You are on page 1of 5

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:


I.შესავალი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია
რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე
გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის
(ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.

II.ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და
დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი
დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.

III.დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ
ერთხელ დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული
თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:
1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე

როგორ ვწეროთ კარგი ესე?


იხილეთ 14 ნაბიჯი:
1.განსაზღვრე,ეთანხმები თუ არა მოცემულ მოსაზრებას

2. აირჩიე თემის მთავარი აზრი, ან თეზისი. მაგალითად: ინფორმაციულმა


ტექნოლოგიებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინა ჩვენი სამუშაოს სპეციფიკაზე.

3. გაწერე ესე სამ ძირითად ნაწილად: შესავალი, მთავარი ნაწილი და


დასკვნა/შეჯამება.

4. შესავალი საინტერესო წინადადებით დაიწყე. მაგალითად: კომპიუტერის


მეშვეობით, სახლიდან მომუშავე ადამიანების რაოდენობა ბოლო 5 წლის
განმავლობაში 150 000-დან 12 მილიონამდე გაიზარდა. შესავალი, შეიძლება,
შეიცავდეს საინტერესო სტატისტიკას, ცნობილი ადამიანის ფრაზას, რიტორიკულ
კითხვას, როგორიცაა “იცოდით, რომ…”, თუ სხვ.

5. პირველი წინადადების შემდეგ ჩამოაყალიბე ესეს მთავარი აზრი. ამ წინადადებამ


უნდა განსაზღვროს მთლიანი ტექსტის დედააზრი.

6. ყოველ ახალ აბზაცს წარუმძღვარე წინადადება, რომელიც ამ აბზაცს განსაზღვრავს.


ამით შეძლებ პარაგრაფების ერთმანეთთან დაკავშირებას და ესეს სტრუქტურის
აწყობას.
7. შესავალი დაასრულე მთავარი აზრის მოკლე შეჯამებით. მაგალითისათვის:
ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ტრადიციული სამუშაო გარემო წარსულს ჩააბარა.

8. შიდა პარაგრაფები (ძირთადად ორი, ან სამი) შესავალში დაფიქსირებული იდეის


განვრცობას ემსახურება. გახსოვდეს, რომ საწყის პარაგრაფში აღნიშნული თემის
მიმოხილვით ესეს სტრუქტურა იკვრება.

9. ესეს შუა პარაგრაფებში მოიყვანე მაგალითები და დამატებითი ინფორმაცია


თემაზე. მაგალითად: როცა ინტერნეტი პირველად შეიქმნა, მას ძირითადად
მეცნიერები იყენებდნენ, თუმცა, დღეს უკვე ყველა საკლასო ოთახში შეგიძლიათ მისი
გამოყენება.

10. ესეს შუა პარაგრაფებმა უნდა განავითაროს ცენტრალური იდეა და ბოლოს


შეაჯამოს იგი. თითოეულმა მსგავსმა პარაგრაფმა მინიმუმ ორი მაგალითი ან ფაქტი
უნდა განიხლოს მთავარი იდეის დასაცავად.

11. ბოლო, დასკვნითი პარაგრაფი აჯამებს მთელ ესეს და შესავალის პერიფრაზირებას


ახდენს.

12. დასკვნა დაიწყე წინადადებით, რომელიც გაიმეორებს წინა პარაგრაფების


პრინციპულ იდეას. მაგალითად: ინტერნეტის მოხმარებამ სახლის პირობებში და
თანამედროვე კომპიუტერული სისტემების სწრაფმა განვითარებამ…

13. ბოლოსწინა წინადადებამ უნდა გაიმეოროს თემის მთავარი თეზისი.


მაგალითისთვის: ჩვენ ინდუსტრიული რევოლუციიდან ინფორმაციულ
რევოლუციაში გადავინაცვლეთ.

14. ბოლო წინადადება მთავარი თეზისის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება.


მაგალთად: მომავალში ოფიციალური სამუშაო გარმოს სრულ გაქრობას უნდა
ველოდეთ.

კონკრეტული ესეს წერის ნაბიჯები

არსებობს მოსაზრება,რომ გარემოს დაცვის მიზანი მხოლოდ ადამიანების


სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ იქნება,მაშინ გარემო შეიძლება
დაუცველი აღმოჩნდეს. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით
იგი.

1. გააანალიზე შემოთავაზებული ვარიანტი კარგად და დაიწყე წერა. შეეცადე


გააკეთო შესავალი
მაგ. ჩვეგან დამოუკიდებლად ფუნქციონერებად ბიომექანიზმს
წარმოადგენს ბუნება,რომლის „კომპეტეციაში“ჩარევა უმეტეს შემთხვევაში
სავლალო შედეგს იწვევს.ან დავიწყოთ შეკითხვის დასმით, მაგ:
ვუფრთხილდებით კი ბუნებას?ან პირდაპირ თეზისით :გარემოს დაცვის მიზანი
ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ იქნება,მაშინ გარემო
შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს.
დაიმახსოვრეთ ! შესავალის ეფექტურობა განაპირობებს ესეს შემდგომ
განვითარებასა და გამსწორებლის სიმპათიას.

2. მთვარი ნაწილი მოიცავს არგუმენტებსა და არგუმენტების გასამყარებელ


მაგალითებს.არგუმენტები შეიძლება იყოს როგორც საკუთარი ნააზრევი, ისე
ავტორიტეტების , ცნობილი ადამიანის აზრები,ანდაზები,აფორიზმები, კანონები....
მაგალითები შეიძლება იყოს ფაქტები:ცხოვრებისეული, მეცნიერული,
სტატისტიკური,ლიტერატურული.
არგუმენტი: გონიერი ადამიანი,რომელიც ფიქრობს ჯანმრთელობაზე,
ავტომატურად ფიქრობს ბუნებაზე, თუმცა დღეს ასეთი ადამიანი
იშვიათია.(ამონარიდი მოსწავლის ესედან)
მაგალითი: გასული კვირის თბილისის კატასტორფა ბუნების შეუფასებლობამ
გამოიწვია.(ამონარიდი მოსწავლის ესედან)
არგუმენტი:ადამიანები კომფორტის შექმნაზე ეგოისტურად ფიქრობენ და ბუნება
ავიწყდებათ,არადა ადამიანი ხომ ბუნებაზეა დამოკიდებული(ამონარიდი
მოსწავლის ესედან)
მაგალითი:ადამიანი,როცა ცუდადაა, რელაქსაციისთვის ბუნებაში მიდის, სჭირდება
სუფთა ჰაერი , თუნდაც წამლები,რომლებიც ასევე სუფთა ბუნებისგან
მიიღება.(ამონარიდი მოსწავლის ესედან)
(შენიშვნა:რელაქსაცია არ არის ქართული სიტყვა, ეცადეთ ბარბარიზმები ნაკლებად
გამოიყენოთ.
რელაქსაცია
L. relaxatio შესუსტება, შემცირება
1.ტექ. სხეულის რაიმე მდგომარეობის თანდათანობით შესუსტება ამ მდგომარეობის
გამომწვევი ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. (უცხო სიტყვათა
განმარტებითი ლექსიკონი)
აქ ავტორს შეეძლო გამოეყენებინა განტვირთვისათვის, დასვენებისათვის, და ა.შ.)
არგუმენტი: დღესდღეობით მსოფლისოს მრავალ ქვეყანაში,მათ შორის
საქართველოშიც, არსებობს სასოფლო-სამეურნეო
პრობლემა.სარეველებისა და პარაზიტებისაგან თავდასაცავად იყენებენ გარემოს
სხვადასხვა კომპონენტს,რთავენ მათ განსხვავებულ კვებით ჯაჭვში,რაც
არასახარბიელო შედეგით სრულდება (ამონარიდი მოსწავლის ესედან)
მაგალითი: პორტუგალიაში ერთ-ერთი ბუჩქოვანი მცენარის ჯიშის გადასარჩენად,
რომელსაც ვირთხების „ეპიდემია“ დაატყდა თავს,პორტუგალიელებმა აზიიდან
ათასობით ოპოსუმი ჩამოიყვანეს,რომლებიც ვერ ადაპტირდნენ ამ
გარემოში.დაიხოცნენ და, რასკვირველია, ვერც მოსავალი გადაარჩინეს(ამონარიდი
მოსწავლის ესედან)
არგუმენტი:მიუხედავად იმისა,რომ თანამედროვე საუკუნეში ტექნოლოგიები
ვითარდება და საფრთხე ექმნება ბუნებას, შეიძლება ეს ტექნოლოგიები სასიკეთოდაც
გამოვიყენოთ. (ამონარიდი მოსწავლის ესედან)
მაგალითი:ამერიკლემა17 წლის ბიჭმა ზღვაში ჩაყრილი ნაგვის შესაგროვებლად
გამოიყენა ტივტივა.(ამონარიდი მოსწავლის ესედან)
დასკვნა
შეიძლება დაიწყოთ შემდეგი ფრაზებით. ჩემი აზრით, აქედან
გამომდინარე,ამრიგად. თავს უყრი შენს მსჯელობას მოკლედ და მკაფიოდ
ადასტურებ შენს მოსაზრებას.

დასკვნა: აქედან გამომდინარე , თუ ადამიანი გაუფრთხილდება თავის


ჯანმრთელობას, ეს ავტომატურად იქნება საფუძველი და გარანტი ბუნების მოვლის,
ეს უკანასკნელი აუცილებელიცაა,ვინაიდან,როგორც მოვექცევით ბუნებას, ისევე
მოგვექცევა ის. სწორედ ამიტომ,თითოეული ჩვენგანი აუცილებლად უნდა
დაფიქრდეს,ზუსტად დავსახოთ გეგმები, თუ როგორ გამოვიყენოთ ბუნება ჩვენს
საკეთილღეოდ ისე, რომ მის „ჯანმრთელობასაც არ შევუქმნათ საფრთხე,ჩვენც ხომ
გარემოს მოქმედებითი ჯაჭვის კომპონენტს წარმოვადგენთ. გარემოს დაცვა
თავისთავად გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობას. (ამონარიდი მოსწავლის
ესედან)
არგუმენტირებული ესე სრული სახით (შესრულებული მოსწავლის მიერ)
ბუნება ჩვეგან დამოუკიდებლად ფუნქციონერებად ბიომექანიზმს
წარმოადგენს,რომლის „კომპეტეციაში“ჩარევა უმეტეს შემთხვევაში სავლალო
შედეგებს იწვევს. გარემოს დაცვის მიზანი ადამიანების სიცოცხლეას და
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ იქნება,მაშინ გარემო შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს.
ვუფრთხილდებით კი ბუნებას?
გონიერი ადამიანი,რომელიც ფიქრობს ჯანმრთელობაზე,ის ავტომატურად ფიქრობს
ბუნებაზე, თუმცა დღეს ასეთი ადამიანი იშვიათია.ამის ნათელი მაგალითია გასული
კვირის თბილისის კატასტორფა,რაც სწორედ ბუნების შეუფასებლობამ გამოიწვია.
ადამიანები კომფორტის შექმნაზე ეგოისტურად ფიქრობენ და ბუნება
ავიწყდებათ,არადა ადამიანი ხომ ბუნებაზეა დამოკიდებული
მაგალითად,ადამიანი,როცა ცუდადაა რელაქსაციისთვის ბუნებაში მიდის,
სჭირდება სუფთა ჰაერი, თუნდაც ის, რომ ავადმყოფობის დროს სჭირდება
წამლები,რომლებიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა ბუნებისგან მიიღება.
დღესდღეობით მსოფლისო მრავალ ქვეყანაში,მათ შორის საქართველოშიც არსებობს
სასოფლო-სამეურნეო პრობლემა.სარეველებისაგან და პარაზიტებისაგან
თავდასაცავად იყენებენ გარემოს სხვადასხვა კომპონენტს,რთავენ მათ
განსხვავებულ კვებით ჯაჭვში,რაც არასახარბიელო შედეგებით სრულდება
მაგალითად: პორტუგალიაში ერთ-ერთი ბუჩქოვანი მცენარის ჯიშის გადასარჩენად,
რომელსაც ვირთხების „ეპიდემია“ დაატყდა თავს,პორტუგალიელებმა აზიიდან
ათასობით ოპოსუმი ჩამოიყვანეს,რომლებიც ვერ ადაპტირდნენ ამ
გარემოში.დაიხოცნენ და რასკვირველია, ვერც მოსავალი გადაარჩინეს,მიუხედავად
იმისა,რომ თანამედროვე საუკუნეში ტექნოლოგიები ვითარდება და საფრთხე
ექმნება ბუნებას, შეიძლება ეს ტექნოლოგიები სასიკეთოდაც გამოვიყენოთ
მაგალითად :ამერიკლემა,17 წლის ბიჭმა ზღვაში ჩაყრილი ნაგვის შესაგროვებლად
გამოიყენა ტივტივა.
აქედან გამომდინარე , თუ ადამიანი გაუფრთხილდება თავის ჯანმრთელობას ეს
ავტომატურად იქნება საფუძველი და გარანტი ბუნების მოვლის, ეს უკანასკნელი
აუცილებელიცაა,ვინაიდან,როგორც მოვექცევით ბუნებას ისევე მოგვექცევა ის.
სწორედ ამიტომ,თითოეული ჩვენგანი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს,ზუსტად
დავსახოთ გეგმები, თუ როგორ გამოვიყენოთ ბუნება ჩვენს საკეთილღეოდ,ისე რომ
მის „ჯანმრთელობასაც არ შევუქმნათ საფრთხე,ჩვენ თავადაც ხომ გარემოს
მოქმედებითი ჟაჭვის კომპონენტს წარმოვადგენთ. გარემოს დაცვა თავისთავდ
გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობას. (მოსწავლის მიერ დაწერილი ესე)

შეეცადეთ დაიცვათ სალიტერატურო ენის ნორმები და შეარჩიოთ შესაბამისი


სტილი, არ არის საჭირო ლირიკული გადახვევა და რომანტიკა

You might also like