You are on page 1of 5

ნაშრომი: თარგმანი,ინგლისურიდან: ო ჰენრი-“ რაუნდებს შორის”.

ავტორი:თამარ თირქია

ქალაქი: ფოთი

სკოლა: ქ.ფოთის N15 საჯარო სკოლა

ტელ: +995598123118

დედანი: https://www.google.com/url?
sa=t&source=web&rct=j&url=https://etc.usf.edu/lit2go/131/the-four-million/2391/between-
rounds/&ved=2ahUKEwi38-
eMtKHwAhVd8bsIHQ7CAKoQFjAAegQIBBAC&usg=AOvVaw3drkgfIe8sk_pyydiokCUy

ნაშრომი:

“რაუნდებს შორის“

მაისის მთვარე ქალბატონი მერფის პანსიონატს დაჰნათოდა. ალმანახის მითითებით


უზარმაზარი ტერიტორია იქნებოდა აღმოჩენილი. გაზაფხულის სასიამოვნო ჟამი იყო, მალე
დაცხებოდა. პარკები ახლადამოსული ფოთლებით გამწვანებულიყო. ხალხი დასავლეთიდან
და სამხრეთიდან შემოსულ პროდუქტებს იძენდა. იქაურობა სავსე იყო ყვავილებითა და
საზაფხულო კურორტის აგენტებით, ბატონი ლოუსონი სიამოვნებით უსმენდა ხალხის
პასუხებს, თავის კითხვებზე. შადრევნები სასიამოვნოდ იშლებოდა და ირგვლივ არღნის ხმა
ისმოდა.

ქალბატონი მერფის პანსიონის ფანჯრები ღია იყო. გემის მგზავრები მაღალ საფეხურზე,
ამერიკული ბლინებივით ბრტყელ ჭილოფებზე, წრეზე შემომსხდარიყვნენ.

მეორე სართულზე, ფანჯარასთან ქალბატონი მაკკასკი ელოდა ქმარს. ვახშამი მაგიდაზე


გაცივდა.
ცხრა საათზე ბატონი მაკასკი მოვიდა. ქურთუკი მკლავზე ჰქონდა გადაკიდებული, ჩიბუხი
კი კბილებს შორის გაეჩრა. მან მეზობლებს მოუბოდიშა შეწუხებისთვის, და ისე კიბეებზე,
რომ არ დაებიჯებინა მათ სამოსზე.

ოთახში შესვლისთანავე ის აღშფოთდა, რადგან ღუმელის ხუფის ან კარტოფილის


საჭყლეტის ჭერის ნაცვლად, მისმა ცოლმა მხოლოდ ლაპარაკი დაიწყო.

მისტერ მაკკასკი თვლიდა, რომ მაისის კეთილთვისებიანმა მთვარემ შეარბილა მისი


მეუღლის მკერდი.

ქალმა სამზარეულოდან შესძახა ქმარს, რომ მას შეეძლო ქუჩის „ნაგვებისთვის“


მოებოდიშებინა, რადგან მათ ქურთუკებს გადაუარა, ხოლო ცოლის მოთმინებას არაფრად
თვლიდა, მის ლოდინში სადილიც გაცივებულიყო. ქალს ყელში ამოსვლოდა ხელფასის
ფლანგვა ბატონ გელერის რესტორანში და სახლში დაგვიანება ყოველ შაბათ საღამოს. გაზის
ფულის ასაღებად კი მოლარე ორჯერ მოსულიყო.

კაცმა ქურთუკი და ქუდი სკამზე დადო, შეურაცხყოფილმა მიმართა ცოლს, რომ


ჯელტმენისთვის თავაზიანობა ბუნებრივია და ახლა უკვე დამცინავი და მრისხანე ტონით
უწოდა ცოლს ღორისსიფათიანი და ვახშამი მოსთხოვა.

ქალბატონი მაკკასკი მძიმედ წამოდგა და გაზქურისკენ წავიდა. მისი მოძრაობა თითქოს


მისტერ მაკკასკს აფრთხილებდა. თითქოს მისი პირის ჩამოშვება ბარომეტრივით,
მოასწავებდა ჭურჭლის მსხვრევას.

„ღორის სიფათი, არა?!“- გაიმეორა ქალმა და ბეკონითა და თალგამით სავსე ქვაბი ისროლა.

მისტერ მაკკაკისთვის ახალი არ იყო კამათი, იცოდა ამას რაც უნდა მოჰყოლოდა, მაგიდაზე
შემწვარი ღორის ხორცი იდო, მჟაუნას გარნირთან ერთად, მისტერ მაკკასკიმ ვახშამი ჯერ
დაიწუნა, შემდეგ კი ის ნარჩენებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში მოათავსა. ყველის ნაჭერი
გამიზნულად ესროლა ცოლს და ისიც ყვრიმალზე მოხვდა მას. საპასუხოდ, ქალმა, ცხელი
ყავით სავსე ფინჯანი მიუტანა, რითაც კამათი უნდა დასრულებულიყო.

მისტერ მაკკასკი არ იყო 50 ცენტიანი ტაბლდოტის მონაწილე, სადაც ბოჰემიელები ყავის


დალევით საქმეს აგვარებენ. გაბრაზებისგან მას სურდა ხელსაბანი ჯამი ესროლა, თუმცა არ
ჰქონდა. მის ნაცვლად სხვა ჭურჭელი ესროლა. ცოლმა აიცილა ის, თავად კი უთოს
გამოყენება სცადა კამათის დასასრულებლად, სწორედ ამ დროს ხმაური მოესმათ, რის გამოც
იძულებულები გახდნენ დროებით გაჩერებულიყვნენ.

სახლის კუთხეში, ტროტუარზე, პოლიციელი კლერი ცალი ყურით ისმენდა ჭურჭლის


მსხვრევას. მაკ კასკების ოთახიდან ხმაური გაიგონა, იფიქრა კვლავ ჩხუბობენ და ხომ არ
გაეშველებინა, მაგრამ არა, რადგან ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ და ერთმანეთისადმი
პატივისცემა ექნებოდათ. თანაც არ ეგონა რომ ისინი ჭურჭელს დასამსხვრევად
გაიმეტებდნენ. ამ დროს მას ქვედა სართულიდან უძლიერესი ხმაური შემოესმა, მაგრამ არც
ამას მიაქცია ყურადღება, იფიქრა კატა ამსხვრევდა ჭურჭელს და სხვა ადგილისკენ
გადაინაცვლა.
პანსიონრები ათრთოლებულიყვნენ, დაზღვევის ძველი ინსპექტორი, გამომძიებელი ბატონი
თოუმი ხმაურის დასადგენად გაეშურა. დაბრუნებულმა ამცნობა ხალხს, რომ ქალბატონ
მერფის, პატარა ვაჟი, მაიკი დაჰკარგვოდა. ქალი იმდენად დამწუხრებული იყო, ცრემლის
ზღვა სდიოდა და მისი მოთქმა ცას სწვდებოდა. ბატონი თოუმი მკერავი ქალის გვერდით
იჯდა. მათ სხვებისგან მალულად ხელები ჩაჰკიდეს ერთმანეთს, თურმე, დიდი ხანია
ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონოდათ. ორი ხანდაზმული ქალი, რომლებიც პანსიონში
ყოველდღე ჩხუბს უჩიოდნენ, ფრთხილობდნენ, ვინმე ხომ არ უყურებდათ კედლის საათის
უკან.

მაიორი გრეგი თავისი ჭარბწონიანი მეუღლის გვერდით იჯდა, წამოდგა, ქურთუკი შეიკრა
და თქვა, რომ ქალაქს მოივლიდა და ბავშვს იპოვნიდა. დაღამების შემდეგ მას ცოლი გარეთ
გასვლის ნებას არ აძლევდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, დამწუხრებული, შვილდაკარგული
დედის შემხედვარე დანაღვლიანებულიყო და ბარიტონის ხმით უთხრა ქმარს, რომ
წასულიყო. მან მხოლოდ ცოტაოდენი ფული სთხოვა ცოლს სამგზავროდ და დაკარგული
ბავშვის საძებნელად წავიდა.

მეორე სართულზე, ვესტიბიულში მცხოვრები დენი, კიბის პირველ საფეხურზე


ჩამომჯდარიყო და ნათურის შუქზე გაზეთს ათვალიერებდა. ქუჩაში მომხდარ ავარიაზე
სტატიებს ადევნებდა თვალს. ქალბატონი მერფი კი ოხრავდა და დაკარგულ შვილს
ნატრობდა. მოხუცი დენი, რომელიც ცალი თვალით სამშენებლო კომერციული ლიგის
შეტყობინებას ათვალიერებდა, დაინტერესდა ბავშვის გაუჩინარების შესახებ. ქალი კვლავ
მოსთქვამდა, ტიროდა და როგორც ამბობდა წინა დღეს ან რამდენიმე საათის წინ
გაუჩინარებულიყო, ტროტუარზე თამაშობდა. თავად მის მერფი, სამუშაოს გამო იმდენად
დატვირთული და დაკავებულია დღეებიც კი ერევა, მთელ სახლში ეძებდა, სხვენსა და
სარდაფშიც კი, თუმცა, მიკი ვერსად ეპოვნა, ბიჭი ნამდვილად არ იყო იქ.

ამ კოლოსალური, მდუმარე და პირქუში ქალაქის მაცხოვრებლები მუდამ მისი მაწყევარნი


იყვნენ. მათთვის ის სასტიკი და დაუნდობელი იყო. მის ქუჩებს ნაღვლიან, უდაბურ ტყეებსა
და უდაბნოებს ადარებდნენ. მაგრამ ლობსტერის მყარი ქერქის ქვეშ საუცხოოდ ნაზი
საკვებია. შესაძლოა სხვაგვარი შედარება უფრო შეშვენის, მაგრამ ლობსტერის მსგავსია ეს
უზარმაზარი ქალაქიც.

ადამიანის გულთან ისე არაფერი მიდი ახლოს, როგორც პატარას დაკარგვა.ისინი


ცხნობისმოყვარეები არიან და უსაზღვროდ შეუძლიათ სიარული, არავინ იცის თავს სად
ამოყოფენ. მაიორი გრიგი ქუჩას სწრაფად ჩაუყვა, მთელი ხეივანი შემოიარა. ბოლოს
პოლიციაში მივიდა და ერთ ოფიცერს ჰკითხა სადმე ხომ არ ენახა ექვს წლამდე, სახლიდან
გამოპარული, პირმოთხუპნილი ბავშვი. კიბის საფეხურზე ჩამომჯდარ ბატონ თოუმს,
ქალბატონი პერდის ხელი კვლავ არ გაეშვა. ქალი საბრალო ბავშვზე ფიქრობდა. თოუმმა
მჭიდროდ მოკიდა ხელი და გადაწყვიტა ბიჭის მოსაძებნად წასულიყო. მოხუცი დენი კვლავ
სტატიებს კითხულობდა გაზეთში.

მეორე სართულზე მცხოვრებმა მაკკასკებმა ფანჯრიდან გადაიხედეს, რათა აურზაურის


მიზეზი გაეგოთ, თანაც ჰაერი ჩაესუნთქათ კამათის გასაგრძელებლად, ბატონი მაკკასკი
თითიდან ნარჩენ საკვებს იშორებდა, ქალი კი მარილისგან აწითლებულ თვალებს ისრესდა.
მათ ქვევიდან ყვირილი გაიგონეს და თავი ფანჯარაში გაყვეს. ქალბატონმა მაკკასკიმ თქვა,
რომ პატარა, საყვარელი და ცელქი მაიკი დაკარგულიყო. მისი ქმარი აღშფოთებისგან
ფანჯრიდან გადმოიხარა და როგორც ამბობდა ქალის დაკარგვა არც ისე დაამწუხრებდა,
რადგან ქალი საიდანაც წავა მშვიდობა დამყარდება, ხოლო პატარა ბიჭი...

ქალბატონ მაკკასკს, რა თქმა უნდა მეუღლის სიტყვები არ ესიამოვნა და ნიშნად ამისა


მკლავზე ხელი მოუჭირა. ანიშნა, რომ ეს სიტყვები უადგილო იყო, რადგან ექვსი წლის
ბიჭუნა დაკარგულიყო, ისინიც იმავე გასაჭირში რომ ყოფილიყვნენ, ფელანის საპოვნელად
მთელს ქალაქს მოივლიდნენ და სულაც არ დაბრუნდებოდნენ სახლში მის გარეშე. ქალის ამ
სიტყვებს კვლავ კამათი მოჰყვა, რადგან ბატონი მაკკასკის თქმით, მათ რომ ვაჟი ჰყოლოდათ,
პაპამისის სახსოვრად კატრიმს დაარქმევდნენ და არა ფელანს. ცოლმა რა თქმა უნდა არ
დაუთმო და ამჯერად მშვიდად მიუგო, რომ ბავშვზე სწორედ ფელანი, თავისი ღირსეული
ძმის სახელი უნდა დაერქვათ. ქალი ფანჯრის ზღურბლს მიეყრდნო, ქვევით ჩაიხედა და
ქმარს მიუბრუნდა. მოუბოდიშა შეუფერებელი საქციელისთვის. შესაძლოა ნაჩქარევად
მომზადებული ვახშმის ბრალი ყოფილიყო. ქალმა ნაზად მოჰხვია მკლავი ქმარს და მისი
უხეში ხელი თავისაში მოაქცია.

ქალბატონი მერფის გასაჭირს, ცრემლით მოთქმას ყურს უგდებდნენ. მსგავსი ამბები ხშირად
ხდებოდა ამ ადგილას, ამიტომაც ბიჭის დაკარგვაც მალე დაავიწყდებოდა ყველას. ბატონმა
მაკკასკიმ უხარხულად გაწია უკან მეუღლის ხელი და მოეხვია. თქვა, ისინი რომ
ყოფილიყვნენ ქალბატონი მერფის ადგილას, საკუთარ თავს არ აპატიებდა, თუმცა მათ ვაჟი
არ ჰყავდათ. ჯონმაც ბოდიში მოუხადა ცოლს და პატიება სთხოვა საშინლად მოქცევისთვის.

ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაეყრდნო და ქვემოთ მიმდინარე დრამატულ მოვლენებს თვალს


ადევნებდა. დიდხანს იყვნენ ასე. ტროტუარზე ხალხმა მოიყარა თავი. ერთმანეთს კითხვებს
უსვამდნენ, ჭორაობდნენ და უაზრო დასკვნებს აკეთებდნენ. დამწუხრებული ქალბატონი
მერფი კი წინ და უკან ისე დაიარებოდა ხალხში, ცრემლით ძირშემორეცხილ მთას ჰგავდა.
შიკრიკები ამბის გასაგებად მიმოდიოდნენ.

მოულოდნელად, პანსიონატთან ალიაქოთმა იფეთქა. გაკვირვებულმა ბატონმა მაკკასკიმ


ცოლს ჰკითხა რა ვითარება იყო, თურმე ქალბატონ მერფს საწოლის ქვეშ, ლინოლეუმის
რულონის გვერდზე მძინარე მაიკი უპოვია. ბატონმა მაკკასკმა გადაიხარხარა და თქვა, მას და
ჯუდს რომ შვილი ჰყოლოდათ, ასეთ ოინს მოაწყობდა ისიც. მშობლებს დაკარგული
ეგონებოდათ, სინამდვილეში კი საწოლის ქვეშ დაიმალებოდა. ქალბატონი მაკკასკი ადგა და
ჭურჭლის კარადასთან მივიდა. ხალხი თანდათან დაიშალა, პოლიციელი კლერი კუთხეში
დაბრუნდა და მაკკასკების სახლიდან გამოსულ ხმაურს ყური დაუგდო. ჭურჭლის მსხვრევის
ხმა ისევე ძლიერად ისმოდა, როგორც ადრე. კლერმა ჯიბიდან საათი ამოიღო და
ჩაილაპარაკა, რომ ცოლ-ქმრის კამათი გრძელდებოდა. ამ საქციელით ქალბატონი მაკკასკი
ძალას მატებდა ქმარს.
პოლიციელი კლერი უკან გაბრუნდა და ქუჩის კუთხეში სეირნობა განაგრძო. მოხუცმა
დენიმ გაზეთი დაკეცა, კიბეებს აუყვა, ქალბატონმა მერფიმ კი კარები დაკეტა და
დასაძინებლად გაეშურა.

You might also like