტრული პარამეტრების ე.ი იმპედანსის ცვლილებებს. ამრიგად, ცვლადი
დენის შეთხვევაში ქსოვილის ან ორგანოს ფუქციური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს
ქსოვილის იმპედანსის გაზომვით.
ქსოვილის იმპედანსის გაზომვა პირველად გამოიყენეს პლეტიზმოგრაფიაში
ფილტების მოცულობის შესწავლის, პლევრის ღრუში სითხის რაოდენობის
განსაზღვრის დროს, კიდურების ვენებში თრომბოზების, დრონაკლული
ახალშობილების გასტრული აქტივობის დიაგნოსტიკაში. იმპედანსი
კარდიოლოგიაშიც გამოიყენება. იშემიის დროს მნიშვნელოვანია სხვადასხვა
ქსოვილთა და ორგანოთა ელექტრული მახასიათებლების შესწავლა.
კრიოქირურგიული პროცესების დროს იყენებენ იმპედანსტომოგრაფიას.

დაბალი სიხშირის ელექტრული დენი გადის უჯრედის გარეთა ზედაპირზე და


იძლევა ინფორმაციას მისი ფორმისა და ზომების შესახებ. მაღალი სიხშირის
ელექტრული დენი შეაღწევს უჯრედის შიგნით და ინფორმაციულია შიგაუჯრედული
კომპარტმენტების შესწავლისას (მაგალითად, ბირთვის ზომა მნიშვნელოვანია
კანცერის ადრეული დიაგნოსტიკისთვის).

მუდმივი დენი მედიცინაში:

მართალია მემბრანა უსასურლოდ დიდი ტევადური წინაღობის შემცველია (მუდმივი


დენისთვის), მაგრამ უჯრედების გარდა ქსოვილში უჯრედშორისი სითხეც გვაქვს,
რომელშიც ელექტროლიტებია გახსნილი. ეს ნიშნავს რომ ქსოვილი მუდმივი
დენისთვის გამტარია.

50-60 ვოლტი ძაბვის მუდმივ დენს მედიცინაში იყენებენ საკურნალოდ


(ელექტროსტიმულაცია). ამ მეთოდს გალვანიზაცია ეწოდება.

მუდმივ დენს იყენებენ აგრეთვე კანის გავლით სხეულში სამკურნალო პრეპარატების


შესაყვანად და ამ პროცესს ელექტროფორეზი ეწოდება.

--------------------------------------------------------------------------------------------------

ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილი (მათ შორის სისხლძარღვები) ასრულებს


იზოლატორის როლს, იონებით გაჯერებული ქსოვილოვანი სითხეები - გამტარების.

მოსვენების მდგომარეობაში ქსოვილებს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი


პოტენციალები, რაც მათი მეტაბოლიზმის დონეზეა დამოკიდებული. გაძლიერებული
მეტაბოლური აქტივობის რეგიონები იმუხტებიან უარყოფითად, დაბალი -
დადებითად.

სისხლძარღვთა სისტემის ელექტრული პოტენციალი (დამიწების მსგავსად) ნულის


ტოლია. კაპილარული სისტემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცვლადი
რეზისტენტობის წრედი.

ქსოვილების ტრამვირებულ და რეგენერაციის პროცესში მყოფ უბნებში წარმოიქმნება


დამატებითი მუხტების ნაკადი (ე.წ ‘’დაზიანების ნაკადები), რომლებიც
ასტიმულირებენ შეხორცებას. კანის დაზიანების აღდგენა მიმდინარეობის
გაცილებით უფრო სწრაფად, თუ ზედაპირი ნოტიოა.

ელექტრული მუხტები მონაწილეობენ ემბრიონის განვითარებაში - ელექტრული


ნაკადი ასრულების ემბრიონის ზრდის სტიმულატორის როლს.

ამრიგად, მიკროამპერული დენების ჰომეოსტაზის რეგულაციაში მონაწილეობენ.

ჰიდრატირებული უცხიმო ქსოვილი და ექსტრაუჯრედული სითხე ხელს უწყობს


ელექტრული დენის გასვლას (ელექტროლიტების მაღალი შემცველობის გამო), მაშინ
როდესაც ცხიმოვან ქსოვილს დიდი წინაღობა ახასიათებს ლიპიდების მაღალი
დიელექტრიკული თვისებების გამო.

კანის წინაღობა დამოკიდებულია მისი კერატინიზაციის ხარისხზე, სინოტივესა და


სხვა პარამეტრებზე.

ელექტრობის ეფექტი ადამიანის სხეულზე:

თუ სხეული შეხებაშია ძაბვის (პოტენციალთა სხვაობის) წყაროსთან, სხეული


წარმოადგენს ელექტრული წრედის ნაწილს და ელექტრული დენი შეაღწევს სხეულში.
ელექტრულ ეფექტს იწვევს ორგანიზმში გამავლი დენის სიდიდე. დენის სიდიდე კი
𝑈
წინაღობის (იმპედანსის) უკუპროპორციულია: I = 𝑅

ადამიანის სხეულზე ფიზიოლოგიური ეფექტი გააჩნია ელექტრულ დენს და არა ძაბვას,


მაგრამ ძაბვის არსებობს ამისთვის აუცილებელია. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ
ძაბვის რაღაც მნიშვნელობა შეიძლება ერთ შემთხვევაში უვნებელი იყოს, მერე
შემთხვევაში - სასიკვდილო.

ადამიანის სხეულში მაღალი ძაბვით ინდუცირებული დენი და მისი ეფექტი


დამოკიდებულია სხეულის იმპედანსზე:

 მაღალი ძაბვა, მოდებული დიდი იმპედანსის მქონე ქსოვილზე (უხეშ კანზე) არ


იწვევს მნიშვნელოვან დაიზანებას.
 დაბალი ძაბვა, მოდებული ძალიან დაბალი იმპედანსის მქონე ქსოვილზე
(გულის ქსოვილი), იწვევს სასიკვდილო შედეგებს (მაგალითად, პარკუჭის
ფიბრილაციას).

განასხვავებენ ელექტრული დენის ქსოვილზე ზემოქმედების სამ ეფექტს:


1. აღგზნებადი ქსოვილის ელექტრული სტიმულაცია (ფუნქციური
ელექტროსტიმულაცია გამოიყენება ზურგის ნერვული სტრუქტურების
სტიმულაციის, კუნთების ურთიერთქმედების უკმარისობის, გულის კუნთის
სტიმულაციის და სხვა შემთხვევაში).
2. სხეულის რეზისტენტული გახურება.
3. ელექტრული დამწვრობა, ქსოვილის დაზიანება მუდმივი ან ცვლადი დენის და
მაღალი ძაბვის დროს.

აღქმის ზღურბლი - მინიმალური ნაკადი, რომელიც შეიგრძნობა ინდივიდის მიერ.

‘’Let go ნაკადი’’ - ნაკადი, რომლის ეფექტიდანაც სუბიექტს შეუძლია თვითონ,


დამოუკიდებლად გამოვიდეს.

კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რეფლექსური მოდუნება - იწვევს 6-100 მა. დენის ძალა.
შესაძლებელია მეორადი ფიზიკური ეფექტის განვითარება (კუნთების, ხრტილების,
მყესების დაზიანება, თავის დარტყმა, ძვლების მოტეხილობა), რაც შეიძლება
სიკვდილის მიზეზი გახდეს.

სუნთქვის შეჩერება/ტკივილი/დაღლილობა - 20 მა დენის ძალა იწვევს რესპირაციული


ტრაქტის კუნთების უნებლიე შეკუმშვას, რაც იწვევს სუნთქვის შეკავებას, სხვა
კუნთების ძლიერ, უნებლიე შეკუმშვას, ტკივილს, დაღლილობის შეგრძნებას.

პარკუჭების ფიბრილაცია - 75-400 მა დენის ძალა იწვევს გულის კუნთების


არარეგულირებად შეკუმშვებს. გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 300
დარტყმა/წუთში დონემდე. მოუწესრიგებელი და ზედმეტად სწრაფი გულის ცემა
ცნობილია პარკუჭვანი ფიბრილაციის სახელწოდებით. დენის ზემოქმედების
ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად მცირდება გულის პარკუჭოვანი ფიბრილაციის
გამოწვევისთვის საჭრო დენის ძალის მნიშვნელობა. ფიბრილაციის გამომწვევი დენის
ზღვრული მნიშვნელობა იზრდება სხეულის მასის ზრდასთან ერთდ. ნორმალური
რიტმის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დეფიბრილატორით.

გულის გაჩერება/დამწვრობა და ფიზიკური დაზიანება - 1-6 ამპერი დენის ძალის დროს


გული ჩერდება. ეს დაზიანება შექცევადია და ნორმალური რიტმი აღდგება დენის
გამორთვის შემდეგ, მაგრამ, თუ დენის ძალა 10 ამპერი და მეტია, ვითარდება
დამწვრობა.

უნდა აღინიშნოს, რომ კუნთების უნებლიე შეკუმშვა/რელაქსაციის გამომწვევი


ზღვრული მნიშვნელობები განსხვავებულია ქალებისა და მამაკაცებისთვის
(მამაკაცისთვის საჭიროა უფრო მაღალი დენის ძალა).
ჩვენი სხეული იყენებს მცირე ელექტრულ დენებს ნერვულ სისტემაში სიგნალების
გავრცელებისთვის, მაგრამ უფრო ძლიერი ელექტრული ნაკდების გავრცელებამ
შეიძლება გამოიწვიოს ფარული სისხლდენა, ქსოვილის დესტრუქცია, ნერვის ან
კუნთის დაზიანება. სხეულის შიგა დაზიანებები მაშინვე არ ვლინდება.

დაბალი ძაბვის ხანგრძლივი ზემოქმედება დამაზიანებელია.

ელექტრული შოკი:

ელექტრული შოკი - ზურგის ტვინის ცენტრების მიერ განხორციელებული


რეფლექსების დათრგუნვა სრულ გარობამდე - ვითარდება, როცა სხეული
წარმოადგენს ელექტრული წრედის ნაწილს. ელექტრული დენი შეაღწევს სხეულში
ერთ წერტილში და გადის მეორეში.

დამიწება უზრუნველყოფს ელექტროშოკისგან დაცვას.

თუ დენის ნაკადი ვრცელდება სუბიექტის მთელ სხეულში, ვითარდება მაკროშოკი. ამ


დროს გულის ფიბრილაციისთვის საჭიროა უფრო მაღალი დენის მნიშვნელობა ვიდრე
იმ შემთხვევაში, როცა დენი მიერთებულია უშუალოდ გულზე.

მიკროშკისას დენის ნაკადი ინტრაკარდიალური კათეტერის (პოლიეთილების ან სხვა


პოლიმერის მოქნილი ღრუ მილი, შევსებულია ფიზიოლოგიური ხსნარით და
წარმოადგენს გამტარს, რომელიც შეყავთ სისხლძარღვში) გავლით ვრცელდება
უშუალოდ გულში. მიკროშოკისას ფიბრილაციისთვის საჭრო დენის ძალა
მნიშვნელოვდან მცირდება. მცირე დენებიც კი იწვევენ მიკროშოკსა და ფიბრილაციას.

ელექტროფიზიოლოგია:

ელექტრული პარამეტრების რეგისტრაცია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდების


მეშვეობით:

 ელექტროკარდიოგრაფია - გულის ბიოელექტრული პოტენციალის


რეგისტრაციის მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას დავადგინოთ გულის
კუნთის ელექტროგამტარობა, კუმშვადობის დარღვევები, კარდიალური
არითმიის გამოვლინება, ელექტორლიტების გადანაწილების დარღვევა.
 ელექტროენცეფალოგრაფია - თავის ტვინის ბიოპოტენციალების რეგისტრაცია,
იძლევა საშუალებას, დავადგინოთ აღგზნების დონე, თავის ტვინის უბნების
ელექტრული აქტივობა.
 პოლიგრაფია - იძლევა სუსტი ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოვლენის
საშუალებას ემოციური დატვირთვის დროს.

ატომის სტრუქტურა
ატომი ბერძნული სიტყვაა და განუყოფელს ნიშავს.

რეზერფორდის პლანეტარული მოდელი - ატომი ელექტრულად ნეიტრალურია. იგი


შედგება ბირთვისაგან(პროტონები და ნეიტრონები) და მის გარშემო მოძრავი
ელექტრონებისაგან, რომელთა რაოდენობა ატომის ბირთვში პროტონების
რაოდენობის ტოლია. ელექტრონების მასა ატომის მასაზე ბევრად მცირეა.

ბორის მოდელი
1)ატომი შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ განსაზღვრულ სტაციონარულ
მდგომარებებში. თითოეული სტაციონარული მდგომარეობას შეესაბამება
განსაზღვრული ენერგია. სტაციონარული მდგომარეობაში აყომი არ გამოასხივებს
ენერგიას.
2)ატომი შთანთქავს და გამოასხივებს ენერგიას მხოლოდ ერთი სტაციონარული
მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას. გამოსხივებული ენერგია ორი
სტაციონარული მდგომარეობის ენერგიის სხვაობის ტოლია.
Δ𝐸 = 𝐸2 − 𝐸1
3)სტაციონარული ორბიტალზე მოძრავი ელექტრონის ორბიტალური მომენტი უნდა
იყოს პლანკის მუდმივის ჯერადი 𝑚𝑒 𝑣𝑟 = 𝑛ℎ n=1,2,3
ატომის ორბიტალური ელექტრონის სრული ენერგია დადებითი 𝐸კ და უარყოფითი
𝐸პ ის ჯამის ტოლია.𝐸𝑛 = 𝐸კ + 𝐸პ
ატომის თანამედროვე ქვანტურ-მექანიკური მოდელი (დე ბროილის,ბრედინგერის,
ჰაისენბერგის პრიცნიპები, ქვანთური რიცხვები, ბირთვული ძალები, პაულის და
ჰუნდის წესი)
ქვანტურ-მექანიკური მოდელი - ელექტრონები ატომში მიიზიდებიან ბირთვის მიერ
ელ.მაგნიტური ძალებით, რაც უზრუნველყოფს ელექტრონების სტაბილიზაციას.
ატომიდან ელექტრონის გათავისუფლებისათვის საჭიროა დამატებითი ენერგია. რაც
უფრო ახლოა ელექტრონი ბირთვთან მიზიდულობის ძალა მით მეტია.

ლუი დე ბროილის პრინციპი- მცირე ზომის ელემენტარული ნაწილაკებს გააჩნიათ


როგორც კორპუსკულარული ისე ტალღული თვისებები.
შრედინგერის პრინციპი- ელექტრონს აქვს დუალური ფუნქცია - ტალღური და
კორპუსკალური.
ჰაისენბერგის პრინციპი - ელექტრონის ტალღური თვისებიდან გამომდინარე
შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ელექტრონების მდებარეობა დროის მოცემულ
მომენტში(განუსაზღვრულობის პრინციპი)
ქვანთური რიცხვები- ელ.ორბიტალები ხასიათდებიან ქვანტური რიცხვების
საშუალებით.
N- მთავარი ქვანტური რიცხვი, განსაზღვრავს ენერგეტიკული დონის ზომას და
ენერგიას.
l- ორბიტალური ქვანტური რიცხვი, განსაზღვრავს ორბიტალების ფორმას. (სივრცეში
მუხტების გადანაწილების სიმკვრივე) (l=n-1)
m- მაგნიტური ქვანტური რიცხვი, განსაზღვრავს ორბიტალების სივრცულ
ორიენტაციას.(m= -l დან +l მდე)
S- ელექტრონის სპინური ქვანტური რიცხვი, განსაზღვრავს ელექტრონის ბრუნვის
მიმართულებას საკუთარი ღერძის გარშემო (+1/2 ან -1/2)

პაულის პრინციპი- ორი ელექტრონს ატომში არ შეიძლება ქონდეს ერთნაირი


ქვანტური რიცხვები. თითო ორბიტალზე შეიძლება იყოს მხოლოდ ორი ელექტრონი
ანტიპარალელური სპინებით.

ჰუნდის წესი- ერთ ორბიტალზე მაქსიმუმ შეიძლება იყოს ორი ელექტრონი.


ენერგეტიკულ დონეზე კი 2𝑛2

სინგლეტური მდგომარეობა- ანტიპარალელური სპინების მქონე ელექტრონების


განლაგება ძირითადად ან აგზნებულ ენერგეტიკულ დონეზე.

ტრიპლეტური მდგომარეობა- თუ ელექტრონებს პარალელური სპინები გააჩნია ერთი


განლაგდება ძირითად , მერე აგზნებულ ენერგეტიკულ დონეზე.

დუბლეტური მდგომარეობა.- თუ ატომში მხოლოდ ერთი დაუწყვილებელი


ელექტრონია.

ნეიტრონები და პროტონები- ბირთვი შედგება ამათგან :დ. ერთი ზომისაა მაგრამ


აქვთ სხვადასხვა მუხტი. ნეიტრონი უმუხტოა, ბირთვში მხოლოდ მასა შეაქვს.
პროტონს აქვს დადებითი მუხტი. პროტონების რიცხვი ტოლია ელემენტის ატომური
ნომრისა. ელექტრონის მასა პროტონის და ნეიტრონის მასაზე 1800 ჯერ მცირიეა.
პროტონს+ნეიტრონი = ატომბირთვის მასა.

იზოტოპები- ნუკლიდები, რომლებსაც აქვთ პროტონების და ელექტრონების ტოლი


რაოდენობა მაგრამ განსხვავებული ნეიტრონების რაოდენობა იზოტოპები ეწოდებათ.
მაგალითაც ცნობილია წყალბადის სამი იზოტოპი. პროტიუმი (1 პროტონი და 0
ნეიტრონი,(ონკანის წყლის წყალბადი) დეიტერიუმი (1 პროტონი და 1
ნეიტრონი(ზღვის და წვიმის წყლის წყალბადი) ტრიტიუმი(1 პროტონი და 2
ნეიტრონი(ბირთვული რეაქციების შედეგად მიღებული წყალბადი.
რადიოაქტიულია. საშიშია სიცოცხლისთვის)
იზობარები- ნუკლიდები რომლებსაც აქვთ ერთნაირი მასური რიცხვი და
განსხვავდებიან ატომური რიცხვით.

ბირთვული ძალები- მიზიდვის ძალები ბირთვის ნაწილაკებს შორის, რომლებიც


აწონასწორებენ ელექტროსტატიკური განზიდვის ძალებს. განსაზღვრავს ბირთვის
სტაბილობას.

You might also like