You are on page 1of 7

სხეულის სიმძიმის ცენტრი და წონასწორობა.

ასაკობრივი თავისებურებები

სხეულის სიმძიმის ცენტრი ეწოდება წერტილს სადაც გადაიკვეთებიან სხეულის


შემადგენელი ნაწილაკების წონათა ტოლქმედები შვეულის მიმართ სხეულის
სხვადასხვა მდებარეობის დროს.

ადამიანის სიმძიმის ცენტრში განირჩევა სხეულის სიმძიმის საერთო ცენტრი და


სხეულის ცალკეულ ნაწილთა სიმძიმის ცენტრი.

სხეულის სიმძიმის საერთო ცენტრად მიჩნეულია ცენტრი, რომელშიც თავს იყრის


სხეულის ნაწილების ცენტრები. სხეულის ყველა ნაწილს, რომელსაც გააჩნია
გარკვეული მასა, გააჩნია საკუთარი სიმძიმის ცენტრი.

სიმძიმის ძალა უდრის სხეულის მასას გამრავლებულს გ=9,8მ/წმ. იგი მოდებულია


სხეულის საერთო ცენტრზე და მიმართულია ქვევით.

Aადამიანის ქვედა კიდურების ფუნქცია, გარდა ზოგიერთი ფიზიკური ვარჯიშისა


განისაზღვრება საყრდენით და ლოკომოციით, ორივე შემთხვევეში ქვედა კიდურების
ფუნქციაზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის სიმძიმის ცენტრი.

ახალშობილებში სიმძიმის საერთო ცენტრი მდებარეობს გულმკერდის 5-6 მალის


დონეზე. ორი წლის ასაკისათვის კი ეშვება წელის პირველ მალასთან, მისი დაშვება
გრძელდება 16-18წლის ასაკამდე, ამავე დროს იგი გადაინაცვლებს წინიდან უკანა
მიმართულებით.

Mმამაკაცის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს წელის მე-3 გავის მე-5 მალებს შორის.
ქალებში წელის მე-5 კუდუსუნის პირველ მალებს შორის.

სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენელთა სხეულის განსხვავებული


პროპორციები და კუნთოვანი მასის არაერთნაირი განაწილების თავისებურებები
გავლენას ახდენს სხეულის საერთო სიმძიმის ცენტრზე, ცენტრის მდებარეობის
დონესა და ადგილზე. მაგალითად: მოცურავეებში უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე
ჩოგბურთელებში.

სიმძიმის ცენტრზე გამავალი ხაზი გაივლის მენჯ-ბარძაყის სახსრის განივი


ღერძიდან 5სმ-ით უკან და კოჭ-წვივის სახსრის განივი Gღერძიდან 3სმ-ით წინ.

თავის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს ატლანტ-კეფის სახსრის ოდნავ წინ. თავის და


ტორსის საერთო სიმძიმის ცენტრი მდებარეობს გულმკერდის მე-10 მალის წინა
კიდის შუა დონეზე.

Fფრონტალურ სიბრტყეში სიმძიმის საერთო ცენტრი უმნიშვნელოდ წანაცვლებულია


მარჯვნივ, ანუ მარჯვენა ფეხი იღებს შედარებით მეტ დატვირთვას, ვიდრე მარცხენა.

სხეულის ნაწილთა მასის მოძრაობისა და გადაადგილების დროს გადაინაცვლებს


სიმძიმის საერთო ცენტრიც, მაგრამ წონასწორობის შესანარჩუნებლად მისი პროექცია
არ უნდა სცილდებოდეს საყრდენი ზედაპირის საზღვრებს.

წონასწორობის სახე განისაზღვრება სხეულის საერთო სიმძიმის ცენტრის


შეფარდებით საყრდენ ფართთან. თუ საყრდენი ფართობი მდებარეობს სხეულის
სიმძიმის ცენტრზე დაბლა, მაშინ წონასწორობა არამდგრადია,ხოლო თუ
პირიქით,მაშინ წონასწორობა მდგრადია.

საყრდენი ფართობი განისაზღვრება სხეულის საყრდენი ორგანოების მიერ


დაკავებული და მათ შორის მოქცეული ფართით, საყრდენ ფართზე
დამოკიდებულია სხეულის მდგრადობა, რომელიც კავშირშია საყრდენი ფართის
სიდიდესთან ე.ი.სხეულის მდგრადობა მით უფრო მეტია, რაც უფრო განზეა ფეხები
გადგმული, მდგრადობა ორ ფეხზე დგომისას უფრო მტკიცეა, ვიდრე ცალ ფეხზე
დგომით.

წონასწორობის სახეობის მიხედვით სხეულზე მომქმედი ძალები ახდენენ


სხვადასხვაგვარ ზეგავლენას. მაგალითად: შეზღუდული მდგრადობის მომენტში,
სხეულის სიმძიმის ძალა, მის ცალკეულ ნაწილებზე ახდენს დამთრგუნავ, მყარი
მდგომარეობისას კი გამჭიმავ ზეგავლენას.

სხეულის წონასწორობა მის ამა თუ იმ მდგომარეობაში შეინარჩუნება თუ სხეულის


საერთო სიმძიმის ცენტრი გაივლის საყრდენი ფართის შიგნით, ხოლო თუ მის
საზღვრებს სცილდება, წონასწორობა ირღვევა და სხეული ეცემა.

სხეულის მდგრადობის ხარისხი ვარჯიშის შესრულებისას დამოკიდებულია


სხეულის საერთო სიმძიმის ცენტრის მდებარეობის სიმაღლეზე და საყრდენი ფართის
სიდიდეზე.

სიმძიმის ცენტრი მჭიდრო კავშირშია ბიომექანიკასთან. თუ სხეულზე მოქმედი


ძალები ერთი მეორის ტოლია, მაშინ იგი წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება,
ხოლო თუ მათი ტოლქმედისსიდიდე ნულის ტოლი არ არის, მაშინ სხეულის
გადაადგილების მიმართულება განისაზღვრება ჭარბი ძალის მიყენების
მიმართულებასთან.
ქვედა კიდურის კუნთებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარძაყის ოთხთავა,
თერძის, დიდი და მცირე წვივის, სამთავა (ამ კუნთის დაბოლოებაა აქილევსის
ქუსლად მონათლული მყესი) და ტერფის კუნთები გახლავთ.
კუნთებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ - ერთნი კიდურებს შლიან, მეორენი ხრიან,
მესამენი შიგნით ან გარეთ აბრუნებენ.

სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებანი

სასიარულო აპარატმა თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, მას, ისევე როგორც


ნებისმიერ ორგანოს, მუდმივად უნდა მიეწოდოს საკვები ნივთიერებები. ამ
ფუნქციას თეძოს საერთო არტერიის მეორე განშტოება - თეძოს გარეთა არტერია
ასრულებს. ეს არტერია ურიცხვ უწვრილეს კაპილარად იტოტება, რომლებიც
თითოეულ ძვალში, სახსარსა და კუნთში შედიან და მათ უჯრედებამდე
ცხოველქმედებისთვის საჭირო კომპონენტები მიაქვთ.

რაც შეეხება ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ, უვარგის პროდუქტებს, ისინი სამოძრაო


აპარატიდან ქვედა ღრუ ვენის საშუალებით გამოიდევნება მუხლქვეშა, მცირე
საჩინო, ბარძაყისა და დიდი საჩინო ვენების დახმარებით.
ქვედა კიდურების ნერვულ-რეფლექსური მოქმედება, მისი მყისიერი რეაგირება
გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებზე წელ-გავის ნერვული წნულიდან გამომავალი
რამდენიმე ნერვის დამსახურებაა, რომელთა შორისაც უწინარეს ყოვლისა ყველაზე
მსხვილი და გრძელი - საჯდომი ნერვი უნდა ვახსენოთ. მასზე უშუალოდ არის
დამოკიდებული ქვედა კიდურთა მგრძნობელობა. პათოლოგიები, რომელთა დიდი
ნაწილიც აუტანელი ტკივილით მიმდინარეობს, ხშირად სწორედ საჯდომი ნერვის
ანთებითი თუ სხვა სახის დაზიანებით არის გამოწვეული.

სასიარულო აპარატის ბიომექანიკური ცენტრი

სასიარულო აპარატის ბიომექანიკური ცენტრი ტერფია. სიარულისას მას აპარატის


დანარჩენ წევრებზე მეტი დატვირვა ადგას.
ტერფი განსაკუთრებით მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, სწორედ
ბიოაქტიური წერტილების სიმრავლის გამო უწოდეს მას ჩინელებმა ჯანმრთელობის
სარკე.
სიარულისას ტერფი წარმოუდგენლად დიდ დაბრკოლებას ლახავს. თითოეული
ნაბიჯის გადადგმისას მას სხეულის მასის 120-250%-ის ტოლფასი ძალის დაძლევა
უხდება. სწრაფი სიარულისას ის წამში 5 მეტრს გადის, ეს დაახლოებით 18 კმ/სთ-ია,
სირბილისას კი 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
დღის განმავლობაში ადამიანი 2-დან 6 ათასამდე ნაბიჯს დგამს, ხოლო წელიწადში -
860 000-დან 2 085 600-მდე ნაბიჯს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტერფის ყველაზე თანამედროვე და


სრულყოფილი პროთეზების ექსპლუატაციის ვადა 3 წელს არ აღემატება, კიდევ
უფრო აშკარა გახდება იმ სამუშაოს მოცულობა, რომელსაც ტერფი მთელი
სიცოცხლის მანძილზე ასრულებს.
ტერფის დღეგრძელობა, უპირველეს ყოვლისა, მისი დახვეწილი მექანიკური
კონსტრუქციისა და უნიკალური "მასალის" დამსახურებაა.
სიარულის დანიშნულება
 უსაფრთხოდ და გეგმაზომიერად გადააადგილოს სხეული წინ;
  შეუნარჩუნოს სხეულს ის ვერტიკალური ბალანსი, რომლის წყალობითაც
გადაადგილებისას სხეული თავს აღწევს დაცემას;
  დაზოგოს ენერგია - სიარულისას ნაბიჯის ფაზებს შორის დატვირთვის
გადანაწილების ხარჯზე ორგანიზმი მინიმალურ ენერგიას ხარჯავს;
  უზრუნველყოს თავისუფალი მოძრაობა, რათა სიარულისას მკვეთრმა
მოძრაობებმა სხეულის დაზიანება არ გამოიწვიოს;
  უზრუნველყოს გადაადგილებისას სხეულის სიმძიმის ცენტრის უპრობლემო
გადანაცვლება.

სიარულის ტიპები და ტემპები


სიარულის ტემპი და ტიპი მეტად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია
ადამიანის ასაკზე, სქესზე, სხეულის სიმაღლესა და მის ნაბიჯის სიგრძეზე.
ამჟამად ცნობილია სიარულის 5 ტემპი: ნელი, შენელებული, თავისუფალი,
აჩქარებული და ჩქარი. თითოეულ ტემპს თავისი მახასიათებლები აქვს, რომლებსაც
ქვემომოყვანილ ცხრილში გთავაზობთ:
ადამიანები ყველაზე ხშირად თავისუფალი ტიპით გადაადგილდებიან, რადგან ამ
დროს კუნთების აქტივობა მინიმალურია. ცნობილია, რომ 70 წლის ადამიანი
სიცოცხლის მანძილზე ასეთი ტემპით საშუალოდ 500 მილიონ ნაბიჯს დგამს და
"გაივლის" გზას, რომელიც დაახლოებით დედამიწიდან მთვარემდე მანძილის (384
000 კმ) ტოლია. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ გზის გავლისას მოძრაობითი
აპარატის რომელიმე წევრი ზოგჯერ მწყობრიდან გამოდის, სიარული ისეთი
თავისუფალი და უნებლიე აღარ არის, სულ უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის და
ხშირად ძლიერი, აუტანელი ტკივილების მიზეზადაც იქცევა.

You might also like