You are on page 1of 13

 ფიზიკის შესავალი 2

1. სიგრძის საზომი ერთეულები: კილომეტრი; მეტრი; სანტიმეტრი..


1.1. მასის საზომი ერთეულები: გრამი; კილოგრამი..
1.2. დროის საზომი ერთეულები: წამი; წუთი; საათი..
2. ტრაექტორია - წირს, რომლის გასწვრივ მოძრაობს სხეული, მოძრაობის ტრაექტორია ეწოდება.
2.1. გადაადგილება - სხეულის (წერტილის) გადაადგილება არის წრფის მიმართული მონაკვეთი-
ვექტორი, რომელიც აერთებს სხეულის საწყის მდებარეობას მის საბოლოო მდებარეობასთან.
2.2. გავლილი მანძილი - გავლილი მანძილი ეწოდება მოძრაობის საწყის და საბოლოო წერტილებს
შორის მოთავსებული ტრაექტორიის მრუდის სიგრძეს. (მანძილს, რომელსაც გადის მოძრავი
სხეული, გზა ან განვლილი მანძილი ეწოდება.)
3. გადატანითი მოძრაობა - გადატანითი მოძრაობის დროს სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად
მოძრაობს
3.1. ნივთიერი წერტილი - სხეულს, რომლის ზომა მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ,
ნივთიერი (მატერიალური) წერტილი ეწოდება
4. წრფივი თანაბარი მოძრაობა - წრფივი თანაბარი მოძრაობა ეწოდება ისეთ წრფივ მოძრაობას, რომლის
დროსაც სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ტოლ გადაადგილებებს ასრულებს.

აქედან , სადაც გადაადგილებაა, სიჩქარე და დრო.


4.1. სიჩქარე - აღნიშნავს დროის ერთეულში რაიმე სიდიდის ცვლილებას.
4.2. სიჩქარის ერთეული - სიჩქარის ერთეულად მიღებულია ისეთი წრფივითანაბარი მოძრაობის
სიჩქარე, რომლის დროსაც სხეული 1 წამში 1მ-ით გადაადგილდება
5. წრფივი თანაბარი მოძრაობისას სხეულის კორდინატისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებული გრაფიკი
წრფივი თანაბარი მოძრაობისას სხეულის კოორდინატი იცვლება ფორმულით:

6. წრფივი არათანაბარი მოძრაობა - წრფივ მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული დროის სხვადასხვა
შუალედებში სხვადასხვა გადაადგილებას ასრულებს, წრფივი არათანაბარი მოძრაობა ეწოდება.
6.1. საშუალო სიჩქარე - არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე იზომება სხეულის გადაადგილების
ფარდობით დროის იმ შუალედთან, რომელშიც ეს გადაადგილება შესრულდა.

7. თანაბარაჩქარებული მოძრაობა - წრფივ არათანაბარ მოძრაობას, რომლის დროსაც დროის თანაბარ


შუალედებში სხეულის სიჩქარე ერთი და იგივე სიდიდით იცვლება, თანაბარაჩქარებული მოძრაობა
ეწოდება.
7.1. აჩქარება - სიდიდეს, რომელიც იზომება სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობით დროის იმ

შუალედთან, რომელშიც ეს ცვლილება მოხდა, აჩქარება ეწოდება. აჩქარება


ვექტორული სიდიდეა. აჩქარების ერთეულად მიღებულია ისეთი სხეულის თანაბარაჩქარებული
სხეულის მოძრაობის აჩქარება, რომლის სიჩქარეც 1 წამში 1მ/წმ-ით იცვლება.
8. თანაბარ აჩქარებული მოძრაობის კინემატიკის განტოლებები:
ax=(Vx-V0x)/t; Vx=V0x+axt; X=X0+Sx; X=X0+V0xt+(axt2/2); X=X0+(V2x-V20x)/2ax
9. კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკი წრფივი
თანაბარაჩქარებული მოძრაობისას დადებითი აჩქარების შემთხვევაში

10. კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკი წრფივი


თანაბარაჩქარებული მოძრაობისას უარყოფითი აჩქარების შემთხვევაში

11. სხეულების თავისუფალი ვარდნა - თანაბარაჩქარებული მოძრაობის საუკეთესო მაგალითია სხეულთა


თავისუფალი ვარდნა. თავისუფალი ვარდნა - ესაა ისეთი ვარდნა ვაკუუმში, რომელსაც ხელს არაფერი
უშლის. თავისუფალი ვარდნის აჩქარება ვერტიკალურად ქვევითაა მიმართული და g- თი აღინიშნება.
იგი ყველა სხეულისათვის ერთნაირია და ტოლია g =9,8 მ/წმ2.
12. ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის ასვლის სიმაღლისა და სიჩქარის დროზე
დამოკიდებულების ფორმულები: Sx=V0xt+(axt2 /2); h=V0t-(gt2/2);
h=(V2-V02)/-2g; Sx=hx; V0x=V0; Vx=v; ax=-g
13. სიჩქარე მრუდწირული ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში, მიმართულია ამ წერტილზე გამავალი
მხების გასწვრივ.
აჩქარების მიმართულება ემთხვევა სიჩქარის ცვლილების მიმართულებას, ამიტომ აჩქარების
მიმართულება ცენტრისკენულია.
14. ცენტრისკენული აჩქარება ტოლია წირითი სიჩქარის კვადრატის ფარდობისა რადიუსთან, ან კუთხური

სიჩქარის კვადრატის ნამრავლისა რადიუსზე. ან


15. დროის იმ შუალედს, რომელიც ჭირდება სხეულს წრეწირზე ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად
მიმოქცევის პერიოდი ეწოდება. აღინიშნება T სიმბოლოთი. წრეწირზე მოძრაობისას სხეულის
(წერტილის) ცენტრთან შემაერთებელი რადიუსი ბრუნავს კუთხით. კუთხე იზომება

რადიანებში . მობრუნების კუთხის ფარდობას იმ დროსთან, რომელშიც ეს მობრუნება მოხდა

მოძრაობის კუთხური სიჩქარე ეწოდება. მისი ერთეულია რად/წმ.


დროის ერთეულში სხეულის მიერ წრეწირზე შესრულებულ ბრუნთა რიცხვს მიმოქვევის სიხშირე

ეწოდება. აღინიშნება ასოთი.

წირითი სიჩქარე

კუთხური სიჩქარე

ცენტრისკენული აჩქარება
16. ათვლის ინერციული სისტემა - ეწოდება ისეთ ათვლის სისტემებს, რომლის მიმართაც ყველა
თავისუფალი სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად.
17. გალილეოს ფორმულები:

18. ნიუტონის პირველი კანონი - ნიუტონის პირველი კანონი შეიძლება ჩამოყალიბდეს ასე: არსებობს
ინერციული ათვლითი სისტემები, რომელშიც სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად და
ინარჩუნებს უძრაობას, სანამ მასზე არ იმოქმედებს ძალა ან ძალები.
19. სხეულის ინერტულობა - სხეულთა თვისებას, შეინარჩუნონ თავიანთი სიჩქარე გარე მოქმედებათა
კომპენსირებისას, ინერტულობა ეწოდება
19.1. სხეულთა ინერტულობის გამომსახველი ფიზიკური სიდიდეა მასა (მ). მასის ერთეული Si
სისტემაში არის კილოგრამი
20. ნიუტონის მეორე კანონი - მეორე კანონი ყალიბდება ასე: ყველა ძალის ჯამი, რომელიც მოქმედებს
სხეულზე ტოლია მასისა და აჩქარების ნამრავლის. კლასიკურ მექანიკაში ნიუტონის მეორე კანონი

მათემატიკურად გამოისახება ასე: ან სადაც არის სხეულის


აჩქარება, — სხეულზე მოქმედი ძალა და — სხეულის მასა. 1ნ=1კგ.მ/წმ2
21. ნიუტონის მესამე კანონი - სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ ძალებით, რომლებიც მიმართულია
ერთი და იმავე წრფის გასწვრივ, მოდულით ტოლია, ხოლო მიმართულებით — საპირისპირო.

22. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი - ყოველი სხეული მიიზიდავს ერთმანეთს ძალით,
რომელიც მათი მასების პირდაპირპროპორციული და მათ შორის მანძილის უკუპროპორციულია:

ბუნებაში ყველა სხეულისათვის პროპორციულობის კოეფიციენტი G ერთნაირია. მას რგავიტაციულ


მუდმივას უწოდებენ
G = 6,67·10–11 ნ·მ2/კგ2 .
23. სიმძიმის ძალა - ძალას, რომლითაც დედამიწა იზიდავს სხეულს, სიმძიმის ძალა ეწოდება.
დედამიწის ზედაპირთან ახლოს სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალაა . M - დედამიწის მასაა, R -
დედამიწის რადიუსი
სიმძიმის ძალა სხეულს ანიჭებს აჩქარებას, რომელსაც თავისუფალი ვარდნის g აჩქარება ეწოდება.

აქედან ჩანს, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარება არაა დამოკიდებული სხეულის


მასაზე, ე.ი. იგი ყველა სხეულისათვის ერთნაირია და g=9,8მ/წმ2 . სიმძიმის ძალა ვექტორულად ასე
ჩაიწერება , ე.ი. იგი სხეულის მასისა და თავისუფალი ვარდნის აჩქარების ნამრავლი
ტოლია.
24. თავისუფალი ვარდნის აჩქარება თავისუფალი ვარდნის აჩქარება:
𝑀დ
Gდ = G 𝑅დ2
25. დედამიწის ზედაპირიდან დაშორებისას h სიმაღლით, თავისუფალი ვარდნის აჩქარება მცირდება.

.
26. დრეკადობის ძალა - არის ძალა, რომელიც სხეულის დეფორმაციისას აღიძვრება და მიმართულია
სხეულის ნაწილაკების გადაადგილების საპირისპიროდ
26.1. ჰუკის კანონი - სხეულის დეფორმაციისას წარმოქმნილი დრეკადობის ძალა პროპორციულია
სხეულის წაგრძელებისა და მიმართულია სხეულის გადაადგილების საპირისპიროდ. Fდრ =-kX
K-არის პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელსაც სხეულის ზამბარის სიხისტე ეწოდება.ის
დამოკიდებულია სხეულის ზომებზე და იმ მასალაზე რისგანაც არის სხეული დამზადებული. K[ნ/კ]
27. თუ გარე ძალა მეტია (Fხახ)max–ზე, წარმოიქმნება ფარდობითი გაცურება. ხახუნის ძალას ამ
შემთხვევაში სრიალის ხახუნის ძალას უწოდებენ. იგი ყოველთვის მოძრაობის საწინააღმდეგოდაა
მიმართული და ზოგადად სხეულის ფარდობით სიჩქარეზეა დამოკიდებული.
27.1. სრიალის ხახუნის ძალა ტოლია ხახუნის კოეფიციენტისა და საყრდენის რეაქციის ძალის
ნამრავლის. ხახუნის ძალა მაქსიმალური იქნება თუ კოეფიციენტიც და რეაქციის ძალაც
მაქსიმალური იქნება. Fხახ. = (Fხახ.)max = μN
μ პროპორციულობის კოეფიციენტს სრიალის ხახუნის კოეფიციენტი ეწოდება.
28.
29. ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეული
30. ჰორიზონტალურად გასროლილი სხეული

31. რას ეწოდება სხეულის იმპულსი? დაწერეთ მისი ფორმულა. რა არის იმპულსის ერთეული?

ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც სხეულის მასისა და მისი სიჩქარის ნამრავლის ტოლია, სხეულის
იმპულსი ეწოდება.

კგ *
მ/წმ

32. რას ეწოდება ძალის იმპულსი? რა კავშირია სხეულის იმპულსსა და მასზე მოქმედ ძალის იმპულსს
შორის?

ძალის ნამრავლს მისი მოქმედების დროზე ძალის იმპულსი ეწოდება. სხეულზე ძალის
მოქმედება იწვევს ამ სხეულის იმპულსის ცვლილებას, რომელიც ამ ცვლილების გამომწევი
ძალის იმპულსის ტოლია.

33. დაწერეთ ნიუტონის მეორე კანონი იმპულსის გამოყენებით.


34. ჩამოაყალიბეთ იმპულსის შენახვის კანონი სხეულთა სისტემისათვის.

ჩაკეტილი სისტემის სხეულთა ნებისმიერი ურთიერთქმედებისას მათი იმპულსების ჯამი უცვლელია.

35. რას ეწოდება მექანიკური მუშაობა (განმარტება და შესაბამისი ფორმულა). მუშაობის ერთეული.

მექანიკური მუშაობა არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც სხეულზე მოქმედი ძალის, სხეულის
გადაადგილების და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის ნამრავლის ტოლია.

1 ჯოული = 1 ნ
*1მ

36. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია (მისი შესაბამისი ფორმულა და ერთეული).

სხეულის კინეტიკური ენერგია ტოლია მისი მასისა და სიჩქარის კვადრატის ნამრავლის ნახევარს.

1 ჯოული = 1 ნ
*1მ

37. რა მუშაობა უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ k სიხისტის ზამბარა x მანძილით გავჭიმოთ?

38. რა მუშაობა უნდა შევასრულოთ, რომ m მასის სხეული h სიმაღლეზე ავიტანოთ?

39. როგორ გამოითვლება სხეულზე მოქმედი ძალების მიერ შესრულებული მუშაობა კინეტიკური
ენერგიის საშუალებით? სხეულზე მოქმედი ძალის მუშაობა ამ სხეულის ენერგიის ტოლია.

40. რისი ტოლია დედამიწის ზედაპირიდან h სიმაღლეზე ატანილი m მასის სხეულის პოტენციური
ენერგია?
41. რისი ტოლია x-ით გაჭიმული k-სიხისტის ზამბარის პოტენციური ენერგია?

42. დაწერეთ სიმძიმის ძალის მუშაობის ფორმულა, როდესაც სხეული h1 სიმაღლიდან h2 სიმაღლემდე
ვარდება.

43. რისი ტოლია ძალის მუშაობა, თუ m მასის სხეულის სიჩქარე გაიზარდა V1-დან V2მდე?

44. რას უდრის სხეულის წონა ლიფტში, თუ ლიფტი მოძრაობს ზევით აჩქარებით a და სხეულის მასაა m ?

45. რას უდრის სხეულის წონა ლიფტში, თუ ლიფტი მოძრაობს ქვევით აჩქარებით a და სხეულის მასაა m ?

46. ჩამოაყალიბეთ ენერგიის შენახვის კანონი.

იზოლირებულ სისტემაში არსებული სრული ენერგია მუდმივია. ნებისმიერი ფიზიკური


ურთიერთქმედებისას ენერგია არ ქრება და არც ჩნდება, ის გარდაიქმნება ერთი ტიპის ენერგიიდან
მეორე ტიპის ენერგიაში.

47. რას ეწოდება სიმძლავრე? დაწერეთ სიმძლავრის ფორმულა. რა არის სიმძლავრის ერთეული?

მანქანის ან მექანიზმის სიმძლავრე არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია შესრულებული


მუშაობის ფარდობისა იმ დროსთან, რომლის განმავლობაშიც ეს მუშაობა შესრულდა.

1 ვატი = 1 ჯ
/ წმ
48. როგორ განისაზღვრება სხეულის სიმკვირვე? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა. რა არის სიმკვრივის
ერთეული?

სიმკვირვე არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ნივთიერების რა მასა მოთავსდება


ერთეულოვან მოცულობაში.

კგ
/
მ3

49. როგორ განისაზღვრება წნევა და რა არის მისი ერთეული?

წნევა არის სიდიდე, რომელიც ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალის ზედაპირის ფართობთან
შეფარდების ტოლია.

პასკალი

50. რა არის ატმოსფერული წნევა?

ატმოსფერული წნევა არის წნევა, რომელსაც ყოველი საგანი განიცდის ატმოსფეროსაგან.

51. ჩამოაყალიბეთ პასკალის კანონი.

სითხის ან აირის ზედაპირზე გარეშე ძალების მიერ წარმოებული წნევა ერთნაირად გადაეცემა ყველა
მიმართულებით.

52. რისი ტოლია წნევა, რომელსაც აწარმოებს სითხე ცილინდრული ჭურჭლის ფსკერზე, თუ სითხის
სვეტის სიმაღლეა h, ხოლო სიმკვირვეა p. რა ეწოდება ამ წნევას?

ამ წნევას ჰიდროსტატიკური წნევა ეწოდება.

53. ჩამოაყალიბეთ არქიმედეს კანონი და სხეულთა ცურვის პირობები.

სითხეში ან აირში ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს ვერტიკალურად ზევით მიმართული ამომგდები


ძალა, რომლის სიდიდე ტოლია სხეულის მოცულობის მქონე სითხის ან აირის წონას.

ცურვის პირობები: თუ
a. Fა > mg -> სხეული ამოცურდება, მანამ, სანამ ძალები არ გატოლდება.
b. Fა < mg -> სხეული იძირება.
c. Fა = mg -> სხეული ცურავს სითხის (აირის) ნებისმიერ წერტილში, სადაც ეს პირობა სრულდება.
54. რას ეწოდება დიფუზიის მოვლენა? როგორ არის დამოკიდებული დიფუზიის სიჩქარე ტემპერატურაზე
და ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობაზე?

დიფუზია არის ორი ან რამდენიმე ურთიერთქმედებაში მყოფი ნივთიერების ერთმანეთში შეღწევის


მოვლენა. ყველაზე სწრაფად იგი აირებში მიმდინარეობს, შედარებით ნელა სითხეებში, ხოლო მყარ
სხეულებში დიფუზია ყველაზე ნელი პროცესია. დიფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია
ტემპერატურაზეც: რაც უფრო მეტია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს პროცესი.

55. რა კავშირია სხეულის v ნივთიერების რაოდენობასა m მასასა და M მოლურ მასას შორის?

56. როგორ არის დაკავშირებული M მოლური მასა ერთი მოლეკულის მასასთან m0 და ავოგადროს
მუდმივასთან NA ?

57. დაწერეთ იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. რა სიდიდეებს აკავშირებს ის?

განტოლება აკავშირებს წნევას, მოცულობასა და ტემპერატურას.

58. რას ეწოდება იზოთერმული პროცესი? (შესაბამისი განტოლება და გრაფიკი).

კვაზისტატიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მუდმივ ტემპერატურაზე.


59. რას ეწოდება იზოქორული პროცესი? იზოქორული პროცესის განტოლება და გრაფიკი.

კვაზისტატიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მუდმივი მოცულობის დროს.

60. რას ეწოდება იზობარული პროცესი? იზობარული პროცესის განტოლება და გრაფიკი.

კვაზისტატიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უცვლელი წნევის პირობებში.

61. თუ სხეულის სითბოტევადობაა C, მაშინ რა სითბოს რაოდენობაა საჭირო ამ სხეულის t1


ტემპერატურიდან t2 ტემპერატურამდე გასათბობად?
62. ჩამოაყალიბეთ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძორითადი დებულებები.

a. ყოველი ნივთიერება - თხევადი, მყარი ანდა აირადი შედგება მოლეკულებისაგან და ატომებისაგან.


b. ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები უწყვეტ ქაოსურ მოძრაობაშია.
c. ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ.

63. რა არის ბროუნის მოძრაობა?

ატომებისა და მოლეკულების ქაოსური მოძრაობა.

64. ჩამოაყალიბეთ თერმოდინამიკის პირველი კანონი.

სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილება მისი გადასვლისას ერთი მდგომარეობიდან მეორეში ტოლია
გარე ძალების მიერ შესრულებული მუშაობისა და სისტემისათვის გადაცემული სითბოს რაოდენობის
ჯამისა.

65. რას ეწოდება სხეულის შინაგანი ენერგია?

სხეულის ყველა ნაწილაკის კინეტიკური ენერგიების და მათ შორის ურთიერთქმედების პოტენციური


ენერგიების ჯამს სხეულის შინაგანი ენერგია ეწოდება.

66. რამდენი სახეობის მუხტი არსებობს? ჩამოაყალიბეთ წერტილოვან მუხტებს შორის


ურთიერთქმედების კანონი (კულონის კანონი).

67. როგორ განისაზღვრება ელექტრული ველის დაძაბულობა? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა.


ელექტრული ველის დაძაბულობის ერთეული.
68. გამოთვალეთ წერტილოვანი მუხტის დაძაბულობა. დაწერეთ შესაბამისი ფორმულა. დახაზეთ
წერტილოვანი მუხტის ველის ძალწირები.

69. როგორ განისაზღვრება მუდმივი დენის ძალა? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა. დენის ძალის
განტოლება.

70. ჩამოაყალიბეთ ომის კანონი წრედის უბნისათვის. დაწერეთ შესაბამისი ფორმულა. როგორ
არის დამოკიდებული გამტარის წილადობა გამტარის სიგრძეზე, განიკვეთის ფართობზე და
ტემპერატურაზე?

You might also like