You are on page 1of 1

არგუმენტირებული ესე_საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს ,რომ პანდემიამ

შეცვალა სამყარო,ადამიანები უფრო კეთილშობილნი გახდნენ:

პანდემიამ შეცვალა სამყარო და ნაწილობრივ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ამან ადამიანების


შინაგან სამყაროზეც იმოქმედა და ისინი კეთილშობილები გახდნენ.

თავდაპირველად მოცემულ სიტუაციას ჩემი ყურადღება არ მიუპყრია. სამყაროს იმ ნაწილში


ვცხოვრობ, სადაც პანდემიის დასაწყისი შორს იყო, მიუხედავად ამისა თანაგრძნობა გამაჩნდა
იმ ყველაფრის მიმართ რასაც სოციალური ქსელები თუ სატელევიზიო გამოშვებები
აშუქებდნენ და მოგვიანებით იმავე სიტუაციაში ჩემს ირგვლივ არსებული გარემოც
აღმოჩნდა. თითქოს ვხუმრობდით, რომ ეს ვერ შეგვაშინებდა, რეალურად მთელი სამყარო
შიშმა მოიცვა. იმ გამოწვევის წინაშე წარვსდექით, სადაც შიში მხოლოდ გაგვანადგურებდა.
ვირუსმა მთლიანად მოგვიცვა, ერთი ხელის მოსმით იმპსხვერპლა უამრავი ადამიანი.
გამოკეტვა და განმარტოება გახდა მნიშვნელოვანი,რამაც ბევრის შინაგანი სამყარო შეცვალა.
ბევრზე დადებითად იმოქმედა, ბევრზეც უარყოფითად.

პანდემიამ ერთმანეთის მიმართ ზრუნვა და ყურადღება, ახლოადანიანების ჯანმრთელობასა


და უსაფრთხოებაზე ფიწრი გამოიწვია. ადამიანებს, რომლებიც დროის უქონლობის გამო
ოჯახის წევრებს ჩამოშორებულიყვნენ შესაძლებლობა მისცა მათთან დასაახლოვებლად. ამ
მხრივ ადამიანები დადებითად შეიცვალნენ და კეთილშობილებიც გახდნენ, მაგრამ
მათთვის, ვისთვისაც გარე სამყაროსთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანი რამ იყო
აგრესია გამოიწვია.

საზოგადოების იმ ნაწილისთვის კი, ვისთვისაც ჩვეულებრივი ცხოვრება სევდიანია და


თავის არიდებას ცდილობს ხმაურიანი ყოველდღიურობისგან ვფიქრობ ცუდი პერიოდი არ
ყოფილა, რადგან ისინი გათავისუფლდნენ და აღარ უხდებათ თავის არიდება, უფრო მეტი
დრო აქვთ საკუთარ თავთან განმარტოებაში.

მიუხედავად ჩემს გარშემო არსებული სიტუაციისა, არ ვთვლი, რომ ცხოვრება დამძიმდა. მე


მომწონდა ჩემი ცხოვრება პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ. ამდენად ვთვლი, რომ
პანდემიამ შესაძლებლობა მომცა საკუთარ თავში უკეთ გავრკვეულიყავი. ვფიქრობ, რომ
პანდემიამ საკუთარი თავის აღმოჩენისთვის სხვადასხვა სფეროში კარგი შესაძლებლობა
მომცა.

You might also like