You are on page 1of 5

ნიკოლას მონსარატი

წვეულება

მსოფლიოში ჯერ კიდევ არიან მდიდარი ადამიანები, თუმცა გაცილებით მეტი


იყვნენ ძველ, კარგ დროში. ვფიქრობ, დღეს აღარავის სჯერა ზღაპრებისა, რომ
მდიდრები უაზროდ და მოწყენით ცხოვრობენ, რომ მათ აიძულებენ დღეგამოშვებით
ისმინონ გაუგებარი კამერული მუსიკა, გაუძლონ უსაშველოდ გაგრძელებულ
ოპერას, წელში მოიხარონ სამეფო კარის წარმომადგენელთა წინაშე და ყლაპონ ისეთი
საძაგლობები, როგორიცაა: ღვიძლის პაშტეტი, კალმახი და შამპანური.
ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ბევრი მათგანი არ იკლებს ამქვეყნიურ სიამოვნებებს.
ისმენენ ზუსტად იმას, რისი მოსმენაც სურთ საუკეთესო მუსიკოსთა შესრულებით,
სიამოვნებით ესალმებიან სამეფო კარის წარმომადგენლებს და ამასთანავე, მათთან
სიახლოვის დემონსტრირებასაც ახდენენ: ჭამენ და სვამენ სწორედ იმას, რაც სურთ:
ღვიძლის პაშტეტს, კალმახსა და შამპანურს.
თუმცა მდიდრებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები. ეს იშვიათადაა ფინანსური,
რადგან ამისათვის მათ საგანგებოდ ჰყავთ დაქირავებული ადამიანები, მაშინ, როცა
თვითონ დაკავებული არიან პოლიტიკით, გადასახადებით, ცოლებთან
გაუცხოებითა და მსახურთა სიხარბით.
არის სხვა, უფრო არსებითი, ზნეობრივ-მორალური პრობლემები. მოგიყვებით
ერთ-ერთ ასეთ პრობლემაზე, რომელიც ოცდაათი წლის წინ მოხდა და რომელმაც ძია
ოქტავიანი სავსებით გაანადგურა.
მე მაშინ თხუთმეტიოდე წლისა ვიყავი, ბიძაჩემი კი მდიდარი, ძალითა და
ენერგიით სავსე მამაკაცი იყო. თანამედროვეთა აღიარებით, ის იყო სრულყოფილი
მასპინძელი: სტუმართმოყვარე, მხიარული, მომხიბვლელი და ამიტომ მისი ვილა
რივიერაზე ითვლებოდა შეხვედრებისათვის საუკეთესო ადგილად. ყოველივე ეს იყო
1925 წლის 3 იანვრამდე.
იმ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ბიძაჩემის ცხოვრებაში გარდა
იმისა, რომ მას ორმოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა. ჩვეულებრივ, დაბადების
დღეს აღნიშნავდა წვეულება-სადილით თორმეტი პერსონისათვის. თითოეული
ისტუმართაგანი იყო ძველი, უახლოესი მეგობარი, ორს კი, ყოველგვარი გადამეტების
გარეშე, შეიძლებოდა დარქმეოდა „ძველი ალები“. როგორც წესი, ბიძაჩემის
დაბადების დღეს ორი ასეთი სტუმარი მაინც ესწრებოდა, რადგან ის მართლაც
„სიხლსავსე ცხოვრებით“ ცხოვრობდა.
ჩემთვის, თხუთმეტი წლის ახალგაზრდისათვის, დიდი პატივი იყო
დავსწრებოდი წვეულებას, ვყოფილიყავი საზოგადოებაში, სადაც „ძველი ალებისა“
და მათი პატივცემული მეუღლეების გარდა იყვნენ გამორჩეულად განათლებული
გაზეთის მეპატრონე და მისი ამერიკელი მეუღლე, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-
მინისტრი, ომის შემდგომი გერმანიის წარმომადგენელი სახელმწიფო მოღვაწე,
ჰამბურგის პრინცი და პრინცესა. ეს იყო მართლაც რჩეული საზოგადოება და რაც
მთავარია, ყოველი მათგანი იყო ბიძაჩემის ძველი და უახლოესი მეგობარი და
გასაგებია, რომ ყოველივე ეს სიამაყით მავსებდა.
მშვენიერი სადილის შემდეგ, როცა დესერტი შემოიტანეს და მსახურები
გავიდნენ, ბიძაჩემი დაიხარა პრინცესას ხელისკენ, რათა გამოეხატა აღფრთოვანება
დიდებული ბრილიანტით, რომლითაც შემკული იყო პრინცესას ბეჭედი. პრინცესა
დედოფლური მანერების ლამაზი ქალი იყო. ახლაც მახსოვს ბიძაჩემისკენ
გამოწვდილი მისი ხელის გრაციოზული მოძრაობა და ბრილიანტში სინათლის
შუქის გაელვება. „შეიძლება მეც ვნახო?!“ - იკითხა გაზეთის მეპატრონემ. პრინცესამ
გაუღიმა და თავი დაუქნია, შემდეგ კი მოიხსნა ბეჭედი ხელიდან და მას გადასცა. –
„ბებიაჩემის იყო, მოხუცი იმპერატრიცასი. უკვე რამდენი წელია აღარ გამიკეთებია;
ამბობენ, ოდესღაც ჩინგიზ-ხანს ეკუთვნოდაო.“ - თქვა მან. ამას მოჰყვა სიამოვნებისა
და აღფრთოვანების წამოძახილები. ბეჭედი ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთი
წამით ჩემს ხელისგულზეც იდო; ანათებდა ბრილიანტისთვის დამახასიათებელი
შინაგანი ბრწყინვალებით. შემდეგ გადავეცი ჩემს მეზობელს, მგონი მანაც გადასცა
გვერდით მჯდომს. ყოველ შემთხვევაში, მე თითქმის მჯეროდა, რომ დავინახე.
ოცი წუთის შემდეგ პრინცესა ადგა, ქალბატონებსაც ანიშნა ამდგარიყვნენ და
სასიამოვნო ღიმილით მოგვმართა: - „ვიდრე დაგტოვებთ, თუ შეიძლება,
დამიბრუნეთ ჩემი ბეჭედი!“
დამამახსოვრდა ბიძაჩემის ბუტბუტი: - „ო, დიახ, ის მშვენიერი ბეჭედი!“,
გაზეთის მეპატრონის სიტყვები - „ღმერთის გულისათვის, არ დაგავიწყდეთ!“ - და
ერთი ქალის სიცილი.
შემდეგ იყო პაუზა, როცა თითოეული ჩვენგანი მოლოდინით შეჰყურებდა
თავის მეზობელს, და ბოლოს კი - სიჩუმე.
პრინცესა ისევ იღიმოდა, თუმცა ნაძალადევი ღიმილით; ის არ იყო ჩვეული
თხოვნის გამეორებას. – „გეთაყვა, შემდეგ ჩვენ დავტოვებთ კაცებს თავიანთ
პორტვეინებთან.“ - თქვა მან და მის ნათქვამში უკვე იგრძნობოდა ქედმაღლობა.
ადვილი მისახვედრია, რაც შემდეგ მოხდებოდა: ყოველი ჩვენგანი საოცრად
შემცბარი და დაბნეული, პრინცი გამყინავი თავაზიანობით და თითქმის
აცრემლებული პრინცესა. მთელ ოთახში დაიწყო საგანგებო ძებნა, სკამების
გადაბრუნება, ნოხის დათვალიერება, იყო მოთხოვნა ჩატარებულიყო ჩხრეკა; ბეჭედი
კი არსად ჩანდა. გაქრა უნიკალური საგვარეულო ძვირფასეულობა (რაც შესაძლოა
800 000 ფუნტი ღირდა) თორმეტი ადამიანით სავსე ოთახში, რომლებიც ასე კარგად
იცნობდნენ ერთმანეთს. მსახური არ შემოსულა და წამითაც არავის დაუტოვებია
ოთახი. ქურდი იყო ჩვენს შორის, ბიძაჩემის ერთ-ერთი უძვირფასესი მეგობარი.
მახსოვს, ფრანგი მინისტრი დაჟინებით მოითხოვდა გაეჩხრიკათ. მან ჯიბეების
ამოტრიალებაც კი მოასწრო, ვიდრე ბიძაჩემი აღმართავდა ხელს და შეაჩერებდა.
იდგა ბიძაჩემი ფერმკრთალი, სახეშეშლილი, თითქოს სასიკვდილო დარტყმა
მიაყენესო. – „არავითარი ჩხრეკა!“ - ბრძანა მან. „ეს არ მოხდება ჩემს სახლში. თქვენ
ყველანი ჩემი მეგობრები ხართ. ბეჭედი შესაძლოა დაიკარგოს, არაა ნაპოვნი“. შემდეგ
დაიხარა პრინცესასკენ და მიმართა: - „მე, რასაკვირველია, აგინაზღაურებთ
დანაკარგს.“
საშინელი, უაზრო და უშედეგო ძებნა გაგრძელდა. ბეჭედი ვერ იპოვეს, თუმცა
სტუმრები განთიადამდე დარჩნენ. არავის სურდა პირველს დაეტოვებინა იქაურობა
და ყველა ცდილობდა ბიძაჩემის დამშვიდებას, რომელიც, გარეგნული თავშეკავების
მიუხედავად, სრულიად განადგურებული ჩანდა.
ბეჭედი ვერ იპოვეს, ბიძაჩემმა კი არ დაუშვა ვინმეს ჩხრეკა.
რამდენიმე დღეში მე ისევ დავუბრუნდი ინგლისში სკოლას და მიხაროდა,
რადგან აღარ შემეძლო ბიძაჩემის ყურება და ცოდნა, თუ როგორ დაინგრა მისი
სამყარო. ის მოჰყვა და ჩარჩა თავისი ცხოვრების წესის ნანგრევებში უპასუხო
კითხვით: რომელი იყო ქურდი მის უახლოეს მეგობართა შორის?
მე არ ვიცი, როგორ ან რამდენად აუნაზღაურა ბიძაჩემმა პრინცესას დანაკარგი,
მაგრამ ვიცი, რომ ის აღარასოდეს დაბრუნებულა ამ სახლში და მთელი თავისი
დარჩენილი ცხოვრება განდეგილობაში გაატარა. ისიც ვიცი, რომ ახლობელთა
გასაოცრად, გარდაიცვალა როგორც ღარიბი კაცი.
იქნებოდა მართალი მეთქვა, რომ გარდაიცვალა „გატეხილი“ კაცი. ალბათ,
უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ გარდაიცვალა უსაზღვროდ სევდიანი
მარტოსული სტუმართმოყვარე მასპინძლის იმ თავისებური სევდით, რომელსაც
თავისი სიცოცხლის დარჩენილი ოცდაათი წლის მანძილზე აღარასოდეს გაუმართავს
წვეულება.

ინგლისურიდან თარგმნა ინეზა ჩხიკვაძემ.


3.2.18
ტელ: 222 79 82
551 50 43 05
ჯეიმს თარბერი

დედა ვეფხი და მისი „მეუღლე“

დაოჯახებისა და ერთად ცხოვრების შემდეგ ყოყოჩტერფა ვეფხი სულ მალე


დაიღალა თავისი მდედრით - სობრათი. მან დაიწყო სახლიდან გასვლა დილაობით
უფრო და უფრო ადრე, სახლში დაბრუნება კი საღამოობით - სულ უფრო გვიან.
ყოყოჩტერფა უკვე აღარ მიმართავდა სობრას სიტყვებით: „ჩემო შაქრის თათო“, ან
რაიმე მსგავსი საალერსო ფრაზებით. საკუთარი კაპრიზების შესასრულებლად სებრას
ან თათებით ტაშის შემოკვრით, ან თუ სებრა სხვენზე იყო, სტვენით უხმობდა.
ყველაზე უფრო გრძელი წინადადება, რომლითაც მან თავის მდედრს მიმართა
უკანასკნელად იყო: „ეშმაკმა წაიღოს, რა გჭირს?! ხომ მოგიტანე ბრინჯი, ბარდა და
ქოქოსის ზეთი. სიყვარული საქორწინო კაბასთან ერთად სხვენზე აიტანე, დაივიწყე!“
დაასრულებდა ფინჯანი ყავის სმას, ჯუნგლების ახალი ამბების კითხვას და
გაემართებოდა კარისკენ. სობრას კითხვაზე „სად მიდიხარ?“ პასუხი იყო მოკლე
„გარეთ“, „შორს“, „ჩუ“...
სობრამ, როგორც გონიერმა არსებამ, როცა გააცნობიერა, რომ ის მალე დედა
გახდებოდა, შეატყობინა თავის ყოყოჩას; პასუხად მიიღო: „იმედია პატარები
გახდებიან ქსილოფონზე დამკვრელები ან ცნობილი გენერლები,“ შემდეგ კი
სახლიდან წავიდა დიდი ხნით, როგორც ასეთ დროს ამას აკეთებს ყველა მამრი,
რადგან მას არ სურდა შეწუხებულიყო თავისი პატარებით, ვიდრე ბიჭები არ
გახდებოდნენ საკმაოდ დიდები, რათა მათთან „ებოქსავა“, ან გოგონები არ
წამოიზრდებოდნენ საკმაოდ, რათა შეძლებოდა მათი შეურაცხყოფა. მანამდე კი
ერთობოდა, დროს ატარებდა ხართან ბრძოლაში ან გადაცმულ აგენტებთან ერთად
რადიო და ტელეფონით აღჭურვილი პოლიციის მანქანით წრეებს არტყამდა,
დაძრწოდა საჭმლისა და საძარცვის მოსაპოვებლად. მოკლედ „გულაობდა“,
„გრიალებდა“ მამრი.
დაბოლოს, როცა ის როგორც იქნა შინ დაბრუნდა, სობრა გააფრთხილა: „მე
წათვლემას ვაპირებ და თუ პატარები შემაწუხებენ და გამაღვიძებენ თავიანთი
ხმაურით და ყმუილით, მე მათ დავახრჩობ ისევე, როგორც ბევრ სახლის კნუტებს
ახრჩობენ.“
შეურაცხყოფილმა და გამძვინვარებულმა სობრამ გამოაღო სახლის წინა კარი
ღრიალით „გაეთრიე!“ ბრძოლა იყო სასტიკი, დაუნდობელი, მაგრამ ხანმოკლე.
ყოყოჩამ მოუქნია მარცხენა, მაგრამ ჯუნგლებში ცნობილი სობრას უსწრაფესი
შემხვედრი მარჯვენათი ადგილზევე იქნა მილურსმული, რის გამოც ყოყოჩა
სამუდამოდ გაითიშა.
დილით, როცა პატარები ყირამალა დაეშვნენ კიბეებზე და დედას ჰკითხეს, რა
ეკეთებინათ, დედის პასუხი იყო: „შეგიძლიათ ახვიდეთ სხვენზე და მამასთან
ითამაშოთ, ბუხრის წინ ვეფხის ნოხია და ვფიქრობ მოგეწონებათ.“
ბავშვებმა ვეფხის ნოხი შეიყვარეს.
მორალი: არაფერს ნიშნავს ვეფხის ცოლობა, განსაკუთრებით, თუ თქვენც ვეფხი
ხართ.
ინგლისურიდან თარგმნა ინეზა ჩხიკვაძემ.
1.19. 16
ტელ: 222 79 82
551 50 43 05

You might also like